- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (ფეხებში სიმძიმე, ტკივილი, კრუნჩხვები); - ჰემოროის (მწვავე ან ქრონიკული) სიმპტომური თერაპია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ასკორბინის მჟავა (ascorbic acid) + დიოსმინი (diosmin) + ჰესპერიდინი (hesperidin)
- ფორმა და შეფუთვა
- 450მგ+50მგ+100მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041683
- რეგისტრირებულია
- 23 ივლისი 2024, მოქმედებს 23 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვენოდიოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (ფეხებში სიმძიმე, ტკივილი, კრუნჩხვები);
- ჰემოროის (მწვავე ან ქრონიკული) სიმპტომური თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
ვენური უკმარისობა
2 ტაბლეტი დღე-ღამეში (1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი საღამოს) ჭამის დროს.
თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ; პრეპარატის გამოყენება შეიძლება კურსებად.
ჰემოროი
მწვავე ჰემოროი: 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 ტაბლეტი დღე-ღამეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ჰემოროი: 2 ტაბლეტი დღეში.
თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე; სასურველი ეფექტის არქონისას უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ჰიპეროქსალურია.
სიფრთხილის ზომები
ჰემოროის დროს პრეპარატის გამოყენება არ ცვლის სწორი ნაწლავის სხვა დაავედებების სპეციფიურ თერაპიას, ვენოდიოლით მკურნალობა ხანმოკლე უნდა იყოს.
იმ შემთხვევებში, როდესაც ჰემოროის სიმპტომები პაციენტს უნარჩუნდება პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემდეგ, რეკომენდებულია სათანადო პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და შესაბამისი თერაპიის შესახებ საკითხის ხელახლა განხილვა.
თუ უცებ გამოვლინდება უჩვეულო გამოხატული სიმპტომები, განსაკუთრებით ერთ ფეხზე, როგორებიც არის შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, დაჭიმულობის და ცხელების შეგრძნება, ასევე ტკივილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზის სიმპტომები, დაკავშირებული ვენურ უკმარისობასთან.
ასკორბინის მჟავამ, პრეპარატის ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს კვლევების შედეგებზე და შარდში გლუკოზის რაოდენობრივ ანალიზებზე, ასე შეიძლება აღინიშნოს ცრუუარყოფითი შედეგები გლუკოზოოქსიდაზას ინდიკატორით (მაგალითად, ლაბსტიქსი (Labstix), ტეს-ტეიპი (Tes-Tape)) გამოყენების მეთოდებით სარგებლობის და ცრუდადებითი შედეგები ნეოკუპროინის გამოყენებით მეთოდებით სარგებლობის დროს.
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზეგავლენა შარდმჟავას კვლევების შედეგებზე ფოსფოვოლფრამატის ან არიკაზას გამოყენებით სპილენძის აღდგენის მეთოდით, ასევე სისხლის არადეპროტეინიზირებულ შრატში კრეატინინის დონის გაზომვის შედეგებზე.
ასკორბინის მჟავის მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება დარეგისტრირდეს ფარულ სისხლზე განავლის ანალიზების ცრუუარყოფითი შედეგები.
დამხმარე ნივთიერებები
ვენოდიოლი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის "არ შეიცავს ნატრიუმს".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ასკორბინის მჟავა, პრეპარატის ერთ-ერთმა აქტიური ნივთიერება, ძლიერებს ამფეტამინის თირკმლისმიერ ექსკრეციას. სისხლის პლაზმაში ასკორბატის კონცენტრაცია მცირდება მოწევისას და პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.
ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ერთად გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ასკორბინის მჟავის შეწოვაზე. ამ დროს სალიცილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია არ იცვლება, ასევე არ აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო ეფექტების შემცირება.
ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს შარდით ალუმინის გამოყოფა. ანტაციდების და ასკორბინის მჟავის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
ასკორბინის მჟავის ამიგდალინთან (კომპლემენტური სამკურნალო საშუალება) კომბინირებისას შეიძლება აღინიშნოს ციანოტოქსიკურობა.
ასკორბინის მჟავის და დეფეროქსამინის ერთად გამოყენებისას რკინის თირკმლისმიერი ექსკრეცია იზრდება. იყო შეტყობინებები კარდიომიოპათიის და გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების შემთხვევების შესახებ პაციენტებში იდიოპათიური ჰემოქრომატოზით და თალასემიით, რომლებიც იღებდნენ დეფეროქსამინს და შემდეგ ასკორბინის მჟავას. ასეთ პაციენტებში ასკორბინის მჟავა ფრთხილად ინდა იქნას გამოყენებული, ასევე გაკონტროლდეს გულის ფუნქცია.
ასკორბინის მჟავას შეუძლია ზეგავლენა კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზას ბიოქიმიური კვლევების შედეგებზე სისხლისა და შარდის ნიმუშებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე კვლევებში პრეპარატს ტერატოგენული პოტენციალი არ ჰქონდა.
დღემდე ადამიანის მიერ პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები არ აღნიშნულა. ორსულ ქალებში ვენოდიოლის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები ან მათი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვენოდიოლის გამოყენებისას ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატი ზეგავლენას მოახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა უმნიშვნელოდ გამოხატული კუჭ-ნაწლავის და ნეიროვეგეტაციური აშლილობები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებდნენ.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
სისხლძარღვების მხრივ: წამოხურებები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, ღებინება, გულისრევა; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია* - ტკივილი მუცელში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილები მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია* - სახის, ტუჩების და ქუთუთოების შეზღუდული შეშუპება, გამონაკლის შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: ჰიპეროქსალურიის განვითარების ცნობილი რისკის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ასკორბინის მჟავის შიგნით მიღება 1 გ-ზე მეტი დოზით დღეში, ვინაიდან ამ დროს შეიძლება გაიზარდოს შარდით ოქსალატების გამოყოფა (ჯანმრთელ სუბიექტებში ჰიპეროქსალურიის გარეშე მსგავსი რისკი დადგენილი არ არის). გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე ზოგიერთ სუბიექტში ასკორბინის მიღებამ ხელი შეუწყო ჰემოლიზური ანემიის განვითარებას.
ხანგრძლიბი დროის განმავლობაში მაღალი დოზით ასკორბინის მჟავის გამოყენებისას მისი თირკმლისმიერი კლირენსი შეიძლება გაიზარდოს, ამ დროს მიღების მკვეთრად შეწყვეტის ან დოზის სწრაფად შემცირების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ასკორბინის მჟავის დეფიციტი ორგანიზმში. დღეში 600 მგ-ზე მეტი დოზებით ასკორბინის მჟავას დიურეზული მოქმედება გააჩნია.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: იშვიათად - შეუძლოდ ყოფნა.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღნიშნული არასასურველი რეაქციები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში არასასურველი რეაქციების გამოხატულობის გაძლიერების რისკი იზრდება.
მარალი დოზებით ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დიარეა, ასევე შეიძლება წარმოიქმნას ოქსალატის კენჭები თირკმელებში. მსგავს სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე ზოგიერთ სუბიექტს ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება განუვითარდეს აციდოზი ან ჰემოლიზური ანემია. ასკორბინის მჟავის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია მცირე დრო, შეიძლება კუჭის ამორეცხვა, სხვა შემთხვევებში საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 450 მგ, ჰესპერიდინი 50 მგ, ასკორბინის მჟავა 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
პრეპარატის ათქ კოდი C05CA53
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტეკირდაგი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონიდები. დიოსმინი, კომბინაციები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სისხლძარღვთა სისტემაზე ვენოდიოლი ზემოქმედებს ვენებისა (ამცირებს ვენების ჭიმვადობას და ვენურ სტაზს) და მიკროცირკულაციური კალაპოტის (ახდენს კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას და ზრდის მათ რეზისტენტობას) დონეზე.
დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნებიან ფლავონოიდების ჯგუფს - პოლიფენოლის ქიმიური ნაერთები ფლავონის სტრუქტურით. დიოსმინის კლინიკური ეფექტი დაკავშირებულია ვენის კედლის ტონუსის და გამტარობის რეგულირებასთან (ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, კაპილარების გამტარობის შემცირება), ანთების დათრგუნვასთან (ენდოთელიუმის მიმართ ლეიკოციტების ადჰეზიის შემცირება და სასიგნალო მოლეკულების სისხლში გატყორცნის შემცირება), ენდოთელიუმის დამცავ ეფექტთან (ვენის კედლის ქსოვილების ოქსიგენაცია), უჯრედების სტრუქტურის თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანების და მატრიქსული მეტალოპროტეაზების აქტივობის შემცირებასთან, ასევე შედედების პროცესებზე ზეგავლენასთან (თრომბოციტების აგრეგაციის ადგილობრივი ინჰიბირება, ფიბრინოლიზის გააქტიურება). სამკურნალო საშუალების ორგანიზმში განაწილების თავისებურებები და ქსოვილებთან მისი მიღწევა ისეთებია, რომ მიღების შემდეგ სამკურნალო საშუალების უმეტესი ნაწილი ვენების ქსოვილებში ვლინდება. ამიტომ სისხლძარღვის კედლის ტონუსის მომატება განპირობებულია, პირველ რიგში, პრეპარატის ამ დონეზე მოქმედებით, ამ დროს არ ვითარდება ისეთი სისტემური ეფექტები, როგორებიცაა სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა და არტერიული წნევის მომატება.
ასკორბინის მჟავა დეჰიდროასკორბინის მჟავასთან ერთად (წარმოიქმნება შექცევადი ჟანგვის პროცესში) ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს უჯრედების დაჟანგვის პროცესებში. ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიდროქსილირების რეაქციებში, პროლინის ჰიდროქსიპროლინად გარდაქმნის ჩათვლით (კოლაგენის წარმოქმნის პროცესი).
კლინიკური ფარმაკოლოგია
ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კვლევების შედეგები, რომლებშიც გამოიყენებოდა მეთოდები, რომლებიც შესაძლებელს ხდის დარეგისტრირდეს და რაოდენობრივად შეფასდეს პრეპარატის ზეგავლენა ვენების ჰემოდინამიკაზე, მოწმობს იმაზე, რომ პრეპარატს გააჩნია ზემოაღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებები ადამიანში.
დოზა-ეფექტის დამოკიდებულება
ეფექტის დოზაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება დადგენილი იქნა ვენების ისეთი პლეტიზმოგრაფიკული პარამეტრების მიმართ, როგორებიც არის ტევადობა, წელვადობა და დაცლის სიჩქარე. დოზა-ეფექტის ოპტიმალური შეფარდება აღინიშნა პრეპარატის ორი ტაბლეტის გამოყენებისას.
ვენების მატონიზირებელი მოქმედება
პრეპარატის გამოყენებისას ვენების ტონუსი იზრდება; ვერცხლის წყლის სენსორის გამოყენებით ვენო-ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიის ჩატარებისას მიღებული მონაცემები დაცლის სიჩქარის გაზრდას მოწმობენ.
ზეგავლენა მიკროცირკულირებაზე
ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევებში აღმოჩენილია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პრეპარატისა და პლაცებოს ეფექტებს შორის. პაციენტებში კაპილარების მსხვრევადობის ნიშნებით პრეპარატის გამოყენებისას კაპილარების რეზისტენტობა იზრდებოდა, რაც დადგენილია ანგიოსტერომეტრიის მეშვეობით.
კლინიკური კვლევები
ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგები მიუთითებენ ფლებოლოგიაში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობაზე ქვედა კიდურების ვენური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას, როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული.
ფარმაკოკინეტიკა
რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული 14С-დიოსმინის გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების თანახმად, სამკურნალო საშუალება უპირატესად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, მისი თირკმლისმიერი ექსკრეცია საშუალოდ დაახლოებით 14% შეადგენს; პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 11 საათს შეადგენს, იგი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, რაც დასტურდება შარდში სხვადასხვა ფენოლის მჟავების არსებობის ფაქტით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვენოდიოლი
სავაჭრო დასახელება
ვენოდიოლი, Venodiol
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
დიოსმინი + ჰესპერიდინი + ასკორბინის მჟავა
Diosmin + Hesperidin + Ascorbic acid
წამლის ფორმა
ტაბლეტები
აღწერილობა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ღია-ყავისფერიდან ყავისფერამდე ტაბლეტები ჩანართებით.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 450 მგ, ჰესპერიდინი 50 მგ, ასკორბინის მჟავა 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
პრეპარატის ათქ კოდი C05CA53
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონიდები. დიოსმინი, კომბინაციები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სისხლძარღვთა სისტემაზე ვენოდიოლი ზემოქმედებს ვენებისა (ამცირებს ვენების ჭიმვადობას და ვენურ სტაზს) და მიკროცირკულაციური კალაპოტის (ახდენს კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას და ზრდის მათ რეზისტენტობას) დონეზე.
დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნებიან ფლავონოიდების ჯგუფს - პოლიფენოლის ქიმიური ნაერთები ფლავონის სტრუქტურით. დიოსმინის კლინიკური ეფექტი დაკავშირებულია ვენის კედლის ტონუსის და გამტარობის რეგულირებასთან (ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, კაპილარების გამტარობის შემცირება), ანთების დათრგუნვასთან (ენდოთელიუმის მიმართ ლეიკოციტების ადჰეზიის შემცირება და სასიგნალო მოლეკულების სისხლში გატყორცნის შემცირება), ენდოთელიუმის დამცავ ეფექტთან (ვენის კედლის ქსოვილების ოქსიგენაცია), უჯრედების სტრუქტურის თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანების და მატრიქსული მეტალოპროტეაზების აქტივობის შემცირებასთან, ასევე შედედების პროცესებზე ზეგავლენასთან (თრომბოციტების აგრეგაციის ადგილობრივი ინჰიბირება, ფიბრინოლიზის გააქტიურება). სამკურნალო საშუალების ორგანიზმში განაწილების თავისებურებები და ქსოვილებთან მისი მიღწევა ისეთებია, რომ მიღების შემდეგ სამკურნალო საშუალების უმეტესი ნაწილი ვენების ქსოვილებში ვლინდება. ამიტომ სისხლძარღვის კედლის ტონუსის მომატება განპირობებულია, პირველ რიგში, პრეპარატის ამ დონეზე მოქმედებით, ამ დროს არ ვითარდება ისეთი სისტემური ეფექტები, როგორებიცაა სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა და არტერიული წნევის მომატება.
ასკორბინის მჟავა დეჰიდროასკორბინის მჟავასთან ერთად (წარმოიქმნება შექცევადი ჟანგვის პროცესში) ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს უჯრედების დაჟანგვის პროცესებში. ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიდროქსილირების რეაქციებში, პროლინის ჰიდროქსიპროლინად გარდაქმნის ჩათვლით (კოლაგენის წარმოქმნის პროცესი).
კლინიკური ფარმაკოლოგია
ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კვლევების შედეგები, რომლებშიც გამოიყენებოდა მეთოდები, რომლებიც შესაძლებელს ხდის დარეგისტრირდეს და რაოდენობრივად შეფასდეს პრეპარატის ზეგავლენა ვენების ჰემოდინამიკაზე, მოწმობს იმაზე, რომ პრეპარატს გააჩნია ზემოაღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებები ადამიანში.
დოზა-ეფექტის დამოკიდებულება
ეფექტის დოზაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება დადგენილი იქნა ვენების ისეთი პლეტიზმოგრაფიკული პარამეტრების მიმართ, როგორებიც არის ტევადობა, წელვადობა და დაცლის სიჩქარე. დოზა-ეფექტის ოპტიმალური შეფარდება აღინიშნა პრეპარატის ორი ტაბლეტის გამოყენებისას.
ვენების მატონიზირებელი მოქმედება
პრეპარატის გამოყენებისას ვენების ტონუსი იზრდება; ვერცხლის წყლის სენსორის გამოყენებით ვენო-ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიის ჩატარებისას მიღებული მონაცემები დაცლის სიჩქარის გაზრდას მოწმობენ.
ზეგავლენა მიკროცირკულირებაზე
ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევებში აღმოჩენილია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პრეპარატისა და პლაცებოს ეფექტებს შორის. პაციენტებში კაპილარების მსხვრევადობის ნიშნებით პრეპარატის გამოყენებისას კაპილარების რეზისტენტობა იზრდებოდა, რაც დადგენილია ანგიოსტერომეტრიის მეშვეობით.
კლინიკური კვლევები
ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგები მიუთითებენ ფლებოლოგიაში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობაზე ქვედა კიდურების ვენური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას, როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული.
ფარმაკოკინეტიკა
რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული 14С-დიოსმინის გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების თანახმად, სამკურნალო საშუალება უპირატესად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, მისი თირკმლისმიერი ექსკრეცია საშუალოდ დაახლოებით 14% შეადგენს; პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 11 საათს შეადგენს, იგი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, რაც დასტურდება შარდში სხვადასხვა ფენოლის მჟავების არსებობის ფაქტით.
გამოყენების ჩვენებები
- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (ფეხებში სიმძიმე, ტკივილი, კრუნჩხვები);
- ჰემოროის (მწვავე ან ქრონიკული) სიმპტომური თერაპია.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ვენური უკმარისობა
2 ტაბლეტი დღე-ღამეში (1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი საღამოს) ჭამის დროს.
თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ; პრეპარატის გამოყენება შეიძლება კურსებად.
ჰემოროი
მწვავე ჰემოროი: 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 ტაბლეტი დღე-ღამეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ჰემოროი: 2 ტაბლეტი დღეში.
თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე; სასურველი ეფექტის არქონისას უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ჰიპეროქსალურია.
არასასურველი რეაქციები
პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა უმნიშვნელოდ გამოხატული კუჭ-ნაწლავის და ნეიროვეგეტაციური აშლილობები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებდნენ.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
სისხლძარღვების მხრივ: წამოხურებები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, ღებინება, გულისრევა; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია* - ტკივილი მუცელში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილები მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია* - სახის, ტუჩების და ქუთუთოების შეზღუდული შეშუპება, გამონაკლის შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: ჰიპეროქსალურიის განვითარების ცნობილი რისკის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ასკორბინის მჟავის შიგნით მიღება 1 გ-ზე მეტი დოზით დღეში, ვინაიდან ამ დროს შეიძლება გაიზარდოს შარდით ოქსალატების გამოყოფა (ჯანმრთელ სუბიექტებში ჰიპეროქსალურიის გარეშე მსგავსი რისკი დადგენილი არ არის). გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე ზოგიერთ სუბიექტში ასკორბინის მიღებამ ხელი შეუწყო ჰემოლიზური ანემიის განვითარებას.
ხანგრძლიბი დროის განმავლობაში მაღალი დოზით ასკორბინის მჟავის გამოყენებისას მისი თირკმლისმიერი კლირენსი შეიძლება გაიზარდოს, ამ დროს მიღების მკვეთრად შეწყვეტის ან დოზის სწრაფად შემცირების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ასკორბინის მჟავის დეფიციტი ორგანიზმში. დღეში 600 მგ-ზე მეტი დოზებით ასკორბინის მჟავას დიურეზული მოქმედება გააჩნია.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: იშვიათად - შეუძლოდ ყოფნა.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღნიშნული არასასურველი რეაქციები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ჰემოროის დროს პრეპარატის გამოყენება არ ცვლის სწორი ნაწლავის სხვა დაავედებების სპეციფიურ თერაპიას, ვენოდიოლით მკურნალობა ხანმოკლე უნდა იყოს.
იმ შემთხვევებში, როდესაც ჰემოროის სიმპტომები პაციენტს უნარჩუნდება პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემდეგ, რეკომენდებულია სათანადო პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და შესაბამისი თერაპიის შესახებ საკითხის ხელახლა განხილვა.
თუ უცებ გამოვლინდება უჩვეულო გამოხატული სიმპტომები, განსაკუთრებით ერთ ფეხზე, როგორებიც არის შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, დაჭიმულობის და ცხელების შეგრძნება, ასევე ტკივილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზის სიმპტომები, დაკავშირებული ვენურ უკმარისობასთან.
ასკორბინის მჟავამ, პრეპარატის ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს კვლევების შედეგებზე და შარდში გლუკოზის რაოდენობრივ ანალიზებზე, ასე შეიძლება აღინიშნოს ცრუუარყოფითი შედეგები გლუკოზოოქსიდაზას ინდიკატორით (მაგალითად, ლაბსტიქსი (Labstix), ტეს-ტეიპი (Tes-Tape)) გამოყენების მეთოდებით სარგებლობის და ცრუდადებითი შედეგები ნეოკუპროინის გამოყენებით მეთოდებით სარგებლობის დროს.
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზეგავლენა შარდმჟავას კვლევების შედეგებზე ფოსფოვოლფრამატის ან არიკაზას გამოყენებით სპილენძის აღდგენის მეთოდით, ასევე სისხლის არადეპროტეინიზირებულ შრატში კრეატინინის დონის გაზომვის შედეგებზე.
ასკორბინის მჟავის მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება დარეგისტრირდეს ფარულ სისხლზე განავლის ანალიზების ცრუუარყოფითი შედეგები.
დამხმარე ნივთიერებები
ვენოდიოლი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის "არ შეიცავს ნატრიუმს".
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატი ზეგავლენას მოახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ცხოველებზე კვლევებში პრეპარატს ტერატოგენული პოტენციალი არ ჰქონდა.
დღემდე ადამიანის მიერ პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები არ აღნიშნულა. ორსულ ქალებში ვენოდიოლის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები ან მათი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვენოდიოლის გამოყენებისას ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ასკორბინის მჟავა, პრეპარატის ერთ-ერთმა აქტიური ნივთიერება, ძლიერებს ამფეტამინის თირკმლისმიერ ექსკრეციას. სისხლის პლაზმაში ასკორბატის კონცენტრაცია მცირდება მოწევისას და პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას.
ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ერთად გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ასკორბინის მჟავის შეწოვაზე. ამ დროს სალიცილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია არ იცვლება, ასევე არ აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო ეფექტების შემცირება.
ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს შარდით ალუმინის გამოყოფა. ანტაციდების და ასკორბინის მჟავის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
ასკორბინის მჟავის ამიგდალინთან (კომპლემენტური სამკურნალო საშუალება) კომბინირებისას შეიძლება აღინიშნოს ციანოტოქსიკურობა.
ასკორბინის მჟავის და დეფეროქსამინის ერთად გამოყენებისას რკინის თირკმლისმიერი ექსკრეცია იზრდება. იყო შეტყობინებები კარდიომიოპათიის და გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების შემთხვევების შესახებ პაციენტებში იდიოპათიური ჰემოქრომატოზით და თალასემიით, რომლებიც იღებდნენ დეფეროქსამინს და შემდეგ ასკორბინის მჟავას. ასეთ პაციენტებში ასკორბინის მჟავა ფრთხილად ინდა იქნას გამოყენებული, ასევე გაკონტროლდეს გულის ფუნქცია.
ასკორბინის მჟავას შეუძლია ზეგავლენა კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზას ბიოქიმიური კვლევების შედეგებზე სისხლისა და შარდის ნიმუშებში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში არასასურველი რეაქციების გამოხატულობის გაძლიერების რისკი იზრდება.
მარალი დოზებით ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დიარეა, ასევე შეიძლება წარმოიქმნას ოქსალატის კენჭები თირკმელებში. მსგავს სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე ზოგიერთ სუბიექტს ასკორბინის მჟავის გამოყენებისას შეიძლება განუვითარდეს აციდოზი ან ჰემოლიზური ანემია. ასკორბინის მჟავის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია მცირე დრო, შეიძლება კუჭის ამორეცხვა, სხვა შემთხვევებში საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტეკირდაგი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


