ვეზიკარი არის მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება საშარდე გზების ანტისპაზმური (ურინარული ანტისპაზმური) მედიკამენტების ჯგუფს. ის არის ღია ვარდისფერი, მრგვალი ტაბლეტი ლოგოთი ცალ მხარეს და მეორე მხარეს გრავირებით “151”. ვეზიკარი მოწოდებულია 30 და 90 ტაბლეტით შეფუთვაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სოლიფენაცინი (solifenacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ხშირი შარდვის და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0251
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ვეზიკარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვეზიკარი არის მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება საშარდე გზების ანტისპაზმური (ურინარული ანტისპაზმური) მედიკამენტების ჯგუფს.
ის არის ღია ვარდისფერი, მრგვალი ტაბლეტი ლოგოთი ცალ მხარეს და მეორე მხარეს გრავირებით “151”. ვეზიკარი მოწოდებულია 30 და 90 ტაბლეტით შეფუთვაში.
ვეზიკარი გამოიყენება შარდის ბუშტის ტკივილისა და სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომები მოიცავს ხშირ შარდვას, მოშარდვის სურვილს წინასწარი სიმპტომების გარეშე და შარდვის შეუკავებლობას, რომელიც გამოწვეულია ტუალეტში დროულად მისვლის შეუძლებლობით.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული სხვა ინსტრუქცია, საჭიროა ქვემოთ მოცემული მითითებების დაცვა;
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული;
მიიღება 5 ან 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში;
ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას;
ვეზიკარის მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვეზიკარი მიიღება პერორალურად და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად. მისი მიღება შეიძლება როგორც უზმოდ, ისე ჭამის შემდეგ. დაუშვებელია ტაბლეტის გატეხვა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ვეზიკარის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში სრულად დადგენილი არ არის. ამიტომ ვეზიკარი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.
განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება:
თირკმლის დაზიანება:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაავადება, არ უნდა მიიღოს ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა.
ღვიძლის დაზიანება:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო ხარისხის დაავადება, არ უნდა მიიღოს ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა.
თუ პაციენტს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვეზიკარის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ვეზიკარის დოზის გადაჭარბებისას
ვეზიკარის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა და პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, როდის მიიღო ტაბლეტი.
ბავშვის მიერ ვეზიკარის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ვეზიკარის, სოლიფენაცინის ან ვეზიკარის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მაგ.: აღინეშნება გამონაყარი, ქავილი ან სუნთქვის გაძნელება);
თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს (მაგ.: კეტოკონაზოლს), რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვეზიკარის გამოყოფა და აღენიშნება თირკმლის მძიმე ან ღვიძლის საშუალო დაზიანება;
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება;
თუ პაციენტს არ შეუძლია შარდვა ან შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება);
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების მძიმე მდგომარეობა (მათ შორის, ტოქსიკური მეგაკოლონი, წყლულოვანი კოლიტის გართულება);
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების დაავადება, მიასთენია გრავის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კუნთების უკიდურესი სისუსტე;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის თანდათანობითი დაკარგვით (გლაუკომა).
ვეზიკარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტს აღენიშნება შარდის ბუშტის დაცლის პრობლემა ან შარდის გამოყოფის გაძნელება (შარდის ნაკადის შემცირება);
თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის ობსტრუქცია (ყაბზობა);
თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკის შენელება (კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკის);
თუ პაციენტს აღენიშნება რეფლუქსი (გულძმარვა) ან საყლაპავის ხვრელის თიაქარი - ჰიატუს ჰერნია;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება, სიმპტომების ჯგუფი, რომლებიც გამოწვეულია შინაგარი ორგანოების მასტიმულირებელის ნერვების დაზიანებით (ავტონომიური ნეიროპათია).
ვეზიკარით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეაფასებს, პაციენტს აქვს თუ არა გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება, ან საშარდე გზების ინფექცია, რომლებიც იწვევენ ხშირ შარდვას. თუ პაციენტს საშარდე გზების ანთება აქვს. ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკს (ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატს).
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს ან აღენიშნებოდა ნებისმიერ დროს წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ვეზიკარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვეზიკარის მიღება შეიძლება როგორც უზმოდ, ისე ჭამის დროს. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
რადგან არ არის ინფორმაცია ვეზიკარის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ძუძუთი კვების დროს ვეზიკარი არ უნდა იქნას გამოყენებული.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თუ, თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ, დღიურად ვეზიკარეს 5 მგ-ზე მეტი დოზა არ მიიღოთ.
თირკმლების უკმარისობა:
თუ, საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დღიურად ვეზიკარეს 5 მგ-ზე მეტი დოზა არ მიიღოთ.
თუ ფიქრობთ, რომ ვეზიკარეს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ვეზიკარეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ვეზიკარეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ ანდა საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ და მათ უთხარით მიღებული ვეზიკარეს ტაბლეტების რაოდენობა.
თუ, შემთხვევით ვეზიკარეს ბავშვი მიიღებს, მაშინვე სასწრაფო დახმარებას მიმართეთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ორსულობის დროს ვეზიკარეს გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ორსულობის დროს ვეზიკარეს გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ლაქტაციის დროს ვეზიკარე არ გამოიყენოთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და ზოგჯერ ძილიანობა ან დაღლილობა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეზიკარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ვეზიკარი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს გენეტიკური დაავადება, როგორიცაა: გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია (ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვეზიკარის მიღებამდე.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
ვეზიკარის მიღებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად ამ მედიკამენტებმა შეიძლება იქონიონ უარყოფითი გავლენა პრეპარატზე და შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ვეზიკართან ერთად იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
იმავე ტიპის სხვა მედიკამენტები (ანტიქოლინერგული საშუალებები) - ორივე პრეპარატის ეფექტები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს;
ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების (როგორიცაა პილოკარპინი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალშიდა წნევის მომატების) დროს) გამოყენებისას ვეზიკარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს;
მედიკამენტების, რომლებიც აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას (მეტოკლოპრამიდი და ცისაპრიდი), ეფექტი შეიძლება შემცირდეს ვეზიკარის მიღებისას;
კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი და დილტიაზემი აქვეითებენ ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფას;
რიფამპიცინი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი აძლიერებენ ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფას;
ბიფოსფონატებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული შეტევა ან კანის მძიმე რეაქციები (მაგ.: კანზე ბუშტუკების განვითარება ან აქერცვლა), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტში აღწერილ იქნა სასუნთქი გზების ობსტრუქცია (სუნთქვის გაძნელება) ანგიონევროზულ შეშუპებასთან ერთად (კანის ალერგია, რომელიც იწვევს კანქვეშა ქსოვილის შეშუპებას). ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სოლიფენაცინის სუქცინატის მიღება და საჭიროა შესაბამისი თერაპიის ჩატარება/ზომების მიღება.
თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
იშვიათი:
შარდვის შეუძლებლობა (შარდის შეკავება);
მსხვილ ნაწლავში მკვრივი და დიდი რაოდენობით განავალი (ფეკალური საცობი);
ღებინება;
გაუვალობა.
ძალიან იშვიათი:
ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა;
კანქვეშა ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).
სიხშირე უცნობია:
არარეგულარული გულისცემა, გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა - ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
ძალიან ხშირი (>%10):
პირის სიმშრალე
ხშირი (>%1):
მხედველობის დაბინდვა;
ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსია სიმპტომებით, როგორიცაა: მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ბოყინი, გულისრევა და გულძმარვა, მუცლის არეში დისკომფორტი.
არახშირი:
საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), შარდვის გაძნელება;
გემოს გაუკუღმართება ან ცუდი გემო;
კანის სიმშრალე, თვალის სიმშრალე, ხახის ან ცხვირის სიმშრლე;
სისუსტე, ძილიანობა.
იშვიათი:
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ქავილი;
გამონაყარი
სიხშირე უცნობია:
ხმის პათოლოგია;
კუნთების სისუსტე
მადის დაქვეითება.
ესენი ვეზიკარის სუსტი გვერდითი მოვლენებია.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დაბინდვა.
დოზის ძლიერი გადაჭარბების დროს შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, ძლიერი აგზნება, გულყრები (კრუნჩხვები), სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), შარდის დაგროვება შარდის ბუშტში (შარდის შეკავება) და გუგების მიდრიაზი (დილატაცია).
ვეზიკარის დოზის მიღების დავიწყებისას
თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღება. დაუშვებელია დღეში ერთ დოზაზე მეტის მიღება. თუ პაციენტი არ არის დარქმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვეზიკარის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ვეზიკარით მკურნალობის შეწყვეტისას შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობის სიმპტომები შეიძლება ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს.
შენახვის პირობები
ვეზიკარი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია ვეზიკარის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
ასტელას ფარმა ილაჩ ტიკარეტ ვე სანაი ა..შ.
მასლაკ ლინკ პლაზა მასლაკ მაჰ.
ესკი ბუიუკდერე კად. #3-5 კ:14
34398 მასლაკ, სანიერ, სტამბოლი
ტელ.: (0212) 440 08 00
ფაქსი: (0212) 438 36 71
წარმოების ადგილი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაიი ანონიმ შიკრეთი კოჩაელი, თურქეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 14/12/2018
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ვეზიკარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად
აქტიური ნივთიერება: სოლიფენაცინის სუქცინატი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ვეზიკარი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვეზიკარის გამოყენებამდე
ვეზიკარის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვეზიკარის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია
რას წარმოადგენს ვეზიკარი და მისი გამოყენება
ვეზიკარი არის მედიკამენტი, რომელიც მიეკუთვნება საშარდე გზების ანტისპაზმური (ურინარული ანტისპაზმური) მედიკამენტების ჯგუფს.
ის არის ღია ვარდისფერი, მრგვალი ტაბლეტი ლოგოთი ცალ მხარეს და მეორე მხარეს გრავირებით “151”. ვეზიკარი მოწოდებულია 30 და 90 ტაბლეტით შეფუთვაში.
ვეზიკარი გამოიყენება შარდის ბუშტის ტკივილისა და სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომები მოიცავს ხშირ შარდვას, მოშარდვის სურვილს წინასწარი სიმპტომების გარეშე და შარდვის შეუკავებლობას, რომელიც გამოწვეულია ტუალეტში დროულად მისვლის შეუძლებლობით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვეზიკარის გამოყენებამდე
დაუშვებელია ვეზიკარის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ვეზიკარის, სოლიფენაცინის ან ვეზიკარის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მაგ.: აღინეშნება გამონაყარი, ქავილი ან სუნთქვის გაძნელება);
თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს (მაგ.: კეტოკონაზოლს), რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვეზიკარის გამოყოფა და აღენიშნება თირკმლის მძიმე ან ღვიძლის საშუალო დაზიანება;
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება;
თუ პაციენტს არ შეუძლია შარდვა ან შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება);
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების მძიმე მდგომარეობა (მათ შორის, ტოქსიკური მეგაკოლონი, წყლულოვანი კოლიტის გართულება);
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების დაავადება, მიასთენია გრავის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კუნთების უკიდურესი სისუსტე;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის თანდათანობითი დაკარგვით (გლაუკომა).
ვეზიკარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტს აღენიშნება შარდის ბუშტის დაცლის პრობლემა ან შარდის გამოყოფის გაძნელება (შარდის ნაკადის შემცირება);
თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის ობსტრუქცია (ყაბზობა);
თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკის შენელება (კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკის);
თუ პაციენტს აღენიშნება რეფლუქსი (გულძმარვა) ან საყლაპავის ხვრელის თიაქარი - ჰიატუს ჰერნია;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება, სიმპტომების ჯგუფი, რომლებიც გამოწვეულია შინაგარი ორგანოების მასტიმულირებელის ნერვების დაზიანებით (ავტონომიური ნეიროპათია).
ვეზიკარით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეაფასებს, პაციენტს აქვს თუ არა გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება, ან საშარდე გზების ინფექცია, რომლებიც იწვევენ ხშირ შარდვას. თუ პაციენტს საშარდე გზების ანთება აქვს. ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკს (ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატს).
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს ან აღენიშნებოდა ნებისმიერ დროს წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ვეზიკარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვეზიკარის მიღება შეიძლება როგორც უზმოდ, ისე ჭამის დროს. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
რადგან არ არის ინფორმაცია ვეზიკარის გამოყენების შესახებ ფეხმძიმე ქალებში, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ძუძუთი კვების დროს ვეზიკარი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და ზოგჯერ ძილიანობა ან დაღლილობა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეზიკარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ვეზიკარი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს გენეტიკური დაავადება, როგორიცაა: გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია (ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვეზიკარის მიღებამდე.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
ვეზიკარის მიღებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად ამ მედიკამენტებმა შეიძლება იქონიონ უარყოფითი გავლენა პრეპარატზე და შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ვეზიკართან ერთად იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
იმავე ტიპის სხვა მედიკამენტები (ანტიქოლინერგული საშუალებები) - ორივე პრეპარატის ეფექტები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს;
ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების (როგორიცაა პილოკარპინი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალშიდა წნევის მომატების) დროს) გამოყენებისას ვეზიკარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს;
მედიკამენტების, რომლებიც აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას (მეტოკლოპრამიდი და ცისაპრიდი), ეფექტი შეიძლება შემცირდეს ვეზიკარის მიღებისას;
კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი და დილტიაზემი აქვეითებენ ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფას;
რიფამპიცინი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი აძლიერებენ ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფას;
ბიფოსფონატებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
ვეზიკარის გამოყენების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული სხვა ინსტრუქცია, საჭიროა ქვემოთ მოცემული მითითებების დაცვა;
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული;
მიიღება 5 ან 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში;
ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას;
ვეზიკარის მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვეზიკარი მიიღება პერორალურად და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად. მისი მიღება შეიძლება როგორც უზმოდ, ისე ჭამის შემდეგ. დაუშვებელია ტაბლეტის გატეხვა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ვეზიკარის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში სრულად დადგენილი არ არის. ამიტომ ვეზიკარი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.
განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება:
თირკმლის დაზიანება:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაავადება, არ უნდა მიიღოს ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა.
ღვიძლის დაზიანება:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო ხარისხის დაავადება, არ უნდა მიიღოს ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა.
თუ პაციენტს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვეზიკარის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ვეზიკარის დოზის გადაჭარბებისას
ვეზიკარის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა და პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, როდის მიიღო ტაბლეტი.
ბავშვის მიერ ვეზიკარის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი მოვლენები: თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დაბინდვა.
დოზის ძლიერი გადაჭარბების დროს შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, ძლიერი აგზნება, გულყრები (კრუნჩხვები), სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), შარდის დაგროვება შარდის ბუშტში (შარდის შეკავება) და გუგების მიდრიაზი (დილატაცია).
ვეზიკარის დოზის მიღების დავიწყებისას
თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღება. დაუშვებელია დღეში ერთ დოზაზე მეტის მიღება. თუ პაციენტი არ არის დარქმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვეზიკარის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ვეზიკარით მკურნალობის შეწყვეტისას შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობის სიმპტომები შეიძლება ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ვეზიკარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული შეტევა ან კანის მძიმე რეაქციები (მაგ.: კანზე ბუშტუკების განვითარება ან აქერცვლა), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებისას ზოგიერთ პაციენტში აღწერილ იქნა სასუნთქი გზების ობსტრუქცია (სუნთქვის გაძნელება) ანგიონევროზულ შეშუპებასთან ერთად (კანის ალერგია, რომელიც იწვევს კანქვეშა ქსოვილის შეშუპებას). ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სოლიფენაცინის სუქცინატის მიღება და საჭიროა შესაბამისი თერაპიის ჩატარება/ზომების მიღება.
თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
იშვიათი:
შარდვის შეუძლებლობა (შარდის შეკავება);
მსხვილ ნაწლავში მკვრივი და დიდი რაოდენობით განავალი (ფეკალური საცობი);
ღებინება;
გაუვალობა.
ძალიან იშვიათი:
ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა;
კანქვეშა ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).
სიხშირე უცნობია:
არარეგულარული გულისცემა, გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა - ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
ძალიან ხშირი (>%10):
პირის სიმშრალე
ხშირი (>%1):
მხედველობის დაბინდვა;
ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსია სიმპტომებით, როგორიცაა: მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ბოყინი, გულისრევა და გულძმარვა, მუცლის არეში დისკომფორტი.
არახშირი:
საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), შარდვის გაძნელება;
გემოს გაუკუღმართება ან ცუდი გემო;
კანის სიმშრალე, თვალის სიმშრალე, ხახის ან ცხვირის სიმშრლე;
სისუსტე, ძილიანობა.
იშვიათი:
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ქავილი;
გამონაყარი
სიხშირე უცნობია:
ხმის პათოლოგია;
კუნთების სისუსტე
მადის დაქვეითება.
ესენი ვეზიკარის სუსტი გვერდითი მოვლენებია.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ვეზიკარის შენახვის წესი
ვეზიკარი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია ვეზიკარის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
ასტელას ფარმა ილაჩ ტიკარეტ ვე სანაი ა..შ.
მასლაკ ლინკ პლაზა მასლაკ მაჰ.
ესკი ბუიუკდერე კად. #3-5 კ:14
34398 მასლაკ, სანიერ, სტამბოლი
ტელ.: (0212) 440 08 00
ფაქსი: (0212) 438 36 71
წარმოების ადგილი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაიი ანონიმ შიკრეთი კოჩაელი, თურქეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 14/12/2018
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




