პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

ვაქსირაბი N

VaxiRab N

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ცოფის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცია

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Inactivated rabies virus (Pitman Moore Strains))
ფორმა და შეფუთვა
არანაკლებ 2.5 IU (1 დოზა) გასუფთავებული ინაქტივირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა დამზადებული ქათმის ემბრიონის ფიბრობლასტურ უჯრედებზე, ლიოფილიზატი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №1 და 1მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
მწარმოებელი
Zydus Lifesciences Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები
ATC კოდი
J07BG01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041975
რეგისტრირებულია
25 მაისი 2023, მოქმედებს 25 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
M.Biotech Limited (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
ლედი მჭედლიშვილი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავაქსირაბი N და სხვა წამალი ერთად

ვაქსირაბი N — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცოფის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცია

მიღების წესი და დოზირება

დაამატეთ გამხსნელი (ერთი ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი BP ინექციისთვის) ლიოფილიზებულ ვაქცინას. ვაქცინა ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს დამზადებამდე და მის შემდეგ, რათა არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი უცხო ნივთირება და/ან ფიზიკური ცვლილება დაფიქსირდეს. გაყინული მშრალი ფხვნილისა და სუფთა, უფერო გამხსნელის შერევის შემდეგ უნდა მივიღოთ სუფთა ხსნარი.

ა) ვაქცინაცია ექსპოზიციამდე:

ექსპოზიციამდე ვაქცინაცია ნაჩვენებია ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის (ლაბორატორიის პერსონალი, ვეტერინარები, ხორცთან მომუშავეები, ენდემურ არეებში მომუშავე პოლიცია, ცხოველების გამყიდველები, ცხოველებთან მომუშავეები, კარანტინის სადგურებში მომუშავეები, ტყის რეინჯერები, მეტყევეობაში მომუშავეები და ა.შ.). ვაქცინაცია ექსპოზიციამდე ასევე რეკომენდებულია იმ პირებისთვის (მათ შორის ბავშვები), რომლებიც ხანგრძლივი (რამდენიმე თვე) დროის მანძილზე რჩებიან ენდემურ არეეებში და შესაბამისად, ხშირ კონტაქტში არიან პოტენციურად ცოფის მქონე ცხოველებთან (ცოფის რისკის ქვეშ მყოფი ძაღლები, კატები, მელები, ღამურები ან ცხოველთა სხვა სახეობები).

კუნთებში შეყვანა

ექსპოზიციამდე ძირითადი იმუნიზაცია მოიცავს კუნთებში სამი ინექციის სერიას სრული დოზით (1 მლ) 0, მე-7 და 28-ე დღეს (ან 21-ე დღეს), დელტისებურ კუნთში ან მცირეწლოვან ბავშვებში ბარძაყის ანტეროლატერალურ ნაწილში, მაგრამ არასოდეს დუნდულა კუნთში.

სეროკონვერსია მოწმდება ბოლო დოზიდან 2-3 კვირის შემდეგ. ეს რუტინულად აუცილებელია იმ პირებისთვის, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ აქვთ იმუნოსუპრესია (მედიკამენტოზური ან დაავადებით განპირობებული) და მათში, ვინც სამსახუროებრივად არის ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ. გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი უნდა შემოწმდეს ყოველ 6 თვეში იმ პაციენტებში, რომლებიც სამსახურეობრივად არიან ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ; ყველა ადამიანში, ვინც უწყვეტი რისკის ქვეშაა, ტიტრი უნდა განისაზღვროს წელიწადში ერთხელ. თუ ტიტრი არაადექვატურია (≤ 0. IU/ml), შემდგომ ბუსტერ დოზას ვაძლევთ სანამ ვაქცინაცია წარმატებას არ მიაღწევს.

ბ) ექსპოზიციის შემდგომი ზომები არასრულ ან არავაქცინირებულ პირებში:

ჭრილობის მკურნალობა

პირველადი დახმარების სახით ჭრილობა საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს საპნით და წყლით ან დეტერგენტით. ტეტანუსის ბუსტერი და ანტიბიოტიკით მკურნალობა შესაძლოა ნაჩვენები იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.

აქტიური ვაქცინაცია VaxiRab N-ით

კუნთებში შეყვანა

კუნთებში ინექციების 5 სერია დოზით 1 მლ 0, მე-3, მე-7, მე-14 და 28-ე დღეს დელტისებურ კუნთში ან მცირეწლოვან ბავშვებში ბარძაყის ანტეროლატერალურ ნაწილში, მაგრამ არასოდეს დუნდულა კუნთში. (WHO ტექნიკური მოხსენების სერიები 2007, #941).

ვაქციინაციის წარმატება (≥ 0.5 IU/ml) მაღალი რისკის ქვეშ მყოფი იმუნოკომპრომისული პირები უნდა შემოწმდნენ ტიტრის გაზომვით მე-14 დღეს. პაციენტებს, რომელთა ტიტრი 0.5 IU/ml-ზე ნაკლებია, ვაქცინის ორი დოზა უნდა მივცეთ ერთდროულად და რაც შეიძლება სწრაფად. ანტისხეულების ტიტრის შემდგომი შემოწმება უნდა ჩატარდეს და ვაქცინის შემდგომი დოზები უნდა მივცეთ საჭიროების შესაბამისად.

ინტრადერმული შეყვანა

ამ ვაქცინას უსაფრთხოდ გამოყენების საკმარისი პოტენცია გააჩნია WHO-ს მიერ რეკომენდებული ექსპოზიციის შემდგომი ერთ-ერთი ინტრადერმული რეჟიმის სახით იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნულმა უფლებამოსილმა პირებმა დაამტკიცეს ცოფთან ექსპოზიციის შემდგომი ინტრადერმული შეყვანა.

ერთი ინტრადერმული დოზა შეიცავს 0.1 მლ მომზადებულ ვაქცინას.

VaxiRab N-ის შეყვანის განრიგი ინდოეთში როგორც არაიმუნიზებულ, ისე სრული იმუნიზაციის მქონე ინდივიდებში, არის: WHO-ს მიერ აღიარებული 2 ადგილას ინტრადერმული რეჟიმი (ცნობილია როგორც განახლებული ტაილანდური წითელი ჯვრის ინტრადერმული რეჟიმი, „2-2-2-0-2“ რეჟიმი), რომლის მიხედვითაც ინიშნება 0.1 მლ 1 ინექცია ორ ადგილას 0, მე-3, მე-7 და 28-ე დღეს. ლიმფური დრენაჟის ორი სხვადასხვა ადგილი, ჩვეულებრივ მარცხენა და მარჯვენა ზედა მხარს არჩევენ. განახლებული ტაილანდური წითელი ჯვრის ინტრადერმული რეჟიმი აღირებულია WHO-ს მიერ.

აუცილებელია, რომ VaxiRab N-ის ინტრადერმული შეყვანა განხორციელდეს სამედიცინო პერსონალის მიერ ამ ტექნიკით, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვაქცინა ინტრადერმულად არის შეყვანილი და არა კანქვეშ. ინტრადერმული შეყვანისთვის უპირატესობა ენიჭება სტერილურ შპრიცს ფიქსირებული ნემსით (ინსულინის ტიპის). სწორად გაკეთებულმა ინტრადერმულმა ინექციამ უნდა მოგვცეს ამოწეული პაპულა „ფორთოხლის კანისებური“ შეხედულებით.

თუ ვაქცინა ზედმეტად ღრმად შევიყვანეთ კანში და პაპულა არ წარმოიქმნა, ნემსი უნდა ამოვიღოთ და ხელახლა შევიყვანოთ ახლოს მიდამოში. თუ დოზა შემთხვევით შევიყვანეთ კანქვეშ ან კუნთში, ახალი დოზა უნდა შევიყვანოთ ინტრადერმულად.

ინტრადერმული შეყვანა არ უნდა გამოვიყენოთ მომდევნო შემთხვევებში:

პირები, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას ან იმუნოსუპრესიულ თერაპიას ან ქლოროქინს,

იმუნოკომპრომისული პირები

ინდივიდები, განსაკუთრებით ბავშვები, მძიმე ჭრილობებით, განსაკუთრებით თავის და კისრის ან კონსლუტაციაზე გვიან მოსულები.

უკუჩვენებები

არ არსებობს აბსოლუტური უკუჩვენება ცოფთან ექსპოზიციის შემდეგ.

ვაქცინა არ უნდა მივცეთ ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე და უნდა მიიღონ ცოფის ვაქცინის ალტერნატიული ვაქცინა, თუ შესაბამისი პროდუქტი ხელმისაწვდომია.

სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა ვაქცინის შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქციის იშვიათ შემთხვევებში.

სასურველია ცოფის არა-ფრინველური წარმოშობის ვაქცინების გამოყენება პირებში, რომლებიც ცნობილია, რომ სენსიტიურნი არიან ფრინველების ცილებზე. თუ ასეთი ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი, ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული გართულებების სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა გაჩნდეს ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში. არ გააკეთოთ ინტრავასკულარული ინექციები. თუ ვაქცინა შემთხვევით შეიყვანეთ სისხლძარღვში, სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი არსებობს, მათ შორის შოკის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

VaxiRab N შესაძლოა მივცეთ სხვა ვაქცინების პარალელურად (განსაკუთრებით ტეტანუსის ტოქსოიდთან). ინტერვალები არ არის საჭირო სხვა ვაქცინებს შორის. სხვადასხვა საინექციო ინაქტივირებული ვაქცინა შეიძლება შევიყვანოთ სხვადასხვა საინექციო ადგილში.

აუცილებელია შემოწმდეს ანტისხეულების ტიტრი, როდესაც ვაქცინაცია ხორციელდება იმუნოსუპრესანტებით მკურნალობისას და, საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდეს ექსპოზიციის შემდგომი იმუნიზაცია დამცავი ანტისხეულების ტიტრის (≥ 0.5 IU/მლ) გამოჩენამდე.

რაბიეს იმუნოგლობულინის შეყვანა შესაძლოა აუცილებელი იყოს მკურნალობისთვის, მაგრამ შესაძლოა დაასუსტოს ერთდროულად შეყვანილი ცოფის ვაქცინის ეფექტი. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ რაბიეს იმუნოგლობულინი შევიყვანოთ მხოლოდ ერთხელ ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი თითოეულ შემთხვევაში რეკომნდებული დოზის დაცვით.

მალარიის პროფილაქტიკისთვის ქლოროქინის შეყვანამ პარალელურად შესაძლოა დააქვეითოს ანტისხეულების ფორმირება ცოფის ვაქცინის ინტრადერმულად შეყვანის შემდეგ. შესაბამისად, ექსპოზიციისწინა ვაქცინაცია VaxiRab N-ით იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ქლოროქინს პარალელურად, უნდა განხორციელდეს კუნთებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულების C კატეგორია: კონტროლირებადი კვლევები არ არის ხელმისაწვდომი არც ცხოველებში, არც ორსულ ქალებში. სიცოცხლისათვის საშიში ჩვენებების დროს VaxiRab N შესაძლოა მივცეთ, რადგანაც სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს.

ლაქტაცია: VaxiRab N-ის შეყვანა ძუძუთი კვების დროს არ ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ლოკალური რეაქციები, ლიმფადენოპათიის ჩათვლით.

ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გარდამავალი ცხელება.

მიუხედავად ვაქცინის მაღალი სისუფთავისა, არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების თეორიული რისკი პირებში, რომლებიც სენსიტიზებულნი არიან ფრინველების ცილების მიმართ. ცოფის ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიფორმული (მრავლობითი) ერითემა.

შემადგენლობა

შეფუთვა შეიცავს:

1 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილი შეიცავს:

ინაქტივირებულ ცოფის ვირუსს (პიტმენ მურის შტამები)

პოტენცია ≥ 2.5 IU

ვირუსი გამრავლებულია წიწილის ემბრიონის ფიბრობლასტების უჯრედულ კულტურაზე და ინაქტივირებულია β - პროპიოლაქტონით

დანამატები: ჟელატინი, ადამიანის ალბუმინი, საქაროზა

გამხსნელი: 1 ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი BP ინექციებისთვის

ანტიგენური ღირებულება:

VaxiRab N-ის ანტიგენური პოტენცია განისაზღვრება ვირუსის β - პროპიოლაქტონით ინაქტივირების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO ტექნიკური მოხსენებების სერია #941, 2007) მიერ რეკომედებული NIH თაგვის დაცვის ტესტის გამოყენებით.

თვისებები/ეფექტები:

VaxiRab N შეიცავს მაღალკონცენტრირებულ, ინაქტივირებულ ცოფის ვირუსს, რომელიც კულტივირებულია წიწილის ემბრიონის ფიბრობლასტების უჯრედულ პირველად კულტურაზე (PCEC). VaxiRab N წარმოქმნის ცოფის ვირუსის საწინააღდეგო გამანეიტრალებელ ანტისხეულებს როგორც ექსპოზიციამდე, ისე ექსპოზიციის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

VaxiRab N ვაქცინაში არსებული ინაქტივირებული ვირუსი ფაგოციტირდება მაკროფაგების მიერ და შემდეგ მათ მეშვეობით ტრანსპორტირდება რეტიკულოენდოთელიალურ ქსოვილში, სადაც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ვირუსის გამანეიტრალებელ ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოქმნის.

შენახვის პირობები

VaxiRab N არ შეიცავს კონსერვანტებს; შესაბამისად, დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ არ დაბინძურდეს მომზადებული ვაქცინა. ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში და უნდა გავაჩეროთ 2 – 8 ◦C ზე. გამოუყენებელი ვაქცინა უნდა გადავაგდოთ 6 სთ-ის შემდეგ. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით ვაქცინის დოზა შესაძლოა გამოვიღოთ ფლაკონიდან და დანარჩენი გამოვიყენოთ სხვა პაციენტისთვის, ოღონდ ფლაკონი უნდა ინახებოდეს 2 – 8 ◦C ზე. ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი უნდა გამოვიყენოთ ვაქცინის თითოეული დოზის გამოსაღებად და შესაყვანად თითოეულ პაციენტში, ჯვარედინი ინფექციის თვიდან ასაცილებლად.

თუ გვაქვს ეჭვი, რომ ძაღლებს ან კატებს აქვთ ცოფი და ჯანმრთელნი რჩებიან 10 დღიანი დაკვირვების შემდეგ ან ქსოვილოვანი ტესტები აჩვენებს, რომ ცხოველს არ ქონდა ცოფი, აქტიური იმუნიზაცია შეიძლება შევწყვიტოთ.

პასიური იმუნიზაცია ადამიანის რაბიეს იმუნოგლობულინით

ცოფის ვირუსით შესაძლო დაინფიცირების შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე კბენის ან ნაკაწრის შედეგად ან ლორწოვანი გარსების ნერწყვთან შეხების შედეგად, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ ადამიანის რაბიეს იმუნოგლობულინის 20 IU/კგ დოზით. რეკომენდებულია, სადაც ასეთი პრაქტიკა შესაძლებელია, დოზის ნაწილი, რამდენიც შესაძლებელია, შევიყვანოთ ჭრილობის გარშემო, ხოლო დანარჩენი კუნთებში (დუნდულოს მიდამოში). VaxiRab N ცოფის ვაქცინის პიველ დოზას ვაძლევთ კუნთებში (დელტისებრი კუნთის მიდამო) იმავე დროს.

თუ ადამიანის იმუნოგლობულინი არ არის ხელმისაწვდომი, უნდა მივცეთ ცოფის საწინააღმდეგო ცხენის შრატი 40 IU/კგ დოზით და შეგვყავს ჭრილობის გარშემო შესაძლებლობის შემთხვევაში. ასეთი ჰეტეროგენული შრატის შეყვანამდე ინტრადერმული სატესტო ინექცია უნდა გაკეთდეს ამტანობის შესამოწმებლად.

რაბიეს იმუნოგლობულინი არ არის აუცილებელი, თუ კანი რჩება ინტაქტური, ნაკაწრები ან დაჟეჟილობები პატარაა და სისხლი თუ არ გამოსულა.

გ) ექსპოზიციის შემდგომი იმუნიზაცია ადრე ვაქცინირებულ პირებში

პირები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ სრული სერია ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომ ვაქცინაცია VaxiRab N-ით ან რომელთა ანტისხეულების ტიტრი სულ ცოტა 0.5 IU/მლ-ია დაფიქსირებული ადრე, ვაძლევთ VaxiRab N-ის მხოლოდ 2 დოზას კუნთებში, ერთ - 0 დღეს და მეორე - მე-3 დღეს და არ საჭიროებს რაბიეს იმუნოგლობულინს.

ჭრილობები საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს საპნით და წყლით ან დეტერგენტით.

ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ტეტანუსის ბუსტერი და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

უცნობი პოტენციის მქონე ვაქცინით ადრე ვაქცინირებული პირები და ვისაც დაუდასტურდა გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი სულ ცოტა 0.5 IU/მლ, უნდა მიიღონ ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაციის სრული კურსი, მათ შორის რაბიეს იმუნოგლობულინი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მხოლოდ რეგისტრირებული მოქმედი მედიკოსების ან საავამდყოფოს ან ლაბირატორიისთვის

ცოფის ვაქცინა BP

(წიწილის ემბრიონის უჯრედების კულტურაზე დამზადებული ცოფის ვაქცინა) [PCECVpm]

VaxiRab N

ადამიანებისთვის

კუნთებში ან ინტრადერმული გამოყენებისთვის

საინექციო BP-ს მოსამზადებლად მოყვება 1 ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი

შემადგენლობა:

შეფუთვა შეიცავს:

1 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილი შეიცავს:

ინაქტივირებულ ცოფის ვირუსს (პიტმენ მურის შტამები)

პოტენცია ≥ 2.5 IU

ვირუსი გამრავლებულია წიწილის ემბრიონის ფიბრობლასტების უჯრედულ კულტურაზე და ინაქტივირებულია β - პროპიოლაქტონით

დანამატები: ჟელატინი, ადამიანის ალბუმინი, საქაროზა

გამხსნელი: 1 ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი BP ინექციებისთვის

ანტიგენური ღირებულება:

VaxiRab N-ის ანტიგენური პოტენცია განისაზღვრება ვირუსის β - პროპიოლაქტონით ინაქტივირების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO ტექნიკური მოხსენებების სერია #941, 2007) მიერ რეკომედებული NIH თაგვის დაცვის ტესტის გამოყენებით.

თვისებები/ეფექტები:

VaxiRab N შეიცავს მაღალკონცენტრირებულ, ინაქტივირებულ ცოფის ვირუსს, რომელიც კულტივირებულია წიწილის ემბრიონის ფიბრობლასტების უჯრედულ პირველად კულტურაზე (PCEC). VaxiRab N წარმოქმნის ცოფის ვირუსის საწინააღდეგო გამანეიტრალებელ ანტისხეულებს როგორც ექსპოზიციამდე, ისე ექსპოზიციის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

VaxiRab N ვაქცინაში არსებული ინაქტივირებული ვირუსი ფაგოციტირდება მაკროფაგების მიერ და შემდეგ მათ მეშვეობით ტრანსპორტირდება რეტიკულოენდოთელიალურ ქსოვილში, სადაც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ვირუსის გამანეიტრალებელ ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოქმნის.

ჩვენებები/შესაძლო გამოყენება:

ცოფის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცია

დოზირება და მიღება:

დაამატეთ გამხსნელი (ერთი ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი BP ინექციისთვის) ლიოფილიზებულ ვაქცინას. ვაქცინა ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს დამზადებამდე და მის შემდეგ, რათა არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი უცხო ნივთირება და/ან ფიზიკური ცვლილება დაფიქსირდეს. გაყინული მშრალი ფხვნილისა და სუფთა, უფერო გამხსნელის შერევის შემდეგ უნდა მივიღოთ სუფთა ხსნარი.

ა) ვაქცინაცია ექსპოზიციამდე:

ექსპოზიციამდე ვაქცინაცია ნაჩვენებია ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის (ლაბორატორიის პერსონალი, ვეტერინარები, ხორცთან მომუშავეები, ენდემურ არეებში მომუშავე პოლიცია, ცხოველების გამყიდველები, ცხოველებთან მომუშავეები, კარანტინის სადგურებში მომუშავეები, ტყის რეინჯერები, მეტყევეობაში მომუშავეები და ა.შ.). ვაქცინაცია ექსპოზიციამდე ასევე რეკომენდებულია იმ პირებისთვის (მათ შორის ბავშვები), რომლებიც ხანგრძლივი (რამდენიმე თვე) დროის მანძილზე რჩებიან ენდემურ არეეებში და შესაბამისად, ხშირ კონტაქტში არიან პოტენციურად ცოფის მქონე ცხოველებთან (ცოფის რისკის ქვეშ მყოფი ძაღლები, კატები, მელები, ღამურები ან ცხოველთა სხვა სახეობები).

კუნთებში შეყვანა

ექსპოზიციამდე ძირითადი იმუნიზაცია მოიცავს კუნთებში სამი ინექციის სერიას სრული დოზით (1 მლ) 0, მე-7 და 28-ე დღეს (ან 21-ე დღეს), დელტისებურ კუნთში ან მცირეწლოვან ბავშვებში ბარძაყის ანტეროლატერალურ ნაწილში, მაგრამ არასოდეს დუნდულა კუნთში.

სეროკონვერსია მოწმდება ბოლო დოზიდან 2-3 კვირის შემდეგ. ეს რუტინულად აუცილებელია იმ პირებისთვის, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ აქვთ იმუნოსუპრესია (მედიკამენტოზური ან დაავადებით განპირობებული) და მათში, ვინც სამსახუროებრივად არის ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ. გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი უნდა შემოწმდეს ყოველ 6 თვეში იმ პაციენტებში, რომლებიც სამსახურეობრივად არიან ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ; ყველა ადამიანში, ვინც უწყვეტი რისკის ქვეშაა, ტიტრი უნდა განისაზღვროს წელიწადში ერთხელ. თუ ტიტრი არაადექვატურია (≤ 0. IU/ml), შემდგომ ბუსტერ დოზას ვაძლევთ სანამ ვაქცინაცია წარმატებას არ მიაღწევს.

ბ) ექსპოზიციის შემდგომი ზომები არასრულ ან არავაქცინირებულ პირებში:

ჭრილობის მკურნალობა

პირველადი დახმარების სახით ჭრილობა საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს საპნით და წყლით ან დეტერგენტით. ტეტანუსის ბუსტერი და ანტიბიოტიკით მკურნალობა შესაძლოა ნაჩვენები იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.

აქტიური ვაქცინაცია VaxiRab N-ით

კუნთებში შეყვანა

კუნთებში ინექციების 5 სერია დოზით 1 მლ 0, მე-3, მე-7, მე-14 და 28-ე დღეს დელტისებურ კუნთში ან მცირეწლოვან ბავშვებში ბარძაყის ანტეროლატერალურ ნაწილში, მაგრამ არასოდეს დუნდულა კუნთში. (WHO ტექნიკური მოხსენების სერიები 2007, #941).

ვაქციინაციის წარმატება (≥ 0.5 IU/ml) მაღალი რისკის ქვეშ მყოფი იმუნოკომპრომისული პირები უნდა შემოწმდნენ ტიტრის გაზომვით მე-14 დღეს. პაციენტებს, რომელთა ტიტრი 0.5 IU/ml-ზე ნაკლებია, ვაქცინის ორი დოზა უნდა მივცეთ ერთდროულად და რაც შეიძლება სწრაფად. ანტისხეულების ტიტრის შემდგომი შემოწმება უნდა ჩატარდეს და ვაქცინის შემდგომი დოზები უნდა მივცეთ საჭიროების შესაბამისად.

ინტრადერმული შეყვანა

ამ ვაქცინას უსაფრთხოდ გამოყენების საკმარისი პოტენცია გააჩნია WHO-ს მიერ რეკომენდებული ექსპოზიციის შემდგომი ერთ-ერთი ინტრადერმული რეჟიმის სახით იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნულმა უფლებამოსილმა პირებმა დაამტკიცეს ცოფთან ექსპოზიციის შემდგომი ინტრადერმული შეყვანა.

ერთი ინტრადერმული დოზა შეიცავს 0.1 მლ მომზადებულ ვაქცინას.

VaxiRab N-ის შეყვანის განრიგი ინდოეთში როგორც არაიმუნიზებულ, ისე სრული იმუნიზაციის მქონე ინდივიდებში, არის: WHO-ს მიერ აღიარებული 2 ადგილას ინტრადერმული რეჟიმი (ცნობილია როგორც განახლებული ტაილანდური წითელი ჯვრის ინტრადერმული რეჟიმი, „2-2-2-0-2“ რეჟიმი), რომლის მიხედვითაც ინიშნება 0.1 მლ 1 ინექცია ორ ადგილას 0, მე-3, მე-7 და 28-ე დღეს. ლიმფური დრენაჟის ორი სხვადასხვა ადგილი, ჩვეულებრივ მარცხენა და მარჯვენა ზედა მხარს არჩევენ. განახლებული ტაილანდური წითელი ჯვრის ინტრადერმული რეჟიმი აღირებულია WHO-ს მიერ.

აუცილებელია, რომ VaxiRab N-ის ინტრადერმული შეყვანა განხორციელდეს სამედიცინო პერსონალის მიერ ამ ტექნიკით, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვაქცინა ინტრადერმულად არის შეყვანილი და არა კანქვეშ. ინტრადერმული შეყვანისთვის უპირატესობა ენიჭება სტერილურ შპრიცს ფიქსირებული ნემსით (ინსულინის ტიპის). სწორად გაკეთებულმა ინტრადერმულმა ინექციამ უნდა მოგვცეს ამოწეული პაპულა „ფორთოხლის კანისებური“ შეხედულებით.

თუ ვაქცინა ზედმეტად ღრმად შევიყვანეთ კანში და პაპულა არ წარმოიქმნა, ნემსი უნდა ამოვიღოთ და ხელახლა შევიყვანოთ ახლოს მიდამოში. თუ დოზა შემთხვევით შევიყვანეთ კანქვეშ ან კუნთში, ახალი დოზა უნდა შევიყვანოთ ინტრადერმულად.

ინტრადერმული შეყვანა არ უნდა გამოვიყენოთ მომდევნო შემთხვევებში:

პირები, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას ან იმუნოსუპრესიულ თერაპიას ან ქლოროქინს,

იმუნოკომპრომისული პირები

ინდივიდები, განსაკუთრებით ბავშვები, მძიმე ჭრილობებით, განსაკუთრებით თავის და კისრის ან კონსლუტაციაზე გვიან მოსულები.

შენახვის განსაკუთრებული ზომები ინტრადერმული შეყვანისთვის

VaxiRab N არ შეიცავს კონსერვანტებს; შესაბამისად, დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ არ დაბინძურდეს მომზადებული ვაქცინა. ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში და უნდა გავაჩეროთ 2 – 8 ◦C ზე. გამოუყენებელი ვაქცინა უნდა გადავაგდოთ 6 სთ-ის შემდეგ. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით ვაქცინის დოზა შესაძლოა გამოვიღოთ ფლაკონიდან და დანარჩენი გამოვიყენოთ სხვა პაციენტისთვის, ოღონდ ფლაკონი უნდა ინახებოდეს 2 – 8 ◦C ზე. ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი უნდა გამოვიყენოთ ვაქცინის თითოეული დოზის გამოსაღებად და შესაყვანად თითოეულ პაციენტში, ჯვარედინი ინფექციის თვიდან ასაცილებლად.

თუ გვაქვს ეჭვი, რომ ძაღლებს ან კატებს აქვთ ცოფი და ჯანმრთელნი რჩებიან 10 დღიანი დაკვირვების შემდეგ ან ქსოვილოვანი ტესტები აჩვენებს, რომ ცხოველს არ ქონდა ცოფი, აქტიური იმუნიზაცია შეიძლება შევწყვიტოთ.

პასიური იმუნიზაცია ადამიანის რაბიეს იმუნოგლობულინით

ცოფის ვირუსით შესაძლო დაინფიცირების შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე კბენის ან ნაკაწრის შედეგად ან ლორწოვანი გარსების ნერწყვთან შეხების შედეგად, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ ადამიანის რაბიეს იმუნოგლობულინის 20 IU/კგ დოზით. რეკომენდებულია, სადაც ასეთი პრაქტიკა შესაძლებელია, დოზის ნაწილი, რამდენიც შესაძლებელია, შევიყვანოთ ჭრილობის გარშემო, ხოლო დანარჩენი კუნთებში (დუნდულოს მიდამოში). VaxiRab N ცოფის ვაქცინის პიველ დოზას ვაძლევთ კუნთებში (დელტისებრი კუნთის მიდამო) იმავე დროს.

თუ ადამიანის იმუნოგლობულინი არ არის ხელმისაწვდომი, უნდა მივცეთ ცოფის საწინააღმდეგო ცხენის შრატი 40 IU/კგ დოზით და შეგვყავს ჭრილობის გარშემო შესაძლებლობის შემთხვევაში. ასეთი ჰეტეროგენული შრატის შეყვანამდე ინტრადერმული სატესტო ინექცია უნდა გაკეთდეს ამტანობის შესამოწმებლად.

რაბიეს იმუნოგლობულინი არ არის აუცილებელი, თუ კანი რჩება ინტაქტური, ნაკაწრები ან დაჟეჟილობები პატარაა და სისხლი თუ არ გამოსულა.

გ) ექსპოზიციის შემდგომი იმუნიზაცია ადრე ვაქცინირებულ პირებში

პირები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ სრული სერია ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომ ვაქცინაცია VaxiRab N-ით ან რომელთა ანტისხეულების ტიტრი სულ ცოტა 0.5 IU/მლ-ია დაფიქსირებული ადრე, ვაძლევთ VaxiRab N-ის მხოლოდ 2 დოზას კუნთებში, ერთ - 0 დღეს და მეორე - მე-3 დღეს და არ საჭიროებს რაბიეს იმუნოგლობულინს.

ჭრილობები საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს საპნით და წყლით ან დეტერგენტით.

ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ტეტანუსის ბუსტერი და ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

უცნობი პოტენციის მქონე ვაქცინით ადრე ვაქცინირებული პირები და ვისაც დაუდასტურდა გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი სულ ცოტა 0.5 IU/მლ, უნდა მიიღონ ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაციის სრული კურსი, მათ შორის რაბიეს იმუნოგლობულინი.

გამოყენების შეზღუდვები:

უკუჩვენებები:

არ არსებობს აბსოლუტური უკუჩვენება ცოფთან ექსპოზიციის შემდეგ.

ვაქცინა არ უნდა მივცეთ ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე და უნდა მიიღონ ცოფის ვაქცინის ალტერნატიული ვაქცინა, თუ შესაბამისი პროდუქტი ხელმისაწვდომია.

გაფრთხილება:

როგორც ყველა ვაქცინის შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქციის იშვიათ შემთხვევებში.

სასურველია ცოფის არა-ფრინველური წარმოშობის ვაქცინების გამოყენება პირებში, რომლებიც ცნობილია, რომ სენსიტიურნი არიან ფრინველების ცილებზე. თუ ასეთი ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი, ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული გართულებების სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა გაჩნდეს ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში. არ გააკეთოთ ინტრავასკულარული ინექციები. თუ ვაქცინა შემთხვევით შეიყვანეთ სისხლძარღვში, სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი არსებობს, მათ შორის შოკის.

ორსულობა/ლაქტაცია:

ორსულების C კატეგორია: კონტროლირებადი კვლევები არ არის ხელმისაწვდომი არც ცხოველებში, არც ორსულ ქალებში. სიცოცხლისათვის საშიში ჩვენებების დროს VaxiRab N შესაძლოა მივცეთ, რადგანაც სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს.

ლაქტაცია: VaxiRab N-ის შეყვანა ძუძუთი კვების დროს არ ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვზე.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ლოკალური რეაქციები, ლიმფადენოპათიის ჩათვლით.

ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გარდამავალი ცხელება.

მიუხედავად ვაქცინის მაღალი სისუფთავისა, არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების თეორიული რისკი პირებში, რომლებიც სენსიტიზებულნი არიან ფრინველების ცილების მიმართ. ცოფის ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიფორმული (მრავლობითი) ერითემა.

ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან:

VaxiRab N შესაძლოა მივცეთ სხვა ვაქცინების პარალელურად (განსაკუთრებით ტეტანუსის ტოქსოიდთან). ინტერვალები არ არის საჭირო სხვა ვაქცინებს შორის. სხვადასხვა საინექციო ინაქტივირებული ვაქცინა შეიძლება შევიყვანოთ სხვადასხვა საინექციო ადგილში.

აუცილებელია შემოწმდეს ანტისხეულების ტიტრი, როდესაც ვაქცინაცია ხორციელდება იმუნოსუპრესანტებით მკურნალობისას და, საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდეს ექსპოზიციის შემდგომი იმუნიზაცია დამცავი ანტისხეულების ტიტრის (≥ 0.5 IU/მლ) გამოჩენამდე.

რაბიეს იმუნოგლობულინის შეყვანა შესაძლოა აუცილებელი იყოს მკურნალობისთვის, მაგრამ შესაძლოა დაასუსტოს ერთდროულად შეყვანილი ცოფის ვაქცინის ეფექტი. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ რაბიეს იმუნოგლობულინი შევიყვანოთ მხოლოდ ერთხელ ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი თითოეულ შემთხვევაში რეკომნდებული დოზის დაცვით.

მალარიის პროფილაქტიკისთვის ქლოროქინის შეყვანამ პარალელურად შესაძლოა დააქვეითოს ანტისხეულების ფორმირება ცოფის ვაქცინის ინტრადერმულად შეყვანის შემდეგ. შესაბამისად, ექსპოზიციისწინა ვაქცინაცია VaxiRab N-ით იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ქლოროქინს პარალელურად, უნდა განხორციელდეს კუნთებში.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 2- 8 ◦C-ზე (36 – 46◦ F), არ გაყინოთ!

მოარიდეთ სინათლეს!

ყველა შეფუთვაზე მითითებულია VaxiRab N-ის და გამხსნელის გამოყენების ვადა; გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტი არ უნდა გამოვიყენოთ. მომზადებული ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ დაუყოვნებლივ ან შევინახოთ 6 სთ 2-8 ◦C-ზე როგორც აღწერილია ინტრადერმულად შეყვანის განყოფილებაში.

გამოშვების ფორმები:

ფლაკონი ლიოფილიზებული ვაქცინით

ერთი ამპულა 1 მლ სტერილიზებული წყალი BP ინექციისთვის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ზიდუს კადილა

მწარმოებელი: კადილა ჰელსქეა ლიმითიდ,

მიწის ნაკვეთი # 417, 419, 420, სარხეჯ-ბავლა ნ.ჰ. #8ა,

სოფელი მორაია, ტალ.: სანანდ,

რაიონი: აჰმედაბადი -382 210, ინდოეთი.

ვაქცინაციის სერთიფიკატი

VaxiRab N

Cofis vaqcina BP

(წიწილის ემბრიონის უჯრედულ კულტურაზე მოყვანილი ცოფის ვაქცინა) [PCECVPM]

ეს ბარათი გულმოდგინედ უნდა შეინახოს ვაქცინაციის მიმღებმა პირმა სხვა სამედიცინო საბუთებთან ერთად

პერსონალური დეტალები ექსპოზიციის დეტალები

სახელი, გვარი: --------------------------------- თარიღი: -------------- დრო: --------------

ასაკი: ----------------------------- სქესი: მდ/მ ექსპოზიციის ფორმა:

  • ------------------------------------------------- კბენა ალოკვა თათით ნაფხაჭნი
  • ------------------------------------------------- ერთეული მრავლობითი

გაიგზავნა / მკურნალი ექიმი ექსპოზიციის ადგილი:

ექიმის სახელი, გვარი: --------------------- თავი&კისერი ზედა კიდური მუცელი

მისამართი: ----------------------------------- გულ-მკერდი ქვედა კიდური

  • ------------------------------------------------
  • ------------------------------------------------ კბენის ეპიზოდის დეტალები:

ლოკალიზაცია: ----------------------------------

პირველი დახმარება: უკბინა:

ჭრილობის ადგილობრივი დამუშავება ქუჩის ძაღლი სახლის ძაღლი სხვა

ცხოველი

დიახ არა გთხოვთ, დააკონკრეტოთ: ----------------------------

ნებისმიერი სხვა მკურნალობა

გთხოვთ, დააკონკრეტოთ:------------------------- კბენის/კონტაქტის კატეგორია:

  • ------------------------------------ კატეგორია I

წარსულში ცოფის მკურნალობის კატეგორია II

დეტალები (თუ არსებობს): კატეგორია III

ჩასატარებელი მკურნალობა: ექსპოზიციისწინა პროფილაქტიკა

ექსპოზიციისშემდგომი მკურნალობა

შეყვანის მეთოდი: კუნთებში ინტრადერმულად

დოზა: ____________ 4) შეყვანის ადგილი: ______________

ინექციის ადგილი

დოზირების განრიგი (დღე)

ნაკადის ნომერი

იმუნიზაციის თარიღი

იმუნიზაციის დანიშნული დღე

კუნთებში

ინტრადერმულად

ექსპოზიციის წინ

ექსპოზიციის შემდეგ

ექსპოზიციის შემდეგ

1

0

0

0

2

7

3

3

3

21 (ან 28)*

7

7

4

-

14

-

5

-

28*

28*

შრატის ტიტრი, თუ განისაზღვრა:

მძიმე და მრავლობითი კბენის შემთხვევაში, WHO-ის მიერ რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია რაბიეს იმუნოგლობულინით (ცხენის ან ადამიანიდან მიღებული) ვაქცინის პირველ დოზასთან ერთად.

დეტალები შეყვანილი იმუნოგლობულინის შესახებ:

შეყვანის თარიღი: 2) როგორი წარმოშობისაა: 3)დოზა:

  • WHO ტექნიკური მოხსენების სერია 941.

ბუსტერის დოზა რეკომენდებულია ერთი წლის შემდეგ OR, როდესაც ანტისხეულების რაოდენობა ეცემა 0.5 IU/მლ-ს ქვემოთ,

„დღე 0“ არის დღე, როდესაც პირველი დოზა შეგვყავს.

მკურნალი ექიმის ხელმოწერა: ----------------------

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა