ვაქსიგრიპი ტეტრა არის ვაქცინა. ეს ვაქცინა, რომელიც გიკეთდებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს 6 თვის ასაკიდან, გეხმარებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს გრიპისგან დაცვაში. როდესაც პირი იღებს ვაქსიგრიპი ტეტრას, იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) წარმოქმნის საკუთარ დაცვას (ანტისხეულები) დაავადების წინააღმდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (A/Victoria/4897/2022 (H1N1) pdm09-like Strain (A/Victoria/4897/2022, IVR-238); A/Thailand/8/2022 (H3N2)-like strain (A/California/122/2022, SAN-022); B/Austria/1359417/2021-like strain (B/Michigan/01/2021, wild type); B/Phuket/3073/2013-like strain (B/Phuket/3073/2013, wild type))
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მლ (1 დოზა) გრიპის პროფილაქტიკის ოთხვალენტიანი ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის სახით წინასწარ შევსებული შპრიცი №1 ნემსით
- მწარმოებელი
- SANOFI PASTEUR (VAL-DE-REUIL), საფრანგეთი; SANOFI PASTEUR (MARCY L'ETOILE), საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები
- ATC კოდი
- J07BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043853
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SANOFI PASTEUR (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვაქსიგრიპტეტრა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვაქსიგრიპი ტეტრა არის ვაქცინა. ეს ვაქცინა, რომელიც გიკეთდებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს 6 თვის ასაკიდან, გეხმარებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს გრიპისგან დაცვაში.
როდესაც პირი იღებს ვაქსიგრიპი ტეტრას, იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) წარმოქმნის საკუთარ დაცვას (ანტისხეულები) დაავადების წინააღმდეგ. ორსულობის პერიოდში შეყვანისას ვაქცინა ეხმარება ორსულს დაცვაში, და ასევე, ეხმარება მისი ბავშვის დაცვაში დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე, ორსულობის დროს დედიდან ბავშვზე დაცვის გადასვლის საშუალებით (ასევე, იხ. პარაგრაფები 2 და 3).
ვაქცინის არცერთ ინგრედიენტს შეუძლია გრიპის გამოწვევა.
ვაქსიგრიპი ტეტრა გამოიყენება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
გრიპი არის დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის შტამებით, რომლებსაც ყოველ წელს შეცვლა შეუძლიათ. ყოველწლიურად მოცირკულირე შტამების პოტენციური ცვლილების გამო, აგრეთვე ვაქცინით გამოწვეული დაცვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით რეკომენდებულია ყოველწლიური ვაქცინაცია. გრიპით დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ცივ თვეებში, ოქტომბრიდან მარტამდე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ვაქცინაცია არ გაგიკეთებიათ შემოდგომაზე, კვლავ შესაძლებელია გაზაფხულამდე ვაქცინაცია, რადგან მანამდე არსებობს გრიპით დაავადების რისკი. თქვენი ექიმი შეგირჩევთ ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროს.
ვაქსიგრიპი ტეტრა განკუთვნილია თქვენი და თქვენი ბავშვის დაცვისთვის ვაქცინაში შემცველი ვირუსის ოთხი შტამისგან, ინექციიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამასთან, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი გრიპისადმი ექსპოზირებულნი ხართ უშუალოდ ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციისთანავე, შეიძლება მაინც დაავადდეთ, რადგან გრიპის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეს შეადგენს.
ვაქცინა თქვენ ან თქვენს ბავშვს არ დაგიცავთ ჩვეულებრივი გაციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგი სიმპტომი გრიპის მსგავსია.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები იღებენ ერთ 0.5მლ დოზას.
გამოყენება ბავშვებში
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ ერთ 0.5მლ დოზას.
თუ თქვენი ბავშვი 9 წელზე უმცროსი ასაკისაა და ადრე არ ჩატარებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მეორე 0.5მლ დოზის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის ინტერვალით.
თუ ხართ ორსულად, ორსულობის პერიოდში მიღებულმა 0.5 მლ დოზამ შეიძლება დაიცვას თქვენი ბავშვი დაბადებიდან 6 თვის ასაკამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ მიიღება ვაქსიგრიპი ტეტრა
თქვენი ექიმი ან ექთანი ვაქცინის რეკომენდებულ დოზას შეიყვანს კუნთში ან კანქვეშ ინექციის სახით.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღო ვაქსიგრიპი ტეტრას საჭიროზე მეტი დოზა
ზოგ შემთხვევაში, შემთხვევით იქნა შეყვანილი რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
ამ შემთხვევაში, რეგისტრირებული გვერდითი მოქმედება შეესაბამებოდა რეკომენდებული დოზით შეყვანის შემდეგ აღწერილ გვერდით მოქმედებას (იხ. პარაგრაფი 4).
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია:
აქტიურ ნივთიერებებზე, ან
ამ ვაქცინის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში), ან
ნებისმიერ კომპონენტზე, რომელიც შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლ-9,
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ მაღალი ან საშუალო ტემპერატურით მიმდინარე ან მწვავე დაავადება, ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე უნდა გადაიდოს.
სიფრთხილის ზომები
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ვაქცინაციამდე ექიმს უნდა აცნობოთ, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ:
სუსტი იმუნური პასუხი (იმუნოდეფიციტი, ან იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება),
სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაკეთდეს თუ არა ვაქცინა.
ნებისმიერ ინექციამდე ან ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა (ძირითადად მოზარდებში). აქედან გამომდნარე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ წინა ინექციის დროს თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნათ გულის წასვლა.
როგორც ყველა ვაქცინამ, ვაქსიგრიპი ტეტრამ შეიძლება სრულად არ დაიცვას ყველა ვაქცინირებული პირი.
შეიძლება არ იყოს დაცული 6 თვეზე უმცროსი ასაკის ყველა ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის პერიოდში ვაქცინირებული ქალისგან.
თუ რაიმე მიზეზით თქვენ ან თქვენს ბავშვს გრიპის ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გიტარდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ ექიმს. ეს საჭიროა, რადგან რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტში აღინიშნა სისხლის ანალიზის ცრუ დადებითი შედეგები.
ბავშვები
6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქსიგრიპი ტეტრა რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან მედიკამენტი.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება სხვა ვაქცინებთან ერთად, ოღონდ სხვა კიდურზე.
იმუნოლოგიური პასუხი შეიძლება დაქვეითდეს იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემთხვევაში, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიური პრეპარატები ან რადიოთერაპია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ამ ვაქცინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.
თქვენი ექიმი/ფარმაცევტი გადაწყვეტს უნდა მიიღოთ თუ არა ვაქსიგრიპი ტეტრა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვაქსიგრიპი ტეტრა არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ვაქსიგრიპი ტეტრა შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (39მგ) კალიუმს და 1 მმოლზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად კალიუმისგან და ნატრიუმისგან თავისუფალია.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
ალერგიული რეაქციები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქციები (რეგისტრირებულია, როგორც იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
სიმპტომები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება, ცივი, ოფლიანი კანი, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან გულის წასვლა.
მოზრდილებში და ხანდაზმულებში აღწერილი სხვა გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), შეუძლოდ ყოფნა(1), ინექციის ადგილის ტკივილი.
ხშირია ხანდაზმულებში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცხელება(2), კანკალი, ინექციის ადგილის რეაქციები: სიწითლე (ერითემა), შეშუპება, გამაგრება (ინდურაცია).
ნაკლებად ხშირია ხანდაზმულებში
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავბრუსხვევა(3), დიარეა, გულისრევა(4), დაღლილობა, ინექციის ადგილის რეაქციები: სისხლჩაქცევა (ეკქიმოზი), ქავილი (პრურიტუსი), გათბობა.
იშვიათია მოზრდილებში
იშვიათია ხანდაზმულებში
წამოხურება: აღნიშნულია მხოლოდ ხანდაზმულებში.
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია): აღინიშნება მხოლოდ მოზრდილებში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
შეხების აღქმის ანომალიები, ტკივილი, სითბოს და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია), ძილიანობა, მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე (ასთენია), გრიპის მსგავსი დაავადება.
სახსრების ტკივილი (ართრალგია), ინექციის ადგილის დისკომფორტი: აღინიშნება მხოლოდ მოზრდილებში.
3-17 წლის ასაკის ბავშვებში აღწერილი სხვა გვერდითი მოქმედება

თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), შეუძლოდ ყოფნა, კანკალი(5), ინექციის ადგილის რეაქციები: ტკივილი, შეშუპება, სიწითლე (ერითემა)(5), გამაგრება (ინდურაცია)(5).
ხშირია 9-17 წლის ასაკის ბავშვებში

ცხელება, სისხლჩაქცევა (ეკქიმოზი) ინექციის ადგილზე.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) 3-8 წლის ასაკის ბავშვებში:
სისხლის ზოგიერთი ელემენტის – თრომბოციტების რაოდენობის დროებითი შემცირება; ამ ელემენტების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (ტრანზიტორული თრომბოციტოპენია): აღწერილია სამი წლის ასაკის მხოლოდ 1 ბავშვში.
ტირილი, მოუსვენრობა.
თავბრუსხვევა, დიარეა, ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, სახსრების ტკივილი (ართრალგია), დაღლილობა, ინექციის ადგილის გათბობა.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) 9-17 წლის ასაკის ბავშვებში:
დიარეა, ინექციის ადგილის ქავილი (პრურიტუსი).
სხვა გვერდითი ეფექტები, აღწერილი 6-35 თვის ასაკის ბავშვებში

ღებინება(1), კუნთების ტკივილი (მიალგია)(2), გაღიზიანებადობა(3), მადის დაკარგვა(3), ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (შეუძლოდ ყოფნა)(2), ცხელება.
ნაკლებად ხშირია 24-35 თვის ასაკის ბავშვებში
იშვიათია 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში
იშვიათია 24-35 თვის ასაკის ბავშვებში
ინექციის ადგილის რეაქციები: ტკივილი/მგრძნობელობა, სიწითლე (ერითემა).
თავის ტკივილი: აღწერილია მხოლოდ 24 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.
ძილიანობა, უჩვეულო ტირილი: აღწერილია მხოლოდ 24 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

კანკალი: აღწერილია მხოლოდ 24 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
ინექციის ადგილის რეაქციები: გამაგრება (ინდურაცია), შეშუპება, სისხლჩაქცევა (ექკიმოზი).

დიარეა, ჰიპერმგრძნობელობა.

გრიპის მსგავსი დაავადება, რეაქციები ინექციის ადგილზე: გამონაყარი, პრურიტუსი (ქავილი).
6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს 2 დოზა, პირველი და მეორე დოზის შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოქმედება იყო მსგავსი. ნაკლები გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მეორე დოზის შემდეგ 6-35 თვის ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ ვითარდებოდა ვაქცინაციიდან პირველი 3 დღის განმავლობაში და სპონტანურად ქრებოდა 1-3 დღეში. გვერდითი მოქმედება იყო მსუბუქი ინტენსივობის.
გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ უფრო იშვიათი იყო ხანდაზმულებში, ვიდრე მოზრდილებში და ბავშვებში.
შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა ვაქსიგრიპის მიღების შემდეგ. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ვაქსიგრიპი ტეტრას მიღების შემდეგაც:
ნერვის გასწვრივ ლოკალიზებული ტკივილი (ნევრალგია), კონვულსიები, ნევროლოგიური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის არეში რიგიდობა, კონფუზია, კიდურების დაბუჟება, ტკივილი და სისუსტე, წონასწორობის დაკარგვა, რეფლექსების დაკარგვა, სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის დამბლა (ენცეფალომიელიტი, ნევრიტი, გიენ-ბარეს სინდრომი).
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი და ძალიან იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის დროებითი პრობლემები.
დროებითი თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია, პარესთეზია სხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთ ამ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: შემდეგი შტამების* გრიპის ვირუსი (ინაქტირივრებული, გახლეჩილი):
A/Victoria/4897/2022 (H1N1)pdm09 – მსგავსი შტამი
(A/ Victoria/4897/2022, IVR-238) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
A/Croatia/10136RV/2023 (H3N2) – მსგავსი შტამი
(A/Croatia/10136RV/2023, X-425A) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Austria/1359417/2021 – მსგავსი შტამი
(B/Michigan/01/2021, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Phuket/3073/2013 – მსგავსი შტამი
(B/Phuket/3073/2013, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 მიკროგრამი HA**
- 5 მლ დოზაზე
გამრავლებული განაყოფიერებული ქათმის კვერცხში ჯანმრთელი ქათმის ფერმიდან
ჰემაგლუტინინი
ეს ვაქცინა შეესაბამება ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს (ჩრდილოეთ ნახევარსფერო) და ევროკავშირის გადაწყვეტილებას 2025/2026 სეზონისთვის.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორიდის, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატის, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის და საინექციო წყლის შემცველი ბუფერული ხსნარი.
ზოგიერთი კომპონენტი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლ-9 შეიძლება იყოს ძალიან მცირე რაოდენობით (იხ. პარაგრაფი 2).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვაქსიგრიპი ტეტრას აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ვაქცინა არის უფერო ოპალესცენტური სითხე.
ვაქსიგრიპი ტეტრა არის საინექციო სუსპენზია, გამოდის წინასწარ ავსებულ შპრიცში 0.5მლ დოზით, მიმაგრებული ნემსით ან ნემსის გარეშე, კოლოფში 1, 10 ან 20. შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
ეს ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს ვაქცინა არ გამოიყენოთ მარკირებაზე და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია წარწერა ~ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვაქსიგრიპი ტეტრა®
საინექციო სუსპენზია წინასწარ ავსებულ შპრიცში
გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინა (გახლეჩილი ვირიონი, ინაქტივირებული)
2025/2026 სეზონი
თქვენი ან თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ჩანართში
რა არის ვაქსიგრიპი ტეტრა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ვაქსიგრიპი ტეტრას გამოიყენებთ
როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი ტეტრა
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორ ინახება ვაქსიგრიპი ტეტრა
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ვაქსიგრიპი ტეტრა და რისთვის გამოიყენება
ვაქსიგრიპი ტეტრა არის ვაქცინა. ეს ვაქცინა, რომელიც გიკეთდებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს 6 თვის ასაკიდან, გეხმარებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს გრიპისგან დაცვაში.
როდესაც პირი იღებს ვაქსიგრიპი ტეტრას, იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემა) წარმოქმნის საკუთარ დაცვას (ანტისხეულები) დაავადების წინააღმდეგ. ორსულობის პერიოდში შეყვანისას ვაქცინა ეხმარება ორსულს დაცვაში, და ასევე, ეხმარება მისი ბავშვის დაცვაში დაბადებიდან თითქმის 6 თვის ასაკამდე, ორსულობის დროს დედიდან ბავშვზე დაცვის გადასვლის საშუალებით (ასევე, იხ. პარაგრაფები 2 და 3).
ვაქცინის არცერთ ინგრედიენტს შეუძლია გრიპის გამოწვევა.
ვაქსიგრიპი ტეტრა გამოიყენება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
გრიპი არის დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის შტამებით, რომლებსაც ყოველ წელს შეცვლა შეუძლიათ. ყოველწლიურად მოცირკულირე შტამების პოტენციური ცვლილების გამო, აგრეთვე ვაქცინით გამოწვეული დაცვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით რეკომენდებულია ყოველწლიური ვაქცინაცია. გრიპით დაავადების რისკი ყველაზე მაღალია ცივ თვეებში, ოქტომბრიდან მარტამდე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ვაქცინაცია არ გაგიკეთებიათ შემოდგომაზე, კვლავ შესაძლებელია გაზაფხულამდე ვაქცინაცია, რადგან მანამდე არსებობს გრიპით დაავადების რისკი. თქვენი ექიმი შეგირჩევთ ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროს.
ვაქსიგრიპი ტეტრა განკუთვნილია თქვენი და თქვენი ბავშვის დაცვისთვის ვაქცინაში შემცველი ვირუსის ოთხი შტამისგან, ინექციიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამასთან, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი გრიპისადმი ექსპოზირებულნი ხართ უშუალოდ ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციისთანავე, შეიძლება მაინც დაავადდეთ, რადგან გრიპის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეს შეადგენს.
ვაქცინა თქვენ ან თქვენს ბავშვს არ დაგიცავთ ჩვეულებრივი გაციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგი სიმპტომი გრიპის მსგავსია.
- რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ვაქსიგრიპი ტეტრას გამოიყენებთ
რათა დარწმუნდეთ, რომ ვაქსიგრიპი ტეტრა სასარგებლოა თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის, მნიშვნელოვანია ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ თუ გეხებათ რომელიმე ქვემოაღნიშნული პუნქტი. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ვაქსიგრიპი ტეტრა
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია:
აქტიურ ნივთიერებებზე, ან
ამ ვაქცინის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში), ან
ნებისმიერ კომპონენტზე, რომელიც შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლ-9,
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ მაღალი ან საშუალო ტემპერატურით მიმდინარე ან მწვავე დაავადება, ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე უნდა გადაიდოს.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ვაქცინაციამდე ექიმს უნდა აცნობოთ, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ:
სუსტი იმუნური პასუხი (იმუნოდეფიციტი, ან იმუნურ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება),
სისხლდენის პრობლემები ან სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაკეთდეს თუ არა ვაქცინა.
ნებისმიერ ინექციამდე ან ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა (ძირითადად მოზარდებში). აქედან გამომდნარე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ წინა ინექციის დროს თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნათ გულის წასვლა.
როგორც ყველა ვაქცინამ, ვაქსიგრიპი ტეტრამ შეიძლება სრულად არ დაიცვას ყველა ვაქცინირებული პირი.
შეიძლება არ იყოს დაცული 6 თვეზე უმცროსი ასაკის ყველა ბავშვი, რომელიც დაიბადა ორსულობის პერიოდში ვაქცინირებული ქალისგან.
თუ რაიმე მიზეზით თქვენ ან თქვენს ბავშვს გრიპის ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გიტარდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ ექიმს. ეს საჭიროა, რადგან რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტში აღინიშნა სისხლის ანალიზის ცრუ დადებითი შედეგები.
ბავშვები
6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქსიგრიპი ტეტრა რეკომენდებული არ არის.
სხვა მედიკამენტები და ვაქსიგრიპი ტეტრა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინა ან მედიკამენტი.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება სხვა ვაქცინებთან ერთად, ოღონდ სხვა კიდურზე.
იმუნოლოგიური პასუხი შეიძლება დაქვეითდეს იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემთხვევაში, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ციტოტოქსიური პრეპარატები ან რადიოთერაპია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ამ ვაქცინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.
ვაქსიგრიპი ტეტრას გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.
თქვენი ექიმი/ფარმაცევტი გადაწყვეტს უნდა მიიღოთ თუ არა ვაქსიგრიპი ტეტრა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვაქსიგრიპი ტეტრა არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ვაქსიგრიპი ტეტრა შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (39მგ) კალიუმს და 1 მმოლზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად კალიუმისგან და ნატრიუმისგან თავისუფალია.
- როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი ტეტრა
დოზირება
მოზრდილები იღებენ ერთ 0.5მლ დოზას.
გამოყენება ბავშვებში
6 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ ერთ 0.5მლ დოზას.
თუ თქვენი ბავშვი 9 წელზე უმცროსი ასაკისაა და ადრე არ ჩატარებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მეორე 0.5მლ დოზის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 4 კვირის ინტერვალით.
თუ ხართ ორსულად, ორსულობის პერიოდში მიღებულმა 0.5 მლ დოზამ შეიძლება დაიცვას თქვენი ბავშვი დაბადებიდან 6 თვის ასაკამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ მიიღება ვაქსიგრიპი ტეტრა
თქვენი ექიმი ან ექთანი ვაქცინის რეკომენდებულ დოზას შეიყვანს კუნთში ან კანქვეშ ინექციის სახით.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღო ვაქსიგრიპი ტეტრას საჭიროზე მეტი დოზა
ზოგ შემთხვევაში, შემთხვევით იქნა შეყვანილი რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
ამ შემთხვევაში, რეგისტრირებული გვერდითი მოქმედება შეესაბამებოდა რეკომენდებული დოზით შეყვანის შემდეგ აღწერილ გვერდით მოქმედებას (იხ. პარაგრაფი 4).
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
ალერგიული რეაქციები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქციები (რეგისტრირებულია, როგორც იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
სიმპტომები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება, ცივი, ოფლიანი კანი, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან გულის წასვლა.
მოზრდილებში და ხანდაზმულებში აღწერილი სხვა გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), შეუძლოდ ყოფნა(1), ინექციის ადგილის ტკივილი.
ხშირია ხანდაზმულებში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცხელება(2), კანკალი, ინექციის ადგილის რეაქციები: სიწითლე (ერითემა), შეშუპება, გამაგრება (ინდურაცია).
ნაკლებად ხშირია ხანდაზმულებში
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავბრუსხვევა(3), დიარეა, გულისრევა(4), დაღლილობა, ინექციის ადგილის რეაქციები: სისხლჩაქცევა (ეკქიმოზი), ქავილი (პრურიტუსი), გათბობა.
იშვიათია მოზრდილებში
იშვიათია ხანდაზმულებში
წამოხურება: აღნიშნულია მხოლოდ ხანდაზმულებში.
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია): აღინიშნება მხოლოდ მოზრდილებში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
შეხების აღქმის ანომალიები, ტკივილი, სითბოს და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია), ძილიანობა, მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე (ასთენია), გრიპის მსგავსი დაავადება.
სახსრების ტკივილი (ართრალგია), ინექციის ადგილის დისკომფორტი: აღინიშნება მხოლოდ მოზრდილებში.
3-17 წლის ასაკის ბავშვებში აღწერილი სხვა გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), შეუძლოდ ყოფნა, კანკალი(5), ინექციის ადგილის რეაქციები: ტკივილი, შეშუპება, სიწითლე (ერითემა)(5), გამაგრება (ინდურაცია)(5).
ხშირია 9-17 წლის ასაკის ბავშვებში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცხელება, სისხლჩაქცევა (ეკქიმოზი) ინექციის ადგილზე.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) 3-8 წლის ასაკის ბავშვებში:
სისხლის ზოგიერთი ელემენტის – თრომბოციტების რაოდენობის დროებითი შემცირება; ამ ელემენტების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (ტრანზიტორული თრომბოციტოპენია): აღწერილია სამი წლის ასაკის მხოლოდ 1 ბავშვში.
ტირილი, მოუსვენრობა.
თავბრუსხვევა, დიარეა, ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, სახსრების ტკივილი (ართრალგია), დაღლილობა, ინექციის ადგილის გათბობა.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) 9-17 წლის ასაკის ბავშვებში:
დიარეა, ინექციის ადგილის ქავილი (პრურიტუსი).
სხვა გვერდითი ეფექტები, აღწერილი 6-35 თვის ასაკის ბავშვებში
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ღებინება(1), კუნთების ტკივილი (მიალგია)(2), გაღიზიანებადობა(3), მადის დაკარგვა(3), ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (შეუძლოდ ყოფნა)(2), ცხელება.
ნაკლებად ხშირია 24-35 თვის ასაკის ბავშვებში
იშვიათია 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში
იშვიათია 24-35 თვის ასაკის ბავშვებში
ინექციის ადგილის რეაქციები: ტკივილი/მგრძნობელობა, სიწითლე (ერითემა).
თავის ტკივილი: აღწერილია მხოლოდ 24 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.
ძილიანობა, უჩვეულო ტირილი: აღწერილია მხოლოდ 24 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
კანკალი: აღწერილია მხოლოდ 24 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
ინექციის ადგილის რეაქციები: გამაგრება (ინდურაცია), შეშუპება, სისხლჩაქცევა (ექკიმოზი).
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
დიარეა, ჰიპერმგრძნობელობა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გრიპის მსგავსი დაავადება, რეაქციები ინექციის ადგილზე: გამონაყარი, პრურიტუსი (ქავილი).
6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს 2 დოზა, პირველი და მეორე დოზის შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოქმედება იყო მსგავსი. ნაკლები გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მეორე დოზის შემდეგ 6-35 თვის ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ ვითარდებოდა ვაქცინაციიდან პირველი 3 დღის განმავლობაში და სპონტანურად ქრებოდა 1-3 დღეში. გვერდითი მოქმედება იყო მსუბუქი ინტენსივობის.
გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ უფრო იშვიათი იყო ხანდაზმულებში, ვიდრე მოზრდილებში და ბავშვებში.
შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა ვაქსიგრიპის მიღების შემდეგ. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ვაქსიგრიპი ტეტრას მიღების შემდეგაც:
ნერვის გასწვრივ ლოკალიზებული ტკივილი (ნევრალგია), კონვულსიები, ნევროლოგიური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის არეში რიგიდობა, კონფუზია, კიდურების დაბუჟება, ტკივილი და სისუსტე, წონასწორობის დაკარგვა, რეფლექსების დაკარგვა, სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის დამბლა (ენცეფალომიელიტი, ნევრიტი, გიენ-ბარეს სინდრომი).
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი და ძალიან იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის დროებითი პრობლემები.
დროებითი თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია, პარესთეზია სხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთ ამ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ ინახება ვაქსიგრიპი ტეტრა
ეს ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს ვაქცინა არ გამოიყენოთ მარკირებაზე და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია წარწერა ~ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვაქსიგრიპი ტეტრა
აქტიური ნივთიერებებია: შემდეგი შტამების* გრიპის ვირუსი (ინაქტირივრებული, გახლეჩილი):
A/Victoria/4897/2022 (H1N1)pdm09 – მსგავსი შტამი
(A/ Victoria/4897/2022, IVR-238) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
A/Croatia/10136RV/2023 (H3N2) – მსგავსი შტამი
(A/Croatia/10136RV/2023, X-425A) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Austria/1359417/2021 – მსგავსი შტამი
(B/Michigan/01/2021, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 მიკროგრამი HA**
B/Phuket/3073/2013 – მსგავსი შტამი
(B/Phuket/3073/2013, ველური ტიპი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 მიკროგრამი HA**
- 5 მლ დოზაზე
გამრავლებული განაყოფიერებული ქათმის კვერცხში ჯანმრთელი ქათმის ფერმიდან
ჰემაგლუტინინი
ეს ვაქცინა შეესაბამება ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს (ჩრდილოეთ ნახევარსფერო) და ევროკავშირის გადაწყვეტილებას 2025/2026 სეზონისთვის.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორიდის, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატის, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის და საინექციო წყლის შემცველი ბუფერული ხსნარი.
ზოგიერთი კომპონენტი, როგორიცაა კვერცხი (ოვალბუმინი, ქათმის ცილები), ნეომიცინი, ფორმალდეჰიდი ან ოქტოქსინოლ-9 შეიძლება იყოს ძალიან მცირე რაოდენობით (იხ. პარაგრაფი 2).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვაქსიგრიპი ტეტრას აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მსუბუქად შენჯღრევის შემდეგ ვაქცინა არის უფერო ოპალესცენტური სითხე.
ვაქსიგრიპი ტეტრა არის საინექციო სუსპენზია, გამოდის წინასწარ ავსებულ შპრიცში 0.5მლ დოზით, მიმაგრებული ნემსით ან ნემსის გარეშე, კოლოფში 1, 10 ან 20. შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი პასტერ, ჰენრი ვალეს გასასვლელი 14, 69007 ლიონი, საფრანგეთი
ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 05/2025
25403809900შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის:
როგორც ყველა საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები და ზედამხედველობა ვაქცინის გამოყენების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში.
გამოყენებამდე ვაქცინამ უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. შეყვანამდე ვიზუალურად დაათვალიერეთ.
ვაქცინა არ უნდა გამოიყენონ სუსპენზიაში უცხო ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.
არ შეიძლება შპრიცში სხვა სამედიცინო პროდუქტებთან შერევა.
ვაქცინის ინექცია არ უნდა მოხდეს უშუალოდ სისხლძარღვში.
აგრეთვე იხ. პარაგრაფი 3. როგორ გამოიყენება ვაქსიგრიპი ტეტრა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.