ვამლოსეტი
Vamloset®
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალსარტან (valsartan) + ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ + 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- «KRKA-RUS» LLC, რუსეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041586
- რეგისტრირებულია
- 16 ივლისი 2024, მოქმედებს 16 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვამლოსეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
მიღების წესი და დოზირება
შინაგანად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, დღე-ღამეში 1-ხელ, დამოუკიდებლად საკვების მიღების დროისაგან.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა - პრეპარატი ვამლოსეტის® 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინ/ვალსარტანს დოზით 5/80 მგ ან 5/160 მგ, ან 10/160 მგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა -1 ტაბლეტი 10/60 მგ.
პრეპარატ ვამლოსეტ® -ის მიღების დაწყება რეკომენდებულია დოზით 5/80 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება თერაპიის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)
65 წელზე უფროს პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატ ვამლოსეტის® საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის უმცირესი დოზის შემცველ დოზამდე, ე.ი. 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინი/ვალსარტანს 5/80 მგ ან 5/160 მგ დოზით.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკში)
ვინაიდან ბავშვებსა და მოზარდებში (18 წელზე უმცროსი ასაკის) პრეპარატ ვამლოსეტის® უსაფრთხოებასა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევებით (КК 30 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
შემადგენლობაში ვალსარტანისა და ამლოდიპინის შემცველობის გამო პრეპარატი ვამლოსეტი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატ ვამლოსეტის® საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის უმცირესი დოზის შემცველ დოზამდე, ე.ი. 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინი/ვალსარტანს 5/80 მგ ან 5/160 მგ დოზით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის რიგის სხვა წარმოებულების, ვალსარტანის, და ასევე პრეპარატის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ.
მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, ან შეშუპება პაციენტებში მანამდე ჩატარებული არა II-ით წინასწარი თერაპიის ფონზე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით 9 ქულაზე მეტი), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
თირკმლის მძიმე უკმარისობა (КК 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
ორსულობის დაგეგმვა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ვერცხლის სვ. 90 მმ-ზე ნაკლები), კოლაფსი, შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით).
მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მათ შორის მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.
ერთდროული გამოყენება ალისკირენთან და პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს, გამოყენება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით (გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) 60 მლ/წთ/1,73 სხეულის ზედაპირის ფართის მ2-ზე ნაკლები).
ერთდროული გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების უსაფრთხოება, პაციენტებში თირკმლის გადატანილი ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
სიფრთხილით
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს შკალით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს შკალით 7-9 ქულა) ხარისიხის სიმძიმის დარღვევა, ასევე სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს, თირკმელების არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, NYHA-ის კლასიფიკაციის მიზედვით III-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ), მწვავე კორონარული სინდრომი, გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, დიეტა საკვები მარილის შეზღუდული რაოდენობის გამოყენებით, მოცირკულარე სისხლის შემცირებული მოცულობა (მსმ) (მათ შორის დიარეა, გულისრევა).
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა გამოყენებისას პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის მიტრალური ან აორტული სტენოზით და ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით (ჰოკმპ).
სიფრთხილის ზომები
პაციენტები ჰიპონატრიემიით და/ან მსმ-ის შემცირებით
პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციით, 0,4% შემთხვევაში აღინიშნებოდა გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
აქტივირებული რაას-ის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პაციენტებში დეჰიდრატაციით და/ან ჰიპონატრიემიით, რომლებიც იღებდნენ დიურეზულების მაღალ დოზებს), არა II-ის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია ნატრიუმის შემცველობის აღდგენა და/ან მსმ შევსება, კერძოდ, დიურეზულების დოზის შემცირებით ან თერაპიის დაწყება გულდასმითი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
აწ-ს გამოხატული დაწევის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ზევით წამოწეული ფეხებით და, საჭიროებისას, ჩაუტარდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ინტრავენური ინფუზია. პრეპარატ ვამლოსეტით® თერაპიის გაგრძელება შეიძლება ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტაბილიზების შემდეგ.
ჰიპერკალიემია
კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ან სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარის მქონე სხვა პრეპარატების (მაგალითად, ჰეპარინის) ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პრეპარატი ვამლოსეტი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის ფონზე, შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებით.
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებმაც ცოტახნის წინ გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, დადგენილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვალსარტანი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველთან ერთად. პაციენტებს T1/2 უხანგრძლივდებათ, ხოლო AUC - იზრდება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს შკალით 5-6 ქულა) ან ზომიერი (ჩაილდ-პიუს შკალით 7-9 ქულა) დარღვევით ან სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ ვამლოსეტის® დოზის კორექტირება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით რეკომენდებულია კალიუმის შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში. არა II-ის, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენით ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (КК 60 მლ/წთ-ზე ნაკლები).
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს რაას-ის დაზიანების გათვალისწინებით ამ პაციენტებში არ შეიძლება არა II-ის, მათ შორის ვალსარტანის, დანიშვნა.
ანგიონევროზული შეშუპება
პრეპარატი ვამლოსეტით® თერაპიის ფონზე ანგიონევროზული შეშუპების (მათ შორის ხახის და ხმის იოგების შეშუპება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპებას) მქონე პაციენტებს შორის აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები ანამნეზში, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებზეც. ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას სასწრაფოდ უნდა მოიხსნას პრეპარატი და გამოირიცხოს განმეორებით გამოყენების შესაძლებლობა.
გულის უკმარისობა/გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას აქტიურობაზე (მაგალითად, მძიმე გქუ-ს დროს), თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით და არა II -ით თან ახლავს ოლიგურია და/ან აზოტემიის მატება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური შედეგი. მსგავსი შედეგები აღწერილი იყო ვალსარტანის გამოყენებისას. პაციენტებში გქუ-ით ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველთვის უნდა შეფასდეს თირკმელების ფუნქცია.
პაციენტებში NYHA-ის კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასის არაიშემიური ეთიოლოგიის გქუ-ით ამლოდიპინის გამოყენებას ახლდა ფილტვების შეშუპების განვითარების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით ორ ჯგუფს შორის გქუ-ს გაუარესების სიხშირის უტყუარი განსხვავების არქონის დროს. კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების, მათ შორის ამლოდიპინის, გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში გქუ-ით, ვინაიდან შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების და ლეტალური დასასრულის რისკი.
აორტის სარქველის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის და მიტრალური სარქველის სტენოზი, ჰოკმპ
როგორც ნებისმიერი ვაზოდილატატორის გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში მიტრალური სტენოზით და აორტის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სტენოზით, ჰოკმპ. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაცია შეისწავლებოდა მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატი ვამლოსეტი®
პრეპარატი ვამლოსეტის® (ამლოდიპინი/ვალსარტანი) ზოგადი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს ყურადღებას
სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს (მაგალითდ, ალფა-ადრენობლოკატორები, დიურეზულები) და ჰიპოტენზიური მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო ალფა-ადრენობლოკატორები) შეუძლიათ ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ამლოდიპინის მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
არასასურველი ერთდროული გამოყენება
გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი
ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ პაციენტთან არსებობს ბიოშეღწევადობის გაზრდისა და ანტიჰიპერტენზიური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს
CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ვერაპამილთან ან დილთიაზემპთან, სოკოს საწინააღმდეგო აზოლის სამკურნალო საშუალებებთან, ისეთ მაკროლიდებთან, როგორებიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამ ცვლილებებს აქვთ კლინიკური მნიშვნელობა, ამიტომ საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა და დოზის კორექტირება.
CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი), რიფამპიცინი, მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას)
CYP3A4 ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ ნაჩვენებია არტერიული წნევის კონტროლი და დოზის კორექტირება როგორც CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებით მკურნალობის დროს, ასევე მათი მოხსნის შემდეგ, განსაკუთრებით CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორების გამოყენებისას (მაგალითად, რიფამპიცინის და იმ პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას).
სიმვასტატინი
10 მგ/დღე-ღამეში დოზით ამლოდიპინის და 80 მგ/ დღე-ღამეშ დოზით სიმვასტატინის განმეორებით ერთდროული გამოყენება ზრდის სიმვასტატინის ექსპოზიციას 77%-ით ასეთთან შედარებით სიმვასტატინით მონოთერაპიის დროს. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, რეკომენდებულია სიმვასტატინის მიღება დოზით არაუმეტეს 20 მგ/დღე-ღამეში.
დანტროლენი (ინტრავენული შეყვანა)
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ვერაპამილის შინაგანად მიღებისა და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღინიშნებოდა ლეტალური შედეგის მქონე პარკუჭების ფიბრილაციისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც ასოცირებულია ჰიპერკალიემიასთან. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გათვალისწინებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორებთან, მათ შორის ამლოდიპინთან, ერთდროული გამოყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი არ არის სრულად შესწავლილი. ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქმედების პრევენციისთვის ამლოდიპინთან ერთად გამოყენების დროს უნდა კონტროლირდებოდეს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს ტაკროლიმუსის დოზა.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის და ამლოდიპინის გამოყენებით მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა, იმ პაციენტების გარდა, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლებსაც აღენიშნათ ციკლოსპორინის მერყევი მინიმალური კონცენტრაციები (საშუალო მნიშვნელობები: 0%-40%). ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, უნდა კონტროლირდებოდეს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, და საჭიროებისას შემცირდეს დოზა.
კლარითრომიცინი
კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. ამლოდიპინის და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. რეკომენდებულია იმ პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობა, რომლებიც ამლოდიპინს კლარითრომიცინთან ერთდროულად იღებენ.
რაპამიცინის მექანისტიკური სამიზნეს ინჰიბიტორები ძუძუმწოვრებში (mTOR)
mTOR ინჰიბიტორები, ისეთები, როგორებიცაა სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი წარმოადგენენ CYP3A იზოფერმენტის სუბსტრატებს. ამლოდიპინი არის CYP3A იზოფერმენტის სუსტი ინჰიბიტორი. mTOR ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას ამლოდიპინს შეუძლია მათი ექსპოზიციის გაზრდა.

სხვა
ამლოდიპინის კლინიკურ კვლევებში არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, ენის ქვეშ გამოსაყენებელ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან (ალუმინისა ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, სიმეტიკონი), ციმეტიდინთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (აასპ), ანტიბიოტიკებთან და შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
ამლოდიპინის და ეთანოლის ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკაზე.
კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ კნაბ-ის ეფექტის დაქვეითება.
კნაბ-ის ერთდროული გამოყენებისას ლითიუმის პრეპარატებთან (ამლოდიპინისთვის მონაცემები არ არსებობს) შესაძლებელია მათი ნეიროტოქსიკურობის გამოვლინების (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში) გაძლიერება.
გლუკოკორტიკოსტეროიდები
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება (სითხისა და ნატრიუმის იონების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).
ვალსარტანის მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
არა II-ის, ვალსარტანის ჩათვლით, ერთდროული გამოყენება ალისკირენთან და ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით (გფს ნაკლებია 60 მლ/წთ/1,73 სხეულის ზედაპირის ფართის მ2-ზე) და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებთან.
არა II-ის ერთდროული გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში დიაბეტური ნეიროპათიით და რეკომენდებული არ არის სხვა პაციენტებში.
არასასურველი ერთდროული გამოყენება
ლითიუმი
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი გაზრდა და ინტოქსიკაციის განვითარება. ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობის დროს გულდასმით უნდა კონტროლდებოდეს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ტოქსიკური გამოვლინებების რისკი, რიმელიც ლითიუმის პრეპარატების გამოყენებასთანაა დაკავშირებული, შეიძლება გაიზარდოს დამატებით პრეპარატ ვალმლოსეტთან® და დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას.
კალიშემანარჩუნებელი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები დანამატები და სხვა სამკურნალო საშუალებები და ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარი (მაგალითად, ჰეპარინი).
კალიუმის შემცველობაზე ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის კონტროლირება.

აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა დოზით 3 გ/დღე-ღამეში მეტი და არასელექციური აასს
ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დასუსტება, თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკის გაზრდა და სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის მომატება. თერაპიის დაწყებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის შეფასება, და ასევე წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების დაკორექტირება.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
In vitro კვლევის შედეგების მიხედვით ვალსარტანი წარმოადგენს ОАТР1В1 და MRP2 გადამტანი ცილების სუბსტრატს. ვალსარტანის ერთდროულმა გამოყენებამ ОАТР1В1 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) და MRP2 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიტონავირი) შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ექსპოზიცია (Cmax და AUC). ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ერთდროული თერაპიის დაწყებისა და დასრულების დროს.
რაას ორმაგი ბლოკადა არა II-ის, აგფ ინჰიბიტორების ან ალისკირენის გამოყენებისას
არა II-ის ერთდროული გამოყენება რაას-ზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად იწვევს არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის წარმოქმნის შემთხვევების სიხშირის გაზრდას. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების, ასევე სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის გაკონტროლება პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენებისას რაას-ზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად.
სხვა
ვალსარტანით მონოთერაპიის დროს არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება უკუნაჩვენებია.
არა II-ის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის I ტრიმესტრში რისკის გამორიცხვა ნაყოფისთვის არ შეიძლება.
ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას) უშუალო ზემოქმედების მქონე სხვა ნებისმიერი პრეპარატი, პრეპარატი ვამლოსეტი® არ გამოიყენება ორსულობის დროს, და ასევე ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ისეთი საშუალებების გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნიათ ზემოქმედება რაას-ზე, რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ორსულობის დროს ნაყოფზე ამ პრეპარატების უარყოფითი ზემოქმედების პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დაგეგმვის დროს რეკომენდებულია ქალი პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში პრეპარატი ვამლოსეტის® გამოყენება უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე.
ისევე, როგორც სხვა საშუალებები, რომლებიც ახდენენ რაას-ზე პირდაპირ ზემოქმედებას, მსგავსად, პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება ორსულობის II-III ტრიმესტრებში უკუნაჩვენებია, ვინაიდან მას შეუძლია ფოტოტოქსიკური ეფექტების (თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ნაყოფის თავის ქალის ძვლების გაძვალების შენელების, ოლიგოჰიდრამნიონის) და ნეონატალური ტოქსიკური ეფექტების (თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის) და ნაყოფის სიკვდილის გამოწვევა. თუ ორსულობის II-III ტრიმესტრებში პრეპარატი მაინც გამოიყენებოდა, მაშინ აუცილებელია ნაყოფის თირკმელების და თავის ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილები, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ პრეპარატ ვამლოსეტს®, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ახალშობილში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ამლოდიპინის გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ამლოდიპინის კონცენტრაციისთვის რძე/პლაზმას საშუალო შეფარდებამ 0,85 შეადგინა 31 მეძუძურ დედას შორის, რომლებსაც აწუხებდათ ორსულობით განპირობებული არტერიული ჰიპერტენზია, და იღებდნენ ამლოდიპინს საწყისი დოზით 5 მგ დღე-ღამეში. პრეპარატის დოზირება საჭიროებისას კორექტირდებოდა (საშუალო სადღეღამისო დოზის და წონის მიხედვით: 6 მგ და 98,7 მკგ/კგ, შესაბამისად). ამლოდიპინის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძიდან, შეადგენს 4,17 მკგ/კგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მართვისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევის, დაღლილობის და ღებინების განვითარება.
გვერდითი მოვლენები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ რეკომენდებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირება:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან ˂1/10-მდე
არახშირი ≥1/1000-დან ˂1/100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან ˂1/1000-მდე
ძალიან იშვიათი ˂1/10000
სიხშირე უცნობია შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე
MedRA-ს კლასიფიკაცია
არასასურველი ეფექტები
სიხშირე
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი
ვალსარტანი
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ნაზოფარინგიტი
ხშირად
- -
- -
გრიპი
ხშირად
- -
- -
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაწევა
- -
- -
სიხშირე უცნობია
ლეიკოპენია
- -
ძალიან იშვიათად
- -
ნეიტროპენია
- -
- -
სიხშირე უცნობია
თრომბოციტოპენია ზოგჯერ პურპურათი
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევეი ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ანორექსია
არახშირად
- -
- -
ჰიპერკალციემია
არახშირად
- -
- -
ჰიპერგლიკემია
- -
ძალიან იშვიათად
- -
ჰიპერლიპიდემია
არახშირად
- -
- -
ჰიპერურიკემია
არახშირად
- -
- -
ჰიპოკალიემია
ხშირად
- -
- -
ჰიპონატრიემია
არახშირად
- -
- -
ფსიქიკის დარღვევები
დეპრესია
- -
არახშირად
- -
შფოთვა
იშვიათად
- -
- -
უძილობა/ძილის დარღვევა
- -
არახშირად
- -
განწყობის ლაბილობა
- -
არახშირად
- -
გონების აღრევა
- -
იშვიათად
- -
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
კოორდინაციის დარღვევა
არახშირად
- -
- -
თავბრუსხვევა
არახშირად
ხშირად
- -
პოსტურალური თავბრუსხვევა
არახშირად
- -
- -
გემოს დარღვევა
- -
არახშირად
- -
ექსტრაპირამიდული დარღვევები
- -
სიხშირე უცნობია
- -
თავის ტკივილი
ხშირად
ხშირად
- -
კუნთების ჰიპერტონუსი
- -
ძალიან იშვიათად
- -
პარესთეზია
არახშირად
არახშირად
- -
პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია
- -
ძალიან იშვიათად
- -
უძილობა
არახშირად
ხშირად
- -
გულის წასვლა
- -
არახშირად
- -
ტრემორი
- -
არახშირად
- -
ჰიპესთეზია
- -
არახშირად
- -
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გაუარესება
იშვიათად
არახშირად
- -
მხედველობის დარღვევა
არახშირად
არახშირად
- -
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
შუილი ყურებში
იშვიათად
არახშირად
- -
ვერტიგო
არახშირად
- -
არახშირად
დარღვევები გულის მხრივ
გულისცემის შეგრძნება
არახშირად
ხშირად
- -
გულის წასვლა
იშვიათად
- -
- -
ტაქიკარდია
არახშირად
- -
- -
არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)
- -
ძალიან იშვიათად
- -
მიოკარდიუმის ინფარქტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სისხლის სახის კანთან "მოწოლის" შეგრძნება
- -
ხშირად
- -
აწ-ს გამოხატული დაწევა
იშვიათად
არახშირად
- -
ორთოსტაზული ჰიპოტენზია
არახშირად
- -
- -
ვასკულიტი
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
არახშირად
ძალიან იშვიათად
არახშირად
ქოშინი
- -
არახშირად
- -
ტკივილი ხახასა და ხორხში
არახშირად
- -
- -
რინიტი
- -
არახშირად
- -
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
არახშირად
ხშირად
არახშირად
განავლის შეცვლა
- -
არახშირად
- -
ყაბზობა
არახშირად
არახშირად
- -
დიარეა
არახშირად
არახშირად
- -
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
არახშირად
არახშირად
- -
დისპეფსია
- -
არახშირად
- -
გასტრიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღრძილების ჰიპერპლაზია
- -
ძალიან იშვიათად
- -
გულისრევა
არახშირად
ხშირად
- -
პანკრეატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღებინება
- -
არახშირად
- -
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
"ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის გაზრდა, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა
- -
ძალიან იშვიათად ⃰
სიხშირე უცნობია
ჰეპატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღვიძლშიდა ქოლესტაზი, სიყვითლე
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ალოპეცია
- -
არახშირად
- -
ანგიონევროზული შეშუპება
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
ბულოზური დერმატიტი
- -
- -
სიხშირე უცნობია
ერითემა
არახშირად
- -
- -
მრავალფორმული ერითემა
- -
ძალიან იშვიათად
- -
ეგზანთემა
იშვიათად
არახშირად
- -
ჰიპერჰიდროზი
იშვიათად
არახშირად
- -
ფოტომგრძნობელობის რეაქციები
- -
არახშირად
- -
კანის ქავილი
იშვიათად
არახშირად
სიხშირე უცნობია
პურპურა
- -
არახშირად
- -
გამონაყარი კანზე
არახშირად
არახშირად
სიხშირე უცნობია
კანის ფერის შეცვლა
- -
არახშირად
- -
ჭინჭრის ციება
- -
ძალიან იშვიათად
- -
ექსფოლიაზური დერმატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
- -
ძალიან იშვიათად
- -
კვინკეს შეშუპება
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია
არახშირად
არახშირად
- -
ზურგის ტკივილი
არახშირად
არახშირად
- -
სახსრების შეშუპება
არახშირად
- -
- -
კუნთების სპაზმები
იშვიათად
არახშირად
- -
მიალგია
- -
არახშირად
სიხშირე უცნობია
კოჭის შეშუპება
- -
ხშირად
- -
სიმძიმის შეგრძნება მთელ სხეულში
იშვიათად
- -
- -
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ
სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა
- -
- -
სიხშირე უცნობია
შარდვის დარღვევა
- -
არახშირად
- -
ნიქტურია
- -
არახშირად
- -
პოლაკიურია
იშვიათად
არახშირად
- -
პოლიურია
იშვიათად
- -
- -
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით
- -
- -
სიხშირე უცნობია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
იმპოტენცია
- -
არახშირად
- -
ერექციული დისფუნქცია
იშვიათად
- -
- -
გინეკომასტია
- -
არახშირად
- -
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ასთენია
ხშირად
არახშირად
- -
დისკომფორტი
- -
არახშირად
- -
მომატებული დაღლილობა
ხშირად
ხშირად
არახშირად
სახის შეშუპება
ხშირად
- -
- -
სახის კანთან სისხლის "მოწოლის" შეგრძნება
ხშირად
- -
- -
არაკარდიოგენული ტკივილი გულში
- -
არახშირად
- -
შეშუპებები
ხშირად
ხშირად
- -
პერიფერიული შეშუპებები
ხშირად
- -
- -
ტკივილი
- -
არახშირად
- -
პასტოზურობა
ხშირად
- -
- -
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება
- -
- -
სიხშირე უცნობია
სხეულის მასის გაზრდა
- -
არახშირად
- -
სხეულის მასის შემცირება
- -
არახშირად
- -
⃰ ყველაზე ხშირად ქოლესტაზის შედეგად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს. ვალსარტანის დოზის გადაჭარბებით მიღებისას მოსალოდნელია აწ-ს გამოხატული დაწევის და თავბრუსხვევის განვითარება. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს აწ-ს გამოხატული დაწევა რეფლექსური ტაქიკარდიის და ზედმეტი პერიფერიული ვაზოდილატაციის (გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მათ შორის შოკისა და ლეტალური შედეგის განვითარებით) შესაძლო განვითარებით.
იშვიათად იყო შეტყობინებები ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ, რომელიც დასაწყისი შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული დროის შემდეგ (შინაგანად მიღების მერე 24-48 საათის შემდეგ) და მოითხოვს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. რეანიმაციის ადრეული ზომები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით), ჩატარებული პერფუზიისა და გულის ამოვარდნის შენარჩულების მიზნით შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი .
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია, რომლის ხასიათიც დამოკიდებულია პრეპარატის მიღების მომენტიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმის ხარისხზე. დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას უნდა იქნას გამოწვეული გულისრევა (თუ პრეპარატი მიღებულია ცოტახნის წინ) ან ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მაშინვე მიღება ან 2 სთ განმავლობაში ამლოდიპინის მიღებიდან, იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან შემცირებას. პრეპარატი ვამლოსეტის® მიღების ფონზე აწ-ს გამოხატული დაწევისას პაციენტი მოთავსებული უნდა იქნას ზურგზე "დაწოლილ" მდგომარეობაში წამოწეული ფეხებით, მიღებული უნდა იქნას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების შემანარჩუნებელი ზომები, გულისა და სასუნთქი სისტემის, მსმ და გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულარული კონტროლის ჩათვლით. უკუჩვენებების არარსებობისას სისხლძარღვების ტონუსის და აწ-ს აღდგენის მიზნით შესაძლებელია სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (სიფრთხილით). კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად შესაძლებელია კალციუმის გლუკონატის ხსნარის ინტრავენური შეყვანა.
ვალსარტანისა და ამლოდიპინის გამოყოფა ჰემოდიალიზის ჩატარებისას ნაკლებად სავარაუდოა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
1 ტაბლეტი 5 მგ/80 მგ: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 80 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 5 მგ/160 მგ: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 160 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 10 მგ/160 მგ: 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატი (10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 160 მგ ვალსარტანი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროკარმელოზა, პოვიდონი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
აპკიანი გარსი: ოპადრაი II თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
აღწერილობა
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შესაძლო მუქი წინწკლებით, ჩამოჭრილი გვერდით.
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შესაძლო მუქი წინწკლებით.
ტაბლეტები 10 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30 °С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორი + ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი).
ათქ კოდი: C09DB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას არტერიული წნევის (აწ) კონტროლის ერთმანეთის შემავსებელი მექანიზმით. ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინის წარმოებული, მიეკუთვნება კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების კლასს (კნაბ), ვალსარტანი - ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს. ამ კომპონენტების კომბინაციას გააჩნია ერთმანეთის შემავსებელი ჰიპოტენზიური მოქმედება, რაც იწვევს აწ-ს უფრო გამოხატულ დაწევას მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას აწ-სთან შედარებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი - დიჰიდროპირიდინის წარმოებული, კნაბ, ახდენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პირდაპირი მომადუნებელი ეფექტით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის (სზპწ) და აწ-ს შემცირებას.
ექსპერიმენტული მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამლოდიპინი უერთდება როგორც დიჰიდროპირიდინულ, ასევე არადიჰიდროპირიდინულ რეცეპტორებს.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თერაპიულ დოზებში ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რასაც მოჰყვება აწ-ს დაწევა ("მწოლიარე" და "მდგომარე" მდგომარეობაში). ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენებისას აწ-ს დაწევას არ ახლავს გულის შეკუმშვების სიხშირისა (გშს) და სისხლის პლაზმაში კეტოქოლამინების კონცენტრაციის არსებითად ცვლილება.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამლოდიპინი თერაპიული დოზებით იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარისა და თირკმლის ეფექტური სისხლდინების გაზრდას ფილტრაციული ფრაქციის ცვლილებისა და პროტეინურიის გარეშე.
ამლოდიპინი, სხვა კნაბ-ის მსგავსად, პაციენტებში მარცხენა პარკუჭის (მპ) ნორმალური ფუნქციით, იწვევს გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილებას მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას (ან სტიმულირებისას): აღინიშნა გულის ინდექსის უმნიშვნელოდ გაზრდა, არსებითი ზეგავლენის გარეშე მპ-ში წნევის აწევის მაქსიმალურ სიჩქარეზე (dP / dt) და მპ საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და საბოლოო დიასტოლურ მოცულობაზე. ინტაქტურ ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულმა ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არტერიული წნევის დაწევა დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამლოდიპინის გამოყენებისას არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს β-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენების დროსაც კი.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას ინტაქტურ ცხოველებში და ადამიანებში. ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში ამლოდიპინის გამოყენებას პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან სტენოკარდიით არ ახლდა ეკგ-ზე არასასურველი ცვლილებები.
დამტკიცებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიკულად დადასტურებული დაზიანებით.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს შინაგანად მისაღებ, ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების აქტიურ და სელექციური ანტაგონისტს (არა II) , არაცილოვანი ბუნების.
არჩევითად ბლოკავს АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომლებიც პასუხს აგებენ ანგიოტენზინი II-ის ეფექტებზე. ვალსარტანის ზემოქმედების ქვეშ АТ1-რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინი II-ის პლაზმაში კონცენტრაციის გაზრდას შეუძლია АТ2 ქვეტიპის დაუბლოკავი რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეფექტებს АТ1-რეცეპტორების სტიმულირებისას. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა АТ1-რეცეპტორების მიმართ. ვალსარტანის აფნურობა АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებთან დაახლოებით 20000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე АТ2 ქვეტიპის რეცეპტორებთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), ასევე ცნობილს როგორც კინინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინი II-ად და შლის ბრადიკინინს. აგფ-ზე ზემოქმედების არქონის გამო, არ პოტენცირდება ბრადიკინინის ან P სუბსტანციის ეფექტები, ამიტომ არა II-ის მიღებისას ნაკლებად სავარაუდოა მშრალი ხველის განვითარება.
ვალსარტანის აგფ ინჰიბიტორთან შედარებითი კლინიკური კვლევებას მშრალი ხველის განვითარების სიხშირე დადასტურებულად ნაკლები იყო (p<0,05) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს (იმ პაციენტების 2,6%- ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, და 7,9% - რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს). კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ადრე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობისას განუვითარდათ მშრალი ხველა, ვალსარტანით მკურნალობის დროს ეს გართულება აღინიშნა შემთხვევათა 19,5%-ში, თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას - შემთხვევათა 19,0%-ში. იმავე დროს იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორით მკურნალობას, ხველა აღინიშნა შემთხვევათა 68,5%-ში (p<0,05).
ვალსარტანი არ შედის ურთიერთქმედებაში და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონების არხებს, რომლებსაც აქვთ დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულირებისათვის.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ვალსარტანი ამცირებს აწ-ს და არ მოქმედებს გშს-ზე.
ვალსარტანის ერთჯერადი დოზის შინაგანად მიღების შემდეგ პაციედნტების უმეტესობას ანტიჰიპერტენზიური ეფექტი უვითარდება 2 სთ განმავლობაში. აწ-ს მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4-6 სთ განმავლობაში. ვალსარტანის ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ნარჩუნდება მიღებიდან 24 სთ განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებით მიღებისას აწ-ს მაქსიმალური დაწევა, მიღებული დოზის მიუხედავად, ჩვეულებრივ, მიიღწევა 2-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის მიმდინარეობისას. ვალსარტანის გამოყენების უცებ შეწყვეტას არ ახლავს აწ-ს მკვეთრი მომატება ან სხვა არასასურველი კლინიკური შედეგები. ვალსარტანის გამოყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (II-IV ფუნქციური კლასები NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) იძლევა ჰოსპიტალიზებათა რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს ფაქტი მაქსიმალურად გამოხატულია პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან β-ადრენობლოკატორებს. ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტებში მარცხენა პარკუჭის (მცპ) უკმარისობით (სტაბილური კლინიკური მიმდინარეობა) ან მცპ ფუნქციის დარღვევით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია ადიტიურად დოზადამოკიდებულად დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამცირებს აწ-ს. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის ერთი დოზის მიღებისას ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
დამტკიცებულია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის კლინიკური ეფექტურობა რბილი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში (საშუალო დიასტოლური აწ (დაწ) ვერცხლის სვ. ≥ 95 მმ და < ვერცხლის სვ. 110 მმ) გართულებების გარეშე პლაცებოსთან შედარებით.
"მჯდომარე" მდგომარეობაში აწ-ს შემცირების დონე არტერიული ჰიპერტენზიისას დაწ-ით ≥ ვერცხლის სვ. 110 მმ და < ვერცხლის სვ. 120 მმ შედარებადია აგფ-ს ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეზულის კომბინაციის გამოყენებასთან.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. პრეპარატის მიღების უცებ შეწყვეტას თან არ ახლავს აწ-ს მკვეთრად მომატება ("მოხსნის" სინდრომის არარსებობა).
თერაპიული ეფექტურობა დამოკიდებული არ არის პაციენტის ასაკზე, სქესზე, რასაზე და სხეულის მასის ინდექსზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას მიიღწევა აწ-ს შედარებადი კონტროლი პერიფერიული შეშუპებების განვითარების ნაკლები ალბათობით პაციენტებში აწ-ს ადრე მიღწეული კონტროლით და გამოხატული პერიფერიული შეშუპებებით ამლოდიპინით თერაპიის ფონზე.
ფარმაკოკინეტიკა
ხაზოვნება
ამლოდიპინისა და ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკას ხაზოვნება ახასიათებს.
ამლოდიპინი
შეწოვა
ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში შინაგანად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) მიიღწევა 6-12 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64-80%. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
განაწილება
განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. In vitro კვლევების მონაცემებით დამტკიცებულია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოცირკულარე პრეპარატის დაახლოებით 97,5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კორელირებს როგორც ახალგაზრდა პაციენტების, ასევე ხანდაზმული ასაკს პაციენტების კლინიკურ ეფექტთან.
მეტაბოლიზმი
ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ამლოდიპინის გამოყოფას აქვს ორფაზიანი ხასიათი ნახევარგამოყოფის (Т1/2) პერიოდით დაახლოებით 30-დან 50 საათამდე. სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა შინაგანად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. უცვლელი ამლოდიპინის 10% და მეტაბოლიტების სახით ამლოდიპინის 60% გამოიყოფა თირკმელებით.
ვალსარტანი
შეწოვა
ვალსარტანის შინაგანად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Сmax მიიღწევა 2-3 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%. საკვებთან ერთად ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება ("კონცენტრაცია-დროს" (მრუდის ქვეშ ფართის (AUC) მნიშვნელობის მიხედვით) დაახლოებით 40%-ით, ხოლო Cmax - დაახლოებით 50%-ით. მაგრამ პრეპარატის შინაგანად მიღების შემდეგ დაახლოებით 8 სათის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები პაციენტთა იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მას საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ უზმოზე, თანაბრდება. AUC-ის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად.
განაწილება
ვალსარტანის Vd წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ვენაში შეყვანის შემდეგ შეადგენდა დაახლოებით 17 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინებს.
ბიოტრანსფორმაცია
ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს (მიღებული დოზის დაახლოებით 20% განისაზღვრება მეტაბოლიტების სახით). ჰიდროქსილური მეტაბოლიტი სისხლის პლაზმაში განისაზღვრება დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა
ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკური მრუდი ატარებს დაღმასვლით მულტიექსპონენციალურ ხასიათს (Т1/2α <1 სთ და Т1/2β დაახლოებით 9 საათი). ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით კუჭ-ნაწლავის მეშვეობით (დაახლოებით 83%) და თირკმელებით (დაახლოებით 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი თირკმელების კლირენსი შეადგენს 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის Т½ შეადგენს 6 საათს.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის შინაგანად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ვალსარტანის და ამლოდიპინის Сmax მიიღწევა 3 სთ და 6-8 საათის შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ეკვივალენტურია თითოეული მათგანის ცალ-ცალკე მიღებისას.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
ბავშვები და 18 წელზე < ასაკის მოზარდები
პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წლის)
ახალგაზრდა პაციენტების და ხანდაზმული ასაკის პაციენტების სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის Сmax მიღწევის დრო ერთნაირია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი უმნიშვნელოდ შემცირებულია, რაც იწვევს AUC და T1/2 გაზრდას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედების (AUC) საშუალო მნიშვნელობები რამდენადმე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა ეს არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. რა ხანდაზმული ასაკისა და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის და ვალსარტანის კარგი ამტანობის გათვალისწინებით რეკომენდებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუქნციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ იცვლება. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით თირკმელების ფუნქციასა (კრეატინინის კლირენსი - КК) და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას (AUC) შორის კორელაცია გამოვლენილი არ არის.
საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ამლოდიპინის კლირენსი დაბალი აქვთ, რაც იწვევს AUC-ის გაზრდას დაახლოებით 40-60%-ით. საშუალოდ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) და ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) ხარისხის დარღვევით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მნიშვნელობის მიხედვით) ორმაგდება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (შესაბამისი ასაკის, სქესისა და სხეულის წონის). პრეპარატი ვამლოსეტის® გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვამლოსეტი®
Vamloset®
სავაჭრო დასახელება: ვამლოსეტი®
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ამლოდიპინი + ვალსარტანი
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
1 ტაბლეტი 5 მგ/80 მგ: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 80 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 5 მგ/160 მგ: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 160 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 10 მგ/160 მგ: 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატი (10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტი) და 160 მგ ვალსარტანი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროკარმელოზა, პოვიდონი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
აპკიანი გარსი: ოპადრაი II თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
აღწერილობა
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შესაძლო მუქი წინწკლებით, ჩამოჭრილი გვერდით.
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შესაძლო მუქი წინწკლებით.
ტაბლეტები 10 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო-ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორი + ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი).
ათქ კოდი: C09DB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას არტერიული წნევის (აწ) კონტროლის ერთმანეთის შემავსებელი მექანიზმით. ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინის წარმოებული, მიეკუთვნება კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების კლასს (კნაბ), ვალსარტანი - ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს. ამ კომპონენტების კომბინაციას გააჩნია ერთმანეთის შემავსებელი ჰიპოტენზიური მოქმედება, რაც იწვევს აწ-ს უფრო გამოხატულ დაწევას მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას აწ-სთან შედარებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი - დიჰიდროპირიდინის წარმოებული, კნაბ, ახდენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პირდაპირი მომადუნებელი ეფექტით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის (სზპწ) და აწ-ს შემცირებას.
ექსპერიმენტული მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამლოდიპინი უერთდება როგორც დიჰიდროპირიდინულ, ასევე არადიჰიდროპირიდინულ რეცეპტორებს.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თერაპიულ დოზებში ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რასაც მოჰყვება აწ-ს დაწევა ("მწოლიარე" და "მდგომარე" მდგომარეობაში). ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენებისას აწ-ს დაწევას არ ახლავს გულის შეკუმშვების სიხშირისა (გშს) და სისხლის პლაზმაში კეტოქოლამინების კონცენტრაციის არსებითად ცვლილება.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამლოდიპინი თერაპიული დოზებით იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარისა და თირკმლის ეფექტური სისხლდინების გაზრდას ფილტრაციული ფრაქციის ცვლილებისა და პროტეინურიის გარეშე.
ამლოდიპინი, სხვა კნაბ-ის მსგავსად, პაციენტებში მარცხენა პარკუჭის (მპ) ნორმალური ფუნქციით, იწვევს გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილებას მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას (ან სტიმულირებისას): აღინიშნა გულის ინდექსის უმნიშვნელოდ გაზრდა, არსებითი ზეგავლენის გარეშე მპ-ში წნევის აწევის მაქსიმალურ სიჩქარეზე (dP / dt) და მპ საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და საბოლოო დიასტოლურ მოცულობაზე. ინტაქტურ ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულმა ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არტერიული წნევის დაწევა დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამლოდიპინის გამოყენებისას არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს β-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენების დროსაც კი.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას ინტაქტურ ცხოველებში და ადამიანებში. ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში ამლოდიპინის გამოყენებას პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან სტენოკარდიით არ ახლდა ეკგ-ზე არასასურველი ცვლილებები.
დამტკიცებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიკულად დადასტურებული დაზიანებით.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს შინაგანად მისაღებ, ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების აქტიურ და სელექციური ანტაგონისტს (არა II) , არაცილოვანი ბუნების.
არჩევითად ბლოკავს АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომლებიც პასუხს აგებენ ანგიოტენზინი II-ის ეფექტებზე. ვალსარტანის ზემოქმედების ქვეშ АТ1-რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინი II-ის პლაზმაში კონცენტრაციის გაზრდას შეუძლია АТ2 ქვეტიპის დაუბლოკავი რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეფექტებს АТ1-რეცეპტორების სტიმულირებისას. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა АТ1-რეცეპტორების მიმართ. ვალსარტანის აფნურობა АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებთან დაახლოებით 20000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე АТ2 ქვეტიპის რეცეპტორებთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), ასევე ცნობილს როგორც კინინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინი II-ად და შლის ბრადიკინინს. აგფ-ზე ზემოქმედების არქონის გამო, არ პოტენცირდება ბრადიკინინის ან P სუბსტანციის ეფექტები, ამიტომ არა II-ის მიღებისას ნაკლებად სავარაუდოა მშრალი ხველის განვითარება.
ვალსარტანის აგფ ინჰიბიტორთან შედარებითი კლინიკური კვლევებას მშრალი ხველის განვითარების სიხშირე დადასტურებულად ნაკლები იყო (p<0,05) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს (იმ პაციენტების 2,6%- ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, და 7,9% - რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს). კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ადრე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობისას განუვითარდათ მშრალი ხველა, ვალსარტანით მკურნალობის დროს ეს გართულება აღინიშნა შემთხვევათა 19,5%-ში, თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას - შემთხვევათა 19,0%-ში. იმავე დროს იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორით მკურნალობას, ხველა აღინიშნა შემთხვევათა 68,5%-ში (p<0,05).
ვალსარტანი არ შედის ურთიერთქმედებაში და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონების არხებს, რომლებსაც აქვთ დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულირებისათვის.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ვალსარტანი ამცირებს აწ-ს და არ მოქმედებს გშს-ზე.
ვალსარტანის ერთჯერადი დოზის შინაგანად მიღების შემდეგ პაციედნტების უმეტესობას ანტიჰიპერტენზიური ეფექტი უვითარდება 2 სთ განმავლობაში. აწ-ს მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4-6 სთ განმავლობაში. ვალსარტანის ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ნარჩუნდება მიღებიდან 24 სთ განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებით მიღებისას აწ-ს მაქსიმალური დაწევა, მიღებული დოზის მიუხედავად, ჩვეულებრივ, მიიღწევა 2-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის მიმდინარეობისას. ვალსარტანის გამოყენების უცებ შეწყვეტას არ ახლავს აწ-ს მკვეთრი მომატება ან სხვა არასასურველი კლინიკური შედეგები. ვალსარტანის გამოყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (II-IV ფუნქციური კლასები NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) იძლევა ჰოსპიტალიზებათა რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს ფაქტი მაქსიმალურად გამოხატულია პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან β-ადრენობლოკატორებს. ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტებში მარცხენა პარკუჭის (მცპ) უკმარისობით (სტაბილური კლინიკური მიმდინარეობა) ან მცპ ფუნქციის დარღვევით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია ადიტიურად დოზადამოკიდებულად დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამცირებს აწ-ს. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის ერთი დოზის მიღებისას ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
დამტკიცებულია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის კლინიკური ეფექტურობა რბილი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში (საშუალო დიასტოლური აწ (დაწ) ვერცხლის სვ. ≥ 95 მმ და < ვერცხლის სვ. 110 მმ) გართულებების გარეშე პლაცებოსთან შედარებით.
"მჯდომარე" მდგომარეობაში აწ-ს შემცირების დონე არტერიული ჰიპერტენზიისას დაწ-ით ≥ ვერცხლის სვ. 110 მმ და < ვერცხლის სვ. 120 მმ შედარებადია აგფ-ს ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეზულის კომბინაციის გამოყენებასთან.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. პრეპარატის მიღების უცებ შეწყვეტას თან არ ახლავს აწ-ს მკვეთრად მომატება ("მოხსნის" სინდრომის არარსებობა).
თერაპიული ეფექტურობა დამოკიდებული არ არის პაციენტის ასაკზე, სქესზე, რასაზე და სხეულის მასის ინდექსზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას მიიღწევა აწ-ს შედარებადი კონტროლი პერიფერიული შეშუპებების განვითარების ნაკლები ალბათობით პაციენტებში აწ-ს ადრე მიღწეული კონტროლით და გამოხატული პერიფერიული შეშუპებებით ამლოდიპინით თერაპიის ფონზე.
ფარმაკოკინეტიკა
ხაზოვნება
ამლოდიპინისა და ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკას ხაზოვნება ახასიათებს.
ამლოდიპინი
შეწოვა
ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში შინაგანად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) მიიღწევა 6-12 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64-80%. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
განაწილება
განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. In vitro კვლევების მონაცემებით დამტკიცებულია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოცირკულარე პრეპარატის დაახლოებით 97,5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კორელირებს როგორც ახალგაზრდა პაციენტების, ასევე ხანდაზმული ასაკს პაციენტების კლინიკურ ეფექტთან.
მეტაბოლიზმი
ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ამლოდიპინის გამოყოფას აქვს ორფაზიანი ხასიათი ნახევარგამოყოფის (Т1/2) პერიოდით დაახლოებით 30-დან 50 საათამდე. სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა შინაგანად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. უცვლელი ამლოდიპინის 10% და მეტაბოლიტების სახით ამლოდიპინის 60% გამოიყოფა თირკმელებით.
ვალსარტანი
შეწოვა
ვალსარტანის შინაგანად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Сmax მიიღწევა 2-3 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%. საკვებთან ერთად ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება ("კონცენტრაცია-დროს" (მრუდის ქვეშ ფართის (AUC) მნიშვნელობის მიხედვით) დაახლოებით 40%-ით, ხოლო Cmax - დაახლოებით 50%-ით. მაგრამ პრეპარატის შინაგანად მიღების შემდეგ დაახლოებით 8 სათის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები პაციენტთა იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მას საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ უზმოზე, თანაბრდება. AUC-ის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად.
განაწილება
ვალსარტანის Vd წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ვენაში შეყვანის შემდეგ შეადგენდა დაახლოებით 17 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინებს.
ბიოტრანსფორმაცია
ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს (მიღებული დოზის დაახლოებით 20% განისაზღვრება მეტაბოლიტების სახით). ჰიდროქსილური მეტაბოლიტი სისხლის პლაზმაში განისაზღვრება დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა
ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკური მრუდი ატარებს დაღმასვლით მულტიექსპონენციალურ ხასიათს (Т1/2α <1 სთ და Т1/2β დაახლოებით 9 საათი). ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით კუჭ-ნაწლავის მეშვეობით (დაახლოებით 83%) და თირკმელებით (დაახლოებით 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი თირკმელების კლირენსი შეადგენს 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის Т½ შეადგენს 6 საათს.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის შინაგანად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ვალსარტანის და ამლოდიპინის Сmax მიიღწევა 3 სთ და 6-8 საათის შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ეკვივალენტურია თითოეული მათგანის ცალ-ცალკე მიღებისას.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
ბავშვები და 18 წელზე < ასაკის მოზარდები
პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წლის)
ახალგაზრდა პაციენტების და ხანდაზმული ასაკის პაციენტების სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის Сmax მიღწევის დრო ერთნაირია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი უმნიშვნელოდ შემცირებულია, რაც იწვევს AUC და T1/2 გაზრდას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედების (AUC) საშუალო მნიშვნელობები რამდენადმე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა ეს არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. რა ხანდაზმული ასაკისა და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის და ვალსარტანის კარგი ამტანობის გათვალისწინებით რეკომენდებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუქნციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არსებითად არ იცვლება. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით თირკმელების ფუნქციასა (კრეატინინის კლირენსი - КК) და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას (AUC) შორის კორელაცია გამოვლენილი არ არის.
საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ამლოდიპინის კლირენსი დაბალი აქვთ, რაც იწვევს AUC-ის გაზრდას დაახლოებით 40-60%-ით. საშუალოდ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) და ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) ხარისხის დარღვევით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მნიშვნელობის მიხედვით) ორმაგდება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (შესაბამისი ასაკის, სქესისა და სხეულის წონის). პრეპარატი ვამლოსეტის® გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის რიგის სხვა წარმოებულების, ვალსარტანის, და ასევე პრეპარატის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ.
მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, ან შეშუპება პაციენტებში მანამდე ჩატარებული არა II-ით წინასწარი თერაპიის ფონზე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით 9 ქულაზე მეტი), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
თირკმლის მძიმე უკმარისობა (КК 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
ორსულობის დაგეგმვა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ვერცხლის სვ. 90 მმ-ზე ნაკლები), კოლაფსი, შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით).
მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მათ შორის მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.
ერთდროული გამოყენება ალისკირენთან და პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს, გამოყენება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით (გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) 60 მლ/წთ/1,73 სხეულის ზედაპირის ფართის მ2-ზე ნაკლები).
ერთდროული გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების უსაფრთხოება, პაციენტებში თირკმლის გადატანილი ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
სიფრთხილით
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს შკალით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს შკალით 7-9 ქულა) ხარისიხის სიმძიმის დარღვევა, ასევე სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს, თირკმელების არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, NYHA-ის კლასიფიკაციის მიზედვით III-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ), მწვავე კორონარული სინდრომი, გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, დიეტა საკვები მარილის შეზღუდული რაოდენობის გამოყენებით, მოცირკულარე სისხლის შემცირებული მოცულობა (მსმ) (მათ შორის დიარეა, გულისრევა).
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა გამოყენებისას პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის მიტრალური ან აორტული სტენოზით და ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით (ჰოკმპ).
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება უკუნაჩვენებია.
არა II-ის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის I ტრიმესტრში რისკის გამორიცხვა ნაყოფისთვის არ შეიძლება.
ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას) უშუალო ზემოქმედების მქონე სხვა ნებისმიერი პრეპარატი, პრეპარატი ვამლოსეტი® არ გამოიყენება ორსულობის დროს, და ასევე ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ისეთი საშუალებების გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნიათ ზემოქმედება რაას-ზე, რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ორსულობის დროს ნაყოფზე ამ პრეპარატების უარყოფითი ზემოქმედების პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დაგეგმვის დროს რეკომენდებულია ქალი პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში პრეპარატი ვამლოსეტის® გამოყენება უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე.
ისევე, როგორც სხვა საშუალებები, რომლებიც ახდენენ რაას-ზე პირდაპირ ზემოქმედებას, მსგავსად, პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება ორსულობის II-III ტრიმესტრებში უკუნაჩვენებია, ვინაიდან მას შეუძლია ფოტოტოქსიკური ეფექტების (თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ნაყოფის თავის ქალის ძვლების გაძვალების შენელების, ოლიგოჰიდრამნიონის) და ნეონატალური ტოქსიკური ეფექტების (თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის) და ნაყოფის სიკვდილის გამოწვევა. თუ ორსულობის II-III ტრიმესტრებში პრეპარატი მაინც გამოიყენებოდა, მაშინ აუცილებელია ნაყოფის თირკმელების და თავის ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილები, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ პრეპარატ ვამლოსეტს®, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ახალშობილში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ამლოდიპინის გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ამლოდიპინის კონცენტრაციისთვის რძე/პლაზმას საშუალო შეფარდებამ 0,85 შეადგინა 31 მეძუძურ დედას შორის, რომლებსაც აწუხებდათ ორსულობით განპირობებული არტერიული ჰიპერტენზია, და იღებდნენ ამლოდიპინს საწყისი დოზით 5 მგ დღე-ღამეში. პრეპარატის დოზირება საჭიროებისას კორექტირდებოდა (საშუალო სადღეღამისო დოზის და წონის მიხედვით: 6 მგ და 98,7 მკგ/კგ, შესაბამისად). ამლოდიპინის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძიდან, შეადგენს 4,17 მკგ/კგ.
გამოყენების წესი და დოზები
შინაგანად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, დღე-ღამეში 1-ხელ, დამოუკიდებლად საკვების მიღების დროისაგან.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა - პრეპარატი ვამლოსეტის® 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინ/ვალსარტანს დოზით 5/80 მგ ან 5/160 მგ, ან 10/160 მგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა -1 ტაბლეტი 10/60 მგ.
პრეპარატ ვამლოსეტ® -ის მიღების დაწყება რეკომენდებულია დოზით 5/80 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება თერაპიის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)
65 წელზე უფროს პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატ ვამლოსეტის® საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის უმცირესი დოზის შემცველ დოზამდე, ე.ი. 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინი/ვალსარტანს 5/80 მგ ან 5/160 მგ დოზით.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკში)
ვინაიდან ბავშვებსა და მოზარდებში (18 წელზე უმცროსი ასაკის) პრეპარატ ვამლოსეტის® უსაფრთხოებასა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევებით (КК 30 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
შემადგენლობაში ვალსარტანისა და ამლოდიპინის შემცველობის გამო პრეპარატი ვამლოსეტი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატ ვამლოსეტის® საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის უმცირესი დოზის შემცველ დოზამდე, ე.ი. 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინი/ვალსარტანს 5/80 მგ ან 5/160 მგ დოზით.
გვერდითი მოქმედება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ რეკომენდებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირება:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან ˂1/10-მდე
არახშირი ≥1/1000-დან ˂1/100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან ˂1/1000-მდე
ძალიან იშვიათი ˂1/10000
სიხშირე უცნობია შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე
MedRA-ს კლასიფიკაცია
არასასურველი ეფექტები
სიხშირე
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი
ვალსარტანი
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ნაზოფარინგიტი
ხშირად
- -
- -
გრიპი
ხშირად
- -
- -
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაწევა
- -
- -
სიხშირე უცნობია
ლეიკოპენია
- -
ძალიან იშვიათად
- -
ნეიტროპენია
- -
- -
სიხშირე უცნობია
თრომბოციტოპენია ზოგჯერ პურპურათი
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევეი ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ანორექსია
არახშირად
- -
- -
ჰიპერკალციემია
არახშირად
- -
- -
ჰიპერგლიკემია
- -
ძალიან იშვიათად
- -
ჰიპერლიპიდემია
არახშირად
- -
- -
ჰიპერურიკემია
არახშირად
- -
- -
ჰიპოკალიემია
ხშირად
- -
- -
ჰიპონატრიემია
არახშირად
- -
- -
ფსიქიკის დარღვევები
დეპრესია
- -
არახშირად
- -
შფოთვა
იშვიათად
- -
- -
უძილობა/ძილის დარღვევა
- -
არახშირად
- -
განწყობის ლაბილობა
- -
არახშირად
- -
გონების აღრევა
- -
იშვიათად
- -
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
კოორდინაციის დარღვევა
არახშირად
- -
- -
თავბრუსხვევა
არახშირად
ხშირად
- -
პოსტურალური თავბრუსხვევა
არახშირად
- -
- -
გემოს დარღვევა
- -
არახშირად
- -
ექსტრაპირამიდული დარღვევები
- -
სიხშირე უცნობია
- -
თავის ტკივილი
ხშირად
ხშირად
- -
კუნთების ჰიპერტონუსი
- -
ძალიან იშვიათად
- -
პარესთეზია
არახშირად
არახშირად
- -
პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია
- -
ძალიან იშვიათად
- -
უძილობა
არახშირად
ხშირად
- -
გულის წასვლა
- -
არახშირად
- -
ტრემორი
- -
არახშირად
- -
ჰიპესთეზია
- -
არახშირად
- -
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გაუარესება
იშვიათად
არახშირად
- -
მხედველობის დარღვევა
არახშირად
არახშირად
- -
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
შუილი ყურებში
იშვიათად
არახშირად
- -
ვერტიგო
არახშირად
- -
არახშირად
დარღვევები გულის მხრივ
გულისცემის შეგრძნება
არახშირად
ხშირად
- -
გულის წასვლა
იშვიათად
- -
- -
ტაქიკარდია
არახშირად
- -
- -
არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)
- -
ძალიან იშვიათად
- -
მიოკარდიუმის ინფარქტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სისხლის სახის კანთან "მოწოლის" შეგრძნება
- -
ხშირად
- -
აწ-ს გამოხატული დაწევა
იშვიათად
არახშირად
- -
ორთოსტაზული ჰიპოტენზია
არახშირად
- -
- -
ვასკულიტი
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
არახშირად
ძალიან იშვიათად
არახშირად
ქოშინი
- -
არახშირად
- -
ტკივილი ხახასა და ხორხში
არახშირად
- -
- -
რინიტი
- -
არახშირად
- -
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
არახშირად
ხშირად
არახშირად
განავლის შეცვლა
- -
არახშირად
- -
ყაბზობა
არახშირად
არახშირად
- -
დიარეა
არახშირად
არახშირად
- -
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
არახშირად
არახშირად
- -
დისპეფსია
- -
არახშირად
- -
გასტრიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღრძილების ჰიპერპლაზია
- -
ძალიან იშვიათად
- -
გულისრევა
არახშირად
ხშირად
- -
პანკრეატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღებინება
- -
არახშირად
- -
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
"ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის გაზრდა, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა
- -
ძალიან იშვიათად ⃰
სიხშირე უცნობია
ჰეპატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
ღვიძლშიდა ქოლესტაზი, სიყვითლე
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ალოპეცია
- -
არახშირად
- -
ანგიონევროზული შეშუპება
- -
ძალიან იშვიათად
სიხშირე უცნობია
ბულოზური დერმატიტი
- -
- -
სიხშირე უცნობია
ერითემა
არახშირად
- -
- -
მრავალფორმული ერითემა
- -
ძალიან იშვიათად
- -
ეგზანთემა
იშვიათად
არახშირად
- -
ჰიპერჰიდროზი
იშვიათად
არახშირად
- -
ფოტომგრძნობელობის რეაქციები
- -
არახშირად
- -
კანის ქავილი
იშვიათად
არახშირად
სიხშირე უცნობია
პურპურა
- -
არახშირად
- -
გამონაყარი კანზე
არახშირად
არახშირად
სიხშირე უცნობია
კანის ფერის შეცვლა
- -
არახშირად
- -
ჭინჭრის ციება
- -
ძალიან იშვიათად
- -
ექსფოლიაზური დერმატიტი
- -
ძალიან იშვიათად
- -
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
- -
ძალიან იშვიათად
- -
კვინკეს შეშუპება
- -
ძალიან იშვიათად
- -
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია
არახშირად
არახშირად
- -
ზურგის ტკივილი
არახშირად
არახშირად
- -
სახსრების შეშუპება
არახშირად
- -
- -
კუნთების სპაზმები
იშვიათად
არახშირად
- -
მიალგია
- -
არახშირად
სიხშირე უცნობია
კოჭის შეშუპება
- -
ხშირად
- -
სიმძიმის შეგრძნება მთელ სხეულში
იშვიათად
- -
- -
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ
სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა
- -
- -
სიხშირე უცნობია
შარდვის დარღვევა
- -
არახშირად
- -
ნიქტურია
- -
არახშირად
- -
პოლაკიურია
იშვიათად
არახშირად
- -
პოლიურია
იშვიათად
- -
- -
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით
- -
- -
სიხშირე უცნობია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
იმპოტენცია
- -
არახშირად
- -
ერექციული დისფუნქცია
იშვიათად
- -
- -
გინეკომასტია
- -
არახშირად
- -
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ასთენია
ხშირად
არახშირად
- -
დისკომფორტი
- -
არახშირად
- -
მომატებული დაღლილობა
ხშირად
ხშირად
არახშირად
სახის შეშუპება
ხშირად
- -
- -
სახის კანთან სისხლის "მოწოლის" შეგრძნება
ხშირად
- -
- -
არაკარდიოგენული ტკივილი გულში
- -
არახშირად
- -
შეშუპებები
ხშირად
ხშირად
- -
პერიფერიული შეშუპებები
ხშირად
- -
- -
ტკივილი
- -
არახშირად
- -
პასტოზურობა
ხშირად
- -
- -
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება
- -
- -
სიხშირე უცნობია
სხეულის მასის გაზრდა
- -
არახშირად
- -
სხეულის მასის შემცირება
- -
არახშირად
- -
⃰ ყველაზე ხშირად ქოლესტაზის შედეგად.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს. ვალსარტანის დოზის გადაჭარბებით მიღებისას მოსალოდნელია აწ-ს გამოხატული დაწევის და თავბრუსხვევის განვითარება. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს აწ-ს გამოხატული დაწევა რეფლექსური ტაქიკარდიის და ზედმეტი პერიფერიული ვაზოდილატაციის (გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მათ შორის შოკისა და ლეტალური შედეგის განვითარებით) შესაძლო განვითარებით.
იშვიათად იყო შეტყობინებები ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ, რომელიც დასაწყისი შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული დროის შემდეგ (შინაგანად მიღების მერე 24-48 საათის შემდეგ) და მოითხოვს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. რეანიმაციის ადრეული ზომები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით), ჩატარებული პერფუზიისა და გულის ამოვარდნის შენარჩულების მიზნით შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი .
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია, რომლის ხასიათიც დამოკიდებულია პრეპარატის მიღების მომენტიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმის ხარისხზე. დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას უნდა იქნას გამოწვეული გულისრევა (თუ პრეპარატი მიღებულია ცოტახნის წინ) ან ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მაშინვე მიღება ან 2 სთ განმავლობაში ამლოდიპინის მიღებიდან, იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან შემცირებას. პრეპარატი ვამლოსეტის® მიღების ფონზე აწ-ს გამოხატული დაწევისას პაციენტი მოთავსებული უნდა იქნას ზურგზე "დაწოლილ" მდგომარეობაში წამოწეული ფეხებით, მიღებული უნდა იქნას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების შემანარჩუნებელი ზომები, გულისა და სასუნთქი სისტემის, მსმ და გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულარული კონტროლის ჩათვლით. უკუჩვენებების არარსებობისას სისხლძარღვების ტონუსის და აწ-ს აღდგენის მიზნით შესაძლებელია სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (სიფრთხილით). კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად შესაძლებელია კალციუმის გლუკონატის ხსნარის ინტრავენური შეყვანა.
ვალსარტანისა და ამლოდიპინის გამოყოფა ჰემოდიალიზის ჩატარებისას ნაკლებად სავარაუდოა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი ვამლოსეტი®
პრეპარატი ვამლოსეტის® (ამლოდიპინი/ვალსარტანი) ზოგადი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს ყურადღებას
სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს (მაგალითდ, ალფა-ადრენობლოკატორები, დიურეზულები) და ჰიპოტენზიური მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო ალფა-ადრენობლოკატორები) შეუძლიათ ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ამლოდიპინის მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
არასასურველი ერთდროული გამოყენება
გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი
ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ პაციენტთან არსებობს ბიოშეღწევადობის გაზრდისა და ანტიჰიპერტენზიური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს
CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ვერაპამილთან ან დილთიაზემპთან, სოკოს საწინააღმდეგო აზოლის სამკურნალო საშუალებებთან, ისეთ მაკროლიდებთან, როგორებიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამ ცვლილებებს აქვთ კლინიკური მნიშვნელობა, ამიტომ საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა და დოზის კორექტირება.
CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი), რიფამპიცინი, მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას)
CYP3A4 ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ ნაჩვენებია არტერიული წნევის კონტროლი და დოზის კორექტირება როგორც CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებით მკურნალობის დროს, ასევე მათი მოხსნის შემდეგ, განსაკუთრებით CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორების გამოყენებისას (მაგალითად, რიფამპიცინის და იმ პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას).
სიმვასტატინი
10 მგ/დღე-ღამეში დოზით ამლოდიპინის და 80 მგ/ დღე-ღამეშ დოზით სიმვასტატინის განმეორებით ერთდროული გამოყენება ზრდის სიმვასტატინის ექსპოზიციას 77%-ით ასეთთან შედარებით სიმვასტატინით მონოთერაპიის დროს. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, რეკომენდებულია სიმვასტატინის მიღება დოზით არაუმეტეს 20 მგ/დღე-ღამეში.
დანტროლენი (ინტრავენული შეყვანა)
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ვერაპამილის შინაგანად მიღებისა და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღინიშნებოდა ლეტალური შედეგის მქონე პარკუჭების ფიბრილაციისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც ასოცირებულია ჰიპერკალიემიასთან. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გათვალისწინებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორებთან, მათ შორის ამლოდიპინთან, ერთდროული გამოყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი არ არის სრულად შესწავლილი. ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქმედების პრევენციისთვის ამლოდიპინთან ერთად გამოყენების დროს უნდა კონტროლირდებოდეს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს ტაკროლიმუსის დოზა.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის და ამლოდიპინის გამოყენებით მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა, იმ პაციენტების გარდა, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლებსაც აღენიშნათ ციკლოსპორინის მერყევი მინიმალური კონცენტრაციები (საშუალო მნიშვნელობები: 0%-40%). ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, უნდა კონტროლირდებოდეს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, და საჭიროებისას შემცირდეს დოზა.
კლარითრომიცინი
კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. ამლოდიპინის და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. რეკომენდებულია იმ პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობა, რომლებიც ამლოდიპინს კლარითრომიცინთან ერთდროულად იღებენ.
რაპამიცინის მექანისტიკური სამიზნეს ინჰიბიტორები ძუძუმწოვრებში (mTOR)
mTOR ინჰიბიტორები, ისეთები, როგორებიცაა სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი წარმოადგენენ CYP3A იზოფერმენტის სუბსტრატებს. ამლოდიპინი არის CYP3A იზოფერმენტის სუსტი ინჰიბიტორი. mTOR ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას ამლოდიპინს შეუძლია მათი ექსპოზიციის გაზრდა.
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს ყურადღებას
სხვა
ამლოდიპინის კლინიკურ კვლევებში არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, ენის ქვეშ გამოსაყენებელ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან (ალუმინისა ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, სიმეტიკონი), ციმეტიდინთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (აასპ), ანტიბიოტიკებთან და შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
ამლოდიპინის და ეთანოლის ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკაზე.
კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ კნაბ-ის ეფექტის დაქვეითება.
კნაბ-ის ერთდროული გამოყენებისას ლითიუმის პრეპარატებთან (ამლოდიპინისთვის მონაცემები არ არსებობს) შესაძლებელია მათი ნეიროტოქსიკურობის გამოვლინების (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში) გაძლიერება.
გლუკოკორტიკოსტეროიდები
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება (სითხისა და ნატრიუმის იონების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).
ვალსარტანის მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
არა II-ის, ვალსარტანის ჩათვლით, ერთდროული გამოყენება ალისკირენთან და ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით (გფს ნაკლებია 60 მლ/წთ/1,73 სხეულის ზედაპირის ფართის მ2-ზე) და არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებთან.
არა II-ის ერთდროული გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში დიაბეტური ნეიროპათიით და რეკომენდებული არ არის სხვა პაციენტებში.
არასასურველი ერთდროული გამოყენება
ლითიუმი
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი გაზრდა და ინტოქსიკაციის განვითარება. ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობის დროს გულდასმით უნდა კონტროლდებოდეს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ტოქსიკური გამოვლინებების რისკი, რიმელიც ლითიუმის პრეპარატების გამოყენებასთანაა დაკავშირებული, შეიძლება გაიზარდოს დამატებით პრეპარატ ვალმლოსეტთან® და დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას.
კალიშემანარჩუნებელი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები დანამატები და სხვა სამკურნალო საშუალებები და ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარი (მაგალითად, ჰეპარინი).
კალიუმის შემცველობაზე ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის კონტროლირება.
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს
აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა დოზით 3 გ/დღე-ღამეში მეტი და არასელექციური აასს
ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დასუსტება, თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკის გაზრდა და სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის მომატება. თერაპიის დაწყებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის შეფასება, და ასევე წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების დაკორექტირება.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
In vitro კვლევის შედეგების მიხედვით ვალსარტანი წარმოადგენს ОАТР1В1 და MRP2 გადამტანი ცილების სუბსტრატს. ვალსარტანის ერთდროულმა გამოყენებამ ОАТР1В1 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) და MRP2 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიტონავირი) შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ექსპოზიცია (Cmax და AUC). ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ერთდროული თერაპიის დაწყებისა და დასრულების დროს.
რაას ორმაგი ბლოკადა არა II-ის, აგფ ინჰიბიტორების ან ალისკირენის გამოყენებისას
არა II-ის ერთდროული გამოყენება რაას-ზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად იწვევს არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის წარმოქმნის შემთხვევების სიხშირის გაზრდას. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების, ასევე სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის გაკონტროლება პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენებისას რაას-ზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად.
სხვა
ვალსარტანით მონოთერაპიის დროს არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები ჰიპონატრიემიით და/ან მსმ-ის შემცირებით
პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციით, 0,4% შემთხვევაში აღინიშნებოდა გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
აქტივირებული რაას-ის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პაციენტებში დეჰიდრატაციით და/ან ჰიპონატრიემიით, რომლებიც იღებდნენ დიურეზულების მაღალ დოზებს), არა II-ის მიღებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია ნატრიუმის შემცველობის აღდგენა და/ან მსმ შევსება, კერძოდ, დიურეზულების დოზის შემცირებით ან თერაპიის დაწყება გულდასმითი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
აწ-ს გამოხატული დაწევის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ზევით წამოწეული ფეხებით და, საჭიროებისას, ჩაუტარდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ინტრავენური ინფუზია. პრეპარატ ვამლოსეტით® თერაპიის გაგრძელება შეიძლება ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტაბილიზების შემდეგ.
ჰიპერკალიემია
კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ან სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარის მქონე სხვა პრეპარატების (მაგალითად, ჰეპარინის) ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პრეპარატი ვამლოსეტი® ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის ფონზე, შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებით.
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებმაც ცოტახნის წინ გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, დადგენილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვალსარტანი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველთან ერთად. პაციენტებს T1/2 უხანგრძლივდებათ, ხოლო AUC - იზრდება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს შკალით 5-6 ქულა) ან ზომიერი (ჩაილდ-პიუს შკალით 7-9 ქულა) დარღვევით ან სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ ვამლოსეტის® დოზის კორექტირება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით რეკომენდებულია კალიუმის შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში. არა II-ის, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენით ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (КК 60 მლ/წთ-ზე ნაკლები).
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს რაას-ის დაზიანების გათვალისწინებით ამ პაციენტებში არ შეიძლება არა II-ის, მათ შორის ვალსარტანის, დანიშვნა.
ანგიონევროზული შეშუპება
პრეპარატი ვამლოსეტით® თერაპიის ფონზე ანგიონევროზული შეშუპების (მათ შორის ხახის და ხმის იოგების შეშუპება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპებას) მქონე პაციენტებს შორის აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები ანამნეზში, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებზეც. ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას სასწრაფოდ უნდა მოიხსნას პრეპარატი და გამოირიცხოს განმეორებით გამოყენების შესაძლებლობა.
გულის უკმარისობა/გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას აქტიურობაზე (მაგალითად, მძიმე გქუ-ს დროს), თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით და არა II -ით თან ახლავს ოლიგურია და/ან აზოტემიის მატება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური შედეგი. მსგავსი შედეგები აღწერილი იყო ვალსარტანის გამოყენებისას. პაციენტებში გქუ-ით ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველთვის უნდა შეფასდეს თირკმელების ფუნქცია.
პაციენტებში NYHA-ის კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასის არაიშემიური ეთიოლოგიის გქუ-ით ამლოდიპინის გამოყენებას ახლდა ფილტვების შეშუპების განვითარების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით ორ ჯგუფს შორის გქუ-ს გაუარესების სიხშირის უტყუარი განსხვავების არქონის დროს. კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების, მათ შორის ამლოდიპინის, გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში გქუ-ით, ვინაიდან შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების და ლეტალური დასასრულის რისკი.
აორტის სარქველის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის და მიტრალური სარქველის სტენოზი, ჰოკმპ
როგორც ნებისმიერი ვაზოდილატატორის გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში მიტრალური სტენოზით და აორტის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სტენოზით, ჰოკმპ. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაცია შეისწავლებოდა მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ ვამლოსეტის® გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მართვისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევის, დაღლილობის და ღებინების განვითარება.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ.
ტაბლეტები, 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ: 10 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
3, 6, 9 ან 10 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები, 5 მგ + 80 მგ: 14 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
1, 2, 4 ან 7 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები, 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ:
7 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
2, 4, 8 ან 14 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30 °С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
შპს "კრკა-რუს", 143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ.ისტრა, მოსკოვის ქ., ს. 50
ტელ.: (495) 994-70-70
ფაქსი: (495) 994-70-78
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.