პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ეუცილინ ,ბ’-სალბი

Eucillin ,B’-Salbe

ურეცეპტოდ(500 სე + 4მგ + 1მგ)/გინსტრუქცია ქართულადავსტრია
ფორმა და შეფუთვა
(500 სე + 4მგ + 1მგ)/გ 15გ კრემი ტუბი №1
მწარმოებელი
Sanochemia Pharmaceutica AG., ავსტრია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობირივი გამოყენებისათვის
ATC კოდი
D06AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-024714
რეგისტრირებულია
16 მარტი 2018, მოქმედებს 16 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ინტერნაციონალე აპოტეკე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეუცილინ ,ბ’-სალბი და სხვა წამალი ერთად

ეუცილინ ,ბ’-სალბი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენეთ პრეპარატი ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში (1 თვიდან): დღეში ორ-ხუთჯერ დაიდეთ დაზიანებულ ადგილას თხელი ფენა და ნაზად გადაანაწილეთ.

ეუცილინ ბ კრემი არ გამოიყენება ახალშობილებში, რადგან აქტიური ნივთიერების კანში შეწოვა შეიძლება მოხდეს დიდი რაოდენობით (იხ. პუნქტი „ეუცილინ ბ კრემის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში“) .

ეუცილინ ბ კრემი ნაკლები დოზით გამოიყენება იმ პაციენტებში, ვისაც აწუხებს თირკმელების უკმარისობა.

მოხმარების წესი

გამოიყენება კანის ზედაპირზე წასასმელად, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიხვიოთ. კრემი შეგიძლიათ წაუსვათ საფენს და ისე დაიდოთ ჭრილობაზე.

მოხმარების ხანგრძლივობა

ეუცილინ ბ კრემის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეუცილინ ბ კრემი თუ ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც.

კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას

არ ჩატარებული კვლევა, თუ როგორ მოქმედებს კონცენტრაციაზე მანქანის ან რაიმე სხვა ტექნიკის მართვისას.

გვერდითი მოვლენები

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას:

ჯანდაცვის ფედერალური სამსახური

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა, ავსტრია

ფაქსი: 43 0 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/

ჭარბი დოზა

ეუცილინ ბ კრემი შეიწოვება კანიდან, ამიტომ ჭარბი დოზა არ იწვევს გვერდით მოვლენებს. პლასტირის ქვეშ ჭარბი რაოდენობის კრემის დატანებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

თუ დაგავიწყდათ ეუცილინ ბ კრემის გამოყენება

არ დაიტანოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

ეუცილინ ბ კრემის მოხმარების შეწყვეტა

კრემის მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში ვერ მიიღებთ მკურნალობის სასურველ შედეგს.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადება

შედარებით იშვიათად (1.000-დან 1-10 პაციენტში):

კანზე წყლულების წარმოქმნა და კანის უჯრედების ნეკროზი.

არ არის ცნობილი (გამოვლენის სიხშირე არ არის დადგენილი):

ალერგიული რეაქციები

შემადგენლობა

ეუცილინ ბ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება 1გრ. კრემში:

ბაციტრაცინი 500 I.E.

დექვალინის ქლორიდი 4 მგ

დიფენილ-პირალინის ჰიდროქლორიდი 1 მგ

დამატებითი ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი და ბლანტი პარაფინი.

ეუცილინ ბ კრემის ფორმა და შეფუთვა

თეთრი, ოპალესცირებული კრემი ტუბში.

შიგთავსი: 15გრ.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

ლიცენზიის მფლობელი: შპს სიგმაფარმა არცნაიმითელ SIGMAPHARMA Arzneimittel GmbH

ლეიშტრასე 129, 1200 ვენა

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. იკითხეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

მოხმარების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ეუცილინ ბ® - კრემი EUCILLIN B® - Salbe

აქტიური ნივთიერება: ბაციტრაცინი, დექვალინის ქლორიდი,

დიფენილ-პირალინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის მესამე პირს. მიუხედავად მსგავსი ჩივილებისა სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს - თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. რას წარმოადგენს ეუცილინ ბ კრემი და რისთვის გამოიყენება ის? 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეუცილინ ბ კრემის გამოყენების წინ? 3. როგორ გამოიყენება ეუცილინ ბ კრემი? 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი? 5. როგორ შევინახოთ ეუცილინ ბ კრემი? 6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ეუცილინ ბ კრემი და რისთვის გამოიყენება ის? ეუცილინ ბ კრემი არის ჭრილობისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალო საშუალება, მასში შედის ორი ისეთი აქტიური ნივთიერება, რომელიც ახშობს გაღიზიანებას და ამცირებს ქავილს.

ეუცილინ ბ კრემი გამოიყენება კანის ზედაპირზე წასასმელად კანის ანთების, ინფექციის, აგრეთვე ფურუნკულის, კარბუნკულის, თმის ფოლიკულის ანთების (ფოლიკულიტის), იმპეტიგოს (სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება), ინფიცირებული ეგზემის, კანის ნაკეცების ანთების (ინტერტრიგო) დროს.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეუცილინ ბ კრემის გამოყენების წინ? ეუცილინ ბ კრემის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ ალერგიული ხართ ბაციტრაცინის, დექვალინის ქლორიდის, დიფენილ-პირალინის ჰიდროქლორიდის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა კომპონენტების მიმართ
  • ახალშობილებში, რადგან აქტიური ნივთიერების კანში შეწოვა შეიძლება მოხდეს დიდი რაოდენობით

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

ეუცილინ ბ კრემის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო ეუცილინ ბ კრემის მირებისას თუ:

გამოვლინდება გვერდითი მოვლენები (კანის გაღიზიანება). ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

წყლულოვანი და სველი ეგზემის დროს.

ეუცილინ ბ კრემის მოხმარება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/მოიხმართ, მიიღეთ/მოიხმარეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მიიღოთ/მოიხმაროთ სხვა მედიკამენტები.

პარალელურად ზოგიერთი კრემის და მალამოს მოხმარებამ შეიძლება შეამციროს ეუცილინ ბ კრემის მოქმედება. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი კრემები და მალამოები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ცხიმმჟავას (მაგ.: ოლეინის ან პალმიტინის მჟავა) ან ლეციტინს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეუცილინ ბ კრემი თუ ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც.

კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას

არ ჩატარებული კვლევა, თუ როგორ მოქმედებს კონცენტრაციაზე მანქანის ან რაიმე სხვა ტექნიკის მართვისას.

  • ეუცილინ ბ კრემის გამოყენების წესი

გამოიყენეთ პრეპარატი ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში (1 თვიდან): დღეში ორ-ხუთჯერ დაიდეთ დაზიანებულ ადგილას თხელი ფენა და ნაზად გადაანაწილეთ.

ეუცილინ ბ კრემი არ გამოიყენება ახალშობილებში, რადგან აქტიური ნივთიერების კანში შეწოვა შეიძლება მოხდეს დიდი რაოდენობით (იხ. პუნქტი „ეუცილინ ბ კრემის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში“) .

ეუცილინ ბ კრემი ნაკლები დოზით გამოიყენება იმ პაციენტებში, ვისაც აწუხებს თირკმელების უკმარისობა.

მოხმარების წესი

გამოიყენება კანის ზედაპირზე წასასმელად, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიხვიოთ. კრემი შეგიძლიათ წაუსვათ საფენს და ისე დაიდოთ ჭრილობაზე.

მოხმარების ხანგრძლივობა

ეუცილინ ბ კრემის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში

ეუცილინ ბ კრემი შეიწოვება კანიდან, ამიტომ ჭარბი დოზა არ იწვევს გვერდით მოვლენებს. პლასტირის ქვეშ ჭარბი რაოდენობის კრემის დატანებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

თუ დაგავიწყდათ ეუცილინ ბ კრემის გამოყენება

არ დაიტანოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

ეუცილინ ბ კრემის მოხმარების შეწყვეტა

კრემის მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში ვერ მიიღებთ მკურნალობის სასურველ შედეგს.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადება

შედარებით იშვიათად (1.000-დან 1-10 პაციენტში):

კანზე წყლულების წარმოქმნა და კანის უჯრედების ნეკროზი.

არ არის ცნობილი (გამოვლენის სიხშირე არ არის დადგენილი):

ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას:

ჯანდაცვის ფედერალური სამსახური

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა, ავსტრია

ფაქსი: 43 0 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/

  • ეუცილინ ბ კრემის შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. იკითხეთ ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ეუცილინ ბ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება 1გრ. კრემში:

ბაციტრაცინი 500 I.E.

დექვალინის ქლორიდი 4 მგ

დიფენილ-პირალინის ჰიდროქლორიდი 1 მგ

დამატებითი ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი და ბლანტი პარაფინი.

ეუცილინ ბ კრემის ფორმა და შეფუთვა

თეთრი, ოპალესცირებული კრემი ტუბში.

შიგთავსი: 15გრ.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

ლიცენზიის მფლობელი: შპს სიგმაფარმა არცნაიმითელ SIGMAPHARMA Arzneimittel GmbH

ლეიშტრასე 129, 1200 ვენა

მწარმოებელი: შპს მონო ქემ-ფარმ-პროდუქტები MoNo chem.-pharm Produkte GmbH

ლეიშტრასე 129, 1200 ვენა

ლიცენზიის # 7762

წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად შესწორდა 2015 წლის ივლისში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა