პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ეტერენა T Cu 380 A

Etherena T Cu 380 A

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში. დანიშნულება საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ეტერენა T Cu 380A უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 10 წლის განმავლობაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ ()
ფორმა და შეფუთვა
საშვილოსნოსშიდა სპირალი №1
მწარმოებელი
Pregna International Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BA
რეგისტრაციის ნომერი
რ-035805
რეგისტრირებულია
6 ივლისი 2022, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pregna International Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
არ საჭიროებს GMP სერთიფიკატს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტერენა T Cu 380 A და სხვა წამალი ერთად

ეტერენა T Cu 380 A — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

დანიშნულება

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ეტერენა T Cu 380A უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 10 წლის განმავლობაში. საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შეყვანა სრულდება უკონტაქტოდ, ანუ სტერილურად. საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების T Cu 380A შეყვანა შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს. მისი ახალზე შეცვლა შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

10668012763500

აპლიკატორი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

მილი-გამტარი ეტერენას შესაყვანად

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

პოზიციონერი

სახელური

რბია

სპილენძის გარსი

საშვილოსნოშიდა სპირალის ფუძე

სპილენძის საშვილოსნოშიდა სპირალი - 380A

ერთჯერადი საშვილოსნოს ზონდით

უკუჩვენებები

(შეფარდებითი)

ანემია

გულის მანკი

კოაგულაციის დარღვევები

ანთებითი პროცესების მკურნალობა

ვილსონის დაავადება

მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები.

მოქმედების მექანიზმი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას. მონაცემები და ანალიზები აჩვენებს, რომ სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მდგომარეობს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ტრანსპორტის და/ან სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის დათრგუნვაში. გამეტების ტრანსპორტირებისა და კაპაციტაციის დაქვეითება ხელს უშლის განაყოფიერებას და ხდება კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მიღწევამდე. სპილენძის მავთულისგან საშვილოსნოს ღრუში სპილენძის უწყვეტი გამოყოფა აძლიერებს ეტერენას T Cu 380A კონტრაცეპტულ ეფექტს.

ინსტრუქცია საშვილოსნოშიდა სპირალის მომხარებლებისათვის

შეყვანიდან პირველ კვირეებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხანგრძლივი და მძიმე მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის.

თუ ეს ღებულობს ინტენსიურ ხასიათს ან არ წყდება, შეატყობინეთ ამის შესახებ კლინიკაში.

შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე სპაზმები, მაგრამ ზოგჯერ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან თუნდაც დღეების განმავლობაში. ამ შემთხვევაში შველის მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელის მიღება, ცხელი კომპრესი მუცელზე ან ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.

პერიოდულად შეამოწმეთ, განსაკუთრებით მენსტრუაქციის შემდეგ, არის თუ არა გამოშვერილი სპირალური ძაფები საშვილოსნოს ყელიდან. თუ ისინი არ არის, გახდა უფრო მოკლე ან გრძელი, მიმართეთ კლინიკას.

თუ სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება გამოვარდა, მიმართეთ ექიმს. გამოვარდნის შემდეგ თქვენ უკვე არ ხართ დაცული ჩასახვისაგან.

მიმართეთ კლინიკას გამოკვლევისათვის ან სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შესაცვლელად (შეყვანიდან მეათე წლის ბოლოს) ექიმის დანიშნულებების შესაბამისად.

თუ მენსტრუაცია გვიანდება (ასევე აღინიშნება ორსულობის სიმპტომები, კერძოდ, გულისრევა, მკერდის მგრძნობელობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დაინფიცირდით (მაგალითად, გონორეით), თქვენ აღგენიშნებათ ანომალური გამონადენი, ცხელება ან შემცივნება, მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოშიდა სპირალი ეტერენა T Cu 380A არ ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა ხილული დაზიანებების ან დეფექტების არსებობაზე.

ხელმეორედ გამოყენების რისკები

სტერილურობის დაკარგვა და დაინფიცირების შესაბამისი რისკი.

ეფექტურობის დაკარგვა სპილენძის ნაკლები რაოდენობის გამო, ვიდრე ეს სოეციფიკაციით არის გათვალისწინებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ანამეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა ან რისკ-ფაქტორები

სქესობრივი გზების ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბოლო 12 თვის განმავლობაში (ბაქტერიული ვაგინიტის, განმეორებითი ჰერპესული ინფექციების ან B ჰეპატიტის გარდა)

აბორტი ინფექციით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები

საშვილოსნოს განვითარების მანკები (თანდაყოლილი ან შეძენილი)

ალერგია სპილენძზე.

გვერდითი მოვლენები

თუ ჩადგმული საშვილოსნოშიდა სპირალის ეტერენა T Cu 380A დროს დგება ორსულობა, არსებობს თვითნებური აბორტის, სეფსისის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი; მაგრამ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საშვილოსნოშიდა სპირალი ახდენს რაიმე უარყოფით ეფექტს ნაყოფზე.

გვერდითი ეფექტები

სისხლდენა

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები

ტკივილი ან დისმენორეა

დისკომფორტი ან სპაზმები.

ჩადგმის და ამოღების პროცედურა სრულდება ექიმის მიერ

ექიმს შეუძლია ეტერენას T Cu 380A შეყვანა კონსულტაციის დროს. ეტერენა T Cu 380A შეიყვანება მენსტრუაციის დროს (როგორც წესი, ბოლო დღეებში) ან მენსტრუაციის დასრულებისთანავე.

ექიმი გაგსინჯავთ, რათა განსაზღვროს საშვილოსნოს მდებარეობა. საშვილოსნოს ყელის და საშოს დეზინფექციის შემდეგ ექიმი გაზომავს საშვილოსნოს სიღრმეს. შემდეგ შეიყვანს საშვილოსნოში პლასტიკურ მილს, რომელიც შეიცავს საშვილოსნოშიდა სპირალს ეტერენა T Cu 380A. შემდეგ მილი გამოიტანება საშვილოსნოდან, ეტერენას T Cu 380A შიგნით დატოვებით.

ნეილონის ძაფები, რომლებიც მიმაგრებულია ვერტიკალური ღეროს ქვედა ბოლოზე, საშომდე მიაღწევს.

ძაფები იჭრება, ისე რომ თქვენ შეძლოთ მათი თითების შეხებით პოვნა თვითშემოწმებისას, რათა დარწმუნდეთ, რომ სპირალი სწორად არის განთავსებული. ეტერენას T Cu 380A შეყვანისას თქვენ შეიძლება იგრძნოთ სპაზმები ან წვა.

ზოგიერთი ქალი გრძნობს სისუსტეს, გულისრევას ან თავბრუსხვევას პირველ წუთებში შეყვანის შემდეგ. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ცოტახანს იწვეთ, შემდეგ კი ნელა ადგეთ.

ამოღების პროცედურა

ასეპტიკური მეთოდის გამოყენებით უშუალო კონტაქტის გარეშე, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები საშვილოსნოშიდა სპირალის ამოსაღებად:

ნაბიჯი 1. მოკლედ მოუყევით პაციენტს პროცედურის შესახებ, სთხოვეთ რომ დაგისვათ შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდეთ. სთხოვეთ მას შეგატყობინოთ როგორც კი ტკივილს იგრძნობს.

ნაბიჯი 2. გაიკეთეთ სუფთა/მაღალი დონის დეზინფიცირებული ხელთათმანები ორივე ხელზე.

ნაბიჯი 3. ჩადგით მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სარკე და ვიზუალურად დაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფები. თუ ძაფები არ ჩანს, სცადეთ მათი პოვნა.

ნაბიჯი 4. დაიტანეთ შესაბამისი ანტისეპტიკი (მაგალითად, როგორიცაა პოვიდონ იოდი ან ქლორჰექსიდინი) საშვილოსნოს ყელზე და საშოში მინიმუმ ორჯერ (ფარინქსზე შიგნიდან გარეთ დატანებით). პოვიდონ იოდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ქალს არა აქვს ალერგია იოდზე, და დაიცადეთ 2 წუთი, სანამ ხსნარი იმოქმედებს. სთხოვეთ მას ნელა და ღრმად ისუნთქოს და მოდუნდეს. გააფრთხილეთ, რომ მან შეიძლება იგრძნოს მცირე დისკომფორტი და სპაზმები და რომ ეს ნორმალურია. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად პროცედურის ყველა ეტაპზე. მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფების წატაცება მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სწორი მომჭერებით. მსუბუქად გამოწიეთ, ფრთხილად მოწიეთ რა ძაფები თქვენსკენ მაშებით. როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება ადვილად ხდება. თუ ძაფები წყდება, მაგრამ საშვილოსნოშიდა სპირალი ჩანს, ამოიღეთ მოწყობილობა მაშებით. თუ მისი ამოღება ძნელია, არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

შემადგენლობა

ეტერენა - 1 ცალი.

9144027622500საშვილოსნოს ზონდი ESA - 1 ცალი.

ეტერენა

საშვილოსნის ერთჯერადი ზონდი

T Cu 380A მოდელის უპირატესობები

მოსახერხებელია ქალისთვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი შვილი და სურს გააკონტროლოს შობადობა.

ეფექტური კონტრაცეპცია 10 წლამდე.

პრაქტიკულად არ საჭიროებს მოვლას.

გვერდითი ჰორმონალური ეფექტების არარსებობა.

არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

მყისიერად ხდება მისი ამოღება.

მარტივი და სტერილური ჩადგმა.

ჩადგმა ერთი ხელით პირდაპირი კონტაქტის გარეშე.

იძლევა საშვილოსნოს სიღრმის სწრაფად დადგენის საშუალებას.

მარტივი შეყვანა.

მოქმედების მექანიზმი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას. მონაცემები და ანალიზები აჩვენებს, რომ სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მდგომარეობს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ტრანსპორტის და/ან სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის დათრგუნვაში. გამეტების ტრანსპორტირებისა და კაპაციტაციის დაქვეითება ხელს უშლის განაყოფიერებას და ხდება კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მიღწევამდე. სპილენძის მავთულისგან საშვილოსნოს ღრუში სპილენძის უწყვეტი გამოყოფა აძლიერებს ეტერენას T Cu 380A კონტრაცეპტულ ეფექტს.

მომხმარებლის მომზადება

ოპერატორმა უნდა გაიკეთოს სტერილური ხელთათმანები და გამოიყენოს ასეპტიკის მეთოდი. მან უნდა აუხსნას პაციენტს თავისი ქმედებები.

საშვილოსნოს შემოწმების შემდეგ მისი პოზიციის, ზომისა და მდგომარეობის დასადგენად სარკე შეჰყავთ საშოში და საშვილოსნოს ყელში (როგორც პაპანიკოლაუს ნაცხისთვის). საშო იწმინდება ანტისეპტიკური ლოსიონით. სიღრმის ზონდირებისას ხდება საშვილოსნოს დაკავება უძრავ მდგომარეობაში. ექიმს შეყავს საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება T Cu 380A საშვილოსნოში დრეკადი გამჭვირვალე პლასტიკური მილის გამოყენებით.

სპირალის შეყვანამდე საჭიროა საშოს და საშვილოსნოს ყელის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.

საშვილოსნოს ყელის ვიზუალირება უნდა მოხდეს სარკის დახმარებით, მისი წინა ტუჩი კი დაჭერილი იქნას დამჭერით.

დამჭერზე მსუბუქი ზეწოლით, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმის ღრუს შორის კუთხე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საშვილოსნოს ზონდის შეყვანას.

შემდეგ საშვილოსნოს ზინდის შეყვანა შეიძლება ენდოცერვიკალურ ღრუში მანამდე, სანამდე ის ფსკერს არ მიაღწევს.

საშვილოსნოშიდა ღრუს ცერვიკალური არხის მიმართულებისა და სიგრძის დადგენის შემდეგ, შეიძლება მომზადება სპილენძის T-ფორმის ელემენტის შესაყვანად.

ყურადღება

არ აიღოთ და არ გამოიყენოთ იატაკზე ან მაგიდაზე დავარდნილი კომპონენტები

არ მოათავსოთ პაკეტის შიგთავსი ხონჩაზე ინსტრუმენტებისათვის

არ გამოიყენოთ, თუ შიდა შეფუთვა დაზიანებულია ან გახსნილია

არ გაასტერილოთ ხელმეორედ

ეტერენას დეტალები

გამტარი

7620048514000სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

მილი-გამტარი ეტერენას შესაყვანად

აპლიკატორი.

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

პოზიციონერი

სახელური

რბია

სპილენძის გარსი

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ფუძე

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება - 380A

ინსტრუქცია საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მომხმარებლიისათვის

შეყვანიდან პირველ კვირეებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხანგრძლივი და მძიმე მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. თუ ეს ღებულობს ინტენსიურ ხასიათს ან არ წყდება, შეატყობინეთ ამის შესახებ კლინიკაში.

შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე სპაზმები, მაგრამ ზოგჯერ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან თუნდაც დღეების განმავლობაში. ამ შემთხვევაში შველის მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელის მიღება, ცხელი კომპრესი მუცელზე ან ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.

პერიოდულად შეამოწმეთ, განსაკუთრებით მენსტრუაქციის შემდეგ, არის თუ არა გამოშვერილი სპირალური ძაფები საშვილოსნოს ყელიდან. თუ ისინი არ არის, გახდა უფრო მოკლე ან გრძელი, მიმართეთ კლინიკას.

თუ სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება გამოვარდა, მიმართეთ კლინიკას. გამოვარდნის შემდეგ თქვენ უკვე არ ხართ დაცული ჩასახვისაგან.

მიმართეთ კლინიკას გამოკვლევისათვის ან სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შესაცვლელად (შეყვანიდან მეათე წლის ბოლოს) ექიმის დანიშნულებების შესაბამისად.

თუ მენსტრუაცია გვიანდება (ასევე აღინიშნება ორსულობის სიმპტომები, კერძოდ, გულისრევა, მკერდის მგრძობელობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დაინფიცირდით (მაგალითად, გონორეით), თქვენ აღგენიშნებათ ანომალური გამონადენი, ცხელება ან შემცივნება, მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოშიდა სპირალი ეტერენა T Cu 380A არ ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

სახელმძღვანელო შემდგომი დაკვირვებისთვის ექიმებისათვის

ექიმმა უნდა მოიწვიოს პაციენტი კონტროლისათვის საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანიდან 4-6 კვირის შემდეგ. ეტერენას T Cu 380A გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემების ან შიშის გაჩენის შემთხვევაში. შემდგომი დაკვირვების დროს ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ მომენტებს:

უფრო ძლიერი სისხლდენა მიუთითებს ანემიის ალბათობაზე.

თუ პაციენტი დაორსულდა, საჭიროა შეძლებისდაგვარად საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება.

თუ ქალი დაორსულდა დაყენებული საშვილოსნოშიდა სპირალის არსებობის შემთხვევაში, ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობა. თუ პაციენტს სურს ორსულობის გაგრძელება, ის უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. ის ინფორმირებული უნდა იყოს რისკების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საშვილოსნოშიდა სპირალის დაყენებასთან. პირველი ტრიმესტრის შემდეგ პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას ორსულობის გაგრძელების შესაძლო რისკების შესახებ ჩადგმული სპირალის შემთხვევაში. ასევე უნდა იქნას განხილული ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება რეკომენდირებულია, თუ პაციენტში მნიშვნელოვნად იზრდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი.

პროდუქტის არასასურვეი ეფექტები, მათი სიხშირე და ხანგრძლივობა

გვერდითი ეფექტები საშვილოსნოშიდა სპირალების, ეტერენას T Cu 380A ჩათვლით, გამოყენებისგან იშვიათად აღინიშნება. მათ მიეკუთვნება:

სისხლდენა:

მენსტრუალური სისხლდენა ხანდახან არის უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი, ჩვეულებრივთან შედარებით, ან უფრო მტკივნეული. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს რკინადეფიციტური ანემია. შეიძლება აღინიშნოს იშვიათი ინტერმენსტრუალური სისხლდენები, ჩვეულებრივ სისხლიანი გამონადენის სახით, რაც სწრაფად გადის.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია:

მენჯის ინფექციის (სალპინგიტის) აღნიშვნამ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ამოიღება საშვილოსნოშიდა სპირალი და საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას, შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი უნაყოფობა. რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები აჩვენებს, რომ სასქესო გზების ინფიცირების რისკი საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენების პირველი თვის შემდეგ მცირეა. მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, რომლებიც აღინიშნება გამოყენების პირველი თვის შემდეგ, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფექციებთან, რომლების გადაეცემა სქესობრივი გზით, და არა საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენებით.

ტკივილი ან დისმენორეა:

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან გავის ძვლის არეში შეიძლება აღინიშნოს შეყვანისთანავე, მაგრამ ჩვეულებრივ ტკივილი დროთა განმავლობაში ქრება ან ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების შემდეგ. ტკივილი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური რეაქცია მოწყობილობის არსებობაზე, მაგრამ უნდა გამოირიცხოს დაინფიცირების, მოწყობილობის არასწორი განლაგების (პერფორაციის და მიგრაციის ჩათვლით) და ორსულობის შესაძლებლობა. პერფორაციის დაგვიანებულმა აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოშიდა სპირალის მიგრაცია საშვილოსნოს ღრუს ფარგლებს გარეთ და/ან გამოიწვიოს სხვა მეზობელი ორგანოების დაზიანება, ასევე არაგანზრახ ორსულობა.

სხვა:

ზოგიერთი ქალები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ უმშობიარიათ, დაქვემდებარებულნი არიან გულისწასვლას, ბრადიკარდიას და სხვა ნეიროვასკულარულ გამოვლინებებს საშვილოსნოშიდა სპირალის ჩადგმის დროს და ჩადგმისთანავე ან ამოღებისას.

ლიტერატურაში აღწერილია კანის რეაქციების ერთეული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ალერგიასთან სპილენძზე.

შეყვანის პროცედურა

დროის შერჩევა

საუკეთესო პერიოდი საშვილოსნოშიდა სპირალის შესაყვანად არის მენსტრუაცია, რადგანაც ეს იცავს შეყვანისაგან არადიაგნოსტირებული ორსულობის დროს. ამ დროს ფიზიოლოგიურად ფართოვდება საშვილოსნოს გარე და შიდა ფარინქსი.

უმეტეს შემთხვევაში ეს აადვილებს საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანას არხის გაფართოების აუცილებლობის გარეშე.

ასევე საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანა შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირიდან ხუთი დღის განმავლობაში. დაუცველი სქესობრივი კავშირისთანავე შეყვანამ შეიძლება გაზარდოს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკი.

ასევე შეიძლება ეტერენას T Cu 380A შეყვანა პლაცენტის დაბადებიდან 15 წუთის შემდეგ ან აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევებში აღინიშნება გამოვარდნის უფრო მაღალი სიხშირე.

თუ შეუძლებელია შეყვანა მაშინათვე პლაცენტის დაბადების ან აბორტის შემდეგ, მაშინ შეყვანა გადადებული უნდა იქნას მინიმუმ 6 კვირით. საკეისრო კვეთის შემთხვევაში შეყვანა უნდა ჩატარდეს მშობიარობიდან არაუადრეს 12 კვირის შემდეგ.

შეყვანა

მთლიანად გახსენით სტერილური შეფუთვა. გაიკეთეთ სტერილური ხელთათმანები. ამოიღეთ ეტერენა შეფუთვიდან, მოკიდეთ რა მას ხელი წატაცების ქვედა არეში. დარწმუნდით, რომ T ფორმის ელემენტის მხრები და ფუძე ცენტრირებულია და დაბალანსებულია აპლიკატორის მიმართ.

ეტერენა

წატაცების არეალი

ფრთხილად გადააადგილეთ რბია წინ, სანამ არ მიაღწევს წინააღმდეგობის პირველ წერტილს. დააჭირეთ მსუბუქად, რომ წინ წაწიოთ. ამ მოძრაობით თქვენ დაკეცავთ საშვილოსნოშიდა სპირალის მხრებს, გამტარი მილის შიგნით. საშვილოსნოშიდა სპირალი ჩასმულია აპლიკატორში. არ დაწიოთ რბია უკან.

0-635მილი

სპირალის მხრებით ჩატვირთულია

ნელა და ფრთხილად წაწიეთ წინ, ზეწოლის გარეშე.

წაწიეთ რბია წინ. მარკირებული მილი დაყენებული სპირალით გამოვა აპლიკატორიდან. გააგრძელეთ რბიას წინ წაწევა, სანამ არ დაინახავთ რიცხვს, რომელიც გაზომილია საშვილოსნოს ზონდის დახმარებით. 4 სმ-ის შემდეგ თქვენ გაიგებთ დაწკაპუნების ხმას. თითოეული დაწკაპუნება ზომავს 0,5 სმ. როგორც კი დაინახავთ საჭირო ციფრს საჩვენებელ რგოლზე, ეტერენა იქნება მზად ჩასაყენებლად.

არ გააჩეროთ ეტერენა აპლიკატორში 5 წუთზე მეტ ხანს, რადგანაც ეს ამრუდებს სპილენძის T-ფორმის მხრებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოშიდა სპირალის არასწორი განთავსება საშვილოსნოს ღრუში და, როგორც შედეგი, მისი გამოვარდნა.

0635დაადგინეთ საშვილოსნოს სიღრმე.

საჩვენებელი რგოლი ორიენტირისათვის.

ფრთხილად შეიყვანეთ მილი საშვილოსნოშიდა სპირალით საშვილოსნოს ღრუში, სანამ საჩვენებელი რგოლი საშვილოსნოს ყელს არ შეეხება. არ დააჭიროთ გამტარ მილს. T-ფორმის ელემენტი საშვილოსნოს ფსკერს უნდა მიებჯინოს.

ნახ.

ერთხელ ძლიერად გამოწიეთ რბია უკან, რათა გამოუშვათ საშვილოსნოშიდა სპირალი საშვილოსნოს ღრუს ფსკერზე. თქვენ იგრძნობთ დაწკაპუნებას, და რბია აღარ იმოძრავებს ქვემოთ.

ფრთხილად გამოიღეთ ეტერენა საშვილოსნოს ღრუდან, რომ ძაფები გამოშვერილი იყოს საშვილოსნოს ყელიდან.

  • 3810010985500

მოჭერით ძაფები სიგრძის პერპენდიკულარულად, რათა დაახლოებით 3-4 სმ დარჩეს საშვილოსნოს ყელის გარეთ.

მოჭერით, დატოვეთ რა 3-4 სმ

  • 129476538798500

03810

გადააგდეთ გამტარი მილი და შეფუთვა.

დაეხმარეთ პაციენტს ნელა ადგომაში (შესაძლებელია თავბრუსხვევა). ჩაუტარეთ მას ინსტრუქცია, თუ როგორ და როდის უნდა შეამოწმოს ძაფები.

ამოღების ინსტრუქცია, ზომების ჩათვლით, რომლებიც მიიღება ამოღების სირთულეების დროს

ასეპტიკური მეთოდის გამოყენებით უშუალო კონტაქტის გარეშე, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები საშვილოსნოშიდა სპირალის ამოსაღებად:

ნაბიჯი 1. მოკლედ მოუყევით პაციენტს პროცედურის შესახებ, სთხოვეთ რომ დაგისვათ შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდეთ. სთხოვეთ მას შეგატყობინოთ როგორც კი ტკივილს იგრძნობს.

ნაბიჯი 2. გაიკეთეთ სუფთა/მაღალი დონის დეზინფიცირებული ხელთათმანები ორივე ხელზე.

ნაბიჯი 3. ჩადგით მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სარკე და ვიზუალურად დაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფები. თუ ძაფები არ ჩანს, სცადეთ მათი პოვნა.

ნაბიჯი 4. დაიტანეთ შესაბამისი ანტისეპტიკი (მაგალითად, როგორიცაა პოვიდონ იოდი ან ქლორჰექსიდინი) საშვილოსნოს ყელზე და საშოში მინიმუმ ორჯერ (ფარინქსზე შიგნიდან გარეთ დატანებით). პოვიდონ იოდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ქალს არა აქვს ალერგია იოდზე, და დაიცადეთ 2 წუთი, სანამ ხსნარი იმოქმედებს. სთხოვეთ მას ნელა და ღრმად ისუნთქოს და მოდუნდეს. გააფრთხილეთ, რომ მან შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი და სპაზმები და რომ ეს ნორმალურია. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად პროცედურის ყველა ეტაპზე. მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფების წატაცება მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სწორი მომჭერებით. მსუბუქად გამოწიეთ, ფრთხილად მოწიეთ რა ძაფები თქვენსკენ მაშებით. როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება ადვილად ხდება. თუ ძაფები წყდება, მაგრამ საშვილოსნოშიდა სპირალი ჩანს, ამოიღეთ მოწყობილობა მაშებით. თუ მისი ამოღება ძნელია, არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა.

ფრთხილად ამოიღეთ საშვილოსნოშიდა სპირალი, ფრთხილი კლაკნილი მოძრაობების განხორცილელებით.

გააგრძელეთ პროცედურა მანამდე, სანამ ის კომფორტულია ქალისთვის. თუ ისევ ვერ ხერხდება საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება, გაგზავნეთ ქალი ექიმთან, რომელსაც გავლილი ავქს სპეციალური სწავლება, რომელიც შეძლებს საშვილოსნოს ყელის გაფართოვებას.

თუ კუთხე საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელს შორის მახვილია:

ჩადგით მაღალი ხარისხის დეზინფიცირებული (ან სტერილური) ტყვიის მაშები და ფრთხილად ჩამოწიეთ ქვემოთ და გარეთ.

უტილიზაცია

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან ამოღების შემდეგ მოახდინეთ ნაკეთობების უტილიზირება ადგილობრივი ნორმების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ ნარჩენების/სამედიცინო ნარჩენების უტილიზირებას, რომლებიც არ ექვემდებარებიან ხელმეორედ გადამუშავებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

etherena

T Cu 380A

საშვილოსნოს ერთჯერადი ზონდით

საინფორმაციო ფურცელი პაციენტებისათვის

გამოყენების ჩვენებები

საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

დანიშნულება

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ეტერენა T Cu 380A უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 10 წლის განმავლობაში. საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შეყვანა სრულდება უკონტაქტოდ, ანუ სტერილურად. საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების T Cu 380A შეყვანა შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს. მისი ახალზე შეცვლა შეიძლება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

10668012763500

აპლიკატორი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

მილი-გამტარი ეტერენას შესაყვანად

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

პოზიციონერი

სახელური

რბია

სპილენძის გარსი

საშვილოსნოშიდა სპირალის ფუძე

სპილენძის საშვილოსნოშიდა სპირალი - 380A

ერთჯერადი საშვილოსნოს ზონდით

უკუჩვენებები (აბსოლუტური)

სქესობრივი გზების ავთვისებიანი დაავადებები

არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა

ორსულობა

ანამეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა ან რისკ-ფაქტორები

სქესობრივი გზების ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბოლო 12 თვის განმავლობაში (ბაქტერიული ვაგინიტის, განმეორებითი ჰერპესული ინფექციების ან B ჰეპატიტის გარდა)

აბორტი ინფექციით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები

საშვილოსნოს განვითარების მანკები (თანდაყოლილი ან შეძენილი)

ალერგია სპილენძზე.

უკუჩვენებები

(შეფარდებითი)

ანემია

გულის მანკი

კოაგულაციის დარღვევები

ანთებითი პროცესების მკურნალობა

ვილსონის დაავადება

მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები.

მოქმედების მექანიზმი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას. მონაცემები და ანალიზები აჩვენებს, რომ სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მდგომარეობს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ტრანსპორტის და/ან სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის დათრგუნვაში. გამეტების ტრანსპორტირებისა და კაპაციტაციის დაქვეითება ხელს უშლის განაყოფიერებას და ხდება კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მიღწევამდე. სპილენძის მავთულისგან საშვილოსნოს ღრუში სპილენძის უწყვეტი გამოყოფა აძლიერებს ეტერენას T Cu 380A კონტრაცეპტულ ეფექტს.

ინსტრუქცია საშვილოსნოშიდა სპირალის მომხარებლებისათვის

შეყვანიდან პირველ კვირეებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხანგრძლივი და მძიმე მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის.

თუ ეს ღებულობს ინტენსიურ ხასიათს ან არ წყდება, შეატყობინეთ ამის შესახებ კლინიკაში.

შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე სპაზმები, მაგრამ ზოგჯერ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან თუნდაც დღეების განმავლობაში. ამ შემთხვევაში შველის მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელის მიღება, ცხელი კომპრესი მუცელზე ან ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.

პერიოდულად შეამოწმეთ, განსაკუთრებით მენსტრუაქციის შემდეგ, არის თუ არა გამოშვერილი სპირალური ძაფები საშვილოსნოს ყელიდან. თუ ისინი არ არის, გახდა უფრო მოკლე ან გრძელი, მიმართეთ კლინიკას.

თუ სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება გამოვარდა, მიმართეთ ექიმს. გამოვარდნის შემდეგ თქვენ უკვე არ ხართ დაცული ჩასახვისაგან.

მიმართეთ კლინიკას გამოკვლევისათვის ან სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შესაცვლელად (შეყვანიდან მეათე წლის ბოლოს) ექიმის დანიშნულებების შესაბამისად.

თუ მენსტრუაცია გვიანდება (ასევე აღინიშნება ორსულობის სიმპტომები, კერძოდ, გულისრევა, მკერდის მგრძნობელობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დაინფიცირდით (მაგალითად, გონორეით), თქვენ აღგენიშნებათ ანომალური გამონადენი, ცხელება ან შემცივნება, მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოშიდა სპირალი ეტერენა T Cu 380A არ ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

არასასურველი ეფექტი

თუ ჩადგმული საშვილოსნოშიდა სპირალის ეტერენა T Cu 380A დროს დგება ორსულობა, არსებობს თვითნებური აბორტის, სეფსისის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი; მაგრამ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საშვილოსნოშიდა სპირალი ახდენს რაიმე უარყოფით ეფექტს ნაყოფზე.

გვერდითი ეფექტები

სისხლდენა

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები

ტკივილი ან დისმენორეა

დისკომფორტი ან სპაზმები.

ჩადგმის და ამოღების პროცედურა სრულდება ექიმის მიერ

ექიმს შეუძლია ეტერენას T Cu 380A შეყვანა კონსულტაციის დროს. ეტერენა T Cu 380A შეიყვანება მენსტრუაციის დროს (როგორც წესი, ბოლო დღეებში) ან მენსტრუაციის დასრულებისთანავე.

ექიმი გაგსინჯავთ, რათა განსაზღვროს საშვილოსნოს მდებარეობა. საშვილოსნოს ყელის და საშოს დეზინფექციის შემდეგ ექიმი გაზომავს საშვილოსნოს სიღრმეს. შემდეგ შეიყვანს საშვილოსნოში პლასტიკურ მილს, რომელიც შეიცავს საშვილოსნოშიდა სპირალს ეტერენა T Cu 380A. შემდეგ მილი გამოიტანება საშვილოსნოდან, ეტერენას T Cu 380A შიგნით დატოვებით.

ნეილონის ძაფები, რომლებიც მიმაგრებულია ვერტიკალური ღეროს ქვედა ბოლოზე, საშომდე მიაღწევს.

ძაფები იჭრება, ისე რომ თქვენ შეძლოთ მათი თითების შეხებით პოვნა თვითშემოწმებისას, რათა დარწმუნდეთ, რომ სპირალი სწორად არის განთავსებული. ეტერენას T Cu 380A შეყვანისას თქვენ შეიძლება იგრძნოთ სპაზმები ან წვა.

ზოგიერთი ქალი გრძნობს სისუსტეს, გულისრევას ან თავბრუსხვევას პირველ წუთებში შეყვანის შემდეგ. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ცოტახანს იწვეთ, შემდეგ კი ნელა ადგეთ.

ამოღების პროცედურა

ასეპტიკური მეთოდის გამოყენებით უშუალო კონტაქტის გარეშე, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები საშვილოსნოშიდა სპირალის ამოსაღებად:

ნაბიჯი 1. მოკლედ მოუყევით პაციენტს პროცედურის შესახებ, სთხოვეთ რომ დაგისვათ შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდეთ. სთხოვეთ მას შეგატყობინოთ როგორც კი ტკივილს იგრძნობს.

ნაბიჯი 2. გაიკეთეთ სუფთა/მაღალი დონის დეზინფიცირებული ხელთათმანები ორივე ხელზე.

ნაბიჯი 3. ჩადგით მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სარკე და ვიზუალურად დაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფები. თუ ძაფები არ ჩანს, სცადეთ მათი პოვნა.

ნაბიჯი 4. დაიტანეთ შესაბამისი ანტისეპტიკი (მაგალითად, როგორიცაა პოვიდონ იოდი ან ქლორჰექსიდინი) საშვილოსნოს ყელზე და საშოში მინიმუმ ორჯერ (ფარინქსზე შიგნიდან გარეთ დატანებით). პოვიდონ იოდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ქალს არა აქვს ალერგია იოდზე, და დაიცადეთ 2 წუთი, სანამ ხსნარი იმოქმედებს. სთხოვეთ მას ნელა და ღრმად ისუნთქოს და მოდუნდეს. გააფრთხილეთ, რომ მან შეიძლება იგრძნოს მცირე დისკომფორტი და სპაზმები და რომ ეს ნორმალურია. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად პროცედურის ყველა ეტაპზე. მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფების წატაცება მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სწორი მომჭერებით. მსუბუქად გამოწიეთ, ფრთხილად მოწიეთ რა ძაფები თქვენსკენ მაშებით. როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება ადვილად ხდება. თუ ძაფები წყდება, მაგრამ საშვილოსნოშიდა სპირალი ჩანს, ამოიღეთ მოწყობილობა მაშებით. თუ მისი ამოღება ძნელია, არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

3497580170180მწარმოებელი

PREGNA

INTERNATIONAL LTD

ნაკვეთი: #219, მიწის #: 168

Dabhel Industrial Co-Operative Society Ltd.,

Dabhel, Daman (U.T) - 396210 - India

ელექტრონული პოსტა: [email protected]

ვებ-საიტი: pregna.com

PT/QA/1059:00

W.E.F.: 29.05.2021 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა