ზედაპირულ და შიდა კაპილარებში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების პროფილაქტიკა და კონტროლი, განსაკუთრებით თუ სისხლდენა გამოწვეულია ენდოთელიუმის დაზიანებით, კერძოდ: ოტორინოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგაში სისხლდენის პროფილაქტიკისა და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეტამსილატი (etamsylate)
- ფორმა და შეფუთვა
- 12,5% (125მგ/მლ) 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical company «Zdorovye» Ltd, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისტემური მოქმედების ჰემოსტაზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- B02BX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033039
- რეგისტრირებულია
- 13 აგვისტო 2021, მოქმედებს 8 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Experimental plant «GNCLS» Ltd (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეტამზილატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზედაპირულ და შიდა კაპილარებში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების პროფილაქტიკა და კონტროლი, განსაკუთრებით თუ სისხლდენა გამოწვეულია ენდოთელიუმის დაზიანებით, კერძოდ:
ოტორინოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგაში სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ქირურგიული ოპერაციების დროს და მის შემდგომ პერიოდში.
ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჰემატურია, მეტრორაგია, პირველადი ჰიპერმენორეა, ქალებში ჰიპერმენორეა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან.
ნეონატოლოგია: პერივენტრიკულური სისხლდენის პროფილაქტიკა დღენაკლ ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად (ნელი ნაკადით) ან კუნთში. მოზრდილებში ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც 3-4 შეყვანაზე იყოფა. უმეტეს შემთხვევებში 1-2 ამპულის შიგთავსი შეჰყავთ 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარს.
ოპერაციული ჩარევა: ოპერაციულ ჩარევამდე 1 სთ-ით ადრე ინტრავენურად ან კუნთში შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა. ოპერაციის დროს ინტრავენურად შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა; შესაძლებელია ამ დოზის განმეორებითი შეყვანა. ოპერაციის შემდეგ შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა ყოველ 4-6 საათში სისხლდენის რისკის აღმოფხვრამდე.
ნეონატოლოგია: პრეპარატი ინიშნება კუნთში დოზით 10 მგ/კგ სხეულის მასაზე (0,1 მლ = 12,5 მგ). მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბადებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში. პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 6 საათში, 4 დღის განმავლობაში, საერთო დოზა შეადგენს 200 მგ/კგ.
ეტამზილატის გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივად (კანის ტრანსპლანტანტი, კბილის ექსტრაქცია) პრეპარატით დასველებული მარლის სტერილური საფენის გამოყენებით. შესაძლებელია ეტამზილატის პერორალური ფორმის პარენტერალურ ფორმასთან კომბინირებული გამოყენება.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების კლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
ბავშვები.
პრეაპარატი უკუნაჩვენებია ჰემობლასტოზის მქონე ბავშვებში (ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემია, ოსტეოსარკომა).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ეტამზილატის ან პრეპარატში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (განსაკუთრებით ნატრიუმის სულფიტის მიმართ); ბრონქული ასთმა, მწვავე პორფირია, სისხლის შედედების მომატება, თრომბოზები, თრომბოემბოლიები, ჰემობლასტოზი (ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემია, ოსტეოსარკომა) ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სისხლდენის სხვა მიზეზები. თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი ან/და ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის შესამცირებლად და გაუმჯობესება არ აღინიშნება, უნდა გამოირიცხოს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები (მაგალითად, საშვილოსნოს ფიბროზული წარმონაქმნების არსებობა).
სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თრომბოზი ან თრომბოემბოლია.
პრეპარატის პარენტერალური შეყვანის დროს არტერიული წნევის შემცირების რისკის გათვალისწინებით, იგი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასტაბილური არტერიული წნევის ან ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში.
თუ პაციენტს დექსტრანის ინფუზია სჭირდება, ეტამზილატი ინფუზიამდე უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი არაეფექტურია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებისას.
ჰემორაგიული გართულებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტების ჭარბ დოზირებასთან, რეკომენდებულია სპეციფიკური ანტიდოტების გამოყენება.
სისხლის შედედების სისტემის დარღვეული მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შესაძლებელია ეტამზილატის გამოყენება, მაგრამ დამატებით საჭიროა სამკურნალო საშუალებების შეყვანა, რომლებიც ხსნიან აღმოჩენილ დეფიციტს ან შედედების სისტემის ფაქტორების დეფექტს.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეტამზილატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. ეტამზილატი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ლაბორატორიული ტესტები.
თერაპიული დოზებით ეტამზილატმა შეიძლება შეამციროს ტესტის მაჩვენებლები კრეატინინის დონის განსაზღვრისას.
საინიექციო ხსნარის ფერის შეცვლის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს/დოზაზე, ანუ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
შემადგენლობაში ნატრიუმის მეტაბისულფიტისა და ნატრიუმის უწყლო სულფიტის არსებობამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თიამინი (ვიტამინი B1) ინაქტიურდება სულფიტით, რომელსაც შეიცავს პრეპარატის ხსნარი. დექსტრანების (მაგალითად, რეოპოლიგლუკინის) შეყვანამდე 1 საათით ადრე ეტამზილატის გამოყენება აფერხებს მათ ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, ხოლო დექსტრანების შეყვანის შემდეგ პრეპარატის ჰემოსტაზური ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა ჰემოსტაზურ საშუალებებთან ერთად. თუ ეტამზილატის ხსნარი შერეულია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, იგი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ნაყოფზე პრეპარატის მოქმედების შესახებ სანდო მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის Ι ტრიმესტრში. ორსულობის ΙΙ და ΙΙΙ ტრიმესტრებში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არ ახდენს გავლენას, მაგრამ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის განვითარება, რაც გასათვალისწინებელია ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ახდენს გავლენას, მაგრამ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის განვითარება, რაც გასათვალისწინებელია ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება, ქვედა კიდურების პარესთეზია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, არტერიული ჰიპოტენზია, ქსოვილების პერფუზიის დაქვეითება, რაც თავისით ალაგდება რამდენიმე ხნის შემდეგ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქული ასთმის გამწვავება, აღწერილია ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია.
სხვა: ასთენია, ტემპერატურის მომატება, ბრონქოსპაზმი, მწვავე პორფირია.
დარღვევები ინექციის ადგილის მხრივ: ქავილი, სიწითლე.
ყველა გვერდითი მოვლენა მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. ბავშვებში, რომლებსაც ეტამზილატით მკურნალობდნენ მწვავე ლიმფური და მიელოიდური ლეიკემიის სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, უფრო მეტი ალბათობით აქვთ მძიმე ლეიკოპენია.
ბავშვებს, რომლებსაც მწვავე ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემიის დროს სისხლდენის შესაჩერებლად უტარდებოდათ ეტამზილატით მკურნალობა, ხშირად აღენიშნებოდათ მძიმე ლეიკოპენია.
ჭარბი დოზა
მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: etamsylate;
ხსნარის 1 მლ შეიცავს 125 მგ ეტამზილატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის უწყლო სულფიტი (E 221), დინატრიუმის ედეტატი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე სითხე.
ფარმაკოთერაპიური ჯგუფი. ანტიჰემორაგიული საშუალებები. სხვა ჰემოსტატური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი B02B X01.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეტამზილატი წარმოადგენს სისხლდენის შესამცირებელ და სისხლის შემაჩერებელ საშულებას. ის მოქმედებს ჰემოსტაზის საწყის სტადიაზე (ენდოთელიუმს და თრომბოციტებს შორის ურთიერთქმედების სტადიაზე). ეტამზილატი ზრდის თრომბოციტების ადჰეზიას, აღადგენს კაპილარების კედლების მდგრადობას, რაც ამცირებს მათ განვლადობას, აინჰიბირეს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, რომლებიც იწვევს თრომბოციტების დეზაგრეგაციას, ვაზოდილატაციას და ზრდიან კაპილარების განვლადობას. ამის შედეგად მნიშნელოვნად მცირდება სისხლდენის დრო და სისხლის დანაკარგი.
ფარმაკოკინეტიკა.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატის ჰემოსტაზური ეფექტი აღენიშნება 5-15 წუთის შემდეგ, მაქსიმუმალური ეფექტი 1 საათის განმავლობაში მიიღწევა. სისხლის პლაზმაში ეტამზილატის პიკური დონე 500 მგ ეტამზილატის ინტრავენურად ან კუნთში შეყვანისას 1 საათში მიიღწევა და 30-50 მკგ/მლ შეადგენს. პრეპარატის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
შეყვანილი დოზის დაახლოებით 72% გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ეტამზილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. ეტამზილატი გადის პლაცენტურ ბარიერს. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ეტამზილატი დედის რძეში.
კლინიკური დახასიათება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ეტამზილატი
(AETHAMZILATUM)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: etamsylate;
ხსნარის 1 მლ შეიცავს 125 მგ ეტამზილატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის უწყლო სულფიტი (E 221), დინატრიუმის ედეტატი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე სითხე.
ფარმაკოთერაპიური ჯგუფი. ანტიჰემორაგიული საშუალებები. სხვა ჰემოსტატური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი B02B X01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ეტამზილატი წარმოადგენს სისხლდენის შესამცირებელ და სისხლის შემაჩერებელ საშულებას. ის მოქმედებს ჰემოსტაზის საწყის სტადიაზე (ენდოთელიუმს და თრომბოციტებს შორის ურთიერთქმედების სტადიაზე). ეტამზილატი ზრდის თრომბოციტების ადჰეზიას, აღადგენს კაპილარების კედლების მდგრადობას, რაც ამცირებს მათ განვლადობას, აინჰიბირეს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, რომლებიც იწვევს თრომბოციტების დეზაგრეგაციას, ვაზოდილატაციას და ზრდიან კაპილარების განვლადობას. ამის შედეგად მნიშნელოვნად მცირდება სისხლდენის დრო და სისხლის დანაკარგი.
ფარმაკოკინეტიკა.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატის ჰემოსტაზური ეფექტი აღენიშნება 5-15 წუთის შემდეგ, მაქსიმუმალური ეფექტი 1 საათის განმავლობაში მიიღწევა. სისხლის პლაზმაში ეტამზილატის პიკური დონე 500 მგ ეტამზილატის ინტრავენურად ან კუნთში შეყვანისას 1 საათში მიიღწევა და 30-50 მკგ/მლ შეადგენს. პრეპარატის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
შეყვანილი დოზის დაახლოებით 72% გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ეტამზილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. ეტამზილატი გადის პლაცენტურ ბარიერს. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ეტამზილატი დედის რძეში.
კლინიკური დახასიათება.
ჩვენებები.
ზედაპირულ და შიდა კაპილარებში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების პროფილაქტიკა და კონტროლი, განსაკუთრებით თუ სისხლდენა გამოწვეულია ენდოთელიუმის დაზიანებით, კერძოდ:
ოტორინოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგაში სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ქირურგიული ოპერაციების დროს და მის შემდგომ პერიოდში.
ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჰემატურია, მეტრორაგია, პირველადი ჰიპერმენორეა, ქალებში ჰიპერმენორეა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან.
ნეონატოლოგია: პერივენტრიკულური სისხლდენის პროფილაქტიკა დღენაკლ ბავშვებში.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ეტამზილატის ან პრეპარატში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (განსაკუთრებით ნატრიუმის სულფიტის მიმართ); ბრონქული ასთმა, მწვავე პორფირია, სისხლის შედედების მომატება, თრომბოზები, თრომბოემბოლიები, ჰემობლასტოზი (ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემია, ოსტეოსარკომა) ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
თიამინი (ვიტამინი B1) ინაქტიურდება სულფიტით, რომელსაც შეიცავს პრეპარატის ხსნარი. დექსტრანების (მაგალითად, რეოპოლიგლუკინის) შეყვანამდე 1 საათით ადრე ეტამზილატის გამოყენება აფერხებს მათ ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, ხოლო დექსტრანების შეყვანის შემდეგ პრეპარატის ჰემოსტაზური ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა ჰემოსტაზურ საშუალებებთან ერთად. თუ ეტამზილატის ხსნარი შერეულია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, იგი დაუყოვნებლად უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების თავისებურებები. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სისხლდენის სხვა მიზეზები. თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი ან/და ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის შესამცირებლად და გაუმჯობესება არ აღინიშნება, უნდა გამოირიცხოს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები (მაგალითად, საშვილოსნოს ფიბროზული წარმონაქმნების არსებობა).
სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თრომბოზი ან თრომბოემბოლია.
პრეპარატის პარენტერალური შეყვანის დროს არტერიული წნევის შემცირების რისკის გათვალისწინებით, იგი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასტაბილური არტერიული წნევის ან ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში.
თუ პაციენტს დექსტრანის ინფუზია სჭირდება, ეტამზილატი ინფუზიამდე უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი არაეფექტურია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებისას.
ჰემორაგიული გართულებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტების ჭარბ დოზირებასთან, რეკომენდებულია სპეციფიკური ანტიდოტების გამოყენება.
სისხლის შედედების სისტემის დარღვეული მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შესაძლებელია ეტამზილატის გამოყენება, მაგრამ დამატებით საჭიროა სამკურნალო საშუალებების შეყვანა, რომლებიც ხსნიან აღმოჩენილ დეფიციტს ან შედედების სისტემის ფაქტორების დეფექტს.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეტამზილატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. ეტამზილატი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ლაბორატორიული ტესტები.
თერაპიული დოზებით ეტამზილატმა შეიძლება შეამციროს ტესტის მაჩვენებლები კრეატინინის დონის განსაზღვრისას.
საინიექციო ხსნარის ფერის შეცვლის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს/დოზაზე, ანუ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
შემადგენლობაში ნატრიუმის მეტაბისულფიტისა და ნატრიუმის უწყლო სულფიტის არსებობამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის დროს ნაყოფზე პრეპარატის მოქმედების შესახებ სანდო მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის Ι ტრიმესტრში. ორსულობის ΙΙ და ΙΙΙ ტრიმესტრებში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არ ახდენს გავლენას, მაგრამ პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის განვითარება, რაც გასათვალისწინებელია ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება. პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად (ნელი ნაკადით) ან კუნთში. მოზრდილებში ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც 3-4 შეყვანაზე იყოფა. უმეტეს შემთხვევებში 1-2 ამპულის შიგთავსი შეჰყავთ 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარს.
ოპერაციული ჩარევა: ოპერაციულ ჩარევამდე 1 სთ-ით ადრე ინტრავენურად ან კუნთში შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა. ოპერაციის დროს ინტრავენურად შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა; შესაძლებელია ამ დოზის განმეორებითი შეყვანა. ოპერაციის შემდეგ შეჰყავთ 1-2 ამპულის შემცველობა ყოველ 4-6 საათში სისხლდენის რისკის აღმოფხვრამდე.
ნეონატოლოგია: პრეპარატი ინიშნება კუნთში დოზით 10 მგ/კგ სხეულის მასაზე (0,1 მლ = 12,5 მგ). მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბადებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში. პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 6 საათში, 4 დღის განმავლობაში, საერთო დოზა შეადგენს 200 მგ/კგ.
ეტამზილატის გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივად (კანის ტრანსპლანტანტი, კბილის ექსტრაქცია) პრეპარატით დასველებული მარლის სტერილური საფენის გამოყენებით. შესაძლებელია ეტამზილატის პერორალური ფორმის პარენტერალურ ფორმასთან კომბინირებული გამოყენება.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების კლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
ბავშვები.
პრეაპარატი უკუნაჩვენებია ჰემობლასტოზის მქონე ბავშვებში (ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემია, ოსტეოსარკომა).
ჭარბი დოზირება. მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება, ქვედა კიდურების პარესთეზია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, არტერიული ჰიპოტენზია, ქსოვილების პერფუზიის დაქვეითება, რაც თავისით ალაგდება რამდენიმე ხნის შემდეგ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქული ასთმის გამწვავება, აღწერილია ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია.
სხვა: ასთენია, ტემპერატურის მომატება, ბრონქოსპაზმი, მწვავე პორფირია.
დარღვევები ინექციის ადგილის მხრივ: ქავილი, სიწითლე.
ყველა გვერდითი მოვლენა მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. ბავშვებში, რომლებსაც ეტამზილატით მკურნალობდნენ მწვავე ლიმფური და მიელოიდური ლეიკემიის სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, უფრო მეტი ალბათობით აქვთ მძიმე ლეიკოპენია.
ბავშვებს, რომლებსაც მწვავე ლიმფოიდური და მიელოიდური ლეიკემიის დროს სისხლდენის შესაჩერებლად უტარდებოდათ ეტამზილატით მკურნალობა, ხშირად აღენიშნებოდათ მძიმე ლეიკოპენია.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
ეტამზილატის ხსნარი შეუთავსებელია ნატრიუმის ჰირდოკარბონატის ხსნართან და ნატრიუმის ლაქტატის ხსნარებთან.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია (ერთ შპრიცში) სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
შეფუთვა. 2 მლ ამპულებში. შეფუთვაში მოთავსებულია ბლისტერი 10 ამპულით.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.
განმცხადებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საცდელი ქარხანა “გნცლს”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


