პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ესცევენი

Esceven®

ურეცეპტოდ(83.5მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება ესცევენი, გელის ფორმით, ტრადიციულად გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, წვივის კუნთის ღამის კრუნჩხვები, ქავილი და შეშუპება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
hippocastani seminis extractum spissum + ჰეპარინი (heparin)
ფორმა და შეფუთვა
(83.5მგ+50ს.ე.)/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Poznańskie Zakłady Zielarskie „Herbapol“ S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ჰეპარინები და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
C05BA53
რეგისტრაციის ნომერი
რ-043823
რეგისტრირებულია
13 აგვისტო 2025, მოქმედებს 13 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაესცევენი და სხვა წამალი ერთად

ესცევენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება ესცევენი, გელის ფორმით, ტრადიციულად გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, წვივის კუნთის ღამის კრუნჩხვები, ქავილი და შეშუპება. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებებისას დაფუძნებულია მისი ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებაზე.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის რეკომედაციის მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პირველად გამოყენებამდე ტუბის დამცავი მემბრანის მოსახსნელად, გამოიყენეთ თავსახურის უკანა მხრე.

გამოიყენება კანზე.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: შეიზილეთ 1 გ გელი (გელის დაახლოებით 3-4 სმ სიგრძის ზოლი) კიდურებზე, დღეში სამჯერ. გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში.

თუ სიმპტომები გაძლიერდება ან არ გაქრება 2 კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება.

ესცევენის ჭარბი დოზით გამოყენება

არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.

ესცევენის დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ესცევენის გამოყენების შეწყვეტა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებებზე ან პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნაქტში),
  • თირკმელების ქრონიკული დაავადებისას,
  • ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსსა და თვალების ირგვლივ.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ესცევენის გამოყენებისას პაციენტებში, ჰემორაგიული დიათეზით. ლორწოვან გარსზე ან თვალში პრეპარატის მოხვედრისას, აუცილებელია წყლით ჩამობანა. გაღიზიანების სიმპტომების (სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა) განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ესცევენი და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ ან იღებდით ბოლო პერიოდში, ასევე ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომლის მიღებასაც ახლა გეგმავთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ესცევენის გელის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ესცევენი შეიცავს ბრონოპოლს და ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს

ბრონოპოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი). ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის).

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერმა სხვა პრეპარატმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი სითბოს შეგრძნება ან მსუბუქი ქავილი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება ეცნობოს უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს, ვარშავაში, Al. Jerozolimskie 181C. 02-222, ვარშავა. ტელეფონი 48 22 49 21 301, ფაქსი 48 22 49 21 309, ელ.ფოსტა: [email protected]. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

  • პრეპარატის აქტიური ნივთიერებებია: ცხენისწაბლას თესლის სქელი ექსტრაქტი (Hippocastani seminis extractum spissum; DER: 6-9:1; ექსტრაგენტი: მეთანოლი 90 % (v/v)) - 83,5 მგ/გ, ჰეპარინ ნატრიუმი (Heparinum natricum) - 50 სე/გ.
  • სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): კარბომერი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბრონოპოლი.

ესცევენის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ესცევენი წარმოდგენილია გელის ფორმით.

ხელმისაწვდომი შეფუთვა: 30 გ გელი ალუმინის ტუბში, ალუმინის მემბრანით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს მიდგომა ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვაზე თანდართული ინსტრუქცია: გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის

ესცევენი®

(83.5 მგ + 50 სე.)/გ გელი

Hippocastani seminis extractum spissum + Heparinum natricum

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია, პრეპარატის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ფარმაცევტის ან მედდის რეკომედაციის შესაბამისად.

  • შეინახეთ ინსტრუქცია, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.
  • რჩევის ან დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფარმაცევტს.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. იხილეთ პუნქტი 4.
  • თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 2 კვირის განმავლობაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის ესცევენი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ესცევენის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ესცევენი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ესცევენი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ესცევენი და რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება ესცევენი, გელის ფორმით, ტრადიციულად გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, წვივის კუნთის ღამის კრუნჩხვები, ქავილი და შეშუპება. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებებისას დაფუძნებულია მისი ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებაზე.

  • რა უნდა იცოდეთ ესცევენის გამოყენებამდე

როდის არ უნდა გამოიყენოთ ესცევენი

  • თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებებზე ან პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნაქტში),
  • თირკმელების ქრონიკული დაავადებისას,
  • ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსსა და თვალების ირგვლივ.

გაფრთხილებები და საფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ესცევენის გამოყენებისას პაციენტებში, ჰემორაგიული დიათეზით. ლორწოვან გარსზე ან თვალში პრეპარატის მოხვედრისას, აუცილებელია წყლით ჩამობანა. გაღიზიანების სიმპტომების (სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა) განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ესცევენი და სხვა პრეპარატები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ ან იღებდით ბოლო პერიოდში, ასევე ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომლის მიღებასაც ახლა გეგმავთ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ესცევენის გელის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ესცევენი შეიცავს ბრონოპოლს და ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს

ბრონოპოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი). ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის).

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

  • როგორ გამოიყენება ესცევენი

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის რეკომედაციის მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პირველად გამოყენებამდე ტუბის დამცავი მემბრანის მოსახსნელად, გამოიყენეთ თავსახურის უკანა მხრე.

გამოიყენება კანზე.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: შეიზილეთ 1 გ გელი (გელის დაახლოებით 3-4 სმ სიგრძის ზოლი) კიდურებზე, დღეში სამჯერ. გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში.

თუ სიმპტომები გაძლიერდება ან არ გაქრება 2 კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება.

ესცევენის ჭარბი დოზით გამოყენება

არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.

ესცევენის დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ესცევენის გამოყენების შეწყვეტა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ნებისმიერმა სხვა პრეპარატმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი სითბოს შეგრძნება ან მსუბუქი ქავილი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება ეცნობოს უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს, ვარშავაში, Al. Jerozolimskie 181C. 02-222, ვარშავა. ტელეფონი 48 22 49 21 301, ფაქსი 48 22 49 21 309, ელ.ფოსტა: [email protected]. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ ინახება ესცევენი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს მიდგომა ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ესცევენი

  • პრეპარატის აქტიური ნივთიერებებია: ცხენისწაბლას თესლის სქელი ექსტრაქტი (Hippocastani seminis extractum spissum; DER: 6-9:1; ექსტრაგენტი: მეთანოლი 90 % (v/v)) - 83,5 მგ/გ, ჰეპარინ ნატრიუმი (Heparinum natricum) - 50 სე/გ.
  • სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): კარბომერი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბრონოპოლი.

ესცევენის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ესცევენი წარმოდგენილია გელის ფორმით.

ხელმისაწვდომი შეფუთვა: 30 გ გელი ალუმინის ტუბში, ალუმინის მემბრანით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Poznańskie Zakłady Zielarskie „Herbapol“ S.A.

ტოვაროვას ქ. 47/51, 61-896 პოზნანი, პოლონეთი

ტელეფონი + 48 61 886 18 00, ფაქსი + 48 61 853 60 58

ინსტრუქცია ბოლოს განახლდა: 22/05/2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა