პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ესტროფემი 2 მგ

Estrofem® 2 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდანია
რისთვის გამოიყენება

ესტროფემი® არის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პრეპარატი. იგი შეიცავს ქალის ჰორმონს ესტრადიოლს. ესტროფემი® გამოიყენება ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, კერძოდ, იმ ქალებში, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო (ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია) და ამიტომ არ საჭიროებენ ესტროგენ/პროგესტაგენის კომბინირებულ თერაპიას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესტრადიოლი (estradiol)
ფორმა და შეფუთვა
2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S, დანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები
ATC კოდი
G03CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039942
რეგისტრირებულია
11 იანვარი 2024, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novo Nordisk A/S (დანია)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესტროფემი 2 მგ და სხვა წამალი ერთად

ესტროფემი 2 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესტროფემი® არის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პრეპარატი. იგი შეიცავს ქალის ჰორმონს ესტრადიოლს. ესტროფემი® გამოიყენება ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, კერძოდ, იმ ქალებში, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო (ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია) და ამიტომ არ საჭიროებენ ესტროგენ/პროგესტაგენის კომბინირებულ თერაპიას.

ესტროფემი® გამოიყენება:

მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სიმპტომების მოსახსნელად

მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ესტროგენის რაოდენობა ეცემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმხურვალის შეგრძნება სახის, კისრის და გულმკერდის არეში („ალები“). ესტროფემი® ამსუბუქებს მენოპაუზის შემდეგ განვითარებულ ამ სიმპტომებს. ესტროფემი® ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სერიოზულად უშლის ხელს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ოსტეოპოროზის (ძვლების განლევა) პრევენცია, თუ თქვენ გაქვთ მოტეხილობის განვითარების მაღალი რისკი და თუ არ შეგიძლიათ ამ მიზნით სხვა პრეპარატების მიღება.

65 წელზე უფროსი ასაკის ქალების ესტროფემით® მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ გაქვთ შეკითხვები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ საშვილოსნო ამოკვეთილი გაქვთ, არ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა და არ იღებთ ჰორმონალური თერაპიის სხვა პრეპარატებს, შეგიძლიათ მკურნალობა თქვენთვის ნებისმიერ მოსახერხებელ დღეს დაიწყოთ.

მიიღეთ ერთი ტაბლეტი ყოველ დღე, დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს. მას შემდეგ რაც დაასრულებთ შეფუთვაში არსებული ყველა 28 ტაბლეტის მიღებას, დაიწყეთ ახალი შეფუთვა და გააგრძელეთ მკურნალობა შეწყვეტის გარეშე.

კალენდარული შეფუთვის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ ინსტრუქციის ბოლოს - „მომხმარებლის ინსტრუქცია“.

ექიმის მიზანი იქნება თქვენი სიმპტომების სამკურნალოდ ყველაზე დაბალი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში დანიშვნა, საჭიროების მიხედვით. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ეს დოზა ძალიან ძლიერია ან საკმარისად ძლიერი არ არის.

თუ ამოკვეთილი გაქვთ საშვილოსნო, ექიმი დამატებით არ დაგინიშნავთ პროგესტაგენს (ქალის კიდევ ერთი ჰორმონი), თუ არ გაქვთ ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს ქსოვილის ზრდა საშვილოსნოს გარეთ).

თუ იღებდით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სხვა პროდუქტს, ჰკითხეთ ექიმს, როდის უნდა დაიწყოთ ესტროფემის® მიღება.

ძლიერი სისხლდენის ან სისხლიანი გამონადენის განვითრება, განსაკუთრებით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც წესი, არ წარმოადგენს ნერვიულობის მიზეზს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი, „ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და კიბო“, „საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო)“).

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ესტროფემი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ესტროფემი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ესტროფემის® ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

თუ დაგავიწყდათ ესტროფემის® მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს, მიიღეთ მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, გამოტოვეთ დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღეს ჩვეულებრივი რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. დოზის გამოტოვებამ შეიძლება გაზარდოს ძლიერი სისხლდენის და სისხლიანი გამონადენის განვითარების ალბათობა, თუ ჯერ კიდევ გაქვთ საშვილოსნო.

თუ შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება

თუ გსურთ ესტროფემის® მიღების შეწყვეტა, ჯერ მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი აგიხსნით მკურნალობის შეწყვეტის შედეგებს და თქვენთან ერთად განიხილავს სხვა ვარიანტებს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გჭირდებათ ქირურგიული ოპერაცია

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ოპერაცია, აცნობეთ ქირურგს, რომ იღებთ ესტროფემს®. შეიძლება საჭირო გახდეს ესტროფემის® მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე სისხლის შედედების რისკის შესამცირებლად (იხილეთ ნაწილი 2 „ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა“). ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ ესტროფემის® მიღების განახლება.

უკუჩვენებები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. ესტროფემის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეში არ ხართ დარწმუნებული.

არ მიიღოთ ესტროფემი®

თუ გაქვთ, გქონიათ ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ სარძევე ჯირკვლის კიბო.

თუ გაქვთ, გქონიათ ან ეჭვობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე კიბო, როგორიცაა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) კიბო.

თუ გაქვთ აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა.

თუ გაქვთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია), რომელიც არ არის ნამკურნალევი.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ვენაში სისხლის კოლტი (თრომბოზი), მაგალითად, ფეხებში (ღრმა ვენების თრომბოზი) ან ფილტვებში (ფილტვის ემბოლია).

თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა (მაგალითად, ცილა C, ცილა S ან ანტითრომბინის დეფიციტი).

თუ გაქვთ ან ცოტა ხნის წინ გქონიათ არტერიებში სისხლის კოლტებით გამოწვეული დაავადება, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი ან სტენოკარდია.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის დაავადება და თქვენი ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმაში არ დაბრუნებულა.

თუ გაქვთ იშვიათი სისხლის დაავადება, რომელსაც „პორფირია“ ეწოდება და რომელიც ოჯახურად გადადის.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ესტრადიოლის ან ესტროფემის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში „შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია“).

თუ ესტროფემის® მიღების დროს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა პირველად გამოვლინდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ესტროფემის® მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს. მკურნალობის დაწყების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ რომელიმე შემდეგი პრობლემა, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება ხელახლა განვითარდეს ან გაუარესდეს ესტროფემით® მკურნალობის დროს. თუ ასეა, აუცილებელია ექიმთან უფრო ხშირი ვიზიტი შემოწმებების ჩასატარებლად:

ფიბროიდები საშვილოსნოში

საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს შიდა შრის ზრდა (ენდომეტრიოზი) ან საშვილონოს შიდა შრის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) ისტორია

სისხლის შენადადებების განვითარების მომატებული რისკი (იხილეთ „სისხლის შენადედები ვენაში (თრომბოზი)“)

ესტროგენ-მგრძნობიარე კიბოს განვითარების მომატებული რისკი (როდესაც დედას, დას ან ბებიას ჰქონდა ძუძუს კიბო)

მაღალი არტერიული წნევა

ღვიძლის დაავადება, როგორიცაა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე

დიაბეტი

კენჭები ნაღვლის ბუშტში

შაკიკი ან მძიმე თავის ტკივილები

იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ ორგანოზე (სისტემური წითელი მგლურა)

ეპილეფსია

ასთმა

დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ყურის ბარაბანზე ან სმენაზე (ოტოსკლეროზი)

სისხლში ცხიმის ძალიან მაღალი დონე (ტრიგლიცერიდები)

გულის ან თირკმელების პრობლემებით გამოწვეული სითხის შეკავება

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპება.

შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თუ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს აღნიშნავთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობის განვითარებას:

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მითითებულია ნაწილში „არ მიიღოთ ესტროფემი®“

კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების ნიშნები

სახის, ენის ან/და ყელის შეშუპება ან/და ყლაპვის გაძნელება ან ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, რაც ანგიონევროზულ შეშუპებაზე მიუთითებს

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება (სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა)

შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი, რომელიც პირველად განვითარდა

ორსულობის დადგომისას

თუ შეამჩნევთ სისხლის კოლტის წარმოქმნის ნიშნებს, როგორიცაა:

ფეხების მტკივნეული შეშუპება და სიწითლე

გულმკერდის არეში უეცარი ტკივილი

სუნთქვის გაძნელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „სისხლის კოლტები ვენაში (თრომბოზი)“.

შენიშვნა: ესტროფემი® არ არის კონტრაცეპტივი. თუ ბოლო მენსტრუაციიდან 12 თვეზე ნაკლებია გასული ან 50 წელზე ნაკლები ასაკის ხართ, ორსულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება მაინც დაგჭირდეთ დამატებითი კონტრაცეფციის გამოყენება. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია და კიბო

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო).

მხოლოდ ესტროგენების შემცველი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ზრდის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოს (ენდომეტრიუმის კიბო) რისკს.

ესტროგენთან ერთად პროგესტაგენის მიღება ყოველი 28-დღიანი ციკლიდან მინიმუმ 12 დღის განმავლობაში გიცავთ ამ დამატებითი რისკისგან. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ გაქვთ საშვილოსნო, ექიმი ცალკე დაგინიშნავთ პროგესტაგენს. თუ საშვილოსნო ამოკვეთილია (ჰისტერექტომია), განიხილეთ ექიმთან, შეგიძლიათ თუ არა პროგესტაგენის გარეშე უსაფრთხოდ მიიღოთ ეს პროდუქტი.

შედარება

იმ ქალებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საშვილოსნო და არ იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 5 ქალში 50-65 წლის ასაკში დიაგნოსტირდება ენდომეტრიუმის კიბო.

50-65 წლის ასაკის ქალებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საშვილოსნო და რომლებიც იყენებენ მხოლოდ ესტროგენების შემცველ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 1 000-დან 10-60 ქალში დიაგნოსტირდება ენდომეტრიუმის კიბო (მაგ., 5-55 დამატებითი შემთხვევა), დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით.

მოულოდნელი სისხლდენა

ესტროფემის® მიღების დროს თვეში ერთხელ გექნებათ სისხლდენა (ე.წ. „მოხსნის“ სისხლდენა). თუმცა, თუ ყოველთვიური სისხლდენის გარდა, განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი (ლაქები), რომელიც:

გრძელდება პირველ 6 თვეზე მეტ ხანს

იწყება ესტროფემის® 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღების შემდეგ

გრძელდება ესტროფემის® მიღების შეწყვეტის შემდეგაც,

რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.

ძუძუს კიბო

მტკიცებულება აჩვენებს, რომ კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ან მხოლოდ ესტროგენის ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. დამატებითი რისკი დამოკიდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ხანგრძლივობაზე. რისკი ცხადი ხდება გამოყენების 3 წლის განმავლობაში. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ დამატებითი რისკი დროსთან ერთად მცირდება, მაგრამ რისკი შეიძლება არსებობდეს 10 ან მეტი წელი, თუ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას იტარებთ 5 წელზე მეტ ხანს.

შედარება

50-54 წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 13-17 ქალში დიაგნოსტირდება ძუძუს კიბო 5-წლიან პერიოდში.

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 16-17 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 0-3 შემთხვევა).

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000-მომხმარებელში იქნება 21 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 4-8 შემთხვევა).

50-59 წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 27 ქალში დიაგნოსტირდება ძუძუს კიბო 10-წლიან პერიოდში.

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 10 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 34 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 7 შემთხვევა).

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 10 წლის განმავლობაში, 1 000-მომხმარებელში იქნება 48 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 21 შემთხვევა).

რეგულარულად შეიმოწმეთ ძუძუ. მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:

კანზე ჩაღრმავებები

ძუძუს თავების ცვლილება

ნებისმიერი ამობურცული უბანი, რასაც დაინახავთ ან იგრძნობთ.

დამატებით რჩევა გეძლევათ, რომ ჩაერთოთ შემოთავაზებულ მამოგრაფიულ სკრინინგ პროგრამებში. მამოგრამის სკრინინგის დროს ექთან/ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელიც გიკეთებთ მამოგრაფიას, უნდა უთხრათ, რომ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ძუძუს სიმკვრივე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდიოს მამოგრამის შედეგზე. როდესაც მომატებულია ძუძუს სიმკვრივე, მამოგრაფიაზე შეიძლება არ გამოჩნდეს ყველა მასა.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო არის იშვიათი - უფრო იშვიათი, ვიდრე ძუძუს კიბო. მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასოცირებულია საკვერცხის კიბოს რისკის ოდნავ მომატებასთან. საკვერცხის კიბოს რისკი განსხვავდება ასაკთან ერთად. მაგალითად, 50-54 წლის წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 2,000-დან დაახლოებით 2 ქალში დიაგნოსტირდება საკვერცხი კიბო 4-5 წლიან პერიოდში. იმ ქალებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია 5 წლის განმავლობაში, 2,000 მომხმარებელში იქნება დაახლოებით 3 შემთხვევა (მაგ., დაახლოებით დამატებით 1 შემთხვევა).

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ეფექტი გულსა და სისხლის მიმოქცევაზე

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა (თრომბოზი)

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი დაახლოებით 1.3-3-ჯერ უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებლებში, ვიდრე არამომხმარებლებში, განსაკუთრებით გამოყენების პირველ წელს.

სისხლის კოლტები შეიძლება იყოს სერიოზული და ფილტვებში მოხვედრისას, შეიძლება გამოიწვიოს გულის არეში ტკივილი, ქოშინი, გულყრა ან სიკვდილიც კი.

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის უფრო დიდი ალბათობაა ასაკის მატებასთან ერთად და თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა:

თუ არ შეგიძლიათ სიარული დიდი ხნის განმავლობაში ქირურგიული ოპერაციის, ტრავმის ან დაავადების გამო (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 3, „თუ გჭირდებათ ქირურგიული ოპერაცია“)

თუ გაქვთ ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2)

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემა, რაც საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობას სისხლის შედედების საპრევენციო მედიკამენტის გამოყენებით

თუ თქვენს ახლო ნათესავს ოდესმე ჰქონია სისხლის შედედება ფეხებში, ფილტვებში ან სხვა ორგანოში

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა

თუ გაქვთ კიბო.

სისხლის შედედების ნიშნების შესახებ იხილეთ „შეწყვიტეთ ესტროფემის® გამოყენება“ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შედარება

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 5-წლიან პერიოდში, 1 000-დან 4-7 ქალში მოსალოდნელია ვენაში სისხლის შედედება.

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომლებიც იტარებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 9-12 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 5 შემთხვევა).

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომელბსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო და იტარებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 5-8 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 1 შემთხვევა).

გულის დაავადება (გულის შეტევა)

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ახდენს გულის შეტევის პრევენციას. 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებში, რომლებიც იტარებენ ესტროგენ-პროგესტაგენის შემცველ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ოდნავ უფრო მეტია გულის დაავადების განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იტარებენ რაიმე ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას.

იმ ქალებში, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო და იტარებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, არ არსებობს გულის დაავადების განვითარების მომატებული რისკი.

ინსულტი

ინსულტის განვითარების რისკი დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო მაღალია ქალებში, რომლებიც გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას მომხმარებლებში, იმ ქალებთან შედარებით, ვინც ამ თერაპიას არ გადის. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით გამოწვეული ინსულტის დამატებითი შემთხვევების რიცხვი ასაკთან ერთად იზრდება.

შედარება

50 წელს გადაცილებული ქალების შემთხვევაში, რომლებიც არ გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალური თერაპიას საშუალოდ, 1 000-დან 8 ქალს 5 წლის განმავლობაში ინსულტი ემართება. 50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 1 000 მომხმარებელზე აღინიშნება 11 შემთხვევა 5 წლის განმავლობაში (ანუ დამატებით 3 შემთხვევა).

სხვა მდგომარეობები

ჩანაცვლებითი ჰორმალური თერაპია მეხსიერების დაკარგვის პრევენციას არ ახდენს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება მეხსიერების დაკარგვის მაღალი რისკის შესახებ ქალებში, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმალურ თერაპიას 65 წლის შემდეგ იწყებენ. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ესტროფემის® ეფექტები. ამან შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენა. ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი)

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ნევირაპინი, ეფავირენცი, რიტონავირი და ნელფინავირი)

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები.

ჩანაცვლებითმა ჰორმალურმა თერაპიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი (ლამოტრიგინი), რადგან ამან შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე

C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალო საშუალებებმა (მაგ., კომბინირებული მკურნალობა ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე გლეკაპრევირი/პიბრენტასვირის სქემით მკურნალობა) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების დონის მომატება (ღვიძლის ფერმენტის - ALT-ს დონის მომატება) ქალებში, რომლებიც იყენებენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს. ესტროფემი® შეიცავს ესტრადიოლს ეთინილესტრადიოლის ნაცვლად. უცნობია, შესაძლებელია თუ არა ღვიძლის ALT-ს ფერმენტის დონის მომატება ესტროფემის® და C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მცენარეულ საშუალებებს ან სხვა ნატურალურ პროდუქტებს.

ესტროფემი® საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ესტროფემი® გამოიყენება მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუკავშირდით ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ესტროფემს® არ აქვს ცნობილი გავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესტროფემის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ესტროფემი® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ესტროფემის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ესტროფემი® შეიცავს ნატრიუმს

ესტროფემი® შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე (23 მგ) ნაკლებს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ლაბორატორიული ტესტები

თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ იღებთ ესტროფემს®, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ტესტის შედეგებზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

შემდეგი დაავადებები უფრო ხშირად აღინიშნება იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ მას:

ძუძუს კიბო

საშვილოსნოს შიდა შრის ჭარბი ზრდა ან კიბო (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან კიბო)

საკვერცხის კიბო

ფეხებში ან ფილტვებში ვენებში სისხლის შედედება (ვენური თრომბოემბოლიზმი)

გულის დაავადება

ინსულტი

მეხსიერების სავარაუდო დაკარგვა, თუ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია იწყება 65 წლის ასაკიდან.

დამატებითი ინფორმაცია ამ გვერდითი მოვლენების შესახებ იხილეთ მე-2 ნაწილში, „რა უნდა იცოდეთ ესტროფემის® გამოყენებამდე“.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგია (არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტი - შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

მიუხედავად იმისა, რომ არახშირი მოვლენაა, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა/ალერგია. ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის ნიშნები შეიძლება იყოს ერთი ან მეტი შემდეგი სიმპტომი: გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა (კანის სიფერმკრთალე და სიცივე, სწრაფი გულისცემა), თავბრუსხვევა, ოფლიანობა, რაც შეიძლება იყოს ანაფილაქსური რეაქციის/შოკის ნიშნები. თუ განვითარდა რომელიმე ხსენებული სიმპტომი, შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

დეპრესია

თავის ტკივილი

მუცლის (კუჭის) ტკივილი

გულისრევა

სპაზმები ფეხებში

სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება ან სარძევე ჯირკვლების გადიდება

შეშუპება (სითხის შეკავება)

წონაში მომატება.

არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

მხედველობის დარღვევა

სისხლის შედედება ვენებში (ვენური ემბოლიზმი)

გულძმარვა (დისპეფსია)

ღებინება

შებერილობა ან აირების დაგროვება

ნაღველში კენჭები

ქავილი ან გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1 ადამიანში)

არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა*

შაკიკი, იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე იყო

ინსულტი

უძილობა (ძილის უუნარობა)

ეპილეფსია

ლიბიდოს ცვლილება

სოკოთი გამოწვეული ვაგინალური ინფექცია

ასთმის გაუარერსება

თავბრუსხვევა

დიარეა

თმის ცვენა (ალოპეცია)

არტერიული წნევის მომატება

  • საშვილოსნოს მქონე ქალებში დანიშვნისას

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა სხვა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენებისას:

ნაღვლის ბუშტის დაავადება

კანის სხვადასხვა დაავადებები:

კანის ფერის შეცვლა, განსაკუთრებით სახის და კისრის მიდამოში, ცნობილი, როგორც „ორსულობის ლაქები“ (ქლოაზმა)

მტკივნეული მოწითალო ფერის კვანძები კანზე (erythema nodosum)

წერტილოვანი წითელი ფერის გამონაყარი (erythema multiforme).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია არის ესტრადიოლი 2 მგ (ესტრადიოლის ჰემიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსის შემცველობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ინდიგო კარმინი (E132).

ესტროფემის® გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, მრგვალი 6 მმ დიამეტრის. ტაბლეტებზე ერთ მხარეს ამოტვიფრულია NOVO 280.

ხელმისაწვდომი შეფუთვის ზომები

1 x 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

3 x 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე „Expiry“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება მოცემული თვის ბოლო დღემდე.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები, მარტივი, ათქ კოდი: G03CA03.

აქტიური ინგრედიენტი, სინთეზური 17β-ესტრადიოლი, ქიმიურად და ბიოლოგიურად ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის იდენტურია. იგი აღადგენს ქალებში ესტროგენის დანაკარგს მენოპაუზის დროს და ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს.

მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქება მიიღწევა მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ესტროგენები ახდენენ ძვლის დანაკარგის პრევენციას მენოპაუზის ან ოვარექტომიის შემდეგ.

მენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის მომატებულ ბრუნვასთან და ძვლის მასის შემცირებასთან. ესტროგენების ეფექტი ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე დოზადამოკიდებულია. დაცვა ეფექტურია იმ დრომდე, ვიდრე მიმდინარეობს მკურნალობა. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ძვლის მასის დაკარგვა ხდება ისეთივე სიჩქარით, როგორიც არანამკურნალებ ქალებში.

WHI კვლევიდან და მეტა-ანალიზირებული კვლევებიდან მიღებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება, ცალკე ან პროგესტაგენთან კომბინაციაში - უპირატესად ჯანმრთელ ქალებში გამოყენებისას - ამცირებს ბარძაყის, ხერხემლის და სხვა ოსტეოპოროზული მოტეხილობების რისკს. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასევე ახდენს მოტეხილობების პრევენციას იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ძვლის დაბალი სიმკვრივე და/ან დადგენილი ოსტეოპოროზი, მაგრამ ამის მტკიცებულება შეზღუდულია.

ესტროფემის® ეფექტები ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე შემოწმდა ორწლიანი რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ქალებში ნაადრევი პოსტმენოპაუზის დროს (n=166, მათ შორის 41 იღებდა ესტროფემს 1 მგ და 42 ესტროფემს 2 მგ). ესტროფემი® 1 მგ და 2 მგ ახდენდა წელის არეში ხერხემალზე და მთლიანად ბარძაყზე ძვლის დანაკარგის მნიშვნელოვან პრევენციას პლაცებოს მიმღებ ქალებთან შედარებით. ძვლის მინერალური სიმკრივის ცვლილების საშუალო პროცენტის საერთო სხვაობა პლაცებოს საპირისპიროდ იყო 1 მგ და 2 მგ-სთვის შესაბამისად 4.3% და 5.3% ხერხემალზე წელის არეში, 4.0% და 3.9% თეძოს ყელზე. შესაბამისი მაჩვენებლები იყო 3.3% და 3.2% 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ.

იმ ქალების პროცენტი, რომლებშიც შენარჩუნდა ან შეძენილ იქნა ძვლის მინერალური სიმკვრივე წელის არეში მკურნალობის დროს იყო 61% და 68% იმ ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 მგ და 2 მგ ესტროფემით® შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

Novo Nordisk-ის პერორალურად მიღებული მიკრონიზებული 17β-ესტრადიოლი, რომელიც შედის ესტროფემის® შემადგენლობაში, სწრაფად და ეფექტურად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც აღწევს პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 44 პგ/მლ-ს (დიაპაზონი 30-53 პგ/მლ) 2 მგ-ს მიღებიდან 4-6 საათის განმავლობაში. 17β-ესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 14-16 საათია. 17β-ესტრადიოლის 90%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს.

17β-ესტრადიოლი იჟანგება ესტრონის წარმოქმნით, რომელიც თავის მხრივ გარდაიქმნება ესტრონის სულფატად. ორივე ტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლში ხდება. ესტროგენები გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ განიცდის რეაბსორბციას ნაწლავიდან. დეგრადაცია ამ ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს ხდება. 17β-ესტრადიოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით (90-95%) ბიოლოგიურად არააქტიური გლუკურონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით ან განავლით (5-10%) ძირითადად არაკონიუგირებული სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ესტროფემი® 2 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიპტომები თქვენის მსგავსია.

თუ აღნიშნავთ რაიმე გვერდითი ეფექტის განვითარებას, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტის, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.

ამ ფურცელ-ჩანართში:

რა არის ესტროფემი® და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ესტროფემი®-ს გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ესტროფემი®

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ესტროფემი®

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ესტროფემი® და რისთვის გამოიყენება

ესტროფემი® არის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პრეპარატი. იგი შეიცავს ქალის ჰორმონს ესტრადიოლს. ესტროფემი® გამოიყენება ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, კერძოდ, იმ ქალებში, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო (ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია) და ამიტომ არ საჭიროებენ ესტროგენ/პროგესტაგენის კომბინირებულ თერაპიას.

ესტროფემი® გამოიყენება:

მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სიმპტომების მოსახსნელად

მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ესტროგენის რაოდენობა ეცემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმხურვალის შეგრძნება სახის, კისრის და გულმკერდის არეში („ალები“). ესტროფემი® ამსუბუქებს მენოპაუზის შემდეგ განვითარებულ ამ სიმპტომებს. ესტროფემი® ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სერიოზულად უშლის ხელს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ოსტეოპოროზის (ძვლების განლევა) პრევენცია, თუ თქვენ გაქვთ მოტეხილობის განვითარების მაღალი რისკი და თუ არ შეგიძლიათ ამ მიზნით სხვა პრეპარატების მიღება.

65 წელზე უფროსი ასაკის ქალების ესტროფემით® მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

რა უნდა იცოდეთ ესტროფემის® გამოყენებამდე

სამედიცინო ისტორია და რეგულარული შემოწმებები

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენებას თან ახლავს რისკები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მისი დაწყებისას ან გაგრძელებისას.

ნაადრევი მენოპაუზის (საკვერცხეების უკმარისობის ან ქირურგიული ოპერაციის გამო) მქონე ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ნაადრევი მენოპაუზა, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გამოყენების რისკები შეიძლება განსხვავებული იყოს. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე (ან განახლებამდე) ექიმი გამოგკითხავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიას. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფიზიკალური გამოკვლევა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას ან/და შინაგან გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში.

ესტროფემის® განოყენების დაწყების შემდეგ, რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის (წელიწადში ერთხელ მაინც). ამ გამოკვლევების დროს განიხილეთ ექიმთან ესტროფემის® მიღების გაგრძელების სარგებელი და რისკები.

ექიმის რეკომენდაციით რეგულარულად ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლების სკრინინგი.

არ მიიღოთ ესტროფემი®

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. ესტროფემის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეში არ ხართ დარწმუნებული.

არ მიიღოთ ესტროფემი®

თუ გაქვთ, გქონიათ ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ სარძევე ჯირკვლის კიბო.

თუ გაქვთ, გქონიათ ან ეჭვობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე კიბო, როგორიცაა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) კიბო.

თუ გაქვთ აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა.

თუ გაქვთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია), რომელიც არ არის ნამკურნალევი.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ვენაში სისხლის კოლტი (თრომბოზი), მაგალითად, ფეხებში (ღრმა ვენების თრომბოზი) ან ფილტვებში (ფილტვის ემბოლია).

თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა (მაგალითად, ცილა C, ცილა S ან ანტითრომბინის დეფიციტი).

თუ გაქვთ ან ცოტა ხნის წინ გქონიათ არტერიებში სისხლის კოლტებით გამოწვეული დაავადება, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი ან სტენოკარდია.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის დაავადება და თქვენი ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმაში არ დაბრუნებულა.

თუ გაქვთ იშვიათი სისხლის დაავადება, რომელსაც „პორფირია“ ეწოდება და რომელიც ოჯახურად გადადის.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ესტრადიოლის ან ესტროფემის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში „შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია“).

თუ ესტროფემის® მიღების დროს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა პირველად გამოვლინდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ესტროფემის® მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს. მკურნალობის დაწყების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ რომელიმე შემდეგი პრობლემა, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება ხელახლა განვითარდეს ან გაუარესდეს ესტროფემით® მკურნალობის დროს. თუ ასეა, აუცილებელია ექიმთან უფრო ხშირი ვიზიტი შემოწმებების ჩასატარებლად:

ფიბროიდები საშვილოსნოში

საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს შიდა შრის ზრდა (ენდომეტრიოზი) ან საშვილონოს შიდა შრის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) ისტორია

სისხლის შენადადებების განვითარების მომატებული რისკი (იხილეთ „სისხლის შენადედები ვენაში (თრომბოზი)“)

ესტროგენ-მგრძნობიარე კიბოს განვითარების მომატებული რისკი (როდესაც დედას, დას ან ბებიას ჰქონდა ძუძუს კიბო)

მაღალი არტერიული წნევა

ღვიძლის დაავადება, როგორიცაა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე

დიაბეტი

კენჭები ნაღვლის ბუშტში

შაკიკი ან მძიმე თავის ტკივილები

იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ ორგანოზე (სისტემური წითელი მგლურა)

ეპილეფსია

ასთმა

დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ყურის ბარაბანზე ან სმენაზე (ოტოსკლეროზი)

სისხლში ცხიმის ძალიან მაღალი დონე (ტრიგლიცერიდები)

გულის ან თირკმელების პრობლემებით გამოწვეული სითხის შეკავება

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპება.

შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თუ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს აღნიშნავთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობის განვითარებას:

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მითითებულია ნაწილში „არ მიიღოთ ესტროფემი®“

კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების ნიშნები

სახის, ენის ან/და ყელის შეშუპება ან/და ყლაპვის გაძნელება ან ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, რაც ანგიონევროზულ შეშუპებაზე მიუთითებს

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება (სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა)

შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი, რომელიც პირველად განვითარდა

ორსულობის დადგომისას

თუ შეამჩნევთ სისხლის კოლტის წარმოქმნის ნიშნებს, როგორიცაა:

ფეხების მტკივნეული შეშუპება და სიწითლე

გულმკერდის არეში უეცარი ტკივილი

სუნთქვის გაძნელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „სისხლის კოლტები ვენაში (თრომბოზი)“.

შენიშვნა: ესტროფემი® არ არის კონტრაცეპტივი. თუ ბოლო მენსტრუაციიდან 12 თვეზე ნაკლებია გასული ან 50 წელზე ნაკლები ასაკის ხართ, ორსულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება მაინც დაგჭირდეთ დამატებითი კონტრაცეფციის გამოყენება. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია და კიბო

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო).

მხოლოდ ესტროგენების შემცველი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ზრდის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოს (ენდომეტრიუმის კიბო) რისკს.

ესტროგენთან ერთად პროგესტაგენის მიღება ყოველი 28-დღიანი ციკლიდან მინიმუმ 12 დღის განმავლობაში გიცავთ ამ დამატებითი რისკისგან. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ გაქვთ საშვილოსნო, ექიმი ცალკე დაგინიშნავთ პროგესტაგენს. თუ საშვილოსნო ამოკვეთილია (ჰისტერექტომია), განიხილეთ ექიმთან, შეგიძლიათ თუ არა პროგესტაგენის გარეშე უსაფრთხოდ მიიღოთ ეს პროდუქტი.

შედარება

იმ ქალებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საშვილოსნო და არ იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 5 ქალში 50-65 წლის ასაკში დიაგნოსტირდება ენდომეტრიუმის კიბო.

50-65 წლის ასაკის ქალებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საშვილოსნო და რომლებიც იყენებენ მხოლოდ ესტროგენების შემცველ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 1 000-დან 10-60 ქალში დიაგნოსტირდება ენდომეტრიუმის კიბო (მაგ., 5-55 დამატებითი შემთხვევა), დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით.

მოულოდნელი სისხლდენა

ესტროფემის® მიღების დროს თვეში ერთხელ გექნებათ სისხლდენა (ე.წ. „მოხსნის“ სისხლდენა). თუმცა, თუ ყოველთვიური სისხლდენის გარდა, განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი (ლაქები), რომელიც:

გრძელდება პირველ 6 თვეზე მეტ ხანს

იწყება ესტროფემის® 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღების შემდეგ

გრძელდება ესტროფემის® მიღების შეწყვეტის შემდეგაც,

რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.

ძუძუს კიბო

მტკიცებულება აჩვენებს, რომ კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ან მხოლოდ ესტროგენის ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. დამატებითი რისკი დამოკიდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ხანგრძლივობაზე. რისკი ცხადი ხდება გამოყენების 3 წლის განმავლობაში. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ დამატებითი რისკი დროსთან ერთად მცირდება, მაგრამ რისკი შეიძლება არსებობდეს 10 ან მეტი წელი, თუ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას იტარებთ 5 წელზე მეტ ხანს.

შედარება

50-54 წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 13-17 ქალში დიაგნოსტირდება ძუძუს კიბო 5-წლიან პერიოდში.

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 16-17 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 0-3 შემთხვევა).

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000-მომხმარებელში იქნება 21 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 4-8 შემთხვევა).

50-59 წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 1 000-დან 27 ქალში დიაგნოსტირდება ძუძუს კიბო 10-წლიან პერიოდში.

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 10 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 34 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 7 შემთხვევა).

50 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 10 წლის განმავლობაში, 1 000-მომხმარებელში იქნება 48 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 21 შემთხვევა).

რეგულარულად შეიმოწმეთ ძუძუ. მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:

კანზე ჩაღრმავებები

ძუძუს თავების ცვლილება

ნებისმიერი ამობურცული უბანი, რასაც დაინახავთ ან იგრძნობთ.

დამატებით რჩევა გეძლევათ, რომ ჩაერთოთ შემოთავაზებულ მამოგრაფიულ სკრინინგ პროგრამებში. მამოგრამის სკრინინგის დროს ექთან/ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელიც გიკეთებთ მამოგრაფიას, უნდა უთხრათ, რომ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ძუძუს სიმკვრივე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდიოს მამოგრამის შედეგზე. როდესაც მომატებულია ძუძუს სიმკვრივე, მამოგრაფიაზე შეიძლება არ გამოჩნდეს ყველა მასა.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო არის იშვიათი - უფრო იშვიათი, ვიდრე ძუძუს კიბო. მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასოცირებულია საკვერცხის კიბოს რისკის ოდნავ მომატებასთან. საკვერცხის კიბოს რისკი განსხვავდება ასაკთან ერთად. მაგალითად, 50-54 წლის წლის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 2,000-დან დაახლოებით 2 ქალში დიაგნოსტირდება საკვერცხი კიბო 4-5 წლიან პერიოდში. იმ ქალებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია 5 წლის განმავლობაში, 2,000 მომხმარებელში იქნება დაახლოებით 3 შემთხვევა (მაგ., დაახლოებით დამატებით 1 შემთხვევა).

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ეფექტი გულსა და სისხლის მიმოქცევაზე

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა (თრომბოზი)

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი დაახლოებით 1.3-3-ჯერ უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებლებში, ვიდრე არამომხმარებლებში, განსაკუთრებით გამოყენების პირველ წელს.

სისხლის კოლტები შეიძლება იყოს სერიოზული და ფილტვებში მოხვედრისას, შეიძლება გამოიწვიოს გულის არეში ტკივილი, ქოშინი, გულყრა ან სიკვდილიც კი.

ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის უფრო დიდი ალბათობაა ასაკის მატებასთან ერთად და თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა:

თუ არ შეგიძლიათ სიარული დიდი ხნის განმავლობაში ქირურგიული ოპერაციის, ტრავმის ან დაავადების გამო (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 3, „თუ გჭირდებათ ქირურგიული ოპერაცია“)

თუ გაქვთ ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2)

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემა, რაც საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობას სისხლის შედედების საპრევენციო მედიკამენტის გამოყენებით

თუ თქვენს ახლო ნათესავს ოდესმე ჰქონია სისხლის შედედება ფეხებში, ფილტვებში ან სხვა ორგანოში

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა

თუ გაქვთ კიბო.

სისხლის შედედების ნიშნების შესახებ იხილეთ „შეწყვიტეთ ესტროფემის® გამოყენება“ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შედარება

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომლებიც არ იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, საშუალოდ, 5-წლიან პერიოდში, 1 000-დან 4-7 ქალში მოსალოდნელია ვენაში სისხლის შედედება.

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომლებიც იტარებენ ესტროგენ-პროგესტაგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 9-12 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 5 შემთხვევა).

50-იანი წლების ასაკის ქალებში, რომელბსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო და იტარებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას 5 წლის განმავლობაში, 1 000 მომხმარებელში იქნება 5-8 შემთხვევა (ე.ი. დამატებით 1 შემთხვევა).

გულის დაავადება (გულის შეტევა)

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ახდენს გულის შეტევის პრევენციას. 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებში, რომლებიც იტარებენ ესტროგენ-პროგესტაგენის შემცველ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ოდნავ უფრო მეტია გულის დაავადების განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იტარებენ რაიმე ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას.

იმ ქალებში, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო და იტარებენ მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, არ არსებობს გულის დაავადების განვითარების მომატებული რისკი.

ინსულტი

ინსულტის განვითარების რისკი დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო მაღალია ქალებში, რომლებიც გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას მომხმარებლებში, იმ ქალებთან შედარებით, ვინც ამ თერაპიას არ გადის. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიით გამოწვეული ინსულტის დამატებითი შემთხვევების რიცხვი ასაკთან ერთად იზრდება.

შედარება

50 წელს გადაცილებული ქალების შემთხვევაში, რომლებიც არ გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალური თერაპიას საშუალოდ, 1 000-დან 8 ქალს 5 წლის განმავლობაში ინსულტი ემართება. 50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც გადიან ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 1 000 მომხმარებელზე აღინიშნება 11 შემთხვევა 5 წლის განმავლობაში (ანუ დამატებით 3 შემთხვევა).

სხვა მდგომარეობები

ჩანაცვლებითი ჰორმალური თერაპია მეხსიერების დაკარგვის პრევენციას არ ახდენს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება მეხსიერების დაკარგვის მაღალი რისკის შესახებ ქალებში, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმალურ თერაპიას 65 წლის შემდეგ იწყებენ. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და ესტროფემი®

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ესტროფემის® ეფექტები. ამან შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენა. ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი)

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ნევირაპინი, ეფავირენცი, რიტონავირი და ნელფინავირი)

კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები.

ჩანაცვლებითმა ჰორმალურმა თერაპიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი (ლამოტრიგინი), რადგან ამან შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე

C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალო საშუალებებმა (მაგ., კომბინირებული მკურნალობა ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე გლეკაპრევირი/პიბრენტასვირის სქემით მკურნალობა) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების დონის მომატება (ღვიძლის ფერმენტის - ALT-ს დონის მომატება) ქალებში, რომლებიც იყენებენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს. ესტროფემი® შეიცავს ესტრადიოლს ეთინილესტრადიოლის ნაცვლად. უცნობია, შესაძლებელია თუ არა ღვიძლის ALT-ს ფერმენტის დონის მომატება ესტროფემის® და C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მცენარეულ საშუალებებს ან სხვა ნატურალურ პროდუქტებს.

ესტროფემი® საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ესტროფემს® არ აქვს ცნობილი გავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესტროფემის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ესტროფემი® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ესტროფემის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ესტროფემი® შეიცავს ნატრიუმს

ესტროფემი® შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე (23 მგ) ნაკლებს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ლაბორატორიული ტესტები

თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ იღებთ ესტროფემს®, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ტესტის შედეგებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ესტროფემი® გამოიყენება მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუკავშირდით ექიმს.

როგორ გამოიყენება ესტროფემი®

ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ გაქვთ შეკითხვები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ საშვილოსნო ამოკვეთილი გაქვთ, არ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა და არ იღებთ ჰორმონალური თერაპიის სხვა პრეპარატებს, შეგიძლიათ მკურნალობა თქვენთვის ნებისმიერ მოსახერხებელ დღეს დაიწყოთ.

მიიღეთ ერთი ტაბლეტი ყოველ დღე, დაახლოებით დღის ერთსა და იმავე დროს. მას შემდეგ რაც დაასრულებთ შეფუთვაში არსებული ყველა 28 ტაბლეტის მიღებას, დაიწყეთ ახალი შეფუთვა და გააგრძელეთ მკურნალობა შეწყვეტის გარეშე.

კალენდარული შეფუთვის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ ინსტრუქციის ბოლოს - „მომხმარებლის ინსტრუქცია“.

ექიმის მიზანი იქნება თქვენი სიმპტომების სამკურნალოდ ყველაზე დაბალი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში დანიშვნა, საჭიროების მიხედვით. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ეს დოზა ძალიან ძლიერია ან საკმარისად ძლიერი არ არის.

თუ ამოკვეთილი გაქვთ საშვილოსნო, ექიმი დამატებით არ დაგინიშნავთ პროგესტაგენს (ქალის კიდევ ერთი ჰორმონი), თუ არ გაქვთ ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს ქსოვილის ზრდა საშვილოსნოს გარეთ).

თუ იღებდით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სხვა პროდუქტს, ჰკითხეთ ექიმს, როდის უნდა დაიწყოთ ესტროფემის® მიღება.

ძლიერი სისხლდენის ან სისხლიანი გამონადენის განვითრება, განსაკუთრებით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც წესი, არ წარმოადგენს ნერვიულობის მიზეზს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი, „ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და კიბო“, „საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჭარბი გასქელება (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო)“).

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ესტროფემი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ესტროფემი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ესტროფემის® ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

თუ დაგავიწყდათ ესტროფემის® მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს, მიიღეთ მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, გამოტოვეთ დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დღეს ჩვეულებრივი რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. დოზის გამოტოვებამ შეიძლება გაზარდოს ძლიერი სისხლდენის და სისხლიანი გამონადენის განვითარების ალბათობა, თუ ჯერ კიდევ გაქვთ საშვილოსნო.

თუ შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება

თუ გსურთ ესტროფემის® მიღების შეწყვეტა, ჯერ მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი აგიხსნით მკურნალობის შეწყვეტის შედეგებს და თქვენთან ერთად განიხილავს სხვა ვარიანტებს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გჭირდებათ ქირურგიული ოპერაცია

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ოპერაცია, აცნობეთ ქირურგს, რომ იღებთ ესტროფემს®. შეიძლება საჭირო გახდეს ესტროფემის® მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე სისხლის შედედების რისკის შესამცირებლად (იხილეთ ნაწილი 2 „ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა“). ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ ესტროფემის® მიღების განახლება.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

შემდეგი დაავადებები უფრო ხშირად აღინიშნება იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ მას:

ძუძუს კიბო

საშვილოსნოს შიდა შრის ჭარბი ზრდა ან კიბო (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან კიბო)

საკვერცხის კიბო

ფეხებში ან ფილტვებში ვენებში სისხლის შედედება (ვენური თრომბოემბოლიზმი)

გულის დაავადება

ინსულტი

მეხსიერების სავარაუდო დაკარგვა, თუ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია იწყება 65 წლის ასაკიდან.

დამატებითი ინფორმაცია ამ გვერდითი მოვლენების შესახებ იხილეთ მე-2 ნაწილში, „რა უნდა იცოდეთ ესტროფემის® გამოყენებამდე“.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგია (არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტი - შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

მიუხედავად იმისა, რომ არახშირი მოვლენაა, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა/ალერგია. ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის ნიშნები შეიძლება იყოს ერთი ან მეტი შემდეგი სიმპტომი: გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა (კანის სიფერმკრთალე და სიცივე, სწრაფი გულისცემა), თავბრუსხვევა, ოფლიანობა, რაც შეიძლება იყოს ანაფილაქსური რეაქციის/შოკის ნიშნები. თუ განვითარდა რომელიმე ხსენებული სიმპტომი, შეწყვიტეთ ესტროფემის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

დეპრესია

თავის ტკივილი

მუცლის (კუჭის) ტკივილი

გულისრევა

სპაზმები ფეხებში

სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება ან სარძევე ჯირკვლების გადიდება

შეშუპება (სითხის შეკავება)

წონაში მომატება.

არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

მხედველობის დარღვევა

სისხლის შედედება ვენებში (ვენური ემბოლიზმი)

გულძმარვა (დისპეფსია)

ღებინება

შებერილობა ან აირების დაგროვება

ნაღველში კენჭები

ქავილი ან გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1 ადამიანში)

არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა*

შაკიკი, იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე იყო

ინსულტი

უძილობა (ძილის უუნარობა)

ეპილეფსია

ლიბიდოს ცვლილება

სოკოთი გამოწვეული ვაგინალური ინფექცია

ასთმის გაუარერსება

თავბრუსხვევა

დიარეა

თმის ცვენა (ალოპეცია)

არტერიული წნევის მომატება

  • საშვილოსნოს მქონე ქალებში დანიშვნისას

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა სხვა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენებისას:

ნაღვლის ბუშტის დაავადება

კანის სხვადასხვა დაავადებები:

კანის ფერის შეცვლა, განსაკუთრებით სახის და კისრის მიდამოში, ცნობილი, როგორც „ორსულობის ლაქები“ (ქლოაზმა)

მტკივნეული მოწითალო ფერის კვანძები კანზე (erythema nodosum)

წერტილოვანი წითელი ფერის გამონაყარი (erythema multiforme).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება ესტროფემი®

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე „Expiry“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება მოცემული თვის ბოლო დღემდე.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ესტროფემი®

აქტიური სუბსტანცია არის ესტრადიოლი 2 მგ (ესტრადიოლის ჰემიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსის შემცველობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ინდიგო კარმინი (E132).

ესტროფემის® გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, მრგვალი 6 მმ დიამეტრის. ტაბლეტებზე ერთ მხარეს ამოტვიფრულია NOVO 280.

ხელმისაწვდომი შეფუთვის ზომები

1 x 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

3 x 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Novo Nordisk A/S

ნოვო ალე

DK-2880 ბაგსვერდი

დანია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მომხმარებლის ინსტრუქცია

როგორ გამოიყენება კალენდარული შეფუთვა

დღის შეხსენების დაყენება

დაატრიალეთ შიდა დისკი ისე, რომ კვირის დღე პატარა პლასტმასის დანაყოფის მოპირდაპირე მხარეს განთავსდეს.

ამოიღეთ პირველი დღის ტაბლეტი

გატეხეთ პლასტმასის დანაყოფი და ამოიღეთ პირველი ტაბლეტი.

  • ციფერბლატი გადასწიეთ ყოველ დღე

მომდევნო დღეს გადასწიეთ გამჭვირვალე ციფერბლატი საათის ისრის მიმართულებით 1 დანაყოფით, როგორც ისარი მიუთითებს. ამოიღეთ შემდეგი ტაბლეტი. გახსოვდეთ, რომ დღეში მხოლოდ 1 ტაბლეტი უნდა მიიღოთ.

გამჭვირვალე ციფერბლატის დატრიალება შეგიძლიათ მხოლოდ ჭრილიდან ტაბლეტის ამოღების შემდეგ.

ესტროფემი® სავაჭრო ნიშანი ეკუთვნის Novo Nordisk Health Care AG, შვეიცარია.

© 2025

Novo Nordisk A/S

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა