ესმობლოკი შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით ესმოლოლი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება პრეპარატების ოჯახს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკატორები“. იგი ავლენს თავის ეფექტებს გულისცემის ძალისა და სიჩქარის კონტროლით. მას, ასევე, შეუძლია დაეხმაროს არტერიული წნევის შემცირებაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ესმოლოლი (esmolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/მლ 250მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1
- მწარმოებელი
- Polifarma İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AB09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036545
- რეგისტრირებულია
- 3 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
ესმობლოკი 10მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესმობლოკი შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით ესმოლოლი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება პრეპარატების ოჯახს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკატორები“. იგი ავლენს თავის ეფექტებს გულისცემის ძალისა და სიჩქარის კონტროლით. მას, ასევე, შეუძლია დაეხმაროს არტერიული წნევის შემცირებაში.
იგი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ის ძალიან ძლიერია;
გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემები და როდესაც არტერიული წნევა იზრდება ქირურგიული ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ესმობლოკი შეჰყავთ დატვირთვითი დოზირებით ან მის გარეშე უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის გზით. სასურველი პარკუჭოვანი რეაგირებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დატვირთვითი დოზა და/ან შემანარჩუნებელი ინფუზიის (ეტაპობრივი დოზირება) ტიტრაცია.
ცხრილი 1-ეტაპობრივი დოზირება
ეტაპი
პროცედურა
1
არასავალდებულო დატვირთვითი დოზა (500 მიკროგრამი/კგ 1 წუთში), შემდეგ 50 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
2
საჭიროების შემთხვევაში, არასავალდებულო დატვირთვითი დოზა, 100 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
3
საჭიროების შემთხვევაში, არასავალდებულო დატვირთვითი დოზა, 150 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
4
საჭიროების შემთხვევაში, დოზა იზრდება 200 მიკროგრამი/კგ/წთ-მდე
იმ შემთხვევებში, როდესაც დატვირთვითი დოზა შეყვანილი არ არის, ესმოლოლის კონცენტრაციების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური დასტაბილურება, რომელთა შეყვანა ხდება ფიქსირებული კონცენტრაციით, ხდება დაახლოებით 30 წუთში.
მიუხედავად იმისა, რომ დაბალი დოზები, როგორიცაა 25 მიკროგრამი/კგ/წთ, საკმარისია ეფექტური შემანარჩუნებელი დოზებისთვის, უწყვეტი და თანდათანობითი დოზირება მერყეობს 50-დან 200 მიკროგრამი/კგ/წთ-მდე. 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალ დოზებს აქვს დაბალი ეფექტი, იწვევს გულისცემის მცირე მომატებას და ზრდის გვერდითი მოვლენების სიხშირეს.
შემანარჩუნებელი ინფუზია შეიძლება ჩატარდეს 48 საათამდე.
ინტრაოპერაციული ან პოსტოპერაციული ტაქიკარდია და/ან ჰიპერტენზია
ამგვარი გამოყენებისას, თერაპიული ეფექტისთვის ეტაპობრივი ტიტრაცია ყოველთვის არ არის რეკომენდებული. აქედან გამომდინარე, არსებობს დოზირების ორი ვარიანტი: მყისიერი კონტროლი და ეტაპობრივი კონტროლი.
დოზირების რეკომენდაცია მყისიერი კონტროლის დროს
როგორც ბოლუსური დოზა, 1 მგ/კგ შეჰყავთ პირველ 30 წამში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 150 მიკროგრამი/კგ/წთ შეჰყავთ ინფუზიის გზით.
ინფუზიის სიჩქარე რეგულირდება საჭიროებისამებრ, რათა შენარჩუნდეს სასურველი გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა. იხ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზების პარაგრაფი ქვემოთ.
დოზირების რეკომენდაცია ეტაპობრივი ტიტრაციის დროს
როგორც ბოლუსური დოზა, 500 მიკროგრამი/კგ შეჰყავთ პირველ 1 წუთში, შემდეგ კი 4 მიკროგრამი/კგ/წთ შეჰყავთ შემანარჩუნებელი ინფუზიით 4 წუთის განმავლობაში.
რეაგირებიდან გამომდინარე, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისთვის ნაჩვენები დოზის შეყვანა გრძელდება. გთხოვთ, იხ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზების პარაგრაფი ქვემოთ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები
ტაქიკარდიის სამკურნალოდ რეკომენდებულია 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მეტი შემანარჩუნებელი დოზები. 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალ დოზებს აქვს დაბალი ეფექტი, იწვევს გულისცემის მცირე მომატებას და ზრდის გვერდითი მოვლენების სიხშირეს.
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი ინფუზიური დოზები (250-300 მიკროგრამი/კგ/წთ). 300 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ესმობლოკით მკურნალობიდან ალტერნატიულ პრეპარატებზე გადასვლა
საკმარისი კონტროლისა და სტაბილიზებული კლინიკური სურათის მიღწევის შემდეგ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ანტიარითმული პრეპარატები.
ესმობლოკით მკურნალობიდან ალტერნატიულ პრეპარატებზე გადასვლისას ექიმმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს მომხმარებლის ინსტრუქციები და შეამციროს ესმობლოკის დოზა შემდეგნაირად:
ალტერნატიული პრეპარატების პირველი დოზის მიღებიდან 30 წუთში, ესმობლოკის ინფუზიის სიჩქარე უნდა განახევრდეს (50%).
ალტერნატიული პრეპარატის მეორე დოზის მიღების შემდეგ ხდება პაციენტის რეაგირების მონიტორინგი და თუ საკმარისი კონტროლი მიიღწევა პირველივე საათში, ესმობლოკით ინფუზია წყდება.
მიღების წესი:
ვინაიდან ესმობლოკი მზად არის გამოსაყენებლად, იგი ინიშნება ინტრავენურად განზავების გარეშე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
უკუჩვენებები
გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების ესმოლოლის, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ (ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, გამონაყარი, ქავილი და შეშუპება სახისა და ტუჩების ირგვლივ);
გულისცემა ძალიან ნელია (თუ თქვენი გულისცემის სიხშირე 50 დარტყმა/წუთზე ნაკლებია);
თქვენი გულისცემა ხანდახან იზრდება, ან იზრდება და მცირდება;
გაქვთ გულის მძიმე ბლოკადა (გულის ბლოკადა ხდება მაშინ, როდესაც არსებობს ელექტრული დენის გამტარობის პრობლემა, რომელიც არეგულირებს გულის ფუნქციებს);
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
გაქვთ რაიმე პრობლემა გულში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით;
გაქვთ გულის მძიმე უკმარისობის ნიშნები;
იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ვერაპამილს (გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჰიპერტენზია, გულის სპაზმი, არითმია, გულის ცემა ძალიან სწრაფად) (ესმობლოკი არ უნდა დაინიშნოს ვერაპამილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში);
გაწუხებთ არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა (ფეოქრომოციტომა წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებიდან და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მომატება, ძლიერი თავის ტკივილი, ოფლიანობა და გულისცემის გახშირება);
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში მიმავალ ვენებში (ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);
გაქვთ სწრაფად პროგრესირებადი ასთმის ნიშნები;
არ შეგიძლიათ მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ჭარბი მჟავების გამოდევნა ორგანიზმიდან (ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაქვთ მეტაბოლური აციდოზი);
ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გთხოვთ, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
ესმობლოკის გამოყენება სიფრთხილით
მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ესმობლოკის მიღებამდე. თქვენი ექიმი მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს ესმობლოკის დანიშვნისას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ:
თუ გაქვთ არითმიის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელსაც ეწოდება სუპრავენტრიკულური არითმია და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი:
სხვა გულისმიერ დარღვევები, ან
იღებთ სხვა საგულე პრეპარატებს.
ასეთ შემთხვევებში ესმობლოკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი, პოტენციურად ლეტალური შედეგები:
ცნობიერების დაკარგვა;
შოკები (როდესაც გული ვერ ტუმბავს საკმარის სისხლს);
გულის შეტევა (გულის გაჩერება).
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რაც შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი თავბრუსხვევის ან თავბრუსხვევის სახით, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას. დაბალი არტერიული წნევა ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას ესმობლოკით მკურნალობის დასრულებიდან 30 წუთში;
თუ გაქვთ ნელი გულისცემა მკურნალობის დაწყებამდე;
თუ გულისცემის სიხშირე შემცირება 50-55 დარტყმამდე წუთში. ამ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამციროს ესმობლოკის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ გაქვთ ელექტრული დენის გამტარობის პრობლემები, რომელიც არეგულირებს გულის ფუნქციებს (გულის ბლოკადა);
თუ გაქვთ ჯირკვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა, რომლის სამკურნალოდ იღებთ ალფა-რეცეპტორების ბლოკატორებს;
თუ მკურნალობთ მომატებულ არტერიულ წნევას (ჰიპერტენზია), რომელიც გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის შემცირებით (ჰიპოთერმია);
თქვენ გაქვთ გართულებები, რომლებიც უკავშირდება ასთმას, მაგალითად, რესპირატორული ტრაქტის შეკუმშვა ან ხმაურიანი სუნთქვა;
თუ გაქვთ დიაბეტი ან სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ესმობლოკმა შეიძლება გაზარდოს დიაბეტის წამლების ეფექტები);
თუ განგივითარდათ კანისმიერი დარღვევები. ასეთი დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს წამლის გაჟონვით ვენებიდან, სადაც ხდება მისი შეყვანა. ასეთ შემთხვევებში, ექიმი შეიყვანს პრეპარატს სხვა ვენით;
თუ გაწუხებთ სტენოკარდიის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც ეწოდება „პრინცმეტალის სტენოკარდია“.
თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა (დაბალ არტერიულ წნევასთან ერთად). ამ შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობა საგრძნობლად უფრო ადვილად ვითარდება;
თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, როგორიცაა თითების სიფერმკრთალე (რეინოს დაავადება) ან ტკივილი, დაღლილობა ან წვის მსგავსი ტკივილი ფეხებში;
თუ გაქვთ თირკმლისმიერი დარღვევები. თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გადიხართ დიალიზურ მკურნალობას თირკმელებისთვის, სისხლში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერკალიემია). ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გულისმიერი დარღვევები;
თუ გაქვთ ალერგია რაიმეს მიმართ ან გაქვთ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი (მძიმე ალერგიული რეაქცია). ესმობლოკის გამოყენების შედეგად, მიმდინარე ალერგიები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე და რთულად განკურნებადი;
თუ თქვენ ან ვინმეს თქვენს ოჯახში გაქვთ ფსორიაზი (ეს კანისმიერი დაავადება იწვევს ლაქების მსგავს აქერცვლას კანზე);
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტივობა).
შემდეგი გარემოება ჩვეულებრივ არ საჭიროებს დოზის ხელახლა კორექტირებას:
ღვიძლისმიერი დარღვევები.
საჭიროა კონტროლი ესმობლოკის მიღებისას:
ესმობლოკის მსგავსმა პრეპარატებმა, ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება შეამცირონ გულისცემა;
ესმობლოკის მხოლოდ შეზღუდული დროით მიღებისას, იგი არ იმოქმედებს თქვენზე. თქვენ იქნებით მონიტორინგის ქვეშ ესმობლოკით მკურნალობისას და თუ თქვენი გულისცემა შესუსტდება, ესმობლოკის სამკურნალო დოზა შემცირდება ან შეჩერდება მისი მიღება. თქვენი ექიმი შეგიმოწმებთ არტერიულ წნევას ესმობლოკით მკურნალობის დროს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ესმობლოკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ესმობლოკის მიღებისას არ არის შესაძლებელი საკვების ან სასმელის მოხმარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ თქვენ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე, მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს, მცენარეულ პრეპარატებს და ნატურალურ პროდუქტებს.
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას და ანელებენ გულისცემას;
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა: ვერაპამილი და დილთიაზემი, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის ან გულმკერდში ტკივილის დროს (სტენოკარდია). არ შეიძლება ესმობლოკის მიღება ვერაპამილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში;
ნიფედიპინი, რომელიც გამოიყენება გულმკერდის ტკივილის (სტენოკარდიის), მაღალი არტერიული წნევის და რეინოს დაავადების დროს;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის (ქინიდინი, დისპოპრამიდი, ამიოდარონი და სხვ.) და გულის უკმარისობის (დიგოქსინი, დიგიტოქსინი, დიგიტალისი და ა.შ.) დროს;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი და პერორალურად მისაღები პრეპარატები;
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდება განგლიონის ბლოკერები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, როგორიცაა ტრიმეთაფანი);
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები და არ არის სტეროიდები (აასს) (ასპირინი, იბუპროფენი, ნაბუმეტონი და ა.შ.);
ფლოქტაფენინი, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი;
ამისულპრიდი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ;
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი და სხვ.) ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ;
ბარბიტურატები (როგორიცაა, ფენობარბიტალი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) ან ფენოთიაზინები (როგორიცაა, ქლორპრომაზინი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების სამკურნალოდ);
კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების სამკურნალოდ);
ეპინეფრინი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდება ცხვირის დეკონგესანტები და გამოიყენება გაციებისა და ცხვირის დახშობის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით რეზერპინი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით კლონიდინი, რომელიც გამოიყენება ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც არტერიული წნევა მაღალია და შაკიკის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით მოქსონიდინი, რომელიც გამოიყენება ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც არტერიული წნევა მაღალია;
პრეპარატები სახელწოდებით ერგოტის წარმოებულები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს;
პრეპარატი სახელწოდებით ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
მორფინი, რომელიც არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი;
სუქსამეთონიუმის ქლორიდი (ასევე ცნობილი, როგორც სუქცინილქოლინი ან სკოლინი) ან მივაკურიუმი, რომლებიც გამოიყენება როგორც მიორელაქსანტები ქირურგიული ოპერაციების დროს. უფრო მეტიც, თუ თქვენ ჩაგიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია და დაგენიშნებათ სედატიური ან სხვა სამკურნალო საშუალებები ოპერაციის დროს, თქვენი ექიმი მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს ოპერაციისას.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

თუ ხართ მეძუძური დედა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ესმობლოკის მიღებამდე. ესმობლოკი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ასე რომ, თუ თქვენ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ესმობლოკის გამოყენებისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესმობლოკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს დაახლოებით 30.45 მმოლ მგ ნატრიუმს თითოეულ პაკეტში. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესმობლოკში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების უმეტესობა ქრება ესმობლოკით მკურნალობის შეწყვეტიდან 30 წუთში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ესმობლოკის გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტზე)
შემცირებული არტერიული წნევა (დაძაბულობა). აღნიშნული შეიძლება სწრაფად გაქრეს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არტერიული წნევა ხშირად უნდა გაიზომოს მკურნალობის დროს;
ჭარბი ოფლიანობა.
ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
მადის დაკარგვა;
შფოთვა ან დეპრესია;
თავბრუსხვევა / დაბნეულობა;
ძილიანობა;
თავის ტკივილი;
ჩხვლეტის ან „რჭობის“ შეგრძნება;
კონცენტრაციის გაძნელება;
დაბინდული ცნობიერება ან აგზნებადობა (არათანმიმდევრული ქცევები, ქცევითი ან სულიერი აღგზნების სახით, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ აშლილობას);
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა და ღებინება);
სისუსტის შეგრძნება;
დაღლილობის შეგრძნება (დაღლილობა);
გამონაყარი ან გამკვრივება კანზე ესმობლოკის შეყვანის ადგილის ირგვლივ.
არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
პათოლოგიური ფიქრები;
გონების უეცარი დაკარგვა;
გულის წასვლის შეგრძნება;
სპაზმური კრუნჩხვები;
მეტყველების დარღვევები;
მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები;
შემცირებული გულისცემა;
ელექტროსტიმულირებასთან დაკავშირევბული პრობლემები, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემის სიხშირეს;
გაზრდილი წნევა ფილტვის არტერიებში;
გულის უკმარისობა, საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვისას (გულის უკმარისობა);
არითმია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პალპაცია (პარკუჭოვანი ექსტრა სისტოლა);
არითმიის ტიპი (კვანძოვანი რიტმი);
დისკომფორტი გულმკერდის არეში სისხლის არასაკმარისი მიმოქცევის გამო, გულის კუნთის მკვებავ სისხლძარღვებში (სტენოკარდია);
არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა ხელებსა და ფეხებში;
სიფერმკრთალე ან სიწითლე სახესა და კისერზე;
ჰიდროთორაქსი;
ქოშინი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში, რაც ართულებს სუნთქვას;
ხმაურიანი სუნთქვა;
ცხვირის დახშობა;
სუნთქვისას ფილტვებში წკაპუნისმაგვარი ხმის მოსმენა;
გემოვნების შეგრძნებასთან დაკავშირებული დარღვევები;
საჭმლის მონელების დარღვევა;
ყაბზობა;
პირის სიმშრალე;
ტკივილი კუჭის არეში;
კანის გაუფერულება;
კანის სიწითლე;
კუნთებისა და მყესების ტკივილი, მხრებისა და ზურგის ჩათვლით;
შარდვის გაძნელება (შარდის ბუშტის ბოლომდე არ დაცლა);
გაციების ან მაღალი ცხელების შეგრძნება;
ტკივილი და შეშუპება ესმობლოკის ინექციის ადგილის ირგვლივ;
ანთება ან სისხლჩაქცევა ინექციის ადგილის ირგვლივ.
ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
მკვეთრად შემცირებული გულისცემა (სინუსური გაჩერება);
გულის ელექტრული აქტივობის გაჩერება (ასისტოლია);
კანის სიწითლისა და გაცხელების გარდა, სისხლძარღვები უფრო მგრძნობიარე ხდება (თრომბოფლებიტი);
ხსნარის გაჟონვის შედეგად, ნეკროზი კანში ინექციის ადგილის ირგვლივ.
უცნობია (ზეგავლენის ქვეშ მყოფ პირთა რაოდენობა უცნობია)
სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია);
სისხლში მჟავას დონის მომატება (მეტაბოლური აციდოზი);
გულის შეკუმშვის სიჩქარის მომატება (დაჩქარებული იდიოვენტრიკულური რიტმი);
სპაზმი გულის მკვებავ არტერიებში;
სისხლის რეგულარული მიმოქცევა ხდება არასაკმარისი (გულის გაჩერება);
ფსორიაზი (ეს კანის დაავადება იწვევს ლაქების მსგავს აქერცვლას კანზე);
სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება (ანგიო-შეშუპება);
ჭინჭრის ციება;
ვენის ანთება ან სითხის დაგროვება ინფუზიის ადგილის ირგვლივ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ესმობლოკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
არ გამოიყენოთ ესმობლოკი შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ მოხსნათ პაკეტის გარშემო არსებული დამცავი საფარი, სანამ არ დააპირებთ მის გამოყენებას.
შეინახეთ ესმობლოკი ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა ინახებოდეს მაცივარში ან არ უნდა მოხდეს მისი გაყინვა.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ, ესმობლოკი არ ფუჭდება 24 საათის განმავლობაში, თუ ინახება 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. თუმცა, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული გახსნის შემდეგ.
თუ ხსნარში შენიშნეთ ნაწილაკები ან გაუფერულება, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ესმობლოკი შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:
პოლიფარმა ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.შ.
(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი
ტელ: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 03.01.2022
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებსაც შეჰყავთ ეს პრეპარატი
ეს ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებით. გაეცანით პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაციას მთლიანად დოზირების, მიღების მეთოდის, უკუჩვენებების, გაფრთხილებების და ა.შ. შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი
ესმობლოკი 10 მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი
ინიშნება ინტრავენურად განზავების გარეშე.
სტერილური
მოქმედი ნივთიერებები: შეიცავს 2.5 გრამ ესმოლოლის ჰიდროქლორიდს 250 მილილიტრიან პაკეტში.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.
აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ესმობლოკი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ესმობლოკის გამოყენებამდე
როგორ უნდა გამოიყენოთ ესმობლოკი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ესმობლოკის შენახვის პირობები
რას წარმოადგენს ესმობლოკი და რისთვის გამოიყენება
ესმობლოკი შეიცავს პრეპარატს, სახელწოდებით ესმოლოლი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება პრეპარატების ოჯახს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკატორები“. იგი ავლენს თავის ეფექტებს გულისცემის ძალისა და სიჩქარის კონტროლით. მას, ასევე, შეუძლია დაეხმაროს არტერიული წნევის შემცირებაში.
იგი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ის ძალიან ძლიერია;
გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემები და როდესაც არტერიული წნევა იზრდება ქირურგიული ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.
რა უნდა იცოდეთ ესმობლოკის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ესმობლოკი იმ შემთხვევებში, თუ:
გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების ესმოლოლის, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ (ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, გამონაყარი, ქავილი და შეშუპება სახისა და ტუჩების ირგვლივ);
გულისცემა ძალიან ნელია (თუ თქვენი გულისცემის სიხშირე 50 დარტყმა/წუთზე ნაკლებია);
თქვენი გულისცემა ხანდახან იზრდება, ან იზრდება და მცირდება;
გაქვთ გულის მძიმე ბლოკადა (გულის ბლოკადა ხდება მაშინ, როდესაც არსებობს ელექტრული დენის გამტარობის პრობლემა, რომელიც არეგულირებს გულის ფუნქციებს);
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
გაქვთ რაიმე პრობლემა გულში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით;
გაქვთ გულის მძიმე უკმარისობის ნიშნები;
იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ვერაპამილს (გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჰიპერტენზია, გულის სპაზმი, არითმია, გულის ცემა ძალიან სწრაფად) (ესმობლოკი არ უნდა დაინიშნოს ვერაპამილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში);
გაწუხებთ არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა (ფეოქრომოციტომა წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებიდან და შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მომატება, ძლიერი თავის ტკივილი, ოფლიანობა და გულისცემის გახშირება);
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში მიმავალ ვენებში (ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);
გაქვთ სწრაფად პროგრესირებადი ასთმის ნიშნები;
არ შეგიძლიათ მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ჭარბი მჟავების გამოდევნა ორგანიზმიდან (ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაქვთ მეტაბოლური აციდოზი);
ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გთხოვთ, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
ესმობლოკის გამოყენება სიფრთხილით
მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ესმობლოკის მიღებამდე. თქვენი ექიმი მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს ესმობლოკის დანიშვნისას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ:
თუ გაქვთ არითმიის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელსაც ეწოდება სუპრავენტრიკულური არითმია და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი:
სხვა გულისმიერ დარღვევები, ან
იღებთ სხვა საგულე პრეპარატებს.
ასეთ შემთხვევებში ესმობლოკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი, პოტენციურად ლეტალური შედეგები:
ცნობიერების დაკარგვა;
შოკები (როდესაც გული ვერ ტუმბავს საკმარის სისხლს);
გულის შეტევა (გულის გაჩერება).
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რაც შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი თავბრუსხვევის ან თავბრუსხვევის სახით, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას. დაბალი არტერიული წნევა ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას ესმობლოკით მკურნალობის დასრულებიდან 30 წუთში;
თუ გაქვთ ნელი გულისცემა მკურნალობის დაწყებამდე;
თუ გულისცემის სიხშირე შემცირება 50-55 დარტყმამდე წუთში. ამ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეამციროს ესმობლოკის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ გაქვთ ელექტრული დენის გამტარობის პრობლემები, რომელიც არეგულირებს გულის ფუნქციებს (გულის ბლოკადა);
თუ გაქვთ ჯირკვლის დაავადება, რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა, რომლის სამკურნალოდ იღებთ ალფა-რეცეპტორების ბლოკატორებს;
თუ მკურნალობთ მომატებულ არტერიულ წნევას (ჰიპერტენზია), რომელიც გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის შემცირებით (ჰიპოთერმია);
თქვენ გაქვთ გართულებები, რომლებიც უკავშირდება ასთმას, მაგალითად, რესპირატორული ტრაქტის შეკუმშვა ან ხმაურიანი სუნთქვა;
თუ გაქვთ დიაბეტი ან სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ესმობლოკმა შეიძლება გაზარდოს დიაბეტის წამლების ეფექტები);
თუ განგივითარდათ კანისმიერი დარღვევები. ასეთი დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს წამლის გაჟონვით ვენებიდან, სადაც ხდება მისი შეყვანა. ასეთ შემთხვევებში, ექიმი შეიყვანს პრეპარატს სხვა ვენით;
თუ გაწუხებთ სტენოკარდიის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც ეწოდება „პრინცმეტალის სტენოკარდია“.
თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა (დაბალ არტერიულ წნევასთან ერთად). ამ შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობა საგრძნობლად უფრო ადვილად ვითარდება;
თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, როგორიცაა თითების სიფერმკრთალე (რეინოს დაავადება) ან ტკივილი, დაღლილობა ან წვის მსგავსი ტკივილი ფეხებში;
თუ გაქვთ თირკმლისმიერი დარღვევები. თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გადიხართ დიალიზურ მკურნალობას თირკმელებისთვის, სისხლში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერკალიემია). ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გულისმიერი დარღვევები;
თუ გაქვთ ალერგია რაიმეს მიმართ ან გაქვთ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი (მძიმე ალერგიული რეაქცია). ესმობლოკის გამოყენების შედეგად, მიმდინარე ალერგიები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე და რთულად განკურნებადი;
თუ თქვენ ან ვინმეს თქვენს ოჯახში გაქვთ ფსორიაზი (ეს კანისმიერი დაავადება იწვევს ლაქების მსგავს აქერცვლას კანზე);
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტივობა).
შემდეგი გარემოება ჩვეულებრივ არ საჭიროებს დოზის ხელახლა კორექტირებას:
ღვიძლისმიერი დარღვევები.
საჭიროა კონტროლი ესმობლოკის მიღებისას:
ესმობლოკის მსგავსმა პრეპარატებმა, ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება შეამცირონ გულისცემა;
ესმობლოკის მხოლოდ შეზღუდული დროით მიღებისას, იგი არ იმოქმედებს თქვენზე. თქვენ იქნებით მონიტორინგის ქვეშ ესმობლოკით მკურნალობისას და თუ თქვენი გულისცემა შესუსტდება, ესმობლოკის სამკურნალო დოზა შემცირდება ან შეჩერდება მისი მიღება. თქვენი ექიმი შეგიმოწმებთ არტერიულ წნევას ესმობლოკით მკურნალობის დროს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ესმობლოკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ესმობლოკის მიღებისას არ არის შესაძლებელი საკვების ან სასმელის მოხმარება.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ მეძუძური დედა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ესმობლოკის მიღებამდე. ესმობლოკი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ასე რომ, თუ თქვენ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ესმობლოკის გამოყენებისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესმობლოკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს დაახლოებით 30.45 მმოლ მგ ნატრიუმს თითოეულ პაკეტში. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
თუ თქვენ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე, მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს, მცენარეულ პრეპარატებს და ნატურალურ პროდუქტებს.
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას და ანელებენ გულისცემას;
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა: ვერაპამილი და დილთიაზემი, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის ან გულმკერდში ტკივილის დროს (სტენოკარდია). არ შეიძლება ესმობლოკის მიღება ვერაპამილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში;
ნიფედიპინი, რომელიც გამოიყენება გულმკერდის ტკივილის (სტენოკარდიის), მაღალი არტერიული წნევის და რეინოს დაავადების დროს;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის (ქინიდინი, დისპოპრამიდი, ამიოდარონი და სხვ.) და გულის უკმარისობის (დიგოქსინი, დიგიტოქსინი, დიგიტალისი და ა.შ.) დროს;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი და პერორალურად მისაღები პრეპარატები;
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდება განგლიონის ბლოკერები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, როგორიცაა ტრიმეთაფანი);
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები და არ არის სტეროიდები (აასს) (ასპირინი, იბუპროფენი, ნაბუმეტონი და ა.შ.);
ფლოქტაფენინი, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი;
ამისულპრიდი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ;
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი და სხვ.) ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ;
ბარბიტურატები (როგორიცაა, ფენობარბიტალი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) ან ფენოთიაზინები (როგორიცაა, ქლორპრომაზინი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების სამკურნალოდ);
კლოზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების სამკურნალოდ);
ეპინეფრინი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდება ცხვირის დეკონგესანტები და გამოიყენება გაციებისა და ცხვირის დახშობის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით რეზერპინი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით კლონიდინი, რომელიც გამოიყენება ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც არტერიული წნევა მაღალია და შაკიკის დროს;
პრეპარატი სახელწოდებით მოქსონიდინი, რომელიც გამოიყენება ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც არტერიული წნევა მაღალია;
პრეპარატები სახელწოდებით ერგოტის წარმოებულები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს;
პრეპარატი სახელწოდებით ვარფარინი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
მორფინი, რომელიც არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი;
სუქსამეთონიუმის ქლორიდი (ასევე ცნობილი, როგორც სუქცინილქოლინი ან სკოლინი) ან მივაკურიუმი, რომლებიც გამოიყენება როგორც მიორელაქსანტები ქირურგიული ოპერაციების დროს. უფრო მეტიც, თუ თქვენ ჩაგიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია და დაგენიშნებათ სედატიური ან სხვა სამკურნალო საშუალებები ოპერაციის დროს, თქვენი ექიმი მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს ოპერაციისას.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა გამოიყენოთ ესმობლოკი
სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მიღების ხანგრძლივობას.
ესმობლოკი, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება 24 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი
ესმობლოკი მზად არის გამოსაყენებლად. ესმობლოკი შეჰყავთ ნელა ნემსის მეშვეობით მკლავის ვენებში (ინფუზია).
ესმობლოკის შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან ან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნართან.
პრეპარატი ინიშნება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: მაღალი დატვირთვითი დოზა შეიყვანება ერთ წუთში. ეს ზრდის პრეპარატის დონეს თქვენს სისხლში. ასეთ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დაიწყოს შემანარჩუნებელი დოზით, დატვირთვითი დოზის შეყვანის გარეშე.
მეორე ეტაპი: ოთხ წუთში, შეიყვანება პირველ დატვირთვით დოზაზე ნაკლები დოზა (შემანარჩუნებელი დოზა).
გულის რეაქციიდან გამომდინარე, პირველი და მეორე ეტაპების დოზები შეიძლება განმეორდეს და დოზა ხელახლა შეიძლება დაკორექტირდეს. დადებითი რეაგირების დაფიქსირებისთანავე, მთავრდება პირველი ეტაპი (მაღალი დოზა) და იწყება მეორე ეტაპის დოზა (შენარჩუნების ეტაპი უფრო დაბალი დოზით), ხოლო საჭიროების შემთხვევაში იზრდება.
თუ მდგომარეობა დასტაბილურდება, ესმობლოკის დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა საგულე პრეპარატი.
თუ გულისცემა ან არტერიული წნევა გაიზრდება ქირურგიული ოპერაციის დროს ან შემდგომ გამოწერის პერიოდში, ესმობლოკის შეყვანა მოხდება უფრო ხანმოკლე ინტერვალებით და უფრო მაღალი დოზებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
მისი გამოყენება არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს მცირე დოზით.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
ესმობლოკის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზომებს.
თუ გრძნობთ, რომ ესმობლოკის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ესმობლოკი:
თუ გამოიყენეთ ესმობლოკი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ესმობლოკის შეყვანა ხდება გამოცდილი და კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენების შესაძლებლობა მცირეა. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც ის გამოიყენება საჭიროზე მეტი რაოდენობით, თქვენი ექიმი შეწყვეტს ესმობლოკის შეყვანას და საჭიროების შემთხვევაში, დანიშნავს დამატებით მკურნალობას.
თუ დაგავიწყდათ ესმობლოკის გამოყენება:
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
ვინაიდან ესმობლოკის შეყვანა ხდება გამოცდილი და კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, პრეპარატის გამოყენების დავიწყების შესაძლებლობა მცირეა. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ დოზა გამოტოვეთ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო ეფექტები ესმობლოკით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
თუ ესმობლოკით მკურნალობა უეცრად შეწყდება, სიმპტომები - გული აჩქარება (ტაქიკარდია) და მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) შეიძლება დაბრუნდეს. თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება (ამ დაავადებას შეიძლება ანამნეზში ჰქონდეს სტენოკარდია (ძლიერი ტკივილი გულის არეში და გულმკერდის არეში, გულში არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო) ან გულის შეტევა), თქვენი ექიმი გამოიჩენს უკიდურეს სიფრთხილეს ესმობლოკით მკურნალობის შეწყვეტისას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესმობლოკში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების უმეტესობა ქრება ესმობლოკით მკურნალობის შეწყვეტიდან 30 წუთში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ესმობლოკის გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტზე)
შემცირებული არტერიული წნევა (დაძაბულობა). აღნიშნული შეიძლება სწრაფად გაქრეს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არტერიული წნევა ხშირად უნდა გაიზომოს მკურნალობის დროს;
ჭარბი ოფლიანობა.
ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
მადის დაკარგვა;
შფოთვა ან დეპრესია;
თავბრუსხვევა / დაბნეულობა;
ძილიანობა;
თავის ტკივილი;
ჩხვლეტის ან „რჭობის“ შეგრძნება;
კონცენტრაციის გაძნელება;
დაბინდული ცნობიერება ან აგზნებადობა (არათანმიმდევრული ქცევები, ქცევითი ან სულიერი აღგზნების სახით, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ აშლილობას);
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა და ღებინება);
სისუსტის შეგრძნება;
დაღლილობის შეგრძნება (დაღლილობა);
გამონაყარი ან გამკვრივება კანზე ესმობლოკის შეყვანის ადგილის ირგვლივ.
არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
პათოლოგიური ფიქრები;
გონების უეცარი დაკარგვა;
გულის წასვლის შეგრძნება;
სპაზმური კრუნჩხვები;
მეტყველების დარღვევები;
მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები;
შემცირებული გულისცემა;
ელექტროსტიმულირებასთან დაკავშირევბული პრობლემები, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემის სიხშირეს;
გაზრდილი წნევა ფილტვის არტერიებში;
გულის უკმარისობა, საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვისას (გულის უკმარისობა);
არითმია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პალპაცია (პარკუჭოვანი ექსტრა სისტოლა);
არითმიის ტიპი (კვანძოვანი რიტმი);
დისკომფორტი გულმკერდის არეში სისხლის არასაკმარისი მიმოქცევის გამო, გულის კუნთის მკვებავ სისხლძარღვებში (სტენოკარდია);
არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა ხელებსა და ფეხებში;
სიფერმკრთალე ან სიწითლე სახესა და კისერზე;
ჰიდროთორაქსი;
ქოშინი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში, რაც ართულებს სუნთქვას;
ხმაურიანი სუნთქვა;
ცხვირის დახშობა;
სუნთქვისას ფილტვებში წკაპუნისმაგვარი ხმის მოსმენა;
გემოვნების შეგრძნებასთან დაკავშირებული დარღვევები;
საჭმლის მონელების დარღვევა;
ყაბზობა;
პირის სიმშრალე;
ტკივილი კუჭის არეში;
კანის გაუფერულება;
კანის სიწითლე;
კუნთებისა და მყესების ტკივილი, მხრებისა და ზურგის ჩათვლით;
შარდვის გაძნელება (შარდის ბუშტის ბოლომდე არ დაცლა);
გაციების ან მაღალი ცხელების შეგრძნება;
ტკივილი და შეშუპება ესმობლოკის ინექციის ადგილის ირგვლივ;
ანთება ან სისხლჩაქცევა ინექციის ადგილის ირგვლივ.
ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე)
მკვეთრად შემცირებული გულისცემა (სინუსური გაჩერება);
გულის ელექტრული აქტივობის გაჩერება (ასისტოლია);
კანის სიწითლისა და გაცხელების გარდა, სისხლძარღვები უფრო მგრძნობიარე ხდება (თრომბოფლებიტი);
ხსნარის გაჟონვის შედეგად, ნეკროზი კანში ინექციის ადგილის ირგვლივ.
უცნობია (ზეგავლენის ქვეშ მყოფ პირთა რაოდენობა უცნობია)
სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია);
სისხლში მჟავას დონის მომატება (მეტაბოლური აციდოზი);
გულის შეკუმშვის სიჩქარის მომატება (დაჩქარებული იდიოვენტრიკულური რიტმი);
სპაზმი გულის მკვებავ არტერიებში;
სისხლის რეგულარული მიმოქცევა ხდება არასაკმარისი (გულის გაჩერება);
ფსორიაზი (ეს კანის დაავადება იწვევს ლაქების მსგავს აქერცვლას კანზე);
სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება (ანგიო-შეშუპება);
ჭინჭრის ციება;
ვენის ანთება ან სითხის დაგროვება ინფუზიის ადგილის ირგვლივ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ესმობლოკის შენახვის პირობები
შეინახეთ ესმობლოკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
არ გამოიყენოთ ესმობლოკი შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ მოხსნათ პაკეტის გარშემო არსებული დამცავი საფარი, სანამ არ დააპირებთ მის გამოყენებას.
შეინახეთ ესმობლოკი ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა ინახებოდეს მაცივარში ან არ უნდა მოხდეს მისი გაყინვა.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ, ესმობლოკი არ ფუჭდება 24 საათის განმავლობაში, თუ ინახება 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. თუმცა, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული გახსნის შემდეგ.
თუ ხსნარში შენიშნეთ ნაწილაკები ან გაუფერულება, არ გამოიყენოთ ესმობლოკი.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ესმობლოკი შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:
პოლიფარმა ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.შ.
(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი
ტელ: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 03.01.2022
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებსაც შეჰყავთ ეს პრეპარატი
ეს ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებით. გაეცანით პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაციას მთლიანად დოზირების, მიღების მეთოდის, უკუჩვენებების, გაფრთხილებების და ა.შ. შესახებ.
დოზირება/შეყვანის სიხშირე და ხანგრძლივობა
დოზირება სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ან არაკომპენსირებული სინუსური ტაქიკარდიის სამკურნალოდ
ესმობლოკი შეჰყავთ დატვირთვითი დოზირებით ან მის გარეშე უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის გზით. სასურველი პარკუჭოვანი რეაგირებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დატვირთვითი დოზა და/ან შემანარჩუნებელი ინფუზიის (ეტაპობრივი დოზირება) ტიტრაცია.
ცხრილი 1-ეტაპობრივი დოზირება
ეტაპი
პროცედურა
1
არასავალდებულო დატვირთვითი დოზა (500 მიკროგრამი/კგ 1 წუთში), შემდეგ 50 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
2
საჭიროების შემთხვევაში, არასავალდებულო დატვირთვითი დოზა, 100 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
3
საჭიროების შემთხვევაში, არასავალდებულო დატვირთვითი დოზა, 150 მიკროგრამი/კგ/წთ 4 წთ-ის განმავლობაში.
4
საჭიროების შემთხვევაში, დოზა იზრდება 200 მიკროგრამი/კგ/წთ-მდე
იმ შემთხვევებში, როდესაც დატვირთვითი დოზა შეყვანილი არ არის, ესმოლოლის კონცენტრაციების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური დასტაბილურება, რომელთა შეყვანა ხდება ფიქსირებული კონცენტრაციით, ხდება დაახლოებით 30 წუთში.
მიუხედავად იმისა, რომ დაბალი დოზები, როგორიცაა 25 მიკროგრამი/კგ/წთ, საკმარისია ეფექტური შემანარჩუნებელი დოზებისთვის, უწყვეტი და თანდათანობითი დოზირება მერყეობს 50-დან 200 მიკროგრამი/კგ/წთ-მდე. 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალ დოზებს აქვს დაბალი ეფექტი, იწვევს გულისცემის მცირე მომატებას და ზრდის გვერდითი მოვლენების სიხშირეს.
შემანარჩუნებელი ინფუზია შეიძლება ჩატარდეს 48 საათამდე.
ინტრაოპერაციული ან პოსტოპერაციული ტაქიკარდია და/ან ჰიპერტენზია
ამგვარი გამოყენებისას, თერაპიული ეფექტისთვის ეტაპობრივი ტიტრაცია ყოველთვის არ არის რეკომენდებული. აქედან გამომდინარე, არსებობს დოზირების ორი ვარიანტი: მყისიერი კონტროლი და ეტაპობრივი კონტროლი.
დოზირების რეკომენდაცია მყისიერი კონტროლის დროს
როგორც ბოლუსური დოზა, 1 მგ/კგ შეჰყავთ პირველ 30 წამში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 150 მიკროგრამი/კგ/წთ შეჰყავთ ინფუზიის გზით.
ინფუზიის სიჩქარე რეგულირდება საჭიროებისამებრ, რათა შენარჩუნდეს სასურველი გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა. იხ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზების პარაგრაფი ქვემოთ.
დოზირების რეკომენდაცია ეტაპობრივი ტიტრაციის დროს
როგორც ბოლუსური დოზა, 500 მიკროგრამი/კგ შეჰყავთ პირველ 1 წუთში, შემდეგ კი 4 მიკროგრამი/კგ/წთ შეჰყავთ შემანარჩუნებელი ინფუზიით 4 წუთის განმავლობაში.
რეაგირებიდან გამომდინარე, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისთვის ნაჩვენები დოზის შეყვანა გრძელდება. გთხოვთ, იხ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზების პარაგრაფი ქვემოთ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზები
ტაქიკარდიის სამკურნალოდ რეკომენდებულია 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მეტი შემანარჩუნებელი დოზები. 200 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალ დოზებს აქვს დაბალი ეფექტი, იწვევს გულისცემის მცირე მომატებას და ზრდის გვერდითი მოვლენების სიხშირეს.
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი ინფუზიური დოზები (250-300 მიკროგრამი/კგ/წთ). 300 მიკროგრამი/კგ/წთ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ესმობლოკით მკურნალობიდან ალტერნატიულ პრეპარატებზე გადასვლა
საკმარისი კონტროლისა და სტაბილიზებული კლინიკური სურათის მიღწევის შემდეგ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ანტიარითმული პრეპარატები.
ესმობლოკით მკურნალობიდან ალტერნატიულ პრეპარატებზე გადასვლისას ექიმმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს მომხმარებლის ინსტრუქციები და შეამციროს ესმობლოკის დოზა შემდეგნაირად:
ალტერნატიული პრეპარატების პირველი დოზის მიღებიდან 30 წუთში, ესმობლოკის ინფუზიის სიჩქარე უნდა განახევრდეს (50%).
ალტერნატიული პრეპარატის მეორე დოზის მიღების შემდეგ ხდება პაციენტის რეაგირების მონიტორინგი და თუ საკმარისი კონტროლი მიიღწევა პირველივე საათში, ესმობლოკით ინფუზია წყდება.
მიღების წესი:
ვინაიდან ესმობლოკი მზად არის გამოსაყენებლად, იგი ინიშნება ინტრავენურად განზავების გარეშე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.