ქრონიკული ვენური უკმარისობა და მისი გართულებები, მათ შორის სისხლმომარაგების ფუნქციური დარღვევები (შეშუპებები, წვივის კუნთების კრუნჩხვები, ქავილი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- dry of horse chesnut + თიამინი (thiamine)
- ფორმა და შეფუთვა
- (47,25მგ+5მგ)/გ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები მინის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Pharma Wernigerode GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, კაპილარების მასტაბილიზირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- C05CX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044637
- რეგისტრირებულია
- 21 იანვარი 2026, მოქმედებს 26 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Aristo Pharma GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „აქტაფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ესკუზანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქრონიკული ვენური უკმარისობა და მისი გართულებები, მათ შორის სისხლმომარაგების ფუნქციური დარღვევები (შეშუპებები, წვივის კუნთების კრუნჩხვები, ქავილი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება).
მიღების წესი და დოზირება
შინაგანად, ჭამის წინ, უნდა მიიღოთ 12-15 წვეთი დღეში სამჯერ, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
კურსის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, თერაპიის ეფექტურობისა და ატანის მიხედვით. სამკურნალო საშუალების მიღება უნდა გაგრძელდეს, საშუალოდ ,არაუმცირეს 4 კვირისა. უფრო ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების აუცილებობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექციის აუცილებლობის შესახებ მონაცმები არ არის საკმარისი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის, თირკმლის ფუნქციური დაავადებებისას, ალკოჰოლიზმის დროს, ქალა-ტვინის ტრამვისას, თავის ტვინის დაავადებებისა და ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას.
4 კვირიანი მკურნალობის პერიოდში არასაკმარისი ან არადამაკმაყოფილებელი სიმპტომატური ეფექტისას პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან შეშუპების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით.
უეცარად წარმოქმნილი ვენოზური უკმარისობის გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში (განსაკუთრებით ერთ ფეხზე)-შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, დაძაბულობის ან სიმხურვალის შეგრძნება, ტკივილი, აუცილებელია მიმართოთ ექიმს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი.
ეთანოლის შემცველობა მაქსიმალურ ერთჯერად დოზაში შეადგენს 166მგ-ს.
გულის ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების წარმოქმნისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
პაციენტებმა ზუსტად უნდა დაიცვან ექიმის მიერ დანიშნული დამატებით სამკურნალო ზომები, ისეთი, როგორიცაა კომპრესიული სამკურნალო ტრიკოტაჟის(გეტრები, მაღალი წინდები-„ჩულქები“) ტარება, კომპრესიები, გრილი დუში ქვედა კიდურების არეზე და ა.შ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
თიამინის მოქმედება სუსტდება სულფატშემცველ საინფუზიო ხსნარებთან ერთდროული გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს. რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას არ ახდენს გავლენას ავტომობილის მათვისა და იმ სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და მოძრაობის ზუსტ კოორდინაციას.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო გვერდითი მოქმედებები-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქავილი და ალერგიული რეაქციები. მათი გამოვლინების სიხშირე უცნობია. ცხენის წაბლის ექსტრაქტის შემცველი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ აღწერილია ალერგიული რეაქციის ერთი შემთხვევა. მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნებისას (მაგალითად, გამონაყარი კანზე) საჭიროა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
იმ გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომელებიც არ არის მითითებული ზემოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმცევტს კონსულტაციისთვის.
ჭარბი დოზა
საპონინებმა, რომლებსაც შეიცავს ცხენის წაბლის თესლი, დოზის გადაჭარებისას შეიძლება ხელი შეუწყონ ცნობილი გვერდითი ეფექტი-გულისრევის შეგრძნება, ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ღებინება და დიარეა. ამ სიმპტომების მოსაწესრიგებელი ზომების მიღების აუცილებლობის თაობაზე გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან.
დოზის გადაჭარბების სიპტომები
საკვებში ცხენის წაბლის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა მოწამვლის შემდეგი ნიშნები: შფოთვა, ძლირი ღებინება და დიარეა, მიდრიაზი, ძილიანობა, დილირიუმი, ცალკეულ შემთხვევებში - სიკვდილი 24-48 საათის შემდეგ სასუნთქი გზების დამბლის გამო.
ზომები დოზის გადაჭარბებისას და მის საწინააღმდეგოდ მოქმედი საშუალება:
თერაპიული საშუალების სახით რეკომენდებულია:
- თუ პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ არ წარმოიქმნა ღებინება, რეკომედებულია კუჭის ამორეცხვის ჩატარება (მაგალითად, კალიუმის პერმანგანატის 0,02%-იანი ხსნარით) და აქტივირებული ნახშირის მიღება.
- სხვა შემთხვევებში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
1 გ შეიცავს:
ცხენის წაბლის თესლის მშრალი ექსტრატი (5-7:1) 47,25 მგ
ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 % (V/V)
თიამინის ჰიდროქლორიდი 5,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი 96%, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი მაღალდისპერსული, გაწმენდილი წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე ან ოდნავ მღვრიე სითხე, ყვითელიდან მოწითალო-ყავისფრამდე. შენახვის პროცესში შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა.
შენახვის პირობები
3 წელი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები:
შეინახეთ 8-დან 25˚C-მდე ტმპერატურის პირობებში, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის იერსახე და შემცველობა:
მუქი შუშის ფლაკონი 20ლ, საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები. სხვა საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კაპილარების გამტარობას.
ათქ კოდი: C05CX03 Hippocastani semen
სად : Hippocastani semen
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო საშუალება ახდენს ვენომატონიზირებელ, ანტიექსუდაციურ მოქმედებას. ამცირებს ლიზოსომატური ფერმენტების კონცენტრაციას, რის შედეგადაც მცირდება მუკოპოლისაქარიდების დაშლა კაპილარების კედლების არეში. პრეპარატი ამცირებს სისხლძარღვების კაპილარების გამტარობას, აცილებს რა თავიდან დაბალმოლეკულური პროტეინების, ელექტროლიტებისა და წყლის ფილტრაციას უჯრედშორის სივრცეში.
ამცირებს ტრანსკაპილარულ ფილტრაციას და პერიფერიულ შეშუპებას, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, დაღლილობას, დაძაბულობას, ქავილს, ტკივილს.
ფარმაკოდინამიკა
ცხენის წაბლის თესლის ექსტრატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. პრეკლინიკურმა და კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ცხენის წაბლის თესლის ექსტრატის (სტანდატიზებული ესცინის მიხედვით) უნარი, მოახდინოს გავლენა ვენოზურ ტონუსზე და კაპილარული ფილტრაციის სიჩქარეზე. 17 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგების საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ ცხენის წაბლის თესლის ექსტრატი (სტანდარტიზებული ესცინის მიხედვით) მნიშვნელოვნად ამცირებს ვენების ქრონიკული უკმარისობის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპებები, ტკივილი და ქავილი, პლაცებოსთან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკა
არ არის შესწავლილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფრმაცია პაციენტებისთვის)
ესკუზანი®
სავაჭრო დასახელება: ესკუზანი®
სამკურნალო ფორმა : წვეთები შინაგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
1 გ შეიცავს:
ცხენის წაბლის თესლის მშრალი ექსტრატი (5-7:1) 47,25 მგ
ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 % (V/V)
თიამინის ჰიდროქლორიდი 5,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი 96%, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი მაღალდისპერსული, გაწმენდილი წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე ან ოდნავ მღვრიე სითხე, ყვითელიდან მოწითალო-ყავისფრამდე. შენახვის პროცესში შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანგიოპროტექტორები. სხვა საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კაპილარების გამტარობას.
ათქ კოდი: C05CX03 Hippocastani semen
სად : Hippocastani semen
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო საშუალება ახდენს ვენომატონიზირებელ, ანტიექსუდაციურ მოქმედებას. ამცირებს ლიზოსომატური ფერმენტების კონცენტრაციას, რის შედეგადაც მცირდება მუკოპოლისაქარიდების დაშლა კაპილარების კედლების არეში. პრეპარატი ამცირებს სისხლძარღვების კაპილარების გამტარობას, აცილებს რა თავიდან დაბალმოლეკულური პროტეინების, ელექტროლიტებისა და წყლის ფილტრაციას უჯრედშორის სივრცეში.
ამცირებს ტრანსკაპილარულ ფილტრაციას და პერიფერიულ შეშუპებას, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, დაღლილობას, დაძაბულობას, ქავილს, ტკივილს.
ფარმაკოდინამიკა
ცხენის წაბლის თესლის ექსტრატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. პრეკლინიკურმა და კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ცხენის წაბლის თესლის ექსტრატის (სტანდატიზებული ესცინის მიხედვით) უნარი, მოახდინოს გავლენა ვენოზურ ტონუსზე და კაპილარული ფილტრაციის სიჩქარეზე. 17 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგების საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ ცხენის წაბლის თესლის ექსტრატი (სტანდარტიზებული ესცინის მიხედვით) მნიშვნელოვნად ამცირებს ვენების ქრონიკული უკმარისობის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპებები, ტკივილი და ქავილი, პლაცებოსთან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკა
არ არის შესწავლილი.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
პრეკლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი. სამედიცინო გამოყენების მრავალწლიანმა გამოცდილება დაადასტურა ცხენის წაბლის ექტრაქტის უსაფრთხოება. მუტაგენურობის კვლევებმა (ეიმსის ტესტი) არ გამოავლინა ესცინის მუტაგენური თვისებები. კანცეროგენობის და რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევები არ ჩატარებულა.
ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა და მისი გართულებები, მათ შორის სისხლმომარაგების ფუნქციური დარღვევები (შეშუპებები, წვივის კუნთების კრუნჩხვები, ქავილი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება).
გამოყენების წესი და დოზირება:
შინაგანად, ჭამის წინ, უნდა მიიღოთ 12-15 წვეთი დღეში სამჯერ, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
კურსის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, თერაპიის ეფექტურობისა და ატანის მიხედვით. სამკურნალო საშუალების მიღება უნდა გაგრძელდეს, საშუალოდ ,არაუმცირეს 4 კვირისა. უფრო ხანგრძლივი თერაპიის ჩატარების აუცილებობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექციის აუცილებლობის შესახებ მონაცმები არ არის საკმარისი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
უსაფრთხოების ზომები:
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის, თირკმლის ფუნქციური დაავადებებისას, ალკოჰოლიზმის დროს, ქალა-ტვინის ტრამვისას, თავის ტვინის დაავადებებისა და ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას.
4 კვირიანი მკურნალობის პერიოდში არასაკმარისი ან არადამაკმაყოფილებელი სიმპტომატური ეფექტისას პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან შეშუპების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით.
უეცარად წარმოქმნილი ვენოზური უკმარისობის გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში (განსაკუთრებით ერთ ფეხზე)-შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, დაძაბულობის ან სიმხურვალის შეგრძნება, ტკივილი, აუცილებელია მიმართოთ ექიმს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი.
ეთანოლის შემცველობა მაქსიმალურ ერთჯერად დოზაში შეადგენს 166მგ-ს.
გულის ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების წარმოქმნისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
პაციენტებმა ზუსტად უნდა დაიცვან ექიმის მიერ დანიშნული დამატებით სამკურნალო ზომები, ისეთი, როგორიცაა კომპრესიული სამკურნალო ტრიკოტაჟის(გეტრები, მაღალი წინდები-„ჩულქები“) ტარება, კომპრესიები, გრილი დუში ქვედა კიდურების არეზე და ა.შ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
თიამინის მოქმედება სუსტდება სულფატშემცველ საინფუზიო ხსნარებთან ერთდროული გამოყენებისას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს. რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას არ ახდენს გავლენას ავტომობილის მათვისა და იმ სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და მოძრაობის ზუსტ კოორდინაციას.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლო გვერდითი მოქმედებები-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქავილი და ალერგიული რეაქციები. მათი გამოვლინების სიხშირე უცნობია. ცხენის წაბლის ექსტრაქტის შემცველი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ აღწერილია ალერგიული რეაქციის ერთი შემთხვევა. მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნებისას (მაგალითად, გამონაყარი კანზე) საჭიროა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
იმ გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომელებიც არ არის მითითებული ზემოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმცევტს კონსულტაციისთვის.
დოზის გადაჭარბება:
საპონინებმა, რომლებსაც შეიცავს ცხენის წაბლის თესლი, დოზის გადაჭარებისას შეიძლება ხელი შეუწყონ ცნობილი გვერდითი ეფექტი-გულისრევის შეგრძნება, ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ღებინება და დიარეა. ამ სიმპტომების მოსაწესრიგებელი ზომების მიღების აუცილებლობის თაობაზე გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან.
დოზის გადაჭარბების სიპტომები
საკვებში ცხენის წაბლის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა მოწამვლის შემდეგი ნიშნები: შფოთვა, ძლირი ღებინება და დიარეა, მიდრიაზი, ძილიანობა, დილირიუმი, ცალკეულ შემთხვევებში - სიკვდილი 24-48 საათის შემდეგ სასუნთქი გზების დამბლის გამო.
ზომები დოზის გადაჭარბებისას და მის საწინააღმდეგოდ მოქმედი საშუალება:
თერაპიული საშუალების სახით რეკომენდებულია:
- თუ პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ არ წარმოიქმნა ღებინება, რეკომედებულია კუჭის ამორეცხვის ჩატარება (მაგალითად, კალიუმის პერმანგანატის 0,02%-იანი ხსნარით) და აქტივირებული ნახშირის მიღება.
- სხვა შემთხვევებში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები:
შეინახეთ 8-დან 25˚C-მდე ტმპერატურის პირობებში, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის იერსახე და შემცველობა:
მუქი შუშის ფლაკონი 20ლ, საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
არისტო ფარმა გმბჰ
ვალენროდერ შტრასსე 8-10, 13435 ბერლინი, გერმანია
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
ფარმა ვერნიგეროდე გმბჰ
დორნბერგსვეგ 35
38855 ვერნიგეროდე, გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


