პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ესანტილი პლუსი

ESANTIL PLUS

რეცეპტით300მგ+12.5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

• ესანტილი პლიუსი არის ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია, სახელწოდებით ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი. • ესანტილი პლიუსი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
300მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Ilko Ilac San.ve Tic. A.S., თურქეთი; Ilko Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044547
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2025, მოქმედებს 23 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ilko Ilac San.ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესანტილი პლუსი და სხვა წამალი ერთად

ესანტილი პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ესანტილი პლიუსი არის ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია, სახელწოდებით ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
  • ესანტილი პლიუსი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
  • ირბესარტანი მიეკუთვნება სისხლის წნევის დამაქვეითებელი (ანტიჰიპერტენზიული) წამლების კლასს, რომელიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ორგანიზმში და ავიწროებს სისხლძარღვებს, სისხლძარღვებში რეცეპტორებთან დაკავშირების გზით. ეს იწვევს სისხლის წნევის მომატებას. ირბესარტანი აინჰიბირებს ანგიოტენზინ II- ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ამგვარად, სისხლძარღვები დუნდება და სისხლის წნევა ქვეითდება.
  • ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების კლასს. ის ზრდის შარდის გამოყოფას, რითაც ამცირებს სისხლის წნევას.
  • ესანტილი პლიუსში შემავალი ორი აქტიური ნივთიერება არტერიულ წნევას ამცირებს უფრო მეტად, ვიდრე ეს აღინიშნება ამ წამლების ცალ-ცალკე გამოყენებისას.
  • ესანტილი პლიუსი გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
  • თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესანტილი პლიუსი შემდეგი მიზეზების გამო:
  • თუ თქვენი სისხლის წნევა მაღალია, მისი დაქვეითების მიზნით
  • თუ თქვენი არტერიული წნევა ვერ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით, მისი გაკონტროლების მიზნით.
  • ესანტილი პლიუსი ხელმისაწვდომია ბლისტერულ პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 28 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ესანტილი პლიუსი არის ღია ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნიშნულების გარეშე.

  • ესანტილი პლიუსის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირების / გამოყენების სიხშირის შესახებ:

  • თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს მკურნალობა ესანტილი პლიუსის 300 მგ / 12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით, როდესაც არტერიული წნევა ვერ გაკონტროლდება ცალ-ცალკე ჰიდროქლოროთიაზიდის ან 300 მგ ირბესარტანის გამოყენების მიუხედავად.
  • თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ და რა დოზით უნდა მიიღოთ ტაბლეტები.
  • რეკომენდებული არ არის 300 მგ ირბესარტანის / 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.
  • თქვენი სისხლის წნევის მკურნალობაზე პასუხის საფუძველზე, ექიმმა შეიძლება ჩართოს სხვა პრეპარატი თქვენს მკურნალობაში.
  • პრეპარატის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი მაქსიმალურ დონეს აღწევს თერაპიის დაწყებიდან 6-დან 8 თვის შემდეგ.

ესანტილი პლიუსით თერაპია არის გრძელვადიანი მკურნალობა. თქვენი ექიმი გეტყვით ესანტილი პლიუსით თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

არ შეწყვეტოთ თქვენი მკურნალობა ნადრევად, რადგანაც ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე.

გამოყენების მეთოდი და გზა:

  • ესანტილი პლიუსი გამოიყენება პერორალურად
  • მიიღეთ ტაბლეტები ჭიქა წყლის დაყოლებით, როგორც მოგცემთ რეკომენდაციას თქვენი ექიმი. ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან ჭამის წინ ან მას შემდეგ.
  • მიიღეთ ტაბლეტები ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, სასურველია დილით ადრე. ტაბლეტების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უზრუნველყოფს ოპტიმალურ ეფექტს თქვენს სისხლის წნევაზე. ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ ტაბლეტების მიღების დრო. დაიცავით ინსტრუქცია, თუ თქვენი ექიმი არ მოგცემთ სხვაგვარ რეკომენდაციას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ის არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

თუ;

  • თქვენ ხართ ალერგიული ირბესარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ან ირბეკორ პლიუსში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
  • თუ თქვენ ხართ ალერგიული იმავე კლასის ნებისმიერი წამლის მიმართ (ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
  • თუ თქვენ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებულების მიმართ (ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე არის სულფონამიდის წარმოებული);
  • თუ გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ძნელად სამკურნალო კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონეები;
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სანაღვლის გზების მხრივ დარღვევებთან (ციროზი) და ისეთი დაავადებები, როგორიცაა ნაღვლის დინების შენელება ან შეწყვეტა (ქოლესტაზი);
  • თუ გაქვთ ისეთი დარღვევა, როგორიცაა მოშარდვის უუნარობა;
  • თუ ხართ ორსულად;
  • თუ კვებავთ ძუძუთი;
  • თუ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენით (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ).

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ესანტილი პლიუსის გამოყენებისას:

თუ;

  • თქვენ გაქვთ მძიმე ფორმის დიარეა ან ღებინება, თქვენს დიეტაში მარილი უკიდურესად შეზღუდულია, ან ხართ ინტენსიურ დიურეტიკებით თერაპიაზე, თქვენს ექიმს შეუძლია მიიღოს ზომები თქვენს მიერ სითხისა და მარილის კარგვის აღმოსაფხვრელად ესანტილი პლიუსით თერაპიის დაწყებამდე.
  • თუ გაქვთ თირკმელების სერიოზული პრობლემები. თქვენს ექიმს შეუძლია მოითხოვოს, რომ ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზები რეგულარული ინტერვალებით, თქვენს სისხლში ზოგიერთი ნივთიერების დონის მონიტორინგისთვის, და შეიძლება მოისურვოს თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება.
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE), რომელიც წარმოადგენს ქსოვილების ანთებით დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ბევრ ნაწილზე, და წარმოადგენილია უცნობი მიზეზის სხვადასხვა მონაცემებით, თქვენს ექიმს შეუძლია მოგთხოვოთ თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება, პოტენციური გამწვავების საწინააღმდეგო ღონისძიების სახით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები,
  • თუ გაქვთ გულის სერიოზული პრობლემები,
  • თუ მზით დამწვრობის სიმპტომები (სიწითლე, ქავილი, ბუშტუკები) ვითარდება ნორმალურზე უფრო სწრაფად,
  • თუ თქვენ გაქვთ პირველადი ალდოსტერონიზმი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის სახელწოდებით ალდოსტერონი, ჭარბი სეკრეციის შედეგად, აცნობეთ თქვენს ექიმს. ზოგადად, ამ დაავადების დროს არავითარი პასუხი არ მიიღება პრეპარატის მოქმედების მექანიზმის გამო. ესანტილი პლიუსის ანალოგიური წამლების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
  • თუ გაქვთ დიაბეტი და ამისათვის იყენებთ მედიკამენტებს (თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზის შეცვლა),
  • აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ან გაქვთ ლატენტური დიაბეტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს დაკვირვება დიაბეტის მანიფესტაციასთან დაკავშირებით.
  • ესანტილი პლიუსის აქტიურმა შარდმდენმა ნივთიერებამ (ჰიდროქლოროთიაზიდი) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ცვლილებები კალიუმის, ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის და მაგნიუმის მხრივ, რომლებსაც ელექტროლიტები ეწოდებათ. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენგან სისხლის ანალიზების ჩატარება რეგულარული ინტერვალებით, თქვენს სისხლში ამ ნივთიერებების დონის მონიტორინგისათვის და შეიძლება მოისურვოს თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება.
  • თუ იყენებთ ლითიუმის შემცველ მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს. ესანტილი პლიუსის და ლითიუმის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
  • თუ დგას საკითხი, რომ განისაზღვროს, იყენებთ თუ არა დოპინგურ ნივთიერებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. ესანტილი პლიუსმა შეიძლება გამოიწვიოს ანტი-დოპინგური ტესტების დადებითი შედეგი.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ადრე გქონიათ ასთმა ან ალერგია. შეიძლება გქონდეთ ალერგიული რეაქცია ესანტილი პლიუსში შემავალ ჰიდროქლორთიაზიდზე.
  • თუ საჭიროა ჩაგიტარდეთ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ესანტილი პლიუსს; შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მკურნალობის შეცვლა, თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის შესაბამისად.
  • თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა ჭარბი წყურვილი, პირის სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება ან სწრაფი გულისცემა, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
  • თუ თქვენ ადრე გქონიათ ალერგია სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ, შეიძლება განვითარდეს რეაქცია, რომელიც იწვევს გარდამავალ მიოპიას (ახლომხედველობას) და მწვავე ვიწრო კუთხოვან გლაუკომას (თვალის სისხლის წნევა).
  • თუ იყენებთ ალისკირენს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ). თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

თირკმელების უკმარისობა:

ესანტილი პლიუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის ექსკრეციის სიჩქარე <30 მლ/წთ თირკმელების ტესტებით), რადგანაც პროდუქტი შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს. არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში, რომლების კრეატინინის ექსკრეციის მაჩვენებელი 30 მლ/წთ-ის ტოლია ან აღემატება მას.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერამდე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ესანტილი პლიუსი არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არაადექვატური ინტრავასკულარული მოცულობა:

სითხის და ან ნატრიუმის დაკარგვა უნდა მოგვარდეს ესანტილი პლიუსით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ესანტილი პლიუსის მოქმედება ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე უფრო მეტი ესანტილი პლიუსი:

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე უფრო მეტი ესანტილი პლიუსი, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ესანტილი პლიუსის მიღება:

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

ესანტილი პლიუსით თერაპიის შეწყვეტის პოტენციური შედეგები:

თუ თქვენ შეწყვეტთ ესანტილი პლიუსის მიღებას ექიმის თანხმობის გარეშე, შეიძლება განიცადოთ შემდეგი: • თქვენი სისხლის წნევა შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

  • სისხლძარღვები თქვენს გულში, თირკმელებში, ტვინსა და თვალებში შეიძლება დაზიანდეს მაღალი წნევის გამო.
  • შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის, თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, ინსულტის ან სიბრმავის რისკი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ესანტილი პლიუსის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციურად გამოყენების შემთხვევაში. ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი (300 მგ-მდე ირბესარტანი / 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი) უსაფრთხოდ გამოიყენება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ბეტა-ადრენერგული ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები. ირბესარტანით მკურნალობამ, თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად, ან ცალკე, შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაკარგვა ან ჰიპოტენზია, თუ მკურნალობის დაწყებამდე არ მოგვარდა ადრინდელი მაღალი დოზებით დიურეტიკებით თერაპიით გამოწვეული სითხის დაკარგვა (იხ. პუნქტი 4.4). ფუროსემიდთან და სხვა მარყუჟოვან დიურეზეტიკებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი.

ალისკირენის შემცველი პრეპარატები: ესანტილი პლიუსის და ალისკირენის შემცველი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის, ან თირკმლის ზომიერიდან და მძიმემდე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე <60 მლ/წთ/1.73 მ2) და ასევე არ არის რეკომენდებული სხვა პაციენტებისთვისაც.

ლითიუმი: შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ტოქსიკურობა დაფიქსირდა ლითიუმისა და ანგიოტენზინის გარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას. ამ დრომდე ანალოგიური ეფექტები დაფიქსირებული იქნა იშვიათად ირბესარტანის შემთხვევაში. გარდა ამისა, ირბერკორი პლიუსმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობა, რადგანაც თიაზიდები ამცირებენ ლითიუმის თირკმელით ექსკრეციას. აქედან გამომდინარე, ლითიუმისა და ესანტილი პლიუსის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4). თუ საჭიროა ეს კომბინაცია, რეკომენდებულია შრატში ლითიუმის კონცენტრაციების ყურადღებით მონიტორინგი.

წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ კალიუმზე: ზოგადად, ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული კალიუმის დაკარგვა შეიძლება შემცირდეს ირბესარტანის კალიუმის დამზოგველი ეფექტით. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ეს ეფექტი შრატის კალიუმზე შეიძლება გაიზარდოს სხვა წამლების მიერ, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკარგვას და ჰიპოკალიემიას (კალიურეზული დიურეტიკები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G ნატრიუმი, სალიცილის მჟავას წარმოებულები). ამის საპირისპიროდ, სხვა იმ წამლებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, ერთდროულმა გამოყენებამ კალიუმის დამზოგველი დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან ან სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონე (მაგ. ჰეპარინი) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

წამლები, რომლებზდაეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის დარღვევები: შრატში კალიუმის პერიოდული მონიტორინგი რეკომენდებულია, როდესაც ესანტილი პლიუსი გამოიყენება იმ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის დარღვევები (მაგ., სათითურას გლიკოზიდები, ანტიარითმული საშუალებები).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: როდესაც ანგიოტენზინ II ანტაგონისტები გამოიყენება ერთდროულად არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (სელექტიური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (> 3 გ/დღეში) და არა-სელექციური აასს-ები), შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.

ისევე, როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, ანგიოტენზინ II ანტაგონისტებისა და აასს-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის მომატება, თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით, და შრატში კალიუმის მომატება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მანამდე არსებული თირკმლების ფუნქციის დარღვევა. კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადექვატურად ჰიდრატირებული და გათვალისწინებული უნდა იქნას თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ, და ასევე პერიოდულად მას შემდეგაც.

დამატებითი ინფორმაცია ირბესარტანის ურთიერთქმედებების შესახებ: კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკა გავლენას არ ახდენს ჰიდროქლოროთიაზიდზე. ირბესარტანი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ით და ნაკლები ხარისხით გლუკურონიდაციით. არ დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, როდესაც ირბესარტანი ერთდროულად გამოყენებული იქნა ვარფარინთან, სამკურნალო პროდუქტთან, რომელიც მეტაბოლიზდება CYP2C9– ით. CYP2C9 ინდუქტორების ეფექტები, როგორიცაა რიფამპიცინი, ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკაზე შეფასებული არ ყოფილა. დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა ირბესარტანთან ერთდროული მიღებისას.

დამატებითი ინფორმაცია ჰიდროქლოროთიაზიდის ურთიერთქმედების შესახებ: ერთდროულად გამოყენებისას, შემდეგი სამკურნალო პროდუქტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს თიაზიდურ დიურეტიკებთან:

ალკოჰოლი: შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის პოტენცირება.

ანტიდიაბეტური სამკურნალო პროდუქტები (პერორალური საშუალებები და ინსულინები): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამკურნალო პროდუქტის დოზის კორექცია (იხ. პუნქტი 4.4).

ქოლესტირამინი და და ქოლესტიპოლის ფისები: ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია უარესდება ანიონური გაცვლითი ფისების არსებობისას.

კორტიკოსტეროიდები, აკტჰ: ელექტროლიტების კარგვა, განსაკუთრებით ჰიპოკალემია, შეიძლება გაიზარდოს.

დიგიტალისის გლიკოზიდები: თიაზიდით გამოწვეული ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია ხელს უწყობს სათითურათი გამოწვეული გულის არითმიების დაწყებას (იხ. პუნქტი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეამციროს თიაზიური დიურეტიკების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები ზოგიერთ პაციენტში. პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი): პრესორული ამინების ეფექტი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა იმდენად, რომ მათი გამოყენება გამოირიცხოს.

არა-მადეპოლარიზებელი ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი): შესაძლებელია არა-მადეპოლარიზებელი ჩონჩხის კუნთების რელაქსანტების ეფექტის პოტენცირება ჰიდროქლოროთიაზიდით.

პოდაგრის სამკურნალო საშუალებები: შეიძლება საჭირო გახდეს პოდაგრის სამკურნალო პროდუქტების დოზის კორექცია, რადგანაც ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შეიძლება საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ინციდენტურობა.

კალციუმის მარილები: თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე ექსკრეციის შემცირების გამო. თუ აუცილებელია კალციუმის დანამატების ან კალციუმის დამზოგველი სამკურნალო პროდუქტების (მაგ.D ვიტამინით თერაპია) დანიშვნა, საჭიროა შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და კალციუმის დოზის შესაბამისი კორექცია.

კარბამაზეპინი: კარბამაზეპინისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკთან. ერთდროულად გამოყენების დროს უნდა განხორციელდეს ელექტროლიტების მონიტორინგი. თუ ეს შესაძლებელია, უნდა გამოყენებული იქნას სხვა კლასის დიურეტიკები.

სხვა ურთიერთქმედებები: ბეტა-ბლოკერებისა და დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს თიაზიდების მიერ. ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა (მაგ. ატროპინი, ბეპერიდენი) შეიძლება გაზარდოს თიაზიდური ტიპის დიურეტიკების ბიოშეღწევადობა კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირებით. თიაზიდებმა შეიძლება გაზარდონ ამანტადინით გამოწვეული არასასურველი ეფექტების რისკი. თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიური სამკურნალო პროდუქტების (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი) თირკმლით ექსკრეცია და მოახდინოს მათი მიელოსუპრესიული ეფექტების პოტენცირება.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით:

ურთიერთქმედების კვლევები სპეციალური პოპულაციებისთვის არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია:

ურთიერთქმედების კვლევები პედიატრიული პოპულაციებისთვის არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ესანტილი პლიუსის გამოყენებამდე. ექიმი გირჩევთ რომ შეწყვიტოთ ესანტილი პლიუსი და გამოიყენოთ სხვა პრეპარატი ჩასახვამდე, ან მაშინვე, როგორც კი დაადგენს რომ ხართ ორსულად. ესანტილი პლიუსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

თქვენ უნდა ერიდოთ ესანტილი პლიუსის გამოყენებას ორსულობის მთელ პერიოდში. თუ თქვენ მანამდე მკურნალობდით ესანტილი პლიუსით, თქვენს ჩვილზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი დაბალი სისხლის წნევის მხრივ.

თუ შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ერიდეთ ესანტილი პლიუსის გამოყენებას, თუ კვებავთ ძუძუთი.

მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება

სავარაუდოდ, ესანტილი პლიუსის გამოყენება არ იმოქმედებს მანქანების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება სისხლის მაღალი წნევის მკურნალობის დროს.

თუ;

  • გრძნობთ თავბრუსხვევას და ძილიანობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან მანქანის მართვამდე და მექანიზმების გამოყენებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესანტილი პლიუსის შემადგენლობის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ესანტილი პლიუსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს არააქტიური ნივთიერების სახით. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ესანტილი პლიუსი შეიცავს სანსეტ ყვითელ FCF- ს, როგორც საღებავ საშუალებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ესანტილი პლიუსისა და სხვა პრეპარატების ერთდროულად გამოყენება

თუ თქვენ ახლა იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ წამალს, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისთვის და დიურეტიკები (განსაკუთრებით ფუროსემიდი და შარდმდენები, რომლებიც ზემოქმედებენ თირკმლის სპეციფიკურ ნაწილზე, რომელსაც ჰენლეს მარყუჟი ეწოდება): ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაიზარდოს.
  • ალისკირენი, რომელიც გამოიყენება მაღალი სისხლის წნევისთვის: თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა, ან შეიძლება მოისურვოს შემდგომი ზომების მიღება.
  • წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმში კალიუმის დონეზე, კალიუმის შემცველი ხელოვნური მარილის პრეპარატები, წამლები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი): შრატში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს.
  • მედიკამენტები, რომლებზედაც გავლენას ახდენს სისხლში კალიუმის დარღვევა (მაგ., გულის არითმიის და საგულე სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც დიგიტალისის გლიკოზიდები ეწოდება): საჭიროა შრატში კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
  • წამლები, რომლებიც შეიცავენ ლითიუმს: შრატში ლითიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს და შეიძლება განვითარდეს ლითიუმით ინტოქსიკაცია.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, ასპირინი): ესანტილი პლიუსის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი შეიძლება შემცირდეს; სისხლში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს, და თირკმელების დისფუნქციის რისკი გაიზარდოს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რათა თავიდან იქნას აცილებული წამლებს შორის შესაძლო ურთიერთქმედებები ესანტილი პლიუსში ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო:

  • წამლები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი): ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექცია.
  • წამლები, რომლებიც შეიცავენ ანიონის გაცვლით ფისს, როგორიცაა ქოლესტირამინი: შეიძლება გავლენა იქონიოს წამლის აბსორბციაზე
  • კორტიკოსტეროიდები და აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი): ელექტროლიტების დაკარგვა (ნივთიერებები სისხლში, როგორიცაა ნატრიუმი, ქლორი) და სისხლში კალიუმის დაბალი დონე შესაძლოა გამწვავდეს.
  • დიგიტალისის გლიკოზიდები: შეიძლება განვითარდეს გულის არითმია.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: თქვენს მიერ გამოყენებული წამლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
  • მიორელაქსანტები (არა-მადეპოლარიზებელი, მაგ. ტუბოკურარინი): ესანტილი პლიუსმა შეიძლება გააძლიეროს ასეთი პრეპარატების ეფექტები
  • წამლები, რომლებსაც იყენებენ პოდაგრის სამკურნალოდ: ესანტილი პლიუსმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შარდმჟავას დონე და შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ პრეპარატების დოზის მომატება.
  • კალციუმის მარილები: ესანტილი პლიუსმა შეიძლება გაზარდოს სისხლში კალციუმის დონე. კალციუმის დოზის კორექციის მიზნით უნდა განხორციელდეს სისხლში კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
  • თუ თქვენ იყენებთ სხვა არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს; თუ თქვენ მკურნალობთ კიბოს გამო; თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტირევმატულ საშუალებებს და სტეროიდებს, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს.
  • კარბამაზეპინმა, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, შეიძლება შეამციროს სისხლში ნატრიუმის დონე. შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი. სისხლში ელექტროლიტების დონის (სისხლის მინერალების) მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ესანტილი პლიუსითა და კარბამაზეპინით ერთდროულად მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძინეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ესანტილი პლიუსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

შეწყვიტეთ ესანტილი პლიუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ან მიმართეთ კონსულტაციისთვის უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ სამსახურს შემდეგ შემთხვევებში:

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რის გამოც გაძნელდება ყლაპვა და სუნთქვა;
  • გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა ქავილით ან მის გარეშე
  • სუნთქვის გაძნელება, ხიხინი

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განგივითარდებათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ესანტილი პლიუსის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია.

გვერდითი მოვლენები ჩაამოთვლილია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/10 პაციენტს.

ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/10, მაგრამ > 1/100 პაციენტს.

არა-ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/100, მაგრამ> 1/1000 პაციენტს.

იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს <1/1000, მაგრამ> 1/10000 პაციენტს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს <1 / 10.000 პაციენტს.

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ხშირი გვერდითი ეფექტები

  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • ღებინება
  • შარდვის პათოლოგია
  • დაღლილობა
  • სისხლში შარდმჟავას აზოტის, კრეატინინის და კრეატინკინაზას დონეების მომატება.

არა-ხშირი გვერდითი ეფექტები

  • გულის წასვლა
  • დაბალი სისხლის წნევა
  • გულისცემის სიხშირის მომატება
  • ხელების და ტერფების შეშუპება (ედემა)
  • ალები
  • თავბრუსხვევა და წნევის უეცარი ვარდნა მწოლიარე მდგომარებიდან წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის დროს.
  • დიარეა
  • სიყვითლე
  • სექსუალური დისფუნქცია და სურვილის ცვლილებები
  • სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონეების შემცირება

გვერდითი ეფექტები უცნობი ეფექტებით

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რის გამოც გაძნელდება ყლაპვა და სუნთქვა;
  • გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა ქავილით ან მის გარეშე
  • სისხლში კალიუმის დონის მომატება
  • ყურებში ხმაური
  • თავის ტკივილი
  • დისპეფსია
  • გემოვნების ცვლილებები
  • ღვიძლის ანთება
  • ღვიძლის დისფუნქცია
  • კუნთების და სახსრების ტკივილი
  • თირკმელების პრობლემები
  • ხველა

ირბესარტანის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები არა-ხშირი გვერდითი მოვლენები

  • ტკივილი გულმკერდში

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები

გვერდითი ეფექტები უცნობი ეფექტებით

  • სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება (ანემია)
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება
  • სისხლის თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
  • სისხლის უჯრედების წარმოქმნის დისფუნქცია ძვლის ტვინში
  • დეპრესიის შეგრძნება
  • ძილის პრობლემები
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მოუსვენრობა.
  • კანზე ჩხლეტის შეგრძნება და დაბუჟება
  • მხედველობის დაბინდვა, საგნების ყვითლად ხედვა
  • მწვავე მიოპია
  • თვალის შიდა წნევის მომატება
  • არარეგულარული პულსი
  • სისხლის წნევის ვარდნა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის დროს.
  • რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვების შეშუპების ჩათვლით).
  • პანკრეასის ანთება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • მუცლის ტკივილი
  • სანერწყვე ჯირკვლის ანთება
  • მადის დაკარგვა
  • სიყვითლე
  • უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კანში სითხით სავსე ბუშტუკებთან)
  • სისხლძარღვების ანთება, რომელიც გამოვლინდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, შეშუპებით და სიწითლით
  • სახის გაწითლება და თითების სიცივე სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო (წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები)
  • ფოტომგრძნობელობა
  • სიწითლე
  • ურტიკარია
  • სისუსტე
  • კუნთების სპაზმი
  • თირკმლის ანთება, რომელიც დაკავშირებულია მადის დაკარგვასთან, მომატებულ წყურვილთან და ღებინებასთან
  • თირკმლის დისფუნქცია
  • ცხელება
  • ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები (სისხლში შარდოვანას დონის მომატება, შარდში პათოლოგიური გლუკოზის არსებობა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ლიპიდების დონის მომატება
  • კანისა და ტუჩის კიბო (კანის არა-მელანომური კიბო)

თუ თქვენ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ნახსენები ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

სპეციფიკური ინფორმაცია ესანტილი პლიუსის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ არ არსებობს. პაციენტზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. მართვა დამოკიდებულია მიღების დროზე და სიმპტომების სიმძიმეზე. შემოთავაზებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას და/ან კუჭის ამორეცხვას. აქტივირებული ნახშირი ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. შრატში ელექტროლიტებისა და კრეატინინის დონის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ხშირად. თუ ჰიპოტენზია განვითარდება, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, უნდა მოხდეს მარილისა და მოცულობის სწრაფად შევსება.

ირბესარტანის დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო მოსალოდნელი გამოვლინებებია ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია. ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია ელექტროლიტების კარგვასთან (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრემია) და დეჰიდრატაციასთან ჭარბი დიურეზის შედეგად. დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და სომნოლენცია. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და/ან გააძლიეროს გულის არითმიები, რომლებიც დაკავშირებულია სათითურას გლიკოზიდების ან გარკვეული ანტიარითმული სამკურნალო პროდუქტების ერთდროულ გამოყენებასთან.

ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. უცნობია თუ რა ხარისხით გამოიყოფა ჰიდროქლოროთიაზიდი ჰემოდიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

წამლის ნივთიერებები:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი........................ 89.50 მგ

კროსკარმელოზა ნატრიუმი.......................65.00 მგ

სანსეტ ყვითელი FCF ................................0,05 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში

შენახვის პირობები

შეინახეთ ესანტილი პლიუსი თავის შეფუთვაში, ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ესანტილი პლიუსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ავტორიზებული მფლობელი:

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს./Ilko Ilac San. ve Tic. A.S.

ვესელ კარანი მაჰ. კოლაკოგლუ სოკ. №10

სანკაკტეპე/ისტანბული, თურქეთი

წარმოების ადგილი:

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს.

  • ორგანიზე სანაიი ბოლგესი

კუდდუსი კად. 23. სოკ. №1

სელკუკლუ/კონია, თურქეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 17/07/2019

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ -II ანტაგონისტი (კომბინაცია)

ათქ კოდი: C09DA04

მოქმედების მექანიზმი

ესანტილი პლიუსი არის ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტი ირბესარტანისა და თიაზიდური დიურეტიკი ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია. ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რაც სისხლის წნევას აქვეითებს უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი.

ირბესარტანი არის ძლიერი, პერორალურად აქტიური, სელექტიური ანგიოტენზინ-II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) ანტაგონისტი.

როგორც მოსალოდნელია, ირბესარტანი ბლოკავს AT1 რეცეპტორის მედიატორულ ანგიოტენზინ II- ის ყველა მოქმედებას, ანგიოტენზინ II-ის სინთეზის წყაროს ან გზის მიუხედავად.

ანგიოტენზინ-II (AT1) რეცეპტორების სელქტიური ანტაგონიზმი იწვევს პლაზმაში რენინის დონისა და ანგიოტენზინ-II დონის მომატებას, ასევე პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებას. შრატში კალიუმის დონეზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მხოლოდ ირბესარტანი რეკომენდებული დოზებით პაციენტებში, რომლებიც არ არიან ელექტროლიტების დისბალანსის რისკის ქვეშ (იხ. პუნქტები 4.4 და 4.5). ირბესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი) (კინინაზა-II), ფერმენტს, რომელიც წარმოქმნის ანგიოტენზინ-II- ს და ასევე შლის ბრადიკინინს არააქტიურ მეტაბოლიტებად. ირბესარტანი არ საჭიროებს მეტაბოლურ აქტივაციას მისი მოქმედებისათვის.

ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეტიკი. თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი სრულად არ არის ცნობილი. თიაზიდები გავლენას ახდენენ თირკმელში ელექტროლიტური რეაბსორბციის მილაკოვან მექანიზმებზე, პირდაპირ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით ექვივალენტური რაოდენობებით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის მოქმედებას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, შემდგომ შარდში კალიუმის მომატებით და ბიკარბონატის დაკარგვით, და აქვეითებს შრატში კალიუმს. სავარაუდოდ, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკირების საშუალებით, ირბესარტანის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ამ დიურეტიკებთან დაკავშირებული კალიუმის კარგვის უკუქცევის ტენდენცია. ჰიდროქლოროთიაზიდის შემთხვევაში დიურეზის დაწყება ხდება 2 საათში; პიკური ეფექტი დგება დაახლოებით 4 საათში, და მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ირბესარტანის კომბინაცია წარმოქმნის დოზაზე დამოკიდებულ სისხლის წნევის დამატებით დაქვეითებას მათი თერაპიული დოზის დიაპაზონში. 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის დამატებამ ყოველდღიურ მკურნალობაში პაციენტებში, რომლებიც ვერ კონტროლდებოდნენ საკმარისად მხოლოდ 300 მგ ირბესარტანით, გამოიწვია პლაცებოზე კორექტირებული სისხლის დიასტოლური წნევის შემდგომი შემცირება მინიმუმ 6.1 მმ.ვწყ.სვტ-ით (დოზის მიცემიდან 24 საათის შემდეგ). 300 მგ ირბესარტანის და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციამ გამოიწვია პლაცებოს ეფექტის გამოკლებით მთლიანობაში სისტოლური / დიასტოლური შემცირება 13.6 / 11.5 მმ.ვწყ.სვტ–ით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კლინიკური ეფექტურობა

შეზღუდული კლინიკური მონაცემებით (22 პაციენტიდან 7) სავარაუდოა, რომ პაციენტებში, რომლებიც ვერ კონტროლდებიან 300 მგ / 12.5 მგ კომბინაციით, შეიძლება აღინიშნოს პასუხი 300 მგ / 25 მგ ტიტრაციისას. ამ პაციენტებში აღინიშნა სისხლის წნევის შემცირების ეფექტი როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური სისხლის წნევისთვის (13.3 და 8.3მმ.ვწყ.სვტ-ით, შესაბამისად).

პლაცებოთი დარეგულირებული კვლევებით, 150 მგ ირბესარტანის და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის დღეში ერთჯერ დოზირებამ გამოიწვია საშუალო სისტოლური / დიასტოლური სისხლის წნევის შემცირება (დოზის მიცემიდან 24 საათის შემდეგ) მინიმუმ 12.9 / 6.9 მმ.ვწყ.სვტ-ით მსუბუქიდან ზომიერამდე ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. პიკური ეფექტები დადგა 3-6 საათში. ამბულატორიულად სისხლის წნევის მონიტორინგის შეფასებით, 150 მგ ირბესარტანის და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის დღეში ერთჯერ კომბინაციამ წარმოქმნა სისხლის წნევის მუდმივი შემცირება 24 საათიანი პერიოდის განმავლობაში, საშუალო 24-საათიანი სისტოლური / დიასტოლური შემცირებით 15,8 / 10.0 მმ.ვწყ.სვტ, – ით, პლაცებოს ეფექტის გამოკლებით კვლევის დროს. ამბულატორიულად სისხლის წნევის მონიტორინგის დროს გაზომვისას ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის 150 მგ / 12.5 მგ მინიმუმიდან პიკურამდე ეფექტები იყო 100%. კლინიკურად შეფასებული მინიმუმიდან პიკურამდე ეფექტები იყო 68% და 76% ირბესარტანი -ჰიდროქლოროთიაზიდისათვის 150მგ / 12.5მგ და ირბესარტანი -ჰიდროქლოროთიაზიდისათვის 300მგ / 12.5მგ, შესაბამისად. ეს 24 – საათიანი ეფექტები დაფიქსირდა სისხლის წნევის ზედმეტად დაქვეითების გარეშე პიკზე და შეესაბამება უსაფრთხო და ეფექტურ სისხლის წნევის დაქვეითებას დღეში ერთჯერ დოზირების ინტერვალით.

პლაცებოს ეფექტის გამოკლებით კვლევისას პაციენტებში, რომლებიც არ იყვნენ საკმარისად კონტროლირებული 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდით, ირბესარტანის დამატებამ გამოიწვია დამატებით საშუალო სისტოლური / დიასტოლური შემცირება 11.1 / 7.2 მმ.ვწყ. სვტ.-ით.

ირბესარტანის ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი აშკარაა პირველი დოზის შმდეგ და არსებითად წარმოდგენილია 1-2 კვირის ფარგლებში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი დგება 6-8 კვირაზე. გრძელვადიანი შემდგომი დაკვირვების კვლევებში ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი შენარჩუნდა ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად არ არის შესწავლილი ესანტილი პლიუსისათვის, ”რიკოშეტული” ჰიპერტენზია არ იქნა დაფიქსირებული არც ირბესარტანის და არც ჰიდროქლოროთიაზიდის შემთხვევაში.

ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ეფექტი ავადობასა და სიკვდილიანობაზე შესწავლილი არ არის. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდით ხანგრძლივი მკურნალობა ამცირებს კარდიოვასკულური სიკვდილიანობისა და ავადობის რისკს.

ესანტილი პლიუსის მიმართ პასუხზე გავლენას არ ახდენს ასაკი და სქესი. ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პროდუქტების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, შავკანიანი ჰიპერტენზიული პაციენტები ნაკლებად რეაგირებენ ირბესარტანით მონოთერაპიაზე. როდესაც ირბესარტანი გამოიყენება ერთდროულად ჰიდროქლოროთიაზიდთან დაბალი დოზით (მაგალითად, დღეში 12.5 მგ), შავკანიან პაციენტებში ანტიჰიპერტენზიული პასუხი უახლოვდება არა-შავკანიანი პაციენტებისას.

ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის საწყისი თერაპიის სახით ეფექტურობა და უსაფრთხოება მძიმე ჰიპერტენზიისთვის (განსაზღვრულია, როგორც მჯდომარე მდგომარეობაში დიასტოლური სისხლის წნევა> 110 მმ.ვწყ.სვტ.), შეფასდა მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, აქტიური კონტროლირებადი, 8-კვირიანი, პარალელურ- მკლავიანი კვლევით. სულ 697 პაციენტი იქნა რანდომიზებული 2: 1 თანაფარდობით ან ირბესარტან-ჰიდროქლოროთიაზიდის 150 მგ / 12.5 მგ, ან ირბესარტანის 150 მგ მიმართ. პაციენტებს სისტემატურად უტარდებოდათ ფორსირებული ტიტრაცია (უფრო დაბალ დოზაზე პასუხის შეფასებამდე) ერთი კვირის შემდეგ ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდის 300მგ / 25მგ ან ირბესარტანის 300 მგ მიმართ.

კვლევაში მონაწილეობდა 58% მამაკაცი. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 52.5 წელი. პაციენტების 13% იყო> 65 წლის ასაკის, და მხოლოდ 2% იყო> 75 წლის ასაკის. პაციენტების 12 % იყო დიაბეტიანი, 34% -ს ჰქონდა ჰიპერლიპიდემია. ყველაზე ხშირი კარდიოვასკულური მდგომარეობა იყო სტაბილური სტენოკარდია პაციენტების 3.5% -ში.

ამ კვლევის ძირითადი მიზანი იყო პაციენტების პროპორციის შედარება, რომლების მჯდომარე მდგომარეობაში სისხლის დიასტოლური წნევა კონტროლდებოდა (მჯდომარე მდგომარეობაში სისხლის დიასტოლური წნევა <90 მმ.ვწყ.სვტ.) მკურნალობის მე-5 კვირაზე. კომბინაციის მიმღები პაციენტების 47% (47.2%) -მა მიაღწია სისხლის დიასტოლურ წნევას <90 მმ.ვწყ.სვტ, ირბესარტანის მიმღები პაციენტების 33.2% -თან შედარებით (p = 0.0005). საშუალო საწყისი სისხლის წნევა იყო დაახლოებით 172/113 მმ.ვწყ.სვტ. ყოველ სამკურნალო ჯგუფში და ხუთი კვირის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში სისტოლური სისხლის წნევის / დიასტოლური სისხლის წნევის შემცირება შეადგენდა 30.8 / 24.0 მმ.ვწყ.სვტ. და 21.1 / 19.3 მმ.ვწყ.სვტ.-ს ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდისათვის და ირბესარტანისათვის, შესაბამისად (p< 0.0001) .

გვერდითი მოვლენების ტიპები და ინციდენტურობები, რომლებიც დაფიქსირდა კომბინაციით ნამკურნალევი პაციენტებისთვის, იყო მონოთერაპიაზე მყოფი პაციენტების გვერდითი მოვლენების პროფილის ანალოგიური. მკურნალობის 8 -კვირიან პერიოდში არც ერთ სამკურნალო ჯგუფში არ დაფიქსირებულად სინკოპეს შემთხვევები. აღინიშნა ჰიპოტენზია პაციენტების 0.6% და 0%-ში და თავბრუსხვევა პაციენტების 2.8% და 3.1%-ში, დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სახით კომბინაციის და მონოთერაპიის ჯგუფებში, შესაბამისად.

კანის არა-მელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან მიღებული არსებული მონაცემების საფუძველზე დაფიქსირდა ჰიდროქლოროთიაზიდსა და კანის არა-მელანომურ კიბოს შორის კუმულაციური დოზაზე დამოკიდებული კავშირი. ერთ კვლევაში შედიოდა პოპულაცია, რომელიც მოიცავდა ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომის 71,533 შემთხვევას, და ბრტყელ-უჯრედოვანი კარცინომის 8,629 შემთხვევას, რომლებიც შეესაბამებოდა 1,430,833 და 172 462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. დიდი დოზით ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება (≥50,000 მგ კუმულაციურად) დაკავშირებული იყო რეგულირებულ OR (შანსების თანაფარდობასთან) 1.29 (95% ნდობი ინტერვალი (CI): 1.23-1.35) ბაზალური უჯრედების კარცინომისათვის, და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისათვის. დოზაზე პასუხის აშკარა კუმულაციური კავშირი დაფიქსირდა როგორც ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომის, ასევე ბრტყელ-უჯრედოვანი კარცინომისათვის. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ტუჩის კიბოსა და ჰიდროქლოროთიაზიდის ექსპოზიციას შორის შესაძლო კავშირი: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამებოდა 63.067 პოპულაციურ კონტროლს, შემთხვევითი შერჩევითი ერთობლიობის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზაზე-პასუხთან კავშირი დაფიქსირდა რეგულირებული შანსების თანაფარდობით (OR) 2.1 (95% CI: 1.7-2.6), რომელიც გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზით გამოყენებისთვის (~25,000 მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) ყველაზე მაღალ კუმულაციურ დოზაზე (~100,000 მგ).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ირბესარტანის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს არც ერთი სამკურნალო პროდუქტის ფარმაკოკინეტიკაზე.

აბსორბცია:

ესანტილი პლიუსის პერორალური მიღების შემდეგ, ირბესარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 60-80% და 50-80%, შესაბამისად. საკვები არ ახდენს გავლენას ესანტილი პლიუსის ბიოშეღწევადობაზე. პიკური პლაზმური კონცენტრაცია დგება პერორალურად ირბესარტანის მიღებიდან 1.5-2 საათში და ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან 1-2.5 საათში.

დისტრიბუცია:

ირბესარტანის პლაზმის ცილებთან დაკავშირება არის დაახლოებით 96%, უჯრედული სისხლის კომპონენტებთან კავშირი უმნიშვნელოა. განაწილების მოცულობაა 53-93 ლიტრი. ჰიდროქლოროთიაზიდის 68% უკავშირდება პლაზმის ცილებს, და მისი დისტრიბუციის აშკარა მოცულობაა 0.83-1.14 ლ/ კგ.

ბიოტრანსფორმაცია:

ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არიან პერორალურად აქტიური საშუალებები და არ საჭიროებენ ბიოტრანსფორმაციას მათი აქტივობისათვის. ირბესარტანი მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონიდის კონიუგაციისა და ოქსიდაციის გზით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის ირბესარტანის გლუკურონიდი (დაახლოებით 6%). ციტოქრომ P450 იზოფერმენტებზე ჩატარებული In vitro კვლევები მიუთითებს, რომ, ირბესარტანი პირველ რიგში ოქსიდაციას განიცდის CYP2C9- ით; CYP3A4– ს მიერ მეტაბოლიზებას უმნიშვნელო ეფექტი აქვს. 14C ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის 80-85% შეუცვლელი ირბესარტანია.

ელიმინაცია:

ორგანიზმისა და თირკმელების სრული კლირენსია 157-176 და 3.0-3.5 მლ / წთ, შესაბამისად. ირბესარტანის ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 11-15 საათი. სტაბილური მდგომარეობის პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა ერთჯერადი დოზირების რეჟიმის დაწყებიდან 3 დღის ფარგლებში. ირბესარტანის შეზღუდული კუმულაცია (<20%) აღინიშნება პლაზმაში დღეში ერთჯერ განმეორებით დოზირებით. კვლევაში ირბესარტანის გარკვეულწილად მაღალი პლაზმური კონცენტრაციები დაფიქსირდა მდედრობით ჰიპერტენზიულ პაციენტებში. თუმცა, ირბესარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდსა და კუმულაციაში არანაირი განსხვავება არ დაფიქსირდა. მდედრობით პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ირბესარტანის AUC და Cmax მაჩვენებლები ასევე მცირედ მეტი იყო ხანდაზმულ სუბიექტებში (≥ 65 წლის ასაკის) ახალგაზრდა სუბიექტებთან (18-40 წელი) შედარებით. თუმცა, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. გერიატრიულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. კვლევის შედეგების საფუძველზე, ჰიდროქლოროთიაზიდის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ცვალებადობს 5-15 საათის დიაპაზონში.

ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები ელიმინირდება როგორც ბილიარული, ასევე თირკმლის გზებით. 14C ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენების შემდეგ, რადიაქტივობის 20% გამოიყოფა შარდით, ხოლო დანარჩენი განავლით. დოზის 2% -ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში შეუცვლელი ირბესარტანის სახით. ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად ელიმინირდება თირკმელებით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% ელიმინირდება შეუცვლელი სახით 24 საათის ფარგლებში. ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტალურ ბარიერში, მაგრამ ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

ხაზოვანი/არახაზოვანი:

ირბესარტანი ავლენს წრფივობას და დოზის პროპორციულ ფარმაკოკინეტიკას 10-დან 600 მგ-მდე დოზის დიაპაზონში. პერორალური აბსორბციის პროპორციულზე ნაკლები მომატება აღინიშნა 600 მგ დოზის ზემოთ; ამისი მექანიზმი უცნობია.

მახასიათებლები პაციენტებში:

თირკმელების უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე ან ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებში, ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. დაფიქსირდა, რომ <20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 21 საათამდე.

ღვიძლის უკმარისობა:

მსუბუქიდან და ზომიერამდე ციროზის მქონე პაციენტებში ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებზე კვლევები არ ჩატარებულა.

სქესი:

მდედრობით პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

  • 3. პრე-კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდი:

ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის პოტენციური ტოქსიკურობა პერორალური გამოყენების შემდეგ შეფასდა ვირთაგვებში და მაკაკებში 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებში. ადამიანებში თერაპიულ გამოყენებასთან შესაბამისობის მხრივ ტოქსიკოლოგიური აღმოჩენები არ დაფიქსირებულა. შემდეგი ცვლილებები, რომლებიც დაფიქსირდა ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის 10/10 და 90/90 მგ/კგ/დღეში მიმღებ ვირთაგვებში და მაკაკებში, და ასევე დაფიქსირდა ამ ორიდან ცალ-ცალკე ერთ სამკურნალო პრეპარატში იყო და/ან გამოწვეული სისხლის წნევის დაქვეითებით (მნიშვნელოვანი ტოქსიკოლოგიური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა): • თირკმელების მხრივ ცვლილებები, რომლებიც ხასიათდება შრატში შარდოვანას და კრეატინინის მცირე მომატებით, აგრეთვე იუქსტაგლომერული აპარატის ჰიპერპლაზია/ჰიპერტროფია, რაც ირბესარტანის რენინ-ანგიოტენზინის სისტემასთან ურთიერთქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს;

  • ერითროციტების პარამეტრების (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) მცირე დაქვეითება;
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ფოკალური ნეკროზი, კუჭის ფერის ცვლილება და წყლულები დაფიქსირდა რამდენიმე ვირთაგვაში 6 -თვიან ტოქსიკურობის კვლევაში ირბესარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდის 10/10 მგ/კგ /დღეში, ჰიდროქლოროთიაზიდის 90 მგ/კგ/დღეში, და ირბესარტანის 90 მგ/კგ/დღეში დოზებზე. ეს დაზიანებები არ დაფიქსირდა მაკაკებში;
  • ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული შრატში კალიუმის დაქვეითება, რომელიც ნაწილობრივ შემცირდა ჰიდროქლოროთიაზიდის ირბესარტანთან კომბინაციაში გამოყენების დროს.

ზემოაღნიშნული ეფექტების უმეტესობა, როგორც ჩანს, გამოწვეულია ირბესარტანის ფარმაკოლოგიური მოქმედებით (ანგიოტენზინ-II-ით გამოწვეული რენინის გამონთავისუფლების ინჰიბირების ბლოკადა, რენინ-წარმომქმნელი უჯრედების სტიმულირებით) და ასევე გვხვდება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში. ამ აღმოჩენებს როგორც ჩანს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანებში ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის თერაპიული დოზების გამოყენების მიმართ.

ირბესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა ტერატოგენული ეფექტები ვირთაგვებში იმ დოზებზე, რომლებიც იწვევენ დედის ტოქსიკურობას. ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ეფექტები ფერტილობაზე არ შეფასებულა ცხოველებზე კვლევებში, რადგანაც არ არსებობს ირბესარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ფერტილობაზე გვერდითი ეფექტების მტკიცებულება ცხოველებში ან ადამიანებში, როდესაც ისინი გამოიყენება ცალ-ცალკე.

თუმცა, სხვა ანგიოტენზინ–II ანტაგონისტმა გავლენა მოახდინა ფერტილობის პარამეტრებზე ცხოველებზე კვლევებში, როდესაც ის მისცეს ცალკე. ეს აღმოჩენები ასევე დაფიქსირდა ამ სხვა ანგიოტენზინ-II ანტაგონისტის უფრო დაბალ დოზებზე, როდესაც ის მისცეს ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში.

ირბესარტანის / ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მუტაგენურობის ან კლასტოგენურობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ირბესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის კანცეროგენული პოტენციალი ცხოველებზე კვლევებში არ შეფასებულა.

ირბესარტანი:

პათოლოგიური სისტემური ან სამიზნე ორგანოების ტოქსიკურობის მტკიცებულება კლინიკურად შესაბამის დოზებზე არ დაფიქსირებულა. არა-კლინიკური უსაფრთხოების კვლევებში ირბესარტანის მაღალმა დოზებმა (≥250 მგ/კგ/დღეში ვირთაგვებში და ≥100 მგ /კგ/დღეში მაკაკებში) გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების შემცირება (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი). ძალიან მაღალ დოზებზე (≥500 მგ/კგ/დღეში) ირბესარტანმა გამოიწვია დეგენერაციული ცვლილებები თირკმელებში (მაგალითად, ინტერსტიციული ნეფრიტი, მილაკების გადაბერვა, ბაზოფილური მილაკები, შარდოვანას და კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება) ვირთაგვებში და მაკაკებში, და ჩაითვალა სამკურნალო პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტების შედეგებად, რამაც გამოიწვია თირკმლის პერფუზიის დაქვეითება. გარდა ამისა, ირბესარტანმა გამოიწვია იუქსტაგლომერული უჯრედების ჰიპერპლაზია / ჰიპერტროფია (ვირთაგვებში ≥ 90 მგ/კგ/დღეში, რეზუს მაიმუნებში და მაკაკებში ≥ 10 მგ/კგ/დღეში). ყველა ეს ცვლილება ჩაითვალა ირბესარტანის ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოწვეულად.

ირბესარტანის ადამიანების თერაპიული დოზებისთვის თირკმლის იუქსტაგლომერული უჯრედების ჰიპერპლაზია / ჰიპერტროფია, როგორც ჩანს, არ არის მნიშვნელოვანი.

მუტაგენურობის, კლასტოგენურობის ან კანცეროგენულობის მტკიცებულებები არ არსებობს.

ირბესარტანის ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გარდამავალი ტოქსიკური ეფექტები (თირკმლის მენჯის კავიტაციის მომატება, ჰიდროურეთერი ან კანქვეშა შეშუპება) ვირთაგვების ნაყოფებში, რომლებიც მოგვარდა დაბადების შემდეგ. ბოცვრებში აღინიშნა აბორტი ან ადრეული რეზორბცია დოზებზე, რომლებიც იწვევენ დედის მნიშვნელოვან ტოქსიკურობას, სიკვდილიანობის ჩათვლით. ვირთაგვებში ან ბოცვრებში ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა.

ჰიდროქლოროთიაზიდი:

მიუხედავად იმისა, რომ გენოტოქსიკური ან კანცეროგენული ეფექტის მტკიცებულება იქნა აღმოჩენილი ზოგიერთ ექსპერიმენტულ მოდელში, ადამიანებში ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება არ აჩვენებს ნეოპლაზმების მომატების რაიმე მტკიცებულებას.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები.
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა

კროსკარმელოზა ნატრიუმი

მიკროკრისტალური ცელულოზა

კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი

მაგნიუმის სტეარატი

პოლიეთილენგლიკოლი

ტიტანის დიოქსიდი

ტალკი

პოლივინილის სპირტი

სანსეტ ყვითელი FCF

  • 2. შეუთავსებადობები

შეუთავსებადობები ცნობილი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისათვის

ესანტილი პლიუსი 300 მგ / 12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისათვის.

  • აქტიური ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
  • არააქტიური ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსკარმელოზა ნატრიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლივინილის სპირტი და სანსეტ ყვითელი FCF.

წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ; ნუ გადასცემთ მას სხვებს.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს, როდესაც მიხვალთ ექიმთან ან საავადმყოფოში, ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში.
  • ზუსტად დაიცავით ამ გამოყენების ინსტრუქციის მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში პაციენტისათვის მოცემულია:

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ესანტილი პლიუსი?
  • ესანტილი პლიუსის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ესანტილი პლიუსი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ესანტილი პლიუსი?
  • რა არის და რისთვის გამოიყენება ესანტილი პლიუსი?
  • ესანტილი პლიუსი არის ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია, სახელწოდებით ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
  • ესანტილი პლიუსი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
  • ირბესარტანი მიეკუთვნება სისხლის წნევის დამაქვეითებელი (ანტიჰიპერტენზიული) წამლების კლასს, რომელიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ორგანიზმში და ავიწროებს სისხლძარღვებს, სისხლძარღვებში რეცეპტორებთან დაკავშირების გზით. ეს იწვევს სისხლის წნევის მომატებას. ირბესარტანი აინჰიბირებს ანგიოტენზინ II- ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ამგვარად, სისხლძარღვები დუნდება და სისხლის წნევა ქვეითდება.
  • ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების კლასს. ის ზრდის შარდის გამოყოფას, რითაც ამცირებს სისხლის წნევას.
  • ესანტილი პლიუსში შემავალი ორი აქტიური ნივთიერება არტერიულ წნევას ამცირებს უფრო მეტად, ვიდრე ეს აღინიშნება ამ წამლების ცალ-ცალკე გამოყენებისას.
  • ესანტილი პლიუსი გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
  • თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესანტილი პლიუსი შემდეგი მიზეზების გამო:
  • თუ თქვენი სისხლის წნევა მაღალია, მისი დაქვეითების მიზნით
  • თუ თქვენი არტერიული წნევა ვერ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდით, მისი გაკონტროლების მიზნით.
  • ესანტილი პლიუსი ხელმისაწვდომია ბლისტერულ პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 28 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ესანტილი პლიუსი არის ღია ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნიშნულების გარეშე.

  • ესანტილი პლიუსის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ესანტილი პლიუსი:

თუ;

  • თქვენ ხართ ალერგიული ირბესარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ან ირბეკორ პლიუსში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
  • თუ თქვენ ხართ ალერგიული იმავე კლასის ნებისმიერი წამლის მიმართ (ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
  • თუ თქვენ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებულების მიმართ (ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე არის სულფონამიდის წარმოებული);
  • თუ გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ძნელად სამკურნალო კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონეები;
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სანაღვლის გზების მხრივ დარღვევებთან (ციროზი) და ისეთი დაავადებები, როგორიცაა ნაღვლის დინების შენელება ან შეწყვეტა (ქოლესტაზი);
  • თუ გაქვთ ისეთი დარღვევა, როგორიცაა მოშარდვის უუნარობა;
  • თუ ხართ ორსულად;
  • თუ კვებავთ ძუძუთი;
  • თუ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენით (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ).

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ესანტილი პლიუსის გამოყენებისას:

თუ;

  • თქვენ გაქვთ მძიმე ფორმის დიარეა ან ღებინება, თქვენს დიეტაში მარილი უკიდურესად შეზღუდულია, ან ხართ ინტენსიურ დიურეტიკებით თერაპიაზე, თქვენს ექიმს შეუძლია მიიღოს ზომები თქვენს მიერ სითხისა და მარილის კარგვის აღმოსაფხვრელად ესანტილი პლიუსით თერაპიის დაწყებამდე.
  • თუ გაქვთ თირკმელების სერიოზული პრობლემები. თქვენს ექიმს შეუძლია მოითხოვოს, რომ ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზები რეგულარული ინტერვალებით, თქვენს სისხლში ზოგიერთი ნივთიერების დონის მონიტორინგისთვის, და შეიძლება მოისურვოს თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება.
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE), რომელიც წარმოადგენს ქსოვილების ანთებით დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ბევრ ნაწილზე, და წარმოადგენილია უცნობი მიზეზის სხვადასხვა მონაცემებით, თქვენს ექიმს შეუძლია მოგთხოვოთ თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება, პოტენციური გამწვავების საწინააღმდეგო ღონისძიების სახით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები,
  • თუ გაქვთ გულის სერიოზული პრობლემები,
  • თუ მზით დამწვრობის სიმპტომები (სიწითლე, ქავილი, ბუშტუკები) ვითარდება ნორმალურზე უფრო სწრაფად,
  • თუ თქვენ გაქვთ პირველადი ალდოსტერონიზმი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის სახელწოდებით ალდოსტერონი, ჭარბი სეკრეციის შედეგად, აცნობეთ თქვენს ექიმს. ზოგადად, ამ დაავადების დროს არავითარი პასუხი არ მიიღება პრეპარატის მოქმედების მექანიზმის გამო. ესანტილი პლიუსის ანალოგიური წამლების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
  • თუ გაქვთ დიაბეტი და ამისათვის იყენებთ მედიკამენტებს (თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზის შეცვლა),
  • აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ან გაქვთ ლატენტური დიაბეტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს დაკვირვება დიაბეტის მანიფესტაციასთან დაკავშირებით.
  • ესანტილი პლიუსის აქტიურმა შარდმდენმა ნივთიერებამ (ჰიდროქლოროთიაზიდი) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ცვლილებები კალიუმის, ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის და მაგნიუმის მხრივ, რომლებსაც ელექტროლიტები ეწოდებათ. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენგან სისხლის ანალიზების ჩატარება რეგულარული ინტერვალებით, თქვენს სისხლში ამ ნივთიერებების დონის მონიტორინგისათვის და შეიძლება მოისურვოს თქვენზე ყურადღებით მონიტორინგის ჩატარება.
  • თუ იყენებთ ლითიუმის შემცველ მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს. ესანტილი პლიუსის და ლითიუმის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
  • თუ დგას საკითხი, რომ განისაზღვროს, იყენებთ თუ არა დოპინგურ ნივთიერებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. ესანტილი პლიუსმა შეიძლება გამოიწვიოს ანტი-დოპინგური ტესტების დადებითი შედეგი.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ადრე გქონიათ ასთმა ან ალერგია. შეიძლება გქონდეთ ალერგიული რეაქცია ესანტილი პლიუსში შემავალ ჰიდროქლორთიაზიდზე.
  • თუ საჭიროა ჩაგიტარდეთ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ესანტილი პლიუსს; შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მკურნალობის შეცვლა, თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის შესაბამისად.
  • თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები, როგორიცაა ჭარბი წყურვილი, პირის სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება ან სწრაფი გულისცემა, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
  • თუ თქვენ ადრე გქონიათ ალერგია სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ, შეიძლება განვითარდეს რეაქცია, რომელიც იწვევს გარდამავალ მიოპიას (ახლომხედველობას) და მწვავე ვიწრო კუთხოვან გლაუკომას (თვალის სისხლის წნევა).
  • თუ იყენებთ ალისკირენს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ). თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები;

ესანტილი პლიუსის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ მკურნალობის პერიოდში გქონდათ კანის კიბო ან კანის მოულოდნელი დაზიანება. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გარკვეული ტიპის კანისა და ტუჩის კიბოს რისკი (კანის არა-მელანომური კიბო), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით. ესანტილი პლიუსის გამოყენებისას დაიცავით თქვენი კანი მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.

ესანტილი პლიუსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვები გავლენას არ ახდენს ორგანიზმის მიერ ესანტილი პლიუსის აბსორბციაზე. მიიღეთ თქვენი ტაბლეტები ჭამის წინ ან შემდეგ საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით (1 ჭიქა წყალი) თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით. ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს არტერიული წნევის დაქვეითება, რაც გამოვლინდება თავბრუსხვევით და გულის წასვლით მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის დროს.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ესანტილი პლიუსის გამოყენებამდე. ექიმი გირჩევთ რომ შეწყვიტოთ ესანტილი პლიუსი და გამოიყენოთ სხვა პრეპარატი ჩასახვამდე, ან მაშინვე, როგორც კი დაადგენს რომ ხართ ორსულად. ესანტილი პლიუსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

თქვენ უნდა ერიდოთ ესანტილი პლიუსის გამოყენებას ორსულობის მთელ პერიოდში. თუ თქვენ მანამდე მკურნალობდით ესანტილი პლიუსით, თქვენს ჩვილზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი დაბალი სისხლის წნევის მხრივ.

თუ შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ერიდეთ ესანტილი პლიუსის გამოყენებას, თუ კვებავთ ძუძუთი.

მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება

სავარაუდოდ, ესანტილი პლიუსის გამოყენება არ იმოქმედებს მანქანების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება სისხლის მაღალი წნევის მკურნალობის დროს.

თუ;

  • გრძნობთ თავბრუსხვევას და ძილიანობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან მანქანის მართვამდე და მექანიზმების გამოყენებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესანტილი პლიუსის შემადგენლობის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ესანტილი პლიუსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს არააქტიური ნივთიერების სახით. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ესანტილი პლიუსი შეიცავს სანსეტ ყვითელ FCF- ს, როგორც საღებავ საშუალებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ესანტილი პლიუსისა და სხვა პრეპარატების ერთდროულად გამოყენება

თუ თქვენ ახლა იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ წამალს, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისთვის და დიურეტიკები (განსაკუთრებით ფუროსემიდი და შარდმდენები, რომლებიც ზემოქმედებენ თირკმლის სპეციფიკურ ნაწილზე, რომელსაც ჰენლეს მარყუჟი ეწოდება): ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაიზარდოს.
  • ალისკირენი, რომელიც გამოიყენება მაღალი სისხლის წნევისთვის: თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა, ან შეიძლება მოისურვოს შემდგომი ზომების მიღება.
  • წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმში კალიუმის დონეზე, კალიუმის შემცველი ხელოვნური მარილის პრეპარატები, წამლები, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი): შრატში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს.
  • მედიკამენტები, რომლებზედაც გავლენას ახდენს სისხლში კალიუმის დარღვევა (მაგ., გულის არითმიის და საგულე სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც დიგიტალისის გლიკოზიდები ეწოდება): საჭიროა შრატში კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
  • წამლები, რომლებიც შეიცავენ ლითიუმს: შრატში ლითიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს და შეიძლება განვითარდეს ლითიუმით ინტოქსიკაცია.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, ასპირინი): ესანტილი პლიუსის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი შეიძლება შემცირდეს; სისხლში კალიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს, და თირკმელების დისფუნქციის რისკი გაიზარდოს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რათა თავიდან იქნას აცილებული წამლებს შორის შესაძლო ურთიერთქმედებები ესანტილი პლიუსში ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო:

  • წამლები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი): ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექცია.
  • წამლები, რომლებიც შეიცავენ ანიონის გაცვლით ფისს, როგორიცაა ქოლესტირამინი: შეიძლება გავლენა იქონიოს წამლის აბსორბციაზე
  • კორტიკოსტეროიდები და აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი): ელექტროლიტების დაკარგვა (ნივთიერებები სისხლში, როგორიცაა ნატრიუმი, ქლორი) და სისხლში კალიუმის დაბალი დონე შესაძლოა გამწვავდეს.
  • დიგიტალისის გლიკოზიდები: შეიძლება განვითარდეს გულის არითმია.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: თქვენს მიერ გამოყენებული წამლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
  • მიორელაქსანტები (არა-მადეპოლარიზებელი, მაგ. ტუბოკურარინი): ესანტილი პლიუსმა შეიძლება გააძლიეროს ასეთი პრეპარატების ეფექტები
  • წამლები, რომლებსაც იყენებენ პოდაგრის სამკურნალოდ: ესანტილი პლიუსმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შარდმჟავას დონე და შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ პრეპარატების დოზის მომატება.
  • კალციუმის მარილები: ესანტილი პლიუსმა შეიძლება გაზარდოს სისხლში კალციუმის დონე. კალციუმის დოზის კორექციის მიზნით უნდა განხორციელდეს სისხლში კალციუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
  • თუ თქვენ იყენებთ სხვა არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს; თუ თქვენ მკურნალობთ კიბოს გამო; თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტირევმატულ საშუალებებს და სტეროიდებს, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს.
  • კარბამაზეპინმა, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, შეიძლება შეამციროს სისხლში ნატრიუმის დონე. შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი. სისხლში ელექტროლიტების დონის (სისხლის მინერალების) მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ესანტილი პლიუსითა და კარბამაზეპინით ერთდროულად მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძინეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ.

  • როგორ მიიღება ესანტილი პლიუსი?

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირების / გამოყენების სიხშირის შესახებ:

  • თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს მკურნალობა ესანტილი პლიუსის 300 მგ / 12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით, როდესაც არტერიული წნევა ვერ გაკონტროლდება ცალ-ცალკე ჰიდროქლოროთიაზიდის ან 300 მგ ირბესარტანის გამოყენების მიუხედავად.
  • თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ და რა დოზით უნდა მიიღოთ ტაბლეტები.
  • რეკომენდებული არ არის 300 მგ ირბესარტანის / 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.
  • თქვენი სისხლის წნევის მკურნალობაზე პასუხის საფუძველზე, ექიმმა შეიძლება ჩართოს სხვა პრეპარატი თქვენს მკურნალობაში.
  • პრეპარატის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი მაქსიმალურ დონეს აღწევს თერაპიის დაწყებიდან 6-დან 8 თვის შემდეგ.

ესანტილი პლიუსით თერაპია არის გრძელვადიანი მკურნალობა. თქვენი ექიმი გეტყვით ესანტილი პლიუსით თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

არ შეწყვეტოთ თქვენი მკურნალობა ნადრევად, რადგანაც ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე.

გამოყენების მეთოდი და გზა:

  • ესანტილი პლიუსი გამოიყენება პერორალურად
  • მიიღეთ ტაბლეტები ჭიქა წყლის დაყოლებით, როგორც მოგცემთ რეკომენდაციას თქვენი ექიმი. ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ ჭამის დროს ან ჭამის წინ ან მას შემდეგ.
  • მიიღეთ ტაბლეტები ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, სასურველია დილით ადრე. ტაბლეტების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უზრუნველყოფს ოპტიმალურ ეფექტს თქვენს სისხლის წნევაზე. ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ ტაბლეტების მიღების დრო. დაიცავით ინსტრუქცია, თუ თქვენი ექიმი არ მოგცემთ სხვაგვარ რეკომენდაციას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ის არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმელების უკმარისობა:

ესანტილი პლიუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის ექსკრეციის სიჩქარე <30 მლ/წთ თირკმელების ტესტებით), რადგანაც პროდუქტი შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს. არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში, რომლების კრეატინინის ექსკრეციის მაჩვენებელი 30 მლ/წთ-ის ტოლია ან აღემატება მას.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერამდე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ესანტილი პლიუსი არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არაადექვატური ინტრავასკულარული მოცულობა:

სითხის და ან ნატრიუმის დაკარგვა უნდა მოგვარდეს ესანტილი პლიუსით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ესანტილი პლიუსის მოქმედება ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე უფრო მეტი ესანტილი პლიუსი:

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე უფრო მეტი ესანტილი პლიუსი, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ესანტილი პლიუსის მიღება:

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

ესანტილი პლიუსით თერაპიის შეწყვეტის პოტენციური შედეგები:

თუ თქვენ შეწყვეტთ ესანტილი პლიუსის მიღებას ექიმის თანხმობის გარეშე, შეიძლება განიცადოთ შემდეგი: • თქვენი სისხლის წნევა შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

  • სისხლძარღვები თქვენს გულში, თირკმელებში, ტვინსა და თვალებში შეიძლება დაზიანდეს მაღალი წნევის გამო.
  • შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის, თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, ინსულტის ან სიბრმავის რისკი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ესანტილი პლიუსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

შეწყვიტეთ ესანტილი პლიუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ან მიმართეთ კონსულტაციისთვის უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ სამსახურს შემდეგ შემთხვევებში:

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რის გამოც გაძნელდება ყლაპვა და სუნთქვა;
  • გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა ქავილით ან მის გარეშე
  • სუნთქვის გაძნელება, ხიხინი

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განგივითარდებათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ესანტილი პლიუსის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია.

გვერდითი მოვლენები ჩაამოთვლილია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/10 პაციენტს.

ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/10, მაგრამ > 1/100 პაციენტს.

არა-ხშირი: შეიძლება განუვითარდეს <1/100, მაგრამ> 1/1000 პაციენტს.

იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს <1/1000, მაგრამ> 1/10000 პაციენტს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს <1 / 10.000 პაციენტს.

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ხშირი გვერდითი ეფექტები

  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • ღებინება
  • შარდვის პათოლოგია
  • დაღლილობა
  • სისხლში შარდმჟავას აზოტის, კრეატინინის და კრეატინკინაზას დონეების მომატება.

არა-ხშირი გვერდითი ეფექტები

  • გულის წასვლა
  • დაბალი სისხლის წნევა
  • გულისცემის სიხშირის მომატება
  • ხელების და ტერფების შეშუპება (ედემა)
  • ალები
  • თავბრუსხვევა და წნევის უეცარი ვარდნა მწოლიარე მდგომარებიდან წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის დროს.
  • დიარეა
  • სიყვითლე
  • სექსუალური დისფუნქცია და სურვილის ცვლილებები
  • სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონეების შემცირება

გვერდითი ეფექტები უცნობი ეფექტებით

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რის გამოც გაძნელდება ყლაპვა და სუნთქვა;
  • გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა ქავილით ან მის გარეშე
  • სისხლში კალიუმის დონის მომატება
  • ყურებში ხმაური
  • თავის ტკივილი
  • დისპეფსია
  • გემოვნების ცვლილებები
  • ღვიძლის ანთება
  • ღვიძლის დისფუნქცია
  • კუნთების და სახსრების ტკივილი
  • თირკმელების პრობლემები
  • ხველა

ირბესარტანის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები არა-ხშირი გვერდითი მოვლენები

  • ტკივილი გულმკერდში

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები

გვერდითი ეფექტები უცნობი ეფექტებით

  • სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება (ანემია)
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება
  • სისხლის თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
  • სისხლის უჯრედების წარმოქმნის დისფუნქცია ძვლის ტვინში
  • დეპრესიის შეგრძნება
  • ძილის პრობლემები
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მოუსვენრობა.
  • კანზე ჩხლეტის შეგრძნება და დაბუჟება
  • მხედველობის დაბინდვა, საგნების ყვითლად ხედვა
  • მწვავე მიოპია
  • თვალის შიდა წნევის მომატება
  • არარეგულარული პულსი
  • სისხლის წნევის ვარდნა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის ან ფეხზე წამოდგომის დროს.
  • რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვების შეშუპების ჩათვლით).
  • პანკრეასის ანთება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • მუცლის ტკივილი
  • სანერწყვე ჯირკვლის ანთება
  • მადის დაკარგვა
  • სიყვითლე
  • უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (მძიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კანში სითხით სავსე ბუშტუკებთან)
  • სისხლძარღვების ანთება, რომელიც გამოვლინდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, შეშუპებით და სიწითლით
  • სახის გაწითლება და თითების სიცივე სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო (წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები)
  • ფოტომგრძნობელობა
  • სიწითლე
  • ურტიკარია
  • სისუსტე
  • კუნთების სპაზმი
  • თირკმლის ანთება, რომელიც დაკავშირებულია მადის დაკარგვასთან, მომატებულ წყურვილთან და ღებინებასთან
  • თირკმლის დისფუნქცია
  • ცხელება
  • ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები (სისხლში შარდოვანას დონის მომატება, შარდში პათოლოგიური გლუკოზის არსებობა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ლიპიდების დონის მომატება
  • კანისა და ტუჩის კიბო (კანის არა-მელანომური კიბო)

თუ თქვენ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ნახსენები ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ესანტილი პლიუსი?

შეინახეთ ესანტილი პლიუსი თავის შეფუთვაში, ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ესანტილი პლიუსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ავტორიზებული მფლობელი:

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს./Ilko Ilac San. ve Tic. A.S.

ვესელ კარანი მაჰ. კოლაკოგლუ სოკ. №10

სანკაკტეპე/ისტანბული, თურქეთი

წარმოების ადგილი:

ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს.

  • ორგანიზე სანაიი ბოლგესი

კუდდუსი კად. 23. სოკ. №1

სელკუკლუ/კონია, თურქეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 17/07/2019

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა