ერმეტინი ნაჩვენებია შემდეგის სამკურნალოდ: ნაწლავური სტრონგილოიდოზი; ონქოცერკოზი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ივერმეკტინი (ivermectin)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰელმინთური საშუალებები, ავერმექტინები
- ATC კოდი
- P02CF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035122
- რეგისტრირებულია
- 4 მაისი 2022, მოქმედებს 4 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ერმეტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ერმეტინი ნაჩვენებია შემდეგის სამკურნალოდ:
ნაწლავური სტრონგილოიდოზი;
ონქოცერკოზი.
მიღების წესი და დოზირება
ერმეტინი მიიღება შიგნით უზმოზე ერთჯერადად, წყლის მიყოლებით.
დოზირებების ქვევით მოცემულ ცხრილებში მითითებულია 3 მგ ტაბლეტების რაოდენობა, რაც რეკომენდებულია თითოეული ჩვენებისთვის სხეულის წონის მიხედვით.
სტრონგილოიდოზი
სტრონგილოიდოზის სამკურნალოდ ივერმექტინის რეკომენდებული დოზა - ერთჯერადი პერორალური დოზა, დაახლოებით 200 მკგ/კგ სხეულის წონაზე. როგორც წესი, დამატებითი დოზები საჭირო არ არის. თუმცა, უნდა ჩატარდეს განავლის საკონტროლო კვლევები, რათა დადასტურდეს გამომწვევის ერადიკაცია.
სხეულის წონა (კგ)
დოზა (დაახლოებით 200 მკგ/კგ)
(3 მგ ტაბლეტების რაოდენობა)
15-24
1
25-35
2
36-50
3
51-65
4
66-79
5
≥ 80
დაახლოებით 200 მკგ/კგ
ონქოცერკოზი
ონქოცერკოზის სამკურნალოდ ივერმექტინის რეკომენდებული დოზა - ერთჯერადი პერორალური დოზა, დაახლოებით 150 მკგ/კგ სხეულის წონაზე. ონქოცერკოზის მასობრივი მკურნალობის კამპანიებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტერვალები დოზებს შორის 12 თვეს შეადგენს. ცალკეული პაციენტების სამკურნალოდ შეიძლება განხილული იქნას პრეპარატის განმეორებით მიღება არა ნაკლებ 3 თვის ინტერვალით.
სხეულის წონა (კგ)
დოზა ყოველ 12 თვეში (დაახლოებით 150 მკგ/კგ)
(3 მგ ტაბლეტების რაოდენობა)
15-25
1
26-44
2
45-64
3
65-84
4
≥ 85
დაახლოებით 150 მკგ/კგ
პედიატრიული პოპულაცია
15 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში ივერმექტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წლის)
ხანდაზმულ პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემებმა და გამოყენების გამოცდილებამ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის სხვაობა არ გამოავლინა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ანამნეზში ივერმექტინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას გამოყენება არ შეიძლება.
იშვიათ შემთხვევებში მძიმე ლოაოზის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური ენცეფალოპათია, რომელიც წარმოიქმნება სპონტანურად ან ეფექტური მიკროფილარიციდით მკურნალობის შემდეგ. ასეთ პაციენტებში ასევე გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ტკივილი (კისრისა და ზურგის ტკივილის ჩათვლით), თვალების სიწითლე, სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში, ქოშინი, შარდის და/ან განავლის შეუკავებლობა, სიძნელე დგომისას/სიარულისას, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, გონების დაბინდვა, მოთენთილობა, შეშება, კრუნჩხვები ან კომა. ივერმექტინის მიღების შემდეგ ეს სიმპტომი ძალიან იშვიათად ვლინდება. პაციენტებს დასავლეთ ან ცენტრალური აფრიკის ლოაოზის მიხედვით ენდემური რეგიონებიდან, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო ესაჭიროებათ ივერმექტინით მკურნალობა, უნდა ჩაუტარდეთ ლოაოზის შეფასება და მკურნალობის შემდეგ უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
მიკროფილარიციდული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ ჰიპერრეაქტიული ონქოდერმატიტის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სერიოზული არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით შეშუპება და ონქოდერმატიტის გამწვავება.
ონქოცერკოზი
ერმეტინი არ მოქმედებს Onchocerca volvulus-ის მოზრდილ ფორმებზე. მოზრდილი პარაზიტები იმყოფებიან კანქვეშა კვანძებში, რომლებიც იშვიათად პალპირდება. ონქოცერკოზის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება განიხილოს ამ კვანძების ქირურგიული მოცილება (ნოდულექტომია), ვინაიდან ეს პროცედურა აშორებს მიკროფილარიის მაპროდუცირებელ მოზრდილ პარაზიტებს. ალტერნატივის სახით შეიძლება საჭირო გახდეს დაკვირვება და ივერმექტინით ხელახალი მკურნალობა.
ონქოცერკოზის მქონე პაციენტებისთვის მიკროფილარიციდული მოქმედების პრეპარატების შეყვანის შემდეგ, როგორიც არის დიეთილკარბამაზინის ციტრატი, შესაძლებელია სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის კანისმიერი და/ან სისტემური რეაქციების (მაზოტის რეაქცია), ასევე მხედველობის მხრივ რეაქციების განვითარება. სავარაუდოა, რომ ეს გამოვლინებები დაკავშირებულია ალერგიულ ან ანთებით რეაქციებთან მიკროფილარიების სიკვდილზე. პაციენტებში, რომლებიც ონქოცერკოზის დროს ერმეტინს იღებენ, შეიძლება ეს რეაქციები განუვითარდეთ კლინიკური არასასურველი რეაქციების დამატებად, რომლებიც შესაძლოა, სავარაუდოა ან ნამდვილად დაკავშირებულია თვითონ პრეპარატთან.
მაზოტის მძიმე რეაქციების მკურნალობა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებს არ დაქვემდებარებულა. პერორალური რეჰიდრატაცია, მწოლიარე მდგომარეობა, ფიზიოლოგიური ხსნარის ვენაში შეყვანა და/ან პარენტერალური კორტიკოსტეროიდები პოსტურალური ჰიპოტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება. ანტიჰისტამინური და/ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორიც არის ასპირინი/აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი),გამოიყენება სიმძიმის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის სიმძიმის უმეტეს შემთხვევაში.
ონქოცერკოზის პროფილაქტიკისთვის ივერმექტინის გამოყენების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.
სტრონგილოიდოზი პაციენტებში დასუსტებული იმუნიტეტით
დასუსტემული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის (მათ შორის აივ-ინფიცირებულებისთვის), რომლებსაც უტარდებოდათ ნაწლავური სტრონგილოიდოზის მკურნალობა, საჭირო იყო თერაპიის განმეორებითი კურსები. ასეთ პაციენტებში დოზისრების ოპტიმალური რეჟიმის განსაზღვრისთვის ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის რამდენჯერმე მიღება, მაგალითად 2-კვირიანი ინტერვალით, და ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება განკურნება მიუღწეველი გახდეს. ასეთ პაციენტებში ექსტრანაწლავური სტრონგილოიდოზის კონტროლი გართულებულია, ამიტომ უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს სუპრესიული თერაპია თვეში ერთხელ.
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ განავლის ხელახალი გამოყვლევების საჭიროების თაობაზე Strongyloides stercoralis ერადიკაციის დასადასტურებლად.
პედიატრიული პოპულაცია
15 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში ივერმექტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
კლინიკური კვლევები არ მოიცავდა საკმარისი რაოდების 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს, რათა გამოვლენილიყო განსხვავება უფრო ახალგაზრდა სუბიექტებისგან. სხვა დარეგისტრირებულმა კლინიკურმა გამოცდილებამ ვერ გამოავლინა განსხვავება ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, ვინაიდან ასეთ პაციენტებში უფრო სავარაუდოა ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითება, ასევე თანმხლები დაავადებების არსებობა ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება.
დამხმარე ნივთიერებები
ემერტინი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლი) ერთ ტაბლეტში, ე.ი. არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშგებები საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების გაზრდის შესახებ ივერმექტინისა და ვარფარინის ერთად გამოყენებისას.
In vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომების და CYP450 რეკომბინანტული ფერმენტების გამოყენებით აჩვენა, რომ ივერმექტინი პირველ რიგში მეტაბოლიზდება CYP3A4. გამოყენებული in vitro მეთოდის მიხედვით ნაჩვენები იყო, რომ CYP2D6 და CYP2E1 ასევე მონაწილეობენ ივერმექტინის მეტაბოლიზმში, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე CYP3A4. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევების შედეგები შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ ივერმექტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები არ იწვევენ CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2E1 მეტზბოლური აქტივობის მნიშვნელოვან დათრგუნვას.
ივერმექტინის უსაფრთხოებისა და ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესაფასებლად ჯანმრთელ მოხალისეებში მრავალჯერადი დოზების უსაფრთხოების კლინიკური კვლევა ჩატარდა. სუბიექტები იღებდნენ ივერმექტინის პერორალურ დოზებს 30 მგ-დან 120 მგ-მდე უზმოზე ან ივერმექტინის 30 მგ საკვების სტანდარტული მიღების შემდეგ ცხიმების მაღალი შემცველობით (48,6 გ ცხიმები). 30 მგ ივერმექტინის შეყვანამ ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ გამოიწვია ბიოშეღწევადობის დაახლოებით 2,5-ჯერ გაზრდა უზმოზე 30 მგ ივერმექტინის შეყვანასთან შედარებით. ამ წესით გამოყენების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.
პრეპარატის ურთიერთქმედება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებთან დადგენილი არ არის.
პრეპარატის ზეგავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე დადგენილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსული ქალებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შეზღუდულმა მომაცემებმა ვერ დაადგინეს ურთიერთკავშირი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ივერმექტინის ზემოქმედებასა და ორსულობის უარყოფითი დასასრულის განვითარებას შორის. თანდაყოლილი ანომალიების, თვითნებური აბორტების, ნაყოფის გარდაცვალების/მკვდრადშობადობის და ჩვილთა სიკვდილობის სიხშირე დაახლოებით 400 ქალში, რომლებმაც ივერმექტინი პირველ ტრიმესტრში მიიღეს შემთხვევით ონქოცერკოზის მასობრივი მკურნალობის კამპანიების ფარგლებში, იყო ისეთივე, როგორიც ქალებში, რომლებსაც ორსულობის დროს ივერმექტინი არ მიუღიათ. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში ივერმექტინის ერთჯერადად მიღების უსაფრთხოების შესაფასებლად მონაცემები არასაკმარისია.
ივერმექტინი იწვევდა სასის დაშლას თაგვებსა და ვირთხებში პერორალური დოზებისას 0,4 მგ/კგ/დღე და 10 მგ/კგ/დღე შესაბამისად, ასევე სასის დაშლას და ტერფების მოხრას კურდღლებში დოზებისას 3 მგ/კგ/დღე. განვითარების ეს ეფექტები აღმოჩენილი იყო მხოლოდ დედის ორგანიზმისთვის ტოქსიკური დოზების ტოლი ან მიახლოებული დოზებისას.
ორსული ქალების მიერ ივერმექტინის მიღება უნდა შეიზღუდოს მასობრივი მკურნალობის კამპანიების მიერ, რომლებშიც არანამკურნალები ონქოცერკოზის გამო გართულებების რისკი აღემატება ნაყოფისთვის თერაპიის გამო პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ივერმექტინის შეყვანილი დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა დედის რძით. ახალშობილებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის; ამიტომ მეძუძური დედებისთვის პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის. ქალების მკურნალობა, რომლებიც აპირებენ ბავშვის ძუძუთი კვებას, არ უნდა ჩატარდეს უფრო ადრე, ვიდრე 1 კვირის შემდეგ ბავშვის დაბადებიდან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ემერტინის ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიც არის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო და ტრემორი, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ივერმექტინი, როგორც წესი, კარგად აიტანება, უმეტეს შემთხვევაში არასასურველი რეაქციები ზომიერი და გავლადია.
არასასურველი რეაქციები კლინიკურ კვლევებში
ვინაიდან კლინიკური კვლევები ძალიან სპეციფიკურ პირობებში ტარდება, არასასურველი რეაქციების მიღებულმა სიხშირემ შეიძლება ვერ ასახოს პრაქტიკაში გამოვლენილი მაჩვენებლები, და არ უნდა შეედაროს სხვა პრეპარატის არასასურველი რეაქციების სიხშირეს. კლინიკურ კვლევებში მიღებული ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ გამოსადეგია პრეპარატთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების გამოსავლენად და მათი სიხშირის დაახლოებითი შეფასებისთვის.
სტრონგილოიდოზი
ოთხ კლინიკურ კვლევაში 109 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ივერმექტინის ერთ ან ორ 170-200 მკგ/კგ დოზას, იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სავარაუდოდ ან ნამდვილად დაკავშირებულია ივერმექტინთან:
ზოგადი დარღვევები: ასთენია/დაღლილობა (0,9%), მუცლის ტკივილი (0,9%).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია (0,9%), ყაბზობა (0,9%), დიარეა (1,8%), ღებინება (1,8%), გულისრევა (0,9%).
ნერვული სისტემის/ფსიქიკის მხრივ: თავბრუსხვევა (2,8%), ძილიანობა (0,9%), ვერტიგო (0,9%), ტრემორი (0,9%).
კანის მხრივ: ქავილი (2,8%), გამონაყარი (0,9%), ჭინჭრის ციება (0,9%).
შედარებით კვლევებში პაციენტები, რომლებმაც მიიღეს ივერმექტინი, მუცლის უფრო გამოხატულ შებერილობას და მკერდში დისკომფორტს განიცდიდნენ, ვიდრე რომლებმაც მიიღეს ალბენდაზოლი. მაგრამ ივერმექტინი აიტანებოდა უკეთესად, ვიდრე თიაბენდაზოლი, შედარებით კვლევებში 37 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ თიაბენდაზოლს.
მოსალოდნელი არ არის, რომ პაციენტებს სტრონგილოიდოზით, რომლებიც იღებენ ივერმექტინს, განუვითარდებათ მაზოტის მაგვარი და ოფთალმოლოგიური რეაქციები, დაკავშირებული ონქოცერკოზის ან ძირითადი დაავადების მკურნალობასთან.
ონქოცერკოზი
კლინიკურ კვლევებში 963 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 100-200 მკგ/კგ ივერმექტინს, იყო შეტყობინებები შემდეგი ნიშნების და სიმპტომების გაუარესების შესახებ მკურნალობის შემდეგ პირველი 4 დღის განმავლობაში: ართრალგია/სინოვიტი (9,3%), იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (11,0% და 4,4% შესაბამისად), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (5,3% და 1,2% შესაბამისად), საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (12,6% და 13,9% შესაბამისად), სხვა ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (3,0% და 1,9% შესაბამისად), ქავილი (27,5%) კანის დაზიანება, შეშუპების, პაპულოზური და პუსტულოზური გამონაყარის ან აშკარა ჭინჭრის ციების ჩათვლით (22,6%). ეს ნიშნები და სიმპტომები მაზოტის მაგვარი რეაქციების ნაწილად ითვლება.
კლინიკურ კვლევებში მხედველობის ორგანოების მდგომარეობა შესწავლილია 963 მოზრდილ პაციენტში მკურნალობამდე, მე-3 დღეს, ასევე მე-3 და მე-6 თვეს 100-200 მკგ/კგ დოზით ივერმექტინით მკურნალობის შემდეგ. ცვლილებათა უმეტესობა ან დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, ან გაუმჯობესდა სიმძიმის საწყის დონესთან შედარებით მონახულების მე-3 და მე-6 თვეს. მე-3 დღეს, მე-3 და მე-6 თვეს შემდეგი მდგომარეობების გაუარესების მქონე პაციენტთა პროცენტმა შეადგინა: ლიმბიტი: 5,5%, 4,8% და 3,5% და წერტილოვანი დაბინდვა: 1,8%, 1,8% და 1,4% შესაბამისად.
პაციენტების მაჩვენებლებმა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, შეადგინა: ლიმბიტი: 6,2%, 9,9% და 9,4% და წერტილოვანი დაბინდვა: 2,0%, 6,4% და 7,2% შესაბამისად.
კლინიკურ კვლევებში 963 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 100-200 მკგ/კგ ივერმექტინს, შემდეგი კლინიკური არასასურველი რეაქციები დარეგისტრირებული იყო როგორც შესაძლო, სავარაუდოდ ან ნამდვილად დაკავშირებული პრეპარატთან ≥1% პაციენტში: სახის შეშუპება (1,2%), პერიფერიული შეშუპებები (3,2%), ორთოსტაზული ჰიპოტენზია (1,1%) და ტაქიკარდია (3,5%). პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი და მიალგია, აღენიშნა <1% პაციენტს (0,2% და 0,4% შესაბამისად). მაგრამ ეს იყო ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლების შესახებაც იყო შეტყობინებები ამ კვლევების დროს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად (22,3% და 19,7% შესაბამისად).
უსაფრთხოების ანალოგიური პროფილი გამოვლინდა ღია კვლევაში 6-დან 13 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
მხედველობის ორგანოს მხრივ შემდეგი არასასურველი რეაქციები ვითარდება თვით დაავადების გამო, მაგრამ მათ შესახებ შეტყობინებები იყო ივერმექტინით მკურნალობის შემდეგაც: ანომალური შეგრძნებები თვალებში, ქუთუთოების შეშუპება, წინა უვეიტი, კონიუნქტივიტი, ლიმბიტი, კერატიტი და ქორიორეტინიტი ან ქორიოიდიტი. ისინი იშვიათადაა სერიოზული ან დაკავშირებული მხედველობის დაკარგვასთან და ჩვეულებრივ გვარდება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გარეშე.
ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები
სტრონგილოიდოზი
კლინიკურ კვლევებში 109 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 170-200 მკგ/კგ ივერმექტინის ერთ ან ორ დოზას, ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები, რომელთა შესახებაც შეტყობინებები იყო წამლისმიერი ურთიერთქმედების მიუხედავად, მოიცავდნენ ლეიკოპენიას/ანემიას ერთ პაციენტში და ალანინამინოტრანსფერაზას/ტუტე ფოსფატაზას დონის მომატებას ერთ პაციენტში.
ონქოცერკოზი
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში შემდეგი ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები დარეგისტრირდა როგორც შესაძლო, სავარაუდო ან ნამდვილად პრეპარატთან დაკავშირებული ≥1% პაციენტში: ეოზინოფოლია (3%) და ჰემოგლობინის მომატება (1%).
არასასურველი რეაქციები პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში
ონქოცერკოზი
სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში.
ყველა ჩვენება
ჰიპოტენზია (ძირითადად ორთოსტაზული ჰიპოტენზია), ბრონქული ასთმის გამწვავება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კრუნჩხვები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
იყო შეტყობინებები ივერმექტინის შემთხვევითი ჭარბი დოზების შესახებ, მაგრამ მათგან არცერთმა სიკვდილი არ გამოიწვია.
ვეტერინარული გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატების უცნობი დოზებით შემთხვევით მოწამვლისას (პერორალური, საინჰალაციო, საინექციო გამოყენება, კანზე გამოყენება), აღწერილი იყო შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, შეშუპება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია, ღებინება, გულისრევა, დიარეა. ასევე გამოვლინდა სხვა არასასურველი რეაქციები კრუნჩხვების, ატაქსიის, ქოშინის, მუცლის ტკივილის, პარესთეზიისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით.
შემთხვევით მოწამვლისას შემანარჩუნებელი თერაპია, თუ იგი ნაჩვენებია, უნდა მოიცავდეს სითხეებისა და ელექტროლიზების პარენტერალურ შეყვანას, რესპირატორულ მხარდაჭერას (ჟანგბადი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია საჭიროებისას) და პრესორულ აგენტებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის არსებობისას. საჭიროებისას აბსორბციის პრევენციისთვის შეიძლება ნაჩვენები იყოს გულისრევის ინდუქცია და/ან კუჭის ამორეცხვა შემდგომ საფაღარათოების შეყვანით.
კვლევაში, რომელშიც ჯანმრთელ მოხალისეებს პერორალურად აძლევდნენ 2000 მკგ/კგ ივერმექტინს უზმოზე ან 600 მკგ/კგ-მდე ივერმექტინს ცხიმების მაღალი შემცველობით (48,6 გ ცხიმები) საკვების მიღების შემდეგ, არ გამოვლენილა ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნებისმიერი დოზისას საკვების მიღების მიუხედავად.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ივერმექტინი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის კოდი ათქ მიხედვით P02CF01
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიჰელმინთური საშუალებები. ნემატოდოზების დროს გამოსაყენებელი საშუალებები. ავერმექტინები.
LINK Word.Document.12 "C:\\Users\\User\\Desktop\\medulaki 2021.docx" "OLE_LINK1" \a \r \* MERGEFORMAT ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ერმეტინი ანტიჰელმინთური საშუალებაა, ავერმექტინების წარმოებული, რომელიც გამოყოფილია Streptomyces avermitilis ფერმენტაციის პროდუქტებიდან.
მოქმედების მექანიზმი
ივერმექტინი ავერმექტინების კლასის, პარაზიტების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის აგენტების წარმომადგენელია, რომლებსაც მოქმედების უნიკალური მექანიზმი გააჩნიათ. ამ კლასის ნაერთები სელექციურად და მაღალი მსგავსებით უერთდებიან გლუტამად-მართვად ქლორიდების იონების არხებს, რომლებიც უხერხემლოების ნერვებისა და კუნთების უჯრედებში არიან. ეს ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების გამტარობის გაზრდას ქლორის იონებისთვის ნერვული ან კუნთების უჯრედების ჰიპერპოლარიზებით, რაც პარაზიტის დამბლას და სიკვდილს იწვევს. ამ კლასის ნაერთებს ურთიერთქმედება ასევე შეუძლიათ სხვა ლიგანდ-მართვად ქლორიდულ არხებთან, როგორებიც არის ნეირომედიატორით მართვადი გამა-ამინოცხიმმჟავა.
მიკრობიოლოგია
ამ კლასის ნაერთების სელექციური აქტივობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ზოგიერთ ძუძუმწოვარას ქლორიდების გლუტამატ-მართვადი არხები არ გააჩნია, და რომ ავერმექტინებს დაბალი მსგავსება აქვთ ძუძუმწოვრების ქლორიდების ლიგანდ-მართვად არხებთან. ივერმექტინი ცუდად აღწევს ადამიანის ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ივერმექტინი აქტიურია ბევრი, მაგრამ არა ყველა ნემატოდის სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა სტადიების წინააღმდეგ. იგი აქტიურია Onchocerca volvulus ქსოვილების მიკროფილარიების წინააღმდეგ, მაგრამ არა მოზრდილი ფორმების. მისი აქტივობა Strongyloides stercoralis წინააღმდეგ შეზღუდულია ნაწლავური სტადიებით.
კლინიკური კვლევები
ონქოცერკოზი
ონქოცერკოზის მკურნალობისას ივერმექტინის შეფასება დაფუძნებულია 1278 პაციენტის მონაწილეობით კლინიკური კვლევების შედეგებზე. ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ზომიერი და მძიმე ონქოცერკალური ინფექციის მქონე მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ივერმექტინის ერთჯერად დოზას 150 მკგ/კგ, აღინიშნა კანში მიკროფილარიების რაოდენობის შემცირება (საშუალო გეომეტრიული) 83,2%-ით და 99,5%-ით 3 დღეში და 3 თვეში დოზის მიღებიდან შესაბამისად. საგრძნობი შემცირება >90% ერთჯერადი დოზის შემდეგ შენარჩუნდა 12 თვემდე განმავლობაში. როგორც სხვა მიკროფილარიციდული პრეპარატების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა მიკროფილარიების რაოდენობის მომატება თვალების წინა კამერაში მკურნალობის მე-3 დღეს. თუმცა დოზის შეყვანიდან 3 და 6 თვეში თვალების წინა კამერაში მიკროფილარიების რაოდენობის შემცირება გამოუვლინდა პაციენტების ბევრად უფრო მეტ პროცენტს, რომლებიც იღებდნენ ივერმექტინს, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
ცალკე ღია კვლევაში 6-13 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით (n=103; წონის დიაპაზონი 17-41 კგ) კანში მიკროფილარიების რაოდენობის მსგავსი შემცირება აღინიშნებოდა 12 თვემდე განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან.
სტრონგილოიდოზი
სტრონგილოიდოზის მკურნალობისას ივერმექტინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლა ხდებოდა ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ალბენდაზოლის როგორც შედარების პრეპარატის გამოყენებით და სამ კონტროლირებად კვლევაში თიაბენდაზოლის როგორც შედარების პრეპარატის გამოყენებით. განკურნების მაჩვენებლით გაზომილი ეფექტურობა განისაზღვრებოდა როგორც ლავრების არარსებობა განავლის შემდგომი კვლევების დროს. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, ივერმექტინის ეფექტურობა (ერთჯერადი დოზა 170-200 მკგ/კგ) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ალბენდაზოლის (200 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში). ერთჯერადად 200 მკგ/კგ დოზით 1 დღის განმავლობაში გამოყენებული ივერმექტინი ისეთივე ეფექტური იყო, როგორც თიაბენდაზოლი 25 მგ/კგ დოზით დღეში 2-ჯერ 3 დღის განმავლობაში.
საფრანგეთში ჩატარებულ ერთ კვლევაში, არაენდემურ ზონაში, სადაც თავიდან დაინფიცირების შესაძლებლობა არ იყო, ზოგიერთი პაციენტის განავალში ხელახლა აღმოჩნდა Strongyloides ლავრები 106 დღის განმავლობაში ივერმექტინით თერაპიის შემდეგ. ამგვარად, მკურნალობიდან სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს განავლის სულ მცირე სამი გამოკვლევა, რათა დარწმუნდეთ გამომწვევის ერადიკაციაში. რეციდივის შემთხვევაში ნაჩვენებია ივერმექტინით განმეორებითი მკურნალობა. განავლის გამოკვლევის ჩატარებისას გამოყენებული უნდა იქნას კონცენტრაციის მეთოდები (მაგალითად, ბერმანის აპარატის გამოყენება), ვინაიდან Strongyloides ლავრების რაოდენობა შეიძლება ძალიან მცირე იყოს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ ივერმექტინის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით დოზის პროპორციულია. ორ კვლევაში ჯანმრთელ მოხალისეებში უზმოზე ივერმექტინის ერთჯერადი დოზის 12 მგ (რაც შეესაბამება საშუალო დოზას 165 მკგ/კგ) შეყვანიდან დაახლოებით 4 საათში ძირითადი კომპონენტის (H2B1a) პიკურმა კონცენტრაციებმა პლაზმაში შეადგინეს 46,6 (±21,9) (დიაპაზონი 16,4-101,1) ნგ/მლ და 30,6 (±15,6) (დიაპაზონი 13,9-68,4) ნგ/მლ შესაბამისად. ივერმექტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ივერმექტინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის მხოლოდ განავლით დაახლოებით 12 დღის განმავლობაში, ამასთანავე შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით. ადამიანის პლაზმიდან ივერმექტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 18 საათს პერორალური მიღებიდან.
ივერმექტინის უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკური თვისებები დამატებით შეფასდა მრავალჯერადი დოზების კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით. სუბიექტები იღებდნენ ივერმექტინის პერორალურ დოზებს 30-120 მგ (333-2000 მკგ/კგ) უზმოზე ან ივერმექტინის 30 მგ (333-600 მკგ/კგ) საკვების სტანდარტული მიღების შემდეგ ცხიმების მაღალი შემცველობით (48,6 გ ცხიმები). 30 მგ ივერმექტინის შეყვანამ ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ გამოიწვია ბიოშეღწევადობის დაახლოებით 2,5-ჯერ გაზრდა უზმოზე 30 მგ ივერმექტინის შეყვანასთან შედარებით.
In vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომების და CYP450 რეკომბინანტული ფერმენტების გამოყენებით აჩვენა, რომ ივერმექტინი პირველ რიგში მეტაბოლიზდება CYP3A4. გამოყენებული in vitro მეთოდის მიხედვით ნაჩვენები იყო, რომ CYP2D6 და CYP2E1 ასევე მონაწილეობენ ივერმექტინის მეტაბოლიზმში, მაგრამ ნიშვნელოვნად უფრო მცირე ხარისხით CYP3A4-თან შედარებით. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევების შედეგები შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ ივერმექტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები არ იწვევს CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2E1 მეტაბოლური აქტივობის მნიშვნელოვნად დათრგუნვას.
ღვიძლის ან თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებში ივერმექტინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ერმეტინი
სავაჭრო დასახელება
ერმეტინი, Ermetin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ივერმექტინი, Ivermectin
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის ტაბლეტები.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ივერმექტინი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის კოდი ათქ მიხედვით P02CF01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
ერმეტინი ნაჩვენებია შემდეგის სამკურნალოდ:
ნაწლავური სტრონგილოიდოზი;
ონქოცერკოზი.
გამოყენების წესი და დოზები
ერმეტინი მიიღება შიგნით უზმოზე ერთჯერადად, წყლის მიყოლებით.
დოზირებების ქვევით მოცემულ ცხრილებში მითითებულია 3 მგ ტაბლეტების რაოდენობა, რაც რეკომენდებულია თითოეული ჩვენებისთვის სხეულის წონის მიხედვით.
სტრონგილოიდოზი
სტრონგილოიდოზის სამკურნალოდ ივერმექტინის რეკომენდებული დოზა - ერთჯერადი პერორალური დოზა, დაახლოებით 200 მკგ/კგ სხეულის წონაზე. როგორც წესი, დამატებითი დოზები საჭირო არ არის. თუმცა, უნდა ჩატარდეს განავლის საკონტროლო კვლევები, რათა დადასტურდეს გამომწვევის ერადიკაცია.
სხეულის წონა (კგ)
დოზა (დაახლოებით 200 მკგ/კგ)
(3 მგ ტაბლეტების რაოდენობა)
15-24
1
25-35
2
36-50
3
51-65
4
66-79
5
≥ 80
დაახლოებით 200 მკგ/კგ
ონქოცერკოზი
ონქოცერკოზის სამკურნალოდ ივერმექტინის რეკომენდებული დოზა - ერთჯერადი პერორალური დოზა, დაახლოებით 150 მკგ/კგ სხეულის წონაზე. ონქოცერკოზის მასობრივი მკურნალობის კამპანიებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტერვალები დოზებს შორის 12 თვეს შეადგენს. ცალკეული პაციენტების სამკურნალოდ შეიძლება განხილული იქნას პრეპარატის განმეორებით მიღება არა ნაკლებ 3 თვის ინტერვალით.
სხეულის წონა (კგ)
დოზა ყოველ 12 თვეში (დაახლოებით 150 მკგ/კგ)
(3 მგ ტაბლეტების რაოდენობა)
15-25
1
26-44
2
45-64
3
65-84
4
≥ 85
დაახლოებით 150 მკგ/კგ
პედიატრიული პოპულაცია
15 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში ივერმექტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წლის)
ხანდაზმულ პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემებმა და გამოყენების გამოცდილებამ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის სხვაობა არ გამოავლინა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
ივერმექტინი, როგორც წესი, კარგად აიტანება, უმეტეს შემთხვევაში არასასურველი რეაქციები ზომიერი და გავლადია.
არასასურველი რეაქციები კლინიკურ კვლევებში
ვინაიდან კლინიკური კვლევები ძალიან სპეციფიკურ პირობებში ტარდება, არასასურველი რეაქციების მიღებულმა სიხშირემ შეიძლება ვერ ასახოს პრაქტიკაში გამოვლენილი მაჩვენებლები, და არ უნდა შეედაროს სხვა პრეპარატის არასასურველი რეაქციების სიხშირეს. კლინიკურ კვლევებში მიღებული ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ გამოსადეგია პრეპარატთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების გამოსავლენად და მათი სიხშირის დაახლოებითი შეფასებისთვის.
სტრონგილოიდოზი
ოთხ კლინიკურ კვლევაში 109 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ივერმექტინის ერთ ან ორ 170-200 მკგ/კგ დოზას, იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სავარაუდოდ ან ნამდვილად დაკავშირებულია ივერმექტინთან:
ზოგადი დარღვევები: ასთენია/დაღლილობა (0,9%), მუცლის ტკივილი (0,9%).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია (0,9%), ყაბზობა (0,9%), დიარეა (1,8%), ღებინება (1,8%), გულისრევა (0,9%).
ნერვული სისტემის/ფსიქიკის მხრივ: თავბრუსხვევა (2,8%), ძილიანობა (0,9%), ვერტიგო (0,9%), ტრემორი (0,9%).
კანის მხრივ: ქავილი (2,8%), გამონაყარი (0,9%), ჭინჭრის ციება (0,9%).
შედარებით კვლევებში პაციენტები, რომლებმაც მიიღეს ივერმექტინი, მუცლის უფრო გამოხატულ შებერილობას და მკერდში დისკომფორტს განიცდიდნენ, ვიდრე რომლებმაც მიიღეს ალბენდაზოლი. მაგრამ ივერმექტინი აიტანებოდა უკეთესად, ვიდრე თიაბენდაზოლი, შედარებით კვლევებში 37 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ თიაბენდაზოლს.
მოსალოდნელი არ არის, რომ პაციენტებს სტრონგილოიდოზით, რომლებიც იღებენ ივერმექტინს, განუვითარდებათ მაზოტის მაგვარი და ოფთალმოლოგიური რეაქციები, დაკავშირებული ონქოცერკოზის ან ძირითადი დაავადების მკურნალობასთან.
ონქოცერკოზი
კლინიკურ კვლევებში 963 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 100-200 მკგ/კგ ივერმექტინს, იყო შეტყობინებები შემდეგი ნიშნების და სიმპტომების გაუარესების შესახებ მკურნალობის შემდეგ პირველი 4 დღის განმავლობაში: ართრალგია/სინოვიტი (9,3%), იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (11,0% და 4,4% შესაბამისად), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (5,3% და 1,2% შესაბამისად), საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (12,6% და 13,9% შესაბამისად), სხვა ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი (3,0% და 1,9% შესაბამისად), ქავილი (27,5%) კანის დაზიანება, შეშუპების, პაპულოზური და პუსტულოზური გამონაყარის ან აშკარა ჭინჭრის ციების ჩათვლით (22,6%). ეს ნიშნები და სიმპტომები მაზოტის მაგვარი რეაქციების ნაწილად ითვლება.
კლინიკურ კვლევებში მხედველობის ორგანოების მდგომარეობა შესწავლილია 963 მოზრდილ პაციენტში მკურნალობამდე, მე-3 დღეს, ასევე მე-3 და მე-6 თვეს 100-200 მკგ/კგ დოზით ივერმექტინით მკურნალობის შემდეგ. ცვლილებათა უმეტესობა ან დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, ან გაუმჯობესდა სიმძიმის საწყის დონესთან შედარებით მონახულების მე-3 და მე-6 თვეს. მე-3 დღეს, მე-3 და მე-6 თვეს შემდეგი მდგომარეობების გაუარესების მქონე პაციენტთა პროცენტმა შეადგინა: ლიმბიტი: 5,5%, 4,8% და 3,5% და წერტილოვანი დაბინდვა: 1,8%, 1,8% და 1,4% შესაბამისად.
პაციენტების მაჩვენებლებმა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, შეადგინა: ლიმბიტი: 6,2%, 9,9% და 9,4% და წერტილოვანი დაბინდვა: 2,0%, 6,4% და 7,2% შესაბამისად.
კლინიკურ კვლევებში 963 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 100-200 მკგ/კგ ივერმექტინს, შემდეგი კლინიკური არასასურველი რეაქციები დარეგისტრირებული იყო როგორც შესაძლო, სავარაუდოდ ან ნამდვილად დაკავშირებული პრეპარატთან ≥1% პაციენტში: სახის შეშუპება (1,2%), პერიფერიული შეშუპებები (3,2%), ორთოსტაზული ჰიპოტენზია (1,1%) და ტაქიკარდია (3,5%). პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი და მიალგია, აღენიშნა <1% პაციენტს (0,2% და 0,4% შესაბამისად). მაგრამ ეს იყო ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლების შესახებაც იყო შეტყობინებები ამ კვლევების დროს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად (22,3% და 19,7% შესაბამისად).
უსაფრთხოების ანალოგიური პროფილი გამოვლინდა ღია კვლევაში 6-დან 13 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
მხედველობის ორგანოს მხრივ შემდეგი არასასურველი რეაქციები ვითარდება თვით დაავადების გამო, მაგრამ მათ შესახებ შეტყობინებები იყო ივერმექტინით მკურნალობის შემდეგაც: ანომალური შეგრძნებები თვალებში, ქუთუთოების შეშუპება, წინა უვეიტი, კონიუნქტივიტი, ლიმბიტი, კერატიტი და ქორიორეტინიტი ან ქორიოიდიტი. ისინი იშვიათადაა სერიოზული ან დაკავშირებული მხედველობის დაკარგვასთან და ჩვეულებრივ გვარდება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გარეშე.
ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები
სტრონგილოიდოზი
კლინიკურ კვლევებში 109 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ 170-200 მკგ/კგ ივერმექტინის ერთ ან ორ დოზას, ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები, რომელთა შესახებაც შეტყობინებები იყო წამლისმიერი ურთიერთქმედების მიუხედავად, მოიცავდნენ ლეიკოპენიას/ანემიას ერთ პაციენტში და ალანინამინოტრანსფერაზას/ტუტე ფოსფატაზას დონის მომატებას ერთ პაციენტში.
ონქოცერკოზი
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში შემდეგი ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლები დარეგისტრირდა როგორც შესაძლო, სავარაუდო ან ნამდვილად პრეპარატთან დაკავშირებული ≥1% პაციენტში: ეოზინოფოლია (3%) და ჰემოგლობინის მომატება (1%).
არასასურველი რეაქციები პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში
ონქოცერკოზი
სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში.
ყველა ჩვენება
ჰიპოტენზია (ძირითადად ორთოსტაზული ჰიპოტენზია), ბრონქული ასთმის გამწვავება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კრუნჩხვები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ანამნეზში ივერმექტინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას გამოყენება არ შეიძლება.
იშვიათ შემთხვევებში მძიმე ლოაოზის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური ენცეფალოპათია, რომელიც წარმოიქმნება სპონტანურად ან ეფექტური მიკროფილარიციდით მკურნალობის შემდეგ. ასეთ პაციენტებში ასევე გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ტკივილი (კისრისა და ზურგის ტკივილის ჩათვლით), თვალების სიწითლე, სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში, ქოშინი, შარდის და/ან განავლის შეუკავებლობა, სიძნელე დგომისას/სიარულისას, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, გონების დაბინდვა, მოთენთილობა, შეშება, კრუნჩხვები ან კომა. ივერმექტინის მიღების შემდეგ ეს სიმპტომი ძალიან იშვიათად ვლინდება. პაციენტებს დასავლეთ ან ცენტრალური აფრიკის ლოაოზის მიხედვით ენდემური რეგიონებიდან, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო ესაჭიროებათ ივერმექტინით მკურნალობა, უნდა ჩაუტარდეთ ლოაოზის შეფასება და მკურნალობის შემდეგ უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
მიკროფილარიციდული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ ჰიპერრეაქტიული ონქოდერმატიტის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სერიოზული არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით შეშუპება და ონქოდერმატიტის გამწვავება.
ონქოცერკოზი
ერმეტინი არ მოქმედებს Onchocerca volvulus-ის მოზრდილ ფორმებზე. მოზრდილი პარაზიტები იმყოფებიან კანქვეშა კვანძებში, რომლებიც იშვიათად პალპირდება. ონქოცერკოზის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება განიხილოს ამ კვანძების ქირურგიული მოცილება (ნოდულექტომია), ვინაიდან ეს პროცედურა აშორებს მიკროფილარიის მაპროდუცირებელ მოზრდილ პარაზიტებს. ალტერნატივის სახით შეიძლება საჭირო გახდეს დაკვირვება და ივერმექტინით ხელახალი მკურნალობა.
ონქოცერკოზის მქონე პაციენტებისთვის მიკროფილარიციდული მოქმედების პრეპარატების შეყვანის შემდეგ, როგორიც არის დიეთილკარბამაზინის ციტრატი, შესაძლებელია სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის კანისმიერი და/ან სისტემური რეაქციების (მაზოტის რეაქცია), ასევე მხედველობის მხრივ რეაქციების განვითარება. სავარაუდოა, რომ ეს გამოვლინებები დაკავშირებულია ალერგიულ ან ანთებით რეაქციებთან მიკროფილარიების სიკვდილზე. პაციენტებში, რომლებიც ონქოცერკოზის დროს ერმეტინს იღებენ, შეიძლება ეს რეაქციები განუვითარდეთ კლინიკური არასასურველი რეაქციების დამატებად, რომლებიც შესაძლოა, სავარაუდოა ან ნამდვილად დაკავშირებულია თვითონ პრეპარატთან.
მაზოტის მძიმე რეაქციების მკურნალობა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებს არ დაქვემდებარებულა. პერორალური რეჰიდრატაცია, მწოლიარე მდგომარეობა, ფიზიოლოგიური ხსნარის ვენაში შეყვანა და/ან პარენტერალური კორტიკოსტეროიდები პოსტურალური ჰიპოტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება. ანტიჰისტამინური და/ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორიც არის ასპირინი/აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი),გამოიყენება სიმძიმის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის სიმძიმის უმეტეს შემთხვევაში.
ონქოცერკოზის პროფილაქტიკისთვის ივერმექტინის გამოყენების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.
სტრონგილოიდოზი პაციენტებში დასუსტებული იმუნიტეტით
დასუსტემული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის (მათ შორის აივ-ინფიცირებულებისთვის), რომლებსაც უტარდებოდათ ნაწლავური სტრონგილოიდოზის მკურნალობა, საჭირო იყო თერაპიის განმეორებითი კურსები. ასეთ პაციენტებში დოზისრების ოპტიმალური რეჟიმის განსაზღვრისთვის ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის რამდენჯერმე მიღება, მაგალითად 2-კვირიანი ინტერვალით, და ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება განკურნება მიუღწეველი გახდეს. ასეთ პაციენტებში ექსტრანაწლავური სტრონგილოიდოზის კონტროლი გართულებულია, ამიტომ უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს სუპრესიული თერაპია თვეში ერთხელ.
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ განავლის ხელახალი გამოყვლევების საჭიროების თაობაზე Strongyloides stercoralis ერადიკაციის დასადასტურებლად.
პედიატრიული პოპულაცია
15 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში ივერმექტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
კლინიკური კვლევები არ მოიცავდა საკმარისი რაოდების 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს, რათა გამოვლენილიყო განსხვავება უფრო ახალგაზრდა სუბიექტებისგან. სხვა დარეგისტრირებულმა კლინიკურმა გამოცდილებამ ვერ გამოავლინა განსხვავება ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, ვინაიდან ასეთ პაციენტებში უფრო სავარაუდოა ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითება, ასევე თანმხლები დაავადებების არსებობა ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება.
დამხმარე ნივთიერებები
ემერტინი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლი) ერთ ტაბლეტში, ე.ი. არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ ემერტინის ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიც არის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო და ტრემორი, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსული ქალებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შეზღუდულმა მომაცემებმა ვერ დაადგინეს ურთიერთკავშირი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ივერმექტინის ზემოქმედებასა და ორსულობის უარყოფითი დასასრულის განვითარებას შორის. თანდაყოლილი ანომალიების, თვითნებური აბორტების, ნაყოფის გარდაცვალების/მკვდრადშობადობის და ჩვილთა სიკვდილობის სიხშირე დაახლოებით 400 ქალში, რომლებმაც ივერმექტინი პირველ ტრიმესტრში მიიღეს შემთხვევით ონქოცერკოზის მასობრივი მკურნალობის კამპანიების ფარგლებში, იყო ისეთივე, როგორიც ქალებში, რომლებსაც ორსულობის დროს ივერმექტინი არ მიუღიათ. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში ივერმექტინის ერთჯერადად მიღების უსაფრთხოების შესაფასებლად მონაცემები არასაკმარისია.
ივერმექტინი იწვევდა სასის დაშლას თაგვებსა და ვირთხებში პერორალური დოზებისას 0,4 მგ/კგ/დღე და 10 მგ/კგ/დღე შესაბამისად, ასევე სასის დაშლას და ტერფების მოხრას კურდღლებში დოზებისას 3 მგ/კგ/დღე. განვითარების ეს ეფექტები აღმოჩენილი იყო მხოლოდ დედის ორგანიზმისთვის ტოქსიკური დოზების ტოლი ან მიახლოებული დოზებისას.
ორსული ქალების მიერ ივერმექტინის მიღება უნდა შეიზღუდოს მასობრივი მკურნალობის კამპანიების მიერ, რომლებშიც არანამკურნალები ონქოცერკოზის გამო გართულებების რისკი აღემატება ნაყოფისთვის თერაპიის გამო პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ივერმექტინის შეყვანილი დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა დედის რძით. ახალშობილებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის; ამიტომ მეძუძური დედებისთვის პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის. ქალების მკურნალობა, რომლებიც აპირებენ ბავშვის ძუძუთი კვებას, არ უნდა ჩატარდეს უფრო ადრე, ვიდრე 1 კვირის შემდეგ ბავშვის დაბადებიდან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშგებები საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების გაზრდის შესახებ ივერმექტინისა და ვარფარინის ერთად გამოყენებისას.
In vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომების და CYP450 რეკომბინანტული ფერმენტების გამოყენებით აჩვენა, რომ ივერმექტინი პირველ რიგში მეტაბოლიზდება CYP3A4. გამოყენებული in vitro მეთოდის მიხედვით ნაჩვენები იყო, რომ CYP2D6 და CYP2E1 ასევე მონაწილეობენ ივერმექტინის მეტაბოლიზმში, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე CYP3A4. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევების შედეგები შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ ივერმექტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები არ იწვევენ CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2E1 მეტზბოლური აქტივობის მნიშვნელოვან დათრგუნვას.
ივერმექტინის უსაფრთხოებისა და ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესაფასებლად ჯანმრთელ მოხალისეებში მრავალჯერადი დოზების უსაფრთხოების კლინიკური კვლევა ჩატარდა. სუბიექტები იღებდნენ ივერმექტინის პერორალურ დოზებს 30 მგ-დან 120 მგ-მდე უზმოზე ან ივერმექტინის 30 მგ საკვების სტანდარტული მიღების შემდეგ ცხიმების მაღალი შემცველობით (48,6 გ ცხიმები). 30 მგ ივერმექტინის შეყვანამ ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ გამოიწვია ბიოშეღწევადობის დაახლოებით 2,5-ჯერ გაზრდა უზმოზე 30 მგ ივერმექტინის შეყვანასთან შედარებით. ამ წესით გამოყენების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.
პრეპარატის ურთიერთქმედება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებთან დადგენილი არ არის.
პრეპარატის ზეგავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზა
იყო შეტყობინებები ივერმექტინის შემთხვევითი ჭარბი დოზების შესახებ, მაგრამ მათგან არცერთმა სიკვდილი არ გამოიწვია.
ვეტერინარული გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატების უცნობი დოზებით შემთხვევით მოწამვლისას (პერორალური, საინჰალაციო, საინექციო გამოყენება, კანზე გამოყენება), აღწერილი იყო შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, შეშუპება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია, ღებინება, გულისრევა, დიარეა. ასევე გამოვლინდა სხვა არასასურველი რეაქციები კრუნჩხვების, ატაქსიის, ქოშინის, მუცლის ტკივილის, პარესთეზიისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით.
შემთხვევით მოწამვლისას შემანარჩუნებელი თერაპია, თუ იგი ნაჩვენებია, უნდა მოიცავდეს სითხეებისა და ელექტროლიზების პარენტერალურ შეყვანას, რესპირატორულ მხარდაჭერას (ჟანგბადი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია საჭიროებისას) და პრესორულ აგენტებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის არსებობისას. საჭიროებისას აბსორბციის პრევენციისთვის შეიძლება ნაჩვენები იყოს გულისრევის ინდუქცია და/ან კუჭის ამორეცხვა შემდგომ საფაღარათოების შეყვანით.
კვლევაში, რომელშიც ჯანმრთელ მოხალისეებს პერორალურად აძლევდნენ 2000 მკგ/კგ ივერმექტინს უზმოზე ან 600 მკგ/კგ-მდე ივერმექტინს ცხიმების მაღალი შემცველობით (48,6 გ ცხიმები) საკვების მიღების შემდეგ, არ გამოვლენილა ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნებისმიერი დოზისას საკვების მიღების მიუხედავად.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
4 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
8 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.