ეპლერადა ნაჩვენებია: - როგორც დამატება სტანდარტული თერაპიისა, რომელშიც შედის β-ბლოკატორები, გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (მპგფ) ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები მიოკარდიუმის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეპლერენონი (eplerenone)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
- ATC კოდი
- C03DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040918
- რეგისტრირებულია
- 2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეპლერადა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპლერადა ნაჩვენებია:
- როგორც დამატება სტანდარტული თერაპიისა, რომელშიც შედის β-ბლოკატორები, გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (მპგფ) ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის შემდეგ;
- როგორც დამატება სტანდარტული ოპტიმალური თერაპიისა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ზრდასრულ პაციენტებში ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობით და მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით ( მპგფ ≤ 30%).
მიღების წესი და დოზირება
დოზის ინდივიდუალური შერჩევისთვის არსებობს 25 მგ და 50 მგ დოზირებები. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში.
პაციენტები გულის უკმარისობით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი ქვემოთ). ეპლერენონით მკურნალობა რეკომენდებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ 3-14 დღის განმავლობაში.
პაციენტები გულის უკმარისობით (ქრონიკული) II ფუნქციური კლასით NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით
NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი ქვემოთ).
პაციენტებმა, რომელთა კალიუმის დონე სისხლის შრატში აღემატება 5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა დაიწყონ მკურნალობა ეპლერენონით.
სისხლის შრატში კალიუმის დონე უნდა განისაზღვროს ეპლერენონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და მისი დაწყებიდან ან დოზის კორექტირებიდან 1 თვის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დროს პერიოდულად უნდა განისაზღვროს კალიუმის დონე სისხლის შრატში.
მკურნალობის დაწყების შემდეგ დოზა უნდა იქნას დაკორექტირებული სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ცხრილი. დოზის კორექცია მკურნალობის დაწყების შემდეგ
კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში, მმოლ/ლ
მოქმედება
დოზის კორექცია
< 5.0
დოზის გაზრდა
25 მგ-დან ყოველ მეორე დღეს 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
5,0-5,4
შემანარჩუნებელი დოზა
დოზა არ იცვლება
5,5-5,9
დოზის შემცირება
50 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
25 მგ-დან ერთხელ დღე-ღამეში 25 მგ-მდე ყოველ მეორე დღეს
25 მგ-დან ყოველ მეორე დღეს პრეპარატის დროებით შეწყვეტამდე
≥ 6.0
პრეპარატის მოხსნა
გამოყენება არ შეიძლება
კალიუმის დონის 6 მმოლ/ლ-ზე ზევით ზრდის გამო ეპლერენონის დროებითი მოხსნის შემდეგ, პრეპარატის მიღება შეიძლება განახლდეს 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს კალიუმის კონცენტრაცის 5 მმოლ/ლ-ზე დაბლა ჩამოსვლის შემთხვევაში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმელების ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების გამო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. რისკი შეიძლება დამატებით გაიზარდოს ამავდროულად ისეთი დაავადების არსებობისას, რომელსაც თან ახლავს პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის მატება, კერძოდ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექტირება საჭირო არ არის. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება და პრეპარატის დოზის კორექტირება ზემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.
თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ( კკ ) - 30-60 მლ/წთ), მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს და დოზა უნდა კორექტირდებოდეს კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით (იხ. ცხრილი ზემოთ). რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება.
პაციენტებში კკ-ით <50 მლ/წთ და გულის უკმარისობით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ გაგვაჩნია. ასეთ პაციენტებში ეპლერენონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. დოზები, რომლებიც აღემატება 25 მგ-ს დღე-ღამეში, არ არის შესწავლილი პაციენტებში კკ-ით <50 მლ/წთ.
ეპლერენონი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კკ <30 მლ/წთ).
ეპლერენონი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის მსუბუქი ან სსაშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ საწყისი დოზის კორექცია, თუმცა, ამ კატეგორიის პაციენტებში ეპლერენონის სისტემური ექსპოზიციის დონის მატების გამო, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის ხშირი და რეგულარული კონტროლის ჩატარება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
თანმხლები თერაპია
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ სუსტი ან ზომიერი მაინჰიბირებელი მოქმედება CYP3A4-ზე, მაგალითად ამიოდარონთან, დილთიაზემთან ან ვერაპამილთან, ეპლერენონთან მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 25 მგ დოზიდან 1-ჯერ დღე-ღამეში. ეპლერენონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ეპლერენონის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- სისხლის შრატში კალიუმის დონე > 5 მმოლ/ლ მკურნალობის დაწყებისას;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (გლომერულური ფილტრაციის გათვლითი სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2);
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით);
- კალიუმის შემნახველი დიურეზულების ან CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, იტრაკონაზოლის, კეტოკონაზოლის, რიტონავირის, ნელფინავირის, კლარითრომიცინის, ტელითრომიცინისა და ნეფაზოდონის) ერთდროული მიღება;
- ეპლერენონის ერთდროული გამოყენება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან (არბ).
სიფრთხილის ზომები
ჰიპერკალიემია
ეპლერენონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, რომელიც განპირობებულია მისი მოქმედების მექანიზმით. მკურნალობის დაწყებისას და პრეპარატის დოზის შეცვლისას ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი. შემდგომში რეკომენდებულია პერიოდული კონტროლის ჩატარება, განსაკუთრებით რომლებიც შედიან ჰიპერკალიემიის რისკის ჯგუფში, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. ეპლერენონით მკურნალობის დაწყების შემდეგ კალიუმის პრეპარატების დანიშვნა არ არის რეკომენდებული ჰიპერკალიემიის განვთარების რისკის ზრდის გამო. იყო ნაჩვენები, რომ ეპლერენონის დოზის შემცირება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირებას. ერთი კვლევის მსვლელობისას იყო დადგენოლი, რომ ჰიდროქლორთიაზიდის დამატებით დანიშვნა ეპლერენონის მკურნალობის დროს აკომპენსირებს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.
ეპლერენონის აგფ-ს და/ან არბ-ს ინჰიბიტორთან კომბინაციაში გამოყენების დროს, ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ეპლერენონი არ უნდა იქნას გამოყენებული აგფ -სა და არბ-სინჰიბიტორთან კომბინაციაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიით, საჭიროა უტარდებოდესს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გულის უკმარისობის დროს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ ( EPHESUS ) ეფექტურობისა და გადარჩენის კვლევის მონაცემები შეზღუდულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში, პაციენტების ამ მცირე ჯგუფში აღინიშნა ჰიპერკალიემიის გაზრდილი სიხშირე. შესაბამისად, ასეთ პაციენტების მკურნალობა უნდა იქნას ჩატაებული სიფრთხილით. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით კლასი A და B) სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება > 5,5 მმოლ/ლ არ ყოფილა აღნიშნული. ასეთ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევებით ესაჭიროებათ ელექტროლიტების დონის კონტროლი. ეპლერენონის გამოყენება ღვიძლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის არ არის შესწავლილი და ამიტომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.
ციტოქრომ CYP3A4-ის ინდუქტორები
არ არის რეკომენდებული ეპლერენონის ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან.
ლითიუმი , ციკლოსპორინი , ტაკროლიმუსი
ეპლერენონით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ლითიუმის, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის შემცველი პრეპარატების გამოყენება .
დამხმარე ნივთიერებები
სამკურნალო პრეპარატი ეპლერადა შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთჯერად დოზაზე, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში ეპლერენონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ არასასურველ გავლენაზე ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ორსულ ქალებში ეპლერენონი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
ლაქტაცია
უცნობია, გადადის თუ არა ეპლერენონი დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. ამავდროულად, პრეკლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს ვირთხების რძეში ეპლერენონის და/ან მისი მეტაბოლიტების არსებობაზე და იმ ნაშიერების ნორმალურ განვითარებაზე, რომლებიც ამ გზით განიცდიდნენ ეპლერენონის ზემოქმედებას. ვინაიდან ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთ კვებაზე, არასასურველი რეაქციების წარმოქმნის პოტენციალი არ არის გამოკვლეული, უნდა იქნას მიღებული კლინიკური გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის შესახებ, დედისათვის პრეპარატის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ფერტილობა
არ არსებობს ინფორმაცია ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს, თუმცა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას მკურნალობის პერიოდში უნდა განიხილებოდეს თავბრუსხვევის შესაძლებლობა.
გვერდითი მოვლენები
ორი კვლევის მსვლელობისას (EPHESUS და ეპლერენონის გამოყენებისას ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის კვლევები გულის უკმარისობისა და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში (EMPHASIS-HF)) იყო ნაჩვენები, რომ არასასურველი რეაქციების განვითარების საერთო სიხშირე მსგავსი იყო ეპლერენონისა და პლაცებოს გამოყენების შემთხვევაში.
ქვემოთ მოცემულია არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ეპლერენონის გამოყენებასთან და წარმოიქმნება უფრო ხშირად მკურნალობის მსვლელობისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს, ან სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, ან ისინი, რომლებიც იყო აღწერილი პოსტმარკეტინგული დაკვირვების მიმდინარეობისას.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასისა და სიხშირის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - პიელონეფრიტი, ინფექცია, ფარინგიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ეოზინოფილია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპოთირეოზი.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად - ჰიპერკალიემია, ჰიპერქოლესტერინემია ; არახშირად - ჰიპონატრიემია, გაუწყლოვანება, ჰიპერტრიგლიცერიდემია .
ფსიქიკის დარღვევები: ხშირად - უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - გულის წასვლა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - ჰიპესთეზია.
გულის მხრივ: ხშირად - მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია; არახშირად - ტაქიკარდია.
სისხლძარღვების მხრიდან: ხშირად - ჰიპოტენზია; არახშირად - კიდურების არტერიული თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება; არახშირად - მეტეორიზმი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი, ქავილი; არახშირად - ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერჰიდროზი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი; არახშირად - ტკივილი ძვლებში და კუნთებში.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - ქოლეცისტიტი.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - ასთენია; არახშირად - ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება; არახშირად - ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორების რაოდენობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მატება.
EPHESUS- ის კვლევის მსვლელობისას ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დარეგისტრირებული იყო ინსულტის მნიშვნელოვნად მეტი შემთხვევა. ამავდროულად, არ გამოვლენილა სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება ინსულტების სიხშირეში ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებს შორის. EMPHASIS-HF კვლევაში ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ინსულტების რაოდენობა შეადგენდა 9-ს ეპლერენონით მკურნალობის ჯგუფში და 8-ს- პლაცებოს ჯგუფში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მხრიდან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
შეტყობინებები ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ არ მიგვღია. მოსალოდნელია, რომ ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები იქნება ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემია. შეუძლებელია ეპლერენონის გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი ეფექტურად უკავშირდება აქტივირებულ ნახშირს. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას დაწყებული შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების შემთხვევაში ნაჩვენებია სტანდარტული მკურნალობის სქემა.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ეპლერენონი 25 მგ ან 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტალკი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა:
ეპლერადა 25 მგ: კვადრატული ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ყვითელი ფერის აპკიანი გარსით.
ეპლერადა 50 მგ: კვადრატული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ყვითელი ფერის აპკიანი გარსით ცალ მხარეს გრავირებით „ E50 “.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალდოსტერონის ანტაგონისტები. ეპლერენონი. ათქ კოდი: C03DA04 .
მოქმედების მექანიზმი
ეპლერენონს გააჩნია გარკვეული სელექტიურობა ადამიანის მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების დროს მის ურთიერთქმედებასთან შედარებით ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან, პროგესტერონთან და ანდროგენულ რეცეპტორებთან. ეპლერენონი ხელს უშლის ალდოსტერონის, რენინ-ანგიოტენზინ- ალდოსტერონის სისტემის ( რაას ) საკვანძო ჰორმონის შეკავშირებას, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში და ამოქმედებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი იწვევს სისხლის პლაზმაში რენინისა და სისხლის შრატში ალდოსტერონის დონის მდგრად მატებას, რაც ემთხვევა რენინის სეკრეციაზე ალდოსტერონის უარყოფითი უკუზემოქმედების გზის ინჰიბირებას. ამავდროულად რენინის პლაზმაში აქტივობის ან სისხლში მოცირკულირე ალდოსტერონის კონცენტრაციის მომატება არ მოქმედებს ეპლერენონის ეფექტებზე.
გულის ქრონიკული უკმარისობის (NYHA-ს კლასიფიკაციით II -IV კლასები) დოზების დიაპაზონის კვლევების მსვლელობისას ეპლერენონის დამატებამ მკურნალობის სტანდარტულ სქემაში გამოიწვია ალდოსტერონის დონის მოსალოდნელი დოზადამოკიდებული ზრდა. ანალოგიურად, EPHESUS ნეფროკარდიული კვლევის მსვლელობისას ეპლერენონით მკურნალობამ გამოიწვია ალდოსტერონის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. მიღებულმა შედეგებმა დაამოწმეს მინერალოკორტიკოიდული რეცეპტორების ბლოკადა ამ პოპულაციაში.
ეპლერენონის ეფექტურობა შესწავლილი იყო EPHESUS კვლევების მსვლელობის დროს. ეს იყო 3-წლიანი ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6632 სუბიექტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (შეფასებული მპწფ-ით ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ 3-დან 14 დღის განმავლობაში (მედიანამ შეადგინა 7 დღე), სუბიექტები სტანდარტულ მკურნალობას ემატებოდა ეპლერენონი ან პლაცებო საწყისი დოზით 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ და იზრდებოდა სამიზნე დოზამდე 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის შემდეგ იმ პირობით, რომ სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე იყო <5 მმოლ/ლ. კვლევის განმავლობაში სუბიექტებმა ღებულობდნენ სტანდარტულ მკურნალობას, რომელიც მოიცავდა აცეტილსალიცილის მჟავას (92%), აგფ ინჰიბიტორებს (90%), β-ბლოკატორებს (83%), ნიტრატებს (72%), მარყუჟის დიურეტიკებს (66%) ან A-რედუქტაზას ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტის ინჰიბიტორებს (60%) .
EPHESUS კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო საერთო ლეტალობა, ხოლო კომბინირებული საბოლოო წერტილი - ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევებების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ეპლერენონის ჯგუფიდან სუბიექტების 14.4% და პლაცებოს ჯგუფიდან სუბიექტების 16.7% გარდაიცვალა (ნებისმიერი მიზეზით), ხოლო ეპლერენონის ჯგუფიდან სუბიექტების 26.7% და პლაცებოს ჯგუფიდან სუბიექტების 30% შეესაბამებოდა ლეტალური შედეგების კომბინირებული საბოლოო წერტილისა ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს. ამგვარად, EPHESUS კვლევების მსვლელობის პროცესში ეპლერენონმა შეამცირა ლეტალური შედეგის რისკი ნებისმიერი მიზეზით 15%-ით (ფარდობითი რისკი (ფრ) 0,85; 95% ნი 0,75-0,96; p = 0,008) პლაცებოსთან შედარებით ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების გამო ლეტალობის შემცირების ხარჯზე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების გამო ლეტალური შედეგის ან ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 13%-ით ეპლერენონის გამოყენების დროს (ფრ 0.87; 95% CI 0.79-0.95, p = 0.002). აბსოლუტური რისკის შემცირებამ შეადგინა 2.3% ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა საერთო ლეტალობა და 3.3% ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან. ეპლერენონის კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში ნაჩვენები იყო 75 წლამდე ასაკის პაციენტებში. 75 წელზე მეტი ასაკის სუბიექტებში მკურნალობის სარგებელი კარგად არ არის საკმარისად შესწავლილი. NYHA-ს მიხედვით ფუნქციური კლასიფიკაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია აღინიშნა იმ სუბიექტების სტატისტიკურად უფრო მნიშვნელოვან ნაწილში,რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში მყოფ პაციენტებში. ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირემ შეადგინა 3.4% ეპლერენონის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფში 2%-თან შედარებით (p <0.001). ჰიპოკალიემიის განვითარების სიხშირემ შეადგინა 0.5% ეპლერენონის ჯგუფში 1.5% შედარებით პლაცებოს ჯგუფში (p <0.001).
147 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევის მსვლელობისას, რომელიც ტარდებოდა ეკგ-ზე ცვლილებების გამოსავლენად, ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიმდინარეობის დროს არ გამოავლინა ეპლერენონის მდგრადი გავლენა გულის შეკუმშვის სიხშირეზე, QRS კომპლექსის ან PR და QT ინტერვალების ხანგრძლივობაზე.
EMPHASIS-HF კვლევის მსვლელობისას შეისწავლებოდა სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებული ეპლერენონის გავლენის ეფექტურობა კლინიკურ შედეგებზე სუბიექტებში გულის სისტოლური უკმარისობით (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II ფუნქციური კლასი). კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ 55 წელზე უფროსი ასაკის სუბიექტები, რომლებსაც მპწფ შეადგენდა ≤ 30 ან ≤ 35% იმ პირობით, რომ QRS > 130 მს და რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ კვლევამდე 6 თვის ადრე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების შედეგად ან რომელთა სისხლის პლაზმაში B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონე შეადგენდა <250 პგ /მლ ან სისხლის პლაზმაში B ტიპის N-ტერმინალური პრონატრიურეზული პეპტიდის დონე შეადგენდა <500 პგ/მლ მამაკაცებში (750 პგ /მლ ქალებში). ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. 4 კვირის შემდეგ დოზა გაზარდეს 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ იმ პირობით, რომ სისხლის შრატში კალიუმის დონე შეადგენდა <5 მმოლ/ლ. ასევე, თუ გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე 30-49 მლ/წთ/1,73 მ 2-ს შეადგენდა, ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ 2 დღეში ერთხელ და შემდგომ მატულობდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.
ზოგადად, რანდომიზაცია (ორმაგი ბრმა მეთოდით) გაიარა 2737-მა სუბიექტმა, რომლებსაც დაენიშნათ ეპლერენონი ან პლაცებო დიურეზულებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), II ტიპის არბ-ის (19%) და β-ბლოკატორებით (87% ), ანტიკოაგულანტებით (88%), ლიპიდების დონის დამწევი საშუალებებით (63%) და სათითურას გლიკოზიდებით (27%) საბაზო მკურნალობის ფონზე. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის საშუალო დონე შეადგენდა ~26%, ხოლო QRS კომპლექსის საშუალო ხანგრძლივობა უდრიდა ~122 მს. სუბიექტების უმრავლესობა (83.4%) რანდომიზაციამდე 6 თვით ადრე ჰოსპიტალიზირებული იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების შედეგად, ამ დროს დაახლოებით ნახევარი მათგანი გულის უკმარისობის შედეგად. სუბიექტების დაახლოებით 20%-ს ჰქონდა დაყენებული იმპლანტირებული დეფიბრილატორები ან იღებდნენ გულის მარესინქრონიზირებელ თერაპიას.
პირველადი საბოლოო წერტილი (ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა დარღვევების გამო ან ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობასთან დაკავშირებით) გამოუვლინდა 249 სუბიექტს (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 სუბიექტს (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.63); 95% ნი 0.54-0.74; p <0.001). ეპლერენონის გავლენა პირველად საბოლოო წერტილზე იყო აღნიშნული სტაბილურად ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში.
მეორადი საბოლოო წერტილი (საერთო ლეტალობა) დაუფიქსირდა 171 სუბიექტს (12.5%) ეპლერენონის ჯგუფში და 213 სუბიექტს (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (ფრ 0.76; 95% ნი 0.62-0.93 , p = 0.008). ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევევის მიზეზით დაუფიქსირდა 147 სუბიექტს (10.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 185 (13.5%)-ს პლაცებოს ჯგუფში (ფრ 0.76; 95% CI 0.61-0.93 , p = .01).
კვლევის მიმდინარეობის დროს ჰიპერკალიემია (სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე > 5.5 მმოლ/ლ) განუვითარდა 158 პაციენტს (11.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 96-ს (7.2%)- პლაცებოს ჯგუფში (p<0.001). ჰიპოკალიემია (სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე<4 მმოლ /ლ) დაფიქსირდა სტატისტიკურად უტყუარად უფრო დაბალი სიჩქარით ეპლერენონის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (38.9% ეპლერენონის ჯგუფში და 48.4% პლაცებოს ჯგუფში, p <0.0001).
ბავშვები
ეპლერენონის გამოყენება ბავშვებში გულის უკმარისობით არ არის გამოკვლეული.
10-კვირიან კვლევაში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვების მონაწილეობით (4-16 წლის ასაკი, n = 304), ეპლერენონის გამოყენება იმ დოზებით, რომლებიც იწვევდა ზრდასრულების მსგავს ექსპოზიციას (25-100 მგ/დღე-ღამეში) არ იწვევდა არტერიული წნევის ეფექტურ შემცირებას. ამ კვლევაში და 1-წლიან კვლევაში 149 ბავშვის მონაწილეობით უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულების პროფილის მსგავსი იყო. ეპლერენონის გამოყენება ჰიპერტენზიის მქონე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული, ვინაიდან უფროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ეფექტურობის არარსებობა.
ბავშვთა ჰორმონალურ სტატუსზე ნებისმიერი (გრძელვადიანი) მოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100 მგ პერორალური დოზის გამოყენების შემდეგ შეადგენს 69%. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax ) მიიღწევა 1,5-2 საათის შემდეგ. სისხლის პლაზმის Cmax და მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) ხაზობრივადაა დამოკიდებული დოზაზე 10-დან 100 მგ-მდე დიაპაზონში და არაწრფივად 100 მგ- ზე მეტი დოზებით გამოყენების დროს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 2 დღის განმავლობაში. საკვები არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე.
განაწილება
ეპლერენონი უკავშირდება პლაზმის ცილებს დაახლოებით 50%-ით და ძირითადად უკავშირდება ალფა-1-მჟავა გლიკოპროტეინებს. ეპლერენონის განაწილების სავარაუდო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 42-90 ლ. ეპლერენონი არ უკავშირდება ერითროციტებს.
მეტაბოლიზმი
ეპლერენონი მეტაბოლიზმი უპირატესად ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტის მოქმედებით. ადამიანის სისხლის პლაზმაში ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.
გამოყოფა
ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და განავლით. რადიოაქტიურად მარკირებული პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 32% იქნა გამოყოფილი ორგანიზმიდან განავლით და დაახლოებით 67% შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 3-6 საათს . სავარაუდო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10ლ/სთ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკი, სქესი და რასა
ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის კვლევები 100 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში დოზით გამოყენებისას ჩატარდა ისეთი კატეგორიის სუბიექტების მონაწილეობით, როგორიცაა ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის), მამრობითი სქესის პაციენტები, მდედრობითი სქესის პაციენტები და ნეგროიდული რასის პაციენტები. მნიშვნელოვანი განსხვავებები ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკაში პაციენტებში სქესიდან გამომდინარე არ ყოფილა აღნიშნული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში წონასწორულ მდგომარეობაში იქნა გამოვლენილი Cmax-ის (22%) და AUC-ის (45%) ზრდა უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით (18-45 წელი). ნეგროიდული რასის სუბიექტებში წონასწორულ მდგომარეობაში Cmax იყო 19%-ით უფრო დაბალი,ხოლო AUC-26%-ით დაბალი. ბავშვები
ეპლერენონის კონცენტრაციებისთვის შემუშავებული პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის გამოყენებით 2 გამოკვლევის შესაბამისად, რომელშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის 51 პაციენტი, დადგინდა, რომ პაციენტის სხეულის მასას გააჩნია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ეპლერენონის განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის კლირენსზე. მოსალოდნელია, რომ ეპლერენონის განაწილების მოცულობა და ექსპოზიციის პიკი უფრო მაღალი წონის მქონე პაციენტებში მსგავსი იქნება სხეულის მსგავსი წონის მქონე ზრდასრულების მონაცემებისა. პაციენტებში, რომელთა წონა 45 კგ-ია, განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით ნაკლებია; მოსალოდნელია, რომ ექსპოზიციის პიკი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმ მონაცემისა, რომელიც ჩვეულებრივ აღინიშნება მოზრდილებში. ბავშვები იყენებდნენ ეპლერენონის საწყის დოზას 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ; 2 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში ორჯერ და, კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში, 50 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში. ამ დოზების გამოყენების დროს ბავშვებში ეპლერენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია არ ყოფილა მნიშვნელოვნად მაღალი ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდასრულებში, რომლებიც იყენებდნენ საწყის დოზას 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას.
თირკმლის უკმარისობა
ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა იყო შეფასებული თირკმელების ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებში. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, AUC და Cmax წონასწორულ მდგომარეობაში იყო მომატებული 38%-ით და 24%-ით შესაბამისად საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰემოდიალიზზე, ეს მაჩვენებლები იქნა შემცირებული 26%-ით და 3%-ით შესაბამისად პაციენტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. კორელაცია სისხლის პლაზმიდან ეპლერენონის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის არ გამოვლენილა. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
ღვიძლის უკმარისობა
ეპლერენონის 400 მგ დოზის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იყო პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ხარისხის უკმარისობით (ჩაილდ - პიუს კლასიფიკაციით კლასი B ) და იქნა შედარებული ანალოგიურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებული იყო პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. ეპლერენონის Cmax და AUC წონასწორულ მდგომარეობაში იყო მომატებული 3.6%-ით და 42%-ით შესაბამისად. ვინაიდან არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში, ეპლერენონის გამოყენება ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია.
გულის უკმარისობა
პაციენტებში გულის უკმარისობით (NYHA -ს კლასიფიკაციით II-IV კლასები) ჩატარებული იყო ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის კვლევები, რომელიც გამოიყენებოდა 50 მგ დოზით. Cmax და AUC მნიშვნელობები წონასწორულ მდგომარეობაში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში იყო შესაბამისად 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე შესაბამისი ასაკის, სხეულის წონისა და სქესის ჯანმრთელ პაციენტებში. ამ შედეგების თანახმად ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის პოპულაციური ანალიზი, რომელიც ჩატარდა პაციენტთა ქვეჯგუფში EPHESUS კვლევიდან, მოწმობს, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ განსხვავდება ასეთისაგან ჯანმრთელი ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ეპლერადა
სამკურნალო საშუალების დასახელება
ეპლერადა, Eplerada
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ეპლერენონი, Eplerenone
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ეპლერენონი 25 მგ ან 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტალკი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა:
ეპლერადა 25 მგ: კვადრატული ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ყვითელი ფერის აპკიანი გარსით.
ეპლერადა 50 მგ: კვადრატული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ყვითელი ფერის აპკიანი გარსით ცალ მხარეს გრავირებით „ E50 “.
გამოყენების ჩვენებები
ეპლერადა ნაჩვენებია:
- როგორც დამატება სტანდარტული თერაპიისა, რომელშიც შედის β-ბლოკატორები, გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად სტაბილურ პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (მპგფ) ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის შემდეგ;
- როგორც დამატება სტანდარტული ოპტიმალური თერაპიისა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ზრდასრულ პაციენტებში ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის (ქრონიკული) გულის უკმარისობით და მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით ( მპგფ ≤ 30%).
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
დოზის ინდივიდუალური შერჩევისთვის არსებობს 25 მგ და 50 მგ დოზირებები. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში.
პაციენტები გულის უკმარისობით გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში სისხლის შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი ქვემოთ). ეპლერენონით მკურნალობა რეკომენდებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ 3-14 დღის განმავლობაში.
პაციენტები გულის უკმარისობით (ქრონიკული) II ფუნქციური კლასით NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით
NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ და თანდათან გაიზარდოს სამიზნე დოზამდე 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი ქვემოთ).
პაციენტებმა, რომელთა კალიუმის დონე სისხლის შრატში აღემატება 5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა დაიწყონ მკურნალობა ეპლერენონით.
სისხლის შრატში კალიუმის დონე უნდა განისაზღვროს ეპლერენონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და მისი დაწყებიდან ან დოზის კორექტირებიდან 1 თვის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დროს პერიოდულად უნდა განისაზღვროს კალიუმის დონე სისხლის შრატში.
მკურნალობის დაწყების შემდეგ დოზა უნდა იქნას დაკორექტირებული სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ცხრილი. დოზის კორექცია მკურნალობის დაწყების შემდეგ
კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში, მმოლ/ლ
მოქმედება
დოზის კორექცია
< 5.0
დოზის გაზრდა
25 მგ-დან ყოველ მეორე დღეს 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
25 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
5,0-5,4
შემანარჩუნებელი დოზა
დოზა არ იცვლება
5,5-5,9
დოზის შემცირება
50 მგ-დან დღე-ღამეში ერთხელ 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ
25 მგ-დან ერთხელ დღე-ღამეში 25 მგ-მდე ყოველ მეორე დღეს
25 მგ-დან ყოველ მეორე დღეს პრეპარატის დროებით შეწყვეტამდე
≥ 6.0
პრეპარატის მოხსნა
გამოყენება არ შეიძლება
კალიუმის დონის 6 მმოლ/ლ-ზე ზევით ზრდის გამო ეპლერენონის დროებითი მოხსნის შემდეგ, პრეპარატის მიღება შეიძლება განახლდეს 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს კალიუმის კონცენტრაცის 5 მმოლ/ლ-ზე დაბლა ჩამოსვლის შემთხვევაში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმელების ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების გამო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. რისკი შეიძლება დამატებით გაიზარდოს ამავდროულად ისეთი დაავადების არსებობისას, რომელსაც თან ახლავს პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის მატება, კერძოდ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექტირება საჭირო არ არის. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება და პრეპარატის დოზის კორექტირება ზემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.
თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ( კკ ) - 30-60 მლ/წთ), მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს და დოზა უნდა კორექტირდებოდეს კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით (იხ. ცხრილი ზემოთ). რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის პერიოდული კონტროლის ჩატარება.
პაციენტებში კკ-ით <50 მლ/წთ და გულის უკმარისობით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ გაგვაჩნია. ასეთ პაციენტებში ეპლერენონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. დოზები, რომლებიც აღემატება 25 მგ-ს დღე-ღამეში, არ არის შესწავლილი პაციენტებში კკ-ით <50 მლ/წთ.
ეპლერენონი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კკ <30 მლ/წთ).
ეპლერენონი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის მსუბუქი ან სსაშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ საწყისი დოზის კორექცია, თუმცა, ამ კატეგორიის პაციენტებში ეპლერენონის სისტემური ექსპოზიციის დონის მატების გამო, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის ხშირი და რეგულარული კონტროლის ჩატარება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
თანმხლები თერაპია
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ სუსტი ან ზომიერი მაინჰიბირებელი მოქმედება CYP3A4-ზე, მაგალითად ამიოდარონთან, დილთიაზემთან ან ვერაპამილთან, ეპლერენონთან მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 25 მგ დოზიდან 1-ჯერ დღე-ღამეში. ეპლერენონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ეპლერენონის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- სისხლის შრატში კალიუმის დონე > 5 მმოლ/ლ მკურნალობის დაწყებისას;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (გლომერულური ფილტრაციის გათვლითი სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2);
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით);
- კალიუმის შემნახველი დიურეზულების ან CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, იტრაკონაზოლის, კეტოკონაზოლის, რიტონავირის, ნელფინავირის, კლარითრომიცინის, ტელითრომიცინისა და ნეფაზოდონის) ერთდროული მიღება;
- ეპლერენონის ერთდროული გამოყენება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორთან (არბ).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
ჰიპერკალიემია
ეპლერენონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, რომელიც განპირობებულია მისი მოქმედების მექანიზმით. მკურნალობის დაწყებისას და პრეპარატის დოზის შეცვლისას ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი. შემდგომში რეკომენდებულია პერიოდული კონტროლის ჩატარება, განსაკუთრებით რომლებიც შედიან ჰიპერკალიემიის რისკის ჯგუფში, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. ეპლერენონით მკურნალობის დაწყების შემდეგ კალიუმის პრეპარატების დანიშვნა არ არის რეკომენდებული ჰიპერკალიემიის განვთარების რისკის ზრდის გამო. იყო ნაჩვენები, რომ ეპლერენონის დოზის შემცირება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირებას. ერთი კვლევის მსვლელობისას იყო დადგენოლი, რომ ჰიდროქლორთიაზიდის დამატებით დანიშვნა ეპლერენონის მკურნალობის დროს აკომპენსირებს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.
ეპლერენონის აგფ-ს და/ან არბ-ს ინჰიბიტორთან კომბინაციაში გამოყენების დროს, ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ეპლერენონი არ უნდა იქნას გამოყენებული აგფ -სა და არბ-სინჰიბიტორთან კომბინაციაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურიით, საჭიროა უტარდებოდესს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გულის უკმარისობის დროს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ ( EPHESUS ) ეფექტურობისა და გადარჩენის კვლევის მონაცემები შეზღუდულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში, პაციენტების ამ მცირე ჯგუფში აღინიშნა ჰიპერკალიემიის გაზრდილი სიხშირე. შესაბამისად, ასეთ პაციენტების მკურნალობა უნდა იქნას ჩატაებული სიფრთხილით. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით კლასი A და B) სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება > 5,5 მმოლ/ლ არ ყოფილა აღნიშნული. ასეთ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევებით ესაჭიროებათ ელექტროლიტების დონის კონტროლი. ეპლერენონის გამოყენება ღვიძლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის არ არის შესწავლილი და ამიტომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.
ციტოქრომ CYP3A4-ის ინდუქტორები
არ არის რეკომენდებული ეპლერენონის ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან.
ლითიუმი , ციკლოსპორინი , ტაკროლიმუსი
ეპლერენონით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ლითიუმის, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის შემცველი პრეპარატების გამოყენება .
დამხმარე ნივთიერებები
სამკურნალო პრეპარატი ეპლერადა შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთჯერად დოზაზე, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
კალიუმის შემნახველი დიურეზულები და კალიუმის შემცველი პრეპარატები
ეპლერენონი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა კალიუმის შემნახველ დიურეზულებს და კალიუმის შემცველ პრეპარატებს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის მატების გამო. კალიუმის შემნახველ დიურეზულებს ასევე შეუძლიათ გააძლიერონ ჰიპოტენზიული საშუალებების და სხვა დიურეზულების მოქმედება.
აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები
ეპლერენონი გამოიყენებისას აგფ ინჰიბიტორთან და/ან არბ-თან კომბინაციაში, ჰიპერკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის და თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების გულდასმითი კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტები. არ უნდა იქნას გამოყენებული აგფ ინჰიბიტორისა და არბ-ის სამმაგი კომბინაცია ეპლერენონთან.
ლითიუმი
ეპლერენონის ურთიერთქმედების კვლევები ლითიუმის პრეპარატებთან არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს აგფ ინჰიბიტორებთან და დიურეტიკებთან ერთად, აღწერილია ლითიუმის ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება. თუ ასეთი კომბინაცია აუცილებელია, უნდა ტარდებოდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის კონტროლი.
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ციკლოსპორინმა და ტაკროლიმუსმა შეიძლება გამოიწვიონ თირკმელების ფუნქციის დარღვევები და გაზარდონ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ეპლერენონის და ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება. თუკი ეპლერენონით მკურნალობისას აუცილებელია ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის დანიშვნა, რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)
აასს-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითების გამო (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პროსტაგლანდინების ინჰიბირება აასს-ბის მიერ), განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში (ხანდაზმული პაციენტები, პაციენტები დეჰიდრატაციით, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით). ეს ზემოქმედება, როგორც წესი, შექცევადია. გარდა ამისა, შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება. პაციენტები, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას, უნდა იქნან უზრუნველყოფილნი წყლით მომარაგების ადეკვატური რეჟიმით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს და რეგულარულად უტარდებოდეთ თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
ტრიმეტოპრიმი
ტრიმეტოპრიმისა და ეპლერენონის ერთდროული დანიშვნა ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს. უნდა ტარდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით.
α1- ადრენორეცეპტორების ბლოკატორები (მაგალითად, პრაზოზინი, ალფუზოზინი )
α1- ადრენორეცეპტორების ბლოკატორებისა და ეპლერენონის კომბინირებისას არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდის შესაძლებლობა და/ან ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. α 1 -ადრენო რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების კლინიკური მდგომარეობის კონტროლი ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან მიმართებაში.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ამიფოსტინი , ბაკლოფენი
ამ პრეპარატებისა და ეპლერენონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება პოტენციურად გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და გაზარდოს ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი
ამ პრეპარატების ეპლერენონთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტების შესუსტება სითხისა და ნატრიუმის შეკავების გამო.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ეპლერენონი არ წარმოადგენს CYP1A2 , CYP2C19, CYP2C9, CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორს. ეპლერენონი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.
დიგოქსინი
დიგოქსინის სისტემური ექსპოზიციის დონე (AUC) ეპლერენონთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება 16%-ით (90% ნდობის ინტერვალი (ნი) 4-30%). დიგოქსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს დოზებში, რომლებიც მიახლოებულია თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან.
ვარფარინი
კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ვარფარინთან არ არის აღწერილი. ვარფარინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს დოზებში, რომლებიც მიახლოებულია თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან.
CYP3A-ის სუბსტრატები
ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებმა CYP3A4-ის მარკერული სუბსტრატების (ესე იგი მიდაზოლამისა და ციზაპრიდის ) გამოყენებით არ აჩვენა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ეპლერენონთან ერთდროული გამოყენების დროს.
CYP3A4-ის ინჰიბიტორები
- CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები: ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4-ს, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების განვითარება. CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის გავლენით ( კეტოკონაზოლი 200 მგ დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში) ეპლერენონის AUC გაიზარდა 441%-ით. ეპლერენონის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (ისეთების, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზადონი) უკუნაჩვენებია.
- CYP3A4-ის სუსტი და ზომიერი ინჰიბიტორები: ერითრომიცინთან, საქვინავირთან, ამიოდარონთან, დილთიაზემთან, ვერაპამილთან ან ფლუკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები AUC დონის ზრდით 98%-დან 187%-მდე. შესაბამისად, ეპლერენონის და CYP3A4-ის სუსტი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნისას, ეპლერენონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ დღე-ღამეში.
CYP3A4-ის ინდუქტორები
ეპლერენონისა და ნასვრეტებიანი კრაზანას (CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორი) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ეპლერენონის AUC 30%-ით შემცირება. CYP3A4-ის უფრო ძლიერი ინდუქტორების გამოყენებამ (ისეთების, როგორიცაა რიფამპიცინი) შეიძლება გამოიწვიოს ეპლერენონის AUC-ის უფრო გამოხატული შემცირება. ეპლერენონის ეფექტურობის შემცირების რისკის გამო არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატთან ერთდროულად CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების (რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ნასვრეტებიანი კრაზანა) გამოყენება.
ანტაციდები
კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგებიდან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტაციდებსა და ეპლერენონს შორის მათი ერთდროული გამოყენების დროს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში ეპლერენონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ არასასურველ გავლენაზე ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ორსულ ქალებში ეპლერენონი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
ლაქტაცია
უცნობია, გადადის თუ არა ეპლერენონი დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. ამავდროულად, პრეკლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს ვირთხების რძეში ეპლერენონის და/ან მისი მეტაბოლიტების არსებობაზე და იმ ნაშიერების ნორმალურ განვითარებაზე, რომლებიც ამ გზით განიცდიდნენ ეპლერენონის ზემოქმედებას. ვინაიდან ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთ კვებაზე, არასასურველი რეაქციების წარმოქმნის პოტენციალი არ არის გამოკვლეული, უნდა იქნას მიღებული კლინიკური გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის შესახებ, დედისათვის პრეპარატის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ფერტილობა
არ არსებობს ინფორმაცია ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს, თუმცა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას მკურნალობის პერიოდში უნდა განიხილებოდეს თავბრუსხვევის შესაძლებლობა.
არასასურველი რეაქციები
ორი კვლევის მსვლელობისას (EPHESUS და ეპლერენონის გამოყენებისას ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის კვლევები გულის უკმარისობისა და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში (EMPHASIS-HF)) იყო ნაჩვენები, რომ არასასურველი რეაქციების განვითარების საერთო სიხშირე მსგავსი იყო ეპლერენონისა და პლაცებოს გამოყენების შემთხვევაში.
ქვემოთ მოცემულია არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ეპლერენონის გამოყენებასთან და წარმოიქმნება უფრო ხშირად მკურნალობის მსვლელობისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს, ან სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, ან ისინი, რომლებიც იყო აღწერილი პოსტმარკეტინგული დაკვირვების მიმდინარეობისას.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასისა და სიხშირის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - პიელონეფრიტი, ინფექცია, ფარინგიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ეოზინოფილია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპოთირეოზი.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად - ჰიპერკალიემია, ჰიპერქოლესტერინემია ; არახშირად - ჰიპონატრიემია, გაუწყლოვანება, ჰიპერტრიგლიცერიდემია .
ფსიქიკის დარღვევები: ხშირად - უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - გულის წასვლა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირად - ჰიპესთეზია.
გულის მხრივ: ხშირად - მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია; არახშირად - ტაქიკარდია.
სისხლძარღვების მხრიდან: ხშირად - ჰიპოტენზია; არახშირად - კიდურების არტერიული თრომბოზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება; არახშირად - მეტეორიზმი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი, ქავილი; არახშირად - ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერჰიდროზი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი; არახშირად - ტკივილი ძვლებში და კუნთებში.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად - ქოლეცისტიტი.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - ასთენია; არახშირად - ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება; არახშირად - ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორების რაოდენობის შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის მატება.
EPHESUS- ის კვლევის მსვლელობისას ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დარეგისტრირებული იყო ინსულტის მნიშვნელოვნად მეტი შემთხვევა. ამავდროულად, არ გამოვლენილა სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება ინსულტების სიხშირეში ეპლერენონის (30) და პლაცებოს (22) ჯგუფებს შორის. EMPHASIS-HF კვლევაში ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ინსულტების რაოდენობა შეადგენდა 9-ს ეპლერენონით მკურნალობის ჯგუფში და 8-ს- პლაცებოს ჯგუფში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მხრიდან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
შეტყობინებები ადამიანებში ეპლერენონის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ არ მიგვღია. მოსალოდნელია, რომ ადამიანებში დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები იქნება ჰიპოტენზია ან ჰიპერკალიემია. შეუძლებელია ეპლერენონის გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი ეფექტურად უკავშირდება აქტივირებულ ნახშირს. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას დაწყებული შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჰიპერკალიემიის განვითარების შემთხვევაში ნაჩვენებია სტანდარტული მკურნალობის სქემა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალდოსტერონის ანტაგონისტები. ეპლერენონი. ათქ კოდი: C03DA04 .
მოქმედების მექანიზმი
ეპლერენონს გააჩნია გარკვეული სელექტიურობა ადამიანის მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების დროს მის ურთიერთქმედებასთან შედარებით ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან, პროგესტერონთან და ანდროგენულ რეცეპტორებთან. ეპლერენონი ხელს უშლის ალდოსტერონის, რენინ-ანგიოტენზინ- ალდოსტერონის სისტემის ( რაას ) საკვანძო ჰორმონის შეკავშირებას, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში და ამოქმედებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაჩვენები იყო, რომ ეპლერენონი იწვევს სისხლის პლაზმაში რენინისა და სისხლის შრატში ალდოსტერონის დონის მდგრად მატებას, რაც ემთხვევა რენინის სეკრეციაზე ალდოსტერონის უარყოფითი უკუზემოქმედების გზის ინჰიბირებას. ამავდროულად რენინის პლაზმაში აქტივობის ან სისხლში მოცირკულირე ალდოსტერონის კონცენტრაციის მომატება არ მოქმედებს ეპლერენონის ეფექტებზე.
გულის ქრონიკული უკმარისობის (NYHA-ს კლასიფიკაციით II -IV კლასები) დოზების დიაპაზონის კვლევების მსვლელობისას ეპლერენონის დამატებამ მკურნალობის სტანდარტულ სქემაში გამოიწვია ალდოსტერონის დონის მოსალოდნელი დოზადამოკიდებული ზრდა. ანალოგიურად, EPHESUS ნეფროკარდიული კვლევის მსვლელობისას ეპლერენონით მკურნალობამ გამოიწვია ალდოსტერონის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. მიღებულმა შედეგებმა დაამოწმეს მინერალოკორტიკოიდული რეცეპტორების ბლოკადა ამ პოპულაციაში.
ეპლერენონის ეფექტურობა შესწავლილი იყო EPHESUS კვლევების მსვლელობის დროს. ეს იყო 3-წლიანი ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6632 სუბიექტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (შეფასებული მპწფ-ით ≤ 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ 3-დან 14 დღის განმავლობაში (მედიანამ შეადგინა 7 დღე), სუბიექტები სტანდარტულ მკურნალობას ემატებოდა ეპლერენონი ან პლაცებო საწყისი დოზით 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ და იზრდებოდა სამიზნე დოზამდე 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის შემდეგ იმ პირობით, რომ სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე იყო <5 მმოლ/ლ. კვლევის განმავლობაში სუბიექტებმა ღებულობდნენ სტანდარტულ მკურნალობას, რომელიც მოიცავდა აცეტილსალიცილის მჟავას (92%), აგფ ინჰიბიტორებს (90%), β-ბლოკატორებს (83%), ნიტრატებს (72%), მარყუჟის დიურეტიკებს (66%) ან A-რედუქტაზას ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტის ინჰიბიტორებს (60%) .
EPHESUS კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო საერთო ლეტალობა, ხოლო კომბინირებული საბოლოო წერტილი - ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევებების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ეპლერენონის ჯგუფიდან სუბიექტების 14.4% და პლაცებოს ჯგუფიდან სუბიექტების 16.7% გარდაიცვალა (ნებისმიერი მიზეზით), ხოლო ეპლერენონის ჯგუფიდან სუბიექტების 26.7% და პლაცებოს ჯგუფიდან სუბიექტების 30% შეესაბამებოდა ლეტალური შედეგების კომბინირებული საბოლოო წერტილისა ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს. ამგვარად, EPHESUS კვლევების მსვლელობის პროცესში ეპლერენონმა შეამცირა ლეტალური შედეგის რისკი ნებისმიერი მიზეზით 15%-ით (ფარდობითი რისკი (ფრ) 0,85; 95% ნი 0,75-0,96; p = 0,008) პლაცებოსთან შედარებით ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების გამო ლეტალობის შემცირების ხარჯზე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების გამო ლეტალური შედეგის ან ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 13%-ით ეპლერენონის გამოყენების დროს (ფრ 0.87; 95% CI 0.79-0.95, p = 0.002). აბსოლუტური რისკის შემცირებამ შეადგინა 2.3% ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა საერთო ლეტალობა და 3.3% ისეთი საბოლოო წერტილისთვის, როგორიცაა ლეტალური შედეგი ან ჰოსპიტალიზაცია დარღვევების გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან. ეპლერენონის კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში ნაჩვენები იყო 75 წლამდე ასაკის პაციენტებში. 75 წელზე მეტი ასაკის სუბიექტებში მკურნალობის სარგებელი კარგად არ არის საკმარისად შესწავლილი. NYHA-ს მიხედვით ფუნქციური კლასიფიკაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია აღინიშნა იმ სუბიექტების სტატისტიკურად უფრო მნიშვნელოვან ნაწილში,რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში მყოფ პაციენტებში. ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირემ შეადგინა 3.4% ეპლერენონის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფში 2%-თან შედარებით (p <0.001). ჰიპოკალიემიის განვითარების სიხშირემ შეადგინა 0.5% ეპლერენონის ჯგუფში 1.5% შედარებით პლაცებოს ჯგუფში (p <0.001).
147 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევის მსვლელობისას, რომელიც ტარდებოდა ეკგ-ზე ცვლილებების გამოსავლენად, ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიმდინარეობის დროს არ გამოავლინა ეპლერენონის მდგრადი გავლენა გულის შეკუმშვის სიხშირეზე, QRS კომპლექსის ან PR და QT ინტერვალების ხანგრძლივობაზე.
EMPHASIS-HF კვლევის მსვლელობისას შეისწავლებოდა სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებული ეპლერენონის გავლენის ეფექტურობა კლინიკურ შედეგებზე სუბიექტებში გულის სისტოლური უკმარისობით (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით II ფუნქციური კლასი). კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ 55 წელზე უფროსი ასაკის სუბიექტები, რომლებსაც მპწფ შეადგენდა ≤ 30 ან ≤ 35% იმ პირობით, რომ QRS > 130 მს და რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ კვლევამდე 6 თვის ადრე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების შედეგად ან რომელთა სისხლის პლაზმაში B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონე შეადგენდა <250 პგ /მლ ან სისხლის პლაზმაში B ტიპის N-ტერმინალური პრონატრიურეზული პეპტიდის დონე შეადგენდა <500 პგ/მლ მამაკაცებში (750 პგ /მლ ქალებში). ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ. 4 კვირის შემდეგ დოზა გაზარდეს 50 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ იმ პირობით, რომ სისხლის შრატში კალიუმის დონე შეადგენდა <5 მმოლ/ლ. ასევე, თუ გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე 30-49 მლ/წთ/1,73 მ 2-ს შეადგენდა, ეპლერენონის საწყისი დოზა შეადგენდა 25 მგ 2 დღეში ერთხელ და შემდგომ მატულობდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.
ზოგადად, რანდომიზაცია (ორმაგი ბრმა მეთოდით) გაიარა 2737-მა სუბიექტმა, რომლებსაც დაენიშნათ ეპლერენონი ან პლაცებო დიურეზულებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), II ტიპის არბ-ის (19%) და β-ბლოკატორებით (87% ), ანტიკოაგულანტებით (88%), ლიპიდების დონის დამწევი საშუალებებით (63%) და სათითურას გლიკოზიდებით (27%) საბაზო მკურნალობის ფონზე. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის საშუალო დონე შეადგენდა ~26%, ხოლო QRS კომპლექსის საშუალო ხანგრძლივობა უდრიდა ~122 მს. სუბიექტების უმრავლესობა (83.4%) რანდომიზაციამდე 6 თვით ადრე ჰოსპიტალიზირებული იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევების შედეგად, ამ დროს დაახლოებით ნახევარი მათგანი გულის უკმარისობის შედეგად. სუბიექტების დაახლოებით 20%-ს ჰქონდა დაყენებული იმპლანტირებული დეფიბრილატორები ან იღებდნენ გულის მარესინქრონიზირებელ თერაპიას.
პირველადი საბოლოო წერტილი (ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა დარღვევების გამო ან ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობასთან დაკავშირებით) გამოუვლინდა 249 სუბიექტს (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 სუბიექტს (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.63); 95% ნი 0.54-0.74; p <0.001). ეპლერენონის გავლენა პირველად საბოლოო წერტილზე იყო აღნიშნული სტაბილურად ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში.
მეორადი საბოლოო წერტილი (საერთო ლეტალობა) დაუფიქსირდა 171 სუბიექტს (12.5%) ეპლერენონის ჯგუფში და 213 სუბიექტს (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (ფრ 0.76; 95% ნი 0.62-0.93 , p = 0.008). ლეტალური შედეგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევევის მიზეზით დაუფიქსირდა 147 სუბიექტს (10.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 185 (13.5%)-ს პლაცებოს ჯგუფში (ფრ 0.76; 95% CI 0.61-0.93 , p = .01).
კვლევის მიმდინარეობის დროს ჰიპერკალიემია (სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე > 5.5 მმოლ/ლ) განუვითარდა 158 პაციენტს (11.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 96-ს (7.2%)- პლაცებოს ჯგუფში (p<0.001). ჰიპოკალიემია (სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე<4 მმოლ /ლ) დაფიქსირდა სტატისტიკურად უტყუარად უფრო დაბალი სიჩქარით ეპლერენონის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (38.9% ეპლერენონის ჯგუფში და 48.4% პლაცებოს ჯგუფში, p <0.0001).
ბავშვები
ეპლერენონის გამოყენება ბავშვებში გულის უკმარისობით არ არის გამოკვლეული.
10-კვირიან კვლევაში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვების მონაწილეობით (4-16 წლის ასაკი, n = 304), ეპლერენონის გამოყენება იმ დოზებით, რომლებიც იწვევდა ზრდასრულების მსგავს ექსპოზიციას (25-100 მგ/დღე-ღამეში) არ იწვევდა არტერიული წნევის ეფექტურ შემცირებას. ამ კვლევაში და 1-წლიან კვლევაში 149 ბავშვის მონაწილეობით უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულების პროფილის მსგავსი იყო. ეპლერენონის გამოყენება ჰიპერტენზიის მქონე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული, ვინაიდან უფროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ეფექტურობის არარსებობა.
ბავშვთა ჰორმონალურ სტატუსზე ნებისმიერი (გრძელვადიანი) მოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100 მგ პერორალური დოზის გამოყენების შემდეგ შეადგენს 69%. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax ) მიიღწევა 1,5-2 საათის შემდეგ. სისხლის პლაზმის Cmax და მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) ხაზობრივადაა დამოკიდებული დოზაზე 10-დან 100 მგ-მდე დიაპაზონში და არაწრფივად 100 მგ- ზე მეტი დოზებით გამოყენების დროს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 2 დღის განმავლობაში. საკვები არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე.
განაწილება
ეპლერენონი უკავშირდება პლაზმის ცილებს დაახლოებით 50%-ით და ძირითადად უკავშირდება ალფა-1-მჟავა გლიკოპროტეინებს. ეპლერენონის განაწილების სავარაუდო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 42-90 ლ. ეპლერენონი არ უკავშირდება ერითროციტებს.
მეტაბოლიზმი
ეპლერენონი მეტაბოლიზმი უპირატესად ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტის მოქმედებით. ადამიანის სისხლის პლაზმაში ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.
გამოყოფა
ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და განავლით. რადიოაქტიურად მარკირებული პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 32% იქნა გამოყოფილი ორგანიზმიდან განავლით და დაახლოებით 67% შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 3-6 საათს . სავარაუდო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10ლ/სთ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკი, სქესი და რასა
ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის კვლევები 100 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში დოზით გამოყენებისას ჩატარდა ისეთი კატეგორიის სუბიექტების მონაწილეობით, როგორიცაა ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის), მამრობითი სქესის პაციენტები, მდედრობითი სქესის პაციენტები და ნეგროიდული რასის პაციენტები. მნიშვნელოვანი განსხვავებები ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკაში პაციენტებში სქესიდან გამომდინარე არ ყოფილა აღნიშნული.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში წონასწორულ მდგომარეობაში იქნა გამოვლენილი Cmax-ის (22%) და AUC-ის (45%) ზრდა უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით (18-45 წელი). ნეგროიდული რასის სუბიექტებში წონასწორულ მდგომარეობაში Cmax იყო 19%-ით უფრო დაბალი,ხოლო AUC-26%-ით დაბალი. ბავშვები
ეპლერენონის კონცენტრაციებისთვის შემუშავებული პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის გამოყენებით 2 გამოკვლევის შესაბამისად, რომელშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის 51 პაციენტი, დადგინდა, რომ პაციენტის სხეულის მასას გააჩნია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ეპლერენონის განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის კლირენსზე. მოსალოდნელია, რომ ეპლერენონის განაწილების მოცულობა და ექსპოზიციის პიკი უფრო მაღალი წონის მქონე პაციენტებში მსგავსი იქნება სხეულის მსგავსი წონის მქონე ზრდასრულების მონაცემებისა. პაციენტებში, რომელთა წონა 45 კგ-ია, განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით ნაკლებია; მოსალოდნელია, რომ ექსპოზიციის პიკი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმ მონაცემისა, რომელიც ჩვეულებრივ აღინიშნება მოზრდილებში. ბავშვები იყენებდნენ ეპლერენონის საწყის დოზას 25 მგ დღე-ღამეში ერთხელ; 2 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 25 მგ-მდე დღე-ღამეში ორჯერ და, კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში, 50 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში. ამ დოზების გამოყენების დროს ბავშვებში ეპლერენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია არ ყოფილა მნიშვნელოვნად მაღალი ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდასრულებში, რომლებიც იყენებდნენ საწყის დოზას 50 მგ დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას.
თირკმლის უკმარისობა
ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა იყო შეფასებული თირკმელების ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებში. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, AUC და Cmax წონასწორულ მდგომარეობაში იყო მომატებული 38%-ით და 24%-ით შესაბამისად საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰემოდიალიზზე, ეს მაჩვენებლები იქნა შემცირებული 26%-ით და 3%-ით შესაბამისად პაციენტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. კორელაცია სისხლის პლაზმიდან ეპლერენონის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის არ გამოვლენილა. ეპლერენონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
ღვიძლის უკმარისობა
ეპლერენონის 400 მგ დოზის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იყო პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ხარისხის უკმარისობით (ჩაილდ - პიუს კლასიფიკაციით კლასი B ) და იქნა შედარებული ანალოგიურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებული იყო პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. ეპლერენონის Cmax და AUC წონასწორულ მდგომარეობაში იყო მომატებული 3.6%-ით და 42%-ით შესაბამისად. ვინაიდან არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში, ეპლერენონის გამოყენება ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია.
გულის უკმარისობა
პაციენტებში გულის უკმარისობით (NYHA -ს კლასიფიკაციით II-IV კლასები) ჩატარებული იყო ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის კვლევები, რომელიც გამოიყენებოდა 50 მგ დოზით. Cmax და AUC მნიშვნელობები წონასწორულ მდგომარეობაში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში იყო შესაბამისად 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე შესაბამისი ასაკის, სხეულის წონისა და სქესის ჯანმრთელ პაციენტებში. ამ შედეგების თანახმად ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკის პოპულაციური ანალიზი, რომელიც ჩატარდა პაციენტთა ქვეჯგუფში EPHESUS კვლევიდან, მოწმობს, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ განსხვავდება ასეთისაგან ჯანმრთელი ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სპეციალური მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახცება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ. მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
„ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


