ეპიდუო 0.1 % / 2.5 % გელი
Epiduo® 0.1 % /2.5 % Gel
ეპიდუო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ. გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა მექანიზმით: ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფის პროდუქტებს და სპეციფიურად მოქმედებს კანზე აკნეს გამომწვევ მიზეზებზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- benzoyl peroxide + ადაპალენი (adapalene)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 25მგ)/გ 30გ გელი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Laboratoires Galderma, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- D10AD53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036992
- რეგისტრირებულია
- 15 დეკემბერი 2022, მოქმედებს 15 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Galderma S.A. (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეპიდუო 0.1 % / 2.5 % გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპიდუო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა მექანიზმით:
ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფის პროდუქტებს და სპეციფიურად მოქმედებს კანზე აკნეს გამომწვევ მიზეზებზე.
მეორე აქტიური ნივთიერება, ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის რჩევის მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო განკუთვნილია მოზრდილებში და მოზარდებში 9 წლის ასაკიდან. პრეპარატი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
გელის თხელი ფენა დაიტანეთ აკნეთი დაავადებულ კანზე დღეში ერთხელ ძილის წინ, არ მოიხვედროთ თვალებში, ტუჩებზე და ნესტოებში. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. დაიბანეთ ხელები ეპიდუოს გამოყენების შემდეგ.
ექიმი გირჩევთ რა ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ ეპიდუო.
თუ გრძნობთ რომ ეპიდუო ძალიან სუსტად ან ძლიერ მოქმედებს თქვენზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შესაძლებელია გირჩიოთ დამატენიანებლის გამოყენება, შეამციროს გელის გამოყენების სიხშირე ან დროებით ან სრულად შეწყვიტოთ მკურნალობა.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ეპიდუოს:
საჭიროზე მეტი რაოდენობით ეპიდუოს გამოყენება არ ზრდის აკნეს საწინააღმდეგო მოქმედებას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
მიმართეთ ექიმს ან ჰოსპიტალს:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიდუო.
თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო პრეპარატი.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი.
ექიმი გირჩევთ რა ზომები მიიღოთ.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუოს მიღება:
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ორსულად
- თუ გეგმავთ ორსულობას
თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ეპიდუო ნაკაწრებზე, ნაჩხაპნებზე, მზის დამწვრობაზე ან ეგზემაზე.
არ მოიხვედროთ თვალში, პირში ან ნესტოებში და სხეულის სხვა მგრძნობიარე ადგილებში. მსგავს შემთხვევაში მოიბანეთ თბილი წყლის უხვი რაოდენობით.
მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ ლამფას.
არ გამოიყენოთ თმაზე ან ფერად ქსოვილებზე, ვინაიდან შესაძლებელია მათი გაუფერულება. პრეპარატის გამოყენების შემდეგ სათანადოდ დაიბანეთ ხელები.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ეპიდუოს გამოყენებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ გამოიყენოთ აკნეს საწინააღმდეგო სხვა პროდუქტები (რომელიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს და/ან რეტინოიდებს) ეპიდუოსთან ერთად.
არ გამოიყენოთ ეპიდუო კოსმეტიკასთან ერთად, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეპიდუო თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. თქვენი ექიმი მოგაწვდით მეტ ინფორმაციას.
ეპიდუოს მიღების დროს დაორსულებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და აცნობოთ ექიმს შემდგომი დაკვირვებისთვის.
ეპიდუოს გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის დროს. ჩვილზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ეპიდუოს გამოყენება მკერდზე დაუშვებელია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებადე.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
არ ეხება.
ეპიდუო შეიცავს პროპილენ გლიკოლს (E1520), ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გააღიზიანოს კანი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის დაკავშირებული.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება თუ გამოგივლინდათ ყელში მოჭერის შეგრძნება ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გულის წასვლის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება თუ გამოგივლინდათ ჭინჭრის ციება ან ქავილი სახეზე ან სხეულზე. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან 1 პაციენტში)
კანის სიმშრალე
კანის ადგილობრივი გაღიზიანება (გაღიზიანებული კონტაქტური დერმატიტი)
წვის შეგრძნება
კანის გაღიზიანება
სიწითლე
აქერცვლა.
არახშირი გვერდითი ეფექტები(100-დან 1 პაციენტში)
კანის ქავილი (პრურიტუსი)
მზით დამწვრობა
უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით): სახის შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, მოჭერის შეგრძნება ყელში, კანის ტკივილი (ჩხვლეტის შეგრძნება), დაწყლულება (ბუშტუკები), სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება (კანის ფერის ცვლილება), დამწვრობა გამოყენების ადგილზე.
თუ ეპიდუოს გამოყენების დროს აღინიშნა კანის გაღიზიანება, როგორც წესი, ეს მოვლენა მსუბუქი ან ზომიერია და თან ახლავს შემდეგი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე, აქერცვლა, წვის და ტკივილის ნიშნები კანზე (ჩხვლეტის შეგრძნება), რომელიც პიკს აღწევს პირველ კვირას და ქრება დამატებითი მკურნალობის გარეშე.
დამწვრობა გამოყენების ადგილზე, ძირითადად ზედაპირულია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია უფრო მძიმე შემთხვევებში წყლულების წარმოქმნის შესახებაც.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შეტყობინება პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V.* გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
ეპიდუო განკუთვნილია მხოლოდ კანზე წასასმელად, დღეში ერთხელ.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი. 1 გ გელი შეიცავს 1 მგ (0.1%) ადაპალენს და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის დოკუზატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი) და გასუფთავებული წყალი.
ეპიდუოს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ეპიდუო არის თეთრი ან ძალიან ღია ფერის ყვითელი გაუმჭვირვალე გელი.
ეპიდუო ხელმისაწვდომია:
პლასტმასის ტუბებში, 5 გ, 15 გ, 30 გ შემცველობით (შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში).
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი, 15 გ, 30 გ შემცველობით (შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ლიცენზიის მფლობელი
გალდერმა სა
ცელერვეგ 10,
6300 ცუგ,
შვეიცარია
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.
არ გამოიყენოთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების განადგურება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის, D10AD რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის აკნეს დროს;
ათქ კოდი: D10AD53
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ეპიდუო აერთიანებს ორ მოქმედ ნივთიერებას, რომლებიც მოქმედებენ განსხვავებული, მაგრამ კომპლემენტარული მოქმედების მექანიზმების საშუალებით.
- ადაპალენი: ადაპალენი არის ქიმიურად სტაბილური, ნაფტოინის მჟავის წარმოებული, რეტინოიდების მსგავსი აქტივობით. ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილის შესწავლამ აჩვენა, რომ ადაპალენი მოქმედებს Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) პათოლოგიაში: ის არის უჯრედული დიფერენცირებისა და კერატინიზაციის ძლიერი მოდულატორი და მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მექანიკურად, ადაპალენი უკავშირდება სპეციფიკურ რეტინოის მჟავას ბირთვის რეცეპტორებს. ამჟამინდელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი გამოყენების ადაპალენი ახდენს ფოლიკულური ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზებას, რის შედეგადაც ხდება მიკროკომედონის წარმოქმნის შემცირება. ადაპალენი აინჰიბირებს ადამიანის პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტების ქემოტაქსიურ (მიმართულებით) და ქემოკინეტიკურ (შემთხვევით) რეაქციებს in vitro ანალიზის მოდელებში; ის ასევე, აინჰიბირებს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს ანთების შუამავლებამდე. In vitro კვლევებმა აჩვენა AP-1 ფაქტორების ინჰიბირება და ტოლის მსგავსი რეცეპტორების 2 გამოხატვის დათრგუნვა. ამ პროფილის თანახმად, უჯრედით გამოწვეული აკნეს ანთებითი კომპონენტი მცირდება ადაპალენით.
- ბენზოილ პეროქსიდი: ბენზოილ პეროქსიდს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება; განსაკუთრებით P. acnes–ის საწინააღმდეგოდ, რომელიც პათოლოგიურად არის გამოვლენილი აკნეთი დაზიანებულ თმიან საფარზე. დამატებით ბენზოილ პეროქსიდის გამოყენებისას გამოხატული იყო ამქერცლავი და კერატოლიზური მოქმედებები. ბენზოილ პეროქსიდს გააჩნია ასევე სებოსტატიკური მოქმედება, რაც ხელს უშლის ჭარბი გამონაყარის წარმოქმნას, რომელიც ასოცირებულია აკნესთან.
ეპიდუოს კლინიკური ეფექტურობა 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში
ეპიდუოს უსაფრთხოება და ეფექტურობა, დღეში ერთხელ გამოყენებისას Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, შეფასდა ორ 12–კვირიან, მულტიცენტრულ, მსგავსი დიზაინის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც მოხდა ეპიდუოს შედარება მის ცალკეულ აქტიურ კომპონენტებთან, ადაპალენთან და ბენზოილ პეროქსიდთან, და გელის გადამტან საშუალებასთან აკნეს მქონე პაციენტებში. სულ 2185 პაციენტი მონაწილეობდა 1 და 2 კვლევებში. პაციენტების განაწილება ორ კვლევაში დაახლოებით იყო 49% მამაკაცი და 51% ქალი, 12 წლის ან უფროსი ასაკის (საშუალო ასაკი: 18.3 წელი; ასაკობრივი დიაპაზონი 12 - 50), რომელთაც დასაწყისშივე აღენიშნებოდათ 20-დან 50-მდე ანთებითი და 30-დან 100-მდე არაანათებითი დაზიანება. პაციენტები მკურნალობდნენ სახეზე და აკნეთი დაზიანებულ სხვა ადგილებზე, საჭიროების მიხედვით, დღეში ერთხელ, საღამოს.
ეფექტურობის კრიტერიუმები იყო:
წარმატების მაჩვენებელი, პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი შეფასებით „სუფთა“ და „თითქმის სუფთა“ მე-12 კვირას მკვლევრების გლობალური შეფასების (IGA) საფუძველზე;
ცვლილება და პროცენტული ცვლილება საწყისიდან მე–12 კვირამდე, რაც მოიცავდა:
ანთებითი დაზიანებების რაოდენობას;
არაანთებითი დაზიანებების დაზიანებას;
სულ დაზიანებების რაოდენობას.
ეფექტურობის შედეგები თითოეული კვლევისთვის წარმოდგენილია ცხრილში 1, ხოლო კომბინირებული შედეგები ცხრილში 2. ორივე კვლევაში ნაჩვენებია, რომ ეპიდუო უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი ცალკეული ელემენტები და გელის გადამტანი საშუალება. საერთო ჯამში, ეპიდუოსგან მიღებული სუფთა სარგებლის ეფექტი (აქტიურს გამოკლებული გადამტანი) აღემატებოდა ინდივიდუალური კომპონენტებისგან მიღებულ სუფთა სარგებელის ჯამს, რაც მიუთითებს ამ ნივთიერებების თერაპიული მოქმედებების გაძლიერებაზე, როდესაც გამოიყენება ფიქსირებული დოზის კომბინაციის სახით. ეპიდუოს ადრეული მკურნალობის ეფექტი მუდმივად აღინიშნებოდა 1 და 2 კვლევებში ანთებითი დაზიანებების დროს მკურნალობის პირველ კვირაში. არაანთებითი დაზიანების დროს (ღია და დახურული კომედონები) რეაგირება შეიმჩნეოდა მკურნალობის პირველ და მეოთხე კვირებს შორის. აკნეს დროს სარგებელი კვანძებზე დადგენილი არ არის.
ცხრილი 1 კლინიკური ეფექტურობა ორ შედარებით კვლევაში
კვლევა 1
კვლევა 1
კვირა 12 LOCF; ITT
ადაპალენი + ბენზოილ პეროქსიდი
N = 149
ადაპალენი
N = 148
ბენზოილ პეროქსიდი
N = 149
გადამტანი
N = 71
წარმატება (თვალსაჩინო, თითქმის თვალსაჩინო)
41 (27.5%)
23 (15.5%)
p=0.008
23 (15.4%)
p=0.003
7 (9.9%)
p=0.002
საშუალო შემცირება (% შემცირება)
ანთებითი დაზიანებების რაოდენობა
17 (62.8 %)
13 (45.7 %)
p<0.001
13 (43.6 %)
p<0.001
11 (37.8 %)
p<0.001
არაანთებითი დაზიანებების რაოდენობა
22 (51.2 %)
17 (33.3 %)
p<0.001
16 (36.4 %)
p<0.001
14 (37.5 %)
p<0.001
სულ დაზიანებების რაოდენობა
40 (51.0 %)
29 (35.4 %)
p<0.001
27 (35.6 %
p<0.001
26 (31.0 %)
p<0.001
კვლევა 2
კვლევა 2
კვირა 12 LOCF; ITT
ადაპალენი + ბენზოილ პეროქსიდი
N = 415
ადაპალენი
N = 420
ბენზოილ პეროქსიდი
N = 415
გადამტანი
N = 418
წარმატება (თვალსაჩინო, თითქმის თვალსაჩინო)
125 (30.1%)
83 (19.8%)
p<0.001
92 (22.2%)
p=0.006
47 (11.3%)
p<0.001
საშუალო შემცირება (% შემცირება)
ანთებითი დაზიანებების რაოდენობა
16 (62.1 %)
14 (50.0 %)
p<0.001
16 (55.6 %)
p=0.068
10 (34.3 %)
p<0.001
არაანთებითი დაზიანებების რაოდენობა
24 (53.8 %)
22 (49.1 %)
p=0.048
20 (44.1 %)
p<0.001
14 (29.5 %)
p<0.001
სულ დაზიანებების რაოდენობა
45 (56.3 %)
39 (46.9 %)
p=0.002
38 (48.1 %)
p<0.001
24 (28.0 %)
p<0.001
ცხრილი 2 კლინიკური ეფექტურობა კომბინირებულ შედარებით კვლევებში
ადაპალენი + ბენზოილ პეროქსიდი
N = 564
ადაპალენი
N = 568
ბენზოილ პეროქსიდი
N = 564
გადამტანი
N = 489
წარმატება (სუფთა, თითქმის სუფთა)
166 (29.4%)
106 (18.7%)
115 (20.4%)
54 (11.1%)
საშუალო შემცირება (% შემცირება)
ანთებითი დაზიანებების რაოდენობა
- 0 (62.1)
- 0 (50.0)
- 0(54.0)
- 0 (35.0)
არაანთებითი დაზიანებების რაოდენობა
- 5 (52.8)
- 0 (45.0)
- 0 (42.5)
- 0 (30.7)
სულ დაზიანებების რაოდენობა
- 0 (54.8)
- 0 (44.0)
- 0 (44.9)
- 0 (29.1)
ეპიდუოს კლინიკური ეფექტურობა 9-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში
პედიატრიული კლინიკური კვლევის დროს, Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) მქონე 9-დან 11 წლამდე ასაკის 285 ბავშვი (მათი 53% იყო 11 წლის, 33% - 10 წლის, 14% - 9 წლის), რომელთაც IGA-ის შკალის მიხედვით ჰქონდათ 3 ქულა (ზომიერი) და მინიმუმ 20, მაგრამ არაუმეტეს 100 საერთო დაზიანება (არაანთებითი და/ან ანთებითი) სახეზე (ცხვირის ჩათვლით), საწყის ეტაპზე მკურნალობდნენ ეპიდუოს გელით დღეში ერთხელ, 12 კვირის განმავლობაში.
კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ეპიდუოს გელის ეფექტურობის და უსაფრთხოების პროფილი ამ სახის სპეციფიკურ ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში სახის აკნეს სამკურნალოდ, ემთხვევა სხვა მნიშვნელოვანი კვლევების შედეგებს Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) მქონე 12 წლის და მეტი ასაკის სუბიექტებში, რომლებიც აჩვენებენ მნიშვნელოვან ეფექტურობას მისაღები ტოლერანტობით. ეპიდუოს გელის ადრეული მკურნალობის მდგრადი ეფექტი გელის გადამტანთან შედარებით მუდმივად აღინიშნებოდა ყველა დაზიანების დროს (ანთებითი, არაანთებითი და საერთო), დაწყებული 1-ლი კვირიდან მე-12 კვირის ჩათვლით.
კვლევა 3
კვირა 12 LOCF; ITT
ადაპალენი + ბენზოილ პეროქსიდი N = 142
გადამტანი
N = 143
წარმატება (თვალსაჩინო, თითქმის თვალსაჩინო)
67 (47.2%)
22 (15.4%)
საშუალო შემცირება (% შემცირება)
ანთებითი დაზიანებების რაოდენობა
6 (62.5%)
1 (11.5%)
არაანთებითი დაზიანებების რაოდენობა
19 (67.6%)
5 (13.2%)
სულ დაზიანებების რაოდენობა
26 (66.9%)
8 (18.4%)
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ეპიდუოს ფარმაკოკინეტიკური (PK) თვისებები მსგავსია მხოლოდ ადაპალენის 0.1%-იანი გელის ფარმაკოკინეტიკური პროფილისა (PK).
აკნეს მქონე პაციენტებში ჩატარებულ 30-დღიანი კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევის დროს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ ფიქსირებული კომბინირებული გელის ან 0.1%-იანი ადაპალენის გელის შესაბამისი ფორმულის გამოყენებით მაქსიმალურ პირობებში (დღეში 2გ გელის გამოყენების შემთხვევაში), ადაპალენი არ იყო რაოდენობრივად განსაზღვრადი პლაზმის ნიმუშების უმეტესობაში (რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი 0.1ნგ/მლ). ადაპალენის დაბალი დონე (Cmax 0.1-სა და 0.2ნგ/მლ-ს შორის) განისაზღვრა ეპიდუოთი ნამკურნალები სუბიექტების სისხლის ორ ნიმუშში და ადაპალენის 0.1%-იანი გელით ნაკურნალები სუბიექტების სისხლის სამ ნიმუშში. ადაპალენის ყველაზე მაღალი AUC0-24სთ განისაზღვრა ფიქსირებულ კომბინირებულ ჯგუფში, რომელიც შეადგენდა 1.99 ნგ.სთ/მლ-ს.
ეს შედეგები შედარებულია წინა კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან მიღებულ ადაპალენის 0.1%-იანი სხვადასხვა შემადგენლობის კვლევის შედეგებთან, სადაც ადაპალენზე სისტემური ზემოქმედება მუდმივად დაბალი იყო.
ბენზოილ პეროქსიდის კანქვეშა შეღწევადობა დაბალია; კანზე წასმისას იგი მთლიანად გარდაიქმნება ბენზოინის მჟავად, რომელიც სწრაფად გამოიყოფა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ეპიდუო 0.1% / 2.5% გელი
ადაპალენი/ბენზოილ პეროქსიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია მათ ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმისა თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ეპიდუოს მიღებამდე
ეპიდუოს მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ეპიდუოს შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
ეპიდუო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა მექანიზმით:
ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფის პროდუქტებს და სპეციფიურად მოქმედებს კანზე აკნეს გამომწვევ მიზეზებზე.
მეორე აქტიური ნივთიერება, ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.
რა უნდა იცოდეთ ეპიდუოს მიღებამდე
არ გამოიყენოთ ეპიდუო:
- თუ ხართ ორსულად
- თუ გეგმავთ ორსულობას
თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ეპიდუო ნაკაწრებზე, ნაჩხაპნებზე, მზის დამწვრობაზე ან ეგზემაზე.
არ მოიხვედროთ თვალში, პირში ან ნესტოებში და სხეულის სხვა მგრძნობიარე ადგილებში. მსგავს შემთხვევაში მოიბანეთ თბილი წყლის უხვი რაოდენობით.
მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ ლამფას.
არ გამოიყენოთ თმაზე ან ფერად ქსოვილებზე, ვინაიდან შესაძლებელია მათი გაუფერულება. პრეპარატის გამოყენების შემდეგ სათანადოდ დაიბანეთ ხელები.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ეპიდუოს გამოყენებამდე.
სხვა პრეპარატები და ეპიდუო
არ გამოიყენოთ აკნეს საწინააღმდეგო სხვა პროდუქტები (რომელიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს და/ან რეტინოიდებს) ეპიდუოსთან ერთად.
არ გამოიყენოთ ეპიდუო კოსმეტიკასთან ერთად, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ლაქტაცია
არ გამოიყენოთ ეპიდუო თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. თქვენი ექიმი მოგაწვდით მეტ ინფორმაციას.
ეპიდუოს მიღების დროს დაორსულებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და აცნობოთ ექიმს შემდგომი დაკვირვებისთვის.
ეპიდუოს გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის დროს. ჩვილზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ეპიდუოს გამოყენება მკერდზე დაუშვებელია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებადე.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
არ ეხება.
ეპიდუო შეიცავს პროპილენ გლიკოლს (E1520), ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გააღიზიანოს კანი.
ეპიდუოს მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის რჩევის მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო განკუთვნილია მოზრდილებში და მოზარდებში 9 წლის ასაკიდან. პრეპარატი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
გელის თხელი ფენა დაიტანეთ აკნეთი დაავადებულ კანზე დღეში ერთხელ ძილის წინ, არ მოიხვედროთ თვალებში, ტუჩებზე და ნესტოებში. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. დაიბანეთ ხელები ეპიდუოს გამოყენების შემდეგ.
ექიმი გირჩევთ რა ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ ეპიდუო.
თუ გრძნობთ რომ ეპიდუო ძალიან სუსტად ან ძლიერ მოქმედებს თქვენზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შესაძლებელია გირჩიოთ დამატენიანებლის გამოყენება, შეამციროს გელის გამოყენების სიხშირე ან დროებით ან სრულად შეწყვიტოთ მკურნალობა.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ეპიდუოს:
საჭიროზე მეტი რაოდენობით ეპიდუოს გამოყენება არ ზრდის აკნეს საწინააღმდეგო მოქმედებას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
მიმართეთ ექიმს ან ჰოსპიტალს:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიდუო.
თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო პრეპარატი.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი.
ექიმი გირჩევთ რა ზომები მიიღოთ.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუოს მიღება:
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება თუ გამოგივლინდათ ყელში მოჭერის შეგრძნება ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გულის წასვლის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება თუ გამოგივლინდათ ჭინჭრის ციება ან ქავილი სახეზე ან სხეულზე. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან 1 პაციენტში)
კანის სიმშრალე
კანის ადგილობრივი გაღიზიანება (გაღიზიანებული კონტაქტური დერმატიტი)
წვის შეგრძნება
კანის გაღიზიანება
სიწითლე
აქერცვლა.
არახშირი გვერდითი ეფექტები(100-დან 1 პაციენტში)
კანის ქავილი (პრურიტუსი)
მზით დამწვრობა
უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით): სახის შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, მოჭერის შეგრძნება ყელში, კანის ტკივილი (ჩხვლეტის შეგრძნება), დაწყლულება (ბუშტუკები), სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება (კანის ფერის ცვლილება), დამწვრობა გამოყენების ადგილზე.
თუ ეპიდუოს გამოყენების დროს აღინიშნა კანის გაღიზიანება, როგორც წესი, ეს მოვლენა მსუბუქი ან ზომიერია და თან ახლავს შემდეგი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე, აქერცვლა, წვის და ტკივილის ნიშნები კანზე (ჩხვლეტის შეგრძნება), რომელიც პიკს აღწევს პირველ კვირას და ქრება დამატებითი მკურნალობის გარეშე.
დამწვრობა გამოყენების ადგილზე, ძირითადად ზედაპირულია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია უფრო მძიმე შემთხვევებში წყლულების წარმოქმნის შესახებაც.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შეტყობინება პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V.* გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ეპიდუოს შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.
არ გამოიყენოთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების განადგურება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეპიდუო
აქტიური ნივთიერებებია: ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი. 1 გ გელი შეიცავს 1 მგ (0.1%) ადაპალენს და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის დოკუზატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი) და გასუფთავებული წყალი.
ეპიდუოს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ეპიდუო არის თეთრი ან ძალიან ღია ფერის ყვითელი გაუმჭვირვალე გელი.
ეპიდუო ხელმისაწვდომია:
პლასტმასის ტუბებში, 5 გ, 15 გ, 30 გ შემცველობით (შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში).
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი, 15 გ, 30 გ შემცველობით (შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ლიცენზიის მფლობელი
გალდერმა სა
ცელერვეგ 10,
6300 ცუგ,
შვეიცარია
მწარმოებელი
ლაბორატოირეს გალდერმა
ზი - მონტდესირ
74 540 ალბი სურ შერან
საფრანგეთი
მოცემული სამედიცინო პროდუქტი ავტორიზებულია EEA -ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებებით:
დანია : ეპიდუო
ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, პორტუგალია, სლოვაკეთი, ესპანეთი : ეპიდუო
1 მგ/გ+25 მგ/გ გელი
უნგრეთი, ნიდერლანდები: ეფეზელი 1მგ/გ + 25მგ/გ გელი
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი : ეპიდუო 1 მგ/25მგ/გ გელი
სლოვენია : ეპიდუო 1მგ/25მგ v 1გ გელი
სხვა ქვეყნებში: ეპიდუო 0.1% / 2.5% გელი
მოცემული ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა ადგილობრივად 19 ნოემბერს, 2021.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


