პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები

ეპამორი

Epamor

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ეპამორის ამპულა შეიცავს აპომორფინის საინექციო ხსნარს. ის შეჰყავთ კანქვეშ. ეპამორის აქტიური ნივთიერებაა აპომორფინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 10 მგ აპომორფინს. სახელწოდების მიუხედავად, აპომორფინი არ შეიცავს მორფინს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Apomorphine hydrochloride hemihydrate)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/2მლ 2მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფამინური რეცეპტორების აგონისტები
ATC კოდი
N04BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-044576
რეგისტრირებულია
26 დეკემბერი 2025, მოქმედებს 26 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“
ურთიერთქმედების შემოწმებაეპამორი და სხვა წამალი ერთად

ეპამორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეპამორის ამპულა შეიცავს აპომორფინის საინექციო ხსნარს. ის შეჰყავთ კანქვეშ. ეპამორის აქტიური ნივთიერებაა აპომორფინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 10 მგ აპომორფინს.

სახელწოდების მიუხედავად, აპომორფინი არ შეიცავს მორფინს.

აპომორფინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება დოფამინის აგონისტების სახელით ცნობილ პრეპარატების კლასს. ეპამორი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. აპომორფინი ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში „გამოთიშულ“ ან უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნის დროის შემცირებას, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ლევოდოპით და/ან სხვა დოფამინის აგონისტებით. ექიმს ან ექთანს შეუძლია დაგეხმაროთ იმ ნიშნების ამოცნობაში, რომლებიც მიუთითებს, რომ მედიკამენტის მიღება გჭირდებათ.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ეპამორის მიღებამდე?

მიღების წესი და დოზირება

ეპამორი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დისკომფორტის ან სიმპტომების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, დომპერიდონი უნდა მიიღოთ ეპამორის მიღებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე.

გამოყენების ინსტრუქცია, დოზირება და მიღების სიხშირე:

ეპამორის საჭირო რაოდენობა და ინექციების რაოდენობა დღეში განისაზღვრება თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატის სიხშირისა და დოზირების შესახებ. ექიმი განსაზღვრავს ოპტიმალურ დოზას.

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 3-დან 30 მგ-მდე.

შესაძლოა დაგჭირდეთ 100 მგ-მდე დღეში.

როგორც წესი, საჭიროა 1-დან 10 ინექციამდე დღეში.

დოზა ერთ ინექციაზე არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

თუ თქვენი მდგომარეობის კონტროლი ინდივიდუალური ინექციებით შეუძლებელია ან დღეში 10-ზე მეტი ინექცია გჭირდებათ, შესაძლოა საჭირო გახდეს აპომორფინის უწყვეტი ინექცია (ინფუზია). თქვენი ექიმი ან ექთანი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ეს.

უწყვეტი ინფუზიისთვის:

ჩვეულებრივი დოზაა 1-დან 4 მგ-მდე საათში.

ინექცია, როგორც წესი, კეთდება როდესაც არ გძინავთ და წყდება ძილის წინ.

ინფუზიის ახალი ადგილი გამოიყენება ყოველ 12 საათში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის მინი ტუმბო და/ან შპრიცის წვერია ყველაზე შესაფერისი უწყვეტი ინფუზიისთვის. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

მიღების მეთოდი და გზა:

ეპამორის ამპულა განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა შეყვანისთვის. ის არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის მწვანე შეფერილობისაა. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი მღვრიეა ან შეიცავს მცურავ ნაწილაკებს. ეპამორი უნდა გამოიყენოთ ამპულის გახსნისთანავე.

ინექციისთვის დაგჭირდებათ:

შპრიცი და ნემსი

სპეციალური კონტეინერი ბასრი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტებისთვის, რომელიც აუცილებელია გამოყენებული ნემსებისა და შუშის კონტეინერების უსაფრთხოდ განადგურებისთვის. მისი შეძენა შეგიძლიათ ექიმის კაბინეტში ან აფთიაქში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კონტეინერი, მაგალითად, ცარიელი ქილა.

იპოვეთ წერტილი ამპულის ვიწრო ყელზე მოკლე ხაზის ზემოთ. ეს ხაზი მიუთითებს ამპულის გახეთქვის წერტილზე.

ერთი ხელით დაიჭირეთ ამპულას ძირზე.

დაფარეთ წერტილი ცერა თითით და საჩვენებელი თითით დაიჭირეთ ამპულის ყელი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ცერა თითით დააჭირეთ წვერს უკან მიწოლით.

ფრთხილად გადააგდეთ ამპულის თავი ბასრი ნივთებისთვის განკუთვნილ კონტეინერში.

ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.

ეპამორის ინექცია:

ნემსი საიმედოდ მიამაგრეთ შპრიცზე.

ამპულიდან ამოიღეთ მოცულობა ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.

გამოყენებამდე შეიძლება დაგჭირდეთ ეპამორის განზავება; ექიმი აგიხსნით, საჭიროა თუ არა ეს და როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

მედიკამენტი კანქვეშ (კანის ქვეშ) შეიყვანეთ, ექიმის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

გამოყენებული შპრიცები, ნემსები და ფლაკონები გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში (შეგიძლიათ შეიძინოთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან) ან სხვა შესაფერის კონტეინერში, მაგალითად, ცარიელ ქილაში.

ფრთხილად იყავით, რომ ხსნარი არ დაღვაროთ საკუთარ სხეულზე ან ხალიჩაზე, რადგან შესაძლებელია მწვანე ლაქების წარმოქმნა.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:

გამოყენება ბავშვებში: ეპამორი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და ექიმის მიერ რეკომენდებული დოზებით.

უკუჩვენებები

თუ:

თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის,

გაქვთ სუნთქვის გაძნელება,

გაქვთ დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება,

გაქვთ ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხასიათდება ჰალუცინაციებით, ბოდვით, აზროვნების დარღვევებით ან რეალობასთან კონტაქტის დაკარგვით,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

ლევოდოპას მიღების მიუხედავად, გაქვთ მძიმე დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები) ან მძიმე დისტონია (მოძრაობის გაძნელება),

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აპომორფინის ან ეპამორის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხილეთ სხვა კომპონენტების ექსციპიენტების სია),

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) დარღვევა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივებული სინდრომი“.

აცნობეთ ექიმს.

ეპამორი გამოიყენეთ სიფრთხილით

თუ:

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ფილტვების პრობლემები,

გაქვთ გულის პრობლემები,

ფეხზე ადგომისას გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან დაბალ არტერიულ წნევას,

იღებთ სხვა პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,

თავს შეუძლოდ ან ცუდად გრძნობთ,

პარკინსონის დაავადება იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს, როგორიცაა ჰალუცინაციები ან დაბნეულობა,

ხართ ხანდაზმული ან გაქვთ სისუსტე.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები/მეურვეები შეამჩნევთ, რომ გაგიჩნდათ უჩვეულო ლტოლვა ან ძლიერი სურვილი განახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან სხვებს. ამას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, ჭარბი კვება ან ფლანგვა, სექსუალური აქტივობის ანომალიურად გაზრდილი სურვილი ან სექსუალური ხასიათის აზრების ან გრძნობების მომატება. შესაძლოა, ექიმს დასჭირდეს დოზის კორექტირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ეპამორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღების გზის გათვალისწინებით საკვებთან ან სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ასეთ შემთხვევებში, ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კორექტირებული დოზებით.

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ თვლით, რომ ეპამორის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ეპამორის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლოა გულისცემის შენელება, ცუდად ყოფნა, ძლიერი ძილიანობა და/ან სუნთქვის გაძნელება. დაბალი არტერიული წნევის გამო შეიძლება სისუსტე იგრძნოთ და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე ქამოდგომისას. დაწოლა და ფეხების აწევა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

თუ მიიღეთ ეპამორის საჭირო რაოდენობაზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეპამორის მიღება:

შემდეგი დოზა მიიღეთ შემდეგ დანიშნულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.

ეპამორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო ეფექტები: .

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობის დროს ეპამორის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამის მკვეთრი აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეპამორით მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყივნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია, გადადის თუ არა ეპამორი დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, მიმართეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით, უნდა მიიღოთ თუ არა ეს მედიკამენტი და უნდა გააგრძელოთ თუ არა ძუძუთი კვება.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ეპამორმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ძილის ძლიერი სურვილი. თუ ეს ეფექტები გამოვლინდათ, არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპამორის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ეპამორი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის სიწითლე და შეშუპება, სახისა და ტუჩების შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანზე გამონაყარი და ქავილი.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ეპამორის თითოეული ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ეპამორის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს მათი ეფექტი. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:

კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ,

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები,

პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმი დაარეგულირებს აპომორფინის ან სხვა მედიკამენტების დოზას, რომლებსაც იღებთ.

თუ აპომორფინთან ერთად იღებთ ლევოდოპას, პარკინსონის დაავადების სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს, ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლის ანალიზს.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე. ესენია: გულის რითმის დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს გამოყენებული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ბაქტერიული ინფექციების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი) და დომპერიდონი.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეპამორის მიღების შედეგადაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს, შეწყვიტეთ ეპამორის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

გამონაყარი

სუნთქვის გაძნელება

სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან სულ მცირე 1 ადამიანში

ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში

არახშირი: შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში

იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

ძალიან იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია

ძალიან ხშირი:

კანქვეშა წარმონაქმნები ინექციის ადგილას, რომლებიც შეიძლება იყოს მტკივნეული, არასასიამოვნო, გაწითლებული და იწვევდეს ქავილს. ამ წარმონაქმნების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ინექციის ადგილის შეცვლა ყოველი ინექციის დროს.

ხშირი:

შეუძლოდ ყოფნა, განსაკუთრებით ეპამორით მკურნალობის დასაწყისში. თუ მიიღეთ დომპერიდონი და მაინც ცუდად გრძნობთ თავს, ან თუ არ მიგიღიათ დომპერიდონი და თავს ცუდად გრძნობთ, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

დაღლილობა და ზედმეტი ძილიანობა,

გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები,

დაძაბულობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება ადგომისას.

არახშირი:

უნებლიე მოძრაობების და კანკალის გაძლიერება აქტიურ პერიოდში,

ჰემოლიზური ანემია, სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგიური დაშლა, რომელიც ასევე შეიძლება განვითარდეს ლევოდოპას მიმღებ პაციენტებში.

ძილიანობის უეცარი შეტევები,

კანზე გამონაყარი,

სუნთქვის გაძნელება,

ინექციის ადგილას წყლულები,

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი, სისუსტე ან კანის გაყვითლება,

თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს.

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები,

სისხლში ან სხეულის ქსოვილებში სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი მატება (ეოზინოფილია).

უცნობი:

ტერფების, ფეხების ან ფეხის თითების შეშუპება,

უუნარობა, წინააღმდეგობის სურვილის გაწევის არარსებობა ისეთი ქმედებებისგან,

რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს

შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მდგომარეობებს:

ძლიერი გადაჭარბებული სურვილი აზარტული თამაშებისკენ, მიუხედავად სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგებისა.

ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენზე ან სხვებზე, როგორიცაა სექსუალური ინტერესისა და სურვილის შეცვლა ან გაზრდა.

უკონტროლო მოთხოვნილება შოპინგისა ან ხარჯვის.

ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსიური კვება (შიმშილის დასაკმაყოფილებლად საჭიროზე მეტის ჭამა)

თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ამ ქცევას, აცნობეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით ამ სიმპტომების შემცირების ან მართვის გზებს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr ​​საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე 0 800 314 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.

შენახვის პირობები

ეპამორი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ეპამორი უნდა გამოიყენოთ ამპულის გახსნისთანავე.

ამპულაში არსებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ეპამორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოყენებული შპრიცები, ნემსები და ამპულები უნდა გადაყაროთ „ბასრი ნივთების კონტეინერში“ ან სხვა შესაფერის კონტეინერში (მაგ., ცარიელ ქილაში). თუ თქვენი „ბასრი ნივთების კონტეინერი“ ან გადასაყრელი კონტეინერი სავსეა, უსაფრთხო განადგურებისთვის, გთხოვთ, დაუბრუნოთ ის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოახდინეთ უტუკუზაცია გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.

Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,

D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია

ეპამორი 20 მგ/2 მლ საინექციო ხსნარი

სტერილური.

კანქვეშა გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 20.6 მგ აპომორფინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატს, რაც 20 მგ აპომორფინის, როგორც აქტიური ნივთიერების, ექვივალენტურია. ხსნარის საერთო მოცულობაა 2 მლ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), მარილმჟავა (pH-ის რეგულატორი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულატორი), საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
  • ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
  • დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.

ამ ფურცელი-ჩანართში:

  • რა არის ეპამორი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ ეპამორის მიღებამდე?
  • როგორ უნდა მიიღოთ ეპამორი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ეპამორის შენახვის წესი.

ქვეთავები შეიცავს.

  • რა არის ეპამორი და რისთვის გამოიყენება?

ეპამორის ამპულა შეიცავს აპომორფინის საინექციო ხსნარს. ის შეჰყავთ კანქვეშ. ეპამორის აქტიური ნივთიერებაა აპომორფინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 10 მგ აპომორფინს.

სახელწოდების მიუხედავად, აპომორფინი არ შეიცავს მორფინს.

აპომორფინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება დოფამინის აგონისტების სახელით ცნობილ პრეპარატების კლასს. ეპამორი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. აპომორფინი ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში „გამოთიშულ“ ან უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნის დროის შემცირებას, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ლევოდოპით და/ან სხვა დოფამინის აგონისტებით. ექიმს ან ექთანს შეუძლია დაგეხმაროთ იმ ნიშნების ამოცნობაში, რომლებიც მიუთითებს, რომ მედიკამენტის მიღება გჭირდებათ.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ეპამორის მიღებამდე?

არ გამოიყენოთ ეპამორი შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის,

გაქვთ სუნთქვის გაძნელება,

გაქვთ დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება,

გაქვთ ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხასიათდება ჰალუცინაციებით, ბოდვით, აზროვნების დარღვევებით ან რეალობასთან კონტაქტის დაკარგვით,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

ლევოდოპას მიღების მიუხედავად, გაქვთ მძიმე დისკინეზია (უნებლიე მოძრაობები) ან მძიმე დისტონია (მოძრაობის გაძნელება),

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აპომორფინის ან ეპამორის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხილეთ სხვა კომპონენტების ექსციპიენტების სია),

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) დარღვევა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივებული სინდრომი“.

აცნობეთ ექიმს.

ეპამორი გამოიყენეთ სიფრთხილით

თუ:

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ფილტვების პრობლემები,

გაქვთ გულის პრობლემები,

ფეხზე ადგომისას გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან დაბალ არტერიულ წნევას,

იღებთ სხვა პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,

თავს შეუძლოდ ან ცუდად გრძნობთ,

პარკინსონის დაავადება იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს, როგორიცაა ჰალუცინაციები ან დაბნეულობა,

ხართ ხანდაზმული ან გაქვთ სისუსტე.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები/მეურვეები შეამჩნევთ, რომ გაგიჩნდათ უჩვეულო ლტოლვა ან ძლიერი სურვილი განახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან სხვებს. ამას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, ჭარბი კვება ან ფლანგვა, სექსუალური აქტივობის ანომალიურად გაზრდილი სურვილი ან სექსუალური ხასიათის აზრების ან გრძნობების მომატება. შესაძლოა, ექიმს დასჭირდეს დოზის კორექტირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ეპამორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღების გზის გათვალისწინებით საკვებთან ან სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

ორსულობა

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობის დროს ეპამორის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამის მკვეთრი აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ეპამორით მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყივნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია, გადადის თუ არა ეპამორი დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, მიმართეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით, უნდა მიიღოთ თუ არა ეს მედიკამენტი და უნდა გააგრძელოთ თუ არა ძუძუთი კვება.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ეპამორმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ძილის ძლიერი სურვილი. თუ ეს ეფექტები გამოვლინდათ, არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპამორის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ეპამორი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის სიწითლე და შეშუპება, სახისა და ტუჩების შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანზე გამონაყარი და ქავილი.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ეპამორის თითოეული ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ეპამორის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს მათი ეფექტი. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:

კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ,

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები,

პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმი დაარეგულირებს აპომორფინის ან სხვა მედიკამენტების დოზას, რომლებსაც იღებთ.

თუ აპომორფინთან ერთად იღებთ ლევოდოპას, პარკინსონის დაავადების სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს, ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლის ანალიზს.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე. ესენია: გულის რითმის დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს გამოყენებული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ბაქტერიული ინფექციების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი) და დომპერიდონი.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა მიიღოთ ეპამორი?

ეპამორი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დისკომფორტის ან სიმპტომების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, დომპერიდონი უნდა მიიღოთ ეპამორის მიღებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე.

გამოყენების ინსტრუქცია, დოზირება და მიღების სიხშირე:

ეპამორის საჭირო რაოდენობა და ინექციების რაოდენობა დღეში განისაზღვრება თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატის სიხშირისა და დოზირების შესახებ. ექიმი განსაზღვრავს ოპტიმალურ დოზას.

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 3-დან 30 მგ-მდე.

შესაძლოა დაგჭირდეთ 100 მგ-მდე დღეში.

როგორც წესი, საჭიროა 1-დან 10 ინექციამდე დღეში.

დოზა ერთ ინექციაზე არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

თუ თქვენი მდგომარეობის კონტროლი ინდივიდუალური ინექციებით შეუძლებელია ან დღეში 10-ზე მეტი ინექცია გჭირდებათ, შესაძლოა საჭირო გახდეს აპომორფინის უწყვეტი ინექცია (ინფუზია). თქვენი ექიმი ან ექთანი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ეს.

უწყვეტი ინფუზიისთვის:

ჩვეულებრივი დოზაა 1-დან 4 მგ-მდე საათში.

ინექცია, როგორც წესი, კეთდება როდესაც არ გძინავთ და წყდება ძილის წინ.

ინფუზიის ახალი ადგილი გამოიყენება ყოველ 12 საათში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის მინი ტუმბო და/ან შპრიცის წვერია ყველაზე შესაფერისი უწყვეტი ინფუზიისთვის. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

მიღების მეთოდი და გზა:

ეპამორის ამპულა განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა შეყვანისთვის. ის არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის მწვანე შეფერილობისაა. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი მღვრიეა ან შეიცავს მცურავ ნაწილაკებს. ეპამორი უნდა გამოიყენოთ ამპულის გახსნისთანავე.

ინექციისთვის დაგჭირდებათ:

შპრიცი და ნემსი

სპეციალური კონტეინერი ბასრი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტებისთვის, რომელიც აუცილებელია გამოყენებული ნემსებისა და შუშის კონტეინერების უსაფრთხოდ განადგურებისთვის. მისი შეძენა შეგიძლიათ ექიმის კაბინეტში ან აფთიაქში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კონტეინერი, მაგალითად, ცარიელი ქილა.

იპოვეთ წერტილი ამპულის ვიწრო ყელზე მოკლე ხაზის ზემოთ. ეს ხაზი მიუთითებს ამპულის გახეთქვის წერტილზე.

ერთი ხელით დაიჭირეთ ამპულას ძირზე.

დაფარეთ წერტილი ცერა თითით და საჩვენებელი თითით დაიჭირეთ ამპულის ყელი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ცერა თითით დააჭირეთ წვერს უკან მიწოლით.

ფრთხილად გადააგდეთ ამპულის თავი ბასრი ნივთებისთვის განკუთვნილ კონტეინერში.

ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.

ეპამორის ინექცია:

ნემსი საიმედოდ მიამაგრეთ შპრიცზე.

ამპულიდან ამოიღეთ მოცულობა ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.

გამოყენებამდე შეიძლება დაგჭირდეთ ეპამორის განზავება; ექიმი აგიხსნით, საჭიროა თუ არა ეს და როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

მედიკამენტი კანქვეშ (კანის ქვეშ) შეიყვანეთ, ექიმის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

გამოყენებული შპრიცები, ნემსები და ფლაკონები გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში (შეგიძლიათ შეიძინოთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან) ან სხვა შესაფერის კონტეინერში, მაგალითად, ცარიელ ქილაში.

ფრთხილად იყავით, რომ ხსნარი არ დაღვაროთ საკუთარ სხეულზე ან ხალიჩაზე, რადგან შესაძლებელია მწვანე ლაქების წარმოქმნა.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:

გამოყენება ბავშვებში: ეპამორი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და ექიმის მიერ რეკომენდებული დოზებით.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ასეთ შემთხვევებში, ეპამორი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კორექტირებული დოზებით.

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ თვლით, რომ ეპამორის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ეპამორის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლოა გულისცემის შენელება, ცუდად ყოფნა, ძლიერი ძილიანობა და/ან სუნთქვის გაძნელება. დაბალი არტერიული წნევის გამო შეიძლება სისუსტე იგრძნოთ და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე ქამოდგომისას. დაწოლა და ფეხების აწევა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

თუ მიიღეთ ეპამორის საჭირო რაოდენობაზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეპამორის მიღება:

შემდეგი დოზა მიიღეთ შემდეგ დანიშნულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.

ეპამორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო ეფექტები: .

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეპამორის მიღების შედეგადაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს, შეწყვიტეთ ეპამორის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

გამონაყარი

სუნთქვის გაძნელება

სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან სულ მცირე 1 ადამიანში

ხშირი: შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში

არახშირი: შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში

იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

ძალიან იშვიათი: შეიძლება შეგვხვდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია

ძალიან ხშირი:

კანქვეშა წარმონაქმნები ინექციის ადგილას, რომლებიც შეიძლება იყოს მტკივნეული, არასასიამოვნო, გაწითლებული და იწვევდეს ქავილს. ამ წარმონაქმნების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ინექციის ადგილის შეცვლა ყოველი ინექციის დროს.

ხშირი:

შეუძლოდ ყოფნა, განსაკუთრებით ეპამორით მკურნალობის დასაწყისში. თუ მიიღეთ დომპერიდონი და მაინც ცუდად გრძნობთ თავს, ან თუ არ მიგიღიათ დომპერიდონი და თავს ცუდად გრძნობთ, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

დაღლილობა და ზედმეტი ძილიანობა,

გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები,

დაძაბულობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება ადგომისას.

არახშირი:

უნებლიე მოძრაობების და კანკალის გაძლიერება აქტიურ პერიოდში,

ჰემოლიზური ანემია, სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგიური დაშლა, რომელიც ასევე შეიძლება განვითარდეს ლევოდოპას მიმღებ პაციენტებში.

ძილიანობის უეცარი შეტევები,

კანზე გამონაყარი,

სუნთქვის გაძნელება,

ინექციის ადგილას წყლულები,

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი, სისუსტე ან კანის გაყვითლება,

თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს.

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები,

სისხლში ან სხეულის ქსოვილებში სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი მატება (ეოზინოფილია).

უცნობი:

ტერფების, ფეხების ან ფეხის თითების შეშუპება,

უუნარობა, წინააღმდეგობის სურვილის გაწევის არარსებობა ისეთი ქმედებებისგან,

რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს

შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მდგომარეობებს:

ძლიერი გადაჭარბებული სურვილი აზარტული თამაშებისკენ, მიუხედავად სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგებისა.

ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენზე ან სხვებზე, როგორიცაა სექსუალური ინტერესისა და სურვილის შეცვლა ან გაზრდა.

უკონტროლო მოთხოვნილება შოპინგისა ან ხარჯვის.

ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსიური კვება (შიმშილის დასაკმაყოფილებლად საჭიროზე მეტის ჭამა)

თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ამ ქცევას, აცნობეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით ამ სიმპტომების შემცირების ან მართვის გზებს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr ​​საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე 0 800 314 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.

  • როგორ ინახება ეპამორი?

ეპამორი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ეპამორი უნდა გამოიყენოთ ამპულის გახსნისთანავე.

ამპულაში არსებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ეპამორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოყენებული შპრიცები, ნემსები და ამპულები უნდა გადაყაროთ „ბასრი ნივთების კონტეინერში“ ან სხვა შესაფერის კონტეინერში (მაგ., ცარიელ ქილაში). თუ თქვენი „ბასრი ნივთების კონტეინერი“ ან გადასაყრელი კონტეინერი სავსეა, უსაფრთხო განადგურებისთვის, გთხოვთ, დაუბრუნოთ ის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოახდინეთ უტუკუზაცია გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.

Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,

D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა

მწარმოებელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,

ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013. Cad. No.24

Sincan/ანკარა

პაციენტის საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების თარიღია 25/02/2022.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა