ენჯერიქსი–B ნაჩვენებია აქტიური იმუნიზაციისათვის B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ყველა ცნობილი ქვეტიპით ყველა ასაკის პირში, რომლებიც ითვლებიან, რომ იმყოფებიან HBV-თი ინფიცირების რისკის ქვეშ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Hepatitis B surface antigen)
- ფორმა და შეფუთვა
- B ჰეპატიტის საწინააღმდეგო რეკომბინანტული ვაქცინა მოზრდილთათვის, 20მკგ/მლ 1მლ ი.მ. შესაყვანი საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1 + ნემსი №1
- მწარმოებელი
- GlaxoSmithKline Biologicals S.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Glaxo SmithKline Biologicals NL der SmithKline Beecham Pharma GmbH & Co. KG(გერმანია)), ბელგია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები
- ATC კოდი
- J07BC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042661
- რეგისტრირებულია
- 22 იანვარი 2025, მოქმედებს 22 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს “გეფა”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენჯერიქსი-B — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენჯერიქსი–B ნაჩვენებია აქტიური იმუნიზაციისათვის B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ყველა ცნობილი ქვეტიპით ყველა ასაკის პირში, რომლებიც ითვლებიან, რომ იმყოფებიან HBV-თი ინფიცირების რისკის ქვეშ. მოსალოდნელია, რომ ენჯერიქსი–B-თი იმუნიზაცია ასევე ახდენს D ჰეპატიტის პრევენციას, რადგან D ჰეპატიტი (დელტა აგენტით გამოწვეული) არ ვითარდება B ჰეპატიტის ვირუსის ინფექციის გარეშე.
მოსალოდნელია, რომ B ჰეპატიტის წინააღმდეგ იმუნიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამცირებს არა მხოლოდ ამ დაავადების შემთხვევებს, ასევე, მის ქრონიკულ გართულებებს, როგორიცაა ქრონიკული აქტიური B ჰეპატიტი და B ჰეპატიტთან ასოცირებული ციროზი.
B ჰეპატიტის დაბალი გავრცელების არეალში იმუნიზაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ინფექციის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს (იხ. ქვემოთ), თუმცა ყველა ახალშობილის და მოზარდის საყოველთაო იმუნიზაცია ხელს უწყობს B ჰეპატიტის კონტროლს პოპულაციაში.
B ჰეპატიტის საშუალო და მაღალი გავრცელების არეალში, სადაც პოპულაციის უმეტესობა იმყოფება HBV-ს განვითარების რისკის ქვეშ, საუკეთესო სტრატეგიაა ყველა ახალშობილის, ჩვილის, ბავშვისა და მოზარდის, ასევე, ინფექციის გაზრდილი რისკის მქონე ჯგუფებში შემავალი მოზრდილების საყოველთაო იმუნიზაცია.
ჯმო-ს, აშშ-ს იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის (ACIP) და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციების მიხედვით, ახალშობილების და/ან მოზარდების ვაქცინაცია წარმოადგენს ოპტიმალურ სტრატეგიას ყველა ქვეყანაში B ჰეპატიტის გასაკონტროლებლად.
ინფექციის გაზრდილის რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები:
სამედიცინო პერსონალი;
პაციენტები, რომლებიც ხშირად მოიხმარენ სისხლის პროდუქტებს;
დაწესებულებების პერსონალი და რეზიდენტები;
პირები, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ მათი სექსუალური ქცევის გამო;
საინექციო ნარკოტიკული საშუალებების არაკანონიერი მომხმარებლები;
HBV-ს მაღალი ენდემურობის რეგიონებში მოგზაური პირები;
ახალშობილები, რომელთა დედები არიან HBV-ს მატარებლები;
პირები HBV-ს მაღალი ენდემურობის რეგიონებიდან;
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებიც არიან ორგანოს გადანერგვის კანდიდატები;
საყოფაცხოვრებო კონტაქტები ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფთან და მწვავე ან ქრონიკული HBV ინფექციის მქონე პაციენტებთან;
ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ღქდ) მქონე პირები ან პირები, რომლებიც იმყოფებიან ღქდ-ს რისკის ქვეშ (მაგ.: C ჰეპატიტის ვირუსის მატარებლები, ალკოჰოლიზმით დაავადებული პირები);
სხვა (პოლიციელები, მეხანძრეები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ნებისმიერი პირი, რომელიც სამუშაოს ან ცხოვრების სტილის გამო, შეიძლება აღმოჩნდეს HBV-თი ინფიცირების რისკის ქვეშ).
მიღების წესი და დოზირება
20 მკგ დოზა ვაქცინა. 20 მკგ დოზა (1 მლ სუსპენზიაში) განკუთვნილია 20 წლის და ზემოთ ასაკის პირებისათვის.
10 მკგ დოზა ვაქცინა. 10 მკგ დოზა (0.5 მლ სუსპენზიაში) განკუთვნილია ახალშობილებისათვის, ჩვილებისათვის და 19 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისათვის.
თუმცა, 20 მკგ ვაქცინა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს 11-დან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში 2-დოზიანი სქემით იმ შემთხვევებში, როცა B ჰეპატიტის ინფექციის განვითარების რისკი დაბალია ვაქცინაციის კურსებს შორის და როცა გარანტირებულია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
პირველადი იმუნიზაციის სქემები
ყველა პირი:
0, 1 და 6 თვეზე ვაქცინაციის სქემა იძლევა ოპტიმალურ დაცვას მე-7 თვეზე და წარმოქმნის ანტისხეულების მაღალ ტიტრს. გაძლიერებული სქემით იმუნიზაციისას 0, 1 და 2 თვეზე, დაცვა ვითარდება უფრო სწრაფად და მოსალოდნელია სქემის უკეთესი შესრულება. ამ სქემის მიხედვით, მეოთხე დოზა კეთდება მე-12 თვეზე ხანგრძლივი დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან მესამე დოზის შემდეგ ტიტრი უფრო დაბალია, ვიდრე 0, 1, და 6 თვიანი სქემის შემდეგ. ჩვილებში ამ სქემის დროს ნებადართულია B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება სხვა საბავშვო ვაქცინებთან ერთად.
20 წლის და მეტი ასაკის პირები:
გამონაკლის შემთხვევებში მოზრდილებში, როცა საჭიროა სწრაფი დაცვის განვითარება, მაგ.: პირები, რომლებიც მოგზაურობენ მაღალი ენდემურობის რეგიონებში და რომლებიც იწყებენ B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის კურსს გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე, შეიძლება გამოყენებულ იქნას 0, 7 და 21 დღეზე სამი კუნთშიდა ინექციის სქემა. ამ სქემის გამოყენების დროს მეოთხე დოზა რეკომენდებულია პირველი დოზიდან 12 თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა” სეროკონვერსიის კოეფიციენტები).
11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირები:
20 მკგ ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს 11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში 0, 6 თვიანი სქემით. თუმცა, ამ შემთხვევაში B ჰეპატიტის ინფექციების წინააღმდეგ დაცვა მიიღწევა მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). ამიტომ, ეს სქემა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინაციის კურსის პერიოდში B ჰეპატიტის ინფექციის განვითარების დაბალი რისკია და როცა გარანტირებულია ორდოზიანი ვაქცინაციის კურსის ჩატარება. თუ ორივე პირობა არ არის დაცული (მაგ.: პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, მაღალ ენდემურ რეგიონებში მოგზაურები და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტი), გამოყენებულ უნდა იქნეს 10 მკგ ვაქცინის სამდოზიანი ან გაძლიერებული სქემა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის 16 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს:
პირველადი იმუნიზაციის სქემა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, არის ოთხი ორმაგი დოზა (2 x 20 მკგ) არჩეულ დღეს, 1 თვეს, მე-2 თვეს და მე-6 თვეს პირველი დოზის თარიღიდან. იმუნიზაციის სქემა ადაპტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ანტი-HBs ანტისხეულის ტიტრი დარჩეს დამაკმაყოფილებელი დამცველობითი დონის - 10 მსე/მლ ტოლი ან უფრო მაღალი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის 15 წლის ასაკის ჩათვლით პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, ახალშობილების ჩათვლით:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, მათ შორის პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, დაქვეითებული აქვთ იმუნური პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინების მიმართ. გამოყენებულ უნდა იქნას ენჯერიქსი–B 10 მკგ-ის 0, 1, 2 და 12 თვიანი ან 0, 1, 6 თვიანი სქემა. მოზრდილებში არსებული გამოცდილების საფუძველზე, ანტიგენის მაღალი დოზით ვაქცინაციამ შეიძლება გააუმჯობესოს იმუნური პასუხი. ყურადღება უნდა მიექცეს სეროლოგიურ ანალიზს ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინის დამატებითი დოზები შეიძლება საჭირო იყოს, რათა შენარჩუნდეს დამცველობითი ანტი-HBs დონე ≥10 მსემ/ლ.
დადასტურებული ან საეჭვო კონტაქტი HBV-სთან:
იმ შემთხვევებში, როდესაც უკანასკნელ პერიოდში იყო კონტაქტიH HBV-სთან (მაგ.: დაბინძურებული ნემსით ჩხვლეტა), ენჯერიქსი–B-ს პირველი დოზა უნდა გაკეთდეს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინებთან (HBlg) ერთად, რომელიც უნდა გაკეთდეს განსხვავებულ საინექციო ადგილას (იხ. “ურთიერთქმედებები”). ამ დროს რეკომენდებულია 0, 1, 2 – 12 თვიანი იმუნიზაციის სქემა.
ახალშობილები, რომელთა დედები არიან HBV-ის მატარებლები:
ენჯერიქსი–B-თი (10 მკგ) იმუნიზაცია ამ ახალშობილებში უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე და ორი იმუნიზაციის სქემიდან უნდა გაკეთდეს ერთ-ერთი: 0, 1, 2, და 12 თვიანი ან 0, 1 და 6-თვიანი სქემა. თუმცა პირველი სქემა იძლევა უფრო სწრაფ იმუნურ პასუხს. თუ შესაძლებელია, HBlg უნდა გაკეთდეს ენჯერიქსი–B-სთან ერთდროულად, ოღონდ სხვა საინექციო ადგილას, რათა გაიზარდოს დამცველობითი ეფექტურობა.
იმუნიზაციის ეს სქემები მისადაგებულ უნდა იქნას იმუნიზაციის ადგილობრივ პრაქტიკასთან, რომელიც ითვალისწინებს რეკომენდებული ასაკისათვის სხვადასხვა საბავშვო ვაქცინებს.
ბუსტერული დოზა
ბუსტერული დოზის საჭიროება ჯანმრთელ პირებში, რომლებმაც ჩაიტარეს პირველადი ვაქცინაციის სრული კურსი, არ არის დადგენილი. თუმცა ზოგიერთი ოფიციალური ვაქცინაციის პროგრამები შეიცავს რეკომენდაციას ბუსტერული დოზის შესახებ და ეს მოსაზრება გასათვალისწინებელია.
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს ან დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა, ბუსტერული დოზა რეკომენდებულია, რათა ანტისხეულების დონე შენარჩუნდეს ≥10 მსე/მლ დონეზე.
ბუსტერული დოზის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია. ბუსტერული დოზა ისევე კარგად გადაიტანება, როგორც პირველადი ვაქცინაციის კურსი.
მიღების მეთოდი
ენჯერიქსი–B კეთდება ინტრამუსკულარულად დელტოიდურ კუნთში მოზრდილებსა და ბავშვებში, ან ბარძაყზე ანტეროლატერალურად ახალშობილებში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებში. გამონაკლისის სახით, ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან სისხლის შედედების დარღვევები.
ენჯერიქსი–B არ უნდა გაკეთდეს დუნდულებში ან ინტრადერმალურად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული იმუნური პასუხი.
უკუჩვენებები
ენჯერიქსი–B არ კეთდება ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ან თუ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები ენჯერიქსი–B -თი წინა ვაქცინაციის დროს.
აივ ინფექცია არ განიხილება B ჰეპატიტის ვაქცინაციის უკუჩვენებად.
სიფრთხილის ზომები
სხვა ვაქცინების მსგავსად, ენჯერიქსი–B-თი ვაქცინაცია უნდა გადაიდოს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე მძიმე ცხელებით მიმდინარე დაავადება. მცირე ინფექციების არსებობა არ წარმოადგენს იმუნიზაციის უკუჩვენებას.
B ჰეპატიტის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო შესაძლებელია, რომ იმუნიზაციის მომენტში არსებობდეს არაგამოვლენილი ინფექცია. ასეთ შემთხვევაში ვაქცინა ვერ მოახდენს B ჰეპატიტის ინფექციის პრევენციას.
ვაქცინა არ ახდენს სხვა პათოგენებით გამოწვეული ღვიძლის ინფექციების პრევენციას, როგორიცაა A ჰეპატიტის, C ჰეპატიტის და E ჰეპატიტის ვირუსები.
იმუნური პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინის მიმართ დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან. ეს ფაქტორები მოიცავს უფრო დიდ ასაკს, მამრობით სქესს, ჭარბ წონას, თამბაქოს მოწევის ჩვევასა და ვაქცინაციის მეთოდს. პირებში, რომლებსაც არ უვითარდებათ სათანადო პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინების მიმართ (მაგ.: 40 წელზე მეტი ასაკი და ა.შ.), განხილულ უნდა იქნას დამატებითი დოზები.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, აივ ინფიცირებულ პაციენტებში და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში ადექვატური ანტი-HBs ანტისხეულების ტიტრი შეიძლება ვერ შენარჩუნდეს პირველადი იმუნიზაციის კურსის შემდეგ და ამიტომ ასეთი პაციენტები საჭიროებენ ვაქცინის დამატებით დოზებს (იხ. პარაგრაფი “დოზირება” – თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს).
სხვა საინექციო ვაქცინების მსგავსად, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს სწრაფად შესაძლებელი ვაქცინის გაკეთების შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში. სინკოპე (გულის წასვლა) შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციის შემდეგ ან ვაქცინაციამდეც, როგორც ფსიქოგენური რეაქცია ნემსით ინექციაზე. მნიშვნელოვანია, პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილას, რათა არ განვითარდეს ტრავმა გულის წასვლის შედეგად.
ენჯერიქსი–B არ კეთდება დუნდულა კუნთებში ან ინტრადერმალურად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული იმუნური პასუხი.
ენჯერიქსი–B არავითარ შემთხვევაში კეთდება ინტრავასკულარულად.
სხვა ვაქცინების მსგავსად, დამცველობითი იმუნური პასუხი შეიძლება არ განვითარდეს ყველა აცრილ პირში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა’).
აპნოეს პოტენციური რისკი და 48-72 საათიანი რესპირატორული მონიტორინგი გათვალისწინებულ უნდა იქნას პირველადი იმუნიზაციის დროს ძალიან დღენაკლულ ახალშობილებში (≤28 გესტაციური კვირაში დაბადებულები) და განსაკუთრებით, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული მოუმწიფებლობის ანამნეზი. რადგან ვაქცინაციის სარგებელი მაღალია ახალშობილების ამ ჯგუფში, ვაქცინაცია არ უნდა შეჩერდეს ან დაყოვნდეს.
ურთიერთქმედებები
ენჯერიქსი–B-ს და HBlg-ს სტანდარტული დოზის ერთდროული გაკეთება არ იწვევს ანტი-HBs ანტისხეულების ტიტრის დაქვეითებას, თუ მათი შეყვანა ხდება სხვადასხვა საინექციო ადგილას.
ენჯერიქსი–B შეიძლება გაკეთდეს DTP, DT და/ან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად, თუ ის კარგად ესადაგება ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მიერ რეკომენდებულ იმუნიზაციის სქემას.
ენჯერიქსი–B შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს წითელა-ყბაყურა-წითურას ვაქცინებთან, Haemoplilus influenza b ვაქცინასთან, A ჰეპატიტის ვაქცინასთან და BCG-სთან ერთად.
ენჯერიქსი–B შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინასთან (Cervarix) ერთად.
ენჯერიქსი–B-ს ერთდროულმა გაკეთებამ Cervarix-თან ერთად არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება HPV ანტიგენების მიმართ ანტისხეულების პასუხზე. ანტი-HBs ანტისხეულების საშუალო გეომეტრიული კონცენტრაცია დაბალი იყო ერთდროული გაკეთებისას. თუმცა, ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი, რადგან სეროპროტექციის კოეფიციენტები უცვლელი დარჩა. პირების პროპორცია, რომლებშიც ანტი-HBs ≥10 მსე/მლ-ზე, იყო 97.9% ერთდროული ვაქცინაციისას და 100% - მხოლოდ ენჯერიქსი–B -თი ვაქცინაციისას.
სხვადასხვა საინექციო ვაქცინები ყოველთვის უნდა გაკეთდეს განსხვავებულ ადგილებში.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების შეცვლა
ენჯერიქსი–B შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველადი იმუნიზაციის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო პლაზმისგან წარმოებული ან გენური ინჟინერიით წარმოებული B ჰეპატიტის სხვა ვაქცინით, ან ბუსტერული დოზის სახით შეიძლება გაკეთდეს იმ პირებში, რომლებსაც პირველადი იმუნიზაციის კურსი ჩაუტარდათ პლაზმისგან წარმოებული ან გენური ინჟინერიით წარმოებული B ჰეპატიტის სხვა ვაქცინებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადექვატური მონაცემები ადამიანებში ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესახებ და ცხოველებში ადექვატური რეპროდუქციული კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
თუმცა, სხვა ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინების მსგავსად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვაქცინამ საზიანო გავლენა იქონიოს ნაყოფზე. ენჯერიქსი–B ფეხმძიმობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში და როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფისთვის.
ლაქტაცია
ადექვატური მონაცემები ადამიანებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ და ცხოველებში ადექვატური რეპროდუქციული კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
რაიმე უკუჩვენება არ არის დადგენილი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ ვაქცინამ რაიმე გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია 5,300-ზე მეტი პირიდან.
სიხშირე აღწერილია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: (1/10)
ხშირი: (1/100 - <1/10)
არახშირი: (1/1,000 - <1/100)
იშვიათი: (≥1/10,000 - <1/1,000)
ძალიან იშვიათი: (<1/10,000)
სიხშირე
გვერდითი რეაქციები
კლინიკური კვლევები
ძალიან ხშირი
გაღიზიანებადობა, ინექციის ადგილის ტკივილი და სიწითლე, დაღლილობა
ხშირი
მადის დაკარგვა, თავის ტკივილი (ძალიან ხშირი 10 მკგ ფორმულის გამოყენებისას), ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი), ინექციის ადგილის შეშუპება, სისუსტე, ინექციის ადგილის რეაქცია (როგორიცაა გამკვრივება), ცხელება (≥37.5oC)
არახშირი
თავბრუსხვევა, მიალგია, გრიპის მსგავსი დაავადება
იშვიათი
ლიმფადენოპათია, პარესთეზია, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ართრალგია
პოსტმარკეტინგული მონაცემები
მენინგიტი, თრომბოციტოპენია, ანაფილაქსია, ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქტოიდური რეაქციები და შრატისმიერი დაავადების იმიტაცია, დამბლა, კრუნჩხვები, ჰიპოესთეზია, ენცეფალიტი, ენცეფალოპათია, ნეიროპათია, ნევრიტი, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ბრტყელი ლიქენი, მულტიფორმული ერითემა, ართრიტი, კუნთების სისუსტე
შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 11 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით პირებში, ადგილობრივი და ზოგადი არასასურველი სიმპტომების სიხშირე, რომლებიც აღინიშნა ენჯერიქსი–B-ს 20 მკგ-ით ორდოზიანი სქემით აცრის შემდეგ, ზოგადად ანალოგიური იყო ენჯერიქსი–B-ს 10 მკგ-ით სტანდარტული სამდოზიანი სქემით აცრის შემდეგ აღწერილის.
დოზის გადაჭარება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღინიშნა პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა დოზის გადაჭარბების დროს, მსგავსი იყო ნორმალურად ჩატარებული ვაქცინაციის დროს აღნიშნული მოვლენების.
შემადგენლობა
ვაქცინის 10 მკგ დოზა
1 დოზა (0.5 მლ) შეიცავს:
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი1,2 10 მიკროგრამი
1ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული
სულ: 0.25 მილიგრამი Al3+
2წარმოქმნილია საფუარის უჯრედებში (Saccharomyces cerevisiae) რეკომბინანატული დნმ-ის ტექნოლოგიით
ვაქცინის 20 მკგ დოზა
1 დოზა (1 მლ) შეიცავს:
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი1,2 20 მიკროგრამი

სულ: 0.50 მილიგრამი Al3+

ვაქცინა ძლიერ გაწმენდილია და აკმაყოფილებს WHO-ს მოთხოვნებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო რეკომბინანტული ვაქცინების მიმართ. მის წარმოებაში არ არის გამოყენებული ადამიანური წარმოშობის ნივთიერებები.
მღვრიე თეთრი სუსპენზია.
შენახვისას შეიძლება აღინიშნოს წვრილი, თეთრი ნალექი გამჭვირვალე, უფერო სუპერნატანტით.
კლინიკური ინფორმაცია
შენახვის პირობები
ვაქცინის შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვა
ინახება მაცივარში (2˚C - 8˚C).
დაუშვებელია გაყინვა. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ენჯერიქსი–B სტაბილურია 37˚C–მდე ტემპერატურებზე 3 დღის განმავლობაში და 25˚C-მდე - 7 დღის განმავლობაში. ეს მონაცემები განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის სახელმძღვანელოდ მხოლოდ შენახვის ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევებში. შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ვაქცინის 10 მკგ დოზა
- 5 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ მზა შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ბუტილრეზინი) და რეზინის წვეროს მქონე თავსახურით ან 0.5 მლ სუსპენზია ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ბუტილრეზინი).
ვაქცინის 20 მკგ დოზა
1 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ მზა შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ბუტილრეზინი) და რეზინის წვეროს მქონე თავსახურით ან 0.5 მლ სუსპენზია ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ბუტილრეზინი).
თავსახურის წვერო და წინასწარშევსებული მზა შპრიცის დგუშის საცობი და ფლაკონის საცობი დამზადებულია ბუნბერივი რეზინის ლატექსისაგან.
ყველა შეფუთვის ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
B ჰეპატიტის ვაქცინა, ათქ კოდი: J07BC01
ენჯერიქსი–B აინდუცირებს სპეციფიკურ ჰუმორულ ანტისხეულებს HBsAg-ს (ანტი-HBs ანტისხეულების) წინააღმდეგ. ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსემ/ლ შეესაბამება HBV-ს ინფექციისგან დაცვას.
დამცველობითი ეფექტიანობა და ხანგრძლივი იმუნური პასუხი
ყველა რისკჯგუფი:
ექსპერიმენტულ კვლევებში დამცველობითი ეფექტიანობა აღინიშნა 95%-სა და 100%-ს შორის ახალშობილებში, ბავშვებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოზრდილებში.
95%-იანი დამცველობითი ეფექტიანობა ნაჩვენები იქნა ახალშობილებში, რომელთა დედები იყვნენ HBeAG დადებითი, რომელთა იმუნიზაცია მოხდა 0, 1, 2 და 12 ან 0, 1 და 6 თვიანი სქემებით და დაბადებისას არ მომხდარა HBlg-ს ერთდროული მიღება. HBlg-ს და ვაქცინის ერთდროული გაკეთება დაბადებისას ზრდის დამცველობით ეფექტიანობას 98%-მდე.
ბავშვობის დროს პირველადი ვაქცინაციიდან 20 წლის შემდეგ პირებს, რომელთა დედები იყვნენ HBV მატარებლები, გაუკეთდათ ენჯერიქსი–B-ს საკონტროლო დოზა. ერთი თვის შემდეგ, არაუმცირეს 93% პირებს (N=75), აღენიშნათ ანამნეზური პასუხი, რომელმაც აჩვენა იმუნური მეხსიერება.
ჯანმრთელი პირები:
ცხრილში შეჯამებულია სეროპროტექციის კოეფიციენტები (ე.ი.. პირების პროცენტი, რომლებსაც აქვთ ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსე/მლ), რომელიც მიღწეულ იქნა სხვადასხვა სქემებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომელიც მოცემულია “დოზირების” პარაგრაფში.
პოპულაცია
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი
ჯანმრთელი პირები
0, 1, 6 თვე
0, 1, 2 - 12 თვე
მე-7 თვეს: ≥ 96%
1-ლ თვეს: 15%
მე-3 თვეს: 89%
მე-13 თვეს: 95.8%
20 წლის და მეტი ასაკის ჯანმრთელი პირები
0, 7, 21 დღე – 12 თვე
28-ე დღეს: 65.2%
მე-2 თვეს: 76%
მე-13 თვეს: 98.6%
ხანგრძლივი იმუნური პასუხი შეფასდა კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პირველადი ვაქცინაციის მომენტში 11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში. სეროპროტექციის კოეფიციენტები, რომლებიც მიღებულ იქნა ორი განსხვავებული დოზირებისა და სქემის გამოყენების შემდეგ, შეფასდა პირველადი ვაქცინაციის პირველი დოზიდან 66 თვემდე პერიოდში და მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
ვაქცინის ჯგუფები
სეროპროტექციის კოეფიციენტი:
თვე 2
თვე 6
თვე 7
თვე 30
თვე 42
თვე 54
თვე 66
ენჯერიქსი–B 10 მკგ
(0, 1, 6 თვიანი სქემა)
- 8%
- 6%
- 2%
- 9%
- 5%
- 7%
- 4%
ენჯერიქსი–B 20 მკგ
(0, 6 თვიანი სქემა)
- 3%
- 4%
- 7%
- 1%
- 7%
- 4%
- 5%
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ პირველადი ვაქცინაცია ენჯერიქსი–B ვაქცინით იწვევს ანტი-HBs ანტისხეულების ცირკულირებას, რომელიც ნარჩუნდება არაუმცირეს 66 თვის განმავლობაში. პირველადი კურსის დამთავრების შემდეგ, 2 ვაქცინის ჯგუფის შედარებისას დროის თითოეულ მომენტში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სეროპროტექციის კოეფიციენტებს შორის. ორივე ვაქცინის ჯგუფში შემავალ ყველა პირს (მათ შორის, პირებს ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაციით <10 მსე/მლ) გაუკეთდათ საკონტროლო დოზა პირველადი ვაქცინაციიდან 72-78-ე თვეს. საკონტროლო დოზიდან ერთი თვის შემდეგ, ყველა პირს აღენიშნა ანამნეზური პასუხი საკონტროლო დოზის მიმართ და იყვნენ სეროლოგიურად დაცულები (ე.ი. ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსე/მლ). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ B ჰეპატიტის წინააღმდეგ დაცვა შეიძლება გადაეცეს იმუნური მეხსიერებით ყველა პირს, რომლებსაც პასუხი ჰქონდათ პირველად ვაქცინაციაზე, მაგრამ დაკარგეს ანტი-HBs ანტისხეულების სეროპროტექციის დონე.
ხანგრძლივი პერსისტენტობა შეფასდა კლინიკურ კვლევაში, 15-16 წლის ასაკის პირებში (N=292), რომლებიც აცრილები იყვნენ დაბადებიდან პირველ 2 წელში ენჯერიქსი–B-ს 3 დოზით. ანტი-HBs სეროპროტექცია იყო 65.4% პირველადი ვაქცინაციიდან მე-14 წელს [ინტერვალი 13.5-15.5 წლები]. დროის ამ მომენტში ყველა პირს (მათ შორის, პირებს ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაციით <10 მსე/მლ) გაუკეთდა საკონტროლო დოზა. საკონტროლო დოზიდან ერთი თვის შემდეგ ნაჩვენები იქნა, რომ 97.9% პირი იყო სეროლოგიურად დაცული. ანამნეზური პასუხი აღინიშნა 92.9% პირში, რომლებიც სერონეგატიურები იყვნენ საკონტროლო დოზამდე (N=84) და 98.6% პირში, რომლებიც სეროპოზიტიურები იყვნენ საკონტროლო დოზამდე (N=207).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს:
ასაკი (წლები)
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი
16 წელი და ზემოთ
0, 1, 2, 6 თვე
(2 x 20 მკგ)
მე-3 თვეს: 55.4%
მე-7 თვეს: 87.1%
II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები:
ასაკი (წლები)
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი მე-7 თვეს
20-39
0, 1, 6 თვე
(20 მკგ)
- 5 %
40-49
- 2 %
50-59
- 2 %
≥ 60
- 2 %
ჰეპატოცელულარული კარცინომის შემთხვევების შემცირება ბავშვებში:
ჰეპატოცელულარულ კარცინომის შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა 6-14 წლის ასაკის ბავშვებში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის შემდეგ ტაივანში. აღინიშნა B ჰეპატიტის ანტიგენის გავრცელების მნიშვნელოვანი დაქვეითება, რომელიც წარმოადგენს ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების ძირითად ფაქტორს.
არაკლინიკური ინფორმაცია
ჩატარდა სათანადო უსაფრთხოების ტესტები.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი.
პოლისორბატი 20 წარმოდგენილია წარმოების პროცესის შედეგად ნარჩენი ფორმის სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ენჯერიქსი -B
B ჰეპატიტის (რდნმ) საწინააღმდეგო ვაქცინა (ადსორბირებული)
საინექციო სუსპენზია
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ვაქცინის 10 მკგ დოზა
1 დოზა (0.5 მლ) შეიცავს:
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი1,2 10 მიკროგრამი
1ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული
სულ: 0.25 მილიგრამი Al3+
2წარმოქმნილია საფუარის უჯრედებში (Saccharomyces cerevisiae) რეკომბინანატული დნმ-ის ტექნოლოგიით
ვაქცინის 20 მკგ დოზა
1 დოზა (1 მლ) შეიცავს:
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი1,2 20 მიკროგრამი
1ადსორბირებული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული
სულ: 0.50 მილიგრამი Al3+
2წარმოქმნილია საფუარის უჯრედებში (Saccharomyces cerevisiae) რეკომბინანატული დნმ-ის ტექნოლოგიით
ვაქცინა ძლიერ გაწმენდილია და აკმაყოფილებს WHO-ს მოთხოვნებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო რეკომბინანტული ვაქცინების მიმართ. მის წარმოებაში არ არის გამოყენებული ადამიანური წარმოშობის ნივთიერებები.
მღვრიე თეთრი სუსპენზია.
შენახვისას შეიძლება აღინიშნოს წვრილი, თეთრი ნალექი გამჭვირვალე, უფერო სუპერნატანტით.
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენებები
ენჯერიქსი–B ნაჩვენებია აქტიური იმუნიზაციისათვის B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ყველა ცნობილი ქვეტიპით ყველა ასაკის პირში, რომლებიც ითვლებიან, რომ იმყოფებიან HBV-თი ინფიცირების რისკის ქვეშ. მოსალოდნელია, რომ ენჯერიქსი–B-თი იმუნიზაცია ასევე ახდენს D ჰეპატიტის პრევენციას, რადგან D ჰეპატიტი (დელტა აგენტით გამოწვეული) არ ვითარდება B ჰეპატიტის ვირუსის ინფექციის გარეშე.
მოსალოდნელია, რომ B ჰეპატიტის წინააღმდეგ იმუნიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამცირებს არა მხოლოდ ამ დაავადების შემთხვევებს, ასევე, მის ქრონიკულ გართულებებს, როგორიცაა ქრონიკული აქტიური B ჰეპატიტი და B ჰეპატიტთან ასოცირებული ციროზი.
B ჰეპატიტის დაბალი გავრცელების არეალში იმუნიზაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ინფექციის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს (იხ. ქვემოთ), თუმცა ყველა ახალშობილის და მოზარდის საყოველთაო იმუნიზაცია ხელს უწყობს B ჰეპატიტის კონტროლს პოპულაციაში.
B ჰეპატიტის საშუალო და მაღალი გავრცელების არეალში, სადაც პოპულაციის უმეტესობა იმყოფება HBV-ს განვითარების რისკის ქვეშ, საუკეთესო სტრატეგიაა ყველა ახალშობილის, ჩვილის, ბავშვისა და მოზარდის, ასევე, ინფექციის გაზრდილი რისკის მქონე ჯგუფებში შემავალი მოზრდილების საყოველთაო იმუნიზაცია.
ჯმო-ს, აშშ-ს იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტის (ACIP) და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციების მიხედვით, ახალშობილების და/ან მოზარდების ვაქცინაცია წარმოადგენს ოპტიმალურ სტრატეგიას ყველა ქვეყანაში B ჰეპატიტის გასაკონტროლებლად.
ინფექციის გაზრდილის რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები:
სამედიცინო პერსონალი;
პაციენტები, რომლებიც ხშირად მოიხმარენ სისხლის პროდუქტებს;
დაწესებულებების პერსონალი და რეზიდენტები;
პირები, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ მათი სექსუალური ქცევის გამო;
საინექციო ნარკოტიკული საშუალებების არაკანონიერი მომხმარებლები;
HBV-ს მაღალი ენდემურობის რეგიონებში მოგზაური პირები;
ახალშობილები, რომელთა დედები არიან HBV-ს მატარებლები;
პირები HBV-ს მაღალი ენდემურობის რეგიონებიდან;
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტები;
პაციენტები, რომლებიც არიან ორგანოს გადანერგვის კანდიდატები;
საყოფაცხოვრებო კონტაქტები ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფთან და მწვავე ან ქრონიკული HBV ინფექციის მქონე პაციენტებთან;
ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ღქდ) მქონე პირები ან პირები, რომლებიც იმყოფებიან ღქდ-ს რისკის ქვეშ (მაგ.: C ჰეპატიტის ვირუსის მატარებლები, ალკოჰოლიზმით დაავადებული პირები);
სხვა (პოლიციელები, მეხანძრეები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ნებისმიერი პირი, რომელიც სამუშაოს ან ცხოვრების სტილის გამო, შეიძლება აღმოჩნდეს HBV-თი ინფიცირების რისკის ქვეშ).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
20 მკგ დოზა ვაქცინა. 20 მკგ დოზა (1 მლ სუსპენზიაში) განკუთვნილია 20 წლის და ზემოთ ასაკის პირებისათვის.
10 მკგ დოზა ვაქცინა. 10 მკგ დოზა (0.5 მლ სუსპენზიაში) განკუთვნილია ახალშობილებისათვის, ჩვილებისათვის და 19 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისათვის.
თუმცა, 20 მკგ ვაქცინა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს 11-დან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში 2-დოზიანი სქემით იმ შემთხვევებში, როცა B ჰეპატიტის ინფექციის განვითარების რისკი დაბალია ვაქცინაციის კურსებს შორის და როცა გარანტირებულია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
პირველადი იმუნიზაციის სქემები
ყველა პირი:
0, 1 და 6 თვეზე ვაქცინაციის სქემა იძლევა ოპტიმალურ დაცვას მე-7 თვეზე და წარმოქმნის ანტისხეულების მაღალ ტიტრს. გაძლიერებული სქემით იმუნიზაციისას 0, 1 და 2 თვეზე, დაცვა ვითარდება უფრო სწრაფად და მოსალოდნელია სქემის უკეთესი შესრულება. ამ სქემის მიხედვით, მეოთხე დოზა კეთდება მე-12 თვეზე ხანგრძლივი დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან მესამე დოზის შემდეგ ტიტრი უფრო დაბალია, ვიდრე 0, 1, და 6 თვიანი სქემის შემდეგ. ჩვილებში ამ სქემის დროს ნებადართულია B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება სხვა საბავშვო ვაქცინებთან ერთად.
20 წლის და მეტი ასაკის პირები:
გამონაკლის შემთხვევებში მოზრდილებში, როცა საჭიროა სწრაფი დაცვის განვითარება, მაგ.: პირები, რომლებიც მოგზაურობენ მაღალი ენდემურობის რეგიონებში და რომლებიც იწყებენ B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის კურსს გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე, შეიძლება გამოყენებულ იქნას 0, 7 და 21 დღეზე სამი კუნთშიდა ინექციის სქემა. ამ სქემის გამოყენების დროს მეოთხე დოზა რეკომენდებულია პირველი დოზიდან 12 თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა” სეროკონვერსიის კოეფიციენტები).
11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირები:
20 მკგ ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს 11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში 0, 6 თვიანი სქემით. თუმცა, ამ შემთხვევაში B ჰეპატიტის ინფექციების წინააღმდეგ დაცვა მიიღწევა მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). ამიტომ, ეს სქემა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინაციის კურსის პერიოდში B ჰეპატიტის ინფექციის განვითარების დაბალი რისკია და როცა გარანტირებულია ორდოზიანი ვაქცინაციის კურსის ჩატარება. თუ ორივე პირობა არ არის დაცული (მაგ.: პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, მაღალ ენდემურ რეგიონებში მოგზაურები და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტი), გამოყენებულ უნდა იქნეს 10 მკგ ვაქცინის სამდოზიანი ან გაძლიერებული სქემა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის 16 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს:
პირველადი იმუნიზაციის სქემა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, არის ოთხი ორმაგი დოზა (2 x 20 მკგ) არჩეულ დღეს, 1 თვეს, მე-2 თვეს და მე-6 თვეს პირველი დოზის თარიღიდან. იმუნიზაციის სქემა ადაპტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ანტი-HBs ანტისხეულის ტიტრი დარჩეს დამაკმაყოფილებელი დამცველობითი დონის - 10 მსე/მლ ტოლი ან უფრო მაღალი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის 15 წლის ასაკის ჩათვლით პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, ახალშობილების ჩათვლით:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, მათ შორის პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, დაქვეითებული აქვთ იმუნური პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინების მიმართ. გამოყენებულ უნდა იქნას ენჯერიქსი–B 10 მკგ-ის 0, 1, 2 და 12 თვიანი ან 0, 1, 6 თვიანი სქემა. მოზრდილებში არსებული გამოცდილების საფუძველზე, ანტიგენის მაღალი დოზით ვაქცინაციამ შეიძლება გააუმჯობესოს იმუნური პასუხი. ყურადღება უნდა მიექცეს სეროლოგიურ ანალიზს ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინის დამატებითი დოზები შეიძლება საჭირო იყოს, რათა შენარჩუნდეს დამცველობითი ანტი-HBs დონე ≥10 მსემ/ლ.
დადასტურებული ან საეჭვო კონტაქტი HBV-სთან:
იმ შემთხვევებში, როდესაც უკანასკნელ პერიოდში იყო კონტაქტიH HBV-სთან (მაგ.: დაბინძურებული ნემსით ჩხვლეტა), ენჯერიქსი–B-ს პირველი დოზა უნდა გაკეთდეს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინებთან (HBlg) ერთად, რომელიც უნდა გაკეთდეს განსხვავებულ საინექციო ადგილას (იხ. “ურთიერთქმედებები”). ამ დროს რეკომენდებულია 0, 1, 2 – 12 თვიანი იმუნიზაციის სქემა.
ახალშობილები, რომელთა დედები არიან HBV-ის მატარებლები:
ენჯერიქსი–B-თი (10 მკგ) იმუნიზაცია ამ ახალშობილებში უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე და ორი იმუნიზაციის სქემიდან უნდა გაკეთდეს ერთ-ერთი: 0, 1, 2, და 12 თვიანი ან 0, 1 და 6-თვიანი სქემა. თუმცა პირველი სქემა იძლევა უფრო სწრაფ იმუნურ პასუხს. თუ შესაძლებელია, HBlg უნდა გაკეთდეს ენჯერიქსი–B-სთან ერთდროულად, ოღონდ სხვა საინექციო ადგილას, რათა გაიზარდოს დამცველობითი ეფექტურობა.
იმუნიზაციის ეს სქემები მისადაგებულ უნდა იქნას იმუნიზაციის ადგილობრივ პრაქტიკასთან, რომელიც ითვალისწინებს რეკომენდებული ასაკისათვის სხვადასხვა საბავშვო ვაქცინებს.
ბუსტერული დოზა
ბუსტერული დოზის საჭიროება ჯანმრთელ პირებში, რომლებმაც ჩაიტარეს პირველადი ვაქცინაციის სრული კურსი, არ არის დადგენილი. თუმცა ზოგიერთი ოფიციალური ვაქცინაციის პროგრამები შეიცავს რეკომენდაციას ბუსტერული დოზის შესახებ და ეს მოსაზრება გასათვალისწინებელია.
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს ან დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა, ბუსტერული დოზა რეკომენდებულია, რათა ანტისხეულების დონე შენარჩუნდეს ≥10 მსე/მლ დონეზე.
ბუსტერული დოზის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია. ბუსტერული დოზა ისევე კარგად გადაიტანება, როგორც პირველადი ვაქცინაციის კურსი.
მიღების მეთოდი
ენჯერიქსი–B კეთდება ინტრამუსკულარულად დელტოიდურ კუნთში მოზრდილებსა და ბავშვებში, ან ბარძაყზე ანტეროლატერალურად ახალშობილებში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებში. გამონაკლისის სახით, ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს კანქვეშ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან სისხლის შედედების დარღვევები.
ენჯერიქსი–B არ უნდა გაკეთდეს დუნდულებში ან ინტრადერმალურად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული იმუნური პასუხი.
უკუჩვენებები
ენჯერიქსი–B არ კეთდება ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ან თუ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები ენჯერიქსი–B -თი წინა ვაქცინაციის დროს.
აივ ინფექცია არ განიხილება B ჰეპატიტის ვაქცინაციის უკუჩვენებად.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სხვა ვაქცინების მსგავსად, ენჯერიქსი–B-თი ვაქცინაცია უნდა გადაიდოს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე მძიმე ცხელებით მიმდინარე დაავადება. მცირე ინფექციების არსებობა არ წარმოადგენს იმუნიზაციის უკუჩვენებას.
B ჰეპატიტის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო შესაძლებელია, რომ იმუნიზაციის მომენტში არსებობდეს არაგამოვლენილი ინფექცია. ასეთ შემთხვევაში ვაქცინა ვერ მოახდენს B ჰეპატიტის ინფექციის პრევენციას.
ვაქცინა არ ახდენს სხვა პათოგენებით გამოწვეული ღვიძლის ინფექციების პრევენციას, როგორიცაა A ჰეპატიტის, C ჰეპატიტის და E ჰეპატიტის ვირუსები.
იმუნური პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინის მიმართ დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან. ეს ფაქტორები მოიცავს უფრო დიდ ასაკს, მამრობით სქესს, ჭარბ წონას, თამბაქოს მოწევის ჩვევასა და ვაქცინაციის მეთოდს. პირებში, რომლებსაც არ უვითარდებათ სათანადო პასუხი B ჰეპატიტის ვაქცინების მიმართ (მაგ.: 40 წელზე მეტი ასაკი და ა.შ.), განხილულ უნდა იქნას დამატებითი დოზები.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, აივ ინფიცირებულ პაციენტებში და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში ადექვატური ანტი-HBs ანტისხეულების ტიტრი შეიძლება ვერ შენარჩუნდეს პირველადი იმუნიზაციის კურსის შემდეგ და ამიტომ ასეთი პაციენტები საჭიროებენ ვაქცინის დამატებით დოზებს (იხ. პარაგრაფი “დოზირება” – თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს).
სხვა საინექციო ვაქცინების მსგავსად, შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს სწრაფად შესაძლებელი ვაქცინის გაკეთების შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში. სინკოპე (გულის წასვლა) შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციის შემდეგ ან ვაქცინაციამდეც, როგორც ფსიქოგენური რეაქცია ნემსით ინექციაზე. მნიშვნელოვანია, პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილას, რათა არ განვითარდეს ტრავმა გულის წასვლის შედეგად.
ენჯერიქსი–B არ კეთდება დუნდულა კუნთებში ან ინტრადერმალურად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული იმუნური პასუხი.
ენჯერიქსი–B არავითარ შემთხვევაში კეთდება ინტრავასკულარულად.
სხვა ვაქცინების მსგავსად, დამცველობითი იმუნური პასუხი შეიძლება არ განვითარდეს ყველა აცრილ პირში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა’).
აპნოეს პოტენციური რისკი და 48-72 საათიანი რესპირატორული მონიტორინგი გათვალისწინებულ უნდა იქნას პირველადი იმუნიზაციის დროს ძალიან დღენაკლულ ახალშობილებში (≤28 გესტაციური კვირაში დაბადებულები) და განსაკუთრებით, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული მოუმწიფებლობის ანამნეზი. რადგან ვაქცინაციის სარგებელი მაღალია ახალშობილების ამ ჯგუფში, ვაქცინაცია არ უნდა შეჩერდეს ან დაყოვნდეს.
ურთიერთქმედებები
ენჯერიქსი–B-ს და HBlg-ს სტანდარტული დოზის ერთდროული გაკეთება არ იწვევს ანტი-HBs ანტისხეულების ტიტრის დაქვეითებას, თუ მათი შეყვანა ხდება სხვადასხვა საინექციო ადგილას.
ენჯერიქსი–B შეიძლება გაკეთდეს DTP, DT და/ან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად, თუ ის კარგად ესადაგება ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მიერ რეკომენდებულ იმუნიზაციის სქემას.
ენჯერიქსი–B შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს წითელა-ყბაყურა-წითურას ვაქცინებთან, Haemoplilus influenza b ვაქცინასთან, A ჰეპატიტის ვაქცინასთან და BCG-სთან ერთად.
ენჯერიქსი–B შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინასთან (Cervarix) ერთად.
ენჯერიქსი–B-ს ერთდროულმა გაკეთებამ Cervarix-თან ერთად არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება HPV ანტიგენების მიმართ ანტისხეულების პასუხზე. ანტი-HBs ანტისხეულების საშუალო გეომეტრიული კონცენტრაცია დაბალი იყო ერთდროული გაკეთებისას. თუმცა, ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი, რადგან სეროპროტექციის კოეფიციენტები უცვლელი დარჩა. პირების პროპორცია, რომლებშიც ანტი-HBs ≥10 მსე/მლ-ზე, იყო 97.9% ერთდროული ვაქცინაციისას და 100% - მხოლოდ ენჯერიქსი–B -თი ვაქცინაციისას.
სხვადასხვა საინექციო ვაქცინები ყოველთვის უნდა გაკეთდეს განსხვავებულ ადგილებში.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების შეცვლა
ენჯერიქსი–B შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველადი იმუნიზაციის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო პლაზმისგან წარმოებული ან გენური ინჟინერიით წარმოებული B ჰეპატიტის სხვა ვაქცინით, ან ბუსტერული დოზის სახით შეიძლება გაკეთდეს იმ პირებში, რომლებსაც პირველადი იმუნიზაციის კურსი ჩაუტარდათ პლაზმისგან წარმოებული ან გენური ინჟინერიით წარმოებული B ჰეპატიტის სხვა ვაქცინებით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ადექვატური მონაცემები ადამიანებში ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესახებ და ცხოველებში ადექვატური რეპროდუქციული კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
თუმცა, სხვა ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინების მსგავსად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვაქცინამ საზიანო გავლენა იქონიოს ნაყოფზე. ენჯერიქსი–B ფეხმძიმობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში და როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფისთვის.
ლაქტაცია
ადექვატური მონაცემები ადამიანებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ და ცხოველებში ადექვატური რეპროდუქციული კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
რაიმე უკუჩვენება არ არის დადგენილი.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
არ არის მოსალოდნელი, რომ ვაქცინამ რაიმე გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი რეაქციები
ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია 5,300-ზე მეტი პირიდან.
სიხშირე აღწერილია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: (1/10)
ხშირი: (1/100 - <1/10)
არახშირი: (1/1,000 - <1/100)
იშვიათი: (≥1/10,000 - <1/1,000)
ძალიან იშვიათი: (<1/10,000)
სიხშირე
გვერდითი რეაქციები
კლინიკური კვლევები
ძალიან ხშირი
გაღიზიანებადობა, ინექციის ადგილის ტკივილი და სიწითლე, დაღლილობა
ხშირი
მადის დაკარგვა, თავის ტკივილი (ძალიან ხშირი 10 მკგ ფორმულის გამოყენებისას), ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი), ინექციის ადგილის შეშუპება, სისუსტე, ინექციის ადგილის რეაქცია (როგორიცაა გამკვრივება), ცხელება (≥37.5oC)
არახშირი
თავბრუსხვევა, მიალგია, გრიპის მსგავსი დაავადება
იშვიათი
ლიმფადენოპათია, პარესთეზია, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ართრალგია
პოსტმარკეტინგული მონაცემები
მენინგიტი, თრომბოციტოპენია, ანაფილაქსია, ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქტოიდური რეაქციები და შრატისმიერი დაავადების იმიტაცია, დამბლა, კრუნჩხვები, ჰიპოესთეზია, ენცეფალიტი, ენცეფალოპათია, ნეიროპათია, ნევრიტი, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ბრტყელი ლიქენი, მულტიფორმული ერითემა, ართრიტი, კუნთების სისუსტე
შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 11 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით პირებში, ადგილობრივი და ზოგადი არასასურველი სიმპტომების სიხშირე, რომლებიც აღინიშნა ენჯერიქსი–B-ს 20 მკგ-ით ორდოზიანი სქემით აცრის შემდეგ, ზოგადად ანალოგიური იყო ენჯერიქსი–B-ს 10 მკგ-ით სტანდარტული სამდოზიანი სქემით აცრის შემდეგ აღწერილის.
დოზის გადაჭარება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღინიშნა პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა დოზის გადაჭარბების დროს, მსგავსი იყო ნორმალურად ჩატარებული ვაქცინაციის დროს აღნიშნული მოვლენების.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B ჰეპატიტის ვაქცინა, ათქ კოდი: J07BC01
ენჯერიქსი–B აინდუცირებს სპეციფიკურ ჰუმორულ ანტისხეულებს HBsAg-ს (ანტი-HBs ანტისხეულების) წინააღმდეგ. ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსემ/ლ შეესაბამება HBV-ს ინფექციისგან დაცვას.
დამცველობითი ეფექტიანობა და ხანგრძლივი იმუნური პასუხი
ყველა რისკჯგუფი:
ექსპერიმენტულ კვლევებში დამცველობითი ეფექტიანობა აღინიშნა 95%-სა და 100%-ს შორის ახალშობილებში, ბავშვებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოზრდილებში.
95%-იანი დამცველობითი ეფექტიანობა ნაჩვენები იქნა ახალშობილებში, რომელთა დედები იყვნენ HBeAG დადებითი, რომელთა იმუნიზაცია მოხდა 0, 1, 2 და 12 ან 0, 1 და 6 თვიანი სქემებით და დაბადებისას არ მომხდარა HBlg-ს ერთდროული მიღება. HBlg-ს და ვაქცინის ერთდროული გაკეთება დაბადებისას ზრდის დამცველობით ეფექტიანობას 98%-მდე.
ბავშვობის დროს პირველადი ვაქცინაციიდან 20 წლის შემდეგ პირებს, რომელთა დედები იყვნენ HBV მატარებლები, გაუკეთდათ ენჯერიქსი–B-ს საკონტროლო დოზა. ერთი თვის შემდეგ, არაუმცირეს 93% პირებს (N=75), აღენიშნათ ანამნეზური პასუხი, რომელმაც აჩვენა იმუნური მეხსიერება.
ჯანმრთელი პირები:
ცხრილში შეჯამებულია სეროპროტექციის კოეფიციენტები (ე.ი.. პირების პროცენტი, რომლებსაც აქვთ ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსე/მლ), რომელიც მიღწეულ იქნა სხვადასხვა სქემებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომელიც მოცემულია “დოზირების” პარაგრაფში.
პოპულაცია
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი
ჯანმრთელი პირები
0, 1, 6 თვე
0, 1, 2 - 12 თვე
მე-7 თვეს: ≥ 96%
1-ლ თვეს: 15%
მე-3 თვეს: 89%
მე-13 თვეს: 95.8%
20 წლის და მეტი ასაკის ჯანმრთელი პირები
0, 7, 21 დღე – 12 თვე
28-ე დღეს: 65.2%
მე-2 თვეს: 76%
მე-13 თვეს: 98.6%
ხანგრძლივი იმუნური პასუხი შეფასდა კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პირველადი ვაქცინაციის მომენტში 11 წლიდან 15 წლის ჩათვლით ასაკის პირებში. სეროპროტექციის კოეფიციენტები, რომლებიც მიღებულ იქნა ორი განსხვავებული დოზირებისა და სქემის გამოყენების შემდეგ, შეფასდა პირველადი ვაქცინაციის პირველი დოზიდან 66 თვემდე პერიოდში და მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
ვაქცინის ჯგუფები
სეროპროტექციის კოეფიციენტი:
თვე 2
თვე 6
თვე 7
თვე 30
თვე 42
თვე 54
თვე 66
ენჯერიქსი–B 10 მკგ
(0, 1, 6 თვიანი სქემა)
- 8%
- 6%
- 2%
- 9%
- 5%
- 7%
- 4%
ენჯერიქსი–B 20 მკგ
(0, 6 თვიანი სქემა)
- 3%
- 4%
- 7%
- 1%
- 7%
- 4%
- 5%
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ პირველადი ვაქცინაცია ენჯერიქსი–B ვაქცინით იწვევს ანტი-HBs ანტისხეულების ცირკულირებას, რომელიც ნარჩუნდება არაუმცირეს 66 თვის განმავლობაში. პირველადი კურსის დამთავრების შემდეგ, 2 ვაქცინის ჯგუფის შედარებისას დროის თითოეულ მომენტში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სეროპროტექციის კოეფიციენტებს შორის. ორივე ვაქცინის ჯგუფში შემავალ ყველა პირს (მათ შორის, პირებს ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაციით <10 მსე/მლ) გაუკეთდათ საკონტროლო დოზა პირველადი ვაქცინაციიდან 72-78-ე თვეს. საკონტროლო დოზიდან ერთი თვის შემდეგ, ყველა პირს აღენიშნა ანამნეზური პასუხი საკონტროლო დოზის მიმართ და იყვნენ სეროლოგიურად დაცულები (ე.ი. ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაცია ≥ 10 მსე/მლ). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ B ჰეპატიტის წინააღმდეგ დაცვა შეიძლება გადაეცეს იმუნური მეხსიერებით ყველა პირს, რომლებსაც პასუხი ჰქონდათ პირველად ვაქცინაციაზე, მაგრამ დაკარგეს ანტი-HBs ანტისხეულების სეროპროტექციის დონე.
ხანგრძლივი პერსისტენტობა შეფასდა კლინიკურ კვლევაში, 15-16 წლის ასაკის პირებში (N=292), რომლებიც აცრილები იყვნენ დაბადებიდან პირველ 2 წელში ენჯერიქსი–B-ს 3 დოზით. ანტი-HBs სეროპროტექცია იყო 65.4% პირველადი ვაქცინაციიდან მე-14 წელს [ინტერვალი 13.5-15.5 წლები]. დროის ამ მომენტში ყველა პირს (მათ შორის, პირებს ანტი-HBs ანტისხეულების კონცენტრაციით <10 მსე/მლ) გაუკეთდა საკონტროლო დოზა. საკონტროლო დოზიდან ერთი თვის შემდეგ ნაჩვენები იქნა, რომ 97.9% პირი იყო სეროლოგიურად დაცული. ანამნეზური პასუხი აღინიშნა 92.9% პირში, რომლებიც სერონეგატიურები იყვნენ საკონტროლო დოზამდე (N=84) და 98.6% პირში, რომლებიც სეროპოზიტიურები იყვნენ საკონტროლო დოზამდე (N=207).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, მათ შორის, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს:
ასაკი (წლები)
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი
16 წელი და ზემოთ
0, 1, 2, 6 თვე
(2 x 20 მკგ)
მე-3 თვეს: 55.4%
მე-7 თვეს: 87.1%
II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები:
ასაკი (წლები)
სქემა
სეროპროტექციის კოეფიციენტი მე-7 თვეს
20-39
0, 1, 6 თვე
(20 მკგ)
- 5 %
40-49
- 2 %
50-59
- 2 %
≥ 60
- 2 %
ჰეპატოცელულარული კარცინომის შემთხვევების შემცირება ბავშვებში:
ჰეპატოცელულარულ კარცინომის შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა 6-14 წლის ასაკის ბავშვებში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის შემდეგ ტაივანში. აღინიშნა B ჰეპატიტის ანტიგენის გავრცელების მნიშვნელოვანი დაქვეითება, რომელიც წარმოადგენს ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების ძირითად ფაქტორს.
არაკლინიკური ინფორმაცია
ჩატარდა სათანადო უსაფრთხოების ტესტები.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი.
პოლისორბატი 20 წარმოდგენილია წარმოების პროცესის შედეგად ნარჩენი ფორმის სახით.
შენახვის ვადა
ვაქცინის შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვა
ინახება მაცივარში (2˚C - 8˚C).
დაუშვებელია გაყინვა. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ენჯერიქსი–B სტაბილურია 37˚C–მდე ტემპერატურებზე 3 დღის განმავლობაში და 25˚C-მდე - 7 დღის განმავლობაში. ეს მონაცემები განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის სახელმძღვანელოდ მხოლოდ შენახვის ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევებში. შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ვაქცინის 10 მკგ დოზა
- 5 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ მზა შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ბუტილრეზინი) და რეზინის წვეროს მქონე თავსახურით ან 0.5 მლ სუსპენზია ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ბუტილრეზინი).
ვაქცინის 20 მკგ დოზა
1 მლ სუსპენზია წინასწარშევსებულ მზა შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ბუტილრეზინი) და რეზინის წვეროს მქონე თავსახურით ან 0.5 მლ სუსპენზია ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ბუტილრეზინი).
თავსახურის წვერო და წინასწარშევსებული მზა შპრიცის დგუშის საცობი და ფლაკონის საცობი დამზადებულია ბუნბერივი რეზინის ლატექსისაგან.
ყველა შეფუთვის ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
შეუთავსებლობა
ენჯერიქსი–B არ უნდა შეერიოს სხვა ვაქცინებს.
გამოყენება და მოხმარება
შენახვისას შეიძლება აღინიშნოს წვრილი, თეთრი ნალექი გამჭვირვალე, უფერო სუპერნატანტით. გამოყენების წინ ვაქცინა კარგად უნდა შეინჯღრეს, რათა მიღებულ იქნა ოდნავ გაუმჭვირვალე, თეთრი სუსპენზია.
გამოყენების წინ ვაქცინა უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად მასში უცხო ნაწილაკების არსებობაზე და/ან ფიზიკურ გარეგნობის ცვლილებაზე. რაიმე ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს.
ფლაკონის გამოყენებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სხვადასხვა ნემსები რეზინის საცობის გასახვრეტად და ვაქცინის ინექციისათვის.
ინსტრუქციები წინასწარშევსებული მზა შპრიცისათვის
651510299085lueris ჩამკეტის ადაპტერი
ლუერის ჩამკეტის ადაპტერი
10725151099185cilindri
ცილინდრი
16833851254125Tavsaxuri
თავსახური
336550906145dguSi
დგუში
შპრიცი დაჭერილ უნდა იქნეს ცილინდრით და არა დგუშით.
უნდა ამოიხრახნოს შპრიცის თავსახური მისი დატრიალებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
1079500-128905nemsis დამაკავშირებელი
ნემსის დამაკავშირებელი
ნემსის დასამაგრებლად დამაკავშირებელი უნდა მიუერთდეს ლუერის ჩამკეტის ადაპტორს და მობრუნდეს საათის ისრის მიმართულებით მეოთხედი ბრუნვით, სანამ არ შეიგრძნობა, რომ ჩაკეტილია.
არ უნდა გამოიქაჩოს შპრიცის დგუში ცილინდრიდან. ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს ვაქცინა.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ვერსიის ნომერი: GDSD17/IPI13
გამოცემის თარიღი: 2022 წლის 12 აგვისტო
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.