პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ენსპრინგი

Enspryng®

რეცეპტით120მგ/მლინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

რა არის ენსპრინგი? ენსპრინგი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სატრალიზუმაბს. ეს არის ცილის ტიპი, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეული. მონოკლონური ანტისხეულები შექმნილია იმისთვის, რომ ამოიცნონ და მიემაგრონ სეპციფიურ ნივთიერებას ორგანიზმში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სატრალიზუმაბი (satralizumab)
ფორმა და შეფუთვა
120მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
მწარმოებელი
F.Hoffmann-La Roche Ltd. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Chugai Pharma Manufacturing Co., Ltd.(იაპონია)), შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AC19
რეგისტრაციის ნომერი
რ-034561
რეგისტრირებულია
2 მარტი 2022, მოქმედებს 2 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F.Hoffmann-La Roche Ltd. (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენსპრინგი და სხვა წამალი ერთად

ენსპრინგი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ენსპრინგი?

ენსპრინგი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სატრალიზუმაბს. ეს არის ცილის ტიპი, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეული. მონოკლონური ანტისხეულები შექმნილია იმისთვის, რომ ამოიცნონ და მიემაგრონ სეპციფიურ ნივთიერებას ორგანიზმში.

რისთვის გამოიყენება ენსპრინგი?

ენსპრინგი არის სამკურნალო საშუალება ნეირომიელიტის ოპტიკური სპექტრის დარღვევების სამკურნალოდ (NMOSD) ზრდასრულებში და ახალგაზრდებში 12 წლიდან.

რა არის NMOSD

NMOSD არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს მხედველობის ნერვებსა და ზურგის ტვინს. ეს გამოწვეულია იმუნური სისტემის (ორგანიზმის დაცვა) არასწორი მუშაობით და ნერვებზე შეტევით ორგანიზმში.

მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს შეშუპებას, რაც იწვევს ტკივილს და მხედველობის დაკარგვას.

ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს სისუსტეს ან მოძრაობის გაძნელებას ფეხებსა და ხელებში, მგრძნობელობის დაკარგვას, შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციონირების პრობლემებს.

NMOSD- ის შეტევის დროს, ადგილი აქვს ნერვულ სისტემაში შეშუპებას. ეს ასევე ხდება დაავადების გამწვავებისას (რეციდივი). შეშუპება იწვევს ახალ სიმპტომებს ან წინა სიმპტომების დაბრუნებას.

როგორ მუშაობს ენსპრინგი

ენსპრინგი ბლოკავს ცილის მოქმედებას, სახელწოდებით ინტერლეიკინ-6 (IL-6), რომელიც ჩართულია პროცესებში, რაც იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას და შეშუპებას. მისი ეფექტების დაბლოკვით, ენსპრინგი ამცირებს NMOSD– ის რეციდივის ან შეტევის რისკს.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც აქვს ნეირომიელიტის ოპტიკის (NMO) ან ნეირომიელიტის ოპტიკური სპექტრის აშლილობის (NMOSD) მკურნალობის გამოცდილება.

პოზოლოგია

ენსპრინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიაში, ისე პერორალურ კორტიკოსტეროიდებთან, აზატიოპრინთან (AZA) ან მიკოფენოლატ მოფეტილთან (MMF) კომბინაციაში (იხ. ნაწილი 5.1). პოზოლოგია ≥12 წლის მოზარდ პაციენტებში და ზრდასრულ პაციენტებში ≥ 40 კგ სხეულის წონით იგივეა.

საწყისი დოზები

საწყისი რეკომენდებული დოზაა 120 მგ კანქვეშა (SC) ინექცია ყოველ ორ კვირაში ერთხელ პირველი სამი მიღება (პირველი დოზა 0 კვირაში, მეორე დოზა მე-2 და მესამე დოზა მე-4 კვირაში).

შემანარჩუნებელი დოზები

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 120 მგ კანქვეშა ინექცია ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ

მკურნალობის ხანგრძლივობა

ენსპრინგი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზები

თუ ინექცია გამოტოვებულია, ღვიძლის ფერმენტების მომატების გარდა რაიმე სხვა მიზეზით, მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 1.

ცხრილი 1: რეკომენდებული დოზირება დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზების შემთხვევაში

ბოლო მიღებული დოზა

რეკომენდებული დოზირება დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზებისთვის

გამოტოვებულია დატვირთვის დოზა ან

8 კვირაზე ნაკლები შენარჩუნების პერიოდში

რეკომენდებული დოზა უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე, შემდეგი დაგეგმილი დოზის დალოდების გარეშე.

დატვირთვის პერიოდი

თუ მეორე დატვირთვის დოზა გადაიდო ან მოხდა გამოტოვება, მისი ადმინისტრირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ხოლო მესამე და საბოლოო დატვირთვის დოზა 2 კვირის შემდეგ.

თუ მესამე დატვირთვის დოზა გადაიდო ან მოხდა გამოტოვა, მისი ადმინისტრირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და პირველი შემანარჩუნებელი დოზა 4

კვირის შემდეგ.

შენარჩუნების პერიოდი

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზის მიღების შემდეგ, დოზირების

გრაფიკი უნდა აღდგეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

8 კვირიდან 12 კვირაზე ნაკლები

რეკომენდებული დოზა უნდა იქნას მიღებული 0 *, 2 კვირაში და ამის შემდეგ, ყოველ 4 კვირაში ერთხელ

12 კვირა ან მეტი

  • "0 კვირა" ნიშნავს გამოტოვებული დოზის შემდეგ პირველ მიღებას.

დოზის ცვლილების რჩევა ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიების დროს

თუ ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ტრანსამინაზას (AST) მომატება არის > 5 x ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) და ასოცირებულია ნებისმიერი ტიპის ბილირუბინის მომატებასთან, მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან დაწყება არ არის რეკომენდებული.

თუ ALT-ს ან AST-ს მომატება არის > 5 x ULN და არ ასოცირდება ნებისმიერი ტიპის ბილირუბინის მომატებასთან, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის განახლება შესაძლებელია 120 მგ კანქვეშა ინექციის დოზით ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, როდესაც ALT ან AST დონე უბრუნდება ნორმალურ დიაპაზონს და ემყარება პაციენტის მკურნალობის რისკი-სარგებლის ანალიზს. თუ მიღებულია გადაწყვეტილება მკურნალობის განახლების შესახებ, აუცილებელია ღვიძლის პარამეტრების ინტენსიური მონიტორინგი და თუ შეინიშნება ALT / AST და / ან ბილირუბინის შემდგომი მატება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან დაწყება არ არის რეკომენდებული (იხილეთ ნაწილები 4.4 და 4.8).

ცხრილი 2: რეკომენდებული დოზა მკურნალობის განახლებისთვის ღვიძლის ტრანსამინაზას მომატების შემდეგ

ბოლო მიღებული დოზა

რეკომენდებული დოზა მკურნალობის განახლებისას

12 კვირაზე ნაკლები

მკურნალობა უნდა განახლდეს რეკომენდებული დოზით ყოველ 4 კვირაში ერთხელ

12 კვირა ან მეტი

მკურნალობა უნდა განახლდეს რეკომენდებული დოზით

0*, 2, 4 კვირაზე და ყოველ 4 კვირაში ერთხელ

  • "0 კვირა" ნიშნავს მკურნალობის განახლების შემდეგ პირველ მიღებას.

დოზის ცვლილების რჩევა ნეიტროპენიის დროს

თუ ნეიტროფილების რაოდენობა 1,0 x 109 / ლ-ზე დაბალია და დადასტურებულია განმეორებითი ტესტირებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა იქნება > 1,0 x 109 / ლ.

დოზის ცვლილების რჩევა თრომბოციტების დაბალი რაოდენობის დროს

თუ თრომბოციტების რაოდენობა 75 x 109 / ლ-ზე დაბალია და დადასტურებულია განმეორებითი ტესტირებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ თრომბოციტების რაოდენობა იქნება ≥ 75 x 109 / ლ.

სპეციალური პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

≥12 წლის მოზარდი პაციენტების სხეულის წონით ≥ 40 კგ და ზრდასრული პაციენტების პოზოლოგია არის მსგავსი (იხ. ნაწილები 5.1 და 5.2). სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში წონით <40 კგ ჯერ არ არის დადგენილი. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მოხუცები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო ≥ 65 წლის პაციენტებში (იხ. ნაწილი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ოფიციალურად არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 5.2)

ღვიძლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი (იხ. ნაწილი 5.2).

სატრალიზუმაბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ღვიძლის ფერმენტების მომატება (იხილეთ ნაწილები 4.4 და 4.8). დოზის კორექციისთვის იხილეთ, ზემოთ მოცემული ნაწილი „დოზის შეცვლის რჩევა ღვიძლის ფერმენტების ცვლილების დროს“

ადმინისტრაციის მეთოდი

სატრალიზუმაბი 120 მგ ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით, PFS -ის ერთჯერადი დოზის გამოყენებით. უნდა მოხდეს PFS სრული რაოდენობის მიღება (1 მლ).

ინექციის რეკომენდებული ადგილებია მუცელი და ბარძაყი. უნდა მოხდეს ინექციის ადგილების ცვლილება და დაუშვებელია გაკეთდეს ლაქებში, ნაწიბურებში ან იმ ადგილებში, სადაც კანი არის ნაზი, დაჟეჟილი, წითელი, გამაგრებული ან შეცვლილი.

სატრალიზუმაბის მიღების სრულყოფილი ინსტრუქციები მოცემულია შეფუთვაში არსებული ბროშურის ბოლოს.

ადმინისტრირება პაციენტის ან / და მომვლელის მიერ

პირველი ინექცია უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ (HCP).

ინექციის მომზადების და შესრულების შესახებ ადეკვატური ტრენინგის შემდეგ, ზრდასრულ პაციენტს / მომვლელს ყველა სხვა დოზა შეუძლია მიიღოს სახლში, თუ მკურნალი ექიმი დაადგენს, რომ ეს მიზანშეწონილია და ზრდასრულ პაციენტს / მომვლელს შეუძლია შეასრულოს ინექციის ტექნიკა.

პაციენტებმა / მომვლელებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები სერიოზული ალერგიული რეაქციების სახით და უნდა გადაამოწმონ ჯანდაცვის პროფესიონალთან შესაძლებელია თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

  • 4 გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიკვლევადობა

ბიოლოგიური სამკურნალო პრეპარატების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად მკაფიოდ უნდა იყოს აღრიცხული შეყვანილი პრეპარატის დასახელება და სერიის ნომერი.

ინფექციები

სატრალიზუმაბის მიღება დროებით უნდა შეჩერდეს აქტიური ინფექციის მქონე პაციენტებში, სანამ არ მოხდება ინფექციის მართვა (იხ. ნაწილი 4.2).

პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ სატრალიზუმაბით, რეკომენდებულია სიფხიზლე ინფექციის დროული გამოვლენისა და დიაგნოსტირებისთვის. მკურნალობა უნდა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სერიოზული ან ოპორტუნისტული ინფექცია და შემდგომი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს უნდა მიეცეს ინსტრუქცია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ინფექციების ნიშნებისა და სიმპტომების დროს, რათა ხელი შეეწყოს ინფექციების დროულ დიაგნოსტირებას. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ პაციენტის გამაფრთხილებელი ბარათი.

ვაქცინაციები

ცოცხალი და ცოცხალი-ატენუირებული ვაქცინები არ უნდა გაკეთდეს სატრალიზუმაბთან ერთად, ვინაიდან დადგენილი არ არის კლინიკური უსაფრთხოება. ცოცხალ ვაქცინებსა და სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყებას შორის შუალედი უნდა შეესაბამებოდეს იმუნომოდულატორულ ან იმუნოსუპრესიულ აგენტებთან დაკავშირებით ვაქცინაციის მიმდინარე გზამკვლევევბს.

ვაქცინაციის ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სატრალიზუმაბს. სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტის ინფორმირება ყველა იმუნიზაციის თარიღის შესახებ, იმუნიზაციის მიმდინარე გზამკვლევის საფუძველზე.

ღვიძლის ფერმენტები

სატრალიზუმაბით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მსუბუქი და ზომიერი მომატება, ყველაზე მეტი მატება იყო 5 x ULN ქვემოთ (იხ. ნაწილი 4.8).

ALT და AST დონის კონტროლი უნდა ჩატარდეს ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ სამ თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, კლინიკური მდგომარეობის. სატრალიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს ALT ან AST > 5 x ULN მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).

ნეიტროფილების რაოდენობა

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირებას ადგილი ჰქონდა სატრალიზუმაბით მკურნალობის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.8). ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ და განმეორდეს კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. დოზის შეწყვეტის რეკომენდაციის შესახებ, იხილეთ ნაწილი 4.2.

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ განიცდით რაიმე ალერგიულ რეაქციას, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

თუ გეხებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი (ან თუ დარწმუნებული არ ხართ), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ენსპრინგის გამოყენებამდე.

ინფექციები

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ენსპრინგი ინფექციის დროს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ რაიმე ინფექციის ნიშნები ენსპრინგის მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს ან შემდეგ, როგორიცაა:

  • ცხელება ან შემცივნება
  • ხველა, რომელიც არ იხსნება
  • ყელის ტკივილი
  • ჰერპესი ან სასქესო ორგანოების წყლულები (მარტივი ჰერპესი)
  • სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპეს ზოსტერი)
  • კანის სიწითლე, შეშუპება, მგრძნობელობა ან ტკივილი
  • ცუდად ყოფნის შეგრძნება ან ავადმყოფობა, დიარეა ან მუცლის ტკივილი.

ამ ინფორმაციას, ასევე ნახავთ პაციენტის გაფრთხილების ბარათში, რომელიც ექიმმა მოგაწოდათ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის თან გქონდეთ ეს გამაფრთხილებელი ბარათი და აჩვენოთ იგი ნებისმიერ ექიმს, ექთანს ან მომვლელს.

ენსპრინგის მიღებამდე ან ენსპრინგის ინექციის გაგრძელებამდე, თქვენი ექიმი დაელოდება სანამ ინფექცია არ გაკონტროლდება.

ვაქცინაციები

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ახლახან გაიკეთეთ რაიმე ვაქცინა ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ვაქცინაციის ჩატარებას.

თქვენი ექიმი შეამოწმებს გჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია ენსპრინგის დაწყებამდე.

ენსპრინგით მკურნალობის განმავლობაში, არ გამოიყენოთ ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები (მაგალითად BCG ტუბერკულოზის ან ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინები).

ღვიძლის ფერმენტები

ენსპრინგმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და გაზარდოს ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის რაოდენობა სისხლში. ენსპრინგის მიღებამდე და მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ღვიძლი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ჩამოთვლილთაგან გაქვთ ღვიძლის დაზიანების რომელიმე ნიშანი ენსპრინგით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ:

  • კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე)
  • მუქი ფერის შარდი
  • გაცივების შეგრძნება და ავადმყოფობა
  • მუცლის ტკივილი

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა

ენსპრინგის მიღებამდე და მკურნალობის დროს , თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსასაზღვრად.

ბავშვები და ახალგაზრდები

არ მისცეთ ეს სამკურნალო საშუალება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ის ჯერ არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური (PK) ანალიზით არ გამოვლენილა აზატიოპრინის (AZA), პერორალური კორტიკოსტეროიდების (OCs) ან მიკოფენოლატ მოფეტილი (MMF) ზემოქმედება სატრალიზუმაბის კლირენსზე.

ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლის სპეციფიკური CYP450 ფერმენტების გამოხატვა (CYP1A2, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4) ითრგუნება ისეთი ციტოკინებით, როგორიცაა IL-6.

ამიტომ სიფრთხილეა საჭირო სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტისას იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ CYP450 3A4, 1A2, 2C9 ან 2C19 სუბსტრატებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (როგორიცაა ვარფარინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი და თეოფილინი) და საჭიროების მიხედვით შესაძლებელია დოზების კორექტირება.

სატრალიზუმაბის გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის გათვალისწინებით, სატრალიზუმაბის მოქმედება შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

  • 6 განაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში სატრალიზუმაბის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. მაიმუნებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში (იხ. ნაწილი 5.3).

როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება, სასურველია თავიდან იქნას აცილებული ენსპრინგის გამოყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დაუდგენელია, გადადის თუ არა სატრალიზუმაბი ადამიანის დედის რძეში. როგორც ცნობილია, ადამიანის IgG გამოიყოფა დედის რძეში დაბადებიდან პირველივე დღეებში, რაც შემდეგ მალე მცირდება დაბალ კონცენტრაციებამდე. შესაბამისად, ამ მოკლე პერიოდში არ შეიძლება გამოირიცხოს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების რისკი.

ენსპრინგის გამოყენება შეიძლება განხილულ იქნას ძუძუთი კვების დროს მხოლოდ კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები სატრალიზუმაბის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ქალისა და მამაკაცის ფერტილობის დარღვევა (იხ. ნაწილი 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ენსპრინგს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილების მართვასა და ტექნიკის გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო: თავის ტკივილი (19.2%), ართრალგია (13.5%), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (13.5%), ჰიპერლიპიდემია (13.5%) და ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (12.5%).

გვერდითი მოვლენების ცხრილი

ცხრილი 3 აჯამებს იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირდა სატრალიზუმაბის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით ან IST– თან ერთად კლინიკურ კვლევებში.

კლინიკური კვლევების გვერდითი მოვლენები (ცხრილი 3) ჩამოთვლილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასში. გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია 100 პაციენტზე წელიწადში რაოდენობისა და სიხშირის მაჩვენებლების მიხედვით. თითოეული გვერდითი მოვლენის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ემყარება სიხშირის ციფრებს და შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -დან <1/10), არახშირი (≥1/1000 -დან <1/100), იშვიათი (/1/10,000 დან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).

ცხრილი 3: გვერდითი მოვლენები

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირე

ძალიან ხშირი

ხშირი

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

ჰიპოფიბრინოგენემია

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ჰიპერლიპიდემია

ფსიქიატრიული დაავადებები

უძილობა

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტკივილი

შაკიკი

გულის დაავადებები

ბრადიკარდია

სისხლძარღვთა დაავადებები

ჰიპერტენზია

სასუნთქი, გულმკერდისა და შუასაყრის დაავადებები

ალერგიული რინიტი

კუჭ -ნაწლავის დაავადებები

გასტრიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

გამონაყარი, ქავილი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

ართრალგია

ძვალ -კუნთოვანი სისტემის სიმტკიცე

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილას წარმოქმნილი გართულებები

ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები

პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ტრანსამინაზების მომატება,

სისხლის ბილირუბინის მომატება,

წონაში მატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (IRRs)

პაციენტებში რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, აღრიცხული IRR– ები, უპირატესად იყო რბილი და ზომიერი, უმეტესობას ადგილი ჰქონდა ინექციიდან 24 საათის განმავლობაში. ყველაზე გავრცელებული სისტემური სიმპტომები იყო დიარეა და თავის ტკივილი. ინექციის ადგილას ყველაზე ხშირად მოხსენებული რეაქციები იყო სიწითლე, ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ტკივილი.

სხეულის წონა

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში, სხეულის წონის ზრდა საწყისი პერიოდიდან ≥ 15% დაფიქსირდა პაციენტთა 3,8% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) პაციენტთა 2,7% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან დამატებული IST-ს).

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები

ნეიტროფი+ლები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში ნეიტროფილების შემცირება დაფიქსირდა პაციენტთა 31,7% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) პაციენტების 21,6% –თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო დამატებული IST). ნეიტროფილების შემცირების უმრავლესობა გარდამავალი იყო ან წყვეტილი.

პაციენტების 9,6% -ს, რომლებიც იღებდნენ სატრალიზუმაბს, ჰქონდათ ნეიტროფილები 1 x 109/ლ -ზე დაბლა, 5,4% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო დამატებული IST-ს).

თრომბოციტები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (150 × 109/ლ-ზე ქვემოთ) მოხდა პაციენტთა 24,0% სატრალიზუმაბზე (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) 9,5% –თან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან პლაცებოს დამატებული IST. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ იყო დაკავშირებული სისხლდენის მოვლენებთან.

თრომბოციტების შემცირება ძირითადად იყო გარდამავალი და არანაკლები 75 × 109/ლ-ზე.

ღვიძლის ფერმენტები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში ALT ან AST-ს მომატება მოხდა 27,9% და 18,3% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად), შედარებით პაციენტთა 12,2% და 13,5%-თან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან პლაცებო დამატებული IST-ს. უმრავლესობაში მატება იყო 3 x ULN ქვემოთ, გარდამავალი და იხსნებოდა სატრალიზუმაბის შეწყვეტის გარეშე.

ALT ან AST-ს მატება > 3 x ULN მოხდა პაციენტთა 2,9% -ში და 1,9% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად). აღნიშნული მაჩვენებების მომატება არ იყო დაკავშირებული საერთო ბილირუბინის მატებასთან.

ALT-ს მატება 5 x ULN- ზე მეტი დაფიქსირდა თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ ერთ პაციენტში (1%), რომელიც იღებდა სატრალიზუმაბს IST– თან ერთად; მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხდა ნორმალიზება და ამ პაციენტში სატრალიზუმაბი არ იქნა განმეორებით მიღებული (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).

ლიპიდური პარამეტრები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში პაციენტთა 10,6%-ში, რომლებიც იღებდნენ სატრალიზუმაბს (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) გაიზარდა საერთო ქოლესტერინის 7,75 მმოლ/ლ -ზე მეტი შედარებით პაციენტთა 1,4% –თან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო პლუს IST-ს); პაციენტების 20,2% -ში სატრალიზუმაბმა გამოიწვია ტრიგლიცერიდების მომატება 3,42 მმოლ/ლ -ზე ზემოთ, პაციენტების 10,8% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

პედიატრიული მოსახლეობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია ≥ 12 წლის 9 ბავშვში. 12 წლიდან ბავშვებში, გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ, იგივე იქნება, როგორც მოზრდილებში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის საშუალებას იძლევა გააკონტროლოთ სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკაცრი მეთვალყურეობა, სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დადგენილია დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა სატრალიზუმაბი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 120 მგ სატრალიზუმაბს 1 მლ-ში.
  • სხვა ინგრედიენტებია ჰისტიდინი, ასპარტინის მჟავა, არგინინი, პოლოქსამერი 188, საინექციო წყალი.

ენსპრინგის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

  • ეს არის უფეროდან ოდნავ მოყვითალო სითხე.
  • ენსპრინგი არის საინექციო ხსნარი.
  • ენსპრინგის თითოეული პაკეტი შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიცს.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH გერმანია

და/ან

F. Hoffmann-La Roche Ltd. შვეიცარია

შენახვის პირობები

3 წელი

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

შეინახეთ მაცივარში (2 ° C - 8 ° C).

არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ ის გაყინულია.

ყოველთვის შეინახეთ შპრიცი მშრალად.

შეინახეთ PFS მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

თუ იგი არ არის გახსნილი და ინახება მუყაოს კოლოფში, შპრიცი შეიძლება დარჩეს მაცივრიდან 30 ° C ტემპერატურაზე ქვემოთ, ერთხელ 8 დღემდე. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ პროდუქტი არ უნდა დაბრუნდეს მაცივარში და უნდა იქნას გამოყენებული ან გადაყრილი.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

1 მლ ხსნარი PFS- ში (პოლიმერი) ფიქსირებული, უჟანგავი ფოლადის ნემსით, მორგებული ქლორირებული ბუტილის რეზინის პოლიპროპილენის რიგიდული ნემსის ფარით და დალუქული ქლორირებული ბუტილის რეზინის დგუშის საცობით. PFS არის მარკირებული და აწყობილი ნემსის ავტომატური დაცვით, დგუშის ჯოხით და გაფართოებული თითის ფლანგებით (EFF).

პაკეტის ზომა 1 PFS.

  • 6 გამოყენებისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

მაცივრიდან გამოღების შემდეგ დალუქული მუყაოს ყუთი უნდა გაიხსნას და მოხდეს PFS-ის ამოღება ფრთხილად, ძირითადი კორპუსის დაჭერით. მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ PFS-მა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას, მიღების პროცესის დაწყებამდე დაიცადეთ 30 წუთის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ სითხე არის შემღვრეული, გაუფერულებული, მასში შეიმჩნევა ნაწილაკები ან თუ PFS– ის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.

ინექცია უნდა გაკეთდეს თავსახურის მოხსნისთანავე და არა უგვიანეს 5 წუთის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებას გამოშრობისა და ნემსის დაბლოკვის თავიდან აცილების მიზნით. თუ წინასწარ შევსებული შპრიცი არ გამოიყენება თავსახურის მოხსნიდან 5 წუთის განმავლობაში, თქვენ უნდა გადააგდოთ იგი მყარ, ბასრი საგნების კონტეინერში და გამოიყენოთ ახალი წინასწარ შევსებული შპრიცი.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრი მოთხოვნების შესაბამისად.

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH გერმანია

და/ან

F. Hoffmann-La Roche Ltd. შვეიცარია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი (ნომრები)

EU/1/21/1559/001

  • ავტორიზაციის პირველი უფლებამოსილების/განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი:

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმუნოსუპრესორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, ATC კოდი: L04AC19

მოქმედების მექანიზმი

სატრალიზუმაბი არის რეკომბინანტი ჰუმანიზებული იმუნოგლობულინი G2 (IgG2) მონოკლონური ანტისხეული (mAb), რომელიც ბოჭავს ხსნად და მემბრანით დაკავშირებულ ადამიანის IL-6 რეცეპტორს (IL-6R) და ამით ხელს უშლის აღნიშნული რეცეპტორების საშუალებით IL-6 სიგნალირებას.

IL-6 დონეებმა მოიმატა ცერებროსპინალურ სითხეში და NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში. IL-6 როლი ჩართულია NMO და NMOSD – ს პათოგენეზში, მათ შორის B უჯრედების გააქტიურება, B უჯრედების პლაზმაბლასტებამდე დიფერენციაცია და პათოლოგიური აუტოანტისხეულების წარმოება, მაგ. AQP4– ის წინააღმდეგ, წყლის არხის ცილა ძირითადად გამოხატულია ასტროციტებით ცნს-ში, Th17 უჯრედების გააქტიურება და დიფერენციაცია, T- მარეგულირებელი უჯრედების დათრგუნვა და ცვლილებები სისხლის ტვინის ბარიერის გამტარიანობაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

NMO და NMOSD-ს დროს სატრალიზუმაბით კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა C- რეაქტიული ცილის (CRP), ფიბრინოგენის და კომპლემენტის (C3, C4 და CH50) შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სატრალიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ორ კლინიკური კვლევის III ფაზაში NMOSD– ის მქონე პაციენტებში (დიაგნოსტირებული, როგორც AQP4-IgG სეროპოზიტიური ან სერონეგატიური NMO [Wingerchuck 2006 კრიტერიუმი], ან როგორც AQP4-IgG სეროპოზიტიური NMOSD [Wingerchuk 2007 კრიტერიუმები]).

კვლევა BN40898 მოიცავდა 12-74 წლის ზრდასრულ და მოზარდ NMOSD-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც იტარებდნენ სტაბილურ IST მკურნალობას, მინიმუმ 2 რეციდივით ბოლო 2 წლის განმავლობაში სკრინინგამდე (მინიმუმ ერთი რეციდივი სკრინინგამდე 12 თვის ფარგლებში) და აღენიშნებოდათ უნარშეზღუდულობის სტატუსი (EDSS) 0 -დან 6,5 -მდე, მაშინ როცა BN40900 კვლევა მოიცავდა ზრდასრულ პაციენტებს 18-74 წლის ასაკში, IST ფონზე, მინიმუმ 1 რეციდივით ან პირველი შეტევით სკრინინგამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში და EDSS-ით 0 -დან 6,5 -მდე. ორივე კვლევა მოიცავდა AQP4-IgG სერონეგატიურ NMO-ს მქონე პაციენტთა დაახლოებით 30% -ს.

ორივე კვლევის ეფექტურობა შეფასდა პირველი რეციდივის დადგომადე დროის მიხედვით, რომელიც განიხილებოდა დამოუკიდებელი კლინიკური შედეგების კომიტეტის (CEC) მიერ, რეციდივი განისაზღვრებოდა EDSS– ის წინასწარ განსაზღვრული გაუარესებით და ფუნქციური სისტემის ქულის (FSS) კრიტერიუმებით, რომელიც ფასდებოდა პაციენტის მიერ სიმპტომების შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში (დადასტურებული რეციდივი).

კვლევა BN40898 (ასევე ცნობილია, როგორც SA-307JG ან SAkuraSky)

კვლევა BN40898 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა სატრალიზუმაბის სტაბილურ IST– სთან ერთად (OC– ები 15 მგ -მდე დღეში [პრედნიზოლონის ექვივალენტი], AZA 3 მგ/კგ/დღეში ან MMF 3000 მგ -მდე დღეში, მოზარდებმა მიიღეს კომბინაცია AZA-ს OC-ებთან ან MMF -ს OC-ებთან) მიღების ეფექტის შესაფასებლად. კვლევის ორმაგი ბრმა პერიოდი მოიცავდა 83 AQP4-IgG სეროპოზიტიურ და სერონეგატიურ პაციენტს (76 ზრდასრული და 7 მოზარდი). პაციენტებმა მიიღეს სატრალიზუმაბის პირველი 3 ერთჯერადი დოზა 120 მგ ან შესაბამისი პლაცებო კანქვეშა ინექციით მუცელში ან ბარძაყის არეში, ყოველ 2 კვირაში პირველი 4 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

საკვლევი პოპულაციის კვლევის დიზაინი და ძირითადი მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 4

ცხრილი 4: კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში BN40898 კვლევისთვის.

კვლევის დასახელება

კვლევა BN40898

(AQP4-IgG სეროპოზიტიური: N=55; ITT*: N=83 )

კვლევის დიზაინი

კვლევის პოპულაცია

მოზარდი და ზრდასრული NMO ან NMOSD– ის მქონე პაციენტები, მკურნალობენ სტაბილური IST– ით

ასაკი 12-74 წელი, ≥ 2 რეციდივი ბოლო 2 წლის განმავლობაში სკრინინგამდე (მინიმუმ ერთი რეციდივი 12 თვის განმავლობაში

სკრინინგის დაწყებამდე), EDSS 0 -დან 6,5 -მდე

კვლევის ხანგრძლივობა ეფექტურობის შესაფასებლად

მოვლენებზე ორიენტირებული ** (26 დადასტურებული რეციდივი)

საშუალო შემდგომი მეთვალყურეობის დრო: სატრალიზუმაბი 139,4 კვირა,

პლაცებო 40,2 კვირა (ITT– ში: 115,1 კვირა და 42,5 კვირა, შესაბამისად)

სამკურნალო ჯგუფები, 1: 1 რანდომიზაციით

ჯგუფი ა: სატრალიზუმაბი 120 მგ კანქვეშ

ჯგუფი ბ: პლაცებო

საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG

სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბი + IST (n=27)

პლაცებო + IST (n=28)

დიაგნოზი, n (%): NMO NMOSD

19 (70,4) 8 (29,6)

14 (50,0) 14 (50,0)

საშუალო ასაკი (SD) (მინ-მაქს)

44,4 (15,7) (13 – 73)

43,4 (12,9) (14 – 65)

ასაკოვანი (≥65 წელი), n (%)

3 (11,1)

1 (3,6)

მოზარდი (≥12-დან <18 წლამდე), n (%)

1 (3,7)

2 (7,1)

სქესი, n (%) კაცი/ n (%) ქალი

0 / 27 (100)

0 / 28 (100)

იმუნოსპურესიული თერაპია (IST), n (%): პერორალური კორტიკოსტეროიდები (OCs) აზატიოპრინი (AZA) მიკოფენოლატ მოფეტილი (MMF) AZA + OCs*** MMF + OCs***

14 (51,9) 11 (40,7) 1 ( 3,7) 0 1 ( 3,7)

13 (46,4) 11 (39,3) 3 (10,7) 0 1 ( 3,6)

  • მკურნალობის მიმღები პაციენტები (ITT)
  • * პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ სარეზერვო თერაპიით, დადასტურებული რეციდივის გარეშე, დაერთოთ ნება ჩართულიყვნენ კვლევის OLE პერიოდში და შეფასებული იყო პირველადი ეფექტურობის ანალიზის საფუძველზე
  • ** კომბინაცია ნებადართულია მოზარდი პაციენტებისთვის

კვლევა BN40900 (ასევე, ცნობილია როგორც SA-309JG ან SAkuraStar)

კვლევა BN40900 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა სატრალიზუმაბის მონოთერაპიის ეფექტის პლაცებოსთან შედარებით. კვლევა მოიცავდა 95 AQP4-IgG სეროპოზიტიურ და სერონეგატიურ ზრდასრულ პაციენტებს. მათ მიიღეს სატრალიზუმაბის პირველი 3 ერთჯერადი დოზა 120 მგ ან შესაბამისი პლაცებო კანქვეშა ინექციის სახით, მუცელში ან ბარძაყის არეში, ყოველ 2 კვირაში, პირველი 4 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

საკვლევი პოპულაციის კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 5.

ცხრილი 5: კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში BN40900 კვლევისთვის.

კვლევის დასახელება

კვლევა BN40900

(AQP4-IgG სეროპოზიტიური:

N=64; ITT*: N=95)

ასაკი 18-74 წელი, ≥ 1 რეციდივი ან პირველი შეტევა ბოლო 12 თვის განმავლობაში სკრინინგამდე,

EDSS 0 -დან 6,5 -მდე. პაციენტებს რეციდივამდე ჩატარებული აქვთ

NMOSD-ს მკურნალობა

ან არ არიან ნამკურნალევი

მოვლენებზე ორიენტირებული (44 დადასტურებული რეციდივი ან რანდომიზაციის თარიღიდან 1,5 წლის შემდეგ

ბოლოს ჩართული პაციენტის,

რომელიც მოდის პირველი)

საშუალო შემდგომი მეთვალყურეობის დრო: სატრალიზუმაბი 96,7კვირა,

პლაცებო 60,1 კვირა (ITT– ში: 95,4 კვირა და 60,5 კვირა)

სამკურნალო ჯგუფები, 2: 1 რანდომიზაციით

მონოთერაპია:

ჯგუფი ა: სატრალიზუმაბი 120 მგ კანქვეშ

ჯგუფი ბ: პლაცებო

საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG

სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბი (n=41)

პლაცებო (n=23)

დიაგნოზი, n (%): NMO NMOSD

26 (63,4) 15 (36,6)

15 (65,2) 8 (34,8)

საშუალო ასაკი (SD) (მინ-მაქს)

46,0 (12,0) (22 – 70)

40,1 (11, 5) (20 – 56)

ასაკოვანი (≥65 წელი), n (%)

1 (2,4)

0

სქესი, n (%) კაცი/ n (%) ქალი

10 (24,4) / 31 (75,6)

1 (4,3) / 22 (95,7)

  • მკურნალობის მიმღები პაციენტები (ITT)

პირველადი ეფექტურობა

AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში დადასტურებული რეციდივის არსებობის ფარდობითი რისკი BN40900 კვლევაში შემცირდა 79% -ით (Hazard თანაფარდობა, HR [95% CI]: 0,21 [0,06-0,75]), 74% (HR [95% CI]: 0,26 [0,11-0,63]) (იხ. სურათი 1 და 2). როდესაც მონაცემები კვლევებში BN40898 და BN40900 გაერთიანდა, სატრალიზუმაბით მკურნალობამ IST– ით ან მის გარეშე გამოიწვია საერთო რისკის შემცირება AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში 75%-ით (HR [95% CI]; 0,25 (0,12-0,50]). 48 კვირის განმავლობაში, სატრალიზუმაბით ნამკურნალევი AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 85.7% დარჩა დადასტურებული რეციდივის გარეშე, როდესაც გამოიყენება IST– თან ერთად ან როგორც მონოთერაპია პლაცებოს ჯგუფის 58,7% –თან შედარებით. 96 კვირაზე AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 81,4%, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, დარჩნენ დადასტურებული რეციდივის გარეშე, როდესაც გამოიყენებოდა IST– თან ერთად ან როგორც მონოთერაპია, პლაცებოს ჯგუფის 47,2% –თან შედარებით. ეფექტურობა არ იყო მნიშვნელოვანი AQP4-IgG სერონეგატიურ პაციენტებში.

სურათი 1: კვლევა BN40898 - ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში პირველი დადასტურებული რეციდივის დრო AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში

სურათი 2: კვლევა BN40900 - ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში პირველი დადასტურებული რეციდივის დრო AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბით მკურნალობამ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შეამცირა დადასტურებული რეციდივების წლიური მაჩვენებელი (ARR) 88% -ით (განაკვეთის თანაფარდობა [RR] = 0,122, 95% CI: 0,027 – 0,546; p = 0,0039) კვლევაში BN40898 და 90% (RR = 0.096, 95% CI: 0,020 – 0,473; p = 0,0086) კვლევაში BN40900 პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით.

პლაცებოზე მყოფ პაციენტებთან შედარებით, სარეზერვო თერაპიის საჭიროება (მაგ., კორტიკოსტეროიდები, ინტრავენურად იმუნოგლობულინი და/ან აფერეზი [მათ შორის პლაზმაფერეზი ან პლაზმაფილტრაცია]) სატრალიზუმაბით ნამკურნალევ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შემცირდა 61% -ით (რისკების თანაფარდობა - odds ratio [OR] = 0,3930, 95% CI: 0,1343 -1,1502; p = 0,0883) კვლევაში BN40898 და 74% -ით (OR = 0,2617, 95% CI: 0,0862 – 0,7943; p = 0,0180) კვლევაში BN40900.

სატრალიზუმაბით მკურნალობამ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შეამცირა მძიმე რეციდივის განვითარების რისკი, რაც განისაზღვრა EDSS -ის ≥2 ქულით გაზრდით, წინა EDSS შეფასებასთან შედარებით 85% -ით (ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში მძიმე დადასტურებული რეციდივის დრო; HR = 0,15, 95% CI: 0,02 -1,25; p = 0,0441) კვლევაში BN40898 და 79% (HR = 0,21, 95% CI: 0,05 - 0.91; p = 0,0231) კვლევაში BN40900 პლაცებოს მკურნალობასთან შედარებით.

ძირითადი მეორადი შედეგები

BN40898 და BN40900 კვლევებში საწყისი პერიოდიდან 24 კვირამდე ტკივილის ან დაღლილობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ღია გაფართოებული კვლევა

უფრო გრძელვადიანი მონაცემების ანალიზმა OLE პერიოდის ჩათვლით (სარეზერვო თერაპიით ნამკურნალევი რეციდივის საფუძველზე) აჩვენა, რომ AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 58% და 73%, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, დარჩნენ რეციდივის გარეშე მკურნალობის 120 კვირის შემდეგ, როდესაც სატრალიზუმაბი ინიშნებოდა დამატებითი თერაპიის ან მონოთერაპიის სახით.

იმუნოგენობა

კვლევა BN40898-ის III ფაზაში (IST– თან ერთად) და კვლევა BN40900-ის III ფაზაში (მონოთერაპია), წამლების საწინააღმდეგო ანტისხეულები (ADAs) დაფიქსირდა 41% და 71% პაციენტებში, რომლებიც ორმაგ-ბრმა პერიოდში იღებდნენ სატრალიზუმაბს. ADA– ს უნარი გაანეიტრალოს სატრალიზუმაბის შებოჭვა არ არის ცნობილი.

ექსპოზიცია უფრო დაბალი იყო ADA დადებით პაციენტებში, თუმცა არ აღინიშნებოდა ADA– ების გავლენა უსაფრთხოებაზე და აშკარა გავლენა ასევე ეფექტურობასა და ფარმაკოდინამიკურ მარკერებზე, რომლებიც მიუთითებენ სამიზნე ჩართულობაზე.

კვლევების III ფაზის პაციენტებში სატრალიზუმაბით მკურნალობამ განაპირობა დადასტურებული რეციდივის რისკის ანალოგიური შემცირება, მიუხედავად კვლევებს შორის ADA- ს განსხვავებული მაჩვენებლებისა.

პედიატრიული მოსახლეობა

კვლევაში BN40898, 7 მოზარდი პაციენტი ჩაერთო ორმაგ-ბრმა პერიოდში. მათი საშუალო ასაკი იყო 15,4 წელი და სხეულის საშუალო წონა -79,6 კგ. უმრავლესობა იყო ქალი (n = 6). ოთხი პაციენტი იყო თეთრი, 2 - შავი/აფრო-ამერიკელი და 1 იყო აზიელი. სამი (42,9%) მოზარდი პაციენტი სკრინინგის დროს იყო AQP4-IgG სეროპოზიტიური (2 - პლაცებოს ჯგუფში და 1-სატრალიზუმაბის ჯგუფში). ორმაგ-ბრმა პერიოდში, 3 მოზარდიდან 1-ს პლაცებოს ჯგუფში და 4 მოზარდიდან 1-ს სატრალიზუმაბის ჯგუფში აღენიშნა დადასტურებული რეციდივი. მცირე ზომის ნიმუშის გამო, რისკის თანაფარდობა პირველადი შედეგის დროისთვის, ამ ქვეჯგუფში პირველი დადასტურებული რეციდივისთვის არ იყო გათვლილი. დამატებით ორი მოზარდი პაციენტის ჩართვა მოხდა ღია კვლევის პერიოდში.

ევროპის მედიცინის სააგენტომ ენსპრინგის კვლევების შედეგები პედიატრიული პოპულაციის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში NMOSD– ის სამკურნალოდ წარმდგენის ვალდებულება გადაავადა (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილი 4.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკა დახასიათებულია, როგორც იაპონელ, ისე კავკასიელ ჯანმრთელ მოხალისეებში და NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში. ფარმაკოკინეტიკა NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზის გამოყენებით, დახასიათდა პოპულაციის PK ანალიზის მეთოდების გამოყენებით, 154 პაციენტის მონაცემთა ბაზის საფუძველზე.

სატრალიზუმაბის კონცენტრაცია-დროის კურსი NMO ან NMOSD-ის მქონე პაციენტებში ზუსტად იყო აღწერილი ორი ნაწილის პოპულაციის PK მოდელით, პარალელური ხაზოვანი და სამიზნეებით-გაშუალებული (Michaelis-Menten) აღმოფხვრითა და პირველი რიგის SC შეწოვით. სატრალიზუმაბის კლირენსი და მოცულობის პარამეტრები გაიზომა ალომეტრული მასშტაბირებით სხეულის წონის მიხედვით (სიმძლავრის ფუნქციის საშუალებით, ფიქსირებული სიმძლავრით კოეფიციენტი 0,75 და 1, შესაბამისად კლირენსისა და მოცულობის პარამეტრებისთვის). სხეულის წონა ნაჩვენები იყო, როგორც მნიშვნელოვანი კოვარიაცია, კლირენსი და Vc პაციენტებისთვის 123 კგ მასით (წონის განაწილების 97.5 პროცენტი) გაიზარდა 71,3% და 105%, 60 კგ-იან პაციენტთან შედარებით.

სტაბილური ფარმაკოკინეტიკა მიღწეულ იქნა დატვირთვის პერიოდის (8 კვირა) შემდეგ Cmin, Cmax და AUC-ისთვის შემდეგნაირად (საშუალო (± SD): Cmin: 19,7 (12,2) მკგ/მლ, Cmax: 31,5 (14,9) მკგ/მლ და AUC: 737(386) მკგ მლ/დღეში.

შეწოვა

სატრალიზუმაბის შეწოვის სიჩქარის მუდმივა იყო 0,0104/სთ, რაც უტოლდება შთანთქმის ნახევარგამოყოფის პერიოდს, დაახლოებით 3 დღე (66 საათი) რეკომენდებული დოზით (იხ. ნაწილი 4.2). ბიოშეღწევადობა მაღალი იყო (85.4%).

განაწილება

სატრალიზუმაბი გადის ორფაზიან განაწილებას. განაწილების ცენტრალური მოცულობა იყო 3,46 ლ, განაწილების პერიფერიული მოცულობა იყო 2,07 ლ. ინტერ-კომპარტმენტული კლირენსი იყო 14 მლ/სთ.

ბიოტრანსფორმაცია

სატრალიზუმაბის მეტაბოლიზმი უშუალოდ არ არის შესწავლილი, როგორც მონოკლონური ანტისხეულები, ისინი ძირითადად გაწმენდილია კატაბოლიზმით.

ელიმინაცია

სატრალიზუმაბის მთლიანი კლირენსი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ხაზოვანი კლირენსი (სტაბილური მდგომარეობის მთლიანი კლირენსის დაახლოებით ნახევრის აღრიცხვა რეკომენდებული დოზის გამოყენებით NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში) არის შეფასებული, როგორც 2,50 მლ/სთ. დაკავშირებული t1/2 ტერმინალი არის დაახლოებით 30 დღის (დიაპაზონი 22-37 დღე) მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აღებულია მე –3 ფაზის კვლევებიდან.

სპეციალური პოპულაციები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზებმა NMO ან NMOSD-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში აჩვენა, რომ ასაკი, სქესი და რასა არ ახდენს არსებით გავლენას სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის წონამ გავლენა მოახდინა სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე, დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული რომელიმე აღნიშნული დემოგრაფიული მაჩვენებლისთვის.

პედიატრიული მოსახლეობა

მონაცემები მოპოვებული 8 მოზარდ პაციენტზე [13-17 წლის], რომლებმაც იმკურნალეს მოზრდილთა დოზირების რეჟიმით აჩვენებს, რომ აღნიშნული პოპულაციის PK პარამეტრები სატრალიზუმაბისთვის მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ზრდასრული მოსახლეობისგან. ამიტომ, დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ასაკოვანები

სატრალიზუმაბის PK- ს გამოსაკვლევად არ ჩატარებულა სპეციალური კვლევები ≥65 წლის პაციენტებში, თუმცა BN40898 და BN40900 კლინიკურ კვლევებში ჩართულნი იყვნენ 65 -დან 74 წლამდე ასაკის NMO ან NMOSD– ის მქონე პაციენტები.

თირკმლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის PK–ზე თირკმლის უკმარისობის ეფექტის ოფიციალური შესწავლა არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტები თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ და <80 მლ/წთ) ჩართულნი იყვნენ III ფაზის კვლევებში. პოპულაციის PK ანალიზის საფუძველზე თირკმლის უკმარისობა არ ზემოქმედებს სატრალიზუმაბის PK– ზე, რომელიც შეესაბამება სატრალიზუმაბის კლირენსის ცნობილ მექანიზმებს, ამიტომ დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის PK– ზე ღვიძლის უკმარისობის ეფექტის ოფიციალური შესწავლა არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე

აღნიშნული სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ.

გვერდითი რეაქციების შეტყობინების შესახებნ იხილეთ ნაწილი 4.8.

სამკურნალო საშუალების დასახელება

ენსპრინგი 120 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცის (PFS) 1 მლ შეიცავს 120 მგ სატრალიზუმაბს.

სატრალიზუმაბი იწარმოება ჩინური ზაზუნას საკვერცხეების უჯრედებში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ხსნარი (ინექცია)

უფერო, ოდნავ ყვითელი სითხე. ხსნარის pH არის დაახლოებით 6,0 და ოსმოლარობა - 310 მოსმ/კგ.

კლინიკური მონაცემები

  • 1 თერაპიული ჩვენებები

ენსპრინგი ნაჩვენებია როგორც მონოთერაპიაში, ისე იმუნოსუპრესიულ თერაპიასთან (ისთ) კომბინაციაში ნეირომიელიტის ოპტიკური სპექტრის აშლილობის სამკურნალოდ (NMOSD) ზრდასრულ და მოზარდ პაციენტებში 12 წლიდან, რომლებიც არიან ანტი-აკვაპორინ -4 IgG (AQP4-IgG) სეროპოზიტიური (იხ. ნაწილი 5.1).

  • 2. დოზირება და მიღების მეთოდი

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც აქვს ნეირომიელიტის ოპტიკის (NMO) ან ნეირომიელიტის ოპტიკური სპექტრის აშლილობის (NMOSD) მკურნალობის გამოცდილება.

პოზოლოგია

ენსპრინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიაში, ისე პერორალურ კორტიკოსტეროიდებთან, აზატიოპრინთან (AZA) ან მიკოფენოლატ მოფეტილთან (MMF) კომბინაციაში (იხ. ნაწილი 5.1). პოზოლოგია ≥12 წლის მოზარდ პაციენტებში და ზრდასრულ პაციენტებში ≥ 40 კგ სხეულის წონით იგივეა.

საწყისი დოზები

საწყისი რეკომენდებული დოზაა 120 მგ კანქვეშა (SC) ინექცია ყოველ ორ კვირაში ერთხელ პირველი სამი მიღება (პირველი დოზა 0 კვირაში, მეორე დოზა მე-2 და მესამე დოზა მე-4 კვირაში).

შემანარჩუნებელი დოზები

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 120 მგ კანქვეშა ინექცია ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ

მკურნალობის ხანგრძლივობა

ენსპრინგი განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზები

თუ ინექცია გამოტოვებულია, ღვიძლის ფერმენტების მომატების გარდა რაიმე სხვა მიზეზით, მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 1.

ცხრილი 1: რეკომენდებული დოზირება დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზების შემთხვევაში

ბოლო მიღებული დოზა

რეკომენდებული დოზირება დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზებისთვის

გამოტოვებულია დატვირთვის დოზა ან

8 კვირაზე ნაკლები შენარჩუნების პერიოდში

რეკომენდებული დოზა უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე, შემდეგი დაგეგმილი დოზის დალოდების გარეშე.

დატვირთვის პერიოდი

თუ მეორე დატვირთვის დოზა გადაიდო ან მოხდა გამოტოვება, მისი ადმინისტრირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ხოლო მესამე და საბოლოო დატვირთვის დოზა 2 კვირის შემდეგ.

თუ მესამე დატვირთვის დოზა გადაიდო ან მოხდა გამოტოვა, მისი ადმინისტრირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და პირველი შემანარჩუნებელი დოზა 4

კვირის შემდეგ.

შენარჩუნების პერიოდი

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზის მიღების შემდეგ, დოზირების

გრაფიკი უნდა აღდგეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

8 კვირიდან 12 კვირაზე ნაკლები

რეკომენდებული დოზა უნდა იქნას მიღებული 0 *, 2 კვირაში და ამის შემდეგ, ყოველ 4 კვირაში ერთხელ

12 კვირა ან მეტი

რეკომენდებული დოზა უნდა იქნას მიღებული 0 *, 2 კვირაში და ამის შემდეგ, ყოველ 4 კვირაში ერთხელ

  • "0 კვირა" ნიშნავს გამოტოვებული დოზის შემდეგ პირველ მიღებას.

დოზის ცვლილების რჩევა ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიების დროს

თუ ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ტრანსამინაზას (AST) მომატება არის > 5 x ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) და ასოცირებულია ნებისმიერი ტიპის ბილირუბინის მომატებასთან, მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან დაწყება არ არის რეკომენდებული.

თუ ALT-ს ან AST-ს მომატება არის > 5 x ULN და არ ასოცირდება ნებისმიერი ტიპის ბილირუბინის მომატებასთან, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის განახლება შესაძლებელია 120 მგ კანქვეშა ინექციის დოზით ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, როდესაც ALT ან AST დონე უბრუნდება ნორმალურ დიაპაზონს და ემყარება პაციენტის მკურნალობის რისკი-სარგებლის ანალიზს. თუ მიღებულია გადაწყვეტილება მკურნალობის განახლების შესახებ, აუცილებელია ღვიძლის პარამეტრების ინტენსიური მონიტორინგი და თუ შეინიშნება ALT / AST და / ან ბილირუბინის შემდგომი მატება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან დაწყება არ არის რეკომენდებული (იხილეთ ნაწილები 4.4 და 4.8).

ცხრილი 2: რეკომენდებული დოზა მკურნალობის განახლებისთვის ღვიძლის ტრანსამინაზას მომატების შემდეგ

ბოლო მიღებული დოზა

რეკომენდებული დოზა მკურნალობის განახლებისას

12 კვირაზე ნაკლები

მკურნალობა უნდა განახლდეს რეკომენდებული დოზით ყოველ 4 კვირაში ერთხელ

12 კვირა ან მეტი

მკურნალობა უნდა განახლდეს რეკომენდებული დოზით

0*, 2, 4 კვირაზე და ყოველ 4 კვირაში ერთხელ

  • "0 კვირა" ნიშნავს მკურნალობის განახლების შემდეგ პირველ მიღებას.

დოზის ცვლილების რჩევა ნეიტროპენიის დროს

თუ ნეიტროფილების რაოდენობა 1,0 x 109 / ლ-ზე დაბალია და დადასტურებულია განმეორებითი ტესტირებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა იქნება > 1,0 x 109 / ლ.

დოზის ცვლილების რჩევა თრომბოციტების დაბალი რაოდენობის დროს

თუ თრომბოციტების რაოდენობა 75 x 109 / ლ-ზე დაბალია და დადასტურებულია განმეორებითი ტესტირებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ თრომბოციტების რაოდენობა იქნება ≥ 75 x 109 / ლ.

სპეციალური პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

≥12 წლის მოზარდი პაციენტების სხეულის წონით ≥ 40 კგ და ზრდასრული პაციენტების პოზოლოგია არის მსგავსი (იხ. ნაწილები 5.1 და 5.2). სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში წონით <40 კგ ჯერ არ არის დადგენილი. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მოხუცები

დოზის ცვლილება არ არის საჭირო ≥ 65 წლის პაციენტებში (იხ. ნაწილი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა ოფიციალურად არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 5.2)

ღვიძლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი (იხ. ნაწილი 5.2).

სატრალიზუმაბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ღვიძლის ფერმენტების მომატება (იხილეთ ნაწილები 4.4 და 4.8). დოზის კორექციისთვის იხილეთ, ზემოთ მოცემული ნაწილი „დოზის შეცვლის რჩევა ღვიძლის ფერმენტების ცვლილების დროს“

ადმინისტრაციის მეთოდი

სატრალიზუმაბი 120 მგ ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით, PFS -ის ერთჯერადი დოზის გამოყენებით. უნდა მოხდეს PFS სრული რაოდენობის მიღება (1 მლ).

ინექციის რეკომენდებული ადგილებია მუცელი და ბარძაყი. უნდა მოხდეს ინექციის ადგილების ცვლილება და დაუშვებელია გაკეთდეს ლაქებში, ნაწიბურებში ან იმ ადგილებში, სადაც კანი არის ნაზი, დაჟეჟილი, წითელი, გამაგრებული ან შეცვლილი.

სატრალიზუმაბის მიღების სრულყოფილი ინსტრუქციები მოცემულია შეფუთვაში არსებული ბროშურის ბოლოს.

ადმინისტრირება პაციენტის ან / და მომვლელის მიერ

პირველი ინექცია უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ (HCP).

ინექციის მომზადების და შესრულების შესახებ ადეკვატური ტრენინგის შემდეგ, ზრდასრულ პაციენტს / მომვლელს ყველა სხვა დოზა შეუძლია მიიღოს სახლში, თუ მკურნალი ექიმი დაადგენს, რომ ეს მიზანშეწონილია და ზრდასრულ პაციენტს / მომვლელს შეუძლია შეასრულოს ინექციის ტექნიკა.

პაციენტებმა / მომვლელებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები სერიოზული ალერგიული რეაქციების სახით და უნდა გადაამოწმონ ჯანდაცვის პროფესიონალთან შესაძლებელია თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

  • 4 გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიკვლევადობა

ბიოლოგიური სამკურნალო პრეპარატების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად მკაფიოდ უნდა იყოს აღრიცხული შეყვანილი პრეპარატის დასახელება და სერიის ნომერი.

ინფექციები

სატრალიზუმაბის მიღება დროებით უნდა შეჩერდეს აქტიური ინფექციის მქონე პაციენტებში, სანამ არ მოხდება ინფექციის მართვა (იხ. ნაწილი 4.2).

პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ სატრალიზუმაბით, რეკომენდებულია სიფხიზლე ინფექციის დროული გამოვლენისა და დიაგნოსტირებისთვის. მკურნალობა უნდა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სერიოზული ან ოპორტუნისტული ინფექცია და შემდგომი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს უნდა მიეცეს ინსტრუქცია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ინფექციების ნიშნებისა და სიმპტომების დროს, რათა ხელი შეეწყოს ინფექციების დროულ დიაგნოსტირებას. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ პაციენტის გამაფრთხილებელი ბარათი.

ვაქცინაციები

ცოცხალი და ცოცხალი-ატენუირებული ვაქცინები არ უნდა გაკეთდეს სატრალიზუმაბთან ერთად, ვინაიდან დადგენილი არ არის კლინიკური უსაფრთხოება. ცოცხალ ვაქცინებსა და სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყებას შორის შუალედი უნდა შეესაბამებოდეს იმუნომოდულატორულ ან იმუნოსუპრესიულ აგენტებთან დაკავშირებით ვაქცინაციის მიმდინარე გზამკვლევევბს.

ვაქცინაციის ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სატრალიზუმაბს. სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტის ინფორმირება ყველა იმუნიზაციის თარიღის შესახებ, იმუნიზაციის მიმდინარე გზამკვლევის საფუძველზე.

ღვიძლის ფერმენტები

სატრალიზუმაბით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მსუბუქი და ზომიერი მომატება, ყველაზე მეტი მატება იყო 5 x ULN ქვემოთ (იხ. ნაწილი 4.8).

ALT და AST დონის კონტროლი უნდა ჩატარდეს ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ სამ თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, კლინიკური მდგომარეობის. სატრალიზუმაბით მკურნალობა უნდა შეწყდეს ALT ან AST > 5 x ULN მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).

ნეიტროფილების რაოდენობა

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირებას ადგილი ჰქონდა სატრალიზუმაბით მკურნალობის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.8). ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ და განმეორდეს კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. დოზის შეწყვეტის რეკომენდაციის შესახებ, იხილეთ ნაწილი 4.2.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა.

მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური (PK) ანალიზით არ გამოვლენილა აზატიოპრინის (AZA), პერორალური კორტიკოსტეროიდების (OCs) ან მიკოფენოლატ მოფეტილი (MMF) ზემოქმედება სატრალიზუმაბის კლირენსზე.

ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლის სპეციფიკური CYP450 ფერმენტების გამოხატვა (CYP1A2, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4) ითრგუნება ისეთი ციტოკინებით, როგორიცაა IL-6.

ამიტომ სიფრთხილეა საჭირო სატრალიზუმაბით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტისას იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ CYP450 3A4, 1A2, 2C9 ან 2C19 სუბსტრატებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (როგორიცაა ვარფარინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი და თეოფილინი) და საჭიროების მიხედვით შესაძლებელია დოზების კორექტირება.

სატრალიზუმაბის გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის გათვალისწინებით, სატრალიზუმაბის მოქმედება შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

  • 6 განაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში სატრალიზუმაბის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. მაიმუნებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში (იხ. ნაწილი 5.3).

როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება, სასურველია თავიდან იქნას აცილებული ენსპრინგის გამოყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დაუდგენელია, გადადის თუ არა სატრალიზუმაბი ადამიანის დედის რძეში. როგორც ცნობილია, ადამიანის IgG გამოიყოფა დედის რძეში დაბადებიდან პირველივე დღეებში, რაც შემდეგ მალე მცირდება დაბალ კონცენტრაციებამდე. შესაბამისად, ამ მოკლე პერიოდში არ შეიძლება გამოირიცხოს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების რისკი.

ენსპრინგის გამოყენება შეიძლება განხილულ იქნას ძუძუთი კვების დროს მხოლოდ კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები სატრალიზუმაბის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ქალისა და მამაკაცის ფერტილობის დარღვევა (იხ. ნაწილი 5.3).

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვასა და ტექნიკის გამოყენების უნარზე

ენსპრინგს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილების მართვასა და ტექნიკის გამოყენების უნარზე.

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები იყო: თავის ტკივილი (19.2%), ართრალგია (13.5%), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (13.5%), ჰიპერლიპიდემია (13.5%) და ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (12.5%).

გვერდითი მოვლენების ცხრილი

ცხრილი 3 აჯამებს იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირდა სატრალიზუმაბის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით ან IST– თან ერთად კლინიკურ კვლევებში.

კლინიკური კვლევების გვერდითი მოვლენები (ცხრილი 3) ჩამოთვლილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასში. გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია 100 პაციენტზე წელიწადში რაოდენობისა და სიხშირის მაჩვენებლების მიხედვით. თითოეული გვერდითი მოვლენის სიხშირის შესაბამისი კატეგორია ემყარება სიხშირის ციფრებს და შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -დან <1/10), არახშირი (≥1/1000 -დან <1/100), იშვიათი (/1/10,000 დან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).

ცხრილი 3: გვერდითი მოვლენები

ორგანოთა სისტემების კლასი

სიხშირე

ძალიან ხშირი

ხშირი

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

ჰიპოფიბრინოგენემია

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ჰიპერლიპიდემია

ფსიქიატრიული დაავადებები

უძილობა

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტკივილი

შაკიკი

გულის დაავადებები

ბრადიკარდია

სისხლძარღვთა დაავადებები

ჰიპერტენზია

სასუნთქი, გულმკერდისა და შუასაყრის დაავადებები

ალერგიული რინიტი

კუჭ -ნაწლავის დაავადებები

გასტრიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

გამონაყარი, ქავილი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

ართრალგია

ძვალ -კუნთოვანი სისტემის სიმტკიცე

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილას წარმოქმნილი გართულებები

ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები

პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ტრანსამინაზების მომატება,

სისხლის ბილირუბინის მომატება,

წონაში მატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (IRRs)

პაციენტებში რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, აღრიცხული IRR– ები, უპირატესად იყო რბილი და ზომიერი, უმეტესობას ადგილი ჰქონდა ინექციიდან 24 საათის განმავლობაში. ყველაზე გავრცელებული სისტემური სიმპტომები იყო დიარეა და თავის ტკივილი. ინექციის ადგილას ყველაზე ხშირად მოხსენებული რეაქციები იყო სიწითლე, ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ტკივილი.

სხეულის წონა

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში, სხეულის წონის ზრდა საწყისი პერიოდიდან ≥ 15% დაფიქსირდა პაციენტთა 3,8% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) პაციენტთა 2,7% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან დამატებული IST-ს).

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები

ნეიტროფი+ლები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში ნეიტროფილების შემცირება დაფიქსირდა პაციენტთა 31,7% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) პაციენტების 21,6% –თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო დამატებული IST). ნეიტროფილების შემცირების უმრავლესობა გარდამავალი იყო ან წყვეტილი.

პაციენტების 9,6% -ს, რომლებიც იღებდნენ სატრალიზუმაბს, ჰქონდათ ნეიტროფილები 1 x 109/ლ -ზე დაბლა, 5,4% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო დამატებული IST-ს).

თრომბოციტები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (150 × 109/ლ-ზე ქვემოთ) მოხდა პაციენტთა 24,0% სატრალიზუმაბზე (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) 9,5% –თან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან პლაცებოს დამატებული IST. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ იყო დაკავშირებული სისხლდენის მოვლენებთან.

თრომბოციტების შემცირება ძირითადად იყო გარდამავალი და არანაკლები 75 × 109/ლ-ზე.

ღვიძლის ფერმენტები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში ALT ან AST-ს მომატება მოხდა 27,9% და 18,3% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად), შედარებით პაციენტთა 12,2% და 13,5%-თან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან პლაცებო დამატებული IST-ს. უმრავლესობაში მატება იყო 3 x ULN ქვემოთ, გარდამავალი და იხსნებოდა სატრალიზუმაბის შეწყვეტის გარეშე.

ALT ან AST-ს მატება > 3 x ULN მოხდა პაციენტთა 2,9% -ში და 1,9% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით (მონოთერაპია ან IST– თან ერთად). აღნიშნული მაჩვენებების მომატება არ იყო დაკავშირებული საერთო ბილირუბინის მატებასთან.

ALT-ს მატება 5 x ULN- ზე მეტი დაფიქსირდა თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ ერთ პაციენტში (1%), რომელიც იღებდა სატრალიზუმაბს IST– თან ერთად; მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხდა ნორმალიზება და ამ პაციენტში სატრალიზუმაბი არ იქნა განმეორებით მიღებული (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).

ლიპიდური პარამეტრები

ორმაგი ბრმა მკურნალობის პერიოდში პაციენტთა 10,6%-ში, რომლებიც იღებდნენ სატრალიზუმაბს (მონოთერაპია ან IST– თან ერთად) გაიზარდა საერთო ქოლესტერინის 7,75 მმოლ/ლ -ზე მეტი შედარებით პაციენტთა 1,4% –თან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (ან პლაცებო პლუს IST-ს); პაციენტების 20,2% -ში სატრალიზუმაბმა გამოიწვია ტრიგლიცერიდების მომატება 3,42 მმოლ/ლ -ზე ზემოთ, პაციენტების 10,8% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

პედიატრიული მოსახლეობა

სატრალიზუმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია ≥ 12 წლის 9 ბავშვში. 12 წლიდან ბავშვებში, გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ, იგივე იქნება, როგორც მოზრდილებში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის საშუალებას იძლევა გააკონტროლოთ სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკაცრი მეთვალყურეობა, სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დადგენილია დამხმარე ზომები.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნოსუპრესორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, ATC კოდი: L04AC19

მოქმედების მექანიზმი

სატრალიზუმაბი არის რეკომბინანტი ჰუმანიზებული იმუნოგლობულინი G2 (IgG2) მონოკლონური ანტისხეული (mAb), რომელიც ბოჭავს ხსნად და მემბრანით დაკავშირებულ ადამიანის IL-6 რეცეპტორს (IL-6R) და ამით ხელს უშლის აღნიშნული რეცეპტორების საშუალებით IL-6 სიგნალირებას.

IL-6 დონეებმა მოიმატა ცერებროსპინალურ სითხეში და NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში. IL-6 როლი ჩართულია NMO და NMOSD – ს პათოგენეზში, მათ შორის B უჯრედების გააქტიურება, B უჯრედების პლაზმაბლასტებამდე დიფერენციაცია და პათოლოგიური აუტოანტისხეულების წარმოება, მაგ. AQP4– ის წინააღმდეგ, წყლის არხის ცილა ძირითადად გამოხატულია ასტროციტებით ცნს-ში, Th17 უჯრედების გააქტიურება და დიფერენციაცია, T- მარეგულირებელი უჯრედების დათრგუნვა და ცვლილებები სისხლის ტვინის ბარიერის გამტარიანობაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

NMO და NMOSD-ს დროს სატრალიზუმაბით კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა C- რეაქტიული ცილის (CRP), ფიბრინოგენის და კომპლემენტის (C3, C4 და CH50) შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სატრალიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ორ კლინიკური კვლევის III ფაზაში NMOSD– ის მქონე პაციენტებში (დიაგნოსტირებული, როგორც AQP4-IgG სეროპოზიტიური ან სერონეგატიური NMO [Wingerchuck 2006 კრიტერიუმი], ან როგორც AQP4-IgG სეროპოზიტიური NMOSD [Wingerchuk 2007 კრიტერიუმები]).

კვლევა BN40898 მოიცავდა 12-74 წლის ზრდასრულ და მოზარდ NMOSD-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც იტარებდნენ სტაბილურ IST მკურნალობას, მინიმუმ 2 რეციდივით ბოლო 2 წლის განმავლობაში სკრინინგამდე (მინიმუმ ერთი რეციდივი სკრინინგამდე 12 თვის ფარგლებში) და აღენიშნებოდათ უნარშეზღუდულობის სტატუსი (EDSS) 0 -დან 6,5 -მდე, მაშინ როცა BN40900 კვლევა მოიცავდა ზრდასრულ პაციენტებს 18-74 წლის ასაკში, IST ფონზე, მინიმუმ 1 რეციდივით ან პირველი შეტევით სკრინინგამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში და EDSS-ით 0 -დან 6,5 -მდე. ორივე კვლევა მოიცავდა AQP4-IgG სერონეგატიურ NMO-ს მქონე პაციენტთა დაახლოებით 30% -ს.

ორივე კვლევის ეფექტურობა შეფასდა პირველი რეციდივის დადგომადე დროის მიხედვით, რომელიც განიხილებოდა დამოუკიდებელი კლინიკური შედეგების კომიტეტის (CEC) მიერ, რეციდივი განისაზღვრებოდა EDSS– ის წინასწარ განსაზღვრული გაუარესებით და ფუნქციური სისტემის ქულის (FSS) კრიტერიუმებით, რომელიც ფასდებოდა პაციენტის მიერ სიმპტომების შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში (დადასტურებული რეციდივი).

კვლევა BN40898 (ასევე ცნობილია, როგორც SA-307JG ან SAkuraSky)

კვლევა BN40898 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა სატრალიზუმაბის სტაბილურ IST– სთან ერთად (OC– ები 15 მგ -მდე დღეში [პრედნიზოლონის ექვივალენტი], AZA 3 მგ/კგ/დღეში ან MMF 3000 მგ -მდე დღეში, მოზარდებმა მიიღეს კომბინაცია AZA-ს OC-ებთან ან MMF -ს OC-ებთან) მიღების ეფექტის შესაფასებლად. კვლევის ორმაგი ბრმა პერიოდი მოიცავდა 83 AQP4-IgG სეროპოზიტიურ და სერონეგატიურ პაციენტს (76 ზრდასრული და 7 მოზარდი). პაციენტებმა მიიღეს სატრალიზუმაბის პირველი 3 ერთჯერადი დოზა 120 მგ ან შესაბამისი პლაცებო კანქვეშა ინექციით მუცელში ან ბარძაყის არეში, ყოველ 2 კვირაში პირველი 4 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

საკვლევი პოპულაციის კვლევის დიზაინი და ძირითადი მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 4

ცხრილი 4: კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში BN40898 კვლევისთვის.

კვლევის დასახელება

კვლევა BN40898

(AQP4-IgG სეროპოზიტიური: N=55; ITT*: N=83 )

კვლევის დიზაინი

კვლევის პოპულაცია

მოზარდი და ზრდასრული NMO ან NMOSD– ის მქონე პაციენტები, მკურნალობენ სტაბილური IST– ით

ასაკი 12-74 წელი, ≥ 2 რეციდივი ბოლო 2 წლის განმავლობაში სკრინინგამდე (მინიმუმ ერთი რეციდივი 12 თვის განმავლობაში

სკრინინგის დაწყებამდე), EDSS 0 -დან 6,5 -მდე

კვლევის ხანგრძლივობა ეფექტურობის შესაფასებლად

მოვლენებზე ორიენტირებული ** (26 დადასტურებული რეციდივი)

საშუალო შემდგომი მეთვალყურეობის დრო: სატრალიზუმაბი 139,4 კვირა,

პლაცებო 40,2 კვირა (ITT– ში: 115,1 კვირა და 42,5 კვირა, შესაბამისად)

სამკურნალო ჯგუფები, 1: 1 რანდომიზაციით

ჯგუფი ა: სატრალიზუმაბი 120 მგ კანქვეშ

ჯგუფი ბ: პლაცებო

საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG

სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბი + IST (n=27)

პლაცებო + IST (n=28)

დიაგნოზი, n (%): NMO NMOSD

19 (70,4) 8 (29,6)

14 (50,0) 14 (50,0)

საშუალო ასაკი (SD) (მინ-მაქს)

44,4 (15,7) (13 – 73)

43,4 (12,9) (14 – 65)

ასაკოვანი (≥65 წელი), n (%)

3 (11,1)

1 (3,6)

მოზარდი (≥12-დან <18 წლამდე), n (%)

1 (3,7)

2 (7,1)

სქესი, n (%) კაცი/ n (%) ქალი

0 / 27 (100)

0 / 28 (100)

იმუნოსპურესიული თერაპია (IST), n (%): პერორალური კორტიკოსტეროიდები (OCs) აზატიოპრინი (AZA) მიკოფენოლატ მოფეტილი (MMF) AZA + OCs*** MMF + OCs***

14 (51,9) 11 (40,7) 1 ( 3,7) 0 1 ( 3,7)

13 (46,4) 11 (39,3) 3 (10,7) 0 1 ( 3,6)

  • მკურნალობის მიმღები პაციენტები (ITT)
  • * პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ სარეზერვო თერაპიით, დადასტურებული რეციდივის გარეშე, დაერთოთ ნება ჩართულიყვნენ კვლევის OLE პერიოდში და შეფასებული იყო პირველადი ეფექტურობის ანალიზის საფუძველზე
  • ** კომბინაცია ნებადართულია მოზარდი პაციენტებისთვის

კვლევა BN40900 (ასევე, ცნობილია როგორც SA-309JG ან SAkuraStar)

კვლევა BN40900 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა სატრალიზუმაბის მონოთერაპიის ეფექტის პლაცებოსთან შედარებით. კვლევა მოიცავდა 95 AQP4-IgG სეროპოზიტიურ და სერონეგატიურ ზრდასრულ პაციენტებს. მათ მიიღეს სატრალიზუმაბის პირველი 3 ერთჯერადი დოზა 120 მგ ან შესაბამისი პლაცებო კანქვეშა ინექციის სახით, მუცელში ან ბარძაყის არეში, ყოველ 2 კვირაში, პირველი 4 კვირის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

საკვლევი პოპულაციის კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში 5.

ცხრილი 5: კვლევის დიზაინი და საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში BN40900 კვლევისთვის.

კვლევის დასახელება

კვლევა BN40900

(AQP4-IgG სეროპოზიტიური:

N=64; ITT*: N=95)

კვლევის დიზაინი

კვლევის პოპულაცია

მოზარდი და ზრდასრული NMO ან NMOSD– ის მქონე პაციენტები, მკურნალობენ სტაბილური IST– ით

ასაკი 18-74 წელი, ≥ 1 რეციდივი ან პირველი შეტევა ბოლო 12 თვის განმავლობაში სკრინინგამდე,

EDSS 0 -დან 6,5 -მდე. პაციენტებს რეციდივამდე ჩატარებული აქვთ

NMOSD-ს მკურნალობა

ან არ არიან ნამკურნალევი

კვლევის ხანგრძლივობა ეფექტურობის შესაფასებლად

მოვლენებზე ორიენტირებული (44 დადასტურებული რეციდივი ან რანდომიზაციის თარიღიდან 1,5 წლის შემდეგ

ბოლოს ჩართული პაციენტის,

რომელიც მოდის პირველი)

საშუალო შემდგომი მეთვალყურეობის დრო: სატრალიზუმაბი 96,7კვირა,

პლაცებო 60,1 კვირა (ITT– ში: 95,4 კვირა და 60,5 კვირა)

სამკურნალო ჯგუფები, 2: 1 რანდომიზაციით

მონოთერაპია:

ჯგუფი ა: სატრალიზუმაბი 120 მგ კანქვეშ

ჯგუფი ბ: პლაცებო

საბაზისო მახასიათებლები AQP4-IgG

სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბი (n=41)

პლაცებო (n=23)

დიაგნოზი, n (%): NMO NMOSD

26 (63,4) 15 (36,6)

15 (65,2) 8 (34,8)

საშუალო ასაკი (SD) (მინ-მაქს)

46,0 (12,0) (22 – 70)

40,1 (11, 5) (20 – 56)

ასაკოვანი (≥65 წელი), n (%)

1 (2,4)

0

სქესი, n (%) კაცი/ n (%) ქალი

10 (24,4) / 31 (75,6)

1 (4,3) / 22 (95,7)

  • მკურნალობის მიმღები პაციენტები (ITT)

პირველადი ეფექტურობა

AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში დადასტურებული რეციდივის არსებობის ფარდობითი რისკი BN40900 კვლევაში შემცირდა 79% -ით (Hazard თანაფარდობა, HR [95% CI]: 0,21 [0,06-0,75]), 74% (HR [95% CI]: 0,26 [0,11-0,63]) (იხ. სურათი 1 და 2). როდესაც მონაცემები კვლევებში BN40898 და BN40900 გაერთიანდა, სატრალიზუმაბით მკურნალობამ IST– ით ან მის გარეშე გამოიწვია საერთო რისკის შემცირება AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში 75%-ით (HR [95% CI]; 0,25 (0,12-0,50]). 48 კვირის განმავლობაში, სატრალიზუმაბით ნამკურნალევი AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 85.7% დარჩა დადასტურებული რეციდივის გარეშე, როდესაც გამოიყენება IST– თან ერთად ან როგორც მონოთერაპია პლაცებოს ჯგუფის 58,7% –თან შედარებით. 96 კვირაზე AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 81,4%, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, დარჩნენ დადასტურებული რეციდივის გარეშე, როდესაც გამოიყენებოდა IST– თან ერთად ან როგორც მონოთერაპია, პლაცებოს ჯგუფის 47,2% –თან შედარებით. ეფექტურობა არ იყო მნიშვნელოვანი AQP4-IgG სერონეგატიურ პაციენტებში.

სურათი 1: კვლევა BN40898 - ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში პირველი დადასტურებული რეციდივის დრო AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში

სურათი 2: კვლევა BN40900 - ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში პირველი დადასტურებული რეციდივის დრო AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში

სატრალიზუმაბით მკურნალობამ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შეამცირა დადასტურებული რეციდივების წლიური მაჩვენებელი (ARR) 88% -ით (განაკვეთის თანაფარდობა [RR] = 0,122, 95% CI: 0,027 – 0,546; p = 0,0039) კვლევაში BN40898 და 90% (RR = 0.096, 95% CI: 0,020 – 0,473; p = 0,0086) კვლევაში BN40900 პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით.

პლაცებოზე მყოფ პაციენტებთან შედარებით, სარეზერვო თერაპიის საჭიროება (მაგ., კორტიკოსტეროიდები, ინტრავენურად იმუნოგლობულინი და/ან აფერეზი [მათ შორის პლაზმაფერეზი ან პლაზმაფილტრაცია]) სატრალიზუმაბით ნამკურნალევ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შემცირდა 61% -ით (რისკების თანაფარდობა - odds ratio [OR] = 0,3930, 95% CI: 0,1343 -1,1502; p = 0,0883) კვლევაში BN40898 და 74% -ით (OR = 0,2617, 95% CI: 0,0862 – 0,7943; p = 0,0180) კვლევაში BN40900.

სატრალიზუმაბით მკურნალობამ AQP4-IgG სეროპოზიტიურ პაციენტებში შეამცირა მძიმე რეციდივის განვითარების რისკი, რაც განისაზღვრა EDSS -ის ≥2 ქულით გაზრდით, წინა EDSS შეფასებასთან შედარებით 85% -ით (ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში მძიმე დადასტურებული რეციდივის დრო; HR = 0,15, 95% CI: 0,02 -1,25; p = 0,0441) კვლევაში BN40898 და 79% (HR = 0,21, 95% CI: 0,05 - 0.91; p = 0,0231) კვლევაში BN40900 პლაცებოს მკურნალობასთან შედარებით.

ძირითადი მეორადი შედეგები

BN40898 და BN40900 კვლევებში საწყისი პერიოდიდან 24 კვირამდე ტკივილის ან დაღლილობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ღია გაფართოებული კვლევა

უფრო გრძელვადიანი მონაცემების ანალიზმა OLE პერიოდის ჩათვლით (სარეზერვო თერაპიით ნამკურნალევი რეციდივის საფუძველზე) აჩვენა, რომ AQP4-IgG სეროპოზიტიური პაციენტების 58% და 73%, რომლებიც მკურნალობდნენ სატრალიზუმაბით, დარჩნენ რეციდივის გარეშე მკურნალობის 120 კვირის შემდეგ, როდესაც სატრალიზუმაბი ინიშნებოდა დამატებითი თერაპიის ან მონოთერაპიის სახით.

იმუნოგენობა

კვლევა BN40898-ის III ფაზაში (IST– თან ერთად) და კვლევა BN40900-ის III ფაზაში (მონოთერაპია), წამლების საწინააღმდეგო ანტისხეულები (ADAs) დაფიქსირდა 41% და 71% პაციენტებში, რომლებიც ორმაგ-ბრმა პერიოდში იღებდნენ სატრალიზუმაბს. ADA– ს უნარი გაანეიტრალოს სატრალიზუმაბის შებოჭვა არ არის ცნობილი.

ექსპოზიცია უფრო დაბალი იყო ADA დადებით პაციენტებში, თუმცა არ აღინიშნებოდა ADA– ების გავლენა უსაფრთხოებაზე და აშკარა გავლენა ასევე ეფექტურობასა და ფარმაკოდინამიკურ მარკერებზე, რომლებიც მიუთითებენ სამიზნე ჩართულობაზე.

კვლევების III ფაზის პაციენტებში სატრალიზუმაბით მკურნალობამ განაპირობა დადასტურებული რეციდივის რისკის ანალოგიური შემცირება, მიუხედავად კვლევებს შორის ADA- ს განსხვავებული მაჩვენებლებისა.

პედიატრიული მოსახლეობა

კვლევაში BN40898, 7 მოზარდი პაციენტი ჩაერთო ორმაგ-ბრმა პერიოდში. მათი საშუალო ასაკი იყო 15,4 წელი და სხეულის საშუალო წონა -79,6 კგ. უმრავლესობა იყო ქალი (n = 6). ოთხი პაციენტი იყო თეთრი, 2 - შავი/აფრო-ამერიკელი და 1 იყო აზიელი. სამი (42,9%) მოზარდი პაციენტი სკრინინგის დროს იყო AQP4-IgG სეროპოზიტიური (2 - პლაცებოს ჯგუფში და 1-სატრალიზუმაბის ჯგუფში). ორმაგ-ბრმა პერიოდში, 3 მოზარდიდან 1-ს პლაცებოს ჯგუფში და 4 მოზარდიდან 1-ს სატრალიზუმაბის ჯგუფში აღენიშნა დადასტურებული რეციდივი. მცირე ზომის ნიმუშის გამო, რისკის თანაფარდობა პირველადი შედეგის დროისთვის, ამ ქვეჯგუფში პირველი დადასტურებული რეციდივისთვის არ იყო გათვლილი. დამატებით ორი მოზარდი პაციენტის ჩართვა მოხდა ღია კვლევის პერიოდში.

ევროპის მედიცინის სააგენტომ ენსპრინგის კვლევების შედეგები პედიატრიული პოპულაციის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში NMOSD– ის სამკურნალოდ წარმდგენის ვალდებულება გადაავადა (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილი 4.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკა დახასიათებულია, როგორც იაპონელ, ისე კავკასიელ ჯანმრთელ მოხალისეებში და NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში. ფარმაკოკინეტიკა NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზის გამოყენებით, დახასიათდა პოპულაციის PK ანალიზის მეთოდების გამოყენებით, 154 პაციენტის მონაცემთა ბაზის საფუძველზე.

სატრალიზუმაბის კონცენტრაცია-დროის კურსი NMO ან NMOSD-ის მქონე პაციენტებში ზუსტად იყო აღწერილი ორი ნაწილის პოპულაციის PK მოდელით, პარალელური ხაზოვანი და სამიზნეებით-გაშუალებული (Michaelis-Menten) აღმოფხვრითა და პირველი რიგის SC შეწოვით. სატრალიზუმაბის კლირენსი და მოცულობის პარამეტრები გაიზომა ალომეტრული მასშტაბირებით სხეულის წონის მიხედვით (სიმძლავრის ფუნქციის საშუალებით, ფიქსირებული სიმძლავრით კოეფიციენტი 0,75 და 1, შესაბამისად კლირენსისა და მოცულობის პარამეტრებისთვის). სხეულის წონა ნაჩვენები იყო, როგორც მნიშვნელოვანი კოვარიაცია, კლირენსი და Vc პაციენტებისთვის 123 კგ მასით (წონის განაწილების 97.5 პროცენტი) გაიზარდა 71,3% და 105%, 60 კგ-იან პაციენტთან შედარებით.

სტაბილური ფარმაკოკინეტიკა მიღწეულ იქნა დატვირთვის პერიოდის (8 კვირა) შემდეგ Cmin, Cmax და AUC-ისთვის შემდეგნაირად (საშუალო (± SD): Cmin: 19,7 (12,2) მკგ/მლ, Cmax: 31,5 (14,9) მკგ/მლ და AUC: 737(386) მკგ მლ/დღეში.

შეწოვა

სატრალიზუმაბის შეწოვის სიჩქარის მუდმივა იყო 0,0104/სთ, რაც უტოლდება შთანთქმის ნახევარგამოყოფის პერიოდს, დაახლოებით 3 დღე (66 საათი) რეკომენდებული დოზით (იხ. ნაწილი 4.2). ბიოშეღწევადობა მაღალი იყო (85.4%).

განაწილება

სატრალიზუმაბი გადის ორფაზიან განაწილებას. განაწილების ცენტრალური მოცულობა იყო 3,46 ლ, განაწილების პერიფერიული მოცულობა იყო 2,07 ლ. ინტერ-კომპარტმენტული კლირენსი იყო 14 მლ/სთ.

ბიოტრანსფორმაცია

სატრალიზუმაბის მეტაბოლიზმი უშუალოდ არ არის შესწავლილი, როგორც მონოკლონური ანტისხეულები, ისინი ძირითადად გაწმენდილია კატაბოლიზმით.

ელიმინაცია

სატრალიზუმაბის მთლიანი კლირენსი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ხაზოვანი კლირენსი (სტაბილური მდგომარეობის მთლიანი კლირენსის დაახლოებით ნახევრის აღრიცხვა რეკომენდებული დოზის გამოყენებით NMO და NMOSD-ის მქონე პაციენტებში) არის შეფასებული, როგორც 2,50 მლ/სთ. დაკავშირებული t1/2 ტერმინალი არის დაახლოებით 30 დღის (დიაპაზონი 22-37 დღე) მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აღებულია მე –3 ფაზის კვლევებიდან.

სპეციალური პოპულაციები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზებმა NMO ან NMOSD-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში აჩვენა, რომ ასაკი, სქესი და რასა არ ახდენს არსებით გავლენას სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის წონამ გავლენა მოახდინა სატრალიზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე, დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული რომელიმე აღნიშნული დემოგრაფიული მაჩვენებლისთვის.

პედიატრიული მოსახლეობა

მონაცემები მოპოვებული 8 მოზარდ პაციენტზე [13-17 წლის], რომლებმაც იმკურნალეს მოზრდილთა დოზირების რეჟიმით აჩვენებს, რომ აღნიშნული პოპულაციის PK პარამეტრები სატრალიზუმაბისთვის მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ზრდასრული მოსახლეობისგან. ამიტომ, დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ასაკოვანები

სატრალიზუმაბის PK- ს გამოსაკვლევად არ ჩატარებულა სპეციალური კვლევები ≥65 წლის პაციენტებში, თუმცა BN40898 და BN40900 კლინიკურ კვლევებში ჩართულნი იყვნენ 65 -დან 74 წლამდე ასაკის NMO ან NMOSD– ის მქონე პაციენტები.

თირკმლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის PK–ზე თირკმლის უკმარისობის ეფექტის ოფიციალური შესწავლა არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტები თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ და <80 მლ/წთ) ჩართულნი იყვნენ III ფაზის კვლევებში. პოპულაციის PK ანალიზის საფუძველზე თირკმლის უკმარისობა არ ზემოქმედებს სატრალიზუმაბის PK– ზე, რომელიც შეესაბამება სატრალიზუმაბის კლირენსის ცნობილ მექანიზმებს, ამიტომ დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა

სატრალიზუმაბის PK– ზე ღვიძლის უკმარისობის ეფექტის ოფიციალური შესწავლა არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 4.2).

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

არა-კლინიკური მონაცემები არ ავლენს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე.

კანცეროგენობა

მღრღნელებზე კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა სატრალიზუმაბის კანცეროგენული პოტენციალის დასადგენად. ქრონიკული პროლიფერაციული დაზიანებები არ აღინიშნა ცინომოლგუს მაიმუნში ტოქსიკურობის 6 თვიან კვლევაში.

გენოტოქსიკურობა

სატრალიზუმაბის მუტაგენური პოტენციალის დასადგენად არ ჩატარებულა კვლევები. ანტისხეულების გავლენა დნმ -ზე არ არის მოსალოდნელი.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

სატრალიზუმაბით პრენატალურ მკურნალობას და მშობიარობის შემდგომ ზემოქმედებას ორსულ მაიმუნებში და მათ შთამომავლობაში არ გამოუწვევია რაიმე უარყოფითი ეფექტი მდედრ ცხოველებზე, ნაყოფის განვითარებაზე, ორსულობის შედეგზე ან ჩვილის გადარჩენადობა და განვითარებაზე, სწავლის უნარის ჩათვლით.

სატრალიზუმაბის კონცენტრაცია დედის რძეში იყო ძალიან დაბალი (დედის პლაზმური დონეების შესაბამისად 0,9%).

განაყოფიერება

სატრალიზუმაბის ქრონიკული მკურნალობით მამაკაცის ან ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე არანაირი ეფექტი არ გამოვლენილა მაიმუნებში.

ციტოკინის გამოთავისუფლების სინდრომი

ადამიანის სისხლში ინ ვიტრო კვლევების საფუძველზე, სატრალიზუმაბით ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოთავისუფლების რისკი ითვლება, როგორც დაბალი ციტოკინების სიხშირისა და ზრდის თვალსაზრისით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰისტიდინი

ასპარტინის მჟავა

არგინინი

პოლოქსამერი 188

საინექციო წყალი

  • 2 შეუთავსებლობა

თავსებადობის კვლევების არარსებობისას, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

  • 3 შენახვის ვადა

3 წელი

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

შეინახეთ მაცივარში (2 ° C - 8 ° C).

არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ ის გაყინულია.

ყოველთვის შეინახეთ შპრიცი მშრალად.

შეინახეთ PFS მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

თუ იგი არ არის გახსნილი და ინახება მუყაოს კოლოფში, შპრიცი შეიძლება დარჩეს მაცივრიდან 30 ° C ტემპერატურაზე ქვემოთ, ერთხელ 8 დღემდე. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ პროდუქტი არ უნდა დაბრუნდეს მაცივარში და უნდა იქნას გამოყენებული ან გადაყრილი.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

1 მლ ხსნარი PFS- ში (პოლიმერი) ფიქსირებული, უჟანგავი ფოლადის ნემსით, მორგებული ქლორირებული ბუტილის რეზინის პოლიპროპილენის რიგიდული ნემსის ფარით და დალუქული ქლორირებული ბუტილის რეზინის დგუშის საცობით. PFS არის მარკირებული და აწყობილი ნემსის ავტომატური დაცვით, დგუშის ჯოხით და გაფართოებული თითის ფლანგებით (EFF).

პაკეტის ზომა 1 PFS.

  • 6 გამოყენებისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

მაცივრიდან გამოღების შემდეგ დალუქული მუყაოს ყუთი უნდა გაიხსნას და მოხდეს PFS-ის ამოღება ფრთხილად, ძირითადი კორპუსის დაჭერით. მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ PFS-მა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას, მიღების პროცესის დაწყებამდე დაიცადეთ 30 წუთის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ სითხე არის შემღვრეული, გაუფერულებული, მასში შეიმჩნევა ნაწილაკები ან თუ PFS– ის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.

ინექცია უნდა გაკეთდეს თავსახურის მოხსნისთანავე და არა უგვიანეს 5 წუთის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებას გამოშრობისა და ნემსის დაბლოკვის თავიდან აცილების მიზნით. თუ წინასწარ შევსებული შპრიცი არ გამოიყენება თავსახურის მოხსნიდან 5 წუთის განმავლობაში, თქვენ უნდა გადააგდოთ იგი მყარ, ბასრი საგნების კონტეინერში და გამოიყენოთ ახალი წინასწარ შევსებული შპრიცი.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრი მოთხოვნების შესაბამისად.

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH გერმანია

და/ან

F. Hoffmann-La Roche Ltd. შვეიცარია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი (ნომრები)

EU/1/21/1559/001

  • ავტორიზაციის პირველი უფლებამოსილების/განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი:

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

სამკურნალო საშუალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპული მედიცინის სააგენტოს ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ენსპრინგი 120 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

სატრალიზუმაბი

ეს სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შეტყობინებით. იხილეთ მე-4 ნაწილის ბოლოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ.

სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ანოტაცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ანოტაცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი განმეორებით წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • სამკურნალო საშუალება დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მიადგეს მათ, მაშინაც კი, თუ მათი ავადმყოფობის ნიშნები მსგავსია.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში. იხილეთ ნაწილი 4.

ამ ანოტაციის გარდა, თქვენი ექიმი, ასევე მოგცემთ პაციენტის გაფრთხილების ბარათს, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ ენსპრინგით მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში. თან იქონიეთ ეს გაფრთხილების ბარათი ნებისმიერ დროს.

რა არის ამ ანოტაციაში

  • რა არის ენსპრინგი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ ენსპრინგის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ენსპრინგი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შეინახოთ ენსპრინგი
  • პაკეტის შინაარსი და სხვა ინფორმაცია

გამოყენების ინსტრუქცია

  • რა არის ენსპრინგი და რისთვის გამოიყენება იგი?

რა არის ენსპრინგი?

ენსპრინგი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სატრალიზუმაბს. ეს არის ცილის ტიპი, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეული. მონოკლონური ანტისხეულები შექმნილია იმისთვის, რომ ამოიცნონ და მიემაგრონ სეპციფიურ ნივთიერებას ორგანიზმში.

რისთვის გამოიყენება ენსპრინგი?

ენსპრინგი არის სამკურნალო საშუალება ნეირომიელიტის ოპტიკური სპექტრის დარღვევების სამკურნალოდ (NMOSD) ზრდასრულებში და ახალგაზრდებში 12 წლიდან.

რა არის NMOSD

NMOSD არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს მხედველობის ნერვებსა და ზურგის ტვინს. ეს გამოწვეულია იმუნური სისტემის (ორგანიზმის დაცვა) არასწორი მუშაობით და ნერვებზე შეტევით ორგანიზმში.

მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს შეშუპებას, რაც იწვევს ტკივილს და მხედველობის დაკარგვას.

ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს სისუსტეს ან მოძრაობის გაძნელებას ფეხებსა და ხელებში, მგრძნობელობის დაკარგვას, შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციონირების პრობლემებს.

NMOSD- ის შეტევის დროს, ადგილი აქვს ნერვულ სისტემაში შეშუპებას. ეს ასევე ხდება დაავადების გამწვავებისას (რეციდივი). შეშუპება იწვევს ახალ სიმპტომებს ან წინა სიმპტომების დაბრუნებას.

როგორ მუშაობს ენსპრინგი

ენსპრინგი ბლოკავს ცილის მოქმედებას, სახელწოდებით ინტერლეიკინ-6 (IL-6), რომელიც ჩართულია პროცესებში, რაც იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას და შეშუპებას. მისი ეფექტების დაბლოკვით, ენსპრინგი ამცირებს NMOSD– ის რეციდივის ან შეტევის რისკს.

  • რა უნდა იცოდეთ ენსპრინგის გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ ენსპრინგი

თუ ხართ ალერგიული სატრალიზუმაბზე ან ამ სამკურნალო საშუალების სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, არ გამოიყენოთ ენსპრინგი და გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ განიცდით რაიმე ალერგიულ რეაქციას, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

თუ გეხებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი (ან თუ დარწმუნებული არ ხართ), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ენსპრინგის გამოყენებამდე.

ინფექციები

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ენსპრინგი ინფექციის დროს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ რაიმე ინფექციის ნიშნები ენსპრინგის მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს ან შემდეგ, როგორიცაა:

  • ცხელება ან შემცივნება
  • ხველა, რომელიც არ იხსნება
  • ყელის ტკივილი
  • ჰერპესი ან სასქესო ორგანოების წყლულები (მარტივი ჰერპესი)
  • სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპეს ზოსტერი)
  • კანის სიწითლე, შეშუპება, მგრძნობელობა ან ტკივილი
  • ცუდად ყოფნის შეგრძნება ან ავადმყოფობა, დიარეა ან მუცლის ტკივილი.

ამ ინფორმაციას, ასევე ნახავთ პაციენტის გაფრთხილების ბარათში, რომელიც ექიმმა მოგაწოდათ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის თან გქონდეთ ეს გამაფრთხილებელი ბარათი და აჩვენოთ იგი ნებისმიერ ექიმს, ექთანს ან მომვლელს.

ენსპრინგის მიღებამდე ან ენსპრინგის ინექციის გაგრძელებამდე, თქვენი ექიმი დაელოდება სანამ ინფექცია არ გაკონტროლდება.

ვაქცინაციები

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ახლახან გაიკეთეთ რაიმე ვაქცინა ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ვაქცინაციის ჩატარებას.

თქვენი ექიმი შეამოწმებს გჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია ენსპრინგის დაწყებამდე.

ენსპრინგით მკურნალობის განმავლობაში, არ გამოიყენოთ ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები (მაგალითად BCG ტუბერკულოზის ან ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინები).

ღვიძლის ფერმენტები

ენსპრინგმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე და გაზარდოს ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის რაოდენობა სისხლში. ენსპრინგის მიღებამდე და მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ღვიძლი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ჩამოთვლილთაგან გაქვთ ღვიძლის დაზიანების რომელიმე ნიშანი ენსპრინგით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ:

  • კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე)
  • მუქი ფერის შარდი
  • გაცივების შეგრძნება და ავადმყოფობა
  • მუცლის ტკივილი

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა

ენსპრინგის მიღებამდე და მკურნალობის დროს , თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსასაზღვრად.

ბავშვები და ახალგაზრდები

არ მისცეთ ეს სამკურნალო საშუალება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ის ჯერ არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა მედიკამენტები და ენსპრინგი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ვარფარინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი და თეოფილინი, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ეჭვობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ მშობიარობას, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თუ თქვენ დაგჭირდებათ ენსპრინგი. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ენსპრინგი დედის რძეში.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ავტომობილის, ველოსიპედის მართვისას ან რაიმე ინსტრუმენტის, მექანიზმს მართვისას, ნაკლებად სავარაუდოა, ენსპრინგმა იმოქმედოს თქვენზე.

  • როგორ გამოვიყენოთ ენსპრინგი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რა რაოდენობით ენსპრინგი გამოვიყენოთ?

თითოეული ინექცია შეიცავს 120 მგ სატრალიზუმაბს. პირველი ინექცია ჩატარდება თქვენი ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ.

პირველი სამი ინექცია კეთდება 2 კვირაში ერთხელ ე.წ. "დატვირთვის დოზები".

ამის შემდეგ ინექცია კეთდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ ე.წ. "შემანარჩუნებელი დოზა". განაგრძეთ ინექციები 4 კვირაში ერთხელ იმდენ ხანს, რამდენსაც ექიმი გირჩევთ.

როგორ გამოვიყენოთ ენსპრინგი?

ენსპრინგი ინიშნება კანის ქვეშ ინექციის სახით (კანქვეშ).

ყოველ ჯერზე შეიყვანეთ შპრიცის მთელი შემადგენლობა

დასაწყისში ენსპრინგის ინექციის ჩატარება შეუძლია თქვენს ექიმს ან ექთანს. თუმცა, მათ შესაძლებელია გადაწყვიტონ, რომ ეს შეგიძლიათ თქვენ ან ზრდასრულ მომვლელს.

. თქვენ ან თქვენს მომვლელს ჩაგიტარებენ ტრენინგს ენსპრინგის ინექციის შესახებ.

  • თუ თქვენ ან თქვენს მომვლელს გაქვთ რაიმე შეკითხვა ინექციების გაკეთებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ყურადღებით წაიკითხეთ და მიჰყევით „გამოყენების ინსტრუქციას“ ამ ფურცლის ბოლოს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ენსპრინგი.

თუ თქვენ იყენებთ უფრო მეტ ენსპრინგს ვიდრე საჭიროა

ვინაიდან ენსპრინგი არის წინასწარ შევსებულ შპრიცში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღოთ ზედმეტი დოზა, თუმცა, თუ ეს გაწუხებთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ თქვენ შემთხვევით შეიყვანთ საჭიროზე მეტ დოზას, დაურეკეთ ექიმს. ექიმთან ვიზიტის დროს ყოველთვის წაიღეთ თქვენი ბარათი.

თუ დაგავიწყდათ ენსპრინგის მიღება

იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს სრულად ეფექტური, ძალიან მნიშვნელოვანია ინექციების გაგრძელება.

თუ თქვენი ექიმი ან ექთანი ჩაგინიშნავთ ინექციას და თქვენ გამოტოვებთ შეხვედრას, დაუყოვნებლივ დანიშნეთ შემდეგი ინექცია.

თუ თქვენ თვითონ იტარებთ ენსპრინგის ინექციას და გამოტოვეთ, გაიკეთეთ დოზა რაც შეიძლება მალე. არ დაელოდოთ შემდეგ დაგეგმილ დოზას. მას შემდეგ, რაც გაიკეთებთ გამოტოვებულ დოზას, თქვენი შემდეგი ინექცია უნდა იყოს:

  • დატვირთვის დოზებისთვის - 2 კვირის შემდეგ
  • შემანარჩუნებელი დოზებისთვის - 4 კვირის შემდეგ

თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

თუ შეწყვეტთ ენსპრინგის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ენსპრინგის გამოყენება მოულოდნელად ექიმთან წინასწარი კითხვის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე სხვა კითხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, გაარკვიეთ ის თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველა პაციენტს არ აღენიშნება ისინი.

ალერგიული რეაქციები

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ინექციის დროს ან მის შემდეგ ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ნიშნის არსებობის შემთხვევაში, როგორებიცაა:

  • გულმკერდის შებოჭილობა ან ხიხინი
  • ქოშინის შეგრძნება
  • ცხელება ან შემცივნება
  • ძლიერი თავბრუსხვევა ან გულისწასვლის შეგრძნება
  • ტუჩების, ენის, სახის შეშუპება
  • კანის ქავილი, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი.

არ მიიღოთ შემდეგი დოზა სანამ არ დაელაპარაკებით თქვენს ექიმს და ის არ გეტყვით ამის შესახებ.

ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

უმეტეს შემთხვევაში ეს არის მსუბუქი რეაქციები, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება იყოს სერიოზული.

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ინექციის დროს ან მის შემდგომ, განსაკუთრებით ინექციის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი:

  • სიწითლე, ქავილი, ტკივილი ან შეშუპება ინექციის ადგილას
  • გამონაყარი, კანის სიწითლე ან ქავილი ან ჭინჭრის ციება
  • წამოწითლების შეგრძნება
  • თავის ტკივილი
  • ყელის გაღიზიანება, შეშუპება ან ტკივილი
  • ქოშინის შეგრძნება
  • დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა და გონების დაკარგვის შეგრძნება)
  • ცხელება ან შემცივნება
  • დაღლილობის შეგრძნება
  • შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან ავადმყოფობა, ან დიარეა
  • სწრაფი გულისცემა, გულის ფრიალი ან ფეთქვა (პალპიტაცია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)

  • თავის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე კვლევებში

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტს)

  • დაძაბულობის შეგრძნება
  • შაკიკი
  • შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია)
  • არტერიული წნევის მომატება
  • ჩაძინების გაძნელება
  • ქვედა კიდურების, ტერფების ან ხელების შეშუპება
  • გამონაყარი ან ქავილი
  • ალერგია ან თივის ცხელება
  • კუჭის ანთება (გასტრიტი), მათ შორის კუჭის ტკივილი და გულისრევა
  • წონის მომატება
  • სისხლის ტესტები აჩვენებს:
  • დაბალი ფიბრინოგენის დონე (ცილა, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში)
  • ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე (ტრანსამინაზები, ღვიძლის პრობლემების შესაძლო ნიშანი)
  • ბილირუბინის მაღალი დონე (ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების შესაძლო ნიშანი)
  • თრომბოციტების დაბალი დონე (რამაც შეიძლება ადვილად გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლჩაქცევები)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების საკითხში დახმარება.

როგორ შეინახოთ ენსპრინგი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებული შპრიცის ეტიკეტზე და მუყაოზე "EXP" - ის გვერდზე. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ინახება მაცივარში (2 ° C - 8 ° C). არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ ის გაყინულია.

ყოველთვის შეინახეთ შპრიცი მშრალ მდგომარეობაში.

შეინახეთ წინასწარ შევსებული შპრიცები მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

თუ არ არის გახსნილი და ინახება მუყაოს კოლოფში, ენსპრინგი შეიძლება დარჩეს მაცივრის გარეთ 30 °C-ის ქვემოთ, ერთჯერადად 8 დღემდე. არ დააბრუნოთ ენსპრინგი მაცივარში.

არ გამოიყენოთ და გაანადგურეთ წინასწარ შევსებული შპრიცი, თუ ის 8 დღეზე დიდხანს დარჩა მაცივრის გარეთ. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება, თუ არის შემღვრეული, გაუფერულებული ან შეიცავს ნაწილაკებს. ენსპრინგი არის უფერო, ოდნავ ყვითელი სითხე.

სამკურნალო საშუალების გაკეთება უნდა მოხდეს თავსახურის მოხსნისთანავე და არა უგვიანეს 5 წუთის განმავლობაში, რათა არ მოხდეს სამკურნალო საშუალების ამოშრობა და ნემსის დაბლოკვა. თუ წინასწარ შევსებული შპრიცი არ გამოიყენება თავსახურის მოხსნიდან 5 წუთის ფარგლებში, უნდა გადააგდოთ ის ბასრი საგნების კონტეინერში და გამოიყენოთ ახალი და წინასწარ შევსებული შპრიცი.

არ გაანადგუროთ სამკურნალო საშუალება გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს სად გადააგდოთ სამკურნალო საშუალება, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ენსპრინგი

  • აქტიური ნივთიერებაა სატრალიზუმაბი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 120 მგ სატრალიზუმაბს 1 მლ-ში.
  • სხვა ინგრედიენტებია ჰისტიდინი, ასპარტინის მჟავა, არგინინი, პოლოქსამერი 188, საინექციო წყალი.

ენსპრინგის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

  • ეს არის უფეროდან ოდნავ მოყვითალო სითხე.
  • ენსპრინგი არის საინექციო ხსნარი.
  • ენსპრინგის თითოეული პაკეტი შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიცს.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH გერმანია

და/ან

F. Hoffmann-La Roche Ltd. შვეიცარია

მწარმოებელი

დამზადებულია F. Hoffmann-La Roche Ltd. შვეიცარიისთვის Chugai Pharma Manufacturing Co. Ltd., იაპონია

ამ სამკურნალო საშუალებას შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

ეს ბროშურა ბოლოს შესწორებულია 2021 წლის აპრილში

ამ სამკურნალო საშუალებას შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

http://www.ema.europa.eu

ასევე სხვა ვებ-გვერდებზე არსებობს ბმულები იშვიათი დაავადებებისა და მკურნალობის შესახებ.

გამოყენების ინსტრუქცია

წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია:

  • სანამ დაიწყებთ შევსებული შპრიცის გამოყენებას
  • ყოველ ჯერზე, როდესაც იღებთ შევსების რეცეპტს, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს ახალ ინფორმაციას.
  • ეს ინფორმაცია არ შეიცავს თქვენს ექიმთან ან ექთანთან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობაზე საუბარს.
  • თქვენი ექიმი ან ექთანი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა თქვენ ან მომვლელს ენსპრინგის ინექციები ბინაზე. ისინი ასევე გაჩვენებენ შპრიცის გამოყენების სწორ და უსაფრთხო გზას, სანამ პირველად გამოიყენებთ დამოუკიდებლად.
  • თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • თითოეული შპრიცი წინასწარ არის შევსებული წამლით, სახელწოდებით ენსპრინგი.
  • ენსპრინგის თითოეული ყუთი შეიცავს მხოლოდ 1 წინასწარ შევსებულ შპრიცს.
  • თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ.
  • არ გაუზიაროთ თქვენი შპრიცები სხვა ადამიანებს.
  • არ მოხსნათ ნემსს თავსახური მანამ, სანამ არ ხართ მზად ენსპრინგის ინექციისთვის.
  • არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ ის დავარდა ან დაზიანებულია.
  • არ სცადოთ შპრიცის დაშლა.
  • არ დატოვოთ შპრიცი უყურადღებოდ.
  • არ გამოიყენოთ იგივე შპრიცი.

ინექციისთვის საჭირო მასალები

თითოეული ენსპრინგის ყუთი შეიცავს:

  • 1 წინასწარ შევსებული შპრიცი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის
  • 1 სპირტიანი ტამპონი
  • 1 სტერილური ბამბის ბურთი ან მარლა
  • 1 პატარა სახვევი
  • 1 ჩხვლეტაგამძლე ბასრი საგნების კონტეინერი ნემსის თავსახურისა და გამოყენებული შპრიცის უსაფრთხოდ გასანადგურებლად. გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს, იხილეთ ნაწილი 21 "ენსპრინგის განადგურება".

წინასწარ შევსებული შპრიცი

(იხ. სურათი A და სურათი B)

გამოყენებამდე:

ნემსის თავსახური

ლულა

გააქტიურების მცველები (არ შეეხოთ) X

ვადის გასვლის თარიღი

დგუში

გამოყენების შემდეგ:

ნემსის ავტომატური დაცვა

(გახსნილი და ჩაკეტილი)

სურათი B

შპრიცს აქვს ნემსის ავტომატური დაცვა, რომელიც ფარავს ნემსს ინექციის დასრულების შემდეგ.

მოემზადეთ ენსპრინგის გამოსაყენებლად

  • გამოიღეთ შპრიცის შემცველი ყუთი მაცივრიდან და დადეთ სუფთა, ბრტყელ სამუშაო

ზედაპირზე (მაგიდის მსგავსი).

  • შეამოწმეთ ვადის გასვლის თარიღი ყუთის უკანა მხარეს (იხ. სურათი C). არ გამოიყენოთ ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში.
  • შეამოწმეთ, რომ ყუთის წინა მხარე იყოს დალუქული (იხ. სურათი C). არ გამოიყენოთ თუ ლუქი გატეხილია.

თუ ვადა გაუვიდა ან ლუქი გატეხილია, გადადით ნაწილზე 21 „ენსპრინგის განადგურება“ და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ექთანს.

შეამოწმეთ ვადის გასვლის თარიღი (უკან)

შეამოწმეთ არის თუ არა ყუთი დალუქული

სურათი C

  • გახსენით დალუქული ყუთი (იხ. სურათი დ).

სურათი D

  • ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი ყუთიდან ლულის დაჭერით (იხ. სურათი E).
  • არ ამოატრიალოთ ყუთი შპრიცის ამოსაღებად.
  • არ შეეხოთ აქტივაციის დამცავებს. ამან შეიძლება დააზიანოს შპრიცი.
  • არ დაიჭიროთ დგუში ან ნემსის თავსახური.

სურათი E

შეამოწმეთ შპრიცი

(იხ. სურათი F)

  • შეამოწმეთ შპრიცზე მითითებული ვადის გასვლის თარიღი. არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ მას ვადა გაუვიდა.
  • შეამოწმეთ შპრიცი რაიმე დაზიანებაზე. არ გამოიყენოთ, თუ ის გაბზარული ან გატეხილია.
  • შეამოწმეთ რომ მინის ხილვადი ნაწილის მიხედვით, სითხე არის გამჭვირვალე და უფერო ოდნავ ყვითლამდე. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება, თუ სითხე შემღვრეულია, გაუფერულდა ან მასში შეიმჩნევა ნაწილაკები.
  • შპრიცში შეიძლება იყოს პატარა ჰაერის ბუშტუკები. ეს ნორმალურია და არ უნდა სცადოთ მათი გამოდევნა.
  • შეამოწმეთ ვადის გასვლის თარიღი
  • შეამოწმეთ სითხე
  • შეამოწმეთ შპრიცი დაზიანებაზე

სურათი F

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება თუ ვარგისიანობის ვადა გასულია, შპრიცი დაზიანებულია ან სითხე ამღვრეულია, გაუფერულებულია ან მასში არსებობს ნაწილაკები. შემდეგ გადადით ნაწილზე 21"ენსპრინგის განადგურება" და მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

დააყოვნეთ შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე

  • მას შემდეგ რაც შეამოწმეთ შპრიცი, განათავსეთ იგი სუფთა, ბრტყელ სამუშაო ზედაპირზე (მაგიდის მსგავსი) 30 წუთი. ეს საშუალებას იძლევა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას (იხ. სურათი G).

მნიშვნელოვანია, რომ შპრიცმა თანდათან მიაღწიოს ოთახის ტემპერატურას, რადგან ცივი სამკურნალო საშუალებას შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და გაართულოს დგუშზე ზეწოლა.

  • არ დააჩქაროთ გათბობის პროცესი შპრიცის რაიმე ფორმით გაცხელებით.
  • არ მოხსნათ ნემსს თავსახური, სანამ შპრიცი არ მიაღწევს ოთახის ტემპერატურას.

30 წთ

სურათი G

დაიბანეთ ხელები

  • დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით (იხ. სურათი H).

ფიგურა H

შეარჩიეთ ინექციის ადგილი

  • შეარჩიეთ ინექციის ადგილი:
  • კუჭის ქვედა ნაწილი (მუცელი) ან,
  • ბარძაყების წინა და შუა ნაწილი (იხ. სურათი I)

ინექციის ადგილები

სურათი I

  • არ შეიყვანოთ ჭიპის ირგვლივ 5 სმ ზონაში.
  • არ შეიყვანოთ ხალის, ნაწიბურის, სისხლჩაქცევის ადგილებში ან სადაც კანი არის მგრძნობიარე, წითელი, გამკვრივებული ან გამსკდარი.

ყოველი ახალი ინექციისთვის შეარჩიეთ განსხვავებული ადგილი. ყოველი ახალი ინექციისთვის შეარჩიეთ განსხვავებული ადგილი ბოლო ადგილიდან მინიმუმ 2.5 სმ დაშორებით.

გაწმინდეთ ინექციის ადგილი.

  • გაწმინდეთ ინექციის ადგილი ალკოჰოლის ტამპონით და დააცადეთ გააშრეს ჰაერზე.
  • არ დაუნიავოთ ან შეუბეროთ იმ ადგილს, რომელიც გაწმინდეთ.
  • ინექციის გაკეთებამდე ხელმეორედ არ შეეხოთ ინექციის ადგილს.

სურათი J

ენსპრინგის ინექცია

  • დაიჭირეთ შპრიცის ლულა ცერა და საჩვენებელ თითებს შორის. თქვენი მეორე ხელით, მოქაჩეთ ნემსის თავსახურს წინ. ნემსის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ სითხის წვეთი. ეს ნორმალურია და არ იმოქმედებს თქვენს დოზაზე (იხ. სურათი K).
  • გამოიყენეთ შპრიცი თავსახურის მოხსნიდან 5 წუთის განმავლობაში ან ნემსი შეიძლება გაიჭედოს.
  • არ მოხსნათ ნემსს თავსახური მანამ, სანამ არ ხართ მზად ენსპრინგის ინექციისთვის.
  • არ დაახუროთ ნემსს უკან, რადგან ნემსი შეიძლება დაზიანდეს.
  • ნუ შეეხებით ნემსს და ნუ შეახებთ მას ნებისმიერ ზედაპირს ნემსის თავსახურის მოხსნის შემდეგ.

სურათი K

  • დაუყოვნებლივ გადააგდეთ ნემსის თავსახური ჩხვლეტაგამძლე ბასრი საგნების კონტეინერში. იხილეთ ნაწილი 21 "ინსპრინგის განადგურება".
  • დაიჭირეთ შპრიცის ლულა თქვენი ცერა და საჩვენებელი თითით. მეორე ხელით, მოჭიმეთ კანის გაწმენდილი ადგილი (იხ. სურათი L).
  • გამოიყენეთ სწრაფი, ისრის მსგავსი მოძრაობა ნემსის ჩასარჭობად 45 °-დან 90 °-მდე კუთხით (იხ. სურათი L).
  • ინექციის შესრულებისას არ შეცვალოთ ინექციის კუთხე.
  • აღარ ჩაარჭოთ ნემსი განმეორებით.

სურათი L

  • ნემსის ჩარჭობის შემდეგ მოუშვით მოჭიმული კანი.
  • ნელ-ნელა შეიყვანეთ მთელი სამკურნალო საშუალება, დგუშის ნაზი ზეწოლით ბოლომდე, სანამ ის არ შეეხება გააქტიურების მცველებს (იხ. სურათი M).

სურათი M

  • ნაზად გაათავისუფლეთ დგუში და მიეცით საშუალება ნემსს ამოვიდეს კანიდან იმავე კუთხით, როგორც ის იყო ჩარჭობილი (იხ. სურათი N).

სურათი N

  • ნემსი ახლა დაფარული იქნება ნემსის ავტომატური დამცავი საშუალებით. თუ ნემსი არ არის თავდახურული, ფრთხილად მოათავსეთ შპრიცი ჩხვლეტაგამძლე ბასრი საგნების კონტეინერში, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება. იხილეთ ნაწილი 21 „ენსპრინგის განადგურება".

ინექციის ადგილის მოვლა

  • ინექციის ადგილას შეიძლება იყოს მცირე სისხლდენა. თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ბამბით ან ბინტით ინექციის ადგილს, სანამ სისხლდენა არ შეჩერდება, მაგრამ არ მოახდინოთ მისი უხეშად გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაფაროთ ინექციის ადგილი მცირე ზომის სახვევით. თუ სამკურნალო საშუალება შეეხება კანს, ჩამოიბანეთ ეს ადგილი წყლით.

ენსპრინგის განადგურება

  • ნუ ეცდებით ხელახლა დაახუროთ შპრიცს. შპრიცი გამოყენებისთანავე მოათავსეთ ბასრი ნარჩენების კონტეინერში (იხ. სურათი O). არ ჩააგდოთ შპრიცი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში და არ გამოიყენოთ ის განმეორებით.

სურათი O

  • ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ან ფარმაცევტს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეგიძლიათ მიიღოთ "ბასრი საგნების"კონტეინერი ან ის თუ სხვა რა ფორმის ჩხვლეტაგამძლე კონტეინერები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მიერ გამოყენებული შპრიცების და ნემსის თავსახურების უსაფრთხოდ გასანადგურებლად.
  • გაანადგურეთ გამოყენებული ბასრი საგნების კონტეინერი თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის ან ფარმაცევტის მითითებით.
  • არ გადააგდოთ გამოყენებული ბასრი საგნების კონტეინერი თქვენს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
  • განმეორებით ნუ გამოიყენებთ ბასრი საგნების კონტეინერს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა