პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

ევროფარი

Eurofar

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

*რკინადეფიციტური ანემიები: -პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.); -რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა; -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია); …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
ჟელატინის რბილი კაფსულა №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Vefa Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, რკინა სხვადასხვა კომბინაციებში
ATC კოდი
B03AE04
რეგისტრაციის ნომერი
რ-035736
რეგისტრირებულია
1 ივლისი 2022, მოქმედებს 1 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Europharma Georgia“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაევროფარი და სხვა წამალი ერთად

ევროფარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რკინადეფიციტური ანემიები:
  • პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);
  • რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა; -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია);

წინააღმდეგჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).

მიღების წესი და დოზირება

მიიღება ექიმის დანიშნულებით ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.

შენახვის პირობები

შეინახეთ 25 0C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინის ფუმარატი ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის. ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. თუთიის სულფატი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას. სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს. მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში და თუთიადამოკიდებულ ფერმენტებთან თუთიის დაკავშირებას, რაც იწვევს მათ გააქტიურებას. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის აბსორბციის პროცესს, ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში, რომელიც ჰემის წინამორბედია. ვიტამინი B12 ასტიმულირებს თიამიდინური ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რიცხვი. მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

ევროფარი

EUROFAR

ერთი კაფსულის შემადგენლობა :

რკინის ფუმარატი - 304,25 მგ (ელემენტარული რკინა 100 მგ.),

თუთიის სულფატი - 11,05მგ (ელემენტარული თუთია 4,0მგ.),

სპილენძის სულფატი - 5,0 მგ (ელემენტარული სპილენძი 2,0 მგ),

მანგანუმის სულფატი - 6,2მგ (ელემენტარული მანგანუმი 2,0მგ),

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 75,0მგ.,

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 5,0მგ.,

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 5 მკგ.,

ფოლის მჟავა - 0,5 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ფუმარატი ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის. ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. თუთიის სულფატი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას. სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს. მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში და თუთიადამოკიდებულ ფერმენტებთან თუთიის დაკავშირებას, რაც იწვევს მათ გააქტიურებას. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის აბსორბციის პროცესს, ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში, რომელიც ჰემის წინამორბედია. ვიტამინი B12 ასტიმულირებს თიამიდინური ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რიცხვი. მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ანემიები:
  • პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);
  • რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა; -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია);

წინააღმდეგჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.

დოზირება: მიიღება ექიმის დანიშნულებით ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.

შენახვისა წესი: შეინახეთ 25 0C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30.

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No:3/2

Beylikdüzü/სტამბოლი/თურქეთი

ტელ : (0212) 438 70 85

ფაქსი : (0212) 438 70 87

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს. “EuroPharma Georgia” თბილისი/საქართველო

მისამართი: 0144, 24/2 ნავთლუღის ქუჩა

ტელეფონი: +995 32 47 20 02

E-mail: [email protected]

Web-site: www.epg.com.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა