დუინუმი 50მგ
DUINUM® 50mg
დუინუმის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, კერძოდ, კლომიფენის ციტრატს. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ოვულაციის სტიმულატორებს. იგი მოქმედებს საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების გამოთავისუფლების (ოვულაცია) სტიმულირების გზით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლომიფენი (clomifene)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ოვულაციის სინთეზური სტიმულატორები
- ATC კოდი
- G03GB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023491
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ვორლდ ფარმა“
- GMP
- -
დუინუმი 50მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დუინუმის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, კერძოდ, კლომიფენის ციტრატს. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ოვულაციის სტიმულატორებს. იგი მოქმედებს საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების გამოთავისუფლების (ოვულაცია) სტიმულირების გზით.
დუინუმის ტაბლეტები გამოიყენება იმ ქალთა ზოგიერთი სახის უნაყოფობისას, რომელთაც არასწორი ოვულაცია აღენიშნებათ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც განისაზღვრა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებაში. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დუინუმის ტაბლეტები მიიღება პერორალურად – გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ერთი ჭიქა სასმელ წყალთან ერთად. ნუ დაღეჭავთ ან დაამტვრევთ ტაბლეტს; არ მიიღოთ დღეში ორ ტაბლეტზე მეტი; არ მიიღოთ ტაბლეტები ხუთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ მედიკამენტის ეფექტს ვერ შეამჩნევთ, არ შეცვალოთ დოზა თქვენით – დაეკითხეთ ექიმს.
მედიკამენტის რეკომენდებული დოზა განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ქალბატონებისთვის. დუინუმის აბები განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ქალებისთვის. ექიმი გეტყვით, მენსტრუალური ციკლისას როდის უნდა დაიწყოთ ამ მედიკამენტით მკურნალობა. მკურნალობის პირველ ეტაპზე მიიღეთ თითო აბი დღეში ხუთი დღის განმავლობაში. მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ მენსტრუაციის არქონის შემთხვევაში თქვენი ექიმი გაზრდის დოზას დღეში ორ აბამდე 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის მეორე კურსი პირველი კურსის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, სამ კურსზე მეტი არ უნდა გაიაროთ მკურნალობისას. თუ ოვულაცია ამ სამი კურსის შემდეგ მაინც არ მოწესრიგდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, მამაკაცებისთვის და იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მენოპაუზა.
იმ შემთხვევაში, თუ დუინუმის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო დიდი დოზა მიიღეთ:
იმ შემთხვევაში, თუ დუინუმის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო დიდი დოზა მიიღეთ, მიმართეთ ექიმს და თუ ეს შეუძლებელია – მიმართეთ პირდაპირ საავადმყოფოს; თან წაიღეთ მედიკამენტის პაკეტი – ექიმმა უნდა იცოდეს, თუ რა გაქვთ მიღებული; სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში თქვენს საკვერცხეზე გადამეტებული სტიმულაცია უნდა აღინიშნებოდეს (იხილეთ მე–4 პუნქტი).
თუ დუინუმის მიღება დაგავიწყდათ:
თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, გაესაუბრეთ ექიმს – შესაძლოა, მკურნალობის ციკლის შეცვლა დაგჭირდეთ. არ მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ ორმაგი დოზა.
თუ დუინუმის მიღებას შეწყვეტთ:
განაგრძეთ დუინუმის მიღება მანამ, სანამ მის შეწყვეტას ექიმი არ მოგთხოვთ; მკურნალობამ შეიძლება უშედეგოდ ჩაიაროს, თუ თქვენ თვითონ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას.
სიფრთხილის ზომები
ნუ მიიღებთ დუინუმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით კლომიფენის ან დუინუმის სხვა ინგრედიენტების მიმართ (აღნიშნულია მე–6 პუნქტში); ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
- თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ ან ოდესმე გქონიათ;
- თუ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ და ამის მიზეზი არ არის ცნობილი;
- თუ დაავადებული ხართ ჰორმონებზე დამოკიდებული კიბოს რომელიმე ფორმით;
- თუ თქვენ გაქვთ საკვერცხეზე კისტა;
- თუ ორსულად ხართ; კლომიფენის მიღებამდე საჭიროა ჩაიტაროთ ტესტი, რათა დარწმუნდეთ, ხართ თუ არა ორსულად.
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტი თქვენ გეხებათ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ დუინუმს მიიღებდეთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდეგ რისკებთან დაკავშირებით:
- ერთზე მეტ ბავშვზე (ერთსა და იმავე დროს) დაფეხმძიმება (ტყუპებზე ორსულობა)
- ორსულობა, როდესაც ბავშვი საშვილოსნოს გარეთ იზრდება (საშვილოსნოსგარე ორსულობა)
- საკვერცხეების კიბოს რისკის შესაძლო გაზრდა
ფეხმძიმობამ შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები ან მუცლის მოშლა. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლომიფენს არ იღებთ. კლომიფენის მიღებამდე საჭიროა გაესაუბროთ ექიმს შესაძლო რისკების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დუინუმის მიღებას და მედიკამენტის მიღებამდე გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან შემდეგი საკითხები, თუკი:
გაქვთ ადრეული მენოპაუზა ან უნაყოფო ხართ;
შეგიწყდათ მენსტრუაცია სხეულის წონის კლების გამო;
წარსულში გქონდათ სპაზმები ან ეპილეფსიური კრუნჩხვები;
საშვილოსნოში ფიბრომიომები აღგენიშნებათ;
პოლიკისტოზური საკვერცხეები გაქვთ;
თქვენი საკვერცხეები შეშუპებულია;
გაქვთ ჰიპერტრიგლიცერინემია (ცხიმების სიჭარბე სისხლში) ან თქვენი ოჯახის მხრიდან მსგავსი ანამნეზი.
დუინუმით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა, თქვენმა ექიმმა შეამოწმოს უნაყოფობის პრობლემის სხვა მიზეზებიც.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული ნიშანი გეხებათ, დუინუმის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დუინუმთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი. ამგვარი გადამოწმების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ დუინუმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე, როგორც ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს დუინუმის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ და აპირებთ ბავშვის გაჩენას, მედიკამენტის მიღბამდე გაიარეთ შესაბამისი კონსულტაციები თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა: დუინუმის დანიშვნა არ ხდება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: მიმართეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას: დუინუმი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეამციროს რძის რაოდენობა.
მანქანის მართვა და დანადგარების გამოყენება
დუინუმით მკურნალობისას შესაძლოა გაგიჭირდეთ მანქანის მართვა და სხვა დანადგარების გამოყენება და გარკვეული პრობლემები შეგექმნათ მხედველობასთან დაკავშირებით, როგორიცაა გაბუნდოვანებული ხედვა; სანამ განახორციელებთ რაიმე მოქმედებას, რომლისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ან აჩქარება დაგჭირდებათ, დარწმუნდით, რომ ზემოაღნიშნულმა მედიკამენტმა არ მოახდინა თქვენზე გარკვეული გავლენა.
დუინუმი შეიცავს საქაროზას. მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ იცით, რომ ვერ იტანთ საქაროზის რომელიმე ფორმას.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დუინუმმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი, თუმცა ეს ყველას არ ეხება.
შეწყვიტეთ დუინუმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუკი:
- გაქვთ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
- თქვენ გაქვთ სხეულის ერთ–ერთ მხარეს დაბუჟების შეგრძნება, სისუსტე ან დამბლა ან თუ აღგენიშნებათ პრობლემები საუბრისას, მხედველობის მოულოდნელი გაბუნდოვანება, დაბნეულობის ან არასტაბილურობის შეგრძნება – ეს შეიძლება ინსულტის ნიშნები იყოს.
შეწყვიტეთ დუინუმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ არასასურველ ეფექტს – ამ დროს შესაძლოა გადაუდებელი მკურნალობა დაგჭირდეთ:
- საკვერცხის ზედმეტი სტიმულაცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მენჯის, კუჭის არეში ან წვივის უკანა ნაწილში, შეშუპება ან შებერილობის შეგრძნება, გაცილებით ნაკლები შარდის გამოყოფა, სუნთქვის გართულება ან წონის მომატება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეამციროს დუინუმის დოზა;
- ხედვის გაბუნდოვანება ან თვალების წინ ლაქების ან გაელვების წარმოშობა;
- ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების ან კანის სიყვითლე (ყვითელა);
- უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი;
- ფსიქიკური დაავადება, როგორიცაა „ფსიქოზი“.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტი სერიოზულ სახეს იღებს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნით:
- ტკივილის გაზრდა მენსტრუაციის დროს, მძიმე მენსტრუაცია ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა;
- ტკივილი კუჭის ქვედა ნაწილში; ეს შეიძლება მიუთითებდეს ენდომეტრიოზზე ან ენდომეტრიოზის დამძიმებაზე, საკვერცხის კიბოზე ან საკვერცხეების გადიდებაზე;
- საშვილოსნოს გარე საფარის გათხელება;
- სისხლში ცხიმების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიკერიდემია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება;
- ტკივილი მუცლის ზედა შუა ან ზედა მარჯვენა ნაწილში. ეს შეიძლება მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი);
- კატარაქტა (მხედველობის გაბუნდოვანება);
- ცხელება, სისუსტე, დეზორიენტაცია ან ჩვეულებრივზე მეტი დაძაბულობა; ასევე, წონასწორობის პრობლემები ან თავბრუსხვევის შეგრძნება (თავბრუსხვევა);
- დაღლილობის შეგრძნება ან ძილის პრობლემები (უძილობა), დეპრესია, ხასიათის ან ქცევის ხშირი ცვლილებები;
- ტაქიკარდია ან არითმია;
- მეტყველების პრობლემები;
- გამონაყარი კანზე ან ქავილი;
- სისუსტის ან ავადობის შეგრძნება;
- კანის გაღიზიანება;
- თავის ტკივილი;
- სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება;
- ტკივილი გულ–მკერდის არეში;
- თმის ცვენა ან თმის გათხელება;
არსებობს ინფორმაცია უნაყოფობის მკურნალობის გამო საკვერცხეებში კიბოს გაჩენის იშვიათი შემთხვევების შესახებ.
გარკვეული კვლევებით დასტურდება, რომ კლომიფენის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საკვერცხეების კიბოს რისკი. ამიტომ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებული მკურნალობის ხანგრძლივობას.
შეტყობინება არასასურველი ეფექტის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ რაიმე სახის არასასურველ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე არასასურველი ეფექტის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ფარმაცევტულ სამსახურებს, CY-1475, www.moh.gov.cy/phs, ფაქსი: +357 22 608649. არასასურველი ეფექტის შესახებ ცნობების მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ სამსახურებს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კლომიფენის ციტრატი.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ. კლომიფენის ციტრატს.
მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი. როგორ გამოიყურება დუინუმი და შეფუთვის შიგთავსი
დუინუმის ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, მათზე ამოტვიფრულია ნიშანი "D". ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა და არა იმისთვის, რათა მიიღოთ ორი თანაბარი დოზა.
ყუთში არსებულ ჩაღრმავებებში მოთავსებულია 10–დან 30 ტაბლეტამდე. მედიკამენტი ბაზარზე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი შეფუთვით.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: Medochemie Ltd.
კვიპროსი, 3011 ქ. ლიმასოლი, კონსტანტინუპოლეოს ქუჩა N1–10
ინსტრუქციის ბოლო განახლების დრო: 04/2015
დუინუმი არის სავაჭრო ნიშანი.
DUI/IB1CY2
კვიპროსი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მათი მხედველობისგან მოშორებულ ადგილას.
შეინახეთ დუინუმის აბები საწყისი შეფუთვით 25°C ქვემოთ ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი გარე შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტები არ ექვემდებარება ჩამდინარე წყლით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით განადგურებას. დაეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს მისი განადგურების თაობაზე, როდესაც მედიკამენტები აღარ იქნება საჭირო. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
დუინუმი (DUINUM) 50 მგ., ტაბლეტები
(კლომიფენის ციტრატი)
საინფორმაციო პაკეტი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, კვლავ მოგიხდეთ მისი გადაკითხვა.
რაიმე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს წამალი თქვენთვისაა გათვალისწინებული. არ გადასცეთ იგი სხვას – წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
იმ შემთხვევაში, თუ არასასურველი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს ან თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ სხვა შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში. იხილეთ მე–4 პუნქტი.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
- რა არის დუინუმი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ სანამ დუინუმს მიიღებდეთ
- როგორ მივიღოთ დუინუმი
- შესაძლო არასასურველი ეფექტი
- როგორ შევინახოთ დუინუმი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რა არის დუინუმი და რისთვის გამოიყენება?
დუინუმის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, კერძოდ, კლომიფენის ციტრატს. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ოვულაციის სტიმულატორებს. იგი მოქმედებს საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების გამოთავისუფლების (ოვულაცია) სტიმულირების გზით.
დუინუმის ტაბლეტები გამოიყენება იმ ქალთა ზოგიერთი სახის უნაყოფობისას, რომელთაც არასწორი ოვულაცია აღენიშნებათ.
რა უნდა იცოდეთ სანამ დუინუმს მიიღებდეთ
ნუ მიიღებთ დუინუმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით კლომიფენის ან დუინუმის სხვა ინგრედიენტების მიმართ (აღნიშნულია მე–6 პუნქტში); ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
- თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ ან ოდესმე გქონიათ;
- თუ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ და ამის მიზეზი არ არის ცნობილი;
- თუ დაავადებული ხართ ჰორმონებზე დამოკიდებული კიბოს რომელიმე ფორმით;
- თუ თქვენ გაქვთ საკვერცხეზე კისტა;
- თუ ორსულად ხართ; კლომიფენის მიღებამდე საჭიროა ჩაიტაროთ ტესტი, რათა დარწმუნდეთ, ხართ თუ არა ორსულად.
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტი თქვენ გეხებათ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ დუინუმს მიიღებდეთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდეგ რისკებთან დაკავშირებით:
- ერთზე მეტ ბავშვზე (ერთსა და იმავე დროს) დაფეხმძიმება (ტყუპებზე ორსულობა)
- ორსულობა, როდესაც ბავშვი საშვილოსნოს გარეთ იზრდება (საშვილოსნოსგარე ორსულობა)
- საკვერცხეების კიბოს რისკის შესაძლო გაზრდა
ფეხმძიმობამ შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები ან მუცლის მოშლა. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლომიფენს არ იღებთ. კლომიფენის მიღებამდე საჭიროა გაესაუბროთ ექიმს შესაძლო რისკების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დუინუმის მიღებას და მედიკამენტის მიღებამდე გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან შემდეგი საკითხები, თუკი:
გაქვთ ადრეული მენოპაუზა ან უნაყოფო ხართ;
შეგიწყდათ მენსტრუაცია სხეულის წონის კლების გამო;
წარსულში გქონდათ სპაზმები ან ეპილეფსიური კრუნჩხვები;
საშვილოსნოში ფიბრომიომები აღგენიშნებათ;
პოლიკისტოზური საკვერცხეები გაქვთ;
თქვენი საკვერცხეები შეშუპებულია;
გაქვთ ჰიპერტრიგლიცერინემია (ცხიმების სიჭარბე სისხლში) ან თქვენი ოჯახის მხრიდან მსგავსი ანამნეზი.
დუინუმით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა, თქვენმა ექიმმა შეამოწმოს უნაყოფობის პრობლემის სხვა მიზეზებიც.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული ნიშანი გეხებათ, დუინუმის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დუინუმთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი. ამგვარი გადამოწმების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ დუინუმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე, როგორც ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს დუინუმის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ და აპირებთ ბავშვის გაჩენას, მედიკამენტის მიღბამდე გაიარეთ შესაბამისი კონსულტაციები თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა: დუინუმის დანიშვნა არ ხდება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: მიმართეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას: დუინუმი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეამციროს რძის რაოდენობა.
მანქანის მართვა და დანადგარების გამოყენება
დუინუმით მკურნალობისას შესაძლოა გაგიჭირდეთ მანქანის მართვა და სხვა დანადგარების გამოყენება და გარკვეული პრობლემები შეგექმნათ მხედველობასთან დაკავშირებით, როგორიცაა გაბუნდოვანებული ხედვა; სანამ განახორციელებთ რაიმე მოქმედებას, რომლისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ან აჩქარება დაგჭირდებათ, დარწმუნდით, რომ ზემოაღნიშნულმა მედიკამენტმა არ მოახდინა თქვენზე გარკვეული გავლენა.
დუინუმი შეიცავს საქაროზას. მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ იცით, რომ ვერ იტანთ საქაროზის რომელიმე ფორმას.
როგორ მივიღოთ დუინუმი
მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც განისაზღვრა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებაში. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დუინუმის ტაბლეტები მიიღება პერორალურად – გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ერთი ჭიქა სასმელ წყალთან ერთად. ნუ დაღეჭავთ ან დაამტვრევთ ტაბლეტს; არ მიიღოთ დღეში ორ ტაბლეტზე მეტი; არ მიიღოთ ტაბლეტები ხუთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ მედიკამენტის ეფექტს ვერ შეამჩნევთ, არ შეცვალოთ დოზა თქვენით – დაეკითხეთ ექიმს.
მედიკამენტის რეკომენდებული დოზა განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ქალბატონებისთვის. დუინუმის აბები განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ქალებისთვის. ექიმი გეტყვით, მენსტრუალური ციკლისას როდის უნდა დაიწყოთ ამ მედიკამენტით მკურნალობა. მკურნალობის პირველ ეტაპზე მიიღეთ თითო აბი დღეში ხუთი დღის განმავლობაში. მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ მენსტრუაციის არქონის შემთხვევაში თქვენი ექიმი გაზრდის დოზას დღეში ორ აბამდე 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის მეორე კურსი პირველი კურსის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, სამ კურსზე მეტი არ უნდა გაიაროთ მკურნალობისას. თუ ოვულაცია ამ სამი კურსის შემდეგ მაინც არ მოწესრიგდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, მამაკაცებისთვის და იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მენოპაუზა.
იმ შემთხვევაში, თუ დუინუმის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო დიდი დოზა მიიღეთ:
იმ შემთხვევაში, თუ დუინუმის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო დიდი დოზა მიიღეთ, მიმართეთ ექიმს და თუ ეს შეუძლებელია – მიმართეთ პირდაპირ საავადმყოფოს; თან წაიღეთ მედიკამენტის პაკეტი – ექიმმა უნდა იცოდეს, თუ რა გაქვთ მიღებული; სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში თქვენს საკვერცხეზე გადამეტებული სტიმულაცია უნდა აღინიშნებოდეს (იხილეთ მე–4 პუნქტი).
თუ დუინუმის მიღება დაგავიწყდათ:
თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, გაესაუბრეთ ექიმს – შესაძლოა, მკურნალობის ციკლის შეცვლა დაგჭირდეთ. არ მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ ორმაგი დოზა.
თუ დუინუმის მიღებას შეწყვეტთ:
განაგრძეთ დუინუმის მიღება მანამ, სანამ მის შეწყვეტას ექიმი არ მოგთხოვთ; მკურნალობამ შეიძლება უშედეგოდ ჩაიაროს, თუ თქვენ თვითონ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას.
- შესაძლო არასასურველი ეფექტი
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დუინუმმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი, თუმცა ეს ყველას არ ეხება.
შეწყვიტეთ დუინუმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუკი:
- გაქვთ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
- თქვენ გაქვთ სხეულის ერთ–ერთ მხარეს დაბუჟების შეგრძნება, სისუსტე ან დამბლა ან თუ აღგენიშნებათ პრობლემები საუბრისას, მხედველობის მოულოდნელი გაბუნდოვანება, დაბნეულობის ან არასტაბილურობის შეგრძნება – ეს შეიძლება ინსულტის ნიშნები იყოს.
შეწყვიტეთ დუინუმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ არასასურველ ეფექტს – ამ დროს შესაძლოა გადაუდებელი მკურნალობა დაგჭირდეთ:
- საკვერცხის ზედმეტი სტიმულაცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მენჯის, კუჭის არეში ან წვივის უკანა ნაწილში, შეშუპება ან შებერილობის შეგრძნება, გაცილებით ნაკლები შარდის გამოყოფა, სუნთქვის გართულება ან წონის მომატება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეამციროს დუინუმის დოზა;
- ხედვის გაბუნდოვანება ან თვალების წინ ლაქების ან გაელვების წარმოშობა;
- ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების ან კანის სიყვითლე (ყვითელა);
- უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი;
- ფსიქიკური დაავადება, როგორიცაა „ფსიქოზი“.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტი სერიოზულ სახეს იღებს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნით:
- ტკივილის გაზრდა მენსტრუაციის დროს, მძიმე მენსტრუაცია ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა;
- ტკივილი კუჭის ქვედა ნაწილში; ეს შეიძლება მიუთითებდეს ენდომეტრიოზზე ან ენდომეტრიოზის დამძიმებაზე, საკვერცხის კიბოზე ან საკვერცხეების გადიდებაზე;
- საშვილოსნოს გარე საფარის გათხელება;
- სისხლში ცხიმების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიკერიდემია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება;
- ტკივილი მუცლის ზედა შუა ან ზედა მარჯვენა ნაწილში. ეს შეიძლება მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი);
- კატარაქტა (მხედველობის გაბუნდოვანება);
- ცხელება, სისუსტე, დეზორიენტაცია ან ჩვეულებრივზე მეტი დაძაბულობა; ასევე, წონასწორობის პრობლემები ან თავბრუსხვევის შეგრძნება (თავბრუსხვევა);
- დაღლილობის შეგრძნება ან ძილის პრობლემები (უძილობა), დეპრესია, ხასიათის ან ქცევის ხშირი ცვლილებები;
- ტაქიკარდია ან არითმია;
- მეტყველების პრობლემები;
- გამონაყარი კანზე ან ქავილი;
- სისუსტის ან ავადობის შეგრძნება;
- კანის გაღიზიანება;
- თავის ტკივილი;
- სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება;
- ტკივილი გულ–მკერდის არეში;
- თმის ცვენა ან თმის გათხელება;
არსებობს ინფორმაცია უნაყოფობის მკურნალობის გამო საკვერცხეებში კიბოს გაჩენის იშვიათი შემთხვევების შესახებ.
გარკვეული კვლევებით დასტურდება, რომ კლომიფენის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საკვერცხეების კიბოს რისკი. ამიტომ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებული მკურნალობის ხანგრძლივობას.
შეტყობინება არასასურველი ეფექტის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ რაიმე სახის არასასურველ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე არასასურველი ეფექტის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ფარმაცევტულ სამსახურებს, CY-1475, www.moh.gov.cy/phs, ფაქსი: +357 22 608649. არასასურველი ეფექტის შესახებ ცნობების მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ სამსახურებს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
- როგორ შევინახოთ დუინუმი
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მათი მხედველობისგან მოშორებულ ადგილას.
შეინახეთ დუინუმის აბები საწყისი შეფუთვით 25°C ქვემოთ ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი გარე შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტები არ ექვემდებარება ჩამდინარე წყლით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით განადგურებას. დაეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს მისი განადგურების თაობაზე, როდესაც მედიკამენტები აღარ იქნება საჭირო. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დუინუმი
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კლომიფენის ციტრატი.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ. კლომიფენის ციტრატს.
მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი. როგორ გამოიყურება დუინუმი და შეფუთვის შიგთავსი
დუინუმის ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, მათზე ამოტვიფრულია ნიშანი "D". ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა და არა იმისთვის, რათა მიიღოთ ორი თანაბარი დოზა.
ყუთში არსებულ ჩაღრმავებებში მოთავსებულია 10–დან 30 ტაბლეტამდე. მედიკამენტი ბაზარზე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი შეფუთვით.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: Medochemie Ltd.
კვიპროსი, 3011 ქ. ლიმასოლი, კონსტანტინუპოლეოს ქუჩა N1–10
ინსტრუქციის ბოლო განახლების დრო: 04/2015
დუინუმი არის სავაჭრო ნიშანი.
DUI/IB1CY2
კვიპროსი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


