პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები

დუაკი

Duac

ურეცეპტოდ(50მგ + 10მგ)/გინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ვულგარული აკნეს (acne vulgaris) ადგილობრივი მკურნალობა, კერძოდ, ანთებითი დაზიანების მკურნალობა ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლინდამიცინის (clindamycin) + benzoyl peroxide
ფორმა და შეფუთვა
(50მგ + 10მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Glaxo Operations UK Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები აკნეს სამკურნალოდ
ATC კოდი
D10AF51
რეგისტრაციის ნომერი
რ-042917
რეგისტრირებულია
6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადუაკი და სხვა წამალი ერთად

დუაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ვულგარული აკნეს (acne vulgaris) ადგილობრივი მკურნალობა, კერძოდ, ანთებითი დაზიანების მკურნალობა ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)

დუაკი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

დუაკი გამოიყენება დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს საათებში) თხელი ფენის სახით მთელ დაზიანებულ უბანზე, კანის გამწმენდი საშუალებებითა და თბილი წყლით გულმოდგინედ გაწმენდის შემდეგ. გამოყენების წინ კანი უნდა იყოს სრულად გამშრალი.

თუ გელი კანში ადვილად არ შეიზილა, ეს ნიშნავს, რომ წასმულია მისი დიდი რაოდენობა.

დიდი რაოდენობით გელის გამოყენება არ აუმჯობესებს მის ეფექტიანობას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანების რისკის გაზრდა.

გელის წასმის შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.

შეიძლება პაციენტს დაჭირდეს კანის დამატებითი დატენიანება.

კანის ზედმეტი სიმშრალისა და აქერცვლის შემთხვევაში რეკომენდებულია გელის გამოყენების სიხშირის შემცირება. თუმცა არ გამოკვლეულა მკურნალობის ეფექტიანობა, როცა პრეპარატის გამოყენება ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე დღეში ერთხელ.

დუაკის გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ პასუხზე, მაგრამ მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 უწყვეტ კვირას. ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში კი ექიმმა უნდა შეაფასოს პრეპარატის გამოყენების სარგებელი.

სამკურნალო ეფექტი ანთებით და არაანთებით დაზიანებულ უბნებზე შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2-5 კვირის შემდეგ.

ბავშვები

დუაკის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები

სპეციფიკური რეკომენდაციები არ არის მოწოდებული.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო, რადგან კლინდამიცინისა და ბენზოილის პეროქსიდის კანის საშუალებით აბსორბცია დაბალია მათი გარეგანი გამოყენებისას, და თირკმლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას პრეპარატის სისტემურ ექსპოზიციაზე.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო, რადგან კლინდამიცინისა და ბენზოილის პეროქსიდის კანის საშუალებით აბსორბცია დაბალია მათი გარეგანი გამოყენებისას, და ღვიძლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას პრეპარატის სისტემურ ექსპოზიციაზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლინკომიცინის, კლინდამიცინის, ბენზოილის პეროქსიდის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი, ანტიბიოტიკთან დაკავშირებული კოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი (მიმდინარე ან ანამნეზში არსებული);

ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება

სპეციფიკური გამოკვლევები დუაკისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

დუაკი არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ პროდუქტებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ერითრომიცინს, ერითრომიცინისა და კლინდამიცინის შესაძლო ანტაგონიზმის გამო.

კლინდამიცინს ახასიათებს ნეირო-კუნთოვანი მაბლოკირებელი მოქმედება, რამაც შეიძლება გააძლიეროს სხვა ნეირო-კუნთოვანი ბლოკატორების მოქმედება. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო დუაკის გამოყენებისას ამ პრეპარატებთან ერთად.

დუაკის ტრეტინოინთან, იზოტრეტინოინთან და ტაზაროტენთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ბენზოილის პეროქსიდმა შეიძლება დააქვეითოს ამ პრეპარატების ეფექტიანობა და გამოიწვიოს კანის გაღიზიანების გაძლიერება. თუ კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, დუაკი და სხვა პრეპარატები გამოყენებულ უნდა იქნეს სხვადასხვა დროს (მაგ.: ერთი პრეპარატი დილით და მეორე - საღამოს).

ბენზოილის პეროქსიდის შემცველი ადგილობრივი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ადგილობრივ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ სულფანილამიდებს, შეიძლება გამოიწვიოს კანისა და სახის თმის ფერის შეცვლა (ყვითელი/ნარინჯისფერი).

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნეს აცილებული დუაკის პირის ღრუს ლორწოვან გარსთან, თვალებთან, ტუჩებთან, კანის გაღიზიანებულ ან დაზიანებულ უბნებთან კონტაქტი. შემთხვევითი კონტაქტის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.

პაციენტების უმეტესობას პრეპარატის გამოყენების პირველ კვირეებში აღენიშნებათ კანის სიმშრალის გაძლიერება და სიწითლე. ამ დროს სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, რეკომენდებულია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, პრეპარატის გამოყენების სიხშირის დროებით შემცირება ან მისი მოხსნა; თუმცა არ არის გამოკვლეული დუაკის ეფექტიანობა მისი უფრო იშვიათად, ვიდრე დღეში ერთხელ, გამოყენებისას.

აკნეს თანმხლებ მკურნალობასთან ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო შესაძლო კუმულაციური გამაღიზიანებელი ეფექტის გამო, რომელიც ზოგჯერ მძიმე ხასიათისაა, განსაკუთრებით, პილინგის, აბრაზიული საპნიებსა და კოსმეტიკური საშუალებების რომელთაც ძლიერი გამოშრობის ეფექტი აქვთ, გამოყენებისას.

მძიმე ხარისხის გაღიზიანებისას (ძლიერი ერითემა, სიმშრალე და წვა), დუაკი უნდა მოიხსნას.

რადგან ბენზოილის პეროქსიდმა შეიძლება გააძლიეროს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ულტრაიისფერი ნათურების (მაგ.: სოლარიუმში) გამოყენება არ არის რეკომენდებული დუაკთან ერთად და მზის სხივების ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. თუ მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნის თავიდან აცილება შეუძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნეს მზისგან დამცავი პროდუქტები და დამცავი ტანსაცმელი. თუ პაციენტს მზის დამწვრობა აქვს, დუაკის გამოყენებამდე საჭიროა დამწვრობების მკურნალობა.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ან ფერადი ქსოვილების გაუფერულება, რის გამოც დაუშვებელია პრეპარატის კონტაქტი თმასთან, ქსოვილებთან, ავეჯთან ან ხალიჩებთან.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი

უმეტესი ანტიბიოტიკების, მათ შორის კლინდამიცინის, გამოყენებისას აღწერილ იქნა ფსევდომემბრანოზული კოლიტის შემთხვევები, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მსუბუქი ხასიათის, ისე სიცოცხლისათვის სახიფათო და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, თუ ადგილობრივი გამოყენებისას კლინდამიცინი დუაკის შემადგენლობაში იწვევს მძიმე ან გამოხატულ დიარეას ან სპაზმებს მუცლის არეში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი დიაგნოსტიკური მეთოდები, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ კოლიტს.

რეზისტენტობა კლინდამიცინის მიმართ

ბენზოილის პეროქსიდი აქვეითებს მიკროორგანიზმების რეზისტენტობას კლინდამიცინის მიმართ. მიუხედავად ამისა, პაციენტებში, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაიტარეს ერითრომიცინით ან კლინდამიცინით მკურნალობა, უნდა განისაზღვროს მგრძნობელობა Propionibacterium acnes და სხვა სიმბიონტების მიმართ დუაკით მკურნალობის დაწყებამდე.

ჯვარედინი რეზისტენტობა

ჯვარედინი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს კლინდამიცინსა და ლინკომიცინს შორის. კლინდამიცინის მიმართ რეზისტენტობა ხშირად დაკავშირებულია ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტობასთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის ადექვატური მონაცემები ორსულობის დროს დუაკის გამოყენების შესახებ. არსებობს კლინდამიცინის და ბენზოილის პეროქსიდის ცალ-ცალკე გამოყენების შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ორსულობის დროს. არ არის მოსალოდნელი, რომ დუაკმა გავლენა იქონიოს ორსულ ქალებზე, რადგან ის ადგილობრივად გამოიყენება და მისი სისტემური ექსპოზიცია დაბალია. ამიტომ, დუაკის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფზე.

არ არის მონაცემები დუაკის ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ. კლინდამიცინის და ბენზოილის პეროქსიდის კანისმიერი აბსორბცია ძალიან დაბალია, თუმცა, უცნობია ეს კომპონენტები გამოიყოფა თუ არა დედის რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აღწერილ იქნა, რომ კლინდამიცინი გამოიყოფა დედის რძეში მისი პარენტერალური შეყვანის ან შიგნით მიღების შემდეგ.

დუაკის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ახალშობილზე. რათა არ მოხდეს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვა ბავშვის მიერ ძუძუთი კვების დროს, დუაკის დატანა არ მოხდეს სარძევე ჯირკვალზე.

ეფექტები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები არ ჩატარებულა. არსებული მონაცემების საფუძველზე არ არის მოსალოდნელი რაიმე გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია ხუთი რანდომიზებული ორმაგად ბრმა კვლევიდან, რომელშიც მონაწილეობდა 1319 პაციენტი სახის ვულგარული აკნეთი.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (1/100 - 1<10), არახშირი (1/1 000 - <1/100), იშვიათი (1/10 000 - <1/1000), და ძალიან იშვიათი (<1/10000).

ძალიან ხშირი

ერითემა, აქერცვლა, კანის სიმშრალე პრეპარატის გამოყენების ადგილზე.

ხშირი

წვის შეგრძნება

არახშირი

პარესთეზია პრეპარატის გამოყენების ადგილზე;

დერმატიტი, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი პრეპარატის გამოყენების ადგილზე, ძირითადი დაავადების გამწვავება.

პოსტმარკეტინგული მონაცემები

იშვიათი

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ანაფილაქსია;

კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი), ჰემორაგიული დიარეა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში;

ჭინჭრის ციება პრეპარატის გამოყენების ადგილზე;

პრეპარატის გამოყენების ადგილის რეაქციები, მათ შორის ფერის ცვლილება.

ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციების გარდა, 3%-იანი ბენზოილის პეროქსიდის შემცველი გელის გამოყენებისას აღინიშნა ფოტომგრძნობელობის განვითარება პრეპარატის გამოყენების ადგილზე, რაც დარეგისტრირდა, როგორც ხშირი გვერდითი მოვლენა.

კლინიკურ კვლევებში მხოლოდ კლინდამიცინის ადგილობრივად გამოყენებისას, თავის ტკივილი და ტკივილი პრეპარატის გამოყენების ადგილზე დარეგისტრირდა, როგორც ხშირი გვერდითი მოვლენა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ძლიერი გაღიზიანება - ამ შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას კანის სრულ გამოჯანმრთელებამდე. პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვლინდება კლინდამიცინის სისტემური გამოყენების დროს.

ბენზოილის პეროქსიდი: ადგილობრივი გამოყენებისას არ შეიწოვება იმ კონცენტრაციებით, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.

კლინდამიცინი: ადგილობრივად ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეწოვა, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური მკურნალობა. შემთხვევით პრეპარატის გადაყლაპვისას საჭიროა ჰოსპიტალური მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში.

შემადგენლობა

1 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 10 მგ კლინდამიცინი (კლინდამიცინის ფოსფატის სახით), 50 მგ ბენზოილის უწყლო პეროქსიდი (ბენზოილის წყლიანი პეროქსიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, დიმეთიკონი, დინატრიუმის ლაურილსულფოსუქცინატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცეროლი, სილიციუმის კოლოიდური ჰიდრატირებული დიოქსიდი, პოლოქსამერი 182, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა

თეთრი ან ღია-მოყვითალო ფერის ერთგვაროვანი გელი.

შენახვის პირობები

ინახება 2˚C-დან 8˚C-მდე ტემპერატურაზე, დაუშვებელია გაყინვა. გახსნის შემდეგ ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

24 თვე

პირველად გახსნის შემდეგ – 2 თვე. დაუშვებელია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აკნეს სამკურნალო ანტიმიკრობული პრეპარატები. კლინდამიცინის კომბინაცია.

ათქ კოდი: D10AF51

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

კლინდამიცინი

კლინდამიცინის ფოსფატი სწრაფად ჰიდროლიზდება კანის ფოსფატაზას საშუალებით და მეტაბოლიზდება კლინდამიცინის სულფოქსიდად. კლინდამიცინის მნიშვნელოვანი დონე გამოვლინდა აკნეს დაზიანებაში პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პრეპარატს ორი კვირის განმავლობაში. არ არსებობს კლინდამიცინის კუმულაციური ეფექტის მტკიცებულება, მისი მრავალჯერადი გამოყენებისას. კლინდამიცინი ღვიძლში მეტაბოლიზდება აქტიურ და არააქტიურ მეტაბოლიტებად. კლინდამიცინის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს და უპირატესად გამოიყოფა შარდით ნაერთის სახით. ადგილობრივი გამოყენებისას კლინდამიცინის შარდით გამოყოფა შეადგენს 0.06%-ზე ნაკლებს.

ბენზოილის პეროქსიდი

ბენზოილის პეროქსიდი აბსორბირდება კანის საფარველიდან, სადაც მეტაბოლიზდება ბენზოის მჟავამდე. ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატის 5%-ზე ნაკლები ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, სადაც ცირკულირებს ბენზოის მჟავის სახით და გამოიყოფა შარდით.

კლინდამიცინი + ბენზოილის პეროქსიდი

ბენზოილის პეროქსიდის არსებობა სამკურნალო პრეპარატში არ ახდენს გავლენას კლინდამიცინის აბსორბციაზე და მის გამოყოფაზე.

ფარმაკოდინამიკა

კლინდამიცინი წარმოადგენს ლინკოზამიდურ ანტიბიოტიკს ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით გრამდადებით აერობულ და ფართო სპექტრის ანაერობულ ბაქტერიებზე. ლინკოზამიდები, როგორიცაა კლინდამიცინი, უკავშირდება 50S ბაქტერიული რიბოსომის სუბერთეულს და თრგუნავს ცილის სინთეზს ადრეულ სტადიაზე. კლინდამიცინის მოქმედება უპირატესად ბაქტერიოსტატიკურია, თუმცა მაღალი კონცენტრაციებით შეიძლება ჰქონდეს ნელი ბაქტერიოციდული მოქმედება მგრძნობიარე შტამების მიმართ.

კლინდამიცინის ფოსფატი არააქტიურია in vitro, თუმცა in vivo სწრაფი ჰიდროლიზი ამ ნაერთს გარდაქმნის აქტიურ კლინდამიცინად. კლინდამიცინის აქტიურობა კლინიკურად ჩანს კომედონების მკურნალობის დროს აკნეს მქონე პაციენტებში იმ დონით, რომელიც საკმარისია პრეპარატის აქტიურობისათვის Propionibacterium acnes შტამების უმრავლესობის მიმართ. კლინდამიცინი in vivo ახდენს Propionibacterium acnes ყველა კულტურის ინჰიბირებას (MIC 0.4 მკგ/მლ). კლინდამიცინის გამოყენების შემდეგ თავისუფალი ცხიმების პროცენტი კანის ზედაპირზე დაქვეითდა დაახლოებით 14%-დან 2%-მდე, აგრეთვე დაქვეითდა ანთება ლეიკოციტების ქემოტაქსის დათრგუნვის ხარჯზე.

ბენზოილის პეროქსიდი არის მაღალლიპოფილური ოქსიდანტი ბაქტერიოციდული და მსუბუქი კერატოლიზური მოქმედებით. ბენზოილის პეროქსიდის დამატება აქვეითებს იმ ორგანიზმების განვითარების პოტენციალს, რომლებიც რეზისტენტულები არიან კლინდამიცინის მიმართ.

ბენზოილის პეროქსიდი ეფექტიანია ვულგარული აკნეს სამკურნალოდ, განსაკუთრებით, რომელიც გამოწვეულია Propionibacterium acnes მიერ. გარდა ამისა, ის ეწინააღმდეგება კანის მიერ ცხიმის ჭარბ გამოყოფას, რომელიც დაკავშირებულია აკნეს განვითარებასთან.

რეზისტენტობა და ჯვარედინი რეზისტენტობა

აკნეს მკურნალობა შიგნით მისაღები ანტიბიოტიკების მონოთერაპიით და ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკებით (კლინდამიცინი და ერითრომიცინი) დაკავშირებულია მიკრობების მიმართ, როგორიცაა Propionibacterium acnes, ასევე, სიმბიოზური ორგანიზმების (Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes) მიმართ რეზისტენტობასთან. კლინდამიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზემოთ ხსენებული ორგანიზმების მიმართ რეზისტენტობის განვითარება.

ბენზოილის პეროქსიდს აქვს ბაქტერიოციდული ეფექტი. მისი გამოყენების პროცესში არ გამოვლენილა რეზისტენტობა Propionibacterium acnes მიმართ. ასევე დამტკიცებულია, რომ მისი კომბინაცია კლინდამიცინთან აქვეითებს ამ უკანასკნელის კლინდამიცინის მიმართ რეზისტენტობის დონეს. შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიულ მდებარეობასა და დროზე დამოკიდებულებით. სასურველია, მკურნალობის დაწყების წინ ექიმი ფლობდეს მონაცემებს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ კონკრეტულ რეგიონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

დუაკი

სავაჭრო სახელწოდება:

დუაკი

INN (საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება):

არ არის მოწოდებული.

ფარმაცევტული ფორმა:

გარეგანი გამოყენების გელი, 15 გ

გამოყენების ჩვენებები

მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ვულგარული აკნეს (acne vulgaris) ადგილობრივი მკურნალობა, კერძოდ, ანთებითი დაზიანების მკურნალობა ზრდასრულებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში.

დოზირება და მიღების წესი

ზრდასრულები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)

დუაკი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

დუაკი გამოიყენება დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს საათებში) თხელი ფენის სახით მთელ დაზიანებულ უბანზე, კანის გამწმენდი საშუალებებითა და თბილი წყლით გულმოდგინედ გაწმენდის შემდეგ. გამოყენების წინ კანი უნდა იყოს სრულად გამშრალი.

თუ გელი კანში ადვილად არ შეიზილა, ეს ნიშნავს, რომ წასმულია მისი დიდი რაოდენობა.

დიდი რაოდენობით გელის გამოყენება არ აუმჯობესებს მის ეფექტიანობას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანების რისკის გაზრდა.

გელის წასმის შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.

შეიძლება პაციენტს დაჭირდეს კანის დამატებითი დატენიანება.

კანის ზედმეტი სიმშრალისა და აქერცვლის შემთხვევაში რეკომენდებულია გელის გამოყენების სიხშირის შემცირება. თუმცა არ გამოკვლეულა მკურნალობის ეფექტიანობა, როცა პრეპარატის გამოყენება ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე დღეში ერთხელ.

დუაკის გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ პასუხზე, მაგრამ მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 უწყვეტ კვირას. ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში კი ექიმმა უნდა შეაფასოს პრეპარატის გამოყენების სარგებელი.

სამკურნალო ეფექტი ანთებით და არაანთებით დაზიანებულ უბნებზე შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2-5 კვირის შემდეგ.

ბავშვები

დუაკის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები

სპეციფიკური რეკომენდაციები არ არის მოწოდებული.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო, რადგან კლინდამიცინისა და ბენზოილის პეროქსიდის კანის საშუალებით აბსორბცია დაბალია მათი გარეგანი გამოყენებისას, და თირკმლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას პრეპარატის სისტემურ ექსპოზიციაზე.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო, რადგან კლინდამიცინისა და ბენზოილის პეროქსიდის კანის საშუალებით აბსორბცია დაბალია მათი გარეგანი გამოყენებისას, და ღვიძლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას პრეპარატის სისტემურ ექსპოზიციაზე.

გვერდითი მოვლენები

ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია ხუთი რანდომიზებული ორმაგად ბრმა კვლევიდან, რომელშიც მონაწილეობდა 1319 პაციენტი სახის ვულგარული აკნეთი.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (1/100 - 1<10), არახშირი (1/1 000 - <1/100), იშვიათი (1/10 000 - <1/1000), და ძალიან იშვიათი (<1/10000).

ძალიან ხშირი

ერითემა, აქერცვლა, კანის სიმშრალე პრეპარატის გამოყენების ადგილზე.

ხშირი

წვის შეგრძნება

არახშირი

პარესთეზია პრეპარატის გამოყენების ადგილზე;

დერმატიტი, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი პრეპარატის გამოყენების ადგილზე, ძირითადი დაავადების გამწვავება.

პოსტმარკეტინგული მონაცემები

იშვიათი

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ანაფილაქსია;

კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი), ჰემორაგიული დიარეა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში;

ჭინჭრის ციება პრეპარატის გამოყენების ადგილზე;

პრეპარატის გამოყენების ადგილის რეაქციები, მათ შორის ფერის ცვლილება.

ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციების გარდა, 3%-იანი ბენზოილის პეროქსიდის შემცველი გელის გამოყენებისას აღინიშნა ფოტომგრძნობელობის განვითარება პრეპარატის გამოყენების ადგილზე, რაც დარეგისტრირდა, როგორც ხშირი გვერდითი მოვლენა.

კლინიკურ კვლევებში მხოლოდ კლინდამიცინის ადგილობრივად გამოყენებისას, თავის ტკივილი და ტკივილი პრეპარატის გამოყენების ადგილზე დარეგისტრირდა, როგორც ხშირი გვერდითი მოვლენა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლინკომიცინის, კლინდამიცინის, ბენზოილის პეროქსიდის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი, ანტიბიოტიკთან დაკავშირებული კოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი (მიმდინარე ან ანამნეზში არსებული);

ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება

სპეციფიკური გამოკვლევები დუაკისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

დუაკი არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ პროდუქტებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ერითრომიცინს, ერითრომიცინისა და კლინდამიცინის შესაძლო ანტაგონიზმის გამო.

კლინდამიცინს ახასიათებს ნეირო-კუნთოვანი მაბლოკირებელი მოქმედება, რამაც შეიძლება გააძლიეროს სხვა ნეირო-კუნთოვანი ბლოკატორების მოქმედება. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო დუაკის გამოყენებისას ამ პრეპარატებთან ერთად.

დუაკის ტრეტინოინთან, იზოტრეტინოინთან და ტაზაროტენთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ბენზოილის პეროქსიდმა შეიძლება დააქვეითოს ამ პრეპარატების ეფექტიანობა და გამოიწვიოს კანის გაღიზიანების გაძლიერება. თუ კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, დუაკი და სხვა პრეპარატები გამოყენებულ უნდა იქნეს სხვადასხვა დროს (მაგ.: ერთი პრეპარატი დილით და მეორე - საღამოს).

ბენზოილის პეროქსიდის შემცველი ადგილობრივი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ადგილობრივ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ სულფანილამიდებს, შეიძლება გამოიწვიოს კანისა და სახის თმის ფერის შეცვლა (ყვითელი/ნარინჯისფერი).

განსაკუთრებული გაფრთხილებები

თავიდან უნდა იქნეს აცილებული დუაკის პირის ღრუს ლორწოვან გარსთან, თვალებთან, ტუჩებთან, კანის გაღიზიანებულ ან დაზიანებულ უბნებთან კონტაქტი. შემთხვევითი კონტაქტის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.

პაციენტების უმეტესობას პრეპარატის გამოყენების პირველ კვირეებში აღენიშნებათ კანის სიმშრალის გაძლიერება და სიწითლე. ამ დროს სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, რეკომენდებულია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, პრეპარატის გამოყენების სიხშირის დროებით შემცირება ან მისი მოხსნა; თუმცა არ არის გამოკვლეული დუაკის ეფექტიანობა მისი უფრო იშვიათად, ვიდრე დღეში ერთხელ, გამოყენებისას.

აკნეს თანმხლებ მკურნალობასთან ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო შესაძლო კუმულაციური გამაღიზიანებელი ეფექტის გამო, რომელიც ზოგჯერ მძიმე ხასიათისაა, განსაკუთრებით, პილინგის, აბრაზიული საპნიებსა და კოსმეტიკური საშუალებების რომელთაც ძლიერი გამოშრობის ეფექტი აქვთ, გამოყენებისას.

მძიმე ხარისხის გაღიზიანებისას (ძლიერი ერითემა, სიმშრალე და წვა), დუაკი უნდა მოიხსნას.

რადგან ბენზოილის პეროქსიდმა შეიძლება გააძლიეროს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ულტრაიისფერი ნათურების (მაგ.: სოლარიუმში) გამოყენება არ არის რეკომენდებული დუაკთან ერთად და მზის სხივების ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. თუ მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნის თავიდან აცილება შეუძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნეს მზისგან დამცავი პროდუქტები და დამცავი ტანსაცმელი. თუ პაციენტს მზის დამწვრობა აქვს, დუაკის გამოყენებამდე საჭიროა დამწვრობების მკურნალობა.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ან ფერადი ქსოვილების გაუფერულება, რის გამოც დაუშვებელია პრეპარატის კონტაქტი თმასთან, ქსოვილებთან, ავეჯთან ან ხალიჩებთან.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი

უმეტესი ანტიბიოტიკების, მათ შორის კლინდამიცინის, გამოყენებისას აღწერილ იქნა ფსევდომემბრანოზული კოლიტის შემთხვევები, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მსუბუქი ხასიათის, ისე სიცოცხლისათვის სახიფათო და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, თუ ადგილობრივი გამოყენებისას კლინდამიცინი დუაკის შემადგენლობაში იწვევს მძიმე ან გამოხატულ დიარეას ან სპაზმებს მუცლის არეში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი დიაგნოსტიკური მეთოდები, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ კოლიტს.

რეზისტენტობა კლინდამიცინის მიმართ

ბენზოილის პეროქსიდი აქვეითებს მიკროორგანიზმების რეზისტენტობას კლინდამიცინის მიმართ. მიუხედავად ამისა, პაციენტებში, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაიტარეს ერითრომიცინით ან კლინდამიცინით მკურნალობა, უნდა განისაზღვროს მგრძნობელობა Propionibacterium acnes და სხვა სიმბიონტების მიმართ დუაკით მკურნალობის დაწყებამდე.

ჯვარედინი რეზისტენტობა

ჯვარედინი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს კლინდამიცინსა და ლინკომიცინს შორის. კლინდამიცინის მიმართ რეზისტენტობა ხშირად დაკავშირებულია ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტობასთან.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის ადექვატური მონაცემები ორსულობის დროს დუაკის გამოყენების შესახებ. არსებობს კლინდამიცინის და ბენზოილის პეროქსიდის ცალ-ცალკე გამოყენების შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ორსულობის დროს. არ არის მოსალოდნელი, რომ დუაკმა გავლენა იქონიოს ორსულ ქალებზე, რადგან ის ადგილობრივად გამოიყენება და მისი სისტემური ექსპოზიცია დაბალია. ამიტომ, დუაკის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფზე.

არ არის მონაცემები დუაკის ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ. კლინდამიცინის და ბენზოილის პეროქსიდის კანისმიერი აბსორბცია ძალიან დაბალია, თუმცა, უცნობია ეს კომპონენტები გამოიყოფა თუ არა დედის რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აღწერილ იქნა, რომ კლინდამიცინი გამოიყოფა დედის რძეში მისი პარენტერალური შეყვანის ან შიგნით მიღების შემდეგ.

დუაკის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ახალშობილზე. რათა არ მოხდეს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვა ბავშვის მიერ ძუძუთი კვების დროს, დუაკის დატანა არ მოხდეს სარძევე ჯირკვალზე.

ეფექტები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები არ ჩატარებულა. არსებული მონაცემების საფუძველზე არ არის მოსალოდნელი რაიმე გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ძლიერი გაღიზიანება - ამ შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას კანის სრულ გამოჯანმრთელებამდე. პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვლინდება კლინდამიცინის სისტემური გამოყენების დროს.

ბენზოილის პეროქსიდი: ადგილობრივი გამოყენებისას არ შეიწოვება იმ კონცენტრაციებით, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.

კლინდამიცინი: ადგილობრივად ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეწოვა, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური მკურნალობა. შემთხვევით პრეპარატის გადაყლაპვისას საჭიროა ჰოსპიტალური მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარეგანი გამოყენების გელი.

შიგნიდან ლაკირებული 15 გ ალუმინის ტუბები დარჩილული მემბრანით და ხრახნიანი პოლიეთილენის თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება 2˚C-დან 8˚C-მდე ტემპერატურაზე, დაუშვებელია გაყინვა. გახსნის შემდეგ ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

24 თვე

პირველად გახსნის შემდეგ – 2 თვე. დაუშვებელია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

მწარმოებელი

Glaxo Operations UK limited, UK*

Harmire Road, Barnard Castle, Durham, DL12 8DT

გლაქსო ოფერეიშენზ იუქეი ლიმითიდ, გაერთიანებული სამეფო*

ჰარმირ როუდ, ბარნარდ ქესთლ, დარჰემი, DL12 8DT

შემფუთველი

Glaxo Operations UK limited, UK

Harmire Road, Barnard Castle, Durham, DL12 8DT

გლაქსო ოფერეიშენზ იუქეი ლიმითიდ, გაერთიანებული სამეფო

ჰარმირ როუდ, ბარნარდ ქესთლ, დარჰემი, DL12 8DT

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

GlaxoSmithKline Export Ltd, UK

79 New Oxford Street, London, WC1A 1DG, UK

გლაქსოსმითკლაინ ექსფორთ ლიმითიდ, გაერთიანებული სამეფო

79 ნიუ ოქსფორდ სთრით, ლონდონი, WC1A 1DG, გაერთიანებული სამეფო

  • გსკ კომპანიების ჯგუფის წევრი

სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზიით გადაცემულია გსკ კომპანიების ჯგუფზე.

© 2025 გსკ კომპანიების ჯგუფი ან მისი ლიცენზორები

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა