შოკის მდგომარეობები ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ შოკის გაჩენის საშიშროებას: • გულის უკმარისობა, გამოწვეული მიოკარდის მწვავე ინფარქტით (კარდიოგენური შოკი); • მძიმე ინფექციები (ინფექციურ-ტოქსიკური შოკი); • შოკის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოპამინი (dopamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 4% (40მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- C01CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038993
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოფამინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შოკის მდგომარეობები ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ შოკის გაჩენის საშიშროებას:
- გულის უკმარისობა, გამოწვეული მიოკარდის მწვავე ინფარქტით (კარდიოგენური შოკი);
- მძიმე ინფექციები (ინფექციურ-ტოქსიკური შოკი);
- შოკის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ;
- ნებისმიერი გენეზის არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება (მძიმე ჰიპოტენზია);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზებს ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად, შოკის სიმძიმის ხარისხის, დოფამინით მკურნალობაზე ავადმყოფის რეაქციის და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. ჰემოდინამიკაზე დოფამინის სასურველი ეფექტის მისაღებად თითოეული პაციენტისათვის საჭიროა დოზის სათანადოდ შერჩევა ტიტრირებს გზით.
მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა. დოფამინის გამოყენებასთან ერთად საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის კონტროლირება.
თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, რეკომენდირებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეუძლიათ პასუხის გაცემა სისხლის მიმოქცევის და გულის ფუნქციონირების ზომიერ შენარჩუნებაზე, შეიძლება დოფამინის შეყვანის ჩატარება საწყისი დოზით 2,5 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში.
ამ შემთხვევაში საწყისი დოზა მძიმედ დაავადებულ პაციენტებში უნდა შეადგენდეს 5 მკგ/კგ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მისი თანდათან გაზრდა (მაგალითად ყოველ 15-30 წუთში) 10 მკგ-მდე/კგ სხეულის მასაზე წუთში მაქსიმალურამდე 20-50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში.
უმეტეს ავადმყოფებში ხერხდება დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიღწევა 20 მკგ-ზე/კგ სხეულის მასაზე წუთში დაბალი დოფამინის დოზების გამოყენებისას. პრეპარატის 20 მკგ-ზე/კგ სხეულის მასაზე წუთში მეტი დოზით გამოყენებას შეიძლება ახლდეს თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება.
გულის უკმარისობის გაუარესების შემთხვევაში, დოფამინი უნდა გამოიყენებოდეს ინფუზიის სახით არაუმეტეს 50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში დოზით.
თუ არსებობს 50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში მეტი დოზის გამოყენების აუცილებლობა, საჭიროა დიურეზის კონტროლირება.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატის შეყვანის სიჩქარის ზრდას ყველაზე დაბალი კონცენტრაციებით უფრო კონცენტრირებული ხსნარის შეყვანის წინ.
თუ დოფამინ-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისა, 40 მგ/მლ, განზავებულია საინფუზიო ხსნარის 50 მლ-ში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 4000 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.
თუ დოფამინ-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისა, 40 მგ/მლ, განზავებულია საინფუზიო ხსნარის 500 მლ-ში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 400 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
დოფამინით მკურნალობის დაწყების წინ პაცინეტებში ჰიპოვოლემიით საჭიროა მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ დოფამინი აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, პაციენტებში მოციმციმე არითმიით და სწრაფი პარკუჭოვანი პასუხით დოფამინის დანიშვნის წინ საჭიროა გულის გლიკოზიდების შეყვანა.
უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, ასპირაციის რისკთან დაკავშირებით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის კონტროლირება. პაციენტებში მომატებული პრე- და პოსდატვირთვით, გულზე დატვირთვის შემცირების მიზნით, საჭიროა დამატებით ნიტროგლიცერინის გამოყენება.
შეყვანის წინ საჭიროა პრეპარატის განზავება. განზავების მოცულობა - 1 ამპულა 250 მლ-ზე ან 500 მლ გამხსნელებზე, რომლებიც რეკომენდირებულია გამოსაყენებლად (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარი ან გლუკოზას 5%-ანი ხსნარი).
საინფუზიო ხსნარი უნდა დამზადდეს უშუალოდ მისი გამოყენების წინ, მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარების გამოყენებით, რომლებიც არ იცვლიან თავის ფერს დოფამინ-დარნიცას დამატების შემდეგ. ინფუზია, თუ ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს ცენტრალური ვენური კათეტერის გამოყენებით.
მზა ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
არ არის ნავარაუდები დოზირების ცვლილება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის. მიუხედავად ამისა, საჭიროა არტერიული წნევის, შარდის მოცულობის და პერიფერიული ქსოვილებოს პერფუზიის სათანადო კონტროლი.
ბავშვები.
ინფორმაცია დოფამინის გამოყენების შესახებ ბავშვებში არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დოფამინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ფეოქრომოციტომა, თირეოტოქსიკოზი.
ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ასევე მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს პარკუჭების ავსების მექანიკური წინაღობები.
ჰიპოვოლემია (მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის შევსება).
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია შარდის შეკავებით.
საჭიროა ანესთეზიის ციკლოპროპანით და გალოგენიზირებული ნახშირწყლებით თავიდან აცილება.
სიფრთხილის ზომები
ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და აციდოზი ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას, ზრდიან რა გვერდითი ეფექტების ალბათობას. მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ამ მდგომარეობების კორექციის პარალელურად.
დოფამინის შეყვანა უნდა ტარდებოდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის, არტერიული წნევის, ეკგ-ს მაჩვენებლების, დიურეზის სიდიდის კონტროლით; საჭიროა ასევე გულის დარტყმითი მოცულობის, პარკუჭების შევსების წნევის, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიაში წნევის კონტროლირება.
ხანგრძლივი პარენტერალური მკურნალობის დროს ყველა შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის, წუთმოცულობის და ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებების მიუხედავად, აუცილებელია ელექტროლიტული და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, ღვიძლის და თირკმელების ფუქციის რეგულარული კონტროლირება.
შოკის მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების წინ ჰიპოვოლემია აღმოფხვრილი უნდა იქნას პლაზმის და სხვა სისხლის შემცვლელი სითხეების შეყვანით. ინფუზია უნდა ტარდებოდეს კარდიომონიტორული კონტროლით. დიურეზის შემცირება ჰიპოტენზიის გარეშე, დიასტოლური არტერიული წნევის გადაჭარბებული მომატება ან არითმიის აღნიშვნა მიუთითებენ დოზის შემცირების ან ინფუზიის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
ჰიპოვოლემიის სხვადასხვა ტიპები კორექტირებული უნდა იქნას დოფამინით თერაპიის დაწყებამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს გულის და სისხლზარღვთა ორგანული დაზიანებებით, მაგალითად:
- პაციენტები გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით;
- პაციენტები არტერიების მაობლითირებელი დაავადებებით (ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლია, რეინოს დაავადება, მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივარტერ-ბიურგერის დაავადება);
- პაციენტები არითმიებით.
რადგანაც პრეპარატი აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულარულ გამტარობას, ავადმყოფებში მოციმციმე არითმიით დოფამინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს დიგიტალისის პრეპარატები.
მიოკარდის მწვავე ინფარქტის შედეგად შოკის დროს საჭიროა დიფამინის დაბალი დოზების გამოყენება.
თუ აღინიშნება დიასტოლური წნევის არაპროპორციული მატება (ანუ გულის დარტყმითი მოცულობის გამოხატული შემცირება), შემცირებული უნდა იქნას ინფუზიის სიჩქარე, პაციენტები კი უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, რადგანაც ეს შეიძლება განპირობებული იყოს პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობის გაზრდით.
დოფამინის შეყვანა, მცირე დოზებითაც კი, უნდა ტარდებოდეს თანდათან, არასასურველი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, რომელიც, როგორც წესი, გადის ინფუზიის სიჩქარის გაზრდის შემდეგ.
აუცილებელია შეყვანის დოზის მუდმივი კორექტირება ავადმყოფის მდგომარეობის ცვლილებების, დიურეზის, გულის წუთმოცულობის და არტერიული წნევის მიხედვით. თუ ავადმყოფს, რომელიც იღებს დოფამინს, ეზრდება დიასტოლური არტერიული წნევა (ანუ წნევის ამპლიტუდის შესამჩნევი შემცირება), მას უნდა შეუმცირდეს შეყვანის სიჩქარე და ის ექვემდებარება სათანადო დაკვირვებას ვაზოკონსტრიქციის შემდგომი ნიშნები საგანზე, მაგრამ მხოლოდ სასურველი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში. დიასტოლური არტერიული წნევის გადაჭარბებული ზრდის, დიურეზის შემცირების ან არითმიის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა დოფამინის დოზის შემცირება. გულის ფუნქციის და არტერიული წნევის სტაბილიზირების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზების შემცირება ოპტიმალური შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით.
იშემიის პრევენცია შეიძლება მოხდეს ფენტოლამინის შეყვანით (ფენტოლამინის 5-10 მგ 0,9%-ანი ფიზიოლოგიური ხსნარის 10-15 მლ-ში) შპრიცით წვრილი ნემსით დაზიანებულ მონაკვეთში. ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანდათან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის გაჩენის საშიშროების გამო.
დოფამინი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრარტერიულად და ბოლუსური ინექციის სახით.
აუცილებელია ანამნეზში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მქონე ავადმყოფების სათანადო კონტროლირება კიდურების კანის ფერის ან ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებებასთან მიმართებაში. თუ აღინიშნება კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილება, ეს ითვლება კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, ამიტომ დოფამინის ინფუზიის გაგრძელებისაგან სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო ნეკროზის რისკან მიმართებაში. ეს ცვლილებები შეიძლება მოხსნილი იქნას ინფუზიის სიჩქარის შემცირებით ან შეწყვეტით.
დოფამინის შეყვანის შედეგად, განსაკუთრებით ავადმყოფებში პერიფერიული სისხლძარღვების მაობლითირებელი დაავადებებით და/ან სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომით, შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვების ძლიერი შევიწროება, რაც იწვევს კანის ნეკროზს და განგრენას. აუცილებელია ასეთი ავადმყოფების მდგომარეობაზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა; ასეთ ავადმყოფებში პერიფერიული იშემიის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა დოფამინის შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. აუცილებელია ასევე თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფების მდგომარეობის კონტროლირება.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფებისათვის აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა.
დოფამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც შეისუნთქავენ ციკლოპროპანს ან ჰალოგენირებულ ნახშირწყლოვან ანესტეტიკებს არტერიული არითმოგენური პოტენციალის შედეგად.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გლუკოზის ხსნარი ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით.
ექსტრავაზატების პრევენციისათვის რეკომენდირებულია დოფამინის დიდ ვენაში შეყვანა.
პრეპარატის რბილ ქსოვილებში შემთხვევით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეკროზი. ექსტარავაზატების აღნიშვნის შემთხვევაში, ნეკროზის თავიდან აცილება შეიძლება დაზიანებული ქსოვილების ფენტოლამინით ინფილტრაციის გზით.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ასევე ავადმყოფებში ჰემორაგიული დიათეზით, არსებობს სისხლდენის რისკი სისხლის მიმოქცევის გადანაწილების გამო.
ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანთადან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის აღნიშვნის საშიშროების გამო.
ხსნარების გადაჭარბებულმა შეყვანამ, რომლებიც არ შეიცავენ კალიუმს, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპოკალიემია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს.
სამკურნალო საშუალება შეიცავს 25 მგ ნატრიუმს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სიმპათომიმეტიკები, გუანეტიდინი. აძლიერებენ დოფამინ-დარნიცას სიმპათომიმეტიკურ ეფექტს.
მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები. ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას და პრეპარატის მოქმედების პროლონგირებას. დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დოფამინი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მაო-ს ინჰიბიტორებს. ასეთ პაციენტებს უნდა დაენიშნოს დოფამინის მნიშვნელოვნად მცირე დოზა (საწყისი დოზა - ჩვეულებრივი თერაპიული დოზის 1/10).
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მაპროთილინი. დოფამინი ზრდის ნერვულ დაბოლოებებში გამოთავისუფლებული ნორადრენალინის რაოდენობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აინჰიბირებენ ნერვულ დაბოლოებებში ნორადრენალინის უკუმიტაცებას და ამით ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, დოფამინის დოზა შემცირებული უნდა იქნას ეფექტების პოტენცირებასთან დაკავშირებით.
დოფამინს შეუძლია შარდმდენი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
მაანესთეზირებელი საშუალებები. ზრდიან კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ბუტიროფენონი, პროპრანოლოლი. ამცირებენ კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
გალოტანი და ციკლოპროპანი. დოფამინის გამოყენებისას გალოტანთან, ციკლოპროპანთან და ზოგიერთ სხვა ანესტეტიკებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის მგრძნობელობას, შეიძლება განვითარდეს პარკუჭოვანი არითმია და არტერიული ჰიპერტენზია. თავი უნდა ავარიდოთ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.
ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები. ამცირებენ დოფამინ-დარნიცას დადებით ქრონოტროპულ მოქმედებას.
ფენიტოინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ერთდროულმა გამოყენებამ დოფამინთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და ბრადიკარდიის აღნიშვნა.
სელიგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). არ არის სასურველი სელიგილინის დოფამინთან ერთდროული გამოყენება.
β-ადრენობლოკატორები (პროპანოლოლი, მეტოპროლოლი). ამცირებენ დოფამინის კარდიალურ ეფექტებს.
ხანმოკლე მოქმედების α-ადრენობლოკატორები (ფენტოლამინი). ამცირებენ დოფამინის პერიფერიულ ვაზოკონსტრიქციას.
კატექინ-0-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ენტაკაპონი. შეუძლიათ კატექოლამინების ქრონოტროპული და არითმოგენური ეფექტების პოტენცირება, დოფამინ-დარნიცას ჩათვლით. პოტენცირებული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშბნელობა არ არის განსაზღვრული.
პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ენტაკაპონით დოფამინის შეყვანამდე 1-2 დღით ადრე, უნდა მიიღონ პრეპარატის უფრო დაბალი დოზები.
დობუტამინი. დობუტამინის და დოფამინ-დარნიცას ერთდროული შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო შესამჩნევი მატება, მაგრამ გულის პარკუჭების შევსების წნევა ამასთამ მცირდება ან რჩება უცვლელი.
დოფამინი-დარნიცა ამცირებს ნიტრატების ანტიანგინალურ ზეგავლენას, α-, β-ადრენობლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.
დოფამინი-დარნიცას კომბინირება შეიძლება გულის გლიკოზიდების, ასევე დიურეზული საშუალებების (ფუროსემიდი) დანიშვნასთან. ჰიპოვოლემიური შოკის დროს ახდენენ დოფამინ-დარნიცას კომბინირებას პლაზმის, პლაზმის შემცვლელების ან სისხლის შეყვანასთან.
არ არის რეკომენდირებული დოფამინის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჭვავის რქის პრეპარატებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ორსულობის პერიოდში, ვინაიდან არ არის საკმარისი ინფორმაცია მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.
უცნობია, აღწევს თუ არა დოფამინი დედის რძეში, ასევე უცნობია, მოქმედებს თუ არა იგი ჩვილზე.
ზემოქმედების უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
დოფამინ-დარნიცა - ეს არის სამკურნალო საშუალება სტაციონარულ პირობებში გამოსაყენებლად ნახევრად დაშლის ძალიან მოკლე პერიოდით. სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ სამკურნალო საშუალების ზეგავლენის შესაძლებლობა რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (˂1/10000), სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება ასრებული მონაცემების საფუძველზე).
მხედველობის ორგანოების მხრივ:
არახშირად: მიდრიაზი.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ:
ხშირად: დისპნოე.
სიხშირე უცნობია: პაციენტებში სუნთქვის უკმარისობით აღინიშნება ჰიპოქსემიის ზრდა, რომელიც დამახასიათებელია ჰიპოვენტილირებადი ალვეოლური მონაკვეთების მომატებული სისხლის მიმოქცევისათვის (ფილთვის ინტეგრირებული შუნტი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: გულისრევა, ღებინევა;
სიხშირე უცნობია: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: პოლიურია.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ:
არახშირად: აზოთემია;
სიხშირე უცნობია: სისხლის შარდოვანას დონის მატება.
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: მოუსვენრობა, შფოთვა, შიშის შეგრძნება, ტრემორი, პილოერექცია.
გულ-სისხლძარღვტა სისტემის მხრივ:
ხშირად: გულისცემის შეგრძნება, გულის რითმის დარღვევები, მათ შორის ტაქიკარდია (პარკუჭოვანი, სუპრავენტრიკულარული და სინუსური);
არახშირად: ბრადიკარდია, არითმიები (ექსტრასისტოლია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, პარკუჭოვანი არითმია), ექტოპიური გულის რითმი, აბერანტული პარკუჭოვანი გამტარობა, გულის გამტარობის დარღვევა, AV-ბლოკადა, QRS-კომპლექსის გაფართოება; ტკივილი გულმკერდის არეში, ანგინალური ტკივილი, მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდია, წნევის მომატება პარკუჭებში, არტერიული წნევის მომატება, ჰიპოტენზია, პერიფერიული არტერიების სპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, სისხლდენები.
იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები, ჰიპერემია, ქავილი, კანის წვის შეგრძნება, ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით - ბრონქოსპაზმი, გონების დაკარგვა, შოკი.
დამხმარე ნივთიერებამ ნატრიუმის მეტაბისულფიტმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: რეაქციები შეყვანის ადგილას, კანქვეშ პრეპარატის მოხვედრისას - კანის, კენქვეშა უჯრედისის ნეკროზი. ასევე შესაძლებელია პერიფერიული იშემიური განგრენის განვითარება პაციენტებში უკვე არსებული სისხლძარღვოვანი დარღვევებით.
პაციენტებში არტერიული სისხლძარღვების დაცობით ანამნეზში (არტერიოსკლეროზი, არტერიული ემბოლია, რეინოს დაავადება, სიცივით გამოწვეული ტრავმები, როგორიცაა მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივარტერ-ბიურგერის დაავადება) საჭიროა კიდურების კანის ფერის და ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილების სათანადო კონტროლირება. კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილებების არსებობა შეიძლება იყოს კანის სისხლის მიმოქცევის შემდგომი გაუარესების ნიშანი.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრირების შემდებ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს იძლევა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისათვის „სარგებელი/რისკის“ შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
მაღალი დოზების გამოყენებისას იზრდება α-რეცეპტორების აგზნება β-რეცეპტორების ანტაგონოსტურ ეფექტებთან კომბინაციაში, სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტები ბოლოს აღინიშნება.
სიმპტომები: არტერიული წნევის ჭარბი მომატება, ტაქიკარდია, არითმია, დიასტოლური წნევის მომატება მარცხენა პარკუჭში ფილტვების შემდგომი შეშუპებით, სტენოკარდიის შეტევები (განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით), გაურკვეველი ტკივილი მკერდში, გულისცემა, გულისრევა, ღებინება, კიდურებში შემცივნების შეგრძნება, ციანოზი.
მკურნალობა: დოზის შემცირება ან შეყვანის ხანმოკლე შეწყვეტა, ვინაიდან დოფამინის მოქმედების ხანგრძლივობა ძალიან ხანმოკლეა. თუ ეს ზომები არ არის საკმარისი, საჭიროა β-ბლოკატორების ან ნიტროგლიცერინის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში შეიყვანეთ ფენტოლამინი.
შემადგენლობა
მოქმედი ნოვთიერება: დოფამინის ჰიდროქლორიდი;
1 მლ კონცენტრატი შეიცავს 40 მგ დოფამინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ქლორწყალბადის მჟავა განზავებული, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად.
ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითღალო ფერის სითხე.
შენახვის პირობები
4 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არაგლიკოზიდური კარდიოტონური საშუალებები. ადრენერგული და დოფამინერგული პრეპარატები. ათქ კოდი C01CA04.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ქიმიური აგებულებით დოფამინი წარმოადგენს ნორადრენალინის ბიოსინთეზის წინამორბედს და ახდენს სპეციფიურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე, ხოლო დიდ დოზებში ასევე ასტიმულირებს α- და β-ადრენორეცეპტორებს. დოფამინ-დარნიცას ზემოქმედებით იზრდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინაღობა და სისტოლური არტერიული წნევა, ძლიერდება გულის შეკუმშვები, მატულობს გულის წუთმოცულობა. გულის შეკუმშვათა სიხშირე შედარებით ნაკლებად იცვლება. მატულობს მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე, მაგრამ კორონარული სისხლის დინების მომატებასთან დაკავშირებით ხდება ჟანგბადის მომატებული მიწოდების უზრუნველყოფა. დოფამინ-დარნიცა ამცირებს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობას მათში სისხლის დინების ზრდით, ზრდის გორგლოვან ფილტრაციას, ნატრიუმის ეკსკრეციას. რეგისტრირებადი ფარმაკოლოგიური ეფექტები დამოკიდებულია სისხლში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციაზე. დაბალ დოზებში (0,5-2 მკგ/კგ წუთში) ახდენს ზემოქმედებას ძირითადად დოფამინურ რეცეპტორებზე. აფართოვებს მეზენტერიალურ, თავის ტვინის, კორონარულ სისხლძარღვებს, ამცირებს თირკმლის სისხლძარღვების წინაღობას, ზრდის გორგლოვან ფილტრაციას, ზრდის დიურეზს და ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოყოფას.
საშუალო დოზების ინტერვალში (2-10 მკგ/კგ წუთში) ასტიმულირებს β1-ადრენორეცეპტორებს, რითაც იწვევს დადებით ინოტროპულ ეფექტს, ზრდის გულის წუთმოცულობას.
დოზებში 10 მკგ/კგ წუთში და ზემოთ დიდ ზეგავლენას ახდენს α1-ადრენორეცეპტორებზე, რითაც ზრდის სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინაღობას, ავიწროებს თირკმლის სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, ამცირებს დიურეზს.
შეყვანის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი გრძელდება არაუმეტეს 5-10 წუთისა.
ფარმაკოკინეტიკა.
ვინაიდან დოფამინი ნორადრენალინის სინტეზის ბუნებრივ შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს, ორგანიზმში მისი ფარმაკოკინეტიკის დადგენა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) 5 წუთამდე შეადგენს (საშუალოდ 2 წუთი). დოფამინი მეტაბოლიზდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. შეყვანილი დოზის 75%-მდე გამოიყოფა ორგანიზმიდან პირველი დღის განმავლობაში თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით. შეყვანილი დოფამინის 25%-მდე ნეიროვეზიკულებში უკუმიტაცების მექანიზმის გზით გამოიყენება ნორადრენალინის სინთეზისათვის. მოქმედების დასაწყისი - 5 წუთის ფარგლებში შეყვანის დაწყებიდან, დასრულება - ინფუზიის შეწყვეტიდან 5-10 წუთის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
დოფამინი-დარნიცა
(DOFAMIN-DARNITSA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნოვთიერება: დოფამინის ჰიდროქლორიდი;
1 მლ კონცენტრატი შეიცავს 40 მგ დოფამინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ქლორწყალბადის მჟავა განზავებული, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად.
ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითღალო ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არაგლიკოზიდური კარდიოტონური საშუალებები. ადრენერგული და დოფამინერგული პრეპარატები. ათქ კოდი C01CA04.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ქიმიური აგებულებით დოფამინი წარმოადგენს ნორადრენალინის ბიოსინთეზის წინამორბედს და ახდენს სპეციფიურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე, ხოლო დიდ დოზებში ასევე ასტიმულირებს α- და β-ადრენორეცეპტორებს. დოფამინ-დარნიცას ზემოქმედებით იზრდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინაღობა და სისტოლური არტერიული წნევა, ძლიერდება გულის შეკუმშვები, მატულობს გულის წუთმოცულობა. გულის შეკუმშვათა სიხშირე შედარებით ნაკლებად იცვლება. მატულობს მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე, მაგრამ კორონარული სისხლის დინების მომატებასთან დაკავშირებით ხდება ჟანგბადის მომატებული მიწოდების უზრუნველყოფა. დოფამინ-დარნიცა ამცირებს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობას მათში სისხლის დინების ზრდით, ზრდის გორგლოვან ფილტრაციას, ნატრიუმის ეკსკრეციას. რეგისტრირებადი ფარმაკოლოგიური ეფექტები დამოკიდებულია სისხლში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციაზე. დაბალ დოზებში (0,5-2 მკგ/კგ წუთში) ახდენს ზემოქმედებას ძირითადად დოფამინურ რეცეპტორებზე. აფართოვებს მეზენტერიალურ, თავის ტვინის, კორონარულ სისხლძარღვებს, ამცირებს თირკმლის სისხლძარღვების წინაღობას, ზრდის გორგლოვან ფილტრაციას, ზრდის დიურეზს და ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოყოფას.
საშუალო დოზების ინტერვალში (2-10 მკგ/კგ წუთში) ასტიმულირებს β1-ადრენორეცეპტორებს, რითაც იწვევს დადებით ინოტროპულ ეფექტს, ზრდის გულის წუთმოცულობას.
დოზებში 10 მკგ/კგ წუთში და ზემოთ დიდ ზეგავლენას ახდენს α1-ადრენორეცეპტორებზე, რითაც ზრდის სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინაღობას, ავიწროებს თირკმლის სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, ამცირებს დიურეზს.
შეყვანის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი გრძელდება არაუმეტეს 5-10 წუთისა.
ფარმაკოკინეტიკა.
ვინაიდან დოფამინი ნორადრენალინის სინტეზის ბუნებრივ შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს, ორგანიზმში მისი ფარმაკოკინეტიკის დადგენა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) 5 წუთამდე შეადგენს (საშუალოდ 2 წუთი). დოფამინი მეტაბოლიზდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. შეყვანილი დოზის 75%-მდე გამოიყოფა ორგანიზმიდან პირველი დღის განმავლობაში თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით. შეყვანილი დოფამინის 25%-მდე ნეიროვეზიკულებში უკუმიტაცების მექანიზმის გზით გამოიყენება ნორადრენალინის სინთეზისათვის. მოქმედების დასაწყისი - 5 წუთის ფარგლებში შეყვანის დაწყებიდან, დასრულება - ინფუზიის შეწყვეტიდან 5-10 წუთის შემდეგ.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
შოკის მდგომარეობები ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ შოკის გაჩენის საშიშროებას:
- გულის უკმარისობა, გამოწვეული მიოკარდის მწვავე ინფარქტით (კარდიოგენური შოკი);
- მძიმე ინფექციები (ინფექციურ-ტოქსიკური შოკი);
- შოკის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ;
- ნებისმიერი გენეზის არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება (მძიმე ჰიპოტენზია);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა დოფამინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ფეოქრომოციტომა, თირეოტოქსიკოზი.
ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ასევე მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს პარკუჭების ავსების მექანიკური წინაღობები.
ჰიპოვოლემია (მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის შევსება).
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია შარდის შეკავებით.
საჭიროა ანესთეზიის ციკლოპროპანით და გალოგენიზირებული ნახშირწყლებით თავიდან აცილება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
სიმპათომიმეტიკები, გუანეტიდინი. აძლიერებენ დოფამინ-დარნიცას სიმპათომიმეტიკურ ეფექტს.
მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები. ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას და პრეპარატის მოქმედების პროლონგირებას. დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დოფამინი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მაო-ს ინჰიბიტორებს. ასეთ პაციენტებს უნდა დაენიშნოს დოფამინის მნიშვნელოვნად მცირე დოზა (საწყისი დოზა - ჩვეულებრივი თერაპიული დოზის 1/10).
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მაპროთილინი. დოფამინი ზრდის ნერვულ დაბოლოებებში გამოთავისუფლებული ნორადრენალინის რაოდენობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აინჰიბირებენ ნერვულ დაბოლოებებში ნორადრენალინის უკუმიტაცებას და ამით ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, დოფამინის დოზა შემცირებული უნდა იქნას ეფექტების პოტენცირებასთან დაკავშირებით.
დოფამინს შეუძლია შარდმდენი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
მაანესთეზირებელი საშუალებები. ზრდიან კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ბუტიროფენონი, პროპრანოლოლი. ამცირებენ კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
გალოტანი და ციკლოპროპანი. დოფამინის გამოყენებისას გალოტანთან, ციკლოპროპანთან და ზოგიერთ სხვა ანესტეტიკებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის მგრძნობელობას, შეიძლება განვითარდეს პარკუჭოვანი არითმია და არტერიული ჰიპერტენზია. თავი უნდა ავარიდოთ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.
ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები. ამცირებენ დოფამინ-დარნიცას დადებით ქრონოტროპულ მოქმედებას.
ფენიტოინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ერთდროულმა გამოყენებამ დოფამინთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და ბრადიკარდიის აღნიშვნა.
სელიგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). არ არის სასურველი სელიგილინის დოფამინთან ერთდროული გამოყენება.
β-ადრენობლოკატორები (პროპანოლოლი, მეტოპროლოლი). ამცირებენ დოფამინის კარდიალურ ეფექტებს.
ხანმოკლე მოქმედების α-ადრენობლოკატორები (ფენტოლამინი). ამცირებენ დოფამინის პერიფერიულ ვაზოკონსტრიქციას.
კატექინ-0-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ენტაკაპონი. შეუძლიათ კატექოლამინების ქრონოტროპული და არითმოგენური ეფექტების პოტენცირება, დოფამინ-დარნიცას ჩათვლით. პოტენცირებული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშბნელობა არ არის განსაზღვრული.
პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ენტაკაპონით დოფამინის შეყვანამდე 1-2 დღით ადრე, უნდა მიიღონ პრეპარატის უფრო დაბალი დოზები.
დობუტამინი. დობუტამინის და დოფამინ-დარნიცას ერთდროული შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო შესამჩნევი მატება, მაგრამ გულის პარკუჭების შევსების წნევა ამასთამ მცირდება ან რჩება უცვლელი.
დოფამინი-დარნიცა ამცირებს ნიტრატების ანტიანგინალურ ზეგავლენას, α-, β-ადრენობლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.
დოფამინი-დარნიცას კომბინირება შეიძლება გულის გლიკოზიდების, ასევე დიურეზული საშუალებების (ფუროსემიდი) დანიშვნასთან. ჰიპოვოლემიური შოკის დროს ახდენენ დოფამინ-დარნიცას კომბინირებას პლაზმის, პლაზმის შემცვლელების ან სისხლის შეყვანასთან.
არ არის რეკომენდირებული დოფამინის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჭვავის რქის პრეპარატებს.
გამოყენების თავისებურებანი.
ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და აციდოზი ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას, ზრდიან რა გვერდითი ეფექტების ალბათობას. მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ამ მდგომარეობების კორექციის პარალელურად.
დოფამინის შეყვანა უნდა ტარდებოდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის, არტერიული წნევის, ეკგ-ს მაჩვენებლების, დიურეზის სიდიდის კონტროლით; საჭიროა ასევე გულის დარტყმითი მოცულობის, პარკუჭების შევსების წნევის, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიაში წნევის კონტროლირება.
ხანგრძლივი პარენტერალური მკურნალობის დროს ყველა შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის, წუთმოცულობის და ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებების მიუხედავად, აუცილებელია ელექტროლიტული და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, ღვიძლის და თირკმელების ფუქციის რეგულარული კონტროლირება.
შოკის მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების წინ ჰიპოვოლემია აღმოფხვრილი უნდა იქნას პლაზმის და სხვა სისხლის შემცვლელი სითხეების შეყვანით. ინფუზია უნდა ტარდებოდეს კარდიომონიტორული კონტროლით. დიურეზის შემცირება ჰიპოტენზიის გარეშე, დიასტოლური არტერიული წნევის გადაჭარბებული მომატება ან არითმიის აღნიშვნა მიუთითებენ დოზის შემცირების ან ინფუზიის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
ჰიპოვოლემიის სხვადასხვა ტიპები კორექტირებული უნდა იქნას დოფამინით თერაპიის დაწყებამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს გულის და სისხლზარღვთა ორგანული დაზიანებებით, მაგალითად:
- პაციენტები გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით;
- პაციენტები არტერიების მაობლითირებელი დაავადებებით (ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლია, რეინოს დაავადება, მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივარტერ-ბიურგერის დაავადება);
- პაციენტები არითმიებით.
რადგანაც პრეპარატი აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულარულ გამტარობას, ავადმყოფებში მოციმციმე არითმიით დოფამინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს დიგიტალისის პრეპარატები.
მიოკარდის მწვავე ინფარქტის შედეგად შოკის დროს საჭიროა დიფამინის დაბალი დოზების გამოყენება.
თუ აღინიშნება დიასტოლური წნევის არაპროპორციული მატება (ანუ გულის დარტყმითი მოცულობის გამოხატული შემცირება), შემცირებული უნდა იქნას ინფუზიის სიჩქარე, პაციენტები კი უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, რადგანაც ეს შეიძლება განპირობებული იყოს პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობის გაზრდით.
დოფამინის შეყვანა, მცირე დოზებითაც კი, უნდა ტარდებოდეს თანდათან, არასასურველი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, რომელიც, როგორც წესი, გადის ინფუზიის სიჩქარის გაზრდის შემდეგ.
აუცილებელია შეყვანის დოზის მუდმივი კორექტირება ავადმყოფის მდგომარეობის ცვლილებების, დიურეზის, გულის წუთმოცულობის და არტერიული წნევის მიხედვით. თუ ავადმყოფს, რომელიც იღებს დოფამინს, ეზრდება დიასტოლური არტერიული წნევა (ანუ წნევის ამპლიტუდის შესამჩნევი შემცირება), მას უნდა შეუმცირდეს შეყვანის სიჩქარე და ის ექვემდებარება სათანადო დაკვირვებას ვაზოკონსტრიქციის შემდგომი ნიშნები საგანზე, მაგრამ მხოლოდ სასურველი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში. დიასტოლური არტერიული წნევის გადაჭარბებული ზრდის, დიურეზის შემცირების ან არითმიის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა დოფამინის დოზის შემცირება. გულის ფუნქციის და არტერიული წნევის სტაბილიზირების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზების შემცირება ოპტიმალური შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით.
იშემიის პრევენცია შეიძლება მოხდეს ფენტოლამინის შეყვანით (ფენტოლამინის 5-10 მგ 0,9%-ანი ფიზიოლოგიური ხსნარის 10-15 მლ-ში) შპრიცით წვრილი ნემსით დაზიანებულ მონაკვეთში. ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანდათან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის გაჩენის საშიშროების გამო.
დოფამინი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრარტერიულად და ბოლუსური ინექციის სახით.
აუცილებელია ანამნეზში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მქონე ავადმყოფების სათანადო კონტროლირება კიდურების კანის ფერის ან ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებებასთან მიმართებაში. თუ აღინიშნება კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილება, ეს ითვლება კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, ამიტომ დოფამინის ინფუზიის გაგრძელებისაგან სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო ნეკროზის რისკან მიმართებაში. ეს ცვლილებები შეიძლება მოხსნილი იქნას ინფუზიის სიჩქარის შემცირებით ან შეწყვეტით.
დოფამინის შეყვანის შედეგად, განსაკუთრებით ავადმყოფებში პერიფერიული სისხლძარღვების მაობლითირებელი დაავადებებით და/ან სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომით, შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვების ძლიერი შევიწროება, რაც იწვევს კანის ნეკროზს და განგრენას. აუცილებელია ასეთი ავადმყოფების მდგომარეობაზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა; ასეთ ავადმყოფებში პერიფერიული იშემიის ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა დოფამინის შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. აუცილებელია ასევე თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფების მდგომარეობის კონტროლირება.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფებისათვის აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა.
დოფამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც შეისუნთქავენ ციკლოპროპანს ან ჰალოგენირებულ ნახშირწყლოვან ანესტეტიკებს არტერიული არითმოგენური პოტენციალის შედეგად.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გლუკოზის ხსნარი ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით.
ექსტრავაზატების პრევენციისათვის რეკომენდირებულია დოფამინის დიდ ვენაში შეყვანა.
პრეპარატის რბილ ქსოვილებში შემთხვევით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეკროზი. ექსტარავაზატების აღნიშვნის შემთხვევაში, ნეკროზის თავიდან აცილება შეიძლება დაზიანებული ქსოვილების ფენტოლამინით ინფილტრაციის გზით.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ასევე ავადმყოფებში ჰემორაგიული დიათეზით, არსებობს სისხლდენის რისკი სისხლის მიმოქცევის გადანაწილების გამო.
ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანთადან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის აღნიშვნის საშიშროების გამო.
ხსნარების გადაჭარბებულმა შეყვანამ, რომლებიც არ შეიცავენ კალიუმს, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპოკალიემია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს.
სამკურნალო საშუალება შეიცავს 25 მგ ნატრიუმს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ორსულობის პერიოდში, ვინაიდან არ არის საკმარისი ინფორმაცია მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.
უცნობია, აღწევს თუ არა დოფამინი დედის რძეში, ასევე უცნობია, მოქმედებს თუ არა იგი ჩვილზე.
ზემოქმედების უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
დოფამინ-დარნიცა - ეს არის სამკურნალო საშუალება სტაციონარულ პირობებში გამოსაყენებლად ნახევრად დაშლის ძალიან მოკლე პერიოდით. სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ სამკურნალო საშუალების ზეგავლენის შესაძლებლობა რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატის დოზებს ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად, შოკის სიმძიმის ხარისხის, დოფამინით მკურნალობაზე ავადმყოფის რეაქციის და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. ჰემოდინამიკაზე დოფამინის სასურველი ეფექტის მისაღებად თითოეული პაციენტისათვის საჭიროა დოზის სათანადოდ შერჩევა ტიტრირებს გზით.
მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა. დოფამინის გამოყენებასთან ერთად საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის კონტროლირება.
თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, რეკომენდირებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეუძლიათ პასუხის გაცემა სისხლის მიმოქცევის და გულის ფუნქციონირების ზომიერ შენარჩუნებაზე, შეიძლება დოფამინის შეყვანის ჩატარება საწყისი დოზით 2,5 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში.
ამ შემთხვევაში საწყისი დოზა მძიმედ დაავადებულ პაციენტებში უნდა შეადგენდეს 5 მკგ/კგ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მისი თანდათან გაზრდა (მაგალითად ყოველ 15-30 წუთში) 10 მკგ-მდე/კგ სხეულის მასაზე წუთში მაქსიმალურამდე 20-50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში.
უმეტეს ავადმყოფებში ხერხდება დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიღწევა 20 მკგ-ზე/კგ სხეულის მასაზე წუთში დაბალი დოფამინის დოზების გამოყენებისას. პრეპარატის 20 მკგ-ზე/კგ სხეულის მასაზე წუთში მეტი დოზით გამოყენებას შეიძლება ახლდეს თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება.
გულის უკმარისობის გაუარესების შემთხვევაში, დოფამინი უნდა გამოიყენებოდეს ინფუზიის სახით არაუმეტეს 50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში დოზით.
თუ არსებობს 50 მკგ/კგ სხეულის მასაზე წუთში მეტი დოზის გამოყენების აუცილებლობა, საჭიროა დიურეზის კონტროლირება.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატის შეყვანის სიჩქარის ზრდას ყველაზე დაბალი კონცენტრაციებით უფრო კონცენტრირებული ხსნარის შეყვანის წინ.
თუ დოფამინ-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისა, 40 მგ/მლ, განზავებულია საინფუზიო ხსნარის 50 მლ-ში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 4000 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.
თუ დოფამინ-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისა, 40 მგ/მლ, განზავებულია საინფუზიო ხსნარის 500 მლ-ში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 400 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
დოფამინით მკურნალობის დაწყების წინ პაცინეტებში ჰიპოვოლემიით საჭიროა მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ დოფამინი აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, პაციენტებში მოციმციმე არითმიით და სწრაფი პარკუჭოვანი პასუხით დოფამინის დანიშვნის წინ საჭიროა გულის გლიკოზიდების შეყვანა.
უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, ასპირაციის რისკთან დაკავშირებით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის კონტროლირება. პაციენტებში მომატებული პრე- და პოსდატვირთვით, გულზე დატვირთვის შემცირების მიზნით, საჭიროა დამატებით ნიტროგლიცერინის გამოყენება.
შეყვანის წინ საჭიროა პრეპარატის განზავება. განზავების მოცულობა - 1 ამპულა 250 მლ-ზე ან 500 მლ გამხსნელებზე, რომლებიც რეკომენდირებულია გამოსაყენებლად (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარი ან გლუკოზას 5%-ანი ხსნარი).
საინფუზიო ხსნარი უნდა დამზადდეს უშუალოდ მისი გამოყენების წინ, მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარების გამოყენებით, რომლებიც არ იცვლიან თავის ფერს დოფამინ-დარნიცას დამატების შემდეგ. ინფუზია, თუ ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს ცენტრალური ვენური კათეტერის გამოყენებით.
მზა ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
არ არის ნავარაუდები დოზირების ცვლილება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის. მიუხედავად ამისა, საჭიროა არტერიული წნევის, შარდის მოცულობის და პერიფერიული ქსოვილებოს პერფუზიის სათანადო კონტროლი.
ბავშვები.
ინფორმაცია დოფამინის გამოყენების შესახებ ბავშვებში არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში.
ჭარბი დოზირება.
ჭარბი დოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ განპირობებულია დოფამინის სიმპათომიმეტიკური ეფექტებით.
მაღალი დოზების გამოყენებისას იზრდება α-რეცეპტორების აგზნება β-რეცეპტორების ანტაგონოსტურ ეფექტებთან კომბინაციაში, სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტები ბოლოს აღინიშნება.
სიმპტომები: არტერიული წნევის ჭარბი მომატება, ტაქიკარდია, არითმია, დიასტოლური წნევის მომატება მარცხენა პარკუჭში ფილტვების შემდგომი შეშუპებით, სტენოკარდიის შეტევები (განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით), გაურკვეველი ტკივილი მკერდში, გულისცემა, გულისრევა, ღებინება, კიდურებში შემცივნების შეგრძნება, ციანოზი.
მკურნალობა: დოზის შემცირება ან შეყვანის ხანმოკლე შეწყვეტა, ვინაიდან დოფამინის მოქმედების ხანგრძლივობა ძალიან ხანმოკლეა. თუ ეს ზომები არ არის საკმარისი, საჭიროა β-ბლოკატორების ან ნიტროგლიცერინის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში შეიყვანეთ ფენტოლამინი.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების განვითარება დოფამინის გამოყენებისას დაკავშირებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან.
გვერდითი რეაქციების სიხშირის შესაფასებლად იყენებენ შემდეგ კლასიფიკაციას: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (˂1/10000), სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება ასრებული მონაცემების საფუძველზე).
მხედველობის ორგანოების მხრივ:
არახშირად: მიდრიაზი.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ:
ხშირად: დისპნოე.
სიხშირე უცნობია: პაციენტებში სუნთქვის უკმარისობით აღინიშნება ჰიპოქსემიის ზრდა, რომელიც დამახასიათებელია ჰიპოვენტილირებადი ალვეოლური მონაკვეთების მომატებული სისხლის მიმოქცევისათვის (ფილთვის ინტეგრირებული შუნტი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: გულისრევა, ღებინევა;
სიხშირე უცნობია: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: პოლიურია.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ:
არახშირად: აზოთემია;
სიხშირე უცნობია: სისხლის შარდოვანას დონის მატება.
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: მოუსვენრობა, შფოთვა, შიშის შეგრძნება, ტრემორი, პილოერექცია.
გულ-სისხლძარღვტა სისტემის მხრივ:
ხშირად: გულისცემის შეგრძნება, გულის რითმის დარღვევები, მათ შორის ტაქიკარდია (პარკუჭოვანი, სუპრავენტრიკულარული და სინუსური);
არახშირად: ბრადიკარდია, არითმიები (ექსტრასისტოლია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, პარკუჭოვანი არითმია), ექტოპიური გულის რითმი, აბერანტული პარკუჭოვანი გამტარობა, გულის გამტარობის დარღვევა, AV-ბლოკადა, QRS-კომპლექსის გაფართოება; ტკივილი გულმკერდის არეში, ანგინალური ტკივილი, მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდია, წნევის მომატება პარკუჭებში, არტერიული წნევის მომატება, ჰიპოტენზია, პერიფერიული არტერიების სპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, სისხლდენები.
იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები, ჰიპერემია, ქავილი, კანის წვის შეგრძნება, ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით - ბრონქოსპაზმი, გონების დაკარგვა, შოკი.
დამხმარე ნივთიერებამ ნატრიუმის მეტაბისულფიტმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: რეაქციები შეყვანის ადგილას, კანქვეშ პრეპარატის მოხვედრისას - კანის, კენქვეშა უჯრედისის ნეკროზი. ასევე შესაძლებელია პერიფერიული იშემიური განგრენის განვითარება პაციენტებში უკვე არსებული სისხლძარღვოვანი დარღვევებით.
პაციენტებში არტერიული სისხლძარღვების დაცობით ანამნეზში (არტერიოსკლეროზი, არტერიული ემბოლია, რეინოს დაავადება, სიცივით გამოწვეული ტრავმები, როგორიცაა მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივარტერ-ბიურგერის დაავადება) საჭიროა კიდურების კანის ფერის და ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილების სათანადო კონტროლირება. კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილებების არსებობა შეიძლება იყოს კანის სისხლის მიმოქცევის შემდგომი გაუარესების ნიშანი.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრირების შემდებ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს იძლევა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისათვის „სარგებელი/რისკის“ შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
დოფამინი მგრძნობიარეა ტუტეების მიმართ, ამიტომ არ შეიძლევა მისი შერევა ტუტე ხსნარებთან (pH 7-ზე მაღალია), როგორიცაა, მაგალითად, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.
ალტეპლაზა და ამფოტერიცინი B არამდგრადებია დოფამინის არსებობის დროს.
გარდა ამისა, ცნობილია ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებთან: აციკლოვირი; ალტეპლაზა; ამიკაცინი; ამფოტერიცინი B; ამპიცილინი; ცეფალოტინი; დაკარბაზინი; თეოფილინ ეთილენდიამინი (ეუფილინი); თეოფილინის კალციუმის ხსნარი (ეუფილინის კალციუმის ხსნარი); ფუროსემიდი; გენტამიცინი; ჰეპარინი; რკინის მარილები; ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; ბენზილპენიცილინი; ტობრამიცინი; დამჟანგველები; თიამინი (ხელს უწყობს ვიტამინის დაშლას).
შეფუთვა.
5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება “ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკის ქ. 13.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


