პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დორზამედი

Dorzamed

რეცეპტით2%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დორზამედი გამოიყენება: ბეტა-ბლოკატორებთან დამატებითი თერაპიის სახით; მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებშიც ბეტა-ბლოკატორები არაეფექტური ან უკუნაჩვენებია. მომატებული თვალშიგა წნევის დროს: თვალის ჰიპერტენზიის დროს; ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს; ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დორზოლამიდი (dorzolamide)
ფორმა და შეფუთვა
2% (20მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
S01EC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034631
რეგისტრირებულია
11 მარტი 2022, მოქმედებს 11 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადორზამედი და სხვა წამალი ერთად

დორზამედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დორზამედი გამოიყენება:

ბეტა-ბლოკატორებთან დამატებითი თერაპიის სახით;

მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებშიც ბეტა-ბლოკატორები არაეფექტური ან უკუნაჩვენებია.

მომატებული თვალშიგა წნევის დროს:

თვალის ჰიპერტენზიის დროს;

ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს;

ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს.

მიღების წესი და დოზირება

მონოთერაპიის დროს დორზამედი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში.

დამატებითი თერაპიის სახით ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში.

სხვა ოფთალმოლოგიური ანტიგლაუკომატოზური პრეპარატიდან, პრეპარატ დორზამედით მკურნალობაზე გადასვლისას უნდა შეწყდეს მიმდინარე დოზის გამოყენება და პრეპარატ დორზამედის გამოყენება უნდა დაიწყოს მომდევნო დღეს.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინტერვალი ინსტილაციებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთისა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ხელების დაბანის აუცილებლობის შესახებ პრეპარატის გამოყენებამდე, იმის შესახებ, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლაკონის საწვეთურის შეხება თვალის ზედაპირთან ან სხვა ზედაპირებთან.

გარდა ამისა, პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ არასათანადო გამოყენებისას შეიძლება მოხდეს თვალის წვეთების კონტამინირება გავრცელებული ბაქტერიებით, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს. დაბინძურებული ხსნარის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების სერიოზული დაავადებები და, შედეგად, მხედველობის დაკარგვა.

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება ფლაკონის სწორი მოხმარების შესახებ.

ბავშვები

არსებობს შეზღუდული მონაცემები დორზოლამიდის გამოყენების შესახებ ბავშვებში დღეში 3-ჯერ დოზით. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

გამოყენების წესი

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ინსტილაციის შემდეგ ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზიისას ან ქუთუთოების 2 წუთის განმავლობაში დახურვისას, სისტემური აბსორბცია მცირდება. ამან შეიძლება შეამციროს სისტემური არასასურველი ეფექტები და გაზარდოს ადგილობრივი აქტივობა.

უკუჩვენებები

დორზამედი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

დორზოლამიდის გამოყენება შესწავლილი არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში. ვინაიდან დორზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, დორზოლამიდის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

დორზოლამიდის გამოყენების თავისებურებანი შესწავლილი არ არის პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევებით, ამიტომ, ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტების მკურნალობა თვალშიდა წნევის დამწევი პრეპარატების გარდა საჭიროებს დამატებით თერაპიულ ჩარევებს. დორზოლამიდის გამოყენება შესწავლილი არ არის მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

დორზოლამიდი შეიცავს სულფონამიდურ ჯგუფს, რომელიც ასევე გვხვდება სულფონამიდებში და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება გამოიყენება ადგილობრივად, დორზოლამიდს გააჩნია სისტემური აბსორბცია. ამის გამო, სულფონამიდების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი გამოყენებისას (მათ შორის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი). მძიმე რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებით მკურნალობისას იყო შეტყობინებები შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევების შესახებ, დაკავშირებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევასთან, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თირკმელებში კენჭები. მიუხედავად იმისა, რომ დორზოლამიდის გამოყენებისას არ აღინიშნა მჟავა-ტუტოვანი დარღვევები, იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები შარდ-კენჭოვანი დაავადების შესახებ. ვინაიდან დორზოლამიდი არის კარბოანჰიდრაზას ადგილობრივი ინჰიბიტორი, რომლის აბსორბცია ხდება სისტემურად, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კენჭები თირკმელებში, დორზოლამიდის გამოყენებისას შეიძლება არსებობდეს შარდ-კენჭოვანი დაავადების მომატებული რისკი.

ალერგიული რეაქციების გამოვლენისას (მაგალითად, კონიუნქტივიტი და სხვა რეაქციები მხედველობის ორგანოების მხრივ) აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

რეკომენდებული არ არის დორზოლამიდის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ცნობილი სისტემური რეაქციების შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.

პაციენტებში ადრე არსებული რქოვანას ქრონიკული დეფექტებით და/ან ანამნეზში თვალშიდა ქირურგიული ჩარევის არსებობით, აღინიშნებოდა რქოვანას შეშუპება და რქოვანას შეუქცევადი დეკომპენსაცია დორზოლამიდის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას. ამ პაციენტებში ადგილობრივად დორზოლამიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ქოროიდული აშრევება თვალის ჰიპოტონიასთან ერთად დარეგისტრირებული იყო ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ სამკურნალო საშუალებების დანიშვნისას, რომლებიც თრგუნავენ სითხის სეკრეციას.

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სიმპტომები და შეიძლება დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობა და დააზიანოს რქოვანა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სათანადო დაკვირვება პაციენტზე „მშრალი თვალის“ სინდრომით და რქოვანას დაზიანებით.

კონტაქტური ლინზების გამოყენება

პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს. დორზამედის გამოყენებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა და მათი გაკეთება ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი.

ბავშვები

დორზოლამიდი შესწავლილი არ არის 36 კვირაზე ნაკლები გესტაციური ასაკის ბავშვებში და 1 კვირაზე ნაკლები ასაკის ახალშობილებში. პაციენტებში თირკმლის სადინარების მნიშვნელოვანი მოუმწიფებლობით დორზოლამიდი გამოიყენება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფარდების სათანადო შესწავლის შემდეგ, მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დორზოლამიდის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკური კვლევების მონაცემებით, დორზოლამიდის გამოყენება შეიძლება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან უარყოფითი ურთიერთქმედების გამოვლენის გარეშე: თიმოლოლისა და ბეტაქსოლოლის ოფთალმოლოგიური ხსნარები, სისტემური გამოყენების პრეპარატები, როგორიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, დიურეტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინის ჩათვლით, და ჰორმონები (ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

დორზოლამიდისა და მიოტიკების, აგრეთვე ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების ერთობლივი გამოყენება გლაუკომის თერაპიის დროს არ არის საიმედოდ შესწავლილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული პრეპარატ დორზამედის გამოიყენება ორსულობის დროს. მონაცემები ორსულ ქალებზე დორზოლამიდის მოქმედების შესახებ შეზღუდულია ან არ არსებობს. ბოცვრებში დორზოლამიდი ახდენდა ტერატოგენურ ეფექტებს დედის ორგანიზმისათვის ტოქსიური დოზების გამოყენებისას.

ლაქტაცია

უცნობია გადადის თუ არა დორზოლამიდი/მეტაბოლიტები დედის რძეში ქალებში.

ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიკურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენეს დორზოლამიდის/მეტაბოლიტების ექსკრეცია დედის რძეში ცხოველებში. აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის/მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით. რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის ვერ იქნება გამორიცხული.

ფერტილობა

ცხოველებში მიღებული მონაცემები არ მიუთითებენ დორზოლამიდით მკურნალობის ზემოქმედებას მამრების და მდედრების ფერტილობაზე. მონაცემები ადამიანების შესახებ არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მანქანების მართვისა და გამოყენების ზემოქმედების უნარზე არანაირი კვლევები არ ჩატარებულა. შესაძლო არასასურველმა რეაქციებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

დორზოლამიდის გამოყენება 2%-იანი თვალის წვეთების ფორმით შეფასებული იყო 1400-ზე მეტ პაციენტში კონტროლირებად და არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში 1108 პაციენტს უნიშნავდნენ დორზოლამიდს, მონოთერაპიის ან დამხმარე თერაპიის სახით ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობისას ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოყენებისთვის. პაციენტთა დაახლოებით 3%-ში დორზოლამიდის მიღება შეწყდა თვალის მხრივ ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამოვლენის გამო, რომლებიც დაკავშირებული იყო დორზოლამიდის გამოყენებასთან, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული იყო კონიუნქტივიტი და ქუთუთოს მხრივ რეაქციები.

შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებული იყო კლინიკური ცდების დროს ან დორზოლამიდის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა, პარესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - წვა და ჩხვლეტა თვალებში; ხშირად - ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ანთება, თვალების ქავილი, ქუთუთოების გაღიზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა; არახშირად - ირიდოციკლიტი; იშვიათად - გაღიზიანება, მათ შორის სიწითლე, ქუთუთოების ტკივილი და აქერცვლა, გარდამავალი მიოპია (რაც ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ), რქოვანას შეშუპება, თვალების ჰიპოტონია, ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება; სიხშირე უცნობია - თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაცია, ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერტენზია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ცხვირიდან სისხლდენა; სიხშირე უცნობია - დისპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, სიმწარე პირის ღრუში; იშვიათად - ქავილი ყელში, პირის სიმშრალე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - შარდ-კენჭოვანი დაავადება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილას: ხშირად - ასთენია/დაღლილობა; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - ადგილობრივი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები (მხედველობის ორგანოს მხრივ) და სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: დორზოლამიდი არ იწვევდა ელექტროლიტური ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს.

ბავშვები

იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციების ან ახალი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევით ან განზრახ გადაყლაპვისას.

სიმპტომები

თვალის წვეთების შემთხვევით პერორალურად მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა; ადგილობრივი გამოყენებისას: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ანომალური სიზმრები, დისფაგია.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზი და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. აუცილებელია სისხლის ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და pH-ის დონის კონტროლი.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დორზოლამიდი (დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ფორმით) 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01EC03

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, დორზოლამიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

კარბოანჰიდრაზა - ორგანიზმის მრავალ ქსოვილში (მათ შორის თვალის ქსოვილშიც) არსებული ფერმენტი. ადამიანებში ეს ფერმენტი წარმოდგენილია სხვადასხვა იზოფერმენტებით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია კარბოანჰიდრაზა II, რომელიც თავდაპირველად აღმოაჩინეს ერითროციტებში, ხოლო შემდეგ სხვა ქსოვილების უჯრედებშიც. თვალის ცილიარულ სხეულში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს თვალშიდა სითხის სეკრეციის შემცირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს თვალშიდა წნევის დაქვეითებას.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი (პრეპარატ დორზამედის აქტიური ნივთიერება) წარმოადგენს კარბოანჰიდრაზა II-ის ძლიერ ინჰიბიტორს. 2%-იანი თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას (მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა ის გლაუკომასთან), რაც მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ველების დაკარგვის პათოგენეზში წამყვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. დორზოლამიდი არ იწვევს გუგების შევიწროვებას. ამცირებს თვალშიდა წნევას ისეთი გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ღამის სიბრმავე და აკომოდაციის სპაზმი. დორზოლამიდი ახდენს მინიმალურ ზემოქმედებას ან საერთოდ არ ახდენს გავლენას პულსის სიხშირეზე ან არტერიულ წნევაზე.

ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორებიც ასევე ამცირებენ თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ სხვა მოქმედების მექანიზმის დახმარებით. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც დორზოლამიდს უმატებენ ადგილობრივ ბეტა-ბლოკატორს, აღინიშნება თვალშიდა წნევის დამატებითი შემცირება; ეს შედეგი შეესაბამება ბეტა-ბლოკატორების და ორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების დამატებით გვერდით ეფექტებს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მოზრდილი პაციენტები

გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დორზოლამიდის ეფექტურობა, რომელიც გამოიყენება მონოთერაპიის სახით დღეში 3-ჯერ (საწყისი თვალშიდა წნევა ≥ 23 მმ.ვცხ.სვ.) ან დღეში 2-ჯერ დამხმარე თერაპიის სახით ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის დროს (საწყისი თვალშიდა წნევა ≥ 22 მმ.ვცხ.სვ.), ნაჩვენები იქნა ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში ერთ წლამდე ხანგრძლივობით. მონოთერაპიის დროს და დამხმარე თერაპიის სახით დორზოლამიდის თვალშიდა წნევის შემამცირებელი ეფექტი ვლინდებოდა მთელი დღის განმავლობაში და ნარჩუნდებოდა გრძელვადიანი გამოყენებისას. ეფექტურობა გრძელვადიანი მონოთერაპიისას ისეთივე იყო, როგორიც ბეტაქსოლოლისა და ოდნავ დაბალი, ვიდრე თიმოლოლისა. ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის დროს დამხმარე თერაპიის სახით გამოყენებისას, დორზოლამიდმა აჩვენა თვალშიდა წნევის დამატებით დაქვეითება, რომელიც დღე-ღამეში 4-ჯერ გამოყენებული 2% -იანი პილოკარპინის მოქმედების მსგავსია.

ბავშვები

3-თვიანი მრავალცენტრული ორმაგი ბრმა კვლევა აქტიური კონტროლით ჩატარდა 184 (122 დორზოლამიდისთვის) 1 კვირიდან < 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჰქონდათ გლაუკომა ან მომატებული თვალშიდა წნევა (საწყისი თვალშიდა წნევა ≥ 22 მმ.ვცხ.სვ.), დორზოლამიდის უსაფრთხოების შესაფასებლად ადგილობრივი გამოყენებისას 3-ჯერ დღეში. პაციენტთა დაახლოებით ნახევარში ორივე სამკურნალო ჯგუფში დიაგნოსტირებული იქნა თანდაყოლილი გლაუკომა; დაავადების სხვა გავრცელებული მიზეზები მოიცავდნენ სტერჯ-ვებერის სინდრომს, ირისისა და რქოვანას მეზენქიმის დისგენეზს, აფაკიას. განაწილება ასაკისა და მკურნალობის მეთოდის მიხედვით მონოთერაპიის ფაზაში იყო შემდეგი:

დორზოლამიდი 2%

თიმოლოლი

ასაკობრივი კოჰორტა < 2 წელი

N=56

ასაკობრივი დიაპაზონი: 1-23 თვე

თიმოლოლი GS 0,25% N=27

ასაკობრივი დიაპაზონი:

0,25-22 თვე

ასაკობრივი კოჰორტა

≥ 2 - < 6 წელი

N=66

ასაკობრივი დიაპაზონი: 2-6 წელი

თიმოლოლი 0,50% N=35

ასაკობრივი დიაპაზონი: 2-6 წელი

ორივე კოჰორტაში ასაკის მიხედვით დაახლოებით 70 პაციენტი მკურნალობდა არანაკლებ 61 დღე, ხოლო დაახლოებით 50 პაციენტი - 81-100 დღის განმავლობაში.

დორზოლამიდით ან თიმოლოლის გელისმაგვარი ხსნარით მონოთერაპიისას თვალშიდა წნევის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, მკურნალობა იცვლებოდა ღიად შემდეგნაირად: 2 წლამდე ასაკის 30 პაციენტი გადაყვანილი იქნა ყოველდღიურად 0.25% თიმოლოლის გელისმაგვარი ხსნარით და 2%-იანი დორზოლამიდით დღეში 3-ჯერ ერთდროულ მკურნალობაზე; 2 წლის ასაკის ზემოთ 30 პაციენტი გადაყვანილი იქნა 2% დორზოლამიდის/0.5% თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაციით მკურნალობაზე 2-ჯერ დღე-ღამეში.

მთლიანობაში, მოცემულმა კვლევამ არ გამოავლინა ბავშვებში უსაფრთხოების მხრივ დამატებითი საფრთხე: ბავშვების დაახლოებით 26%-ში (20% დორზოლამიდით მონოთერაპიისას) აღინიშნებოდა არასასურველი ეფექტები, რომელთა უმრავლესობა იყო ადგილობრივი არასერიოზული ეფექტები თვალის მხრივ, როგორიცაა წვა და ჩხვლეტა თვალში, თვალების ჰიპერემია და ტკივილი. პაციენტთა მცირე რაოდენობას (<4%) აღენიშნებოდა რქოვანას შეშუპება ან შემღვრევა. ადგილობრივი რეაქციები განვითრდა ისეთივე სიხშირით, როგორც შესადარებელი პრეპარატის გამოყენებისას. პოსტრეგისტრაციული მონაცემების თანახმად აღინიშნებოდა მეტაბოლური აციდოზი ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის უმწიფრობის/ დარღვევის დროს.

ბავშვებში ეფექტურობის შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ დორზოლამიდით მკურნალობის ჯგუფში დაფიქსირებული საშუალო შემცირება თვალშიდა წნევის მსგავსი იყო თიმოლოლით მკურნალობის ჯგუფში თვალშიდა წნევის საშუალო შემცირებისა, თიმოლოლის ჯგუფში უმნიშვნელო რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად.

მონაცემები ეფექტურობის უფრო ხანგრძლივი (12 კვირაზე მეტი) კვლევების შესახებ არ არსებობს.

ფარმაკოკინეტიკა

კარბოანჰიდრაზას სხვა პერორალური ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენება საშუალებას იძლევა ეფექტი გამოვლინდეს უშუალოდ თვალში მნიშვნელოვნად დაბალი დოზებით გამოყენებისას და, შესაბამისად, ნაკლები სისტემური ზემოქმედებით.

ეს იწვევდა თვალშიგა წნევის დაქვეითებას მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების ან კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელი ელექტროლიტების დონეების ცვლილების გარეშე.

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად იზომებოდა ერითროციტებსა და პლაზმაში აქტიური ნივთიერების და მეტაბოლიტის კონცენტრაციები და ერითროციტებში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება. ხანგრძლივი გამოყენებისას დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა II-თან სელექციური შეკავშირების შედეგად, ინარჩუნებს რა თავისუფალი პრეპარატის უკიდურესად დაბალ კონცენტრაციებს პლაზმაში. დორზოლამიდის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება ერთადერთი N-დესეთილური მეტაბოლიტი, რომელიც ნაკლებად გამოხატულად ბლოკავს კარბოანჰიდრაზა II-ს საწყის ნივთიერებასთან შედარებით, თუმცა, ამავდროულად აინჰიბირებს კარბოანჰიდრაზა I-ს (ნაკლებად აქტიური იზოფერმენტი). მეტაბოლიტი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც უკავშირდება ძირითადად კარბოანჰიდრაზა I-ს. დორზოლამიდის დაახლოებით 33% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. დორზოლამიდი გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით და მეტაბოლიტის სახით. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დორზოლამიდი არაწრფივად გამოირეცხება ერითროციტებიდან, რაც ჯერ იწვევს მისი კონცენტრაციების სწრაფად შემცირებას, ხოლო შემდეგ ელიმინაციის შენელებას. T1/2 შეადგენს დაახლოებით 4 თვეს.

დორზოლამიდის შიგნით მიღებისას მაქსიმალური სისტემური ზემოქმედების მოდელირების მიზნით, მისი გრძელვადიანი ადგილობრივი გამოყენების დროს სტაბილური მდგომარეობა მიიღწეოდა 13 კვირის შემდეგ. ამასთან, პლაზმაში პრაქტიკულად არ აღმოჩნდა თავისუფალი აქტიური ნივთიერება ან მისი მეტაბოლიტები. ერითროციტების კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება არასაკმარისი იყო თირკმელებისა და სუნთქვით ფუნქციაზე ფარმაკოლოგიური ეფექტის მისაღწევად. მსგავსი ფარმაკოკინეტიკური შედეგები აღინიშნებოდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ხანგრძლივად ადგილობრივი გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, თირკმლის უკმარისობის მქონე ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) გამოვლინდა ერითროციტებში მეტაბოლიტის უფრო მაღალი კონცენტრაციები, თუმცა, არანაირი მნიშვნელოვანი სხვაობები კარბოანჰიდრაზას ინჰიბირებაში და არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი რეაქციები არ იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ აღმოჩენასთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

დორზამედი

სავაჭრო დასახელება

დორზამედი, Dorzamed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დორზოლამიდი, Dorzolamide

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 2%.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ოდნავ ბლანტი უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

დორზამედი გამოიყენება:

ბეტა-ბლოკატორებთან დამატებითი თერაპიის სახით;

მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებშიც ბეტა-ბლოკატორები არაეფექტური ან უკუნაჩვენებია.

მომატებული თვალშიგა წნევის დროს:

თვალის ჰიპერტენზიის დროს;

ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს;

ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

მონოთერაპიის დროს დორზამედი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში.

დამატებითი თერაპიის სახით ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში.

სხვა ოფთალმოლოგიური ანტიგლაუკომატოზური პრეპარატიდან, პრეპარატ დორზამედით მკურნალობაზე გადასვლისას უნდა შეწყდეს მიმდინარე დოზის გამოყენება და პრეპარატ დორზამედის გამოყენება უნდა დაიწყოს მომდევნო დღეს.

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინტერვალი ინსტილაციებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთისა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ხელების დაბანის აუცილებლობის შესახებ პრეპარატის გამოყენებამდე, იმის შესახებ, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლაკონის საწვეთურის შეხება თვალის ზედაპირთან ან სხვა ზედაპირებთან.

გარდა ამისა, პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ არასათანადო გამოყენებისას შეიძლება მოხდეს თვალის წვეთების კონტამინირება გავრცელებული ბაქტერიებით, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს. დაბინძურებული ხსნარის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების სერიოზული დაავადებები და, შედეგად, მხედველობის დაკარგვა.

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება ფლაკონის სწორი მოხმარების შესახებ.

ბავშვები

არსებობს შეზღუდული მონაცემები დორზოლამიდის გამოყენების შესახებ ბავშვებში დღეში 3-ჯერ დოზით. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

გამოყენების წესი

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ინსტილაციის შემდეგ ცხვირ-საცრემლე არხის ოკლუზიისას ან ქუთუთოების 2 წუთის განმავლობაში დახურვისას, სისტემური აბსორბცია მცირდება. ამან შეიძლება შეამციროს სისტემური არასასურველი ეფექტები და გაზარდოს ადგილობრივი აქტივობა.

უკუჩვენებები

დორზამედი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

დორზოლამიდის გამოყენება შესწავლილი არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში. ვინაიდან დორზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, დორზოლამიდის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არასასურველი რეაქციები

დორზოლამიდის გამოყენება 2%-იანი თვალის წვეთების ფორმით შეფასებული იყო 1400-ზე მეტ პაციენტში კონტროლირებად და არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში 1108 პაციენტს უნიშნავდნენ დორზოლამიდს, მონოთერაპიის ან დამხმარე თერაპიის სახით ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობისას ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოყენებისთვის. პაციენტთა დაახლოებით 3%-ში დორზოლამიდის მიღება შეწყდა თვალის მხრივ ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამოვლენის გამო, რომლებიც დაკავშირებული იყო დორზოლამიდის გამოყენებასთან, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული იყო კონიუნქტივიტი და ქუთუთოს მხრივ რეაქციები.

შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებული იყო კლინიკური ცდების დროს ან დორზოლამიდის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა, პარესთეზია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - წვა და ჩხვლეტა თვალებში; ხშირად - ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ანთება, თვალების ქავილი, ქუთუთოების გაღიზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა; არახშირად - ირიდოციკლიტი; იშვიათად - გაღიზიანება, მათ შორის სიწითლე, ქუთუთოების ტკივილი და აქერცვლა, გარდამავალი მიოპია (რაც ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ), რქოვანას შეშუპება, თვალების ჰიპოტონია, ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება; სიხშირე უცნობია - თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაცია, ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერტენზია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ცხვირიდან სისხლდენა; სიხშირე უცნობია - დისპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, სიმწარე პირის ღრუში; იშვიათად - ქავილი ყელში, პირის სიმშრალე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - შარდ-კენჭოვანი დაავადება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილას: ხშირად - ასთენია/დაღლილობა; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - ადგილობრივი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები (მხედველობის ორგანოს მხრივ) და სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: დორზოლამიდი არ იწვევდა ელექტროლიტური ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს.

ბავშვები

იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციების ან ახალი არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

დორზოლამიდის გამოყენების თავისებურებანი შესწავლილი არ არის პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევებით, ამიტომ, ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტების მკურნალობა თვალშიდა წნევის დამწევი პრეპარატების გარდა საჭიროებს დამატებით თერაპიულ ჩარევებს. დორზოლამიდის გამოყენება შესწავლილი არ არის მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

დორზოლამიდი შეიცავს სულფონამიდურ ჯგუფს, რომელიც ასევე გვხვდება სულფონამიდებში და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება გამოიყენება ადგილობრივად, დორზოლამიდს გააჩნია სისტემური აბსორბცია. ამის გამო, სულფონამიდების გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი გამოყენებისას (მათ შორის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი). მძიმე რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებით მკურნალობისას იყო შეტყობინებები შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევების შესახებ, დაკავშირებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევასთან, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თირკმელებში კენჭები. მიუხედავად იმისა, რომ დორზოლამიდის გამოყენებისას არ აღინიშნა მჟავა-ტუტოვანი დარღვევები, იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები შარდ-კენჭოვანი დაავადების შესახებ. ვინაიდან დორზოლამიდი არის კარბოანჰიდრაზას ადგილობრივი ინჰიბიტორი, რომლის აბსორბცია ხდება სისტემურად, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კენჭები თირკმელებში, დორზოლამიდის გამოყენებისას შეიძლება არსებობდეს შარდ-კენჭოვანი დაავადების მომატებული რისკი.

ალერგიული რეაქციების გამოვლენისას (მაგალითად, კონიუნქტივიტი და სხვა რეაქციები მხედველობის ორგანოების მხრივ) აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

რეკომენდებული არ არის დორზოლამიდის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ცნობილი სისტემური რეაქციების შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.

პაციენტებში ადრე არსებული რქოვანას ქრონიკული დეფექტებით და/ან ანამნეზში თვალშიდა ქირურგიული ჩარევის არსებობით, აღინიშნებოდა რქოვანას შეშუპება და რქოვანას შეუქცევადი დეკომპენსაცია დორზოლამიდის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას. ამ პაციენტებში ადგილობრივად დორზოლამიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ქოროიდული აშრევება თვალის ჰიპოტონიასთან ერთად დარეგისტრირებული იყო ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ სამკურნალო საშუალებების დანიშვნისას, რომლებიც თრგუნავენ სითხის სეკრეციას.

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სიმპტომები და შეიძლება დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობა და დააზიანოს რქოვანა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სათანადო დაკვირვება პაციენტზე „მშრალი თვალის“ სინდრომით და რქოვანას დაზიანებით.

კონტაქტური ლინზების გამოყენება

პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს. დორზამედის გამოყენებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა და მათი გაკეთება ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი.

ბავშვები

დორზოლამიდი შესწავლილი არ არის 36 კვირაზე ნაკლები გესტაციური ასაკის ბავშვებში და 1 კვირაზე ნაკლები ასაკის ახალშობილებში. პაციენტებში თირკმლის სადინარების მნიშვნელოვანი მოუმწიფებლობით დორზოლამიდი გამოიყენება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფარდების სათანადო შესწავლის შემდეგ, მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

მანქანების მართვისა და გამოყენების ზემოქმედების უნარზე არანაირი კვლევები არ ჩატარებულა. შესაძლო არასასურველმა რეაქციებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

არ არის რეკომენდებული პრეპარატ დორზამედის გამოიყენება ორსულობის დროს. მონაცემები ორსულ ქალებზე დორზოლამიდის მოქმედების შესახებ შეზღუდულია ან არ არსებობს. ბოცვრებში დორზოლამიდი ახდენდა ტერატოგენურ ეფექტებს დედის ორგანიზმისათვის ტოქსიური დოზების გამოყენებისას.

ლაქტაცია

უცნობია გადადის თუ არა დორზოლამიდი/მეტაბოლიტები დედის რძეში ქალებში.

ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიკურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენეს დორზოლამიდის/მეტაბოლიტების ექსკრეცია დედის რძეში ცხოველებში. აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის/მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით. რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის ვერ იქნება გამორიცხული.

ფერტილობა

ცხოველებში მიღებული მონაცემები არ მიუთითებენ დორზოლამიდით მკურნალობის ზემოქმედებას მამრების და მდედრების ფერტილობაზე. მონაცემები ადამიანების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დორზოლამიდის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკური კვლევების მონაცემებით, დორზოლამიდის გამოყენება შეიძლება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან უარყოფითი ურთიერთქმედების გამოვლენის გარეშე: თიმოლოლისა და ბეტაქსოლოლის ოფთალმოლოგიური ხსნარები, სისტემური გამოყენების პრეპარატები, როგორიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, დიურეტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინის ჩათვლით, და ჰორმონები (ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

დორზოლამიდისა და მიოტიკების, აგრეთვე ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების ერთობლივი გამოყენება გლაუკომის თერაპიის დროს არ არის საიმედოდ შესწავლილი.

ჭარბი დოზირება

არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევით ან განზრახ გადაყლაპვისას.

სიმპტომები

თვალის წვეთების შემთხვევით პერორალურად მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა; ადგილობრივი გამოყენებისას: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ანომალური სიზმრები, დისფაგია.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზი და ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. აუცილებელია სისხლის ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და pH-ის დონის კონტროლი.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 5 მლ თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში თეთრი პოლიეთილენის საცობ-საწვეთურით და თეთრი ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილი დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა