დოპადრენი არის პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს გულის მუშაობას და აქვს ეფექტური გავლენა სისხლძარღვებზე. მისი მომზადება ხდება განზავებით და ნელა, წვეთოვანი გზით შეიყვანება ვენაში. დოპადრენი მოცემულია ამპულაში. თითოეული 5მლ-იანი ამპულა შეიცავს 200 მგ დოპამინის ჰიდროქლორიდს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5მლ-იან 5 ამპულას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოპამინი (dopamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
- მწარმოებელი
- VEM İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- C01CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044503
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
დოპადრენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოპადრენი არის პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს გულის მუშაობას და აქვს ეფექტური გავლენა სისხლძარღვებზე. მისი მომზადება ხდება განზავებით და ნელა, წვეთოვანი გზით შეიყვანება ვენაში. დოპადრენი მოცემულია ამპულაში. თითოეული 5მლ-იანი ამპულა შეიცავს 200 მგ დოპამინის ჰიდროქლორიდს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5მლ-იან 5 ამპულას.
დოპადრენი შეიცავს სუფთა, უფერო ან ღია ყვითელ ხსნარს ყავისფერ ამპულებში.
დოპადრენი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
გულის შეტევა, სისხლის მოწამვლა, ტრავმა (დაზიანება), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ან შოკი (ქსოვილებში სისხლის ნაკადის შემცირება) თირკმლის უკმარისობასთან ერთად,
იმ შემთხვაში, როცა სხვა მკურნალობებით ვლინდება დაბალი არტერიული წნევა ღია გულზე ოპერაციის შემდეგ,
გულის უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ:
პრეპარატის დოზის განსაზღვრა ხდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხეულის წონის და საჭიროების მიხედვით.
შეყვანის სიჩქარე უნდა გაკონტროლდეს სიფრთხილით და დაკორექტირდეს თქვენი საჭიროების შესაბამისად.
უნდა გაიზომოს გულისცემა, არტერიული წნევა და შარდის გამოყოფა, რათა დადგინდეს თქვენთვის საჭირო ოდენობა.
შეყვანის გზა და მეთოდი:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, დოპამინის ჰიდროქლორიდის შეყვანამდე შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ან პლაზმის შემცვლელის გადასხმა.
დოპადრენი უნდა განზავდეს შეყვანამდე, მაგალითად 5%-იანი დექსტროზით. პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში ნელა, წვეთოვანი გზით; თუმცა, იგი უნდა განზადეს ფიზიოლოგიური ხნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
დოპამინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის ცნობილი.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში არ არის რეკომენდებული დოზის კორექცია. მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილია, რომ არტერიული წნევა და შარდის გამოყოფა გაკონტროლდეს საგულდაგულოდ.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:
დოპამინის მოქმედება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, უცნობია. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების საგულდაგულო კონტროლი.
თუ გრძნობთ, რომ დოპადრენის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოპადრენი:
თუ მიიღეთ დოპადრენი ჭარბი დოზით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან დოპადრენის შეყვანა ხდება საავადმყოფოს პირობებში, შეუძლებელია მიიღოთ საჭიროზე მეტი ან ნაკლები დოზა; მაგრამ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე ეჭვები აღნიშნულთან დაკავშირებით.
თუ დაგავიწყდათ დოპადრენის გამოყენება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეიყვანოს დავიწყებული დოზა.
მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ექიმის მითითებები შემდეგი დოზის განახლებული შეყვანის დროსთან მიმართებაში.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის სანაცვლოდ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დოპადრენით მკურნალობის შეწყვეტისას
დოპადრენის შეყვანა ხდება საავადმყოფოს პირობებში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, პრეპარატის შეწყვეტა ხდება თანდათანობით, არასაჭირო ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად.
სიფრთხილის ზომები
არ გამოყენოთ დოპადრენი, შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
გაქვთ სიმსივნე, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას,
გაქვთ ფარისებრი ჯირკვალის ჰიპერფუნქცია,
გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა,
გაგიკეთდათ გარკვეული საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ჰალოტანი,
ავლენთ მომატებული მგრძნობელობის სიმპტომებს დოპამინის ან ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ,
არ გამოყენოთ დოპადრენი.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოპადრენის გამოყენებისას, შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
გაქვთ დიაბეტი,
გაქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემა ანამნეზში (უნდა გაკონტროლდეს თითების ან ფეხის თითების ფერის ან ტემპერატურის ცვლილებება),
გაქვთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა,
გაქვთ გულთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,
ბოლო პერიოდში იყენებდით მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს (მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან დეპრესიას ან ამცირებენ არტერიულ წნევას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში),
აღგენიშნებათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.
გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ თქვენ ან თუნდაც გეხებოდათ წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იყენებთ გარკვეულ მედიკამენტებს, როგორიცაა ქვემოთ მოცემული მედიკამენტები:
ანესთეზიური საშუალებები (დოპამინის გამოყენება არ შეიძლება ციკლოპროპანთან და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადის შემცველ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად);
ალფა და ბეტა ბლოკერები, როგორიცაა პროპრანოლოლი (მედიკამენტები გამოიყენება არტერიული წნევისა და გულის დეფექტების სამკურნალოდ);
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები);
ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), გამოიყენეთ დოპადრენი სიფრთხილით, ვინაიდან დოპამინი ურთიერთქმედებს ამ მედიკამენტებთან;
სხვა მედიკამენტები: მას შეუძლია გაზარდოს მედიკამენტების მოქმედება, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას;
ერგოტ ალკალოიდების ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და გუანითიდინის შემცველი პრეპარატების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს დოპადრენი მიიღება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

ლაქტაციის დროს დოპადრენი მიიღება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოპადრენის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (კანისზე გამონაყარი, ქუთუთოს, სახის ან ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება). ეს მდგომარეობები არის იშვიათი; ამასთან, შეიძლება უფრო მეტი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ გაწუხებთ ალერგია ან ასთმა.
ეს პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ამპულაში, ამიტომ იგი ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა დოპადრენის შემცველი ნივთიერებების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს, შეწყვიტეთ დოპადრენის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მწვავე ალერგიული რეაქცია, ინტერტრიგო უეცარი ქავილით; ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპება (ამან შეიძლება გააუარესოს სუნთქვა ან ყლაპვა) და შეუძლოდ ყოფნა.
ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე მათგანი გივლინდებათ, მაშინ გაქვთ სერიოზული ალერგია დოპადრენის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები არის იშვიათი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-10 პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-10 პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება.
ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი;
გუგების გაფართოება;
არარეგულარული გულისცემა, გულისცემის მომატება (ტაქიკარდია), ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), პალპიტაცია, დაბალი არტერიული წნევა;
ვენების შევიწროება;
ქოშინი;
გულისრევა, ღებინება.
არახშირი:
პილოერექცია;
გულის გამტარებლობის დარღვევა, გულისცემის შენელება;
არტერიული წნევის მომატება;
განგრენა, ფეხის განგრენა (ჭრილობები);
გულის რითმის დარღვევები;
აზოტის დონის მომატება სისხლში (აზოტემია).
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარეინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე "შეტყობინება გვერდითი მივლენების შესახებ" დაჭერით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შენახვის პირობები
შეინახეთ დოპადრენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
შეინახეთ დოპადრენი თავის შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C, მოარიდეთ სინათლეს.
სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათამდე 2-8 ºC ტემპერატურაზე, თუ მომზადებული ხსნარი არ არის გაკონტროლებული და შემოწმებული ასეპტიკურ პირობებში. ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა ხსნარი. არ გამოიყენოთ მღვრიე ხსნარი, ან ხსნარი რომელიც შეიცავს ნალექს.
თუ პრეპარატის ფერი შეიცვალა, მისი გამოყენება არ შეიძლება.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ დოპადრენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ დოპადრენი თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან შეფუთვაში.
არ გადაყაროთ მედიკამენტები, რომელსაც გაუვიდა ვადა ან აღარ იყენებთ! ჩააბარეთ შემგროვებელ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია
დოპადრენი 200მგ/5მლ ი.ვ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულაში
შეიყვანება ვენაში ნელა, წვეთოვანი გზით.
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 200მგ დოპამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.
აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს დოპადრენი და რისთვის გამოიყენება?
რა უნდა იცოდეთ დოპადრენის გამოყენებამდე?
როგორ უნდა გამოიყენოთ დოპადრენი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დოპადრენის შენახვის პირობები
რას წარმოადგენს დოპადრენი და რისთვის გამოიყენება?
დოპადრენი არის პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს გულის მუშაობას და აქვს ეფექტური გავლენა სისხლძარღვებზე. მისი მომზადება ხდება განზავებით და ნელა, წვეთოვანი გზით შეიყვანება ვენაში. დოპადრენი მოცემულია ამპულაში. თითოეული 5მლ-იანი ამპულა შეიცავს 200 მგ დოპამინის ჰიდროქლორიდს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5მლ-იან 5 ამპულას.
დოპადრენი შეიცავს სუფთა, უფერო ან ღია ყვითელ ხსნარს ყავისფერ ამპულებში.
დოპადრენი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
გულის შეტევა, სისხლის მოწამვლა, ტრავმა (დაზიანება), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ან შოკი (ქსოვილებში სისხლის ნაკადის შემცირება) თირკმლის უკმარისობასთან ერთად,
იმ შემთხვაში, როცა სხვა მკურნალობებით ვლინდება დაბალი არტერიული წნევა ღია გულზე ოპერაციის შემდეგ,
გულის უკმარისობა.
- რა უნდა იცოდეთ დოპადრენის გამოყენებამდე
არ გამოყენოთ დოპადრენი, შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
გაქვთ სიმსივნე, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას,
გაქვთ ფარისებრი ჯირკვალის ჰიპერფუნქცია,
გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა,
გაგიკეთდათ გარკვეული საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ჰალოტანი,
ავლენთ მომატებული მგრძნობელობის სიმპტომებს დოპამინის ან ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ,
არ გამოყენოთ დოპადრენი.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოპადრენის გამოყენებისას, შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
გაქვთ დიაბეტი,
გაქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემა ანამნეზში (უნდა გაკონტროლდეს თითების ან ფეხის თითების ფერის ან ტემპერატურის ცვლილებება),
გაქვთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა,
გაქვთ გულთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,
ბოლო პერიოდში იყენებდით მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს (მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან დეპრესიას ან ამცირებენ არტერიულ წნევას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში),
აღგენიშნებათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.
გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ თქვენ ან თუნდაც გეხებოდათ წარსულში.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს დოპადრენი მიიღება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაციის დროს დოპადრენი მიიღება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არსებობს მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოპადრენის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (კანისზე გამონაყარი, ქუთუთოს, სახის ან ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება). ეს მდგომარეობები არის იშვიათი; ამასთან, შეიძლება უფრო მეტი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ გაწუხებთ ალერგია ან ასთმა.
ეს პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ამპულაში, ამიტომ იგი ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
თუ იყენებთ გარკვეულ მედიკამენტებს, როგორიცაა ქვემოთ მოცემული მედიკამენტები:
ანესთეზიური საშუალებები (დოპამინის გამოყენება არ შეიძლება ციკლოპროპანთან და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადის შემცველ ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად);
ალფა და ბეტა ბლოკერები, როგორიცაა პროპრანოლოლი (მედიკამენტები გამოიყენება არტერიული წნევისა და გულის დეფექტების სამკურნალოდ);
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები);
ფენიტოინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), გამოიყენეთ დოპადრენი სიფრთხილით, ვინაიდან დოპამინი ურთიერთქმედებს ამ მედიკამენტებთან;
სხვა მედიკამენტები: მას შეუძლია გაზარდოს მედიკამენტების მოქმედება, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას;
ერგოტ ალკალოიდების ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და გუანითიდინის შემცველი პრეპარატების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა გამოიყენოთ დოპადრენი?
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ:
პრეპარატის დოზის განსაზღვრა ხდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხეულის წონის და საჭიროების მიხედვით.
შეყვანის სიჩქარე უნდა გაკონტროლდეს სიფრთხილით და დაკორექტირდეს თქვენი საჭიროების შესაბამისად.
უნდა გაიზომოს გულისცემა, არტერიული წნევა და შარდის გამოყოფა, რათა დადგინდეს თქვენთვის საჭირო ოდენობა.
შეყვანის გზა და მეთოდი:
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, დოპამინის ჰიდროქლორიდის შეყვანამდე შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ან პლაზმის შემცვლელის გადასხმა.
დოპადრენი უნდა განზავდეს შეყვანამდე, მაგალითად 5%-იანი დექსტროზით. პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში ნელა, წვეთოვანი გზით; თუმცა, იგი უნდა განზადეს ფიზიოლოგიური ხნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
დოპამინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის ცნობილი.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში არ არის რეკომენდებული დოზის კორექცია. მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილია, რომ არტერიული წნევა და შარდის გამოყოფა გაკონტროლდეს საგულდაგულოდ.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:
დოპამინის მოქმედება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, უცნობია. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების საგულდაგულო კონტროლი.
თუ გრძნობთ, რომ დოპადრენის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოპადრენი:
თუ მიიღეთ დოპადრენი ჭარბი დოზით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან დოპადრენის შეყვანა ხდება საავადმყოფოს პირობებში, შეუძლებელია მიიღოთ საჭიროზე მეტი ან ნაკლები დოზა; მაგრამ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე ეჭვები აღნიშნულთან დაკავშირებით.
თუ დაგავიწყდათ დოპადრენის გამოყენება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეიყვანოს დავიწყებული დოზა.
მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ექიმის მითითებები შემდეგი დოზის განახლებული შეყვანის დროსთან მიმართებაში.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის სანაცვლოდ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დოპადრენით მკურნალობის შეწყვეტისას
დოპადრენის შეყვანა ხდება საავადმყოფოს პირობებში გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, პრეპარატის შეწყვეტა ხდება თანდათანობით, არასაჭირო ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა დოპადრენის შემცველი ნივთიერებების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს, შეწყვიტეთ დოპადრენის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მწვავე ალერგიული რეაქცია, ინტერტრიგო უეცარი ქავილით; ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპება (ამან შეიძლება გააუარესოს სუნთქვა ან ყლაპვა) და შეუძლოდ ყოფნა.
ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე მათგანი გივლინდებათ, მაშინ გაქვთ სერიოზული ალერგია დოპადრენის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები არის იშვიათი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-10 პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-10 პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება.
ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი;
გუგების გაფართოება;
არარეგულარული გულისცემა, გულისცემის მომატება (ტაქიკარდია), ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), პალპიტაცია, დაბალი არტერიული წნევა;
ვენების შევიწროება;
ქოშინი;
გულისრევა, ღებინება.
არახშირი:
პილოერექცია;
გულის გამტარებლობის დარღვევა, გულისცემის შენელება;
არტერიული წნევის მომატება;
განგრენა, ფეხის განგრენა (ჭრილობები);
გულის რითმის დარღვევები;
აზოტის დონის მომატება სისხლში (აზოტემია).
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარეინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე "შეტყობინება გვერდითი მივლენების შესახებ" დაჭერით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- დოპადრენის შენახვის პირობები
შეინახეთ დოპადრენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
შეინახეთ დოპადრენი თავის შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C, მოარიდეთ სინათლეს.
სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათამდე 2-8 ºC ტემპერატურაზე, თუ მომზადებული ხსნარი არ არის გაკონტროლებული და შემოწმებული ასეპტიკურ პირობებში. ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა ხსნარი. არ გამოიყენოთ მღვრიე ხსნარი, ან ხსნარი რომელიც შეიცავს ნალექს.
თუ პრეპარატის ფერი შეიცვალა, მისი გამოყენება არ შეიძლება.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ დოპადრენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ დოპადრენი თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან შეფუთვაში.
არ გადაყაროთ მედიკამენტები, რომელსაც გაუვიდა ვადა ან აღარ იყენებთ! ჩააბარეთ შემგროვებელ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
VEM İlaç San. ve Tic. A.Ş.
Maslak Mahallesi AOS 55. Sokak
42 Maslak A Blok Sit. NO: 2/134
Sariyer/ ISTANBUL
წარმოების ადგილი:
ვემ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ. (VEM İlaç San. ve Tic. A.Ş.)
ჩერკეზკოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა (Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi)
კარააღაჩ მაჰალესი, ფათიჰ ბულვარი #38 (Karaağaç Mah. Fatih Blv. No:38)
კაპაკლი/ თექირდაღი
ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 12/03/2020.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.