დოლარენი
Dolaren
- მოქმედი ნივთიერება
- diclofenac diethylamine + linseed oil + მენთოლი (menthol) + methyl salicylate
- ფორმა და შეფუთვა
- (10მგ + 50მგ + 100მგ + 30მგ)/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ლამინირებული ტუბი №1
- მწარმოებელი
- NABROS PHARMA PVT.LTD, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040233
- რეგისტრირებულია
- 14 თებერვალი 2024, მოქმედებს 14 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NABROS PHARMA PVT.LTD (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „კონტა ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოლარენი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატს იყენებენ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გელის გამოყენება დასაშვებია ექიმის დანიშნულებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
მიოზიტის, ფიბროზიტის, იშიაზის, კუნთებისა და მყესების გაღიზიანებისას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრამვებისას. სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას კუნთების ტკივილის და სახსრებში დიდი ფიზიკური დატვირთვისას.
რევმატიული დაავადებები: ბურსიტი, ართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.
მიღების წესი და დოზირება. გელს დაიტანენ მტკივნეულ უბანზე 3-4 ჯერ დღე ღამეში 2-4 მგ ოდენობით და მსუბუქად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. ძირითადი კლინიკური სიმპტომების შემცირება ან გაქრობა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში.
მიღება ბავშვებში. 12 წლამდე ბავშვებში გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
დოლარენის გელის გამოყენება დასაშვები დიკლოფენაკ ნატრიუმის ტაბლეტების მიღების პარალელურად.
დიკლოფენაკ ნატრიუმი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, პირდაპირ დიფუზიის გზით ღრმად აღწევს კანქვეშა ქსოვილებში და სტრუქტურებში და კონცენტრირდება მათში. დიკლოფენაკ ნატრიუმი ახდნს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების შემცირებას. ამცირებს სახსრების შებოჭილობას და შეშუპებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სელის თესლის ზეთი და მეთილსალიცილატი: პრეპარატის ამ კმპონენტებს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით.
მენთოლს ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება კანქვეშა სტრუქტურებზე, იძლევა სიგრილის შეგრძნებას შემდგომი გაუტკივარების ეფექტით.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქციები დიკლოფენაკ ნატრიუმზე და გელის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ასთმით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების ფაზაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, მოერიდეთ გელის მოხვედრას კანის დაზიანებულ ადგილებზე, ღია ჭრილობებზე, ცხვირისა და თვალის ლორწოვან გარსზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დოლარენით მკურნალობის დაწყებისას თუ იღებთ რომელიმე მედიკამენტს აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს. დოლარენით მკურნალობის პროცესში მოერიდეთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე:
დოლარენის გელი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
დოლარენი ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის დატანის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. მსგავსი რეაქციების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენებასთან დაკავშირებით.
შემადგენლობა
1გ გელი შეიცავს:
დიკლოფენაკ დიეთილამინს (რომელიც ექვივალენტურიადიკლოფენაკ ნატრიუმის) 10მგ
მენთოლოლი 50მგ
მეთილ სალიცილატი 100მგ
სელის ზეთი 30მგ
დამხმრე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ 80, სანდალოზის ზეთი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი
შენახვის პირობები
3 წელი. არ გამოიყენოთ გელი მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეფუთვა: გელი 20გ ალუმინის ტუბში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
დოლარენის გელი – გარეგანი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ გამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივი მოხმარებისას დოლარენის გელი შეიწოვება კანის საშუალებით და უზრუნველყოფს გაუტკივარების ეფექტს. პრეპარატის დატანა მტკივნეულ უბანზე იწვევს კანის ჰიპერემიას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშა ქსოვილებში. გააჩნია ანალგეზიური, გახურების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გელის მოქმედებით აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება კუნთების და ქსოვილების ელასტიურობა, მცირდება კუნთების ლოკალური ტონუსი. პრეპარატი მოქმედებას იწყებს წასმიდან რამოდენიმე წუთში და მაქსიმუმს აღწევს 20-30 წუთის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცა
დოლარენი
DOLAREN
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: DOLAREN
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: კომბინირებული პრეპარატი (დიკლოფენაკის დიეთილამინი, მენთოლი, მეთილ სალიცილატი, სელის ზეთი)
წამლის ფორმა: 20გ გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
აღწერა: ერთგვაროვანი თითქმის გამჭირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის გელი დამახასიათებელი მენთოლის სუნით, დასაშვებია ჰაერის ბუშტუკების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი საშუალებები, ანთების საწინააღდეგო პრეპარატები, არასტეროიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ათქ კოდი: М02AA15
შემადგენლობა: 1გ გელი შეიცავს:
დიკლოფენაკ დიეთილამინს (რომელიც ექვივალენტურიადიკლოფენაკ ნატრიუმის) 10მგ
მენთოლოლი 50მგ
მეთილ სალიცილატი 100მგ
სელის ზეთი 30მგ
დამხმრე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ 80, სანდალოზის ზეთი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები : დოლარენის გელი – გარეგანი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ გამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივი მოხმარებისას დოლარენის გელი შეიწოვება კანის საშუალებით და უზრუნველყოფს გაუტკივარების ეფექტს. პრეპარატის დატანა მტკივნეულ უბანზე იწვევს კანის ჰიპერემიას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშა ქსოვილებში. გააჩნია ანალგეზიური, გახურების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გელის მოქმედებით აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება კუნთების და ქსოვილების ელასტიურობა, მცირდება კუნთების ლოკალური ტონუსი. პრეპარატი მოქმედებას იწყებს წასმიდან რამოდენიმე წუთში და მაქსიმუმს აღწევს 20-30 წუთის განმავლობაში.
გამოყენება: პრეპარატს იყენებენ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გელის გამოყენება დასაშვებია ექიმის დანიშნულებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
მიოზიტის, ფიბროზიტის, იშიაზის, კუნთებისა და მყესების გაღიზიანებისას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრამვებისას. სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას კუნთების ტკივილის და სახსრებში დიდი ფიზიკური დატვირთვისას.
რევმატიული დაავადებები: ბურსიტი, ართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.
მიღების წესი და დოზირება. გელს დაიტანენ მტკივნეულ უბანზე 3-4 ჯერ დღე ღამეში 2-4 მგ ოდენობით და მსუბუქად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. ძირითადი კლინიკური სიმპტომების შემცირება ან გაქრობა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში.
მიღება ბავშვებში. 12 წლამდე ბავშვებში გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
დოლარენის გელის გამოყენება დასაშვები დიკლოფენაკ ნატრიუმის ტაბლეტების მიღების პარალელურად.
დიკლოფენაკ ნატრიუმი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, პირდაპირ დიფუზიის გზით ღრმად აღწევს კანქვეშა ქსოვილებში და სტრუქტურებში და კონცენტრირდება მათში. დიკლოფენაკ ნატრიუმი ახდნს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების შემცირებას. ამცირებს სახსრების შებოჭილობას და შეშუპებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სელის თესლის ზეთი და მეთილსალიცილატი: პრეპარატის ამ კმპონენტებს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით.
მენთოლს ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება კანქვეშა სტრუქტურებზე, იძლევა სიგრილის შეგრძნებას შემდგომი გაუტკივარების ეფექტით.
უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები დიკლოფენაკ ნატრიუმზე და გელის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ასთმით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების ფაზაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები:
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, მოერიდეთ გელის მოხვედრას კანის დაზიანებულ ადგილებზე, ღია ჭრილობებზე, ცხვირისა და თვალის ლორწოვან გარსზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დოლარენით მკურნალობის დაწყებისას თუ იღებთ რომელიმე მედიკამენტს აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს. დოლარენით მკურნალობის პროცესში მოერიდეთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
გვერდითი მოვლენები: დოლარენი ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის დატანის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. მსგავსი რეაქციების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მითითებები: დოლარენის გელი არ გამოიყენოთ სხვა კრემებთან, მალამოებთან და ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე:
დოლარენის გელი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მექანიზმების მართვის უნარზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ გელი მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეფუთვა: გელი 20გ ალუმინის ტუბში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
Nabros Pharma Pvt. Ltd.
ნაშნელ ჰაივეი - 8, კაჯიპურა, ხედა 387411 (ინდოეთი)
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს „კონტა ფარმა“
მისამართი: სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N 16, საბურთალოს რაიონი, თბილისი, საქართველო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


