დისგრენი წარმოდგენილია #30 და #50 კაფსულით შეფუთვაში. დისგრენი მიეკუთვნება თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატბს, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიფლუზალი (triflusal)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Noucor Health S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC18
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043752
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Noucor Health S.A. (ესპანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავიტაფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დისგრენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დისგრენი წარმოდგენილია #30 და #50 კაფსულით შეფუთვაში.
დისგრენი მიეკუთვნება თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატბს, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან.
ეს პროდუქტი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, ასევე სტაბილური და არასტაბილური ანგინის, და ინსულტის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ეს მდგომარეობები. ის ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ გულის შუნტირება, ასევე საშუალო მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - კარდიოვასკულური შემთხვევების პრევენციისთვის წინაგულოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში.
- დისგრენის გამოყენებამდე
დისგრენი გამოიყენება მოზრდილებში.
ნუ მიიღებთ დისგრენს:
თუ თქვენ გაქვთ, ან წარსულში გქონდათ კუჭის წყლული.
თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას.
თუ ხართ ალერგიული ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დისგრენთან დაკავშირებით:
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, დაზიანების გამო ან სხვა პათოლოგიური სიტუაციის გამო, ან თუ ღებულობთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება კუნთების ან სახსრების ტკივილის და/ან ანთებისთვის) ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თუ აპირებთ ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარებას. ამ შემთხვევაში სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს და აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დისგრენით მკურნალობის შეწყვეტა 7 დღით ადრე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, მიყევით ამ ინსტრუქციას.
დისგრენი გამოიყენება პერორალურად.
რეკომენდებული დოზა 2 კაფსულა (600მგ ტრიფლუზალი) დღეში ერთ მიღებაზე ან გაყოფილი ორ დოზად, ან სამი კაფსულა (900მგ ტრიფლუზალი) დღეში 3 გაყოფილ დოზად.
გადაყლაპეთ კაფსულები საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, სასურველია საკვებთან ერთად მიღება.
დაიმახსოვრეთ, ყოველ დღე მიიღეთ ეს პრეპარატი. თქვენი ექიმი გეტყვით რა პერიოდის მანძილზე უნდა მიიღოთ პრეპარატი დისგრენი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ შეწყვეტთ დისგრენის მიღებას.
თუ თქვენ მიიღეთ დისგრენი დანიშნულზე მეტი რაოდენობით:
ძალიან მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გახშირებული სუნთქვა).
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების სერვისს.
თუ გამოტოვეთ დისგრენის მიღება:
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დისგრენით მკურნალობა.
უკუჩვენებები
დისგრენი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების მქონე პაციენტებში:
მომატებული მგრძნობელობა ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ;
აქტიური პეპტიკური წყლული ან გართულებული პეპტიკური წყლულის წინმსწრები ნიშნები;
ნებისმიერი აქტიური სისხლდენა.
- 4 სპეციალური გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: გამოცდილება შეზღუდულია. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ტრადიციულ ჰემოდიალიზზე, ტრიფლუზალის მთავარი აქტიური მეტაბოლიტის HTB (2-ჰიდროქსი-4-(ტრიფტორომეთილ) ბენზოის მჟავა) პრე- და პოსტ- დიალიზური პლაზმური დონეები ერთიდაიგივე იყო (იხ. პუნქტი 4.2).
სისხლდენის რისკი: მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ცდებისას ტრიფლუზალმა აჩვენა სისხლდენითი გართულებების დაბალი მაჩვენებელი, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მისი გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს მომატებული სისხლდენის რისკი ტრავმის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების გამო. აქტიური სუბსტანციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ამგვარი დარღვევები (აცეტილსალიცილმჟავა) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ტრიფლუზალის მიღებისას (იხ. პუნქტი 4.5). თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს არჩევითი ქირურგიული ოპერაცია, სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს და თუ აუცილებლად მიიჩნევა, ტრიფლუზალის გამოყენება უნდა შეწყდეს ქირურგიულ ოპერაციამდე 7 დღით ადრე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ინ ვიტრო პროტეინ-შემაკავშირებელი კვლევები აჩვენებს, რომ HTB-ის (ტრიფლუზალის მთავარი აქტიური მეტაბოლიტის) თავისუფალი ფრაქცია მატულობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების არსებობისას და პირიქით, HTB-ის მაღალი კონცენტრაციები ზრდიან თავისუფალ ფრაქციებს და შესაბამისად, შესაძლოა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, გლისენტიდის ან ვარფარინის ეფექტებს (იხ. პუნქტი 5.2). შეიძლება საჭირო გახდეს ამ აქტიური სუბსტანციების დოზის კორექცია ტრიფლუზალთან ერთად მიღებისას.
ტრიფლუზალისა და თრომბოლიზური საშუალებების (rt-PA და სტრეპტოკინაზა) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში. ქალასშიდა სისხლჩაქცევების განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ASA და თრომბოლიზური საშუალებების კომბინაციით (0.1% ვერსუს 1.1%, p=0.04) (იხ. პუნქტი 5.1).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დისგრენი არ მოქმედებს სატრასნპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება:
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ან წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემს.
თუ თქვენ იღებდით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, პერორალურ ანტიბიოტიკებს ან პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ვინაიდან ამ ყველა პრეპარატის ეფექტები, მათ შორის დისგრენის, შეიძლება გაძლიერდეს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დისგრენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა სიმძიმე კუჭის არეში. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება, შებერილობა, ან ფაღარათი შეიძლება განვითარდეს. ეს სიმპტომები როგორც წესი არის საშუალო სიმძიმის და გაივლის რამოდენიმე დღეში მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. დისგრენის საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდში სისხლის არსებობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ასევე დაფიქსირდა კანის ჰიპერსენსიტიურობის ცალკეული შემთხვევები მზეზე ყოფნის შედეგად.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას მძიმე ფორმით ან ხანგრძლივი დროით, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დისგრენის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25° C.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, ნესტისაგან დაცვის მიზნით.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
ჭარბი დოზა
შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალიან მაღალი დოზების მიღებისას, მოსალოდნელია სალიცილატით ინტოქსიკაციის სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება და დამხმარე ზომების მიღება, საჭიროების მიხედვით.
შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს 300 მგ ტრიფლუზალს.
შენახვის პირობები
2 წელი.
- 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 250C-მდე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის სახეობა და შემცველობა
ალუმინის/პვქ ბლისტერები
შეფუთვებში 30 და 50 კაფსულა.
- 6 ინსტრუქციები გამოყენებისა და მოხმარების შესახებ
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი, გარდა ჰეპარინისა.
ათქ კოდი: B01AC18.
ტრიფლუზალი არის თრომბოქსანის ბიოსინთეზის ინჰიბიტორი, რომელიც მოქმედებს თრომბოციტების ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადი ინჰიბირებით, პროსტაციკლინის ბიოსინთეზის დაცვის უპირატესობით, თერაპიული დოზებით ვასკულარულ ციკლოოქსიგენაზაზე უმნიშვნელო მოქმედების გამო. გარდა ამისა, 2-ჰიდროქსი-4-(ტრიფტორომეთილ) ბენზოის მჟავა (HTB), ტრიფლუზალის მთავარი მეტაბოლიტი, არის თრომბოციტების ციკლოოქსიგენაზას რევერსიული ინჰიბიტორი და მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 34 სთ) დადებით როლს ასრულებს ტრიფლუზალის ანტითრომბოციტულ აქტივობაში. ტრიფლუზალს და HTB-ს ორივეს შეუძლია ციკლური ადენოზინ მონოფოსფატის (cAMP) დონეების გაზრდა თრომბოციტებში თრომბოციტების ფოსფოდიესტერაზას ინჰიბირების გზით. ინ ვიტრო და ექს ვივო კვლევებმა შემდგომ აჩვენა, რომ ტრიფლუზალი ასტიმულირებს აზოტის ოქსიდს ადამიანის ნეიტროფილებში, რაც ასევე ხელს უწყობს ანტითრომბოციტული მოქმედების განვითარებას.
ტრიფლუზალმა აჩვენა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება ჯანმრთელ მოხალისეებსა და პაციენტებში, ექს ვივო კვლევებისას ტრიფლუზალი იწვევდა არაქიდონული მჟავას მიერ ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას 65%-ით ჯანმრთელი მოხალისეების თრომბოციტებით მდიდარ პლაზმაში (PRP), 600 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 24 საათში. ტრიფლუზალის განმეორებითი მიღებისას (600 მგ დღეში 7 დღის განმავლობაში) აღინიშნა არაქიდონული მჟავას, ადენოზინ დიფოსფატის (ADP), ეპინეფრინის ან კოლაგენის მიერ ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის (PRP) ინჰიბირება 50-75%-ით.
რანდომიზებული, მულტიცენტრული, პლაცებოკონტროლირებული კლინიკური ცდა ჩატარდა ორივე სქესის, 40-75 წლის ასაკის 122 პაციენტში (ტრიფლუზალი=59, პლაცებო=63), რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული ობლიტერაციული პერიფერიული არტერიოპათია II ხარისხის ლერიხ-ფონტენის დროს. ტრიფლუზალი (600 მგ/დღეში) მიიღებოდა 6 თვის განმავლობაში. წარმატების პროცენტი (40% ზრდა საერთო გავლილი მანძილის მხრივ ბაზალურ კონტროლზე) იყო 63.6% ტრიფლუზალის შემთხვევაში და 22.5% პლაცებოს შემთხვევაში (p=0.0001). გარდა ამისა, ბაზალურ მნიშვნელობაზე ტკივილის გარეშე სიარულის საერთო მანძილის ანალიზმა აჩვენა, რომ ტრიფლუზალს თითქმის მნიშვნელოვნად მეტი უპირატესობა ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით (p=0.05). ტრიფლუზალის ჯგუფში ასევე აღინიშნა მნიშვნელოვანი ხელსაყრელი სხვაობები (p=0.003) ვასკულოპათიასთან დაკავშირებული სიმპტომების გაუმჯობესების მხრივ (პარესთეზია, სიმძიმე, სიცივის შეგრძნება ქვემო კიდურებში), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
ორმაგი-ბრმა რანდომიზებული კლინიკური ცდის დროს (TIM კვლევა), რომელშიც მონაწილეობდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 2270 პაციენტი, რომლებიც მკურნალობდნენ 35 დღის განმავლობაში ტრიფლუზალით (600 მგ დღეში ერთხელ) ან ASA-თი (300 მგ დღეში ერთხელ), კუჭ-ნაწლავური ჰემორაგიების სიხშირე იყო 0.9% (ტრიფლუზალი) ვერსუს 1.5% (ASA), ხოლო ქალასშიდა ჰემორაგიების სიხშირე იყო 0.3% (ტრიფლუზალი) ვერსუს 1% (ASA). აღნიშნული ჰემორაგიების უმრავლესობა ორივე ჯგუფში აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ თრომბოლიტურ საშუალებებსა და ჰეპარინს. მეორე ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული კლინიკური ცდის დროს (TACIP კვლევა), რომელშიც მონაწილეობდა 2107 ინსულტის მქონე პაციენტი და რომლებიც სამკურნალოდ იღებდნენ ტრიფლუზალს (600 მგ დღეში ერთხელ) ან ASA (325 მგ დღეში ერთხელ) საშუალოდ 30 თვის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰემორაგიების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო (p=0.004) ტრიფლუზალის მიმღებ პაციენტებში (1.9% ვერსია 4/0%).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტრიფლუზალი სწრაფად შეიწოვება (t1/2 Ka = 0.44სთ), აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 83-100%. ტრიფლუზალი ესტერაზების მიერ სწრაფად ჰიდროლიზდება მის მთავარ მეტაბოლიტად HTB, რომელიც ასევე აქტიურია. შარდში აღმოჩნდა HTB-გლიცინის კონიუგატი. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) იყო 0.53+0.12 სთ ტრიფლუზალის შემთხვევაში და 34.3+5.3 სთ HTB-ის შემთხვევაში. ელიმინაცია ხდება თირკმლისმიერი ექსკრეციის გზით (თირკმლისმიერი კლირენსი >60% 48 საათის შემდეგ). შარდში აღმოჩნდა უცვლელი ტრიფლუზალი, HTB და HTB-გლიცინის კონიუგატი.
ჯანმრთელ მოხალისეებში ტრიფლუზალის ერთჯერადი 300 ან 900 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ტრიფლუზალის საშუალო უმაღლესი კონცენტრაციები (Cmax) იყო 3.2+1.9 µგ/მლ და 11.6+1.7 µგ/მლ, შესაბამისად, ხოლო HTB-ის Cmax აღწევდა 36.4+4.1 µ გ/მლ-ს და 92.7+17.1 µგ/მლ-ს. Cmax (tmax)–ის მიღწევის დრო იყო 0.88+0.26 სთ ტრიფლუზალის შემთხვევაში და 4.96+1.37 სთ - HTB-ს შემთხვევაში 900 მგ დოზის გამოყენებისას. HTB-ის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები განმეორებითი დოზების შემდეგ (ტრიფლუზალი 300 მგ დღეში სამჯერ ან 600 მგ დღეში ერთხელ 13 დღის განმავლობაში) აჩვენებს HTB-ის მყარ უმაღლეს პლაზმურ კონცენტრაციებს 178+42 µგ/მლ-ს და 153+37 µგ/მლ-ს, შესაბამისად.
HTB, თერაპიული კონცენტრაციებით, ავლენს შეკავშირებას პლაზმურ ალბუმინთან 98-99%-ით. ამგვარი შეკავშირების ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება კოფეინის, თეოფილინის, გლისენტიდის, ენალაპრილის, ციმეტიდინის ან ვარფარინის არსებობისას. მიუხედავად ამისა, HTB-ის თავისუფალი ფრაქცია მნიშვნელოვნად იზრდებოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების არსებობისას, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი ან სალიცილმჟავა. მაღალი კონცენტრაციებისას, HTB ახდენდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, გლისენტიდის და ვარფარინის გადაადგილებას პროტეინის შემაკავშირებელი უბნებიდან. ამ ნაერთებს გააჩნია მსგავსება ანალოგიურ ალბუმინის შემაკავშირებელ უბნებთან და შესაძლებელია მათი ურთიერთგადაადგილება პროტეინთან მათი მსგავსებისა და გადაადგილებული საშუალების საერთო კონცენტრაციის საფუძველზე.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულ მოხალისეებში, HTB-ის მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწეოდა დღეში ორჯერ 300 მგ ტრიფლუზალის 3-5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ. AUCss, Cmax tmax-ის მნიშვნელობები ხანდაზმულ მოხალისეებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა მოხალისეებში არსებული მნიშვნელობებისგან. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი t1/2 იყო 0.92+1.16 სთ ტრიფლუზალის შემთხვევაში და 64.6+6.6 სთ HTB-ის შემთხვევაში, ორივე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში. მიუხედავად ამისა, ამგვარი მომატება არ არის კლინიკურად იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გაამართლოს ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია.
თირკმლის ქრონიკული ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც წარდგენილი იყვნენ ტრადიციულ ჰემოდიალიზზე, HTB-ის პოსტდიალიზური პლაზმური დონეები ისეთივე იყო, როგორც დიალიზის დაწყებამდე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. თქვენ შეიძლება ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
ინსტრუქციის შინაარსი
- რა არის დისგრენი და რისთვის გამოიყენება
- დისგრენის გამოყენებამდე
- როგორ მივიღოთ დისგრენი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- დისგრენის შენახვა
დისგრენი 300მგ კაფსულები
ტრიფლუზალი
დისგრენი 300მგ კაფსულების აქტიური ნივთიერება ტრიფლუზალი. თითო კაფსულა შეიცავს 300მგ ტრიფლუზალს.
დამხმარე ნივთიერებაა კაფსულის შემადგენლობაში შემავალი ჟელატინი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Noucor Health S.A.
ავდა. კამი რეიალ, 51-57
08184 პალაუ-სოლიტა ი პლეგამანს (ბარსელონა - ესპანეთი).
რა არის დისგრენი და რისთვის გამოიყენება
დისგრენი წარმოდგენილია #30 და #50 კაფსულით შეფუთვაში.
დისგრენი მიეკუთვნება თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატბს, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან.
ეს პროდუქტი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, ასევე სტაბილური და არასტაბილური ანგინის, და ინსულტის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ეს მდგომარეობები. ის ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ გულის შუნტირება, ასევე საშუალო მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - კარდიოვასკულური შემთხვევების პრევენციისთვის წინაგულოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში.
- დისგრენის გამოყენებამდე
დისგრენი გამოიყენება მოზრდილებში.
ნუ მიიღებთ დისგრენს:
თუ თქვენ გაქვთ, ან წარსულში გქონდათ კუჭის წყლული.
თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას.
თუ ხართ ალერგიული ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დისგრენთან დაკავშირებით:
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, დაზიანების გამო ან სხვა პათოლოგიური სიტუაციის გამო, ან თუ ღებულობთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება კუნთების ან სახსრების ტკივილის და/ან ანთებისთვის) ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თუ აპირებთ ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარებას. ამ შემთხვევაში სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს და აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დისგრენით მკურნალობის შეწყვეტა 7 დღით ადრე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
დისგრენი არ მოქმედებს სატრასნპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება:
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ან წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემს.
თუ თქვენ იღებდით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, პერორალურ ანტიბიოტიკებს ან პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ვინაიდან ამ ყველა პრეპარატის ეფექტები, მათ შორის დისგრენის, შეიძლება გაძლიერდეს.
როგორ მივიღოთ დისგრენი
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, მიყევით ამ ინსტრუქციას.
დისგრენი გამოიყენება პერორალურად.
რეკომენდებული დოზა 2 კაფსულა (600მგ ტრიფლუზალი) დღეში ერთ მიღებაზე ან გაყოფილი ორ დოზად, ან სამი კაფსულა (900მგ ტრიფლუზალი) დღეში 3 გაყოფილ დოზად.
გადაყლაპეთ კაფსულები საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, სასურველია საკვებთან ერთად მიღება.
დაიმახსოვრეთ, ყოველ დღე მიიღეთ ეს პრეპარატი. თქვენი ექიმი გეტყვით რა პერიოდის მანძილზე უნდა მიიღოთ პრეპარატი დისგრენი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ შეწყვეტთ დისგრენის მიღებას.
თუ თქვენ მიიღეთ დისგრენი დანიშნულზე მეტი რაოდენობით:
ძალიან მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გახშირებული სუნთქვა).
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების სერვისს.
თუ გამოტოვეთ დისგრენის მიღება:
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დისგრენით მკურნალობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დისგრენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა სიმძიმე კუჭის არეში. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება, შებერილობა, ან ფაღარათი შეიძლება განვითარდეს. ეს სიმპტომები როგორც წესი არის საშუალო სიმძიმის და გაივლის რამოდენიმე დღეში მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. დისგრენის საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდში სისხლის არსებობა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ასევე დაფიქსირდა კანის ჰიპერსენსიტიურობის ცალკეული შემთხვევები მზეზე ყოფნის შედეგად.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას მძიმე ფორმით ან ხანგრძლივი დროით, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დისგრენის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25° C.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, ნესტისაგან დაცვის მიზნით.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



