პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

დიმექსიდი-ჟფფ

DIMEXID-ZhFF

ურეცეპტოდ50მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების არსებობისას); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სულფოქსიდი (sulfoxide)
ფორმა და შეფუთვა
50მლ გარეგანი გამოყენების სითხე ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
DKP «Farmaceutical Fectory» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M02AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-036469
რეგისტრირებულია
20 სექტემბერი 2022, მოქმედებს 20 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DKP «Farmaceutical Fectory» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ფულფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიმექსიდი-ჟფფ და სხვა წამალი ერთად

დიმექსიდი-ჟფფ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების არსებობისას); ართროპათიის, დაჟეჟილობისას მყესების დაჭიმვის დროს, ტრავმული ინფილტრატების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, სტრეპტოდერმიის, ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების დროს.

გამოიყენება ასევე კანის პლასტიკურ ქირურგიაში - გადანერგილი კანის აუტო- და ჰომოტრანსპლანტატების მიხორცებისთვის, ასევე კანის ჰომოტრანსპლანტატების კონსერვირებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენეთ წყლიანი ხსნარების სახით (30-50% კონცენტრაციის) კომპრესებისთვის, ტამპონებისთვის. დიმექსიდის ხსნარით დასველებული დოლბანდის ხელსახოცები უნდა დაიტანოთ დაზიანებულ უბნებზე, კანის მიმდებარე ჯანმრთელი უბნების ჩათვლით დღე-ღამეში ერთხელ 20-30 წუთის განმავლობაში. ხელსახოცის ზემოთ დაიდეთ პოლიეთილენის აპკი და ბამბის ან სელის ქსოვილი.

დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდირებულია კომპრესები დიმექსიდ-ჟფფ-ს 40-90% ხსნარით.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს გამოიყენეთ 40%-იანი ხსნარი.

კანის პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენეთ სახვევები პრეპარატის 10-20%-იანი ხსნარით აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და ტრანსპლანტანტის მდგრადი მიხორცების მომდევნო დღეებში.

როგორც მაკონსერვირებელი საშუალება კანის ჰომოტრანსპლანტანტების შესანახად გამოიყენეთ პრეპარატის 5%-იანი ხსნარი რინგერის ხსნარში.

მითითებული კონცენტრაციების პრეპარატის წყლის ხსნარების მომზადების რეკომენდაციები:

ხსნარის კონცენტრაცია, %

პრეპარატის რაოდენობა,

მოცულობით ნაწილებში

წყლის რაოდენობა,

მოცულობით ნაწილებში

20

25

30

40

50

90

2

2,5

3

4

1

9

8

7,5

7

6

1

1

ბავშვები.

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გამოხატული ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კომატოზური მდგომარეობები, გლაუკომა, კატარაქტა.

სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

დიმეთილსულფოქსიდი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი ამუხრუჭებს პრეპარატის გამოყოფას) და ინსულინის, აცეტილსალიცილის მჟავის, ბუტადიონის მოქმედებას; დიგიტალისის, ქინიდინის პრეპარატების, ნიტროგლიცერინის, ანტობიოტიკების (სტრეპტომიცინის, მონომიცინის), ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის, გრიზეოფულვინის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას ნარკოზისთვის განკუთვნილი საშუალებებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიერ როგორც სამკურნალწამლო საშუალებების სპეციფიკური აქტივობის, ისე ტოქსიკურობის გაძლიერება.

შეგიძლიათ მიიღოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში; ადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში (სინტომიცინის მალამო) - სტრეპტოდერმიის სამკურნალოდ.

სხვა ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალებების მიღების შემთხვევაში, უნდა დაუყოვნებლივ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

სიფრთხილის ზომები

არ დაიტანოთ დაზიანებულ კანზე და ალერგიის გამოვლინებების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ჩაიტაროთ სინჯი მგრძნობელობის გამოსავლენდ. ამისთვის პრეპარატი უნდა დაიტანოთ კანზე დიმექსიდ-ჟფფ-ით დასველებული ბამბის ტამპონის მეშვეობით. კანის მკვეთრი გაწითლება და ქავილი მოწმობს პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურ მომატებულ მგრძნობელობაზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ პრეპარატი ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და თვალებში. პრეპარატის თვალებში შემთხვევითი მოხვედრისას დაუყოვნებლივ დაიბანეთ გამდინარე წყლით.

180 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც ზეგავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასადნობად, უნდა ფრთხილად გაათბოთ ფლაკონი წყლის აბაზანაზე (წყლის ტემპერატურა არის დაახლოებით 600 C). არ აადუღოთ!

არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯამრთელობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში გამოსაყენებლად. დიმეთილსულფოქსიდის მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის, კერძოდ თავბრუსხვევის გაჩენის ალბათობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

დიმეთილსულფოქსიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია:

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის დერმატიტები, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, წვა, კანის ჰიპერემია, ერითემა, კანის სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ადინამია.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, შეშუპება) და გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება, რაც მოითხოვს გაუქმებას და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დიმეთილსულფოქსიდი;

1 ფლაკონი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდის 50 მლ.

სამკურნალწამლო ფორმა. სითხე გარეგანი გამოყენებისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო სითხე ან უფერო კრისტალები.

ჰიგროსკოპულია.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. შეინახეთ 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაუცველ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

50 მლ შუშის ფლაკონებში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილის დროს. ათქ კოდი M02A X03.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

დიმეთილსულფოქსიდი აღწევს ბიოლოგიურ მემბრანებში, მ.შ. კანის ბარიერებში, ამგვარად ავლენს თავის სპეციფიკურ ეფექტებს, რომლებსაც განეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპირეტიული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ზომიერი ფიბრინოლიზური ეფექტები. პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალების შეღწევას დაუზინებელი კანიდან და ლორწოვან გარსებიდან (ტრანსპორტირების უნარი).

ფარმაკოკინეტიკა.

კანზე დიმექსიდის ხსნარის (90%) აპლიკაციისას იგი ვლინდება სისხლში 5 წუთის შემდეგ, აღწევს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას 4-6 საათის შემდეგ თითქმის უცვლელი დონის შენარჩუნებით 1,5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდსა და განავალში როგორც უცვლელი სახით, ისე დიმეთილსულფონის სახით.

კრიტიკული მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

დიმექსიდი-ჟფფ

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დიმეთილსულფოქსიდი;

1 ფლაკონი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდის 50 მლ.

სამკურნალწამლო ფორმა. სითხე გარეგანი გამოყენებისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო სითხე ან უფერო კრისტალები.

ჰიგროსკოპულია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილის დროს. ათქ კოდი M02A X03.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

დიმეთილსულფოქსიდი აღწევს ბიოლოგიურ მემბრანებში, მ.შ. კანის ბარიერებში, ამგვარად ავლენს თავის სპეციფიკურ ეფექტებს, რომლებსაც განეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპირეტიული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ზომიერი ფიბრინოლიზური ეფექტები. პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალების შეღწევას დაუზინებელი კანიდან და ლორწოვან გარსებიდან (ტრანსპორტირების უნარი).

ფარმაკოკინეტიკა.

კანზე დიმექსიდის ხსნარის (90%) აპლიკაციისას იგი ვლინდება სისხლში 5 წუთის შემდეგ, აღწევს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას 4-6 საათის შემდეგ თითქმის უცვლელი დონის შენარჩუნებით 1,5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდსა და განავალში როგორც უცვლელი სახით, ისე დიმეთილსულფონის სახით.

კრიტიკული მახასიათებლები.

ჩვენებები.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების არსებობისას); ართროპათიის, დაჟეჟილობისას მყესების დაჭიმვის დროს, ტრავმული ინფილტრატების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, სტრეპტოდერმიის, ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების დროს.

გამოიყენება ასევე კანის პლასტიკურ ქირურგიაში - გადანერგილი კანის აუტო- და ჰომოტრანსპლანტატების მიხორცებისთვის, ასევე კანის ჰომოტრანსპლანტატების კონსერვირებისთვის.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გამოხატული ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კომატოზური მდგომარეობები, გლაუკომა, კატარაქტა.

სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

დიმეთილსულფოქსიდი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი ამუხრუჭებს პრეპარატის გამოყოფას) და ინსულინის, აცეტილსალიცილის მჟავის, ბუტადიონის მოქმედებას; დიგიტალისის, ქინიდინის პრეპარატების, ნიტროგლიცერინის, ანტობიოტიკების (სტრეპტომიცინის, მონომიცინის), ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის, გრიზეოფულვინის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას ნარკოზისთვის განკუთვნილი საშუალებებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიერ როგორც სამკურნალწამლო საშუალებების სპეციფიკური აქტივობის, ისე ტოქსიკურობის გაძლიერება.

შეგიძლიათ მიიღოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში; ადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში (სინტომიცინის მალამო) - სტრეპტოდერმიის სამკურნალოდ.

სხვა ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალებების მიღების შემთხვევაში, უნდა დაუყოვნებლივ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

გამოყენების თავისებურებები.

არ დაიტანოთ დაზიანებულ კანზე და ალერგიის გამოვლინებების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ჩაიტაროთ სინჯი მგრძნობელობის გამოსავლენდ. ამისთვის პრეპარატი უნდა დაიტანოთ კანზე დიმექსიდ-ჟფფ-ით დასველებული ბამბის ტამპონის მეშვეობით. კანის მკვეთრი გაწითლება და ქავილი მოწმობს პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურ მომატებულ მგრძნობელობაზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ პრეპარატი ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და თვალებში. პრეპარატის თვალებში შემთხვევითი მოხვედრისას დაუყოვნებლივ დაიბანეთ გამდინარე წყლით.

180 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც ზეგავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასადნობად, უნდა ფრთხილად გაათბოთ ფლაკონი წყლის აბაზანაზე (წყლის ტემპერატურა არის დაახლოებით 600 C). არ აადუღოთ!

არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯამრთელობას.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში გამოსაყენებლად. დიმეთილსულფოქსიდის მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმებით მართვის დროს.

უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის, კერძოდ თავბრუსხვევის გაჩენის ალბათობის გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები.

გამოიყენეთ წყლიანი ხსნარების სახით (30-50% კონცენტრაციის) კომპრესებისთვის, ტამპონებისთვის. დიმექსიდის ხსნარით დასველებული დოლბანდის ხელსახოცები უნდა დაიტანოთ დაზიანებულ უბნებზე, კანის მიმდებარე ჯანმრთელი უბნების ჩათვლით დღე-ღამეში ერთხელ 20-30 წუთის განმავლობაში. ხელსახოცის ზემოთ დაიდეთ პოლიეთილენის აპკი და ბამბის ან სელის ქსოვილი.

დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდირებულია კომპრესები დიმექსიდ-ჟფფ-ს 40-90% ხსნარით.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს გამოიყენეთ 40%-იანი ხსნარი.

კანის პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენეთ სახვევები პრეპარატის 10-20%-იანი ხსნარით აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და ტრანსპლანტანტის მდგრადი მიხორცების მომდევნო დღეებში.

როგორც მაკონსერვირებელი საშუალება კანის ჰომოტრანსპლანტანტების შესანახად გამოიყენეთ პრეპარატის 5%-იანი ხსნარი რინგერის ხსნარში.

მითითებული კონცენტრაციების პრეპარატის წყლის ხსნარების მომზადების რეკომენდაციები:

ხსნარის კონცენტრაცია, %

პრეპარატის რაოდენობა,

მოცულობით ნაწილებში

წყლის რაოდენობა,

მოცულობით ნაწილებში

20

25

30

40

50

90

2

2,5

3

4

1

9

8

7,5

7

6

1

1

ბავშვები.

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, შეშუპება) და გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება, რაც მოითხოვს გაუქმებას და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.

გვერდითი რეაქციები.

დიმეთილსულფოქსიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია:

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის დერმატიტები, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, წვა, კანის ჰიპერემია, ერითემა, კანის სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ადინამია.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

შენახვის პირობები. შეინახეთ 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაუცველ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

50 მლ შუშის ფლაკონებში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

შპს „დკპ ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ჩატარების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., ს. 4

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა