როგორც დამხმარე საშუალება სისხლძარღვებისა (ჰიპერტონული დაავადების გამწვავება, ჰიპერტონული კრიზები) და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების (კუჭის პილორუსის, ნაწლავების სპაზმები) სპაზმების დროს; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენდაზოლი (bendazol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/მლ) 5მლ ი.ვ., და ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პერიფერიული ვაზოდილატატორები, პერიფერიული სხვა ვაზოდილატატორები
- ATC კოდი
- C04AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039103
- რეგისტრირებულია
- 15 სექტემბერი 2023, მოქმედებს 15 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიბაზოლი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როგორც დამხმარე საშუალება სისხლძარღვებისა (ჰიპერტონული დაავადების გამწვავება, ჰიპერტონული კრიზები) და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების (კუჭის პილორუსის, ნაწლავების სპაზმები) სპაზმების დროს; ნერვული დაავადებების მკურნალობისას (ძირითადად, პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პერიფერიული დამბლის, პოლინევრიტის დროს).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბენდაზოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს კუნთების ტონუსის დაქვეითებით, კრუნჩხვითი სინდრომით, გულის მძიმე უკმარისობით. ჰიპოტენზია. ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების მიერ აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით. კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით. შაქრიანი დიაბეტი.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან!
დიბაზოლი-დარნიცა საინექციო ფორმით წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მიმართ მგრძნობელობის დროს. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
არ არის მიზანშეწონილი დიბაზოლ-დარნიცას ხანგრძლივი გამოყენება ანტიჰიპერტენზიული საშუალების სახით ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ეკგ მაჩვენებლების გაუარესების და გულის წუთმოცულობის შემცირების შესაძლებლობის გამო.
არ არის რეკომენდებული გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობისათვის, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ეს სამკურანლო საშუალება შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლი) მცირე რაოდენობას < 100 მგ/დოზა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ პაციენტი ღებულობს სხვა პრეპარატებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
პაპავერინ ჰიდროქლორიდი, ტეობრომინი, სალსოლინი - დიბაზოლთან კომბინირებისას ფართოვდება პაპავერინ ჰიდროქლორიდის, ტეობრომინის, სალსოლინის ფარმაკოლოგიური მოქმედების სპექტრი.
ბარბიტურატები - დიბაზოლთან კომბინირებისას ძლიერდება ხანგრძლივი მოქმედების ბარბიტურატების ეფექტურობა, ძირითადად ფენობარბიტალის.
ფენტოლამინი, ჰიპოტენზიური საშუალებები (რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები), სალურეტიკები - დიბაზოლთან კომბინირებისას ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი.
ბეტა-ბლოკატორები - დიბაზოლთან კომბინირებისას ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიური ეფექტი არ იცვლება, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენებისას დიბაზოლი ხელს უშლის ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეულ მთლიანი პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობისას, ხოლო თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რაქციების სიჩქარეს.
გამოყენების წესები და დოზები.
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან დიბაზოლი-დარნიცა ინიშნება ვენაში, კუნთში ან კანქვეშ. ჰიპერტონული კრიზების კუპირებისათვის შეყავთ ვენაში ან კუნთში 3-5 მლ 1%-იანი ხსნარი (30-50 მგ). არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატებისას ნაჩვენების პრეპარატის კუნთში შეყვანა დოზით 2-3 მლ 1%-იანი ხსნარი - 20-30 მგ დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად, საშუალოდ 8-14 დღე.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: მშღალი ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, წვის შეგრძნება ყელში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულის მიდამოში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ეკგ მაჩვენებლების გაუარესება გულის წუთმოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით; არტერიული წნევის დაქვეითება.
იმუნური სისტემის მხრივ: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ზოგადი დარღვევები: ცხელება, მომატებული ოფლიანობა, სახის გაწითლება.
რეაქციები შეყვანის ადგილზე: ლოკალური მტკივნეულობა, ცვლილებების შეყვანის ადგილზე.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს შესაფერისი სამკურნალო საშუალებისათვის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო სპეციალისტებს უნდა შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ რეპორტინგის ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის მსუბუქი ტკივილი, რომელიც სწრაფად ქრება სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ.
მკურნალობა. მოიხსნას სამკურნალო საშუალება. გამოხატული ჰიპოტენზიის დროს, არტერიული წნევის კონტროლით უნდა დაინიშნოს ტრანსფუზიული თერაპია, სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები, საგულე გლიკოზიდები. შემდგომი მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: bendazol;
1 მლ ხსნარი შეიცავს ბენდაზოლ ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს:
აქტიური ნივთიერებება: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო და მომწვანო ელფერის მქონე სითხე.
შენახვის პირობები
4 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. ნუ გაყინავთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერიფერიული ვაზოდილატატორები. კოდი ათქ C04A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვაზოდილატაციური და სპაზმოლიზური საშუალება. გააჩნია ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ასტიმულირებს ზურგის ტვინის ფუნქციას, გააჩნია ზომიერი იმუნომასტიმულირებელი აქტივობა.
ავლენს უშუალო სპაზმოლიზურ მოქმედებას სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე. სამკურნალო საშუალება განაპირობებს არახანგრძლივ (2-3 საათი) და ზომიერ ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხასიათდება კარგი ტოლერანტობის. იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების არახანგრძლივ გაფართოებას თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს, გამოწვეულს სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი დარღვევით (ცერებრალური არტერიების სკლეროზი). აადვილებს სინაფსურ გადაცემას ზურგის ტვინში. გააჩნია იმუნომოდულაციური აქტივობა. იმუნურ უჯრედებში ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) და ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (cAMP) კონცენტრაციების თანაფარდობის რეგულაციის ხარჯზე ზრდის cGMP-ს შემცველობას, რაც ხელს უწყობს მომწიფებული სენსიბილიზებული T- და B-ლიმფოციტების პროლიფერაციას, მათი რეაქტიული ეფექტების სეკრეციას. სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, აძლიერებს ლეიკოციტების, მაკროფაგების ფაგოციტურ აქტივობას, აუმჯობესებს ინტერფერონის სინთეზს, თუმცა იმუნომოდულაციური ეფექტი ვითარდება ნელა.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას სამკურნალო საშუალება სწრაფად გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ. მოქმედების ხანგრძლივობა: 2-3 საათი. მეტაბოლიზდება ღვიძლში.
დიბაზოლის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები არის ორი კონიუგატი, რომლებიც მიიღება დიბაზოლის იმიდაზოლური რგოლის იმუნოჯგუფის მეთილირებისა და კარბოეთოქსილირების შედეგად: 1-მეთილ-2-ბენზილბენზიმიდაზოლი და 1-კარბოეთოქსი-2-ბენზილბენზიმიდაზოლი.
მეტაბოლიზმის პროდუქტები ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
დიბაზოლი-დარნიცა
(Dibazol-Darnitsa)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: bendazol;
1 მლ ხსნარი შეიცავს ბენდაზოლ ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს:
აქტიური ნივთიერებება: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო და მომწვანო ელფერის მქონე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პერიფერიული ვაზოდილატატორები. კოდი ათქ C04A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვაზოდილატაციური და სპაზმოლიზური საშუალება. გააჩნია ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ასტიმულირებს ზურგის ტვინის ფუნქციას, გააჩნია ზომიერი იმუნომასტიმულირებელი აქტივობა.
ავლენს უშუალო სპაზმოლიზურ მოქმედებას სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე. სამკურნალო საშუალება განაპირობებს არახანგრძლივ (2-3 საათი) და ზომიერ ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხასიათდება კარგი ტოლერანტობის. იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების არახანგრძლივ გაფართოებას თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს, გამოწვეულს სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი დარღვევით (ცერებრალური არტერიების სკლეროზი). აადვილებს სინაფსურ გადაცემას ზურგის ტვინში. გააჩნია იმუნომოდულაციური აქტივობა. იმუნურ უჯრედებში ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) და ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (cAMP) კონცენტრაციების თანაფარდობის რეგულაციის ხარჯზე ზრდის cGMP-ს შემცველობას, რაც ხელს უწყობს მომწიფებული სენსიბილიზებული T- და B-ლიმფოციტების პროლიფერაციას, მათი რეაქტიული ეფექტების სეკრეციას. სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, აძლიერებს ლეიკოციტების, მაკროფაგების ფაგოციტურ აქტივობას, აუმჯობესებს ინტერფერონის სინთეზს, თუმცა იმუნომოდულაციური ეფექტი ვითარდება ნელა.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას სამკურნალო საშუალება სწრაფად გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ. მოქმედების ხანგრძლივობა: 2-3 საათი. მეტაბოლიზდება ღვიძლში.
დიბაზოლის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები არის ორი კონიუგატი, რომლებიც მიიღება დიბაზოლის იმიდაზოლური რგოლის იმუნოჯგუფის მეთილირებისა და კარბოეთოქსილირების შედეგად: 1-მეთილ-2-ბენზილბენზიმიდაზოლი და 1-კარბოეთოქსი-2-ბენზილბენზიმიდაზოლი.
მეტაბოლიზმის პროდუქტები ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
როგორც დამხმარე საშუალება სისხლძარღვებისა (ჰიპერტონული დაავადების გამწვავება, ჰიპერტონული კრიზები) და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების (კუჭის პილორუსის, ნაწლავების სპაზმები) სპაზმების დროს; ნერვული დაავადებების მკურნალობისას (ძირითადად, პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პერიფერიული დამბლის, პოლინევრიტის დროს).
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა ბენდაზოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს კუნთების ტონუსის დაქვეითებით, კრუნჩხვითი სინდრომით, გულის მძიმე უკმარისობით. ჰიპოტენზია. ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების მიერ აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით. კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით. შაქრიანი დიაბეტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
თუ პაციენტი ღებულობს სხვა პრეპარატებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
პაპავერინ ჰიდროქლორიდი, ტეობრომინი, სალსოლინი - დიბაზოლთან კომბინირებისას ფართოვდება პაპავერინ ჰიდროქლორიდის, ტეობრომინის, სალსოლინის ფარმაკოლოგიური მოქმედების სპექტრი.
ბარბიტურატები - დიბაზოლთან კომბინირებისას ძლიერდება ხანგრძლივი მოქმედების ბარბიტურატების ეფექტურობა, ძირითადად ფენობარბიტალის.
ფენტოლამინი, ჰიპოტენზიური საშუალებები (რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები), სალურეტიკები - დიბაზოლთან კომბინირებისას ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი.
ბეტა-ბლოკატორები - დიბაზოლთან კომბინირებისას ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიური ეფექტი არ იცვლება, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენებისას დიბაზოლი ხელს უშლის ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეულ მთლიანი პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდას.
გამოყენების თავისებურებანი
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან!
დიბაზოლი-დარნიცა საინექციო ფორმით წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მიმართ მგრძნობელობის დროს. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
არ არის მიზანშეწონილი დიბაზოლ-დარნიცას ხანგრძლივი გამოყენება ანტიჰიპერტენზიული საშუალების სახით ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის ეკგ მაჩვენებლების გაუარესების და გულის წუთმოცულობის შემცირების შესაძლებლობის გამო.
არ არის რეკომენდებული გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობისათვის, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ეს სამკურანლო საშუალება შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლი) მცირე რაოდენობას < 100 მგ/დოზა.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება.
რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისა თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობისას, ხოლო თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რაქციების სიჩქარეს.
გამოყენების წესები და დოზები.
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან დიბაზოლი-დარნიცა ინიშნება ვენაში, კუნთში ან კანქვეშ. ჰიპერტონული კრიზების კუპირებისათვის შეყავთ ვენაში ან კუნთში 3-5 მლ 1%-იანი ხსნარი (30-50 მგ). არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატებისას ნაჩვენების პრეპარატის კუნთში შეყვანა დოზით 2-3 მლ 1%-იანი ხსნარი - 20-30 მგ დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად, საშუალოდ 8-14 დღე.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის მსუბუქი ტკივილი, რომელიც სწრაფად ქრება სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ.
მკურნალობა. მოიხსნას სამკურნალო საშუალება. გამოხატული ჰიპოტენზიის დროს, არტერიული წნევის კონტროლით უნდა დაინიშნოს ტრანსფუზიული თერაპია, სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები, საგულე გლიკოზიდები. შემდგომი მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი მოვლენები.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: მშღალი ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, წვის შეგრძნება ყელში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულის მიდამოში, ხანგრძლივი გამოყენებისას - ეკგ მაჩვენებლების გაუარესება გულის წუთმოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით; არტერიული წნევის დაქვეითება.
იმუნური სისტემის მხრივ: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ზოგადი დარღვევები: ცხელება, მომატებული ოფლიანობა, სახის გაწითლება.
რეაქციები შეყვანის ადგილზე: ლოკალური მტკივნეულობა, ცვლილებების შეყვანის ადგილზე.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს შესაფერისი სამკურნალო საშუალებისათვის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო სპეციალისტებს უნდა შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ რეპორტინგის ეროვნული სისტემის საშუალებით.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. ნუ გაყინავთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა
დიბაზოლ-დარნიცა შეუთავსებელია სალიცილატებთან და ბენზოატებთან, ვინაიდან ხდება სალიცილატების ან ბენზოატ დიბაზოლის ნალექის წარმოქმნა.
შეფუთვა.
5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემა.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.
მწარმოებლის მისამართი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.
უკრაინა, 02093, მ. კიევი, ბორისპოლსკაია ქ. 13
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


