პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დიაზოლინი-დარნიცა

DIAZOLIN-DARNITSA

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

სეზონური და ალერგიული რინიტის, პოლინოზის, ჭინჭრის ციების, საკვებზე და მედიკამენტებზე ალერგიის და ქავილით მიმდინარე დერმატოზების (ეგზემა, ნეიროდერმატიტი) პროფილაქტიკა და მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მებჰიდროლინი (mebhydrolin)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №10
მწარმოებელი
«Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX15
რეგისტრაციის ნომერი
რ-038255
რეგისტრირებულია
1 ივნისი 2023, მოქმედებს 1 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიაზოლინი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

დიაზოლინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეზონური და ალერგიული რინიტის, პოლინოზის, ჭინჭრის ციების, საკვებზე და მედიკამენტებზე ალერგიის და ქავილით მიმდინარე დერმატოზების (ეგზემა, ნეიროდერმატიტი) პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ ეს მედიკამენტი პერორალურად ჭამის შემდეგ.

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები: 100–200 მგ 1–2-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არის 300 მგ, დღიური დოზა - 600 მგ.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მედიკამენტი ინიშნება 50 მგ (1/2 ტაბლეტი) დოზით 1-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

ბავშვები.

ეს მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში 5 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, პილორული სტენოზი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ეპილეფსია და გულის არითმიები.

სიფრთხილის ზომები

გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის ალკოჰოლური სასმელების ან ეთანოლის შემცველი მედიკამენტების მიღება.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია და მიღებებს შორის ინტერვალების გაზრდა).

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ეს პრეპარატი აძლიერებს საძილე, სედაციური და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის ავტოტრანსპორტის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

მხედველობის ორგანო: მხედველობის დაბინდვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური სიმპტომები (გულძმარვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში), კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა, რეაგირების სისწრაფის შენელება, ტრემორი, გაღიზიანება, შფოთვა (ღამით).

სისხლი და ლიმფური სისტემა: გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემა, კანი და კანქვეშა ქსოვილი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

ბავშვებს ზოგჯერ შეიძლება განუვითარდეთ პარადოქსალური რეაქციები: მომატებული აგზნებადობა, ტრემორი, ძილის დარღვევა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: დაბნეულობა, ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სანამ ამორეცხილი წყალი სუფთა არ გახდება, პერორალურად აქტივირებული ნახშირის მიღება და ფორსირებული დიურეზი. შემდგომი მკურნალობა - სიმპტომურ.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: მებჰიდროლინი;

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ მებჰიდროლინს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბრტყელ-ცილინდრული ფორმის ტაბლეტები გასაყოფი ხაზით, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი თითო ბლისტერულ შეფუთვაზე; 1 ბლისტერული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.

ათქ კოდი: R06A X15.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი, მებჰიდროლინი, მიეკუთვნება ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებს, არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. ის ამცირებს ჰისტამინის სპაზმოგენურ ეფექტს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვ კუნთებზე და ასევე მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე.

ფარმაკოკინეტიკა.

მებჰიდროლინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არის 40-60%. თერაპიული ეფექტი მიიღწევა 15-30 წუთში, მაქსიმალური მოქმედება კი 1-2 საათში. პრეპარატი თითქმის არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ის მეტაბოლიზდება ღვიძლში მეთილირების გზით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

დიაზოლინ-დარნიცა

(Diazolin-Darnytsia)

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი: მებჰიდროლინი;

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ მებჰიდროლინს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბრტყელ-ცილინდრული ფორმის ტაბლეტები გასაყოფი ხაზით, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.

ათქ კოდი: R06A X15.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი, მებჰიდროლინი, მიეკუთვნება ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებს, არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. ის ამცირებს ჰისტამინის სპაზმოგენურ ეფექტს ბრონქებისა და ნაწლავების გლუვ კუნთებზე და ასევე მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე.

ფარმაკოკინეტიკა.

მებჰიდროლინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არის 40-60%. თერაპიული ეფექტი მიიღწევა 15-30 წუთში, მაქსიმალური მოქმედება კი 1-2 საათში. პრეპარატი თითქმის არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ის მეტაბოლიზდება ღვიძლში მეთილირების გზით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

სეზონური და ალერგიული რინიტის, პოლინოზის, ჭინჭრის ციების, საკვებზე და მედიკამენტებზე ალერგიის და ქავილით მიმდინარე დერმატოზების (ეგზემა, ნეიროდერმატიტი) პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, პილორული სტენოზი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ეპილეფსია და გულის არითმიები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

ეს პრეპარატი აძლიერებს საძილე, სედაციური და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

გამოყენების თავისებურებები.

გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის ალკოჰოლური სასმელების ან ეთანოლის შემცველი მედიკამენტების მიღება.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია და მიღებებს შორის ინტერვალების გაზრდა).

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის ავტოტრანსპორტის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

მიღების წესი და დოზები.

მიიღეთ ეს მედიკამენტი პერორალურად ჭამის შემდეგ.

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები: 100–200 მგ 1–2-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არის 300 მგ, დღიური დოზა - 600 მგ.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მედიკამენტი ინიშნება 50 მგ (1/2 ტაბლეტი) დოზით 1-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

ბავშვები.

ეს მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში 5 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები: დაბნეულობა, ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სანამ ამორეცხილი წყალი სუფთა არ გახდება, პერორალურად აქტივირებული ნახშირის მიღება და ფორსირებული დიურეზი. შემდგომი მკურნალობა - სიმპტომურ.

გვერდითი რეაქციები.

მხედველობის ორგანო: მხედველობის დაბინდვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური სიმპტომები (გულძმარვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში), კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა, რეაგირების სისწრაფის შენელება, ტრემორი, გაღიზიანება, შფოთვა (ღამით).

სისხლი და ლიმფური სისტემა: გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემა, კანი და კანქვეშა ქსოვილი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

ბავშვებს ზოგჯერ შეიძლება განუვითარდეთ პარადოქსალური რეაქციები: მომატებული აგზნებადობა, ტრემორი, ძილის დარღვევა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი თითო ბლისტერულ შეფუთვაზე; 1 ბლისტერული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. სს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის მდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილი.

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკას ქუჩა, 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა