პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დექსაქლორი

Dexachlor

ურეცეპტოდ0.1%+0.5%ინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

დექსაქლორი არის თვალის წვეთების ხსნარი, რომელიც შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, ქლორამფენიკოლი, რომელიც არის ანტიმიკრობული პრეპარატი და დექსამეტაზონი, რაც არის კორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0.1%+0.5% (1მგ+5მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1 საწვეთურით
მწარმოებელი
COOPER S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S01CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034451
რეგისტრირებულია
17 თებერვალი 2022, მოქმედებს 17 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„COOPER S.A”-ს ნდობით აღჭურვილი პირი მაკა მოდებაძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადექსაქლორი და სხვა წამალი ერთად

დექსაქლორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსაქლორი არის თვალის წვეთების ხსნარი, რომელიც შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, ქლორამფენიკოლი, რომელიც არის ანტიმიკრობული პრეპარატი და დექსამეტაზონი, რაც არის კორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

დექსაქლორი ნაჩვენებია თვალის ანთებითი მდგომარეობების დროს, რომელიც პასუხობს კორტიკოსტეროიდების მოქმედებას და ბაქტერიული დაინფიცირების ან მიკრობული დაბინძურების შესაძლო რისკის შემთხვევაში.

თვალის კორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

თვალის ლორწოვანი გარსის, რქოვანას და ქუთუთოს ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობა გამომწვევი ალერგენის მიუხედავად.

სკლერის და ეპისკლერის, ასევე რქოვანას ანთებითი დაავადებები.

ისინი აგრეთვე ძირითადად ინიშნება თვალისშიდა ქირურგიული ჩარევის, თვალის დაზიანებებისა და კორნეოპლასტიკური ქირურგიის პოსტოპერაციული პერიოდებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი. თქვენ უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან მისი მიღება, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი კონიუქტივის ჩანთაში 3-4-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობის ვადით.

ხანდაზმული პაციენტები:

არ არის ჩვენება დოზის დარეგულირებასთან დაკავშირებით ხანდაზმულებში.

პედიატრიული პოპულაცია

კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციაში.

გამოყენების ინსტრუქციები

ამ პრეპარატის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით რომ პირველი გახსნის საკონტროლო რგოლი არ არის დაზიანებული. დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.

მოუშვით ხრახნით თავი და გამოიყენეთ თითი რომ მსუბუქად დაუშვათ ქვემოთ თქვენი დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო (სურათი 1).

კონტეინერი რჩება სტერილური, ვიდრე პირველადი ჰერმეტულობა არ არის დარღვეული. მოერიდეთ ბოთლი-საწვეთურის ზედა ნაწილის შეხებას თვალზე ან ირგვლივ მყოფ ქსოვილებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააბინძუროს ხსნარი (სურათი 2).

ბოთლს მოუჭირეთ ხელი მსუბუქად ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თქვენს თვალში და შემდეგ გაუშვით ქვედა ქუთუთო. თუ წვეთი ვერ მოხვდა თვალში, სცადეთ ისევ (სურათი 3).

თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, ნაზოლაკრიმალურმა ოკლუზიამ ან ქუთუთოს დახურვამ შეიძლება შეამციროს სისტემური აბსორბცია. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სისტემური გვერდითი ეფექტების შემცირება და ადგილობრივი მოქმედების გაზრდა.

გაიმეორეთ მეორე თვალში, თუ ექიმი გირჩევთ ამის გაკეთებას. დაახურეთ თავსახური ბოთლს. დოზატორის წვერი მოწყობილია ისე, რომ ერთი წვეთი გამოუშვას, შესაბამისად, ნუ გააფართოებთ დოზატორის წვერის ხვრელს.

თუ ერთზე მეტი პრეპარატის ჩაწვეთება არის საჭირო თვალში, 5-წუთიანი ინტერვალი არის დაშვებული განსხვავებული პრეპარატების მომდევნო ჩაწვეთებებს შორის.

თუ თქვენ გამოიყენებთ იმაზე მეტ დექსაქლორს, ვიდრე საჭიროა

ტოპიკური გამოყენებისას ზედოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი.

ერთი 5მლ-იანი ფლაკონის ათვისება ეკვივალენტია 25მგ ქლორამფენიკოლის და 5მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის, 1%-ის (სტანდარტული დოზა 50მგ/კგ დღეში) და თერაპიულ ფარგლებში (სტანდარტული დოზა 0.5 მგ-დან 10მგ-მდე დღეში), შეესაბამება რეკომენდებული დღიურ დოზას მოზარდისთვის.

ზომები უნდა მიიღონ აბსორბციის შეყოვნებისთვის შემთხვევით კუჭ-ნაწლავის გზით მიღებისას. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

თუ დაგავიწყდათ დექსაქლორის გამოყენება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ.

სიფრთხილის ზომები

ნუ გამოიყენებთ დექსაქლორს:

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში).

რქოვანას დაზიანების ან დაწყლულების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ეს გამომდინარეობს არაბაქტერიული ინფექციებიდან და წყლულოვანი პროცესიდან. მარტივი ჰერპესის ვირუსი და სხვა ვირუსული ინფექციები. მიკოზი და სხვა ინფექციები. მიკოზი და სხვა ვირუსული ინფექციები.

მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევების შემთხვევაში, რაც განპირობებულია ძვლის ტვინის უკმარისობითა და ღვიძლის დისფქუნციიით.

ანამნეზში ძვლის ტვინის უკმარისობის დროს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დექსაქლორის მიღებამდე.

გრძელ-ვადიანმა მკურნალობამ ქლორამფენიკოლის ადგილობრივად თვალში გამოყენებით შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის აპლაზიის ძალიან იშვიათი შემთხვევები. შეუქცევადი ფორმა შეიძლება განვითარდეს კვირების ან თვეების მანძილზე არასწორი გამოყენების შემდეგად.

ქლორამფენიკოლის გამოყენება ასოცირდება აპლასტიური ანემიის ან სისხლის პათოლოგიური ცვლილების პოტენციურ რისკთან. აღნიშნული პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ, როდესაც ალტერნატიული მკურნალობა არაეფექტურია და/ან უკუნაჩვენებია.

გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს თვალის მეორადი ინფექციები ან რეზისტენტული ბაქტერიის ზრდას შეუწყოს ხელი.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს ან გაამწვავოს თვალის ინფექცია.

კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალისშიდა წნევის პათოლოგიური მატება. მიდრეკილ პაციენტებში და გლაუკომის მქონე პაციენტებში თვალისშიდა წნევის მონიტორინგი საჭიროა რეგულარულად, განსაკუთრებით გახანგრძლივებული მკურნალობისას.

ინტენსიურმა, გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირებას ან გაუარესებას.

აღნიშნული არ უნდა გამოიყენონ 10 დღეზე მეტი ვადით თუ ექიმმა არ ურჩია სხვაგვარი გამოყენება.

იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, პერფორაცია ცნობილია რომ დგება ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ქრონიკული გამოყენებისას. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც ტოპიკური კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა დექსამეტაზონი თანმხლები სახით გამოიყენება ტოპიკურ NSAIDs-თან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთად. თუ არ არის გაუმჯობესება სამი დღის შემდეგ, სხვა მკურნალობა უნდა იქნას განხილული.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ კატარაქტის ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიძლება შეანელოს შეხორცების პროცესი და გაზარდოს კისტის ფორმირების სიხშირე.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტი. ეს პაციენტები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი თვალისშიდა წნევის მატებისკენ და/ან კატარაქტის ფორმირებისკენ.

ზოგადად, სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ახალშობილებში (ასაკით 28 დღიდან 3 თვემდე) და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ შეშუპება და წონის მატება სხეულსა და სახეზე, ვინაიდან ეს არის კუშინგის სინდრომის პირველი სიმპტომები. თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია შეიძლება განვითარდეს დექსაქლორით გრძელ-ვადიანი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მკურნალობის თავად შეწყვეტამდე. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით რიტონავირი ან კობიცისტატი.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის შემღვრევა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

თუ გაწუხებთ მგრძნობელობის დარღვევა, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

კონტაქტური ლინზების გამოყენება თვალის ინფექციის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების გავრცელება.

თვალის წვეთები არ არის გამიზნული ინექციისთვის. მათი ინექციის სახით გაკეთება კონიუქტივას ქვეშ ან პირდაპირ შეყვანა თვალის წინა კამერაში არ უნდა მოხდეს.

პრეპარატის შეწყვეტა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს თანდათანობით, როგორც კორტიკოსტეროიდების სისტემური დანიშვნისას.

ბავშვები

ქლორამფენიკოლის დანიშვნას ბავშვებში უნდა მოვერიდოთ.

დექსაქლორი არ უნდა დაინიშნოს ახალშობილებში (ასაკით 0-დან 27 დღემდე).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ახლა იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

დექსაქლორის თვალის წვეთები არ უნდა მიიღონ ტოპიკურ ბაქტერიოციდულ (პენიცილინი, ცეფალოსპორინები, გენტამიცინი, ტეტრაციკლინები, პოლიმიქსინ-ბ, ვანკომიცინი, სულფადიაზინი) პრეპარატებთან, ვინაიდან ბაქტერიოსტატიკურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკების მოქმედებას.

პრევენციული ღონისძიების სახით, დექსაქლორის თვალის წვეთები არ უნდა გამოიყენონ იმ პრეპარატების სისტემური მკურნალობისას, რომელიც გავლენას ახდენს ჰემატოპოეზზე, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, კუმარინის დერივატები, ჰიდატოინი ან მეტოტრექსატი. ტოპიკური სტეროიდების თანმხლებმა გამოყენებამ, როგორიცაა დექსამეტაზონი და ტოპიკური NSAIDs რქოვანას მანამდე არსებული მნიშვნელოვანი ანთების მქონე პაციენტებში, შეიძლება გაზარდოს რქოვანას გართულებების რისკი, შესაბამისად, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ასეთ შემთხვევებში.

ქვემოთ მოცემული ურთიერთზემოქმედება ძირითადად ეხება სისტემურ მიღებას, მაგრამ აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ტოპიკური გამოყენებისას თვალზე.

დექსამეტაზონის შემცველობამ შეიძლება გაზარდოს ბარბიტურატებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედება. სალიცილატებმა შეიძლება გაზარდოს კორტიკოსტეროიდების ეფექტი, მაშინ როცა ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა, ბარბიტურატებმა, ფენილბუტაზონმა და რიფამპიცინმა შეიძლება გაზარდოს მათი მეტაბოლიზმი და შესაბამისად შეამციროს მათი ეფექტურობა. ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის დონე სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ შვილის ყოლას, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ქლორამფენიკოლი იწვევს გვერდით ეფექტებს ნაყოფში. ის არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებმა, რომელთაც განუვითარდათ შემღვრეული მხედველობა ან მხედველობის დარღვევები არ უნდა მართონ ავტომობილი ან გამოიყენონ დანადგარები.

დექსაქლორი შეიცავს ტიომერსალს დამცავი საშუალების სახით, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიცილონ ისინი ინსტილაციამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ეს მედიკამენტი იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ყველას არ უვითარდება ის.

დექსაქლორი შიცავს ქლორამფენიკოლისა და დექსამეტაზონის კომბინაციას. გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოსალოდნელია და გამოწვეულია აქტიური ნივთიერებებით. არ არსებობს რეგისტრაციის შემდგომ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აქტიური ნივთიერებების კომბინირებულ მიღებას შედეგად მოსდევს მომატებული ტოქსიურობა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლის პათოლოგიური ცვლილების იშვიათი შემთხვევები ხშირად შეუქცევადი (აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და აგრანულოციტოზი) ფატალურ გამოსავალთან ერთად თვალის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავს ქლორამფენიკოლს, დაფიქსირებულია ლიტერატურაში.

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური რეაქციები ქლორამფენიკოლის ტოპიკური გამოყენების შემდეგ გამოქვეყნდა ლიტერატურაში. იშვიათ შემთხვევებში, ალერგიული რეაქციები გამოვლინდა ქუთუთოს ეგზემის სახით.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

იცნობი: ვერ მოხდა შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე

ჰორმონალური პრობლემები: ჭარბი თმის ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და ასთენია, კანის მეწამული სტრიები, მომატებულ სისხლის წნევა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან მენსტრუალური პერიოდის არარსებობა, პროტეინის და კალციუმის დონეების ცვლილებები თქვენს ორგანიზმში, კახექსიური განვითარება ბავშვებში და მოზარდებში, შეშუპება და წონის მატება სხეულსა და სახეზე (სახელად კუშინგის სინდრომი) (იხილეთ თავი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)

ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათ შემთხვევებში, შექცევადი მხედველობის ნერვის ნევრიტი დაფიქსირდა ქლორამფენიკოლის მიღების შემდეგ.

თვალის დარღვევები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები არის გაღიზიანებისა და ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები (ქავილი, სიწითლე, შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება ან გაღიზიანება, რომელიც წინ არ უძღვის მკურნალობას).

წვისა და ხმაურის შეგრძნება დაფიქსირდა.

უცნობი: ვერ მოხდა შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე

შემღვრეული მხედველობა*

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები მომატებული თვალისშიდა წნევის ჩათვლით გლაუკომის შესაძლო განვითარებასთან ერთად (მხედველობის ნერვის დაზიანება, შემცირებული მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველის დეფექტები). ჰიპერტონია (კორტიზონის გლაუკომა) ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ორ კვირაზე მეტი პერიოდის მანძილზე.

უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირება, თვალის მეორადი ინფექცია პაციენტის იმუნური სისტემის სუპრესიის, ჭრილობის შეხორცების დაყოვნების და რქოვანას გათხელების და/ან თვალის კაკლის პერფორაციის გამო შეიძლება განვითარდეს.

ბლეფაროპტოზი და მიდრიაზი აგრეთვე ასოცირებულია თვალის სტეროიდების გამოყენებასთან.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები

პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მწარე გემო (დისგეზია) მაშინვე ქლორამფენიკოლის გამოყენების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემური გვერდითი ეფექტები არ არის ხშირი, კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტოპიკური გამოყენების შემდეგ.

თუ თქვენ გაწუხებთ თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე შრის (რქოვანა) მძიმე დაზიანება, ფოსფატის მარილები ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს მღვრიე ლაქებს კალციუმის დაგროვების გამო მკურნალობის პროცესში.

  • შემღვრეული მხედველობა ასევე შეიძლება განვითარდეს მაშინვე ჩაწვეთების შემდეგ.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვა

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამონათვალში. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეროვნული აღრიცხვის სისტემის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვების საქმეში, რაც უკავშირდება ამ პრეპარატის უსაფრთხოებას.

  • როგორ უნდა შეინახოთ დექსაქლორი

ეს პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია „EXP“ -ის გასწვრივ მუყაოს კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე. ვადის გასვლის თარიღი მოიცავს იმ თვის ბოლო დღეს.

თუ ბოთლი არ არის გახსნილი, პრეპარატი შესაბამისი ტემპერატურის პირობებში შენახვისას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ვადის გასვლის თარიღამდე, რომელიც მუყაოზეა მითითებული.

კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე. ბოთლს მაშინვე უნდა დაახუროთ თავი გამოყენების შემდეგ და გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს პირველი გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს პირველი განხსნიდან ერთი თვის შემდეგ.

დახურული ბოთლი უნდა შეინახოთ მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ ის ≤25°C ტემპერატურაზე და ნუ გამოიყენებთ ამ ბოთლს 28 დღეზე მეტი ხნით.

ნუ გადააგდებთ ამ პრეპარატს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ ის თუ მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: ქლორამფენიკოლი და დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 5მგ ქლორამფენიკოლს (0.5%) და 1 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს (0.1%).

სხვა ინგრედიენტებია: მაკროგოლი 400, ბორის მჟავა, ტრომეტამოლი, α-ტოკოფერილ აცეტატი, ჰიპრომელოზა, თიომერსალი, საინექციო წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

როგორია დექსაქლორი და შეფუთვის შემადგენლობა

დექსაქლორი მოწოდებულია 10მლ-იან თეთრი პლასტიკური ფლაკონით, თეთრი პლასტიკური საწვეთურით, თეთრი ხრახნიანი თავსახურით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

დექსაქლორი 0.1%+0.5%,თვალის წვეთები, ხსნარი

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი

ქლორამფენიკოლი

ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4

აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემულია

რა არის დექსაქლორი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ დექსაქლორის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება დექსაქლორი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ უნდა შეინახოთ დექსაქლორი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის დექსაქლორი და რისთვის გამოყენება

დექსაქლორი არის თვალის წვეთების ხსნარი, რომელიც შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, ქლორამფენიკოლი, რომელიც არის ანტიმიკრობული პრეპარატი და დექსამეტაზონი, რაც არის კორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

დექსაქლორი ნაჩვენებია თვალის ანთებითი მდგომარეობების დროს, რომელიც პასუხობს კორტიკოსტეროიდების მოქმედებას და ბაქტერიული დაინფიცირების ან მიკრობული დაბინძურების შესაძლო რისკის შემთხვევაში.

თვალის კორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

თვალის ლორწოვანი გარსის, რქოვანას და ქუთუთოს ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობა გამომწვევი ალერგენის მიუხედავად.

სკლერის და ეპისკლერის, ასევე რქოვანას ანთებითი დაავადებები.

ისინი აგრეთვე ძირითადად ინიშნება თვალისშიდა ქირურგიული ჩარევის, თვალის დაზიანებებისა და კორნეოპლასტიკური ქირურგიის პოსტოპერაციული პერიოდებში.

  • რა უნდა იცოდეთ დექსაქლორის გამოყენებამდე

ნუ გამოიყენებთ დექსაქლორს:

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში).

რქოვანას დაზიანების ან დაწყლულების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ეს გამომდინარეობს არაბაქტერიული ინფექციებიდან და წყლულოვანი პროცესიდან. მარტივი ჰერპესის ვირუსი და სხვა ვირუსული ინფექციები. მიკოზი და სხვა ინფექციები. მიკოზი და სხვა ვირუსული ინფექციები.

მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევების შემთხვევაში, რაც განპირობებულია ძვლის ტვინის უკმარისობითა და ღვიძლის დისფქუნციიით.

ანამნეზში ძვლის ტვინის უკმარისობის დროს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დექსაქლორის მიღებამდე.

გრძელ-ვადიანმა მკურნალობამ ქლორამფენიკოლის ადგილობრივად თვალში გამოყენებით შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის აპლაზიის ძალიან იშვიათი შემთხვევები. შეუქცევადი ფორმა შეიძლება განვითარდეს კვირების ან თვეების მანძილზე არასწორი გამოყენების შემდეგად.

ქლორამფენიკოლის გამოყენება ასოცირდება აპლასტიური ანემიის ან სისხლის პათოლოგიური ცვლილების პოტენციურ რისკთან. აღნიშნული პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ, როდესაც ალტერნატიული მკურნალობა არაეფექტურია და/ან უკუნაჩვენებია.

გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს თვალის მეორადი ინფექციები ან რეზისტენტული ბაქტერიის ზრდას შეუწყოს ხელი.

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს ან გაამწვავოს თვალის ინფექცია.

კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალისშიდა წნევის პათოლოგიური მატება. მიდრეკილ პაციენტებში და გლაუკომის მქონე პაციენტებში თვალისშიდა წნევის მონიტორინგი საჭიროა რეგულარულად, განსაკუთრებით გახანგრძლივებული მკურნალობისას.

ინტენსიურმა, გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირებას ან გაუარესებას.

აღნიშნული არ უნდა გამოიყენონ 10 დღეზე მეტი ვადით თუ ექიმმა არ ურჩია სხვაგვარი გამოყენება.

იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, პერფორაცია ცნობილია რომ დგება ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ქრონიკული გამოყენებისას. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც ტოპიკური კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა დექსამეტაზონი თანმხლები სახით გამოიყენება ტოპიკურ NSAIDs-თან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთად. თუ არ არის გაუმჯობესება სამი დღის შემდეგ, სხვა მკურნალობა უნდა იქნას განხილული.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ კატარაქტის ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიძლება შეანელოს შეხორცების პროცესი და გაზარდოს კისტის ფორმირების სიხშირე.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტი. ეს პაციენტები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი თვალისშიდა წნევის მატებისკენ და/ან კატარაქტის ფორმირებისკენ.

ზოგადად, სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ახალშობილებში (ასაკით 28 დღიდან 3 თვემდე) და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ შეშუპება და წონის მატება სხეულსა და სახეზე, ვინაიდან ეს არის კუშინგის სინდრომის პირველი სიმპტომები. თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია შეიძლება განვითარდეს დექსაქლორით გრძელ-ვადიანი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მკურნალობის თავად შეწყვეტამდე. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით რიტონავირი ან კობიცისტატი.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის შემღვრევა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

თუ გაწუხებთ მგრძნობელობის დარღვევა, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

კონტაქტური ლინზების გამოყენება თვალის ინფექციის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების გავრცელება.

თვალის წვეთები არ არის გამიზნული ინექციისთვის. მათი ინექციის სახით გაკეთება კონიუქტივას ქვეშ ან პირდაპირ შეყვანა თვალის წინა კამერაში არ უნდა მოხდეს.

პრეპარატის შეწყვეტა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს თანდათანობით, როგორც კორტიკოსტეროიდების სისტემური დანიშვნისას.

ბავშვები

ქლორამფენიკოლის დანიშვნას ბავშვებში უნდა მოვერიდოთ.

დექსაქლორი არ უნდა დაინიშნოს ახალშობილებში (ასაკით 0-დან 27 დღემდე).

სხვა პრეპარატები და დექსაქლორი

ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ახლა იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

დექსაქლორის თვალის წვეთები არ უნდა მიიღონ ტოპიკურ ბაქტერიოციდულ (პენიცილინი, ცეფალოსპორინები, გენტამიცინი, ტეტრაციკლინები, პოლიმიქსინ-ბ, ვანკომიცინი, სულფადიაზინი) პრეპარატებთან, ვინაიდან ბაქტერიოსტატიკურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკების მოქმედებას.

პრევენციული ღონისძიების სახით, დექსაქლორის თვალის წვეთები არ უნდა გამოიყენონ იმ პრეპარატების სისტემური მკურნალობისას, რომელიც გავლენას ახდენს ჰემატოპოეზზე, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, კუმარინის დერივატები, ჰიდატოინი ან მეტოტრექსატი. ტოპიკური სტეროიდების თანმხლებმა გამოყენებამ, როგორიცაა დექსამეტაზონი და ტოპიკური NSAIDs რქოვანას მანამდე არსებული მნიშვნელოვანი ანთების მქონე პაციენტებში, შეიძლება გაზარდოს რქოვანას გართულებების რისკი, შესაბამისად, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ასეთ შემთხვევებში.

ქვემოთ მოცემული ურთიერთზემოქმედება ძირითადად ეხება სისტემურ მიღებას, მაგრამ აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ტოპიკური გამოყენებისას თვალზე.

დექსამეტაზონის შემცველობამ შეიძლება გაზარდოს ბარბიტურატებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედება. სალიცილატებმა შეიძლება გაზარდოს კორტიკოსტეროიდების ეფექტი, მაშინ როცა ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა, ბარბიტურატებმა, ფენილბუტაზონმა და რიფამპიცინმა შეიძლება გაზარდოს მათი მეტაბოლიზმი და შესაბამისად შეამციროს მათი ეფექტურობა. ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის დონე სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ შვილის ყოლას, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ქლორამფენიკოლი იწვევს გვერდით ეფექტებს ნაყოფში. ის არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ავტომობილის მართვა და დანადგარების გამოყენება

პაციენტებმა, რომელთაც განუვითარდათ შემღვრეული მხედველობა ან მხედველობის დარღვევები არ უნდა მართონ ავტომობილი ან გამოიყენონ დანადგარები.

დექსაქლორი შეიცავს ტიომერსალს დამცავი საშუალების სახით, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიცილონ ისინი ინსტილაციამდე.

  • როგორ გამოიყენება დექსაქლორი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი. თქვენ უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან მისი მიღება, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი კონიუქტივის ჩანთაში 3-4-ჯერ დღეში 10 დღემდე ხანგრძლივობის ვადით.

ხანდაზმული პაციენტები:

არ არის ჩვენება დოზის დარეგულირებასთან დაკავშირებით ხანდაზმულებში.

პედიატრიული პოპულაცია

კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციაში.

გამოყენების ინსტრუქციები

ამ პრეპარატის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით რომ პირველი გახსნის საკონტროლო რგოლი არ არის დაზიანებული. დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.

მოუშვით ხრახნით თავი და გამოიყენეთ თითი რომ მსუბუქად დაუშვათ ქვემოთ თქვენი დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო (სურათი 1).

კონტეინერი რჩება სტერილური, ვიდრე პირველადი ჰერმეტულობა არ არის დარღვეული. მოერიდეთ ბოთლი-საწვეთურის ზედა ნაწილის შეხებას თვალზე ან ირგვლივ მყოფ ქსოვილებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააბინძუროს ხსნარი (სურათი 2).

ბოთლს მოუჭირეთ ხელი მსუბუქად ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თქვენს თვალში და შემდეგ გაუშვით ქვედა ქუთუთო. თუ წვეთი ვერ მოხვდა თვალში, სცადეთ ისევ (სურათი 3).

თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, ნაზოლაკრიმალურმა ოკლუზიამ ან ქუთუთოს დახურვამ შეიძლება შეამციროს სისტემური აბსორბცია. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სისტემური გვერდითი ეფექტების შემცირება და ადგილობრივი მოქმედების გაზრდა.

გაიმეორეთ მეორე თვალში, თუ ექიმი გირჩევთ ამის გაკეთებას. დაახურეთ თავსახური ბოთლს. დოზატორის წვერი მოწყობილია ისე, რომ ერთი წვეთი გამოუშვას, შესაბამისად, ნუ გააფართოებთ დოზატორის წვერის ხვრელს.

თუ ერთზე მეტი პრეპარატის ჩაწვეთება არის საჭირო თვალში, 5-წუთიანი ინტერვალი არის დაშვებული განსხვავებული პრეპარატების მომდევნო ჩაწვეთებებს შორის.

თუ თქვენ გამოიყენებთ იმაზე მეტ დექსაქლორს, ვიდრე საჭიროა

ტოპიკური გამოყენებისას ზედოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი.

ერთი 5მლ-იანი ფლაკონის ათვისება ეკვივალენტია 25მგ ქლორამფენიკოლის და 5მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის, 1%-ის (სტანდარტული დოზა 50მგ/კგ დღეში) და თერაპიულ ფარგლებში (სტანდარტული დოზა 0.5 მგ-დან 10მგ-მდე დღეში), შეესაბამება რეკომენდებული დღიურ დოზას მოზარდისთვის.

ზომები უნდა მიიღონ აბსორბციის შეყოვნებისთვის შემთხვევით კუჭ-ნაწლავის გზით მიღებისას. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

თუ დაგავიწყდათ დექსაქლორის გამოყენება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ეს მედიკამენტი იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ყველას არ უვითარდება ის.

დექსაქლორი შიცავს ქლორამფენიკოლისა და დექსამეტაზონის კომბინაციას. გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოსალოდნელია და გამოწვეულია აქტიური ნივთიერებებით. არ არსებობს რეგისტრაციის შემდგომ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აქტიური ნივთიერებების კომბინირებულ მიღებას შედეგად მოსდევს მომატებული ტოქსიურობა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლის პათოლოგიური ცვლილების იშვიათი შემთხვევები ხშირად შეუქცევადი (აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და აგრანულოციტოზი) ფატალურ გამოსავალთან ერთად თვალის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავს ქლორამფენიკოლს, დაფიქსირებულია ლიტერატურაში.

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური რეაქციები ქლორამფენიკოლის ტოპიკური გამოყენების შემდეგ გამოქვეყნდა ლიტერატურაში. იშვიათ შემთხვევებში, ალერგიული რეაქციები გამოვლინდა ქუთუთოს ეგზემის სახით.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

იცნობი: ვერ მოხდა შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე

ჰორმონალური პრობლემები: ჭარბი თმის ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და ასთენია, კანის მეწამული სტრიები, მომატებულ სისხლის წნევა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან მენსტრუალური პერიოდის არარსებობა, პროტეინის და კალციუმის დონეების ცვლილებები თქვენს ორგანიზმში, კახექსიური განვითარება ბავშვებში და მოზარდებში, შეშუპება და წონის მატება სხეულსა და სახეზე (სახელად კუშინგის სინდრომი) (იხილეთ თავი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)

ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათ შემთხვევებში, შექცევადი მხედველობის ნერვის ნევრიტი დაფიქსირდა ქლორამფენიკოლის მიღების შემდეგ.

თვალის დარღვევები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები არის გაღიზიანებისა და ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები (ქავილი, სიწითლე, შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება ან გაღიზიანება, რომელიც წინ არ უძღვის მკურნალობას).

წვისა და ხმაურის შეგრძნება დაფიქსირდა.

უცნობი: ვერ მოხდა შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე

შემღვრეული მხედველობა*

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები მომატებული თვალისშიდა წნევის ჩათვლით გლაუკომის შესაძლო განვითარებასთან ერთად (მხედველობის ნერვის დაზიანება, შემცირებული მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველის დეფექტები). ჰიპერტონია (კორტიზონის გლაუკომა) ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ორ კვირაზე მეტი პერიოდის მანძილზე.

უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის ფორმირება, თვალის მეორადი ინფექცია პაციენტის იმუნური სისტემის სუპრესიის, ჭრილობის შეხორცების დაყოვნების და რქოვანას გათხელების და/ან თვალის კაკლის პერფორაციის გამო შეიძლება განვითარდეს.

ბლეფაროპტოზი და მიდრიაზი აგრეთვე ასოცირებულია თვალის სტეროიდების გამოყენებასთან.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები

პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მწარე გემო (დისგეზია) მაშინვე ქლორამფენიკოლის გამოყენების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემური გვერდითი ეფექტები არ არის ხშირი, კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტოპიკური გამოყენების შემდეგ.

თუ თქვენ გაწუხებთ თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალე შრის (რქოვანა) მძიმე დაზიანება, ფოსფატის მარილები ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს მღვრიე ლაქებს კალციუმის დაგროვების გამო მკურნალობის პროცესში.

  • შემღვრეული მხედველობა ასევე შეიძლება განვითარდეს მაშინვე ჩაწვეთების შემდეგ.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვა

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამონათვალში. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეროვნული აღრიცხვის სისტემის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვების საქმეში, რაც უკავშირდება ამ პრეპარატის უსაფრთხოებას.

  • როგორ უნდა შეინახოთ დექსაქლორი

ეს პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია „EXP“ -ის გასწვრივ მუყაოს კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე. ვადის გასვლის თარიღი მოიცავს იმ თვის ბოლო დღეს.

თუ ბოთლი არ არის გახსნილი, პრეპარატი შესაბამისი ტემპერატურის პირობებში შენახვისას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ვადის გასვლის თარიღამდე, რომელიც მუყაოზეა მითითებული.

კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე. ბოთლს მაშინვე უნდა დაახუროთ თავი გამოყენების შემდეგ და გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს პირველი გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს პირველი განხსნიდან ერთი თვის შემდეგ.

დახურული ბოთლი უნდა შეინახოთ მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ, შეინახეთ ის ≤25°C ტემპერატურაზე და ნუ გამოიყენებთ ამ ბოთლს 28 დღეზე მეტი ხნით.

ნუ გადააგდებთ ამ პრეპარატს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ ის თუ მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დექსაქლორი

აქტიური ნივთიერებებია: ქლორამფენიკოლი და დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 5მგ ქლორამფენიკოლს (0.5%) და 1 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს (0.1%).

სხვა ინგრედიენტებია: მაკროგოლი 400, ბორის მჟავა, ტრომეტამოლი, α-ტოკოფერილ აცეტატი, ჰიპრომელოზა, თიომერსალი, საინექციო წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

როგორია დექსაქლორი და შეფუთვის შემადგენლობა

დექსაქლორი მოწოდებულია 10მლ-იან თეთრი პლასტიკური ფლაკონით, თეთრი პლასტიკური საწვეთურით, თეთრი ხრახნიანი თავსახურით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

COOPER S.A.

64, Aristovoulou Str., 118 53 ათენი - საბერძნეთი

ტელ. : 00302103462108

ფაქსი : 00302103461611

email: [email protected]

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის რევიზია განხორციელდა 19/2/2021 წელს.

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

COOPER S.A.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა