პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დამარბილებელი და დამცავი საშუალებები

დეფლამოლი 350 სე/400 სე/გ მალამო

DEFLAMOL® 350 IU/400 IU/g ointment

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

დეფლამოლი მალამო წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პროდუქტს გამოხატული ეპითელოტონური ქმედებით. კანზე გამოყენებისას ის ახდენს დამარბილებელ, მასტიმულირებელ და რეგენერაციულ მოქმედებას კანის ეპითელურ უჯრედებზე. გამოიყენება როგორც კანის დამცავი და დამარბილებელი საშუალება მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერგოკალციფეროლი (ergocalciferol) + retinol palmitate
ფორმა და შეფუთვა
(350სე + 400სე)/გ 18გ მალამო ტუბი №1
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დამარბილებელი და პროტექტორული მოქმედების საშუალებები
ATC კოდი
D02AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-026089
რეგისტრირებულია
20 აგვისტო 2018, მოქმედებს 20 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადეფლამოლი 350 სე/400 სე/გ მალამო და სხვა წამალი ერთად

დეფლამოლი 350 სე/400 სე/გ მალამო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეფლამოლი მალამო წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პროდუქტს გამოხატული ეპითელოტონური ქმედებით. კანზე გამოყენებისას ის ახდენს დამარბილებელ, მასტიმულირებელ და რეგენერაციულ მოქმედებას კანის ეპითელურ უჯრედებზე. გამოიყენება როგორც კანის დამცავი და დამარბილებელი საშუალება მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. განსაკუთრებით დრენაჟების, ილეოსტომის ან კოლოსტომიის დროს, დერმატიტის და საფენისგან კანის გამონაყარის დროს, მზის, თერმული და ქიმიური ზემოქმედების შედეგადკანის დაზიანების შემთხვევებში, ზედაპირული ჭრილობის და წყლულებისთვის (კანის გარქოვანების, სკდომის და გახეხვის დროს).

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეფლამოლის მალამო უნდა წაისვათ კანის გაღიზიანებულ ზედაპირეზე 1-2-ჯერ დღეში. თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ,ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ თქვენ გამოიყენეთ დეფლამოლის საჭიროზე მეტი დოზა, ამ შემთხვევაში არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

უკუჩვენებები

თუ თქვენ ალერგიული (ზემგრძნობიარე) ხართ ამ პეპარატის აქტიური ნივთიერების, მიწის თხილის, სოიოს და ან ამ პრეაპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;

სიფრთხილის ზომები

არ წაისვათ დეფლამოლი თვალებზე, ასევე ღრმა სეკრეტირებულ და ინფიცირებულ ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და კანის დიდ მონაკვეთზე.

ბავშვები და მოზარდები

დეფლამოლის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებშიც.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.

სხვა წამლებთან დეფლამოლის ურთიერთქმედებისას არასასურველი შედეგების შესახებ ცნობილი არ არის .

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

დეფლამოლის მალამოს გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

დეფლამოლის მალამო არის კანზე გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. ის არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და სამანქანო ინსტრუმენტებთან მუშაობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეფლამოლის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ:

ამ პროდუქტის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის მეთილ-იპროპილ-პარაჰიდროქსიბენზონატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანის ანთება ან გამონაყარი. ასევე ის შეიცავს ლანოლინს, პერუვიანის ბალზამს და მაკროგოლს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ კანის ლოკალური გაღიზიანება.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, დეფლამოლის მალამოს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს რეაქცია ყველას არ წარმოექმნება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია არასასურველი რეაქცია ქავილის, წვის და მალამოს გამოყენების ადგილზე გამონაყარის წარმოქმნის სახით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

დეფლამოლის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ 250 С ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა ტუბის გახსნიდან - 6 თვე.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

დამატებითი ინფორმაცია.

შემადგენლობა

  • 1 გრ. მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: რეტინოლ პალმიტატს (retinol palmitate) - 0,35მგ. (შესაბამისად 350 IU); ერგოკალციფეროლს (ergocalciferol) 0,01მგ. (შესაბამისად 400 IU);
  • სხვა შემადგენლობა: თევზის ღვიძლის ცხიმი, პერუვიანის ბალზამი, თხევადი პარაფინი, მყარი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, ლანოლინი, პოლისორბატი 80, პოლისორბატი 60; სორბიტანული ოლეატი, მაკროგოლი 4000, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილგალატი, გასუფთავებული წყალი.

დეფლამოლის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

დეფლამოლი არის მოყვითალო-მოყავისფრო ჰომოგენური მალამო პერუვიალური ბალზამის სპეციფიკური სუნით, 18გრ მალამო მემბრანული ალუმინის ტუბში პოლიპროპილენის თავსახურით 1 ტუბი მუყაოს შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად.

40 გრ მალამო მემბრანული ალუმინის ტუბში პოლიპროპილენის თავსახურით 1 ტუბი მუყაოს შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

დეფლამოლი ® 350 IU/400 IU/გ მალამო

Deflamol ®350 IU/400 IU/g ointment

რეტინოლ პალმიტატი /ერგოკალციფეროლი

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყოველთვის გამოიყენეთ პირამინოლი ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში (იხ.პ.4) ;

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ,ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

რას წარმოადგენს დეფლამოლი და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ დეფლამოლი მიღებამდე.

როგორ მიიღოთ დეფლამოლი

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

დეფლამოლის შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს დეფლამოლი და რისთვის გამოიყენება ის.

დეფლამოლი მალამო წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პროდუქტს გამოხატული ეპითელოტონური ქმედებით. კანზე გამოყენებისას ის ახდენს დამარბილებელ, მასტიმულირებელ და რეგენერაციულ მოქმედებას კანის ეპითელურ უჯრედებზე. გამოიყენება როგორც კანის დამცავი და დამარბილებელი საშუალება მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. განსაკუთრებით დრენაჟების, ილეოსტომის ან კოლოსტომიის დროს, დერმატიტის და საფენისგან კანის გამონაყარის დროს, მზის, თერმული და ქიმიური ზემოქმედების შედეგადკანის დაზიანების შემთხვევებში, ზედაპირული ჭრილობის და წყლულებისთვის (კანის გარქოვანების, სკდომის და გახეხვის დროს).

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ დეფლამოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დეფლამოლი

თუ თქვენ ალერგიული (ზემგრძნობიარე) ხართ ამ პეპარატის აქტიური ნივთიერების, მიწის თხილის, სოიოს და ან ამ პრეაპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

არ წაისვათ დეფლამოლი თვალებზე, ასევე ღრმა სეკრეტირებულ და ინფიცირებულ ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და კანის დიდ მონაკვეთზე.

ბავშვები და მოზარდები

დეფლამოლის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებშიც.

სხვა წამლები და დეფლამოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.

სხვა წამლებთან დეფლამოლის ურთიერთქმედებისას არასასურველი შედეგების შესახებ ცნობილი არ არის .

ორსულობა, ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

დეფლამოლის მალამოს გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

დეფლამოლის მალამო არის კანზე გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. ის არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და სამანქანო ინსტრუმენტებთან მუშაობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეფლამოლის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ:

ამ პროდუქტის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის მეთილ-იპროპილ-პარაჰიდროქსიბენზონატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანის ანთება ან გამონაყარი. ასევე ის შეიცავს ლანოლინს, პერუვიანის ბალზამს და მაკროგოლს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ კანის ლოკალური გაღიზიანება.

როგორ გამოვიყენოთ დეფლამოლი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეფლამოლის მალამო უნდა წაისვათ კანის გაღიზიანებულ ზედაპირეზე 1-2-ჯერ დღეში. თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ,ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ თქვენ გამოიყენეთ დეფლამოლის საჭიროზე მეტი დოზა, ამ შემთხვევაში არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, დეფლამოლის მალამოს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს რეაქცია ყველას არ წარმოექმნება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია არასასურველი რეაქცია ქავილის, წვის და მალამოს გამოყენების ადგილზე გამონაყარის წარმოქმნის სახით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

დეფლამოლის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ 250 С ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა ტუბის გახსნიდან - 6 თვე.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს დეფლამოლი

  • 1 გრ. მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: რეტინოლ პალმიტატს (retinol palmitate) - 0,35მგ. (შესაბამისად 350 IU); ერგოკალციფეროლს (ergocalciferol) 0,01მგ. (შესაბამისად 400 IU);
  • სხვა შემადგენლობა: თევზის ღვიძლის ცხიმი, პერუვიანის ბალზამი, თხევადი პარაფინი, მყარი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, ლანოლინი, პოლისორბატი 80, პოლისორბატი 60; სორბიტანული ოლეატი, მაკროგოლი 4000, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილგალატი, გასუფთავებული წყალი.

დეფლამოლის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

დეფლამოლი არის მოყვითალო-მოყავისფრო ჰომოგენური მალამო პერუვიალური ბალზამის სპეციფიკური სუნით, 18გრ მალამო მემბრანული ალუმინის ტუბში პოლიპროპილენის თავსახურით 1 ტუბი მუყაოს შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად.

40 გრ მალამო მემბრანული ალუმინის ტუბში პოლიპროპილენის თავსახურით 1 ტუბი მუყაოს შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: სექტემბერი 2017 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა