დესიფეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) აქტიური ნივთიერების სახით (მიიღება ცხვრის მატყლისგან). ის გარეგნულად არის მოყვითალო, გამჭვირვალე ზეთოვანი ხსნარი ნაწილაკების გარეშე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქოლეკალციფეროლი (cholecalciferole)
- ფორმა და შეფუთვა
- 50000 ს.ე/15მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები, ზეთოვანი ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Berko Ilac ve Kimya Sanayi A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, D ვიტამინი და ანალოგები
- ATC კოდი
- A11CC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037285
- რეგისტრირებულია
- 7 თებერვალი 2023, მოქმედებს 7 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Berko Ilac ve Kimya Sanayi A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს.“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დესიფეროლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დესიფეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) აქტიური ნივთიერების სახით (მიიღება ცხვრის მატყლისგან).
ის გარეგნულად არის მოყვითალო, გამჭვირვალე ზეთოვანი ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
დესიფეროლი გაყიდვაში წარმოდგენილია ქარვისფერი მინის ბოთლებში (ტიპი III), დახურულია პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმის მქონე HDPE-თავსახურით და LDPE საწვეთურის ლუქით მუყაოს კოლოფში.
დესიფეროლი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, შენარჩუნებისა და პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები გამოყენების და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დესიფეროლი. გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული.
1 მლ დესიფეროლი შეიცავს 25 წვეთს.
ასაკობრივი ჯგუფი
პროფილაქტიკური/
შემანარჩუნებელი
სავარაუდო დოზა
D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო დოზა
მაქსიმალური შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური ტოლერანტული დოზა რისკის ჯგუფებში
ყოველდღიური
მკურნალობა**
ყოველკვირეული
მკურნალობა
ახალშობილი
400 სე/დღეში
(10 მკგ/დღეში)
3 წვეთი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი
არაა შესაბამისი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი
1 თვე-1 წელი
400 სე/დღეში
(10 მკგ/დღეში)
3 წვეთი
2000-3000 სე/დღეში (50-75 მკგ/დღეში)
15-23 წვეთი
არაა შესაბამისი
1500 სე/დღეში (37.5 მკგ/დღეში)
11 წვეთი
1-10 წელი
400-800* სე/დღეში
(10-20 მკგ/დღეში)
3-6 წვეთი
3000-5000 სე/დღეში (75-125 მკგ/დღეში)
23-38 წვეთი
არაა შესაბამისი
2000 სე/დღეში
(50 მკგ/დღეში)
15 წვეთი
11-18 წელი
400-800* სე/დღეში
(10-20 მკგ/დღეში)
3-6 წვეთი
3000-5000 სე/დღეში (75-125 მკგ/დღეში)
23-38 წვეთი
არაა შესაბამისი
4000 სე/დღეში
(100 მკგ/დღეში)
30 წვეთი
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები
600-1500 სე/დღეში
(15-37.5 მკგ/დღეში)
5-11 წვეთი
7000-10.000 სე/დღეში (175-250 მკგ/დღეში)
53-75 წვეთი
- 000 სე/კვირაში (1250 მკგ/კვირაში)***
4000 სე/დღეში
(100 მკგ/დღეში)
30 წვეთი
- საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს 1000 სე-მდე.
- * მისი გამოყენება შესაძლებელია 6-8 კვირამდე.
- ** თუ სასურველია ყოველკვირეული დოზის გამოყენება ყოველდღიურის ნაცვლად, 50,000 სე დოზის გამოყენება შეიძლება ყოველკვირეული დოზის სახით ერთჯერადად (1 ბოთლი) 6-8 კვირამდე განმავლობაში. არ არის რეკომენდებული 50,000 სე-ზე მეტი D ვიტამინის გამოყენება ერთ ჯერზე.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დესიფეროლი გამოიყენება პერორალურად დღეში ერთხელ.
სასურველია მეძუძურ ჩვილებში ან იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არ იძლევა ინექციური გზით შეყვანის საშუალებას. ის შეიძლება დაემატოს საკვებს მეძუძურ ჩვილებში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
გამოიყენება პუნქტში „მითითებები გამოყენების და დოზის / გამოყენების სიხშირის შესახებ“ აღწერილი გზით>
გამოყენება ხანდაზმულებში:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის. საჭიროების შემთხვევაში, D3 ვიტამინის ქრონიკულ გამოყენებას თან უნდა ახლდეს თირკმელების ფუნქციის რუტინული კონტროლი. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, კალციუმთან ერთდროულად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დესიფეროლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დესიფეროლი:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დესიფეროლი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ დესიფეროლი ზედმეტი რაოდენობით, შეიძლება განგივითარდეთ ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომები მოიცავს: დაღლილობას, ფსიქიატრიულ სიმპტომებს (ეიფორია [უკიდურესი სიხარულის მდგომარეობა, თავდაჯერებულობა ან მანია] თავბრუსხვევა, დაბნეულობა), გულისრევას, პირღებინებას, მადის დაკარგვას, წონის დაკლებას, მომატებულ წყურვილს, პოლიურიას (ხშირი შარდვა), თირკმლის კენჭების წარმოქმნას, ნეფროკალცინოზს (თირკმელებში მარილების დაგროვება), ძვლების გადაჭარბებულ კალციფიკაციას და თირკმლის უკმარისობას, ეკგ-ზე ცვლილებებს, გულის არითმიას და პანკრეატიტს (პანკრეასის ანთება).
მკურნალობა: მოერიდეთ მზის სხივების ზემოქმედებას. თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, მოახდინეთ კუჭის ამორეცხვა.
თუ დაგავიწყდათ დესიფეროლის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ დესიფეროლის მიღებას:
მოსალოდნელი არ არის, რომ მკურნალობის შეწყვეტამ გამოიწვიოს რაიმე გვერდითი ეფექტი. თუ სხვაგვარად არ გეტყვით თქვენი ექიმი, არ შეწყვიტოთ დესიფეროლით მკურნალობა.
უკუჩვენებები
თუ
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინის) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
გაქვთ შორსწსული ათეროსკლეროზი;
გაქვთ ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი (ფტიზისი), მაშინ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ხანგრძლივად მაღალი დოზებით;
გაქვთ D ჰიპერვიტამინოზი (D ვიტამინის გადაჭარბებული მიღებით ან დაგროვებით გამოწვეული დარღვევა შემდეგი სიმპტომებით: ანორექსია, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა და კუნთების სისუსტე).
გაქვთ ჰიპერკალციემია (შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება ნორმალურ დონეზე მაღლა) ან ჰიპერკალციურია (შარდში გამოყოფილი კალციუმის მომატებული რაოდენობა).
გაქვთ ნეფროლითიაზი (კალციფერული).
ხართ ჰიპერმგრძნობიარე კალციუმის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
D ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ არიან შემდეგი პაციენტები. მაქსიმალური ტოლერანტული დოზა ამ პაციენტებში D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის მიზნით მოცემულია მე- 3 პუნქტში „როგორ გამოიყენება დესიფეროლი“ და ქვემოთ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ მოვლას ან იმყოფებიან სტაციონარში;
მუქი ფერის კანის მქონე პაციენტები;
ადამიანები, რომლებიც საკმარისად არ ექვემდებარებიან მზის ზემოქმედებას ან მუდმივად იყენებენ მზისგან დამცავ საშუალებებს;
ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები;
მსუქანი (ჭარბწონიანი) პაციენტები;
ზოგიერთი პრეპარატის ერთდროულად გამოყენება (მაგალითად, ანტიკონვულსანტები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები), გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონის მსგავსი პრეპარატი), ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები (ვირუსების სამკურნალო პრეპარატები);
პაციენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მკურნალობდნენ D ვიტამინის დეფიციტის გამო და საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას;
ღვიძლის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტები მალაბსორბციით (ნაწლავებში აბსორბციის დარღვევა), ნაწლავის ანთებითი დაავადებით და ცელიაკიით (ნაწლავების ანთებითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ხორბლის პროდუქტების მიმართ სენსიბილიზაციასთან);
ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დასახმარებლად: 8 წვეთი დღეში (1000 სე).
მაქსიმალური ტოლერანტული დოზა რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის:
ასაკობრივი ჯგუფი
მაქსიმალური
ტოლერანტული დოზა (სე/დღეში)
მაქსიმალური ტოლერანტული
წვეთები/დღეში
ახალშობილი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი/დღეში
1 თვე-1 წელი
1500 სე/დღეში (37,5 მკგ/დღეში)
11 წვეთი/დღეში
1-10 წელი
2000 სე/დღეში (50 მკგ/დღეში)
15 წვეთი/დღეში
11-18 წელი
4000 სე/დღეში (100 მკგ/დღეში)
30 წვეთი/დღეში
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები
4000 სე/დღეში (100 მკგ/დღეში)
30 წვეთი/დღეში
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში, ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით (D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა) D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში (8 წვეთი დღეში).
მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებთ შემდეგი მდგომარეობები:
გაქვთ შეზღუდული მობილურობა;
მკურნალობთ დიურეტიკებით, ბენზოდიაზეპინის წარმოებულებით;
გაქვთ ანამნეზში ნეფროლითიაზი;
გაქვთ სარკოიდოზი (კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მრავალ ორგანოს, მაგრამ უმეტესად ფილტვებს და ლიმფურ ჯირკვლებს);
გაქვთ ფსევდო-ჰიპოპარათიროიდიზმი (ფარისებრახლო ჯირკვლების დარღვევა);
გაქვთ თირკმლის უკმარისობა;
ღებულობთ სხვა D ვიტამინის შემცველ პროდუქტებს ან მის წარმოებულებს.
D ვიტამინს აქვს ძალიან დაბალი თერაპიული ინდექსი ჩვილებსა და ბავშვებში. გახანგრძლივებული ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ჩვილებში იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები, რომელთა დედებიც ღებულობენ D ვიტამინს თერაპიული (ფარმაკოლოგიური) დოზებით, არიან ჰიპერკალციემიის განვთარების რისკის ქვეშ.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს.
დესიფეროლი საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებები ცნობილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროულად გამოყენებისას კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ჰიდანტოინთან, ბარბიტურატებთან ან პირიმიდონთან (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები), რიფამპიცინთან (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი) შეიძლება შეამციროს D ვიტამინის მოქმედება.
ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს კალციტონინს, ეტიდრონატს, გალიუმის ნიტრატს, პამიდრონატს ან პლიამიცინს ჰიპერკალციემიის დროს (დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში კალციუმის მაღალი დონით), მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატების ეფექტიანობა.
კალციუმის ან დიურეტიკების და თიაზიდური დიურეტიკების მაღალი დოზების შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას კალციუმის კონცენტრაციამ სისხლში შეიძლება ნორმაზე მეტად მოიმატოს (ჰიპერკალციემიის რისკი). ხანგრძლივი მკურნალობა საჭიროებს შრატში კალციუმის კონცენტრაციის ყურადღებით მონიტორინგს.
D ვიტამინის ან D ვიტამინის წარმოებულების შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო.
იზონიაზიდმა (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი) შეიძლება შეამციროს D3 ვიტამინის მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), შეიძლება იყვნენ მგრძნობიარე კალციუმის მაღალი დონის მიმართ და ამიტომ უნდა განხორციელდეს ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) პარამეტრებისა და კალციუმის დონის მონიტორინგი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატებმა, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ცხიმის აბსორბცია, როგორიცაა ორლისტატი (გამოიყენება ჭარბწონიანობის სამკურნალოდ) და ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ), შეიძლება შეამციროს D ვიტამინის აბსორბცია.
თუ თქვენ ამჟამად ღებულობთ ან ახლო წარსულში მიიღეთ რაიმე რეცეპტული ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი მკურნალობის პერიოდში შეიტყობთ ორსულობის შესახებ.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვიტამინი D გადადის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესიფეროლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.
არასასურველი რეაქციების სიხშირე ცნობილი არ არის, რადგან უფრო დიდი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დესიფეროლს ჰქონდეს გვერდითი მოვლენები ნორმალური დოზებით და ხანგრძლივობით მიღებისას. შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს D3 ვიტამინის მაღალი დოზებისა და უკონტროლო გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად:
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ {პრეპარატის დასახელება} მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, თეთრი ან მოწითალო ფერის ლაქები კანზე (ურტიკარია).
ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დესიფეროლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ჩამოთვლილია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტს.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტს.
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტს.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტს.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
უცნობია:
შარდში გამოყოფილი კალციუმის გაზრდილი რაოდენობა, სისხლში კალციუმის ნორმაზე მაღალი რაოდენობა (ჰიპერკალციემია) და სისხლში ნარჩენი აზოტის დონის მომატება (ყველა ეს პარამეტრები განისაზღვრება სისხლისა და შარდის ანალიზით).
ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა.
გადაჭარბებული შარდვა (პოლიურია), ჭარბი წყურვილი (პოლიდიფსია), მოშარდვის შეუძლებლობა (ანურია).
ცხელება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
D ვიტამინის მწვავე ან ქრონიკული დოზის გადაჭარბება იწვევს ჰიპერკალციემიას. ჰიპერკალციემიის სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ფსიქიატრიულ სიმპტომებს (მაგალითად, ეიფორია, თავბრუსხვევა და დაბნეულობა), გულისრევას, პირღებინებას, ანორექსიას, წონის დაკლებას, წყურვილს, პოლიურიას და თირკმლის კენჭების წარმოქმნას, ნეფროკალცინოზს, ძვლების კალციფიკაციას და თირკმლის უკმარისობას, ეკგ-ზე ცვლილებებს, არითმიას და პანკრეატიტს.
ცალკეულ შემთხვევებში, აღნიშნული გვერდითი ეფექტების მიმდინარეობა განისაზღვრა, როგორც ფატალური.
დოზის გადაჭარბება ორსულობის დროს:
ორსულობის დროს მასიური დოზები დაკავშირებულია აორტის სტენოზის სინდრომთან და იდიოპათიურ ჰიპერკალციემიასთან ახალშობილებში. გარდა ამისა, დაფიქსირდა სახის ანომალიები, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, სტრაბიზმი, მინანქრის დეფექტები, კრანიოსინოსტოზი, აორტის სარქველზედა სტენოზი, ფილტვის სტენოზი, საზარდულის თიაქარი, კრიპტორქიზმი მამრობითი სქესის ახალშობილებში, ასევე მეორადი სქესობრივი ნიშნების ნაადრევი განვითარება მდედრობითი სქესის ახალშობილებში.
თუმცა, დაფიქსირდა ნორმალური ახალშობილების დაბადების რამდენიმე შემთხვევა ჰიპოპარათირეოზის მქონე დედებში, რომლებიც იღებდნენ D ვიტამინის მაღალ დოზებს.
მკურნალობა
D ვიტამინის ანალოგებით გამოწვეული ინტოქსიკაციების დროს, D ვიტამინის და კალციუმის დანამატების მიღება წყდება, ინიშნება დაბალკალციუმიანი დიეტა და ინტრავენურად ისხმება ხსნარები.
საჭიროების შემთხვევაში, შრატში კალციუმის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს კალციურიული დიურეტიკების გამოყენებით (მაგალითად, ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა). ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი უკალციუმო დიალიზატების წინააღმდეგ. როდესაც D ვიტამინის მიღება მოხდა ახლახანს, კუჭის ამორეცხვა ან რეგურგიტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი აბსორბციის თავიდან ასაცილებლად. ქოლეკალციფეროლის დოზის ქრონიკული გადაჭარბებით გამოწვეული ჰიპერკალციემია შეიძლება შეწყდეს 2 თვის ან მეტი დროის განმავლობაში.
მასიური დოზის შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის მიღებასთან ერთად. თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ზემოქმედება და D ვიტამინის მიღება უნდა შეწყდეს. საკმარისი დიურეზის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა იქნას რეჰიდრატაცია და მკურნალობა დიურეზული საშუალებებით, როგორიცაა ფუროსემიდი. ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, ბისფოსფონატების ან კალციტონინის და კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად. მკურნალობა სიმპტომურია.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
თითოეული ბოთლი (15 მლ) შეიცავს
აქტიური ნივთიერება (ნივთიერებები):
ვიტამინი D3 (მიღებულია ცხვრის მატყლისგან) 50.000 სე
დამხმარე ნივთიერება (ნივთიერებები):
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში და სინათლისგან მოშორებულ ადგილზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე/კოლოფზე/ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
D ვიტამინი და მისი ანალოგები
ათქ კოდი: A11CC05
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ზრდის შრატში ფოსფატის და კალციუმის კონცენტრაციას, ძირითადად მათი აბსორბციის გაზრდის გზით. ეს იძლევა ძვლებში კალციუმის წარმოქმნის შესაძლებლობას. ის ზრდის კალციუმისა და ფოსფატის რეაბსორბციას მილაკების უჯრედების საშუალებით, რითაც ამცირებს კალციუმისა და ფოსფატის ელიმინაციას. ქოლეკალციფეროლი უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფატის დონეების ნორმალიზებას პარათირეოიდულ ჰორმონთან ერთად. ქოლეკალციფეროლი ასევე ასტიმულირებს ძვლის რეაბსორბციას და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლის ნორმალურ მინერალიზაციაში. ქოლეკალციფეროლი ფიზიოლოგიური დოზებით ასევე ზრდის კალციუმის რეზორბციას თირკმლებით. ის აინჰიბირებს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) სეკრეციას ნაწლავების ნარჩენი კალციუმის აბსორბციის გზით. ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილებაა 400-800 სე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია:
ქოლეკალციფეროლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
განაწილება:
D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები სისხლში უკავშირდება სპეციფიკურ ა-გლობულინს. D ვიტამინი ინახება ცხიმოვან ქსოვილებში და კუნთებში დიდი ხნის განმავლობაში და ნელა გამოიყოფა აღნიშნული შენახვის ადგილებიდან. ქოლეკალციფეროლს აქვს ხანგრძლივი აქტივობა მისი ნელი დაწყების მიუხედავად. ნახევარგამოყოფის პერიოდი 19-დან 25 საათამდეა.
ბიოტრანსფორმაცია:
ქოლეკალციფეროლი ღვიძლში გარდაიქმნება 25-ჰიდროქსი-წარმოებულად მიტოქონდრიული 25-ჰიდროქსილაზა ფერმენტით. ეს მეტაბოლიტი შემდგომში ჰიდროქსილირდება თირკმელებში ვიტამინი D 1-α ჰიდროქსილაზას ფერმენტით და აქტიურდება. როდესაც 1-25 ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტის კონცენტრაცია მიაღწევს თირკმელებში ოპტიმალურ დონეს, ის გარდაიქმნება 24, 25 ჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტად მინიმალური ბიოლოგიური აქტივობით.
ელიმინაცია:
D ვიტამინის ნაერთები და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღვლისმიერი გზით განავალში. მცირე რაოდენობით გამოიყოფა შარდით. ძირითადი შარდით გამოყოფილი მეტაბოლიტია კალციტრონის მჟავა.
წრფივობა/არაწრფივობა:
კვლევა არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი
დესიფეროლი 50.000 სე/15 მლ პერორალური წვეთები
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება (ნივთიერებები): თითოეული ბოთლი (15 მლ) შეიცავს 50.000 სე D3 ვიტამინს (მიიღება ცხვრის მატყლისაგან).
დამხმარე ნივთიერება (ნივთიერებები): ბუტილჰიდროქსიანიზოლი და მზესუმზირის ზეთი.
აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
ზუსტად დაიცავით მოცემული შეფუთვის ჩანართით გათვალისწინებული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
რა არის მოცემული ამ შეფუთვის ჩანართში:
რა არის და რისთვის გამოიყენება დესიფეროლი?
რა უნდა იცოდეთ დესიფეროლის გამოყენებამდე?
როგორ გამოიყენება დესიფეროლი?
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება დესიფეროლი?
- რა არის და რისთვის გამოიყენება დესიფეროლი?
დესიფეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) აქტიური ნივთიერების სახით (მიიღება ცხვრის მატყლისგან).
ის გარეგნულად არის მოყვითალო, გამჭვირვალე ზეთოვანი ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
დესიფეროლი გაყიდვაში წარმოდგენილია ქარვისფერი მინის ბოთლებში (ტიპი III), დახურულია პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმის მქონე HDPE-თავსახურით და LDPE საწვეთურის ლუქით მუყაოს კოლოფში.
დესიფეროლი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, შენარჩუნებისა და პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ დესიფეროლის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ დესიფეროლი
თუ
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინის) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
გაქვთ შორსწსული ათეროსკლეროზი;
გაქვთ ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი (ფტიზისი), მაშინ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ხანგრძლივად მაღალი დოზებით;
გაქვთ D ჰიპერვიტამინოზი (D ვიტამინის გადაჭარბებული მიღებით ან დაგროვებით გამოწვეული დარღვევა შემდეგი სიმპტომებით: ანორექსია, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა და კუნთების სისუსტე).
გაქვთ ჰიპერკალციემია (შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატება ნორმალურ დონეზე მაღლა) ან ჰიპერკალციურია (შარდში გამოყოფილი კალციუმის მომატებული რაოდენობა).
გაქვთ ნეფროლითიაზი (კალციფერული).
ხართ ჰიპერმგრძნობიარე კალციუმის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
D ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ არიან შემდეგი პაციენტები. მაქსიმალური ტოლერანტული დოზა ამ პაციენტებში D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის მიზნით მოცემულია მე- 3 პუნქტში „როგორ გამოიყენება დესიფეროლი“ და ქვემოთ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ მოვლას ან იმყოფებიან სტაციონარში;
მუქი ფერის კანის მქონე პაციენტები;
ადამიანები, რომლებიც საკმარისად არ ექვემდებარებიან მზის ზემოქმედებას ან მუდმივად იყენებენ მზისგან დამცავ საშუალებებს;
ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები;
მსუქანი (ჭარბწონიანი) პაციენტები;
ზოგიერთი პრეპარატის ერთდროულად გამოყენება (მაგალითად, ანტიკონვულსანტები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები), გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონის მსგავსი პრეპარატი), ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები (ვირუსების სამკურნალო პრეპარატები);
პაციენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მკურნალობდნენ D ვიტამინის დეფიციტის გამო და საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას;
ღვიძლის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტები მალაბსორბციით (ნაწლავებში აბსორბციის დარღვევა), ნაწლავის ანთებითი დაავადებით და ცელიაკიით (ნაწლავების ანთებითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ხორბლის პროდუქტების მიმართ სენსიბილიზაციასთან);
ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დასახმარებლად: 8 წვეთი დღეში (1000 სე).
მაქსიმალური ტოლერანტული დოზა რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის:
ასაკობრივი ჯგუფი
მაქსიმალური
ტოლერანტული დოზა (სე/დღეში)
მაქსიმალური ტოლერანტული
წვეთები/დღეში
ახალშობილი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი/დღეში
1 თვე-1 წელი
1500 სე/დღეში (37,5 მკგ/დღეში)
11 წვეთი/დღეში
1-10 წელი
2000 სე/დღეში (50 მკგ/დღეში)
15 წვეთი/დღეში
11-18 წელი
4000 სე/დღეში (100 მკგ/დღეში)
30 წვეთი/დღეში
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები
4000 სე/დღეში (100 მკგ/დღეში)
30 წვეთი/დღეში
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში, ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით (D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა) D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში (8 წვეთი დღეში).
მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებთ შემდეგი მდგომარეობები:
გაქვთ შეზღუდული მობილურობა;
მკურნალობთ დიურეტიკებით, ბენზოდიაზეპინის წარმოებულებით;
გაქვთ ანამნეზში ნეფროლითიაზი;
გაქვთ სარკოიდოზი (კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მრავალ ორგანოს, მაგრამ უმეტესად ფილტვებს და ლიმფურ ჯირკვლებს);
გაქვთ ფსევდო-ჰიპოპარათიროიდიზმი (ფარისებრახლო ჯირკვლების დარღვევა);
გაქვთ თირკმლის უკმარისობა;
ღებულობთ სხვა D ვიტამინის შემცველ პროდუქტებს ან მის წარმოებულებს.
D ვიტამინს აქვს ძალიან დაბალი თერაპიული ინდექსი ჩვილებსა და ბავშვებში. გახანგრძლივებული ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ჩვილებში იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები, რომელთა დედებიც ღებულობენ D ვიტამინს თერაპიული (ფარმაკოლოგიური) დოზებით, არიან ჰიპერკალციემიის განვთარების რისკის ქვეშ.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს.
დესიფეროლი საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებები ცნობილი არ არის.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი მკურნალობის პერიოდში შეიტყობთ ორსულობის შესახებ.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვიტამინი D გადადის დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესიფეროლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
სხვა პრეპარატები და დესიფეროლი
ერთდროულად გამოყენებისას კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ჰიდანტოინთან, ბარბიტურატებთან ან პირიმიდონთან (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები), რიფამპიცინთან (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი) შეიძლება შეამციროს D ვიტამინის მოქმედება.
ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს კალციტონინს, ეტიდრონატს, გალიუმის ნიტრატს, პამიდრონატს ან პლიამიცინს ჰიპერკალციემიის დროს (დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში კალციუმის მაღალი დონით), მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატების ეფექტიანობა.
კალციუმის ან დიურეტიკების და თიაზიდური დიურეტიკების მაღალი დოზების შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას კალციუმის კონცენტრაციამ სისხლში შეიძლება ნორმაზე მეტად მოიმატოს (ჰიპერკალციემიის რისკი). ხანგრძლივი მკურნალობა საჭიროებს შრატში კალციუმის კონცენტრაციის ყურადღებით მონიტორინგს.
D ვიტამინის ან D ვიტამინის წარმოებულების შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის გამო.
იზონიაზიდმა (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი) შეიძლება შეამციროს D3 ვიტამინის მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), შეიძლება იყვნენ მგრძნობიარე კალციუმის მაღალი დონის მიმართ და ამიტომ უნდა განხორციელდეს ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) პარამეტრებისა და კალციუმის დონის მონიტორინგი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატებმა, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ცხიმის აბსორბცია, როგორიცაა ორლისტატი (გამოიყენება ჭარბწონიანობის სამკურნალოდ) და ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ), შეიძლება შეამციროს D ვიტამინის აბსორბცია.
თუ თქვენ ამჟამად ღებულობთ ან ახლო წარსულში მიიღეთ რაიმე რეცეპტული ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება დესიფეროლი?
მითითებები გამოყენების და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დესიფეროლი. გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული.
1 მლ დესიფეროლი შეიცავს 25 წვეთს.
ასაკობრივი ჯგუფი
პროფილაქტიკური/
შემანარჩუნებელი
სავარაუდო დოზა
D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო დოზა
მაქსიმალური შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური ტოლერანტული დოზა რისკის ჯგუფებში
ყოველდღიური
მკურნალობა**
ყოველკვირეული
მკურნალობა
ახალშობილი
400 სე/დღეში
(10 მკგ/დღეში)
3 წვეთი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი
არაა შესაბამისი
1000 სე/დღეში (25 მკგ/დღეში)
8 წვეთი
1 თვე-1 წელი
400 სე/დღეში
(10 მკგ/დღეში)
3 წვეთი
2000-3000 სე/დღეში (50-75 მკგ/დღეში)
15-23 წვეთი
არაა შესაბამისი
1500 სე/დღეში (37.5 მკგ/დღეში)
11 წვეთი
1-10 წელი
400-800* სე/დღეში
(10-20 მკგ/დღეში)
3-6 წვეთი
3000-5000 სე/დღეში (75-125 მკგ/დღეში)
23-38 წვეთი
არაა შესაბამისი
2000 სე/დღეში
(50 მკგ/დღეში)
15 წვეთი
11-18 წელი
400-800* სე/დღეში
(10-20 მკგ/დღეში)
3-6 წვეთი
3000-5000 სე/დღეში (75-125 მკგ/დღეში)
23-38 წვეთი
არაა შესაბამისი
4000 სე/დღეში
(100 მკგ/დღეში)
30 წვეთი
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები
600-1500 სე/დღეში
(15-37.5 მკგ/დღეში)
5-11 წვეთი
7000-10.000 სე/დღეში (175-250 მკგ/დღეში)
53-75 წვეთი
- 000 სე/კვირაში (1250 მკგ/კვირაში)***
4000 სე/დღეში
(100 მკგ/დღეში)
30 წვეთი
- საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს 1000 სე-მდე.
- * მისი გამოყენება შესაძლებელია 6-8 კვირამდე.
- ** თუ სასურველია ყოველკვირეული დოზის გამოყენება ყოველდღიურის ნაცვლად, 50,000 სე დოზის გამოყენება შეიძლება ყოველკვირეული დოზის სახით ერთჯერადად (1 ბოთლი) 6-8 კვირამდე განმავლობაში. არ არის რეკომენდებული 50,000 სე-ზე მეტი D ვიტამინის გამოყენება ერთ ჯერზე.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობის დროს პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სე/დღეში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დესიფეროლი გამოიყენება პერორალურად დღეში ერთხელ.
სასურველია მეძუძურ ჩვილებში ან იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არ იძლევა ინექციური გზით შეყვანის საშუალებას. ის შეიძლება დაემატოს საკვებს მეძუძურ ჩვილებში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
გამოიყენება პუნქტში „მითითებები გამოყენების და დოზის / გამოყენების სიხშირის შესახებ“ აღწერილი გზით>
გამოყენება ხანდაზმულებში:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის. საჭიროების შემთხვევაში, D3 ვიტამინის ქრონიკულ გამოყენებას თან უნდა ახლდეს თირკმელების ფუნქციის რუტინული კონტროლი. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, კალციუმთან ერთდროულად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დესიფეროლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დესიფეროლი:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დესიფეროლი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ დესიფეროლი ზედმეტი რაოდენობით, შეიძლება განგივითარდეთ ჰიპერკალციემია. ჰიპერკალციემიის სიმპტომები მოიცავს: დაღლილობას, ფსიქიატრიულ სიმპტომებს (ეიფორია [უკიდურესი სიხარულის მდგომარეობა, თავდაჯერებულობა ან მანია] თავბრუსხვევა, დაბნეულობა), გულისრევას, პირღებინებას, მადის დაკარგვას, წონის დაკლებას, მომატებულ წყურვილს, პოლიურიას (ხშირი შარდვა), თირკმლის კენჭების წარმოქმნას, ნეფროკალცინოზს (თირკმელებში მარილების დაგროვება), ძვლების გადაჭარბებულ კალციფიკაციას და თირკმლის უკმარისობას, ეკგ-ზე ცვლილებებს, გულის არითმიას და პანკრეატიტს (პანკრეასის ანთება).
მკურნალობა: მოერიდეთ მზის სხივების ზემოქმედებას. თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, მოახდინეთ კუჭის ამორეცხვა.
თუ დაგავიწყდათ დესიფეროლის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ დესიფეროლის მიღებას:
მოსალოდნელი არ არის, რომ მკურნალობის შეწყვეტამ გამოიწვიოს რაიმე გვერდითი ეფექტი. თუ სხვაგვარად არ გეტყვით თქვენი ექიმი, არ შეწყვიტოთ დესიფეროლით მკურნალობა.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.
არასასურველი რეაქციების სიხშირე ცნობილი არ არის, რადგან უფრო დიდი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დესიფეროლს ჰქონდეს გვერდითი მოვლენები ნორმალური დოზებით და ხანგრძლივობით მიღებისას. შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს D3 ვიტამინის მაღალი დოზებისა და უკონტროლო გახანგრძლივებული მკურნალობის შედეგად:
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ {პრეპარატის დასახელება} მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, თეთრი ან მოწითალო ფერის ლაქები კანზე (ურტიკარია).
ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დესიფეროლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ჩამოთვლილია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტს.
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტს.
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტს.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტს.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
უცნობია:
შარდში გამოყოფილი კალციუმის გაზრდილი რაოდენობა, სისხლში კალციუმის ნორმაზე მაღალი რაოდენობა (ჰიპერკალციემია) და სისხლში ნარჩენი აზოტის დონის მომატება (ყველა ეს პარამეტრები განისაზღვრება სისხლისა და შარდის ანალიზით).
ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა.
გადაჭარბებული შარდვა (პოლიურია), ჭარბი წყურვილი (პოლიდიფსია), მოშარდვის შეუძლებლობა (ანურია).
ცხელება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება დესიფეროლი
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში და სინათლისგან მოშორებულ ადგილზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე/კოლოფზე/ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.
იენისეჰირ მაჰ. ოზგურ სოკ. №: 16-18,
ათაშეჰირი / სტამბოლი - თურქეთი
+90 216 456 65 70 (ტელეფონი)
+90 216 456 65 79 (ფაქსი)
მწარმოებელი:
Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.
ადილ მაჰ. იორუკლერ სოკ. №2
სულთანბეილი / სტამბოლი - თურქეთი
+90 216 592 33 00 (ტელეფონი)
+90 216 592 00 62 (ფაქსი)
მოცემული პაციენტის საინფორმაციო შეფუთვის ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღია 07/01/2021 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


