პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები

დესიტინი-კრემი

Desitin-Salbe

ურეცეპტოდ(13გ + 30გ)ინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დესიტინი კრემი დიდი ხანია გამოიყენება ჭრილობისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. თევზის ქონი, რომელსაც ის შეიცავს, მდიდარია „ა“ ვიტამინით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. თუთიას გააჩნია სადეზინფექციო და შემწოვი თვისება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
cod liver oil + zinc oxide
ფორმა და შეფუთვა
(13გ + 30გ)/100გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მწარმოებელი
Merz Pharma GmbH & Co. KgaA., გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო საშუალებები, ჭრილობების შემახორცებელი სხვა საშუალებები
ATC კოდი
D03AA
რეგისტრაციის ნომერი
რ-024713
რეგისტრირებულია
16 მარტი 2018, მოქმედებს 16 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ინტერნაციონალე აპოტეკე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადესიტინი-კრემი და სხვა წამალი ერთად

დესიტინი-კრემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დესიტინი კრემი დიდი ხანია გამოიყენება ჭრილობისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. თევზის ქონი, რომელსაც ის შეიცავს, მდიდარია „ა“ ვიტამინით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. თუთიას გააჩნია სადეზინფექციო და შემწოვი თვისება.

ჩვენებები: ნაწოლები, ვენური უკმარისობა, ნაკაწრი, ჭრილობა, დამწვრობა (მზის დამწვრობის ჩათვლით).

ჩვილებში და ბავშვებში გამოიყენება კანის ნაკეცების ანთების ან სველი საფენით გამოწვეული კანის გაღიზიანების სამკურნალოდ.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დესიტინი კრემის გამოყენების წინ?

მიღების წესი და დოზირება

დესიტინი კრები წაისვით ჭრილობაზე დღეში რამდენჯერმე.

მოხმარების წესი

დესიტინი კრემის თხელი ფენა წაუსვით საფენზე და დაიდეთ ჭრილობაზე. ჭრილობის კიდე უნდა დაიფაროს ერთ თითზე. პატარა ჭრილობაზე შეგიძლიათ კრემი პირდაპირ დაიტანოთ. კრემის ნარჩენი მოიწმინდეთ მცენარეული ზეთით ან სამედიცინო ბენზინით.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ცინკიტის, თევზის ქონის ან სხვა შემცველი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

მოარიდეთ თვალთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტს. ჭრილობის ანთებითი პროცესის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დესიტინი კრემის მოხმარება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/მოიხმართ, მიიღეთ/მოიხმარეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მიიღოთ/მოიხმაროთ სხვა მედიკამენტები.

ერთ ჭრილობაზე დესიტინი კრემის გამოყენებამ სხვა გარეგანი მოხმარების პრეპარატებთან ერთად (მაგ. როგორიცაა ანტიბიოტიკი, დითრანოლის ან სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები) შეიძლება დაასუსტოს მათი მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დესიტინი კრემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მცირე მასშტაბით. ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება დესიტინი კრემის წასმა მკერდზე.

კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას

არ არის სავალდებულო რაიმე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება.

დესიტინი კრემი შეიცავს ცხვრის მატყლის ცხიმს (ლანოლინს) და ცეტილ-სტეარილის სპირტს

ცხვრის მატყლის ცხიმი და ცეტილ-სტეარილის სპირტი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას (კონტაქტური დერმატიტი).

გვერდითი მოვლენები

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას:

ჯანდაცვის ფედერალური სამსახური

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა, ავსტრია

ფაქსი: 43 0 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/

ჭარბი დოზა

აქამდე არ გამოვლენილა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.

დესიტინი კრემის მოხმარებისას ნაკლებად ვლინდება გვერდითი მოვლენები.

კანისა დ ა კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

ძალიან იშვიათად (10.000-დან 1 პაციენტში): ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში გამონაყარი კანზე, ასეთ შემთხვევაში აღარ გააგრძელოთ დესიტინი კრემის მოხმარება.

სიხშირე არ არის ცნობილი:

ცინკიტით გამოწვეული კანის ფერის ცვალებადობა.

ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში თევზის ქონში შემცველი „ა“ ვიტამინით გამწვეული კანის აქერცვლა. კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), რომელსაც იწვევს დესიტინი კრემში შემავალი სხვა კომპონენტები (ცხვრის მატყლის ცხიმი, ცეტილ-სტეარილის სპირტი).

შემადგენლობა

დესიტინი კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება 100 გრ. კრემში: თევზის ქონი 13გრ

ცინკიტი 30გრ

დამატებითი ნივთიერებებია: ვაზელინი თეთრი, პარაფინის სოდა, ეუცერინი, Adeps Lanae anhydr., ტალკი, მეთილსალიცილატი და გასუფთავებული წყალი.

დესიტინი კრემის ფორმა და შეფუთვა

თეთრი მოყვითალო კრემი, რომელსაც დაკრავს თევზის ქონის მსუბუქი სუნი.

შეფუთვაშია 20გრ. 50გრ.

ფარმაცევტული კომპანია

შპს სიგმაფარმა არცნაიმითელ SIGMAPHARMA Arzneimittel GmbH

ლეიშტრასე 129

1200 ვენა, ავსტრია

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

მოხმარების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დესიტინი® - კრემი DESITIN® - Salbe

აქტიური ნივთიერება: თევზის ქონი, თუთია

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

გამოიყენეთ პრეპარატი ანოტაციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ.

  • შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4
  • თუ 8-10 დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ ან შეამჩნევთ მდგომარეობის გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. რას წარმოადგენს დესიტინი კრემი და რისთვის გამოიყენება ის? 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დესიტინი კრემის გამოყენების წინ? 3. როგორ გამოიყენება დესიტინი კრემი? 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი? 5. როგორ შევინახოთ დესიტინი კრემი? 6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს დესიტინი კრემი და რისთვის გამოიყენება ის?

დესიტინი კრემი დიდი ხანია გამოიყენება ჭრილობისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. თევზის ქონი, რომელსაც ის შეიცავს, მდიდარია „ა“ ვიტამინით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. თუთიას გააჩნია სადეზინფექციო და შემწოვი თვისება.

ჩვენებები: ნაწოლები, ვენური უკმარისობა, ნაკაწრი, ჭრილობა, დამწვრობა (მზის დამწვრობის ჩათვლით).

ჩვილებში და ბავშვებში გამოიყენება კანის ნაკეცების ანთების ან სველი საფენით გამოწვეული კანის გაღიზიანების სამკურნალოდ.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დესიტინი კრემის გამოყენების წინ?

დესიტინი კრემის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

თუ ალერგიული ხართ ცინკიტის, თევზის ქონის ან სხვა შემცველი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

მოარიდეთ თვალთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტს. ჭრილობის ანთებითი პროცესის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დესიტინი კრემის მოხმარება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/მოიხმართ, მიიღეთ/მოიხმარეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მიიღოთ/მოიხმაროთ სხვა მედიკამენტები.

ერთ ჭრილობაზე დესიტინი კრემის გამოყენებამ სხვა გარეგანი მოხმარების პრეპარატებთან ერთად (მაგ. როგორიცაა ანტიბიოტიკი, დითრანოლის ან სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები) შეიძლება დაასუსტოს მათი მოქმედება.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დესიტინი კრემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მცირე მასშტაბით. ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება დესიტინი კრემის წასმა მკერდზე.

კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას

არ არის სავალდებულო რაიმე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება.

დესიტინი კრემი შეიცავს ცხვრის მატყლის ცხიმს (ლანოლინს) და ცეტილ-სტეარილის სპირტს

ცხვრის მატყლის ცხიმი და ცეტილ-სტეარილის სპირტი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას (კონტაქტური დერმატიტი).

  • როგორ გამოიყენება დესიტინი კრემი?

დოზები

დესიტინი კრები წაისვით ჭრილობაზე დღეში რამდენჯერმე.

მოხმარების წესი

დესიტინი კრემის თხელი ფენა წაუსვით საფენზე და დაიდეთ ჭრილობაზე. ჭრილობის კიდე უნდა დაიფაროს ერთ თითზე. პატარა ჭრილობაზე შეგიძლიათ კრემი პირდაპირ დაიტანოთ. კრემის ნარჩენი მოიწმინდეთ მცენარეული ზეთით ან სამედიცინო ბენზინით.

ჭარბი დოზირება

აქამდე არ გამოვლენილა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.

დესიტინი კრემის მოხმარებისას ნაკლებად ვლინდება გვერდითი მოვლენები.

კანისა დ ა კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

ძალიან იშვიათად (10.000-დან 1 პაციენტში): ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში გამონაყარი კანზე, ასეთ შემთხვევაში აღარ გააგრძელოთ დესიტინი კრემის მოხმარება.

სიხშირე არ არის ცნობილი:

ცინკიტით გამოწვეული კანის ფერის ცვალებადობა.

ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში თევზის ქონში შემცველი „ა“ ვიტამინით გამწვეული კანის აქერცვლა. კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), რომელსაც იწვევს დესიტინი კრემში შემავალი სხვა კომპონენტები (ცხვრის მატყლის ცხიმი, ცეტილ-სტეარილის სპირტი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე, ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას:

ჯანდაცვის ფედერალური სამსახური

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა, ავსტრია

ფაქსი: 43 0 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/

  • დესიტინი კრემის შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დესიტინი კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება 100 გრ. კრემში: თევზის ქონი 13გრ

ცინკიტი 30გრ

დამატებითი ნივთიერებებია: ვაზელინი თეთრი, პარაფინის სოდა, ეუცერინი, Adeps Lanae anhydr., ტალკი, მეთილსალიცილატი და გასუფთავებული წყალი.

დესიტინი კრემის ფორმა და შეფუთვა

თეთრი მოყვითალო კრემი, რომელსაც დაკრავს თევზის ქონის მსუბუქი სუნი.

შეფუთვაშია 20გრ. 50გრ.

ფარმაცევტული კომპანია

შპს სიგმაფარმა არცნაიმითელ SIGMAPHARMA Arzneimittel GmbH

ლეიშტრასე 129

1200 ვენა, ავსტრია

მწარმოებელი

შპს მონო ქემ-ფარმ-პროდუქტები MoNo chem.-pharm Produkte GmbH

ლეიშტრასე 129

1200 ვენა, ავსტრია

ლიცენზიის # 2.111

წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად შესწორდა 2014 წლის მარტში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა