დენტინოქსი წარმოდგენილია 10 გ და 20 გ ალუმინის ტუბით. დენტინოქსი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქსიდს, ჰიდროქსიპოლიეთილდოდეკან 600-ს და გვირილის ნაყენს აქტიური ნივთიერებების სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- polidocanol 600 + ლიდოკაინი (lidocaine) + tincture of chamomile
- ფორმა და შეფუთვა
- 3,4მგ/გ + 3,2მგ/გ +150მგ/გ 20გ გელი
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- A01AD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0230
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
დენტინოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დენტინოქსი წარმოდგენილია 10 გ და 20 გ ალუმინის ტუბით.
დენტინოქსი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქსიდს, ჰიდროქსიპოლიეთილდოდეკან 600-ს და გვირილის ნაყენს აქტიური ნივთიერებების სახით.
ანალგეზური და ანტიანთებითი ეფექტების გამო დენტინოქსი გამოიყენება მტკივნეული და ანთებითი მდგომარეობების მოსახსნელად ბავშვებში კბილების ამოჭრის ან გინგივიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, დენტინოქსის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში საკმარისია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, მისი დატანა უნდა მოხდეს ღრძილის დაზიანებულ უბანზე სუფთა თითის ან ბამბის გამოყენებით და ნაზი შეზელვით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის მერე და ძილის წინ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის შეზღუდული.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ არის საჭირო დოზის კორექცია
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დენტინოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დენტინოქსის გამოყენების შეწყვეტისას
დენტინოქსით მკურნალობის შეწყვეტისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
დენტინოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა ექიმის ინფორმირება ღრძილების ძლიერი სიწითლის ან შეშუპების შემთხვევაში.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში.
“თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, ან წარსულში აღენიშნებოდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია”.
დენტინოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოსალოდნელი, რომ დენტინოქსი ურთიერთქმედებაში შევიდეს საკვებთან ან სასმელთან.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ფეხმძიმობის დროს.
თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
არ უნდა მოხდეს თვალთან შეხება.
ვინაიდან დენტინოქსი შეიცავს სორბიტოლის ხსნარს, იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
დენტინოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, რადგან შეიცავს პროპილენ გლიკოლს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
განსაკუთრებულ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმმა უნდა გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და მექანიზმების გამოყენება
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ აღნიშნულა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დენტინოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დენტინოქსი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დენტინოქსი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერებები გამოყენების ან დოზირების დროს არ საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
არ აღინიშნა შეუთავსებლობა დენტინოქსის გამოყენებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დენტინოქსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს დენტინოქსის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ან კანის ძლიერ ქავილს.
ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს დენტინოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
სხვა გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი დენტინოქსის გამოყენების დროს.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
არ არის ხელმისაწვდომი.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
გელის ყოველი გრამი შეიცავს 3,4მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, 3,2მგ ჰიდროქსიპოლიეთოქსიდოდეკან 600ს და 150.0მგ გვირილას ნაყენს როგორც აქტიურ ნივთიერებას. დამხმარე ნივთიერებებია ქსილიტოლი, სორბიტოლის 70% ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენ გლიკოლი (იხილეთ ინსტრუქცია დამატებითი ინფორმაციისათვის,კარბომერი 974, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.
იგი გამოიყენება კბილებზე და ღრძილებზე დასატანად. შეინახეთ ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში შეფუთვაში. ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ოთახის ტემპერატურაზე.
A10000214/08
ვადა:
შენახვის პირობები
დენტინოქსი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ჩ-ის ქვემოთ.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია დენტინოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
DENTİNOX GESELLSCHAFT (Almanya) lisansı ile
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul
დენტინოქს გეზელშაფთ (გერმანია) ლისანსი ილე
აბდი ინრაჰიმ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ,
რეშითფაშა მაჰ. ესკი ბუიუკბედერ კად. #4 34467
მასლაკ/სარიერ/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / İstanbul
აბდი ინრაჰიმ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ორჰან გაზი მაჰ. ტუნჩ კად #3
ესენიურტი/სტამბოლი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 01/02/2019
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამაყუჩებელი
ათქ კოდი: A01AD
დენტინოქსში შემავალი ლიდოკაინისა და ჰიდროქსიპოლიეთოქსიდოდეკანის ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტის გამო, მედიკამენტი ათავისუფლებს ტკივილისგან ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს კბილების ამოსვლის პერიოდში და ხელს უშლის ტკივილის ღრძილების სტომატიტის დროს. გვირილის ნაყენი ხსნის ლოყის ლორწოვანი გარსის ანთებას მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
ვინაიდან დენტინოქსი არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად პირის ღრუს ლორწოვანზე, არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები.
შეწოვა
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
განაწილება
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
ბიოტრანსფორმაცია
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
გამოყოფა
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
წრფივობა/არაწრფივობა
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
დენტინოქსი 3.4 მგ/გ + 3.2 მგ/გ + 150 მგ/გ გელი
განკუთვნილია კბილებზე და ღრძილებზე დასატანად
აქტიური ნივთიერება: გელის თითოეული გრამი შეიცავს: 3.4 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (H2O), 3.2 მგ ჰიდროქსიპოლიეთოქსი დოდეკანი 600 და 150.0 მგ გვირილის ნაყენი
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, 70% სორბიტოლის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი გაიცემა ურეცეპტოდ და განკუთვნილია სუსტი დაავადების სამკურნალოდ ფარმაცევტის რჩევის მიხედვით, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუმცა დენტინოქსის გელით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა სიფრთხილე.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს დენტინოქსი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტინოქსის გამოყენებამდე
დენტინოქსის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დენტინოქსის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია
რას წარმოადგენს დენტინოქსი და მისი გამოყენება
დენტინოქსი წარმოდგენილია 10 გ და 20 გ ალუმინის ტუბით.
დენტინოქსი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქსიდს, ჰიდროქსიპოლიეთილდოდეკან 600-ს და გვირილის ნაყენს აქტიური ნივთიერებების სახით.
ანალგეზური და ანტიანთებითი ეფექტების გამო დენტინოქსი გამოიყენება მტკივნეული და ანთებითი მდგომარეობების მოსახსნელად ბავშვებში კბილების ამოჭრის ან გინგივიტის დროს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტინოქსის გამოყენებამდე
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
დენტინოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა ექიმის ინფორმირება ღრძილების ძლიერი სიწითლის ან შეშუპების შემთხვევაში.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში.
“თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, ან წარსულში აღენიშნებოდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია”.
დენტინოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოსალოდნელი, რომ დენტინოქსი ურთიერთქმედებაში შევიდეს საკვებთან ან სასმელთან.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ფეხმძიმობის დროს.
თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ აღნიშნულა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დენტინოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დენტინოქსი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დენტინოქსი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერებები გამოყენების ან დოზირების დროს არ საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
არ აღინიშნა შეუთავსებლობა დენტინოქსის გამოყენებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
დენტინოქსის გამოყენების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, დენტინოქსის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში საკმარისია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, მისი დატანა უნდა მოხდეს ღრძილის დაზიანებულ უბანზე სუფთა თითის ან ბამბის გამოყენებით და ნაზი შეზელვით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის მერე და ძილის წინ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის შეზღუდული.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ არის საჭირო დოზის კორექცია
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დენტინოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დენტინოქსის გამოყენების შეწყვეტისას
დენტინოქსით მკურნალობის შეწყვეტისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დენტინოქსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს დენტინოქსის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ან კანის ძლიერ ქავილს.
ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს დენტინოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
სხვა გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი დენტინოქსის გამოყენების დროს.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დენტინოქსის შენახვის წესი
დენტინოქსი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ჩ-ის ქვემოთ.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია დენტინოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
DENTİNOX GESELLSCHAFT (Almanya) lisansı ile
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul
დენტინოქს გეზელშაფთ (გერმანია) ლისანსი ილე
აბდი ინრაჰიმ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ,
რეშითფაშა მაჰ. ესკი ბუიუკბედერ კად. #4 34467
მასლაკ/სარიერ/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / İstanbul
აბდი ინრაჰიმ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ორჰან გაზი მაჰ. ტუნჩ კად #3
ესენიურტი/სტამბოლი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 01/02/2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
















