პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

დეკაპეპტილი დეპო

Decapeptyl Depo

რეცეპტით3,75მგინსტრუქცია ქართულადჩეხეთი
რისთვის გამოიყენება

ქალებში: ლაპარასკოპიული მეთოდით დადასტურებული სიმპტომური ენდომეტრიოზი ოპერაციული ჩვენების გარეშე; საშვილოსნოს ფიბრომიომა (ოპერაციულ ჩარევამდე ტკივილის სინდრომისა და სისხლდენის შესამცირებლად); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიპტორელინი (triptorelin)
ფორმა და შეფუთვა
3,75მგ გახანგრძლივებული მოქმედების, ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად შპრიცი №1 + 1მლ გამხსნელი შპრიცი №1 + 2 ნემსი ინექციისათვის და დამაკავშირებელი ელემენტი შეფუთვაში
მწარმოებელი
Ferring - Leciva, a.s. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Ferring GmbH(გერმანია)), ჩეხეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის ანალოგები
ATC კოდი
L02AE04
რეგისტრაციის ნომერი
რ-037109
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ferring GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
ფერინგ ფარმაცევტიკალს ბ.ვ. წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეკაპეპტილი დეპო და სხვა წამალი ერთად

დეკაპეპტილი დეპო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქალებში:

ლაპარასკოპიული მეთოდით დადასტურებული სიმპტომური ენდომეტრიოზი ოპერაციული ჩვენების გარეშე;

საშვილოსნოს ფიბრომიომა (ოპერაციულ ჩარევამდე ტკივილის სინდრომისა და სისხლდენის შესამცირებლად);

უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენებით (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება)

მამაკაცებში:

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული პროგრესირებადი კარცინომა.

ბავშვებში:

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (გოგონები 9 წლამდე, ბიჭები 10 წლამდე).

მიღების წესი და დოზირება

ქალებში:

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საჭიროა ჩატარდეს უშვილობის მკურნალობის შესაბამისი სპეციალიზაციისა და გამოცდილების ექიმის კონტროლით.

ტრიპტორელინით ბავშვების მკურნალობა უნდა ჩატარდეს ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი სიმწიფის მკურნალობის გამოცდილების პედიატრ-ენდოკრინოლოგის მიერ.

აღდგენილი სუსპენზია შეყვანილ უნდა იქნას დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ. პრეპერატი დეკაპეპტილი დეპო შეიყვანება კანქვეშ (მუცლის, დუნდულოს ან ბარძაყის არეში) ან ინტრამუსკულურად ღრმად 4 კვირაში 1-ჯერ. ინექციისა და კანქვეშ შეყვანის ადგილი უნდა იცვალოს ყოველი ინექციისას.

საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი: 3,75 მგ პრეპარატი 4 კვირაში 1-ჯერ, მკურნალობას იწყებენ მენსტრუალური ციკლის პირველ 5 დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ენდომეტრიოზის საწყის სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე ან საშვილოსნოს მიომის საწყის ზომაზე (განისაზღვრება ულტრაბგერითი გამოკვლევით). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 6 თვეს.

დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიები (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება): 3,75 მგ 1-ჯერ მენსტრუალური ციკლის მე-2 ან მე-3 ან 22-ე დღეს.

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კარცინომა: 3,75 მგ 4 კვირაში 1-ჯერ.ტესტოსტერონის კონცენტრაციის ხანგრძლივი დაქვეითებისთვის რეკომენდებულია 4 კვირიანი კურსის ჩატარება.

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება: თერაპიის პირველ თვეს ერთჯერადად პირველ, მე-14 და 28-ე დღეს. შემდეგ 4 კვირაში ერთჯერ, მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას - 3 კვირაში ერთჯერ. დოზა ირჩევა ინდივიდუალურად სხეულის მასის მიხედვით:

სხეულის მასა

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს დოზა

< 20 კგ

1,875 მგ (დოზის 1/2)

20 – 30 კგ

2,5 მგ (დოზის 2/3)

> 30 კგ

3,75 მგ (1 დოზა)

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 13 წლის შესრულებამდე ბიჭებისთვის და 12 წლამდე გოგოებისთვის. მკურნალობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ხსნარის მომზადება:

გამოიღეთ დეკაპეპტილ დეპოს შეფუთვა მაცივრიდან;

მოხსენით თავსახური ფხვნილიან შპრიცს;

გახსენით შემაერთებელი ელემენტის შეფუთვა მისი ამოღების გარეშე;

ჩახრახნეთ ფხვნილიანი შპრიცი შემაერთებელ ელემენტში და ამოიღეთ შეფუთვიდან;

ჩახრახნეთ გამხსნელიანი შპრიცი შემაერთებელი ელემენტის თავისუფალ ბოლოში. შპრიცი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული შემაერთებელ ელემენტთან.

შემაერთებელი ელემენტი

კონტროლირებული გამოთავისუფლების მიკროკაფსულები

გამხსნელი

სურათი 1. ინექციის მომზადება

სურათი 2. შერევა

გადაქაჩეთ გამხსნელი ფხვნილიან შპრიცში და შემდეგ უკუმიმართულებით.

სურათი 3. გადაქაჩეთ არანაკლებ 10-ჯერ

საჭიროა ნარევი ფრთხილად გადაქაჩოთ ორ შპრიცს შორის ჰომოგენური რძისმაგვარი სუსპენზიის მიღებამდე. პირვეი 2-3 გადაქაჩვისას არ გადაქაჩოთ სრულად სითხე ერთი შპრიციდან მეორეში.

სუსპენზიის მომზადებისას შეიძლება აღინიშნოს ქაფის წარმოქმნა. საჭიროა მისი გახსნა ან შპრიციდან მოცილება ინექციის შეყვანამდე.

აღდგენილი სუსპენზიის შეყვანა

მოხსენით შემაერთებელი ელემენტი ცარიელ შპრიცთან ერთად;

აღდგენილი სუსპენზიით შევსებულ შპრიცს გაუკეთეთ ნემსი;

პრეპარატი დაუყოვნებლივ შეიყვანეთ კანქვეშ ან ინტრამუსკულურად ღრმად.

უკუჩვენებები

საერთო:

ტრიპტორელინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ან მისი ანალოგების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

18 წლამდე ასაკის ბავშვები ( ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გარდა).

ქალებში:

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტების მიღებამ შეიძლება შეამციროს ძვლის მინერალური სიმკვრივე. მამაკაცებში ბიფოსფონატების გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებთან ერთად კომბინაცია ამცირებს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოვიყენით პრეპარატი პაციენტებში ოსტეოპოროზის განვითარების დამატებითი რისკებისას (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა, ხანგრძლივი თერაპიაძვლის მინერალური სიმკვრივის შემამცირებელი საშუალებებით, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ან გლუკოკორტიკოსტეროიდები, ოსტეოპოროზი ოჯახურ ანამნეზში, კვების დარღვევა).

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით თერაპიის იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებული გონადოტროპინომები (ჰიპოფიზის გონადოტროპინ-სეკრეტორული ადენომა). ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ჰიპოფიზში დამახასიტებელი უეცარი თავის ტკივილით, ღებინებით, მხედველობის დარღვევითა და ოფთალმოპლეგიით.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით, როგორიცაა ტრიპტორელინი, მკურნალობისას აღინიშნება დეპრესიული მდგომარეობების (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე) განვითარების რისკი. არსებობს ემოციური ლაბილობის განვითარების ცნობები, დეპრესიის ჩათვლით. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტების დიაგნოსტირებული დეპრესიული მდგომარეობებით ტრიპტორელინით თერაპიისას უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

არსებობს ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციების განვითერების ცნობები ბავშვებსა და მოზრდილებში. მათ მიეკუთვნება როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური გამოვლინებები. პათოგენეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ალერგიული რეაქციები მეტი სიხშირით გამოვლინდა ბავშვებში.

ტრიპტორელინის გამოყენება თერაპიულ დოზებში იწვევს ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დაქვეითებას. ნორმული ფუნქციონირება ჩვეულებრივ აღდგება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამგვარად, ჰიპოფიზურ-გონადური ფუნქციების დიაგნოსტიკური ტესტები გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ შეიძლება იყოს მცდარი.

პრეპარატი დეკაპეპტილი დეპო შეიცავს ნატრიუმს, პრეპარატის მაქსიმალურ დოზაზე მმოლზე (23 მგ) ნაკლებს.

ბავშვები

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობის დაწყბისთვის გოგონების ასაკი უნდა იყოს 9 წელი და ბიჭების-10 წელი.

მკურნალობის პირველ თვეს გოგოებში საკვერცხეების საწყისმა სტიმულაციამ ესტროგენების გადმოსროლით პრეპარატის შეყვანის პასუხად შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ვაგინალური სისხლდენა.

თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე ხანში იწყება სქესობრივი მომწიფება. პოტენციური ფერტილობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია. გოგოების უმეტესობას მენარქე აღენიშნება საშუალოდ მკურნალობის დასრულებიდან 1 წელში და როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი რეგულარულია.

ცენტრაური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობისას გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით შეიძლება შემცირდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე. თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება ძვლოვანი მასის დაგროვება და გვიან პუბერტატულ პერიოდში მაქსიმალურ ძვლოვან მასაზე მკურნალობა არ მოქმედებს.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის დასრულებისას შესაძლოა განვითარდეს ბარძაყის ძვლის თავის ეპიფიზეოლიზი. არსებობს მოსაზრება, რომ ესტროგენების დაბალი კონცენტრაცია გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობისას მოქმედებს ეპიფიზურ ფირფიტაზე და იწვევს მის განლევას. მკურნალობის დასრულების შემდეგ ზრდის დაჩქარება იწვევს ეპიფიზის მოძრაობისთვის საჭირო ნაპრალის ძალის შემცირებას.

ბავშვებში ტვინის პროგრესირებადი სიმსივნეებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მოსალოდნელი სარგებლისა და რისკების შეფასება. აუცილებელია გამოირიცხოს ცრუ-ნაადრევი სქესობრივი სიმწიფე (სასქესო ორგანოების ან თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, ჰიპერპლაზიები) და გონადოტროპინდამოუკიდებელი ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (სათესლეების ინტოქსიკაცია, ლეიდიგის უჯრედების მემკვიდრეობითი ჰიპერპლაზია).

ქალები

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაკარგვა

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტების 6 თვიანი კურსით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება საშუალოდ თვეში 1%-ით. ძვლის მინერალური სიმკვრივის ყოველი 10%-ით შემცირება 2-3-ჯერ ზრდის მოტეხილობების რისკს. ძვლოვანი მასის არდგენა ხდება მკურნალობის დასრულებიდან 6-9 თვის განმავლობაში.

არსებული მონაცემები მოწმობს, რომ ქალების უმეტესობაში ხდება ძვლოვანი მასის აღდეგენა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მძიმე ოსტეოპოროზისა და მისი განვითარების მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, თამბაქოს წევა, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემამცირებელი პრეპარატების, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო ან გლუკოკორტიკოსტეროიდები, მიღება, ოსტეოპოროზი ოჯახურ ანამნეზში, კვების დარღვევა, მაგალითად, ნერვული ანორექსია) პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის. რამდენადაც პაციენტების ასეთ ჯგუფში ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება უფრო სახიფათოა, ტრიპტორელინით მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურას სრული გამოკვლევის შემდეგ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს რისკს. ამასთან, აუცილებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის შემაფერხებელი დამატებითი ხერხების გამოყენება.

საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი

დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საჭიროა მხოლოდ პაციენტის სრული გამოკვლევის (მაგალითად, ლაპარასკოპია) შემდეგ.

ტრიპტორელინის გამოყენებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პაციენტი ორსულად არ არის. პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოთი მკურნალობისას დგება ამენორეა (პირველი თვის გარდა), ამიტომ თუ პაციენტს უვითარდება სისხლდენა საშვილოსნოდან, საჭიროა ესტროგენის კონცენტრაციის შემოწმება სისხლში. თუ მისი მაჩვენებელი 50პგ/მლ-ზე დაბალია საჭიროა შესაძლო ორგანული მიზეზიბის აღმოჩენა. მკურნალობის დასრულების შემდეგ საკვერცხეების ფუნქცია აღდგება, მაგალითად, მენსტრუალური სისხლდენა დგება ბოლო ინექციიდან 7-12 კვირის შემდეგ.

მკურნალობის პირველ თვეს საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება, რამდენადაც გონადოტროპინების პირველადმა სეკრეციამ შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციის სტიმულირება. კონტრაცეპციის აღნიშნული მეთოდის გაგრძელება საჭიროა გაგრძელდეს ბოლო ინექციიდან მე-4 კვირის დასაწყისიდან მენსტრუალური ციკლის განახლებამდე ან კონტრაცეპციის სხვა მეთოდის დანიშვნამდე.

საშვილოსნოს მიომის მკურნალობისას საჭიროა საშვილოსნოს ზომის რეგულარული კონტროლი, მაგალითად, ულტრაბგერითი გამოკვლევით. საშვილოსნოს ზომის მიომის ქსოვილის შეკუმშვისგან არაპროპორციულად სწრაფმა შეკუმშვამ ერთეულ შემთხვევებში გამოიწვია სისხლდენა და სეფსისი.

არსებობს ცნობები სისხლდენის განვითარების შესახებ გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით მკურნალობის შემდეგ სუბმუკოზური მიომის მქონე პაციენტებში. ჩვეულებრივ, სისხლდენა იწყებოდა მკურნალობის ინიცირებიდან 6-10 კვირის შემდეგ.

უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება)

პრეპარატი დეკაპეპტილი დეპო ინიშნება ენდოგენური სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის სტაბილიზების მიზნით გონადოტროპინების შემდგომი დანიშვნისას ფოლიკულების ზრდის სტიმულირებით. დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სტიმუირებული ფოლიკულების ნაადრევი ლუთეინიზაცია, რაც მთლიანობაში ზრდის ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამის ეფექტურობას.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

საკვერცხეების სტიმულირება აუცილებელია ჩატარდეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

დეკაპეპტილი დეპოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, რის გამოც აუცილებელია რეგულარული კლინიკური კონტროლი ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩათვლით.

პრეპარატის გამოყენებამ საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციისას შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინრომისა და საკვერცხის კისტების განვითარება. ფოლიკულების სტიმულაცია გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების ანალოგებით შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს უმნიშვნელო რაოდენობის პაციენტებში, განსაკუთრებით წინასწარგანწყობისას ან საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომისას.

როგორც სხვა გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგებისას, ტრიპტორელინის გონადოტროპინებთან ერთად გამოყენებისას არსებობს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის განვითარების რისკი.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი - განსხვავდება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან და ვლინდება მეტი სიმძიმით. ის მოიცავს საკვერცხეების უფრო მეტად გადიდებას, სისხლის პლაზმაში ესტროგენების მაღალ კონცენტრაციასა და სისხლძარღვების გამტარობის ზრდას. ამ უკანასკნელის შედეგად შესაძლებელია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, პლევრალურ სივრცესა და იშვიათად, პერიკარდიუმის სივრცეში.

მძიმე ფორმის საკვერხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცელის არეში, მუცლის შებერილობა, საკვერცხეების ზომის მნიშვნელოვანი მატება, სხეულის მასის ზრდა, ქოშინი, ოლიგურია და კუჭ-ნაწლავის სიმპტომენი გულისრევის, ღებინებისა და დიარეის ჩათვლით. კლინიკური გამოკვლევისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დარღვევები, ასციტი, ჰემოპროტეინურია, პლევრალური გამონაჯონი, ჰიდროთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი და თრომბოემბოლიური გართულებები.

გონადოტროპინების შეყვანის ფონზე საკვერცხეების გადამეტებული რეაქცია იშვიათად იწვევს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებას, თუ ოვულაციის სტიმულაციის მიზნით არ გამოიყენება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი. ამიტომ, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის შემთხვევაში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის გამოყენება საჭირო არ არის და პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნას ქსესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავებისა და კონტრაცეპციის ბარიერული საშუალებების გამოყენების შესახებ არანაკლებ 4 დღის განმავლობაში. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს (24 სთ-იდან რამდენიმე დღემდე) და გახდეს სერიოზული სამედიცინო პრობლემა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება.

საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ისნდრომი უფრო მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარე შეიძლება იყოს ორსულობის დადგომისას. ხშირად საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ვლინდება გონადოტროპინებისთ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და სიმძიმის მაქსიმუმს აღწევს თერაპიის დასრულებიდან 7-10დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ლაგდება სპონტანურად მენსტრუაციის დაწყების შემდეგ.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმისას თერაპია უნდა შეწყდეს, პაციენტი თავსდება სტაციონარში და იწყება სპეციფიური მკურნალობა.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება მეტადაა დამახასიათებელი საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე პაციენტებში.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გონადოტროპინებთან ერთად დანიშვნისას საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკი მეტია მხოლოდ გონადოტროპინების გამოყენებისას მის განვითარების რისკთან შედარებით.

საკვერცხეების კისტები

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება განვითარდეს კისტები საკვერცხეებში.ისინი, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდა არაფუნქციონალურია.

კაცები

ტრიპტორელინი, ისევე როგორც გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სხვა აგონისტები, იწვევს სისხლში ტესტოსტერონის კონცენტრაციის დროებით მატებას. შედეგად, აღნიშნულია მკურნალობის პირველ კვირებში წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის სიპტომების დროებითი გაუარესების ერთეული შემთხვევები. მკურნალობის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია შესაბამისი ანტიანდროგენული პრეპარატის მიღება ტესტოსტერონის კონცენტრაციის პირველადი მატებისა და კლინიკური სურათის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

პაციენტთა უმნიშვნელო პროცენტს შეიძლება განუვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის სიმპტომთა გუარესება და მეტასტაზური ტკივილების გაძლიერება, რომლებიც საჭიროებენ სიმპტომურ ჩარევას.

როგორც გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სხვა აგონისტების გამოყენებისას, აღინიშნებოდა ზურგის ტვინის კომპრესიის ან საშარდე გზების გაუვალობის ერთეული შემთხვევები. ზურგის ტვინის კომპრესიის ან საშარდე გზების გაუვალობის განვითარებისას საჭიროა ამ გართულებების სტანდარტული თერაპიის გამოყენება და უკიდურეს შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებელი ორქიექტომია. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში რეკომენდებულია დაკვირვება, განსაკუთრებით მეტასტაზური ვერტებრალური დაზიანების მქონე პაციენტებში ზურგის ტვინის კომპრესიის განვითარების რისკის გამო; ასევე დაკვირვებაა საჭირო პაციენტებში საშარდე გზების გაუვალობით.

ორქიექტომის შემდეგ ტრიპტორელინი არ იწვევს ტესტოსტერონის კონცენტრაციის შემდგომ შემცირებას.

ორმხრივ ორქიექტომიასა და გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ანდროგენული დეპრივაცია იწვევს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის დაჩქარებას, რაც შეიძლება გახდეს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების განვითარების მომატებული რისკის მიზეზი.

ანტიანდროგენული თერაპიისას შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება. პრეპატრატ დეკაპეპტილი დეპოს გამოყენებამდე პაციენტებში ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ეპიზოდებით ან შესაბამისი რისკ-ფაქტორებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპერატებს, რომელთაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელისა და შესაძლო რისკების შეფასება და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება.

ამასგარდა, ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით ანტიანდროგენული თერაპიისას პაციენტებს არენიშნებოდათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგალითად, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება) ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. თუმცა კლინიკური მონაცემების შედეგები არ ადასტურებს კავშირს გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგებით მკურნალობასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის დონეს შორის.

პაციენტებმა ნივთიერებათა ცვლისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ გამოკვლევა და ანტიანდროგენული თერაპიისას იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კაცებში:

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოუკიდებელი კარცინომა;

ბავშვებში:

მოზარდობის ასაკი (ბიჭებში 13 წლის ზევით და 12 წელზე უფროსი ასაკის გოგოები).

სიფრთხილით ინიშნება

ოსტეოპოროზი ან მისი განვითარების მაღალი რისკი; ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამის შესრულებისას ქალებში; მამაკაცებში ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ეპიზოდებით ან შესაბამისი რისკ-ფაქტორებით, ასევე მამაკაცებში რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება.

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში

ორსულობა

პრეპარატი დეკაპეპტილი უკუნაჩვენებია ორსულობისას. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ტრიპტორელინის გამოყენებისას რეკომენდებულია კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება მენსტრუაციამდე. ორსულობის დადგომისას მკურნალობის პერიოდში ტრიპტორელინის მიღება უნდა შეწყდეს.

კავშირი ტრიპტორელინის გამოყენებასა და ოოციტების ან ნაყოფის ანომალიების განვითარებას შორის დადგენილი არ არის.

მონაცემები ანტენატალურ პერიოდში ნაყოფის დეფექტების განვითარებაზე ტრიპტორელინის გავლენის შესახებ შეზღუდულია. პრეკლინიკური კვლევებისას გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. ტრიპტორელინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე დაყრდნობით მისი ორსულობაზე და ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების გამორიცხვა არ შეიძლება.

ლაქტაციის პერიოდი

ტრიპტორელინის დედის რძეში მოხვედრის მონაცემები არ არსებობს. ბავშვებში არასასურველი ეფექტების განვითარების პოტენციური შესაძლებლობის გამო რეკომენდებულია მკურნალობამდე და მკურნალობის დასრულებამდე ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს სატრანსპორტო საშუალებებსა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის კლინკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, არასასურველი რეაქციების (თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილია არასასურველი რეაქციების შესახებ ცნობენი, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას და პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას. სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის შემცირების გამო პაციენტები აღნიშნავდნენ შემდეგი არასასურველი ეფექტების გამოვლენას: „სისხილ მოწოლა“ (კაცების 30% და ქალების 75-100%), იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება (კაცების 30-40%), სისხლდენა საშვილოსნოდან, მომატებული ოფლიანობა, საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტისას, ლიბიდოს დაქვეითება, თავის ტკივილი, ემოციური ლაბილობა (>10% ქალების). ტრიპტორელინის გონადოტროპინებთან კომბინაციამ მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს საკვერცხეების ზომის მატება, ქოშინი, ტკივილი მუცლის არეში. მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენა - მენორაგია და მეტრორაგია. აღინიშნა საკვერცხის კისტის განვითარების სიხშირე (1%) ტრიპტორელინით მკურნალობის საწყის ეტაპზე.

ტესტოსტერონის კონცენტრაციის საწყის ეტაპზე მატების გამო შესაძლოა პაციენტთა მდგომარეობის გაუარესება , რომელიც ვლინდება საშარდე გზების გაუვალობით, მეტასტაზებისმაგვარი ტკივილით ძვლებში, ზურგის ტვინის კომპრესიით, კუნთოვანი სისუსტით, კიდურების შეშუპებით. ზოგიერთ შემთხვევაში საშარდე გზების გაუვალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს ნერვების კომპრესია, რომელიც ვლინდება ქვედა კიდურების ასთენიითა და პარესთეზიებით.

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 -დან <1/10-მდე), ზოგჯერ (≥ 1/1000 -დან <1/100-მდე), სიხშირე დადგენილი არ არის(დღეისათვის მონაცემები გამოვლენი სიხშირის შესახებ არ არის).

მამაკაცები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ნაზოფარინგიტი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

მადის მომატება, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ლიბიდოს დაქვეითება

ემოციური ლაბილობა, განწყობის დათრგუნვა, დეპრესია, ძილის დარღვევა

უძილობა, ცნობიერების დარღვევა, აქტივობის დაქვეითება, ეიფორია, შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, დისგევზია, ძილიანობა, დისტაზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

თვალის ანომალური მგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

დართვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ

ხმაური ყურებში, ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

«სისხლის მოწოლა»

ემბოლია, არტერიული წნევის მატება

არტერიული წნევის დაქვეითება

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის მხრივ

ბრონქული ასთმის გამწვავება

ქოშინი, ორთოპნოე, სისხლდენა ცხვირიდან

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე

ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, გასტრალგია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

მომატებული ოფლიანობა

ჰიპოტრიქოზი, გამელოტება

აკნე, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, პურპურა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ტკივილი ძვლებში

მიალგია, ართრალგია

ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთოვანი სპაზმი, კუნთების სისუსტე, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შესიება, კუნთების შებოჭილობა, ოსტეოართრიტი

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

დიზურია

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ერექტილური დისფუნქცია

გინეკომასტია

სათესლეების ატროფია

ტკივილი მკერდის ჯირკვლებში, სათესლეების ატროფია, სათესლეების ტკივილი, ეაკულაციის დარღვევა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

დაღლილობა, ტკივილი შეყვანის ადგილას, გაღიზიანებადობა

ასთენია, ერითემა ინექციის ადგილას, ინფექცია შეყვანის ადგილას, შეშუპება, ტკივილი, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, გრიპისმაგვარი მდგომარეობა, სხეულის ტემპერატურის მატება, გაღიზიანებადობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

გგტ-ს, ლგდ-ს, ასტ-ს, ალტ-ს აქტივობის მატება სისხლში, სხეულის მასის მატება, სხეულის მასის შემცირება

კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლში, შარდოვანას კონცენტრაციის მატება სისხლში, ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატება, სხეულის ტემპერატურის მატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება

ქალები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ლიბიდოს დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა

განწყობის დათრგუნვა, დეპრესია

ცნობიერების დაბინდვა, შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

პარესთეზია

თავბრუსხვევა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა

მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

დარღვევები სმენის ორგანოსა და წონასწორობის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

«სისხლის მოწოლა»

არტერიული წნევის მატება

ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში

გულისრევა

დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ღებინება

ოფლის გამოყოფის გაძლიერება

ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება

ზურგის ტკივილი

ოსტეოპოროზი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე

ვაგინალური სისხლდენა, საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტისას, დისმენორეა, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საკვერცხეების გადიდება, ტკივილი მენჯის არეში, საკვერცხის კისტის წარმოქმნა

ტკივილი სარძევე ჯირკვალებში, მენორაგია, მეტრორაგია, ამენორეა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

ასთენია

დაღლილობა, რეაქციები შეყვანის ადგილას, ტკივილი შეყვანის ადგილას, გაღიზიანება

ერითემა ინექციის ადგილას, ანთება შეყვანის ადგილას, სხეულის ტემპერატურის მატება, გაღიზიანებადობა

გგტ-ს, ლგდ-ს, ასტ-ს, ალტ-ს აქტივობის მატება, ქოლესტერინის კონცენტრაციის მატება სისხლში

სხეულის მასის მატება, სხეულის მასის შემცირება

ბავშვები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ემოციური ლაბილობა, დეპრესია

ემოციური ლაბილობა, ნევროზულობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის დარღვევა

სისხლდენა ცხვირიდან

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა, ღებინება

დისკომფორტი მუცელში, ტკივილი მუცლის არეში

გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, გამელოტება, ერითემა

ეპიფიზეოლიზი*, მიალგია

ვაგინალური სისხლდენა, ვაგინალური გამონადენი

გენიტალური სისხლდენა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

ერითემა ინექციის ადგილას, ანთება ინექციის ადგილას, გაღიზიანებადობა, ტკივილი ინექციის ადგილას

არტერიული წნევის მატება, სხეულის მასის მატება

  • ტრიპტორელინის გამოყენებისას ბავშვებში აღინიშნა ბარძაყის ძვლის ეპიფიზეოლიზის რამდენიმე შემთხვევა

გონადორტოპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობუსას აღინიშნა ჰიპოფიზის ადენომის ზრდის შემთხვევები, თუმცა ამ შემთხვევებში ტრიპტორელინთან კავშირი დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზა

პრეპარატ დეკაპეპტილ დეპოს მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ასეთი მგდომარეობისას აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმმედება

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ტრიპტორელინის გონადოტროპინების სეკრეციაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშნისას; ამ დროს რეკომენდებულია პაციენტებში ჰორმონების დონის კონტროლი.

რამდენადაც ანტიანდროგენული თერაპიისას შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტრიპტორელინი სიფრთხილით გამოიყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მაინდუციერებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა IA კლასის (ქინიდინი, დიზოპირამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) ანტიარითმული საშუალებები, მეტადონი, მოქსიფლოქსაცინი, ნეიროლეპტიკური და აღნიშნული მოქმედების სხვა პრეპარატები.

არ შეიძლება გამოვრიცხოთ ურთიერთქმედება ჰისტამისნის გამოთავისუფლებაზე მოქმედ მედიკამენტენთან.

შემადგენლობა

ფხვნილი

ერთი შპრიცი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ტრიპტორელინის აცეტატი 4,12 მგ, 3,75 მგ ტრიპტორელინის (ფუძე) ექვივალენტური

დამხმარე ნივთიერებები: რძისა და გლიკოლის მჟავის კოპოლიმერი 156 მგ, პროპილენგლიკოლის დიკაპრილოკაპრატი 12 მგ.

გამხსნელი

ერთი შპრიცი შეიცავს:

პოლისორბატი 80 10,4 მგ, დექსტრანი 70 104 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 8,11 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფისფატის დიჰიდრატი 1,62 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1H ხსნარი 0,0066 მლ, საინექციო წყალი 916,21 მგ.

აღწერილობა

ფხვნილი: თეთრიდან ღია-ყვითელ ტონამდე ფერის უსუნო ფხვნილი ან ფოროვანი მასა.

გამხსნელი: უფერო ან ღია ყვითელი ფერის სითხე პოლისორბატ 80-ის დამახასითებელი სუნით.

აღდგენილი სუსპენზია: თეთრი-რძისფერიდან ღია ყვითელ ტონამდე ფერის ჰომოგენური სუსპენზია პოლისორბატ 80-ის დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

შენახვის პირობები

შეინახეთ 2-8 °С ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება - გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგი.

ათქ კოდი: L02AE04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს მოქმედი ნივთიერება - ტრიპტორელინი -ჰიპოთალამუსში სინთეზირებადი გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სინთეზური დეკაპეპტიდური ანალოგია. ტრიპტორელინს უფრო ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს, ვიდრე გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონს. მისი მოქმედება ხორციელდება ორ ეტაპად. ტრიპტორელინი შეყვანისთანავე იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონის კონცენტრაციის ზრდას სისხლში, რაც იწვევს სასქესო ჰორმონების -ტესტოსტერონის კაცებში და ესტროგებების ქალებში, კონცენტრაციის ხანმოკლე ზრდას. ჰიპოფიზის გახანგრძლივებული სტიმულაცია (ტრიპტორელინის სისხლში მუდმივი კონცენტრაციისას) იწვევს გონადოტროპული ფუნქციის ბლოკირებას, რის შედეგადაც სისხლში სასქესო ჰორმონების დონე მცირდება პოსტკასტრაციულ ან მენოპაუზურ დონემდე და ქვეითდება საკვერცხეებისა და სათესლეების ფუნქცია.

დიჰიდროეპიანდროსტენდიონის სულფატის კონცენტრაცია სისხლში უცვლელი რჩება, რასაც მივყავართ წინამდებარე ჯირკვლის ტესტოსტერონმგრძნობიარე სიმსივნეების ზრდის შემცირებამდე, საშვილოსნოს ესტროგენდამოკიდებული მიომისა და ენდომეტრიოზის კერების შემცირებას. საშვილოსნოს მიომისას მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი ვლინდება ქალებში ანემიით (ჰემოგლობინი ≤ 8 გ/დლ).

ბავშვებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით ტრიპტორელინის გამოყენება აქვეითებს გონადოტროპინების სეკრეციას და შესაბამისად, სასქესო ჰორმონების სეკრეციას პუბერტატული პერიოდის დონემდე. ეს აქვეითებს სქესობრივი მომწიფების პროცესს და მოზრდილ ასაკში პაციენტის ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ტრიპტორელინით ჰიპოფიზის გონადოტოპული ფუნქციის ინჰიბირება თავიდან გვაციებს ლუთეინური ჰორმონის კონცენტრაციის მატებას, რის გამოც არ ხდება ნაადრევი ოვულაცია და/ან ფოლიკულის ლუთეინიზაცია. გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენების შედეგად მცირდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის შეწყვეტის სიხშირე. აღნიშმული თერაპია საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ორსულობის დადგომის სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება

პრეპარატი დეკაპეპტილ დეპოს ინტრამუსკულური შეყვანისას ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში განისაზღვრება მისი ნელი კონტროლირებული გამოთავისუფლებით გლიკოლისა და რძემჟავის პოლიმერიდან.

დეკაპეპტილ დეპოს ინტრამუსკულური და კანქვეშა შეყვანიდან პირველ საათებში რეგისტრირდება სისხლის პლაზმაში ტრიპტორელინის მაქსიმალური კონცენტრაცია. შემდეგ მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება 24 საათის განმავლობაში. ინექციიდან მე-4 დღეს ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლში აღწევს მეორე მაქსიმუმს, რომლის შემდეგაც მისი კონცენტრაცია მცირდება ბიექპონენციალური წესით განუსაზღვრელ მნიშვნელობამდე 44 დღის განმავლობაში. კანქვეშა შეყვანის შემდეგ ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლში მცირდება უფრო ნელა, განუსაზღვრელ რაოდენობამდე მისი კონცენტრაციის კლების ხანგრძლივობა შეადგენს 65 დღეს.

პრეპარატ დეკაპეპტილ დეპოს განმეორებითი ექვსთვიანი მკურნალობის 28 დღიანი ინექციის კურსს არ მივყავართ მისი კონცენტრაციის მატებასთან სისხლში. ტრიპტორელინის ინტრამუსკულური და კანქვეშა შეყვანისას მისი კონცენტრაცია მომდევნო შეყვანამდე მცირდებოდა დაახლოებით 100 პგ/მლ-მდე.

კაცებში ტრიპტორელინის მუდმივი ბიოშეღწევადობა დეპოდან შეადგენს 38,3%-ს პირველი 13 დღის განმავლობაში. შემდეგ პრეპარატის გამოთავისუფლება ხაზოვანია საშუალო ყოველდღიური მნიშვნელობით - შეყვანილი დოზის 0,92%. კანქვეშა შეყვანის შემდეგ პრეპერატის ბიოშეღწევადობა 69%-ია ინტრამუსკულურთან შედარებით.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

სავარაუდოა, რომ ინექციის ადგილას მეტაბოლიზმი ხორციელდება მაკროფაგებით. ჰიპოფიზში ტრიპტორელინი ინაქტივირდება N-ბოლოიანი გახლეჩით ფერმენტ პიროგლუტამილპეპტიდაზისა და ნეიტრალური ენდოპეპტიდაზით. ღვიძლსა და თირკმელებში ტრიპტორელინი იშლება ბიოლოგიურად არააქტიურ პეპტიდებად და ამინომჟავებად.

27 დღიანი გამოკვლევისას ქალებში ვლინდება საშუალოდ საწყისი დოზის 35,7%, ამასთან დოზის 25,5% გამოტავისუფლდება პირველ 13 დღეში შემდგომი ხაზოვანი გამოთავისუფლებით საშუალოდ შეყვანილი დოზის 0,75% ყოველდღიურად.

ტრიპტორელინის სისხლის პლაზმიდა ნახევრადდაშლის პერიოდი 18,7 წთ-ია, ამასთან, იგივე მაჩვენებელი გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონისთვის 7,7 წთ-ია. ტრიპტორელინის კლირენსი (503 მლ/წთ) 3-ჯერ ნელია ბუნებრივ გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის იგივე მაჩვენებელზე და შედგება ორი კომპონენტისგან - სწრაფი და ნელი გამოყოფისგან.

100 მკგ ტრიპტორელინის შეყვანიდან 40 წთ-ის შემდეგ შეყვანილი დოზის 3-14% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ ასაკში პრეპარატის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დადგინდა, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ტრიპტორელინის რაოდენობის უმნიშვნელო კუმულაცია ორგანიზმში და მისი ნახევრადდაშლის პერიოდის გახანგრძლივება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

დეკაპეპტილი დეპო

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დეკაპეპტილი დეპო

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ტრიპტორელინი

სამკურნალწამლო ფორმა: პროლონგირებული მოქმედების, ინტრამუსკულურად და კანქვეშ შესაყვანი სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

შემადგენლობა

ფხვნილი

ერთი შპრიცი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ტრიპტორელინის აცეტატი 4,12 მგ, 3,75 მგ ტრიპტორელინის (ფუძე) ექვივალენტური

დამხმარე ნივთიერებები: რძისა და გლიკოლის მჟავის კოპოლიმერი 156 მგ, პროპილენგლიკოლის დიკაპრილოკაპრატი 12 მგ.

გამხსნელი

ერთი შპრიცი შეიცავს:

პოლისორბატი 80 10,4 მგ, დექსტრანი 70 104 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 8,11 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფისფატის დიჰიდრატი 1,62 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1H ხსნარი 0,0066 მლ, საინექციო წყალი 916,21 მგ.

აღწერილობა

ფხვნილი: თეთრიდან ღია-ყვითელ ტონამდე ფერის უსუნო ფხვნილი ან ფოროვანი მასა.

გამხსნელი: უფერო ან ღია ყვითელი ფერის სითხე პოლისორბატ 80-ის დამახასითებელი სუნით.

აღდგენილი სუსპენზია: თეთრი-რძისფერიდან ღია ყვითელ ტონამდე ფერის ჰომოგენური სუსპენზია პოლისორბატ 80-ის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება - გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგი.

ათქ კოდი: L02AE04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს მოქმედი ნივთიერება - ტრიპტორელინი -ჰიპოთალამუსში სინთეზირებადი გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სინთეზური დეკაპეპტიდური ანალოგია. ტრიპტორელინს უფრო ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს, ვიდრე გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონს. მისი მოქმედება ხორციელდება ორ ეტაპად. ტრიპტორელინი შეყვანისთანავე იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონის კონცენტრაციის ზრდას სისხლში, რაც იწვევს სასქესო ჰორმონების -ტესტოსტერონის კაცებში და ესტროგებების ქალებში, კონცენტრაციის ხანმოკლე ზრდას. ჰიპოფიზის გახანგრძლივებული სტიმულაცია (ტრიპტორელინის სისხლში მუდმივი კონცენტრაციისას) იწვევს გონადოტროპული ფუნქციის ბლოკირებას, რის შედეგადაც სისხლში სასქესო ჰორმონების დონე მცირდება პოსტკასტრაციულ ან მენოპაუზურ დონემდე და ქვეითდება საკვერცხეებისა და სათესლეების ფუნქცია.

დიჰიდროეპიანდროსტენდიონის სულფატის კონცენტრაცია სისხლში უცვლელი რჩება, რასაც მივყავართ წინამდებარე ჯირკვლის ტესტოსტერონმგრძნობიარე სიმსივნეების ზრდის შემცირებამდე, საშვილოსნოს ესტროგენდამოკიდებული მიომისა და ენდომეტრიოზის კერების შემცირებას. საშვილოსნოს მიომისას მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი ვლინდება ქალებში ანემიით (ჰემოგლობინი ≤ 8 გ/დლ).

ბავშვებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით ტრიპტორელინის გამოყენება აქვეითებს გონადოტროპინების სეკრეციას და შესაბამისად, სასქესო ჰორმონების სეკრეციას პუბერტატული პერიოდის დონემდე. ეს აქვეითებს სქესობრივი მომწიფების პროცესს და მოზრდილ ასაკში პაციენტის ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ტრიპტორელინით ჰიპოფიზის გონადოტოპული ფუნქციის ინჰიბირება თავიდან გვაციებს ლუთეინური ჰორმონის კონცენტრაციის მატებას, რის გამოც არ ხდება ნაადრევი ოვულაცია და/ან ფოლიკულის ლუთეინიზაცია. გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენების შედეგად მცირდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის შეწყვეტის სიხშირე. აღნიშმული თერაპია საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ორსულობის დადგომის სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება

პრეპარატი დეკაპეპტილ დეპოს ინტრამუსკულური შეყვანისას ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში განისაზღვრება მისი ნელი კონტროლირებული გამოთავისუფლებით გლიკოლისა და რძემჟავის პოლიმერიდან.

დეკაპეპტილ დეპოს ინტრამუსკულური და კანქვეშა შეყვანიდან პირველ საათებში რეგისტრირდება სისხლის პლაზმაში ტრიპტორელინის მაქსიმალური კონცენტრაცია. შემდეგ მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება 24 საათის განმავლობაში. ინექციიდან მე-4 დღეს ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლში აღწევს მეორე მაქსიმუმს, რომლის შემდეგაც მისი კონცენტრაცია მცირდება ბიექპონენციალური წესით განუსაზღვრელ მნიშვნელობამდე 44 დღის განმავლობაში. კანქვეშა შეყვანის შემდეგ ტრიპტორელინის კონცენტრაცია სისხლში მცირდება უფრო ნელა, განუსაზღვრელ რაოდენობამდე მისი კონცენტრაციის კლების ხანგრძლივობა შეადგენს 65 დღეს.

პრეპარატ დეკაპეპტილ დეპოს განმეორებითი ექვსთვიანი მკურნალობის 28 დღიანი ინექციის კურსს არ მივყავართ მისი კონცენტრაციის მატებასთან სისხლში. ტრიპტორელინის ინტრამუსკულური და კანქვეშა შეყვანისას მისი კონცენტრაცია მომდევნო შეყვანამდე მცირდებოდა დაახლოებით 100 პგ/მლ-მდე.

კაცებში ტრიპტორელინის მუდმივი ბიოშეღწევადობა დეპოდან შეადგენს 38,3%-ს პირველი 13 დღის განმავლობაში. შემდეგ პრეპარატის გამოთავისუფლება ხაზოვანია საშუალო ყოველდღიური მნიშვნელობით - შეყვანილი დოზის 0,92%. კანქვეშა შეყვანის შემდეგ პრეპერატის ბიოშეღწევადობა 69%-ია ინტრამუსკულურთან შედარებით.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

სავარაუდოა, რომ ინექციის ადგილას მეტაბოლიზმი ხორციელდება მაკროფაგებით. ჰიპოფიზში ტრიპტორელინი ინაქტივირდება N-ბოლოიანი გახლეჩით ფერმენტ პიროგლუტამილპეპტიდაზისა და ნეიტრალური ენდოპეპტიდაზით. ღვიძლსა და თირკმელებში ტრიპტორელინი იშლება ბიოლოგიურად არააქტიურ პეპტიდებად და ამინომჟავებად.

27 დღიანი გამოკვლევისას ქალებში ვლინდება საშუალოდ საწყისი დოზის 35,7%, ამასთან დოზის 25,5% გამოტავისუფლდება პირველ 13 დღეში შემდგომი ხაზოვანი გამოთავისუფლებით საშუალოდ შეყვანილი დოზის 0,75% ყოველდღიურად.

ტრიპტორელინის სისხლის პლაზმიდა ნახევრადდაშლის პერიოდი 18,7 წთ-ია, ამასთან, იგივე მაჩვენებელი გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონისთვის 7,7 წთ-ია. ტრიპტორელინის კლირენსი (503 მლ/წთ) 3-ჯერ ნელია ბუნებრივ გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის იგივე მაჩვენებელზე და შედგება ორი კომპონენტისგან - სწრაფი და ნელი გამოყოფისგან.

100 მკგ ტრიპტორელინის შეყვანიდან 40 წთ-ის შემდეგ შეყვანილი დოზის 3-14% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ ასაკში პრეპარატის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დადგინდა, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ტრიპტორელინის რაოდენობის უმნიშვნელო კუმულაცია ორგანიზმში და მისი ნახევრადდაშლის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენებები

ქალებში:

ლაპარასკოპიული მეთოდით დადასტურებული სიმპტომური ენდომეტრიოზი ოპერაციული ჩვენების გარეშე;

საშვილოსნოს ფიბრომიომა (ოპერაციულ ჩარევამდე ტკივილის სინდრომისა და სისხლდენის შესამცირებლად);

უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენებით (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება)

მამაკაცებში:

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული პროგრესირებადი კარცინომა.

ბავშვებში:

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (გოგონები 9 წლამდე, ბიჭები 10 წლამდე).

უკუჩვენება

საერთო:

ტრიპტორელინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ან მისი ანალოგების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

18 წლამდე ასაკის ბავშვები ( ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გარდა).

ქალებში:

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

კაცებში:

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოუკიდებელი კარცინომა;

ბავშვებში:

მოზარდობის ასაკი (ბიჭებში 13 წლის ზევით და 12 წელზე უფროსი ასაკის გოგოები).

სიფრთხილით ინიშნება

ოსტეოპოროზი ან მისი განვითარების მაღალი რისკი; ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამის შესრულებისას ქალებში; მამაკაცებში ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ეპიზოდებით ან შესაბამისი რისკ-ფაქტორებით, ასევე მამაკაცებში რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება.

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში

ორსულობა

პრეპარატი დეკაპეპტილი უკუნაჩვენებია ორსულობისას. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ტრიპტორელინის გამოყენებისას რეკომენდებულია კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება მენსტრუაციამდე. ორსულობის დადგომისას მკურნალობის პერიოდში ტრიპტორელინის მიღება უნდა შეწყდეს.

კავშირი ტრიპტორელინის გამოყენებასა და ოოციტების ან ნაყოფის ანომალიების განვითარებას შორის დადგენილი არ არის.

მონაცემები ანტენატალურ პერიოდში ნაყოფის დეფექტების განვითარებაზე ტრიპტორელინის გავლენის შესახებ შეზღუდულია. პრეკლინიკური კვლევებისას გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. ტრიპტორელინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე დაყრდნობით მისი ორსულობაზე და ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების გამორიცხვა არ შეიძლება.

ლაქტაციის პერიოდი

ტრიპტორელინის დედის რძეში მოხვედრის მონაცემები არ არსებობს. ბავშვებში არასასურველი ეფექტების განვითარების პოტენციური შესაძლებლობის გამო რეკომენდებულია მკურნალობამდე და მკურნალობის დასრულებამდე ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების წესი და დოზები

ქალებში:

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საჭიროა ჩატარდეს უშვილობის მკურნალობის შესაბამისი სპეციალიზაციისა და გამოცდილების ექიმის კონტროლით.

ტრიპტორელინით ბავშვების მკურნალობა უნდა ჩატარდეს ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი სიმწიფის მკურნალობის გამოცდილების პედიატრ-ენდოკრინოლოგის მიერ.

აღდგენილი სუსპენზია შეყვანილ უნდა იქნას დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ. პრეპერატი დეკაპეპტილი დეპო შეიყვანება კანქვეშ (მუცლის, დუნდულოს ან ბარძაყის არეში) ან ინტრამუსკულურად ღრმად 4 კვირაში 1-ჯერ. ინექციისა და კანქვეშ შეყვანის ადგილი უნდა იცვალოს ყოველი ინექციისას.

საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი: 3,75 მგ პრეპარატი 4 კვირაში 1-ჯერ, მკურნალობას იწყებენ მენსტრუალური ციკლის პირველ 5 დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ენდომეტრიოზის საწყის სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე ან საშვილოსნოს მიომის საწყის ზომაზე (განისაზღვრება ულტრაბგერითი გამოკვლევით). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 6 თვეს.

დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიები (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება): 3,75 მგ 1-ჯერ მენსტრუალური ციკლის მე-2 ან მე-3 ან 22-ე დღეს.

წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კარცინომა: 3,75 მგ 4 კვირაში 1-ჯერ.ტესტოსტერონის კონცენტრაციის ხანგრძლივი დაქვეითებისთვის რეკომენდებულია 4 კვირიანი კურსის ჩატარება.

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება: თერაპიის პირველ თვეს ერთჯერადად პირველ, მე-14 და 28-ე დღეს. შემდეგ 4 კვირაში ერთჯერ, მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას - 3 კვირაში ერთჯერ. დოზა ირჩევა ინდივიდუალურად სხეულის მასის მიხედვით:

სხეულის მასა

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს დოზა

< 20 კგ

1,875 მგ (დოზის 1/2)

20 – 30 კგ

2,5 მგ (დოზის 2/3)

> 30 კგ

3,75 მგ (1 დოზა)

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 13 წლის შესრულებამდე ბიჭებისთვის და 12 წლამდე გოგოებისთვის. მკურნალობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ხსნარის მომზადება:

გამოიღეთ დეკაპეპტილ დეპოს შეფუთვა მაცივრიდან;

მოხსენით თავსახური ფხვნილიან შპრიცს;

გახსენით შემაერთებელი ელემენტის შეფუთვა მისი ამოღების გარეშე;

ჩახრახნეთ ფხვნილიანი შპრიცი შემაერთებელ ელემენტში და ამოიღეთ შეფუთვიდან;

ჩახრახნეთ გამხსნელიანი შპრიცი შემაერთებელი ელემენტის თავისუფალ ბოლოში. შპრიცი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული შემაერთებელ ელემენტთან.

შემაერთებელი ელემენტი

კონტროლირებული გამოთავისუფლების მიკროკაფსულები

გამხსნელი

სურათი 1. ინექციის მომზადება

სურათი 2. შერევა

გადაქაჩეთ გამხსნელი ფხვნილიან შპრიცში და შემდეგ უკუმიმართულებით.

სურათი 3. გადაქაჩეთ არანაკლებ 10-ჯერ

საჭიროა ნარევი ფრთხილად გადაქაჩოთ ორ შპრიცს შორის ჰომოგენური რძისმაგვარი სუსპენზიის მიღებამდე. პირვეი 2-3 გადაქაჩვისას არ გადაქაჩოთ სრულად სითხე ერთი შპრიციდან მეორეში.

სუსპენზიის მომზადებისას შეიძლება აღინიშნოს ქაფის წარმოქმნა. საჭიროა მისი გახსნა ან შპრიციდან მოცილება ინექციის შეყვანამდე.

აღდგენილი სუსპენზიის შეყვანა

მოხსენით შემაერთებელი ელემენტი ცარიელ შპრიცთან ერთად;

აღდგენილი სუსპენზიით შევსებულ შპრიცს გაუკეთეთ ნემსი;

პრეპარატი დაუყოვნებლივ შეიყვანეთ კანქვეშ ან ინტრამუსკულურად ღრმად.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილია არასასურველი რეაქციების შესახებ ცნობენი, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას და პოსტრეგისტრაციული გამოყენებისას. სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის შემცირების გამო პაციენტები აღნიშნავდნენ შემდეგი არასასურველი ეფექტების გამოვლენას: „სისხილ მოწოლა“ (კაცების 30% და ქალების 75-100%), იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება (კაცების 30-40%), სისხლდენა საშვილოსნოდან, მომატებული ოფლიანობა, საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტისას, ლიბიდოს დაქვეითება, თავის ტკივილი, ემოციური ლაბილობა (>10% ქალების). ტრიპტორელინის გონადოტროპინებთან კომბინაციამ მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს საკვერცხეების ზომის მატება, ქოშინი, ტკივილი მუცლის არეში. მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენა - მენორაგია და მეტრორაგია. აღინიშნა საკვერცხის კისტის განვითარების სიხშირე (1%) ტრიპტორელინით მკურნალობის საწყის ეტაპზე.

ტესტოსტერონის კონცენტრაციის საწყის ეტაპზე მატების გამო შესაძლოა პაციენტთა მდგომარეობის გაუარესება , რომელიც ვლინდება საშარდე გზების გაუვალობით, მეტასტაზებისმაგვარი ტკივილით ძვლებში, ზურგის ტვინის კომპრესიით, კუნთოვანი სისუსტით, კიდურების შეშუპებით. ზოგიერთ შემთხვევაში საშარდე გზების გაუვალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს ნერვების კომპრესია, რომელიც ვლინდება ქვედა კიდურების ასთენიითა და პარესთეზიებით.

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 -დან <1/10-მდე), ზოგჯერ (≥ 1/1000 -დან <1/100-მდე), სიხშირე დადგენილი არ არის(დღეისათვის მონაცემები გამოვლენი სიხშირის შესახებ არ არის).

მამაკაცები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ნაზოფარინგიტი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

მადის მომატება, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ლიბიდოს დაქვეითება

ემოციური ლაბილობა, განწყობის დათრგუნვა, დეპრესია, ძილის დარღვევა

უძილობა, ცნობიერების დარღვევა, აქტივობის დაქვეითება, ეიფორია, შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა, პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, დისგევზია, ძილიანობა, დისტაზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

თვალის ანომალური მგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

დართვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ

ხმაური ყურებში, ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

«სისხლის მოწოლა»

ემბოლია, არტერიული წნევის მატება

არტერიული წნევის დაქვეითება

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის მხრივ

ბრონქული ასთმის გამწვავება

ქოშინი, ორთოპნოე, სისხლდენა ცხვირიდან

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე

ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, გასტრალგია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

მომატებული ოფლიანობა

ჰიპოტრიქოზი, გამელოტება

აკნე, ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, პურპურა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ტკივილი ძვლებში

მიალგია, ართრალგია

ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთოვანი სპაზმი, კუნთების სისუსტე, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შესიება, კუნთების შებოჭილობა, ოსტეოართრიტი

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

დიზურია

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ერექტილური დისფუნქცია

გინეკომასტია

სათესლეების ატროფია

ტკივილი მკერდის ჯირკვლებში, სათესლეების ატროფია, სათესლეების ტკივილი, ეაკულაციის დარღვევა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

დაღლილობა, ტკივილი შეყვანის ადგილას, გაღიზიანებადობა

ასთენია, ერითემა ინექციის ადგილას, ინფექცია შეყვანის ადგილას, შეშუპება, ტკივილი, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, გრიპისმაგვარი მდგომარეობა, სხეულის ტემპერატურის მატება, გაღიზიანებადობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

გგტ-ს, ლგდ-ს, ასტ-ს, ალტ-ს აქტივობის მატება სისხლში, სხეულის მასის მატება, სხეულის მასის შემცირება

კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლში, შარდოვანას კონცენტრაციის მატება სისხლში, ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მატება, სხეულის ტემპერატურის მატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება

ქალები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ლიბიდოს დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა

განწყობის დათრგუნვა, დეპრესია

ცნობიერების დაბინდვა, შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

პარესთეზია

თავბრუსხვევა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა

მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

დარღვევები სმენის ორგანოსა და წონასწორობის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

«სისხლის მოწოლა»

არტერიული წნევის მატება

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის მხრივ

ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში

გულისრევა

დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ღებინება

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ოფლის გამოყოფის გაძლიერება

ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ტკივილი ძვლებში

მიალგია, ართრალგია

ზურგის ტკივილი

ოსტეოპოროზი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ვაგინალური სისხლდენა, საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტისას, დისმენორეა, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საკვერცხეების გადიდება, ტკივილი მენჯის არეში, საკვერცხის კისტის წარმოქმნა

ტკივილი სარძევე ჯირკვალებში, მენორაგია, მეტრორაგია, ამენორეა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

ასთენია

დაღლილობა, რეაქციები შეყვანის ადგილას, ტკივილი შეყვანის ადგილას, გაღიზიანება

ერითემა ინექციის ადგილას, ანთება შეყვანის ადგილას, სხეულის ტემპერატურის მატება, გაღიზიანებადობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

გგტ-ს, ლგდ-ს, ასტ-ს, ალტ-ს აქტივობის მატება, ქოლესტერინის კონცენტრაციის მატება სისხლში

სხეულის მასის მატება, სხეულის მასის შემცირება

ბავშვები

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირად

ხშირად

ზოგჯერ

სიხშირე დადგენილი არ არის

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ემოციური ლაბილობა, დეპრესია

ემოციური ლაბილობა, ნევროზულობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის დარღვევა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

«სისხლის მოწოლა»

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის მხრივ

სისხლდენა ცხვირიდან

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა, ღებინება

დისკომფორტი მუცელში, ტკივილი მუცლის არეში

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, გამელოტება, ერითემა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ეპიფიზეოლიზი*, მიალგია

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ვაგინალური სისხლდენა, ვაგინალური გამონადენი

გენიტალური სისხლდენა

ზოგადი და ინექციის ადგილას დარღვევები

ერითემა ინექციის ადგილას, ანთება ინექციის ადგილას, გაღიზიანებადობა, ტკივილი ინექციის ადგილას

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

არტერიული წნევის მატება, სხეულის მასის მატება

  • ტრიპტორელინის გამოყენებისას ბავშვებში აღინიშნა ბარძაყის ძვლის ეპიფიზეოლიზის რამდენიმე შემთხვევა

გონადორტოპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობუსას აღინიშნა ჰიპოფიზის ადენომის ზრდის შემთხვევები, თუმცა ამ შემთხვევებში ტრიპტორელინთან კავშირი დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატ დეკაპეპტილ დეპოს მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ასეთი მგდომარეობისას აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმმედება

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ტრიპტორელინის გონადოტროპინების სეკრეციაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშნისას; ამ დროს რეკომენდებულია პაციენტებში ჰორმონების დონის კონტროლი.

რამდენადაც ანტიანდროგენული თერაპიისას შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტრიპტორელინი სიფრთხილით გამოიყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მაინდუციერებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა IA კლასის (ქინიდინი, დიზოპირამიდი) ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) ანტიარითმული საშუალებები, მეტადონი, მოქსიფლოქსაცინი, ნეიროლეპტიკური და აღნიშნული მოქმედების სხვა პრეპარატები.

არ შეიძლება გამოვრიცხოთ ურთიერთქმედება ჰისტამისნის გამოთავისუფლებაზე მოქმედ მედიკამენტენთან.

განსაკუთრებული მითითებები

ზოგადი

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტების მიღებამ შეიძლება შეამციროს ძვლის მინერალური სიმკვრივე. მამაკაცებში ბიფოსფონატების გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებთან ერთად კომბინაცია ამცირებს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოვიყენით პრეპარატი პაციენტებში ოსტეოპოროზის განვითარების დამატებითი რისკებისას (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა, ხანგრძლივი თერაპიაძვლის მინერალური სიმკვრივის შემამცირებელი საშუალებებით, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ან გლუკოკორტიკოსტეროიდები, ოსტეოპოროზი ოჯახურ ანამნეზში, კვების დარღვევა).

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით თერაპიის იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებული გონადოტროპინომები (ჰიპოფიზის გონადოტროპინ-სეკრეტორული ადენომა). ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ჰიპოფიზში დამახასიტებელი უეცარი თავის ტკივილით, ღებინებით, მხედველობის დარღვევითა და ოფთალმოპლეგიით.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით, როგორიცაა ტრიპტორელინი, მკურნალობისას აღინიშნება დეპრესიული მდგომარეობების (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე) განვითარების რისკი. არსებობს ემოციური ლაბილობის განვითარების ცნობები, დეპრესიის ჩათვლით. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტების დიაგნოსტირებული დეპრესიული მდგომარეობებით ტრიპტორელინით თერაპიისას უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

არსებობს ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციების განვითერების ცნობები ბავშვებსა და მოზრდილებში. მათ მიეკუთვნება როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური გამოვლინებები. პათოგენეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ალერგიული რეაქციები მეტი სიხშირით გამოვლინდა ბავშვებში.

ტრიპტორელინის გამოყენება თერაპიულ დოზებში იწვევს ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დაქვეითებას. ნორმული ფუნქციონირება ჩვეულებრივ აღდგება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამგვარად, ჰიპოფიზურ-გონადური ფუნქციების დიაგნოსტიკური ტესტები გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ შეიძლება იყოს მცდარი.

პრეპარატი დეკაპეპტილი დეპო შეიცავს ნატრიუმს, პრეპარატის მაქსიმალურ დოზაზე მმოლზე (23 მგ) ნაკლებს.

ბავშვები

ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობის დაწყბისთვის გოგონების ასაკი უნდა იყოს 9 წელი და ბიჭების-10 წელი.

მკურნალობის პირველ თვეს გოგოებში საკვერცხეების საწყისმა სტიმულაციამ ესტროგენების გადმოსროლით პრეპარატის შეყვანის პასუხად შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ვაგინალური სისხლდენა.

თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე ხანში იწყება სქესობრივი მომწიფება. პოტენციური ფერტილობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია. გოგოების უმეტესობას მენარქე აღენიშნება საშუალოდ მკურნალობის დასრულებიდან 1 წელში და როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი რეგულარულია.

ცენტრაური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობისას გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით შეიძლება შემცირდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე. თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება ძვლოვანი მასის დაგროვება და გვიან პუბერტატულ პერიოდში მაქსიმალურ ძვლოვან მასაზე მკურნალობა არ მოქმედებს.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის დასრულებისას შესაძლოა განვითარდეს ბარძაყის ძვლის თავის ეპიფიზეოლიზი. არსებობს მოსაზრება, რომ ესტროგენების დაბალი კონცენტრაცია გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობისას მოქმედებს ეპიფიზურ ფირფიტაზე და იწვევს მის განლევას. მკურნალობის დასრულების შემდეგ ზრდის დაჩქარება იწვევს ეპიფიზის მოძრაობისთვის საჭირო ნაპრალის ძალის შემცირებას.

ბავშვებში ტვინის პროგრესირებადი სიმსივნეებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მოსალოდნელი სარგებლისა და რისკების შეფასება. აუცილებელია გამოირიცხოს ცრუ-ნაადრევი სქესობრივი სიმწიფე (სასქესო ორგანოების ან თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, ჰიპერპლაზიები) და გონადოტროპინდამოუკიდებელი ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (სათესლეების ინტოქსიკაცია, ლეიდიგის უჯრედების მემკვიდრეობითი ჰიპერპლაზია).

ქალები

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაკარგვა

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტების 6 თვიანი კურსით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება საშუალოდ თვეში 1%-ით. ძვლის მინერალური სიმკვრივის ყოველი 10%-ით შემცირება 2-3-ჯერ ზრდის მოტეხილობების რისკს. ძვლოვანი მასის არდგენა ხდება მკურნალობის დასრულებიდან 6-9 თვის განმავლობაში.

არსებული მონაცემები მოწმობს, რომ ქალების უმეტესობაში ხდება ძვლოვანი მასის აღდეგენა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მძიმე ოსტეოპოროზისა და მისი განვითარების მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, თამბაქოს წევა, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემამცირებელი პრეპარატების, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო ან გლუკოკორტიკოსტეროიდები, მიღება, ოსტეოპოროზი ოჯახურ ანამნეზში, კვების დარღვევა, მაგალითად, ნერვული ანორექსია) პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის. რამდენადაც პაციენტების ასეთ ჯგუფში ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება უფრო სახიფათოა, ტრიპტორელინით მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურას სრული გამოკვლევის შემდეგ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს რისკს. ამასთან, აუცილებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის შემაფერხებელი დამატებითი ხერხების გამოყენება.

საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი

დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საჭიროა მხოლოდ პაციენტის სრული გამოკვლევის (მაგალითად, ლაპარასკოპია) შემდეგ.

ტრიპტორელინის გამოყენებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პაციენტი ორსულად არ არის. პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოთი მკურნალობისას დგება ამენორეა (პირველი თვის გარდა), ამიტომ თუ პაციენტს უვითარდება სისხლდენა საშვილოსნოდან, საჭიროა ესტროგენის კონცენტრაციის შემოწმება სისხლში. თუ მისი მაჩვენებელი 50პგ/მლ-ზე დაბალია საჭიროა შესაძლო ორგანული მიზეზიბის აღმოჩენა. მკურნალობის დასრულების შემდეგ საკვერცხეების ფუნქცია აღდგება, მაგალითად, მენსტრუალური სისხლდენა დგება ბოლო ინექციიდან 7-12 კვირის შემდეგ.

მკურნალობის პირველ თვეს საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება, რამდენადაც გონადოტროპინების პირველადმა სეკრეციამ შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციის სტიმულირება. კონტრაცეპციის აღნიშნული მეთოდის გაგრძელება საჭიროა გაგრძელდეს ბოლო ინექციიდან მე-4 კვირის დასაწყისიდან მენსტრუალური ციკლის განახლებამდე ან კონტრაცეპციის სხვა მეთოდის დანიშვნამდე.

საშვილოსნოს მიომის მკურნალობისას საჭიროა საშვილოსნოს ზომის რეგულარული კონტროლი, მაგალითად, ულტრაბგერითი გამოკვლევით. საშვილოსნოს ზომის მიომის ქსოვილის შეკუმშვისგან არაპროპორციულად სწრაფმა შეკუმშვამ ერთეულ შემთხვევებში გამოიწვია სისხლდენა და სეფსისი.

არსებობს ცნობები სისხლდენის განვითარების შესახებ გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით მკურნალობის შემდეგ სუბმუკოზური მიომის მქონე პაციენტებში. ჩვეულებრივ, სისხლდენა იწყებოდა მკურნალობის ინიცირებიდან 6-10 კვირის შემდეგ.

უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება)

პრეპარატი დეკაპეპტილი დეპო ინიშნება ენდოგენური სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის სტაბილიზების მიზნით გონადოტროპინების შემდგომი დანიშვნისას ფოლიკულების ზრდის სტიმულირებით. დეკაპეპტილი დეპოს გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სტიმუირებული ფოლიკულების ნაადრევი ლუთეინიზაცია, რაც მთლიანობაში ზრდის ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამის ეფექტურობას.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

საკვერცხეების სტიმულირება აუცილებელია ჩატარდეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

დეკაპეპტილი დეპოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, რის გამოც აუცილებელია რეგულარული კლინიკური კონტროლი ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩათვლით.

პრეპარატის გამოყენებამ საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციისას შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინრომისა და საკვერცხის კისტების განვითარება. ფოლიკულების სტიმულაცია გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების ანალოგებით შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს უმნიშვნელო რაოდენობის პაციენტებში, განსაკუთრებით წინასწარგანწყობისას ან საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომისას.

როგორც სხვა გონადოტოპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგებისას, ტრიპტორელინის გონადოტროპინებთან ერთად გამოყენებისას არსებობს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის განვითარების რისკი.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი - განსხვავდება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან და ვლინდება მეტი სიმძიმით. ის მოიცავს საკვერცხეების უფრო მეტად გადიდებას, სისხლის პლაზმაში ესტროგენების მაღალ კონცენტრაციასა და სისხლძარღვების გამტარობის ზრდას. ამ უკანასკნელის შედეგად შესაძლებელია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, პლევრალურ სივრცესა და იშვიათად, პერიკარდიუმის სივრცეში.

მძიმე ფორმის საკვერხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცელის არეში, მუცლის შებერილობა, საკვერცხეების ზომის მნიშვნელოვანი მატება, სხეულის მასის ზრდა, ქოშინი, ოლიგურია და კუჭ-ნაწლავის სიმპტომენი გულისრევის, ღებინებისა და დიარეის ჩათვლით. კლინიკური გამოკვლევისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დარღვევები, ასციტი, ჰემოპროტეინურია, პლევრალური გამონაჯონი, ჰიდროთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი და თრომბოემბოლიური გართულებები.

გონადოტროპინების შეყვანის ფონზე საკვერცხეების გადამეტებული რეაქცია იშვიათად იწვევს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებას, თუ ოვულაციის სტიმულაციის მიზნით არ გამოიყენება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი. ამიტომ, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის შემთხვევაში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის გამოყენება საჭირო არ არის და პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნას ქსესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავებისა და კონტრაცეპციის ბარიერული საშუალებების გამოყენების შესახებ არანაკლებ 4 დღის განმავლობაში. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს (24 სთ-იდან რამდენიმე დღემდე) და გახდეს სერიოზული სამედიცინო პრობლემა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება.

საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ისნდრომი უფრო მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარე შეიძლება იყოს ორსულობის დადგომისას. ხშირად საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ვლინდება გონადოტროპინებისთ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და სიმძიმის მაქსიმუმს აღწევს თერაპიის დასრულებიდან 7-10დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ლაგდება სპონტანურად მენსტრუაციის დაწყების შემდეგ.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმისას თერაპია უნდა შეწყდეს, პაციენტი თავსდება სტაციონარში და იწყება სპეციფიური მკურნალობა.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება მეტადაა დამახასიათებელი საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე პაციენტებში.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გონადოტროპინებთან ერთად დანიშვნისას საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკი მეტია მხოლოდ გონადოტროპინების გამოყენებისას მის განვითარების რისკთან შედარებით.

საკვერცხეების კისტები

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება განვითარდეს კისტები საკვერცხეებში.ისინი, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდა არაფუნქციონალურია.

კაცები

ტრიპტორელინი, ისევე როგორც გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სხვა აგონისტები, იწვევს სისხლში ტესტოსტერონის კონცენტრაციის დროებით მატებას. შედეგად, აღნიშნულია მკურნალობის პირველ კვირებში წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის სიპტომების დროებითი გაუარესების ერთეული შემთხვევები. მკურნალობის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია შესაბამისი ანტიანდროგენული პრეპარატის მიღება ტესტოსტერონის კონცენტრაციის პირველადი მატებისა და კლინიკური სურათის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

პაციენტთა უმნიშვნელო პროცენტს შეიძლება განუვითარდეს წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის სიმპტომთა გუარესება და მეტასტაზური ტკივილების გაძლიერება, რომლებიც საჭიროებენ სიმპტომურ ჩარევას.

როგორც გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სხვა აგონისტების გამოყენებისას, აღინიშნებოდა ზურგის ტვინის კომპრესიის ან საშარდე გზების გაუვალობის ერთეული შემთხვევები. ზურგის ტვინის კომპრესიის ან საშარდე გზების გაუვალობის განვითარებისას საჭიროა ამ გართულებების სტანდარტული თერაპიის გამოყენება და უკიდურეს შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებელი ორქიექტომია. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში რეკომენდებულია დაკვირვება, განსაკუთრებით მეტასტაზური ვერტებრალური დაზიანების მქონე პაციენტებში ზურგის ტვინის კომპრესიის განვითარების რისკის გამო; ასევე დაკვირვებაა საჭირო პაციენტებში საშარდე გზების გაუვალობით.

ორქიექტომის შემდეგ ტრიპტორელინი არ იწვევს ტესტოსტერონის კონცენტრაციის შემდგომ შემცირებას.

ორმხრივ ორქიექტომიასა და გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ანდროგენული დეპრივაცია იწვევს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის დაჩქარებას, რაც შეიძლება გახდეს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების განვითარების მომატებული რისკის მიზეზი.

ანტიანდროგენული თერაპიისას შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება. პრეპატრატ დეკაპეპტილი დეპოს გამოყენებამდე პაციენტებში ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების ეპიზოდებით ან შესაბამისი რისკ-ფაქტორებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპერატებს, რომელთაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელისა და შესაძლო რისკების შეფასება და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება.

ამასგარდა, ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით ანტიანდროგენული თერაპიისას პაციენტებს არენიშნებოდათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგალითად, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება) ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. თუმცა კლინიკური მონაცემების შედეგები არ ადასტურებს კავშირს გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგებით მკურნალობასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის დონეს შორის.

პაციენტებმა ნივთიერებათა ცვლისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ გამოკვლევა და ანტიანდროგენული თერაპიისას იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

პრეპარატ დეკაპეპტილი დეპოს სატრანსპორტო საშუალებებსა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის კლინკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, არასასურველი რეაქციების (თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გამოშვების ფორმა

ინტრამუსკულურად და კანქვეშ შესაყვანი, გახანგრძლივებული მოქმედების, სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 3,75 მგ.

3,75 მგ მოქმედი ნივთიერება 2,25 მლ მოცულობის ერთჯერად შპრიცში

1მლ გამხსნელი ერთჯერად შპრიცში.

1 ფხვნილის და 1 გამხსნელის შემცველი შპრიცი შემაერთებელ ელემენტთან და 2 ნემსთან ერთად ინექციისთვის კონტურულ შეფუთვაშ,ი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტუქციით.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

შენახვის პირობები

შეინახეთ 2-8 °С ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

ფერინგ გმბხ,

ვიტლანდი 11, 24109 კილი, გერმანია.

მწარმოებელი

შემფუთავი (მეორადი (სამომხმარებლო) შეფუთვა)

ფერინგ - ლეჩივა, ა.ს.,

კე სკალე 455,252 42 ვესტეცი პრაღასთან (არეალი სპოლ. ეცპ,ა.ს.) ჩეხეთის რესპუბლიკა.

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის დასახელება და მისამართი მომხმარებლისგან პრეტენზიების მისაღებად

შპს „ფერინგ ფარმასეტიკალზ“

115054, მოსკოვი, კოსმოდამიანსკაიას სანაპირო, ბ 52, შენობა 4.

ტელ: +7(495)287-0343

ფაქსი: +7(495)287-0342.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა