პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

დებარა

Debara

ურეცეპტოდ0,25მგ+0,03მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე პირის ღრუსა და ყელის ინფექციების (გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი და ა.შ.) ადგილობრივი მკურნალობისთვის. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,25მგ+0,03მგ საწუწნი ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
World Medicine Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
ATC კოდი
R02AA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-039652
რეგისტრირებულია
1 დეკემბერი 2023, მოქმედებს 1 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადებარა და სხვა წამალი ერთად

დებარა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე პირის ღრუსა და ყელის ინფექციების (გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი და ა.შ.) ადგილობრივი მკურნალობისთვის. დებარა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება კატარალური ან ლაკუნარული ანგინის, პლაუტ-ვინსენტის ანგინის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს. პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ტონზილექტომიისა და კბილის ამოღების შემდეგ აღდგენითი პერიოდის დასაჩქარებლად.

პრეპარატი დებარა ასევე რეკომენდებულია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობისას.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში ერთხელ, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

პრეპარატის გამოყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესი

ტაბლეტები განკუთვნილია პირის ღრუში გასაწუწნად.

ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, დაღეჭვის გარეშე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ცნობილი ალერგია ამონიუმის მეოთხეული ნაერთების მიმართ (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

სიფრთხილის ზომები

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ის ვარგისია გამოსაყენებლად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. არ იწვევს კარიესს.

დამხმარე ნივთიერებები

დებარა შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენებით და საკვებთან ერთად სორბიტის (ან ფრუქტოზის) მიღებით გამოწვეული დამატებითი ეფექტები. სორბიტოლის რაოდენობამ პერორალურ პრეპარატებში შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ამავდროულად მიღებული პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე. ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დებარა.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ანიონურ ტენზიდებთან გამოყენებისას, რომელსაც შეიცავს ჩვეულებრივი კბილის პასტა. შესაბამისად, კბილების გაწმენდის შემდეგ, პრეპარატ დებარას გამოყენება შესაძლებელია არანაკლებ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს ცნობილი უკუჩვენებები დექვალინიუმის ქლორიდის და დიბუკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა მედიკამენტის ზემოქმედების კვლევები ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ სისწრაფეს. თუმცა იმის ალბათობა, რომ პრეპარატი ახდენს უარყოფით ზემოქმედებას აღნიშნულ ფუნქციებზე, ნაკლებად სავარაუდოა.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

სუნთქვის, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - დისპნოე.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ზოგადად, დებარა ძალიან კარგად გადაიტანება; თუმცა, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ღებინება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, საყლაპავის წყლული და ნეკროზი.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებები; თავიდან უნდა იქნას აცილებული ღებინება და კუჭის ამორეცხვა.

შემადგენლობა

საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექვალინიუმის ქლორიდი 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, არომატიზატორი „ბაღის პიტნა“, ბაღის პიტნის ზეთი.

პრეპარატის ათქ კოდი R02AA20

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი

( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სხვა ანტისეპტიკური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექვალინიუმის ქლორიდი ახდენს ბაქტერიციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის შერეულ ინფექციებს. მას აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობას, აგრეთვე სოკოებს, სპიროქეტებს და ლარინგოფარინგეალური ინფექციების გამომწვევ სხვა მიკროორგანიზმებს.

დიბუკაინის ჰიდროქლორიდი, მსუბუქად გამოხატული საანესთეზიო მოქმედების შედეგად, აღმოფხვრის ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირის ღრუსა და ყელის ანთებით პროცესებს.

დექვალინიუმის ქლორიდის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები უცნობია.

ძირითადი აქტიური ნივთიერება (დექვალინიუმის ქლორიდი) პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დებარა

სავაჭრო დასახელება

დებარა, Debara

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

დექვალინიუმის ქლორიდი + დიბუკაინის ჰიდროქლორიდი

Dequalinium chloride + Dibucaine hydrochloride

წამლის ფორმა

საწუწნი ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაზოლით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

შემადგენლობა

საწუწნი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექვალინიუმის ქლორიდი 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, არომატიზატორი „ბაღის პიტნა“, ბაღის პიტნის ზეთი.

პრეპარატის ათქ კოდი R02AA20

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სხვა ანტისეპტიკური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექვალინიუმის ქლორიდი ახდენს ბაქტერიციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის შერეულ ინფექციებს. მას აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობას, აგრეთვე სოკოებს, სპიროქეტებს და ლარინგოფარინგეალური ინფექციების გამომწვევ სხვა მიკროორგანიზმებს.

დიბუკაინის ჰიდროქლორიდი, მსუბუქად გამოხატული საანესთეზიო მოქმედების შედეგად, აღმოფხვრის ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირის ღრუსა და ყელის ანთებით პროცესებს.

დექვალინიუმის ქლორიდის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები უცნობია.

ძირითადი აქტიური ნივთიერება (დექვალინიუმის ქლორიდი) პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არის.

გამოყენების ჩვენებები

გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე პირის ღრუსა და ყელის ინფექციების (გინგივიტი, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი და ა.შ.) ადგილობრივი მკურნალობისთვის. დებარა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება კატარალური ან ლაკუნარული ანგინის, პლაუტ-ვინსენტის ანგინის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს. პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ტონზილექტომიისა და კბილის ამოღების შემდეგ აღდგენითი პერიოდის დასაჩქარებლად.

პრეპარატი დებარა ასევე რეკომენდებულია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობისას.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში ერთხელ, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ - 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

პრეპარატის გამოყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესი

ტაბლეტები განკუთვნილია პირის ღრუში გასაწუწნად.

ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, დაღეჭვის გარეშე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ცნობილი ალერგია ამონიუმის მეოთხეული ნაერთების მიმართ (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

სუნთქვის, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - დისპნოე.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ის ვარგისია გამოსაყენებლად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. არ იწვევს კარიესს.

დამხმარე ნივთიერებები

დებარა შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენებით და საკვებთან ერთად სორბიტის (ან ფრუქტოზის) მიღებით გამოწვეული დამატებითი ეფექტები. სორბიტოლის რაოდენობამ პერორალურ პრეპარატებში შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ამავდროულად მიღებული პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე. ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დებარა.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

არ ჩატარებულა მედიკამენტის ზემოქმედების კვლევები ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ სისწრაფეს. თუმცა იმის ალბათობა, რომ პრეპარატი ახდენს უარყოფით ზემოქმედებას აღნიშნულ ფუნქციებზე, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

არ არსებობს ცნობილი უკუჩვენებები დექვალინიუმის ქლორიდის და დიბუკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ანიონურ ტენზიდებთან გამოყენებისას, რომელსაც შეიცავს ჩვეულებრივი კბილის პასტა. შესაბამისად, კბილების გაწმენდის შემდეგ, პრეპარატ დებარას გამოყენება შესაძლებელია არანაკლებ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება

ზოგადად, დებარა ძალიან კარგად გადაიტანება; თუმცა, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ღებინება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, საყლაპავის წყლული და ნეკროზი.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებები; თავიდან უნდა იქნას აცილებული ღებინება და კუჭის ამორეცხვა.

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები.

10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი

( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა