პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

დაპაზოქსი

DAPAZOX

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება „ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორების“ სახელით ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ისინი თრგუნავს SGLT2 ცილას თქვენს თირკმელში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Hetero Labs Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BK01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035826
რეგისტრირებულია
8 ივლისი 2022, მოქმედებს 8 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Hetero Labs Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენს“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადაპაზოქსი და სხვა წამალი ერთად

დაპაზოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება „ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორების“ სახელით ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ისინი თრგუნავს SGLT2 ცილას თქვენს თირკმელში. ამ ცილის დათრგუნვით, თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიდევნება სისხლის შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის) შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

ტიპი 2 დიაბეტი

თუ ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი ვერ ხერხდება კვებით და ვარჯიშით;

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად;

მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა.

გულის უკმარისობა

გულის ტუმბოს სუსტი ფუნქციონირებით გამოწვეული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

რა არის ტიპი 2 დიაბეტი და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

ტიპი 2 დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ინსულინს და არ შეუძლია მისი სათანადოდ გამოყენება. ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ეს იწვევს მძიმე პრობლემებს, როგორიცაა გულის ან თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სისხლის ცუდი მიმოქცევა თქვენს ხელებსა და ფეხებში.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების საშუალებით ხდება თქვენი ორგანიზმიდან ჭარბი გლუკოზის გამოდევნა. პრეპარატი ასევე ხელს უშლის გულის დაავადების განვითარებას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გული სუსტია და არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობის ამოტუმბვა და ფილტვებისთვის და მთელი ორგანიზმისთვის მიწოდება. ყოველივე ეს იწვევს მძიმე სამედიცინო დარღვევებს და საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას.

გულის უკმარისობის ყველა ხშირი სიმპტომები არის ქოშინი, დაღლილობის ან ძალიან გადაღლილობის მუდმივი შეგრძნება და კოჭების შეშუპება.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები ხელს უწყობს გულის დაცვას, რათა უფრო არ დასუსტდეს და აუმჯობსებს თქვენს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში მისვლის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს ეხმარება სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნებაში.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

დოზირება:

რეკომენდებული დოზა არის ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს 5 მგ დოზით, ღვიძლის პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

პრეპარატის მიღების წესი

ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.

ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა, ეცადეთ მიიღოთ ყოველი დღის ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.

თქვენმა ექიმმა დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, უკეთესად აითვისოს სისხლში არსებული გლუკოზა. თუ გაქვთ დიაბეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმს მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატი შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

ის, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო არის დარჩენილი მომდევნო დოზის მიღებამდე.

თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდვნო დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული დაპაგლიფლოზინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).

სიფრთხილის ზომები

სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

დიაბეტური აციდოზი:

თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ ან გაქვთ გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამოსუნთქვისას, ტკბილი ან ლითონის გემო პირში, ან სხვადასხვა სუნი შარდში ან ოფლში ან წონაში სწრაფი კლება.

ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ - მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში დარღვევის ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ანალიზებით ვლინდება.

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით, ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე დაავადების გამო.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.

დიაბეტურ კეტოაციდოზზე ეჭვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი:

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება და რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე, თუ:

გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა.

გაქვთ დიაბეტი და თირკმლის მხრივ დარღევევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში გლუკოზის საკონტროლოდ.

გაქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება უფრო დაბალი დოზით დაიწყოს მკურნალობა.

ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები“.

სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები მოცემულია პუნქტში 4. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.

გაქვთ ან განვითარდა გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), პირღებინება ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა ან დალევა. აღნიშნულმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით.

ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენთან კავშირშია (ან არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე.

დიაბეტი და ტერფების მოვლა

თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია ტერფების რეგულარული შემოწმება და ტერფების მოვლასთან დაკავშირებით თქვენი სამედიცინო სპეციალისტის მიერ გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის დაცვა.

თირკმლის ფუნქცია

თუ გაქვთ დიაბეტი, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს თირკმლის მდგომარეობა.

შარდში გლუკოზა

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებულია ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რადგან პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში ის შესწავლილი არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

ღებულობთ შარდმდენებს, ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად (დიურეზული საშუალება).

გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. თქვენმა ექიმმსა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების დროს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის, თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ამ პრეპარატის მიღებამ სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც თავის მხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება, და გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას იგრძენით თავბრუსხვევა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც იშვიათად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნების:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები.

დიაბეტური კეტოაციდოზი - იშვიათია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ესენია დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ ასევე პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):

სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;

გულისევის შეგრძნება ან გულისრევა;

მუცლის ტკივილი;

ძლიერი წყურვილი;

სწრაფი და ღრმა სუნთქვა;

დაღლილობა;

უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;

ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი;

წონაში სწრაფი კლება.

ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობა.

შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარებას:

საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

ცხელება და/ან შემცივნება;

წვის შეგრძნება შარდვისას;

წელის ან გვერდების ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირი არ არის, შარდში სისხლში შემჩნევისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა:

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რაც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს) დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:

კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;

შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;

გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა;

მკურნალი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი

პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);

წელის ტკივილი;

უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;

სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);

სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);

კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;

თავბრუსხვევა;

გამონაყარი.

არახშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ან ანურია ან აჩქარებული გულისცემა);

წყურვილი;

შეკრულობა;

ღამით გაღვიძება მოსაშარდად;

პირის სიმშრალე;

წონაში კლება;

კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;

შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).

გვერდითი მოვლენების ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაკეთება შეგიძლიათ პირდაპირ (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ჭარბი დოზა

დაპაგლიფლოზინი არ ავლენს ტოქსიკურობას ჯანმრთელ სუბიექტებში 500 მგ-მდე ერთჯერად პერორალურ დოზებზე (რაც 50-ჯერ აღემატება ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას). ამ სუბიექტებს აქვთ გამოხატული გლუკოზა შარდში დოზა-დამოკიდებული დროის განმავლობაში (სულ მცირე 5 დღე 500 მგ დოზისათვის), დეჰიდრატაციის, ჰიპოტენზიის ან ელექტროლიტების დისბალანსის შემთხვევების გარეშე, და QTc ინტერვალზე კლინიკურად გამოხატული მოქმედების გარეშე. ჰიპოგლიკემიის სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო. კლინიკურ კვლევებში, სადაც 100 მგ-მდე დღეში ერთჯერადი დოზა (ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 10-ჯერ მეტი) გამოიყენებოდა 2 კვირის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებსა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე სუბიექტებში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე ოდნავ მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში და არ იყო დოზა-დამოკიდებული. გვერდითი მოვლენების სიხშირე, დეჰიდრატაცის ან ჰიპოტენზიის ჩათვლით, პლაცებოს მსგავსი იყო, და ლაბორატორიული პარამეტრების დოზა-დამოკიდებული, კლინიკურად გამოხატული ცვლილებები არ აღინიშნებოდა, შრატის ელექტროლიტებისა და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერების ჩათვლით.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით უნდა დაიწყოს შესაფერისი დამხმარე მკურნალობა. ჰემოდიალიზით დაპაგლიფლოზინის გამოდევნა შესწავლილი არ არის.

შემადგენლობა

დაპაგლიფლოზინის აქტიური ნივთიერება,

10 მგ

ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „D33“ და მეორე მხარეს - „H“.

სხვა ნივთიერებებია:

დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი (კოლიდონი CL), უწყლო ლაქტოზა (სუპერ ტაბ 21 AN), მაგნიუმის სტეარატი (ლიგამედი MF-2-V), მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი-PH 112), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდი 244 FP), ოპადრი II ვარდისფერი (85F94172), გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა:

3x10’ ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა

HDPE კონტეინერული შეფუთვა 30 ცალზე.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კონტრასპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები.

ათქ-კოდი: A10BK01.

მოქმედების მექანიზმი

დაპაგლიფლოზინის არის SGLT2-ის ძალიან ძლიერი (Ki: 0.55 nM), სელექტიური და შექცევადი ინჰიბიტორი. SGLT2-ის დათრგუნვა დაპაგლიფლოზინით ამცირებს გლუკოზის რეაბსორბციას გლომერულური ფილტრატიდან თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში ნატრიუმის რეაბსორბციის თანმხლები შემცირებით, რასაც მოყვება გლუკოზის ექსკრეცია შარდში და ოსმოსური დიურეზი. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკებამდე, რაც სავარაუდოდ ზრდის ტუბულოგლომერულურ უკუკავშირს და ამცირებს ინტრაგლომერულურ წნევას. აღნიშნული ოსმოსურ დიურეზთან კომბინაციაში იწვევს მოცულობის გადატვირთვის შემცირებას, დაქვეითებულ არტერიულ წნევას და შემცირებულ წინასწარ და შემდგომ დატვირთვას, რასაც შეიძლება სასარგებლო ზეგავლენა ჰქონდეს გულის რემოდელირებაზე. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის მომატებას და სხეულის წონის შემცირებას. დაპაგლიფლოზინის სასარგებლო ზეგავლენა გულზე დამოკიდებულია არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელ ეფექტზე და არ შეემოიფარგლება დიაბეტის მქონე პაციენტებით, როგორც ეს ნაჩვენებია DAPA-HF კვლევაში.

დაპაგლიფლოზინი აუმჯობესებს პლაზმაში გლუკოზის დონეს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ, თირკმელში გლუკოზის რეაბსორბციის შემცირებით, რაც იწვევს შარდში გლუკოზის ექსკრეციას. გლუკოზის ეს ექსკრეცია (გლუკურეზული ეფექტი) აღინიშნება პირველი დოზის შემდეგ, უწყვეტია დოზირების 24-საათიანი ინტერვალით და შენარჩუნებულია მთელი მკურნალობის განმავლობაში. ამ მექანიზმით თირკმელებით განდევნილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციასა და GFR-ზე. ამრიგად, სისხლში ნორმალური გლუკოზის მქონე პირებში დაპაგლიფლოზინს აქვს დაბალი მიდრეკილება ჰიპოგლიკემიის გამოწვევისკენ. დაპაგლიფლოზინი არ არღვევს გლუკოზის ნორმალურ ენდოგენურ გამომუშავებას ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ. დაპაგლიფლოზინი მოქმედებს ინსულინის სეკრეციისა და ინსულინის მოქმედებისგან დამოუკიდებლად. ჰომეოსტაზის მოდელის შეფასების გაუმჯობესება ბეტა უჯრედების ფუნქციისთვის (HOMA ბეტა უჯრედი) დაფიქსირდა დაპაგლიფლოზინის კლინიკურ კვლევებში.

SGLT2 სელექტიურად ექსპრესირდება თირკმელში. დაპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტისათვის პერიფერიულ ქსოვილებში და >1,400-ჯერ უფრო სელექტიურია SGLT2-სთვის, SGLT1-თან შედარებით, მთავარ ტრანსპორტერთან ნაწლავში, რომელიც გლუკოზის შეწოვაზე არის პასუხისმგებელი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

შარდში გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობის მომატება აღინიშნა ჯანმრთელ სუბიექტებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ. გლუკოზის დაახლოებითი 70 გრ გამოიყოფებოდა შარდში ყოველდღიურად (280 კკალ/დღეში შესაბამისი) 10 მგ/დღეში დაპაგლიფლოზინის დოზაზე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში 12 კვირის განმავლობაში. გლუკოზის მდგრადი ექსკრეციის მტკიცებულება დაფიქსირდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში, რომლებსაც აძლევდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ/დღეში დოზას 2 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

გლუკოზის ექსკრეცია შარდში დაპაგლიფლოზინთან ერთად ასევე იწვევს ოსმოსურ დიურეზს და ზრდის შარდის მოცულობას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. შარდის მოცულობის გაზრდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში 10 მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობისას შენარჩუნებული იყო 12 კვირის განმავლობაში და შეადგენდა დაახლოებით 375 მლ/დღეში. შარდის მოცულობის მომატება დაკავშირებული იყო შარდში ნატრიუმის ექსკრეციის მცირე და ტრანზიტორული მომატებასთან, რაც უკავშირდებოდა შრატში ნატრიუმის კონცენტრაციების ცვლილებებს.

შარდში შარდმჟავას ექსკრეცია ასევე ტრანზიტორულად იყო მომატებული (3-7 დღე), მას თან ახლდა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მდგრადი შემცირება. 24-ე კვირისათვის, შრატში შარდმჟავას კონცენტრაციების შემცირება მერყეობდა -48.3-დან -18.3 მიკრომოლ/ლ-მდე (-0.87-დან -0.33 მგ/დლ-მდე).

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

გლიკემიური კონტროლისა და გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია.

თოთხმეტი, ორმაგი ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ჩატარდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 7,056 სუბიექტის მონაწილეობით დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გლიკემიური ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად; 4,737 სუბიექტი აღნიშნულ კვლევებში მკურნალობდა დაპაგლიფლოზინით. თორმეტ კვლევაში მკურნალობის პერიოდის ხანგრძლივობა იყო 24 კვირა, 8 კვლევა ჩატარდა გრძელვადიანი გაგრძელებით 24-დან 80 კვირამდე (კვლევის საერთო ხანგრძლივობა განისაზღვრა 104 კვირამდე), ერთ კვლევაში მკურნალობის პერიოდი შეადგენდა 28 კვირას, ხოლო ერთ კვლევის ხანგრძლივობა იყო 52 კვირა გრძელვადიანი გაგრძელებით 52-დან 104 კვირამდე (კვლევის საერთო ხანგრძლივობა იყო 208 კვირა). დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა მერყეობდა 1.4-დან 16.9 წლამდე. ორმოცდაათ პროცენტს (50%) აღენიშნებოდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, ხოლო 11%-ს ჰქონდა თირკმლის ზომიერი დისფუნქცია.

პაციენტების ორმოცდათერთმეტი პროცენტი (51%) იყო კაცები, 84% იყო თეთრკანიანი, 8% - აზიური წარმოშობის, 4% - შავკანიანი და 4% - სხვა რასობრივი ჯგუფიდან. სუბიექტების ოთხმოცდაერთი პროცენტის (81%) სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 27. გარდა ამისა, ორი 12-კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა პაციენტებში არაადექვატურად კონტროლირებადი ტიპი 2 დიაბეტით და ჰიპერტენზიით.

გულ-სისხლძარღვთა შედეგების შემსწავლელი კვლევა (DECLARE) ჩატარდა 10 მგ დაპაგლიფლოზინით პლაცებოსთან შედარებით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 17,160 პაციენტებში დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან ამ დაავადების გარეშე, გულ-სისხლძარღვებისა და თირკმელების მხრივ დარღვევებზე ეფექტის შესაფასებლად.

გლიკემიური კონტროლი

მონოთერაპია

ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, 24-კვირიანი ხანგრძლივობით (გაგრძელების დამატებითი პერიოდით) ჩატარდა დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მონოთერაპიის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებლად არაადექვატურად კონტოლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. დღეში ერთჯერადი მკურნალობა დაპაგლიფლოზინით იწვევს HbA1c-ს სტატისტიკურად გამოხატულ (p < 0.0001) შემცირებას პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).

გაგრძელების პერიოდში, HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა 102 კვირამდე (-0.61% და -0.17% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 10 მგ დაპაგლიფლოზინსა და პლაცებოს შემთხვევაში, შესაბამისად).

ცხრილი 2. დაპაგლიფლოზინის, მონოთერაპიის სახით, პლაცებო-კონტროლირებადი 24-კვირიანი კვლევის შედეგები (LOCFa)

მონოთერაპია

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

Nბ

70

75

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

პლაცებოსგანგ განსხვავება

(95% CI)

  • 01
  • 0.89
  • 0.66*

(-0.96, -0.36)

  • 79
  • 0.23

სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს

HbA1c < 7%

კორექტირებული საწყისი მაჩვენებლებისთვის

  • 8§
  • 6

სხეულის წონა (კგ)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

განსხვავება პლაცებოსგანგ

(95% CI)

  • 13
  • 3.16
  • 0.97

(-2.20, 0.25)

  • 77
  • 2.19

ა LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)

ბ ყველა რანდომიზებული სუბიქტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგი ბრმა კვლევის სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში

გ უმცირესი კვადრატის საშუალო კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე

  • p-სიდიდე < 0.0001 პლაცებოსთან შედარებით

§ არ არის შეფასებული სტატისტიკური მნიშვნელობისთვის მეორადი საბოლოო წერტილების თანმიმდევრული ტესტირების პროცედურის შედეგად

ა LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)

ბ ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგი ბრმა კვლევის სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში

დამატებითი კომბინირებული თერაპია

52-კვირიან, აქტიურად კონტროლირებად არანაკლები ეფექტიანობის კვლევაში (52- და 104-კვირიანი გახანგრძლივების პერიოდებით), დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეფასდა, როგორც მეტფორმინზე დამატებითი თერაპია, შედარებით სულფონილშარდოვანასთან (გლიპიზიდი), როგორც მეტფორმინზე დამატებითი თერაპია არაადეკვატური გლიკემიური კონტროლის მქონე სუბიექტებში (HbA1c > 6.5% და ≤ 10%). შედეგებმა აჩვენა HbA1c-ის ანალოგიური საშუალო შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან 52 კვირამდე, გლიპიზიდთან შედარებით, შესაბამისად ავლენდა არანაკლებ ეფექტიანობას (ცხრილი 3). 104-ე კვირისთვის, HbA1c-ის დაზუსტებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იყო -0.32% დაპაგლიფლოზიდის შემთხვევაში და -0.14% - გლიპიზიდის შემთხვევაი. 208-ე კვირისთვის, HbA1c-ის დაზუსტებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იყო -0.10% დაპაგლიფლოზინის შემთხვევაში და 0.20% - გლიპიზიდის შემთხვევაში. 52-ე, 104-ე და 208-ე კვირისათვის სუბიექტების მნიშვნელოვნად დაბალმა პროცენტმა ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა დაპაგლიფლოზინით (3.5%, 4.3% და 5.0%, შესაბამისად) განიცადა ჰიპოგლიკემიის მინიმუმ ერთი მოვლენა, ვიდრე გლიპიზიდით ნამკურნალებ ჯგუფში (40.8%, 47.0% და 50% შესაბამისად). კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროცენტული თანაფარდობა 104-ე კვირის და 208-ე კვირისათვის იყო 56.2% და 39.7% ჯგუფისთვის, რომელიც მკურნალობდა დაპაგლიფლოზინით და 50.0% და 34.6% - ჯგუფისთვის, რომელიც მკურნალობდა გლიპიზიდით.

ცხრილი 3. 52-ე კვირის შედეგები (LOCFa) აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც შედარდა დაპაგლიფლოზინი გლიპიზიდთან, მეტფორმინის დამატების სახით

დაპაგლიფლოზინი

გლიპიზიდი

პარამეტრი

+ მეტფორმინი

+ მეტფორმინი

Nბ

400

401

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

გლიპიზიდი+მეტფორმინისაგან განსხვავებაგ

(95% CI)

  • 69
  • 0.52
  • 0.00გ

(-0.11, 0.11)

  • 74
  • 0.52

სხეულის წონა (კგ)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

გლიპიზიდი+მეტფორმინისაგან განსხვავებაგ

(95% CI)

  • 44
  • 3.22
  • 4.65*

(-5.14, -4.17)

  • 60
  • 44

ა LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება

ბ რანდომიზებული და სუბიექტები, რომლებიც მკურნალობდნენ საწყისი და მინიმუმ 1 პოსტსაწყისი მაჩვენებლის ეფექტიანობის გაზომვით

გ უმცირესი კვადრატის კორექტირებული საშუალოი საწყისი მაჩვენლებისათვის

დ გლიპიზიდი+მეტფორმინის მიმართ არანაკლები ეფექტიანობა

  • p-სიდიდე < 0.0001

დაპაგლიფლოზინი, როგორც დამატება მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინსა და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ან ინსულინზე, იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 24 კვირაზე იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (p <0.0001; ცხრილები 4, 5 და 6).

HbA1c-ის შემცირება, რომელიც დაფიქსირდა 24 კვირისთვის, შენარჩუნდა დამატებით კომბინირებულ კვლევებში (გლიმეპირიდი და ინსულინი) 48-კვირიანი მონაცემებით (გლიმეპირიდი) და 104 კვირამდე მონაცემებით (ინსულინი). 48 კვირისთვის, როდესაც დაემატა სიტაგლიპტინს (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), 10 მგ დაპაგლიფლოზინის და პლაცებოსთვის კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იყო -0.30% და 0.38%, შესაბამისად. მეტფორმინზე დამატების კვლევისთვის, HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა 102 კვირის განმავლობაში (-0.78% და 0.02% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 10 მგ-ისთვის და პლაცებოსთვის, შესაბამისად). 104 კვირისათვის ინსულინის შემთხვევაში (პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატით ან მის გარეშე), HbA1c შემცირება იყო -0.71% და -0.06% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 10 მგ დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად. 48 და 104 კვირისათვის, ინსულინის დოზა დარჩა სტაბილური საწყის მაჩვენებელთან შედარებით იმ სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინის საშუალო დოზით 76 სე/დღეში. პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა საშუალო ზრდა 10.5 სე/დღეში და 18.3 სე/დღეში საწყისი მაჩვენებლიდან (საშუალო დოზა 84 და 92 სე/დღეში) 48 და 104 კვირისათვის, შესაბამისად. კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროცენტული მაჩვენებელი 104 კვირისათვის შეადგენდა 72.4%-ს 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები ჯგუფის შემთხვევაში და 54.8%-ს - პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში.

ცხრილი 4. დაპაგლიფლოზინის 24-კვირიანი (LOCFa) პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგები მეტფორმინთან ან სიტაგლიპტინთან (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) დამატებით კომბინაციაში

დამატებითი კომბინაცია

მეტფორმინი1

DPP-4 ინჰიბიტორი

(სიტაგლიპტინი2) ± მეტფორმინი1

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

Nბ

135

137

223

224

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

განსხვავება პლაცებოსგანგ

(95% CI)

  • 92
  • 0.84
  • 0.54*

(-0.74, -0.34)

  • 11
  • 0.30
  • 90
  • 0.45
  • 0.48*

(-0.62, -0.34)

  • 97
  • 04

სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს

HbA1c < 7%

კორექტირებული საწყისი მაჩვენებლისთვის

  • 66**
  • 9

სხეულის წონა (კგ)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

განსხვავება პლაცებოსგანგ

(95% CI)

  • 28
  • 2.86
  • 1.97*

(-2.63, -1.31)

  • 74
  • 0.89
  • 02
  • 2.14
  • 1.89*

(-2.37, -1.40)

  • 23
  • 0.26

1 მეტფორმინი ≥ 1500 მგ/დღეში;

2 სიტაგლიპტინი 100 მგ/დღეში;

ა LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)

ბ ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგი ბრმა კვლევის სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში

გ უმცირესი კვადრატის საშუალო კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე

  • p-სიდიდე < 0.0001 შედარებული პლაცებოსთან + პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატი
  • * p-სიდიდე < 0.05 შედარებული პლაცებოსთან + პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატი

ცხრილი 5. დაპაგლიფლოზინის 24-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების შედეგები სულფონილშარდოვანასთან (გლიმეპირიდთან) ან მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან დამატებით კომბინაციაში

დამატებითი კომბინაცია

სულფონილშარდოვანა

(გლიმეპირიდი)1

სულფონილშარდოვანა + მეტფორმინი2

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

Nბ

151

145

108

108

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

გგანსხვავება პლაცებოსგან

(95% CI)

  • 07
  • 0.82
  • 0.68*

(-0.86, -0.51)

  • 15
  • 0.13
  • 08
  • 0.86
  • 0.69*

(−0.89, −0.49)

  • 24
  • 0.17

სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს

HbA1c < 7% (LOCF)დ

კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე

  • 7*
  • 0
  • 8*
  • 1

სხეულის წონა (კგ) (LOCF)დ

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

განსხვავება პლაცებოსგანგ

(95% CI)

  • 56
  • 2.26
  • 1.54*

(-2.17, -0.92)

  • 94
  • 0.72
  • 57
  • 2.65
  • 2.07*

(−2.79, −1.35)

  • 07
  • 0.58

1 გლიმეპირიდი 4 მგ/დღეში;

2 მეტფორმინი (დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმები) ≥1500 მგ/დღეში პლუს მაქსიმალური ტოლერანტული დოზა, რომელიც უნდა იყოს სულფონილშარდოვანას მაქსიმალური დოზის სულ მცირე ნახევარი, კვლევაში ჩართვამდე მინიმუმ 8 კვირით ადრე.

ა რანდომიზირებული და ნამკურნალები პაციენტები საწყისი მაჩვენებლის და მინიმუმ 1 პოსტ-საწყისი მაჩვენებლის ეფექტიანობის გაზომვით.

ბ პირველი და მე-2 სვეტები, HbA1c გაანალიზებული LOCF-ის გამოყენებით (იხილეთ სქოლიო დ); მე-3 და მე-4 სვეტები, HbA1c გაანალიზებული LRM-ის გამოყენებით (იხილეთ სქოლიო ე)

გ უმცირესი კვადრატის საშუალი კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე

დ LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)

ე LRM: გრძივი განმეორებითი გაზომვების ანალიზი

  • p-სიდიდე < 0.0001 შედარებული პლაცებოსთან + პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატი

ცხრილი 6. შედეგები 24 კვირაში (LOCFa) დაპაგლიფლოზინის პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ინსულინთან კომბინაციაში (მარტო ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად)

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

პარამეტრი

+ ინსულინი

+ ინსულინი

± პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები2

± პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები2

Nბ

194

193

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

  • 58
  • 46

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

  • 0.90
  • 0.30

განსხვავება პლაცებოსგანგ

  • 0.60*

(95% CI)

(-0.74, -0.45)

სხეულის წონა (კგ)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

  • 63
  • 21

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

  • 1.67
  • 02

განსხვავება პლაცებოსგანგ

  • 1.68*

(95% CI)

(-2.19, -1.18)

ინსულინის საშუალო დღიური დოზა (სე)1

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

  • 96
  • 96

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

  • 1.16
  • 08

განსხვავება პლაცებოსგანგ

  • 6.23*

(95% CI)

(-8.84, -3.63)

სუბიექტები ინსულინის საშუალო დღიური დოზის შემცირებით მინიმუმ 10% (%)

  • 7**
  • 0

LOCF: ბოლო დაკვირვება (ინსულინის პირველი დოზის ტიტრირებამდე ან ამ დღეს, საჭიროების შემთხვევაში) გადადებული შემდგომ პერიოდზე.

ბ ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგი ბრმა კვლევის სამკურნალო პრეპარატის სულ მცირე ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში

გ უმცირესი კვადრატის საშუალი კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის არსებობა

  • p-სიდიდე < 0.0001 შედარებული პლაცებოსთან + პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატი
  • * p-სიდიდე < 0.05 შედრებული პლაცებოსთან + პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატი

1 ინსულინის რეჟიმის (ხანმოკლე მოქმედების, შუალედური და ბაზალური ინსულინის ჩათვლით) ტიტრირება მხოლოდ დაშვებული იყო იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ FPG კრიტერიუმებს.

2 პაციენტების ორმოცდაათი პროცენტი საწყის ეტაპზე ღებულობდა ინსულინის მონოთერაპიას; 50% ღებულობდა 1 ან 2 პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატ(ებ)ს ინსულინთან ერთად: ამ უკანასკნელი ჯგუფიდან 80% ღებულობდა მხოლოდ მეტფორმინს, 12% ღებულობდა მეტფორმინს პლუს სულფონილშარდოვანას, ხოლო დანარჩენი ღებულობდა სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო პრეპარატებს.

მეტფორმინთან კომბინაციაში არანამკურნალებ პაციენტებში

სულ 1,236 ადრე არანამკურნალებმა პაციენტმა არაადეკვატურად კონტროლირებადი ტიპი 2 დიაბეტით (HbA1c ≥ 7.5% და ≤ 12%) მიიღო მონაწილეობა 24 კვირის ხანგრძლივობის ორ აქტიურ კონტროლირებად კვლევაში დაპაგლიფლოზინის (5 მგ ან 10 მგ) მეტფორმინთან კომბინირების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ადრე არანამკურნალებ პაციენტებში მონოკომპონენტებით ჩატარებულ თერაპიასთან შედარებით.

10 მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ მეტფორმინთან ერთად (2000 მგ-მდე დღეში) უზრუნველყო HbA1c-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით (ცხრილი 7) და გამოიწვია უზმოზე პლაზმური გლუკოზის (FPG) (ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით) და სხეულის წონის უფრო დიდი შემცირება (მეტფორმინთან შედარებით).

ცხრილი 7. შედეგები 24 კვირაზე (LOCFა) დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის კომბინირებული თერაპიის აქტიურ კონტროლირებად კვლევაში ადრე არანამკურნალებ პაციენტებში

პარამეტრი

10 მგ დაპაგლიფლოზინი + მეტფორმინი

10 მგ დაპაგლიფლოზინი

მეტფორმინი

Nბ

211ბ

219ბ

208ბ

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანგ

განსხვავება დაპაგლიფლოზინისაგანგ

(95% CI)

  • 10
  • 1.98
  • 0.53*

(−0.74, −0.32)

  • 03
  • 1.45
  • 03
  • 1.44

გმეტფორმინისაგან განსხვავება

(95% CI)

−0.54*

(−0.75, −0.33)

−0.01

(−0.22, 0.20)

ა LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე) გადადებული შემდეგი პერიოდისათვის

ბ ყველა რანდომიზებული პაციენტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგი ბრმა კვლევის სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგი ბრმა პერიოდის განმავლობაში.

გ უმცირესი კვადრატის საშუალი კორექტირებული საწყისი მაჩვენებლის სიდიდეზე.

  • p-სიდიდე < 0.0001.

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ექსენატიდთან კომბინირებული თერაპია

28-კვირიან, ორმაგ ბრმა, აქტიური კომპარატორით კონტროლირებად კვლევაში, დაპაგლიფლოზინისა და ხანგრძლივი გამოთავისუფლების ეგზენატიდის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) კომბინაცია შედარდა მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ექსენატიდთან, სუბიექტებში გლიკემიის არაადეკვატური კონტროლით მეტფორმინის მონოთერაპიისას (HbA1c ≥ 8% და ≤ 12%). ყველა სამკურნალო ჯგუფს აღენიშნა HbA1c-ის შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით. 10 მგ დაპაგლიფლოზინისა და ხანგრძლივი გამოთავისუფლების ეგზენატიდის ჯგუფის კომბინირებულმა მკურნალობამ აჩვენა HbA1c-ის უმაღლესი შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან, მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ექსენატიდთან შედარებით (ცხრილი 8).

ცხრილი 8. დაპაგლიფლოზინის და ხანგრძლივი გამოთავისუფლების ექსენატიდის ერთი 28-კვირიანი კვლევის შედეგები, მხოლოდ დაპაგლიფლოზინსა და მხოლოდ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ექსენატიდთან, მეტფორმინთან კომბინაციაში (პაციენტების მკურნალობის განზრახვა), შედარებით

პარამეტრი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

QD

+

ხანგრძლივი გამოთავისუფლების

ექსენატიდი 2 მგ QW

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

QD

+

პლაცებო QW

ხანგრძლივი გამოთავისუფლების

ექსენატიდი 2 მგ QW

+

პლაცებო QD

N

228

230

227

HbA1c (%)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

  • 29
  • 25
  • 26

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანა

  • 1.98
  • 1.39
  • 1.60

საშუალო განსხვავება საწყისი მაჩვენებლებიდან ცვლილებაში კომბინირენულ და მონოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებს შორის

(95% CI)

  • 0.59*

(-0.84, -0.34)

  • 0.38**

(-0.63, -0.13)

სუბიექტები (%), რომლებიც აღწევენ HbA1c < 7%

  • 7
  • 1
  • 9

სხეულის წონა (კგ)

საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)

  • 13
  • 87
  • 12

ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდანა

  • 3.55
  • 2.22
  • 1.56

საშუალო განსხვავება საწყისი მაჩვენებლებიდან ცვლილებაში კომბინირენულ და მონოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებს შორის

(95% CI)

  • 1.33*

(-2.12, -0.55)

  • 2.00*

(-2.79, -1.20)

QD = დღეში ერთხელ, QW = კვირაში ერთხელ, N = პაციენტების რაოდენობა, CI = ნდობის ინტერვალი

ა კორექტირებული უმცირესი კვადრატების საშუალობი (LS საშუალები) და სამკურნალო ჯგუფის სხვაობა …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

საინფორმაციო შეფუთვის ჩანართი

დაპაზოქსი (დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები 5 მგ და 10 მგ)

ამ პრეპარატის მიღებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

ნებისმიერი სხვა დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცეთ მას სხვებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი?

რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება „ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორების“ სახელით ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ისინი თრგუნავს SGLT2 ცილას თქვენს თირკმელში. ამ ცილის დათრგუნვით, თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიდევნება სისხლის შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის) შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

ტიპი 2 დიაბეტი

თუ ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი ვერ ხერხდება კვებით და ვარჯიშით;

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად;

მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა.

გულის უკმარისობა

გულის ტუმბოს სუსტი ფუნქციონირებით გამოწვეული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

რა არის ტიპი 2 დიაბეტი და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

ტიპი 2 დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ინსულინს და არ შეუძლია მისი სათანადოდ გამოყენება. ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ეს იწვევს მძიმე პრობლემებს, როგორიცაა გულის ან თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სისხლის ცუდი მიმოქცევა თქვენს ხელებსა და ფეხებში.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების საშუალებით ხდება თქვენი ორგანიზმიდან ჭარბი გლუკოზის გამოდევნა. პრეპარატი ასევე ხელს უშლის გულის დაავადების განვითარებას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გული სუსტია და არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობის ამოტუმბვა და ფილტვებისთვის და მთელი ორგანიზმისთვის მიწოდება. ყოველივე ეს იწვევს მძიმე სამედიცინო დარღვევებს და საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას.

გულის უკმარისობის ყველა ხშირი სიმპტომები არის ქოშინი, დაღლილობის ან ძალიან გადაღლილობის მუდმივი შეგრძნება და კოჭების შეშუპება.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები ხელს უწყობს გულის დაცვას, რათა უფრო არ დასუსტდეს და აუმჯობსებს თქვენს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში მისვლის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს ეხმარება სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნებაში.

  • რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

თუ ხართ ალერგიული დაპაგლიფლოზინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

დიაბეტური აციდოზი:

თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ ან გაქვთ გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამოსუნთქვისას, ტკბილი ან ლითონის გემო პირში, ან სხვადასხვა სუნი შარდში ან ოფლში ან წონაში სწრაფი კლება.

ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ - მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში დარღვევის ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ანალიზებით ვლინდება.

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით, ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე დაავადების გამო.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.

დიაბეტურ კეტოაციდოზზე ეჭვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი:

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება და რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე, თუ:

გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა.

გაქვთ დიაბეტი და თირკმლის მხრივ დარღევევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში გლუკოზის საკონტროლოდ.

გაქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება უფრო დაბალი დოზით დაიწყოს მკურნალობა.

ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები“.

სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები მოცემულია პუნქტში 4. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.

გაქვთ ან განვითარდა გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), პირღებინება ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა ან დალევა. აღნიშნულმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით.

ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენთან კავშირშია (ან არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე.

დიაბეტი და ტერფების მოვლა

თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია ტერფების რეგულარული შემოწმება და ტერფების მოვლასთან დაკავშირებით თქვენი სამედიცინო სპეციალისტის მიერ გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის დაცვა.

თირკმლის ფუნქცია

თუ გაქვთ დიაბეტი, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს თირკმლის მდგომარეობა.

შარდში გლუკოზა

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებულია ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რადგან პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში ის შესწავლილი არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

ღებულობთ შარდმდენებს, ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად (დიურეზული საშუალება).

გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. თქვენმა ექიმმსა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების დროს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის, თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ამ პრეპარატის მიღებამ სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც თავის მხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება, და გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას იგრძენით თავბრუსხვევა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • დაპაგლიფოზინის ტაბლეტების მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

დოზირება:

რეკომენდებული დოზა არის ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს 5 მგ დოზით, ღვიძლის პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

პრეპარატის მიღების წესი

ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.

ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა, ეცადეთ მიიღოთ ყოველი დღის ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.

თქვენმა ექიმმა დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, უკეთესად აითვისოს სისხლში არსებული გლუკოზა. თუ გაქვთ დიაბეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმს მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატი შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

ის, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო არის დარჩენილი მომდევნო დოზის მიღებამდე.

თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდვნო დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც იშვიათად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნების:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები.

დიაბეტური კეტოაციდოზი - იშვიათია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ესენია დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ ასევე პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):

სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;

გულისევის შეგრძნება ან გულისრევა;

მუცლის ტკივილი;

ძლიერი წყურვილი;

სწრაფი და ღრმა სუნთქვა;

დაღლილობა;

უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;

ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი;

წონაში სწრაფი კლება.

ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობა.

შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარებას:

საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

ცხელება და/ან შემცივნება;

წვის შეგრძნება შარდვისას;

წელის ან გვერდების ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირი არ არის, შარდში სისხლში შემჩნევისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა:

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რაც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს) დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:

კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;

შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;

გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა;

მკურნალი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი

პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);

წელის ტკივილი;

უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;

სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);

სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);

კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;

თავბრუსხვევა;

გამონაყარი.

არახშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ან ანურია ან აჩქარებული გულისცემა);

წყურვილი;

შეკრულობა;

ღამით გაღვიძება მოსაშარდად;

პირის სიმშრალე;

წონაში კლება;

კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;

შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).

გვერდითი მოვლენების ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაკეთება შეგიძლიათ პირდაპირ (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის აქტიური ნივთიერება,

10 მგ

ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „D33“ და მეორე მხარეს - „H“.

სხვა ნივთიერებებია:

დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი (კოლიდონი CL), უწყლო ლაქტოზა (სუპერ ტაბ 21 AN), მაგნიუმის სტეარატი (ლიგამედი MF-2-V), მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი-PH 112), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდი 244 FP), ოპადრი II ვარდისფერი (85F94172), გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა:

3x10’ ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა

HDPE კონტეინერული შეფუთვა 30 ცალზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Hetero Labs Limited

Hetero Corporate,

7-2-A2, ინდასთრიალ ისთეითს,

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი - 500 082,

ტელანგანა, ინდოეთი

პასუხისმგებელი პირი: ბჰანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა: ხელმოწერილია ბეჭედდასმულია

თარიღი: 16-02-2023 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა