დაპავან 10
DAPAONE 10
დაპავანი გამოიყენება შემდეგის სამკურნალოდ: მე-2 ტიპის დიაბეტი - მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. - თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით. - დაპავანი შეიძლება გამოყენებული იქნას დამოუკიდებლად ან სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045653
- რეგისტრირებულია
- 9 ივნისი 2026, მოქმედებს 9 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „რეგულათორი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დაპავან 10 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დაპავანი გამოიყენება შემდეგის სამკურნალოდ:
მე-2 ტიპის დიაბეტი
- მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
- დაპავანი შეიძლება გამოყენებული იქნას დამოუკიდებლად ან სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
- მნიშვნელოვანია გააგრძელოთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ თქვენთვის მოცემული რჩევების დაცვა დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
გულის უკმარისობა
- მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც გული არ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც საჭიროა.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპავანი?
მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან არ შეუძლია მისი სწორად გამოყენება. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ცუდი სისხლის მიმოქცევა ხელებსა და ფეხებში.
დაპავანი მოქმედებს თქვენი ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის გამოყოფის საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადების პრევენციას.
რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპავანი?
ამ ტიპის გულის უკმარისობა ხდება მაშინ, როდესაც გული ისე ვერ ტუმბავს სისხლს ფილტვებში და სხეულის დანარჩენ ნაწილებში, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საჭირო გახდეს საავადმყოფოში დახმარება.
გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, მუდმივად დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და ტერფების შეშუპება.
დაპავანი დაგეხმარებათ დაიცვას თქვენი გულის მდგომარეობა გაუარესებისგან და გააუმჯობესოს თქვენი სიმპტომები. მას შეუძლია შეამციროს საავაჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
რა არის თირკმელების ქრონიკული დაავადება როგორ შველის მას დაპავანი?
როდესაც თქვენ გაქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ თავისი ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ თქვენი სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმელების ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში დახმარების საჭიროება.
დაპავანი იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
- რა უნდა იცოდეთ დაპავანის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთჯერ.
როდესაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელ საშუალებასთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინის ან ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელ საშუალების უფრო დაბალი დოზა შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).
გულის უკმარისობა
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთჯერ.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთჯერ.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის საფუძველზე დოზის კორექცია საჭირო არ არის.
შეზღუდული გამოცდილების გამო, რეკომენდებული არ არის დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომლებშიც გფს (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) < 25 მლ/წთ-ზე.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დაქვეითების ეფექტურობა მცირდება, როდესაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) <45 მლ/წთ-ზე და ის სავარაუდოდ არ არსებობს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ, თუ გფს დაეცემა 45 მლ/წთ-ზე დაბლა, დამატებითი გლუკოზის დამაქვეითებელი მკურნალობა უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, თუ საჭიროა გლიკემიის შემდგომი კონტროლი (იხ. პუნქტები 4.4, 4.8, 5.1 და 5.2). ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. თუ ის კარგად აიტანება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2). ხანდაზმულები (≥ 65 წლის ასაკი)
ასაკის საფუძველზე დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
დოზის კორექცია საჭირო არ არის მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტები 5.1 და 5.2). 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მონაცემები არ არსებობს.
დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა გულის უკმარისობის ან თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების მეთოდი
დაპავანის მიღება შეიძლება პერორალურად დღეში ერთჯერ, დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს
დიაბეტური კეტოაციდოზი:
თუ გაქვთ დიაბეტი და თავს გრძნობთ ცუდად გაქვთ ან გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, გადაჭარბებული წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ცნობიერების აბნევა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამონასუთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში, ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი ან წონის სწრაფი კლება.
ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს "დიაბეტური კეტოაციდოზის" ნიშანი, ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება შეგექმნათ შაქრიანი დიაბეტისას შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ვლინდება ტესტებით.
დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილების გამო სერიოზული ოპერაციის ან სერიოზული ავადმყოფობის გამო.
თქვენი დაპავანით მკურნალობისას დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენს სისხლში შაქარი ნორმალურია.
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და აღარ მიიღოთ ეს პრეპარატი.
შორისის მანეკროზირებელი ფასციიტი:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგივითარდებათ სასქესო ორგანოებზე ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია ცხელებით ან ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებით. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის ნიშნები, რომელსაც ეწოდება შორისის მანეკროზირებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, რომელიც არღვევს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.
დაპავანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს
თუ გაქვთ „1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ახალგაზრდა ასაკში და თქვენი ორგანიზმი სრულიად არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპავანი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ დიაბეტი და გაქვთ თირკმელების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა მედიკამენტების მიღება სისხლში შაქრის გასაკონტროლებლად.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა
თუ ღებულობთ არტერიული წნევის დასაქვეითებელ პრეპარატებს (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) და გაქვთ ანამნმეზში დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია). დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ "სხვა პრეპარატები და დაპავანი".
თუ გაქვთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან სითხის ჭარბი დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. აცნობეთ თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ დაპავანის მიღებას, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
თუ გაქვთ ან განგივითარდებათ გულისრევა, ღებინება ან ცხელება ან თუ არ შეგიძლიათ საკვების ან სითხეების მიღება. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შეწყვიტოთ დაპავანის მიღება გამოჯანმრთელებამდე, დეჰიდრატაციაის პრევენციის მიზნით.
თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპავანის მიღებამდე.
დიაბეტი და ტერფების მოვლა
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფებია მოვლის შესახებ.
შარდში გლუკოზა
იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს დაპავანი, თქვენი შარდის ტესტი იქნება დადებითი შაქარზე, სანამ ღებულობთ ამ პრეპარატს.
ბავშვები და მოზარდები
დაპავანი შეიძლება გამოყენებულ იქნას 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მონაცემები არ არსებობს.
დაპავანი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ ან თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ამ პაციენტებში ის შესწავლილი არ ყოფილა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლოდროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს:
თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსაყოფ პრეპარატს (შარდმდენს).
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ შაქრის რაოდენობას სისხლში, როგორიცაა ინსულინი ან სულფონილშარდოვანას პრეპარატი. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).
თუ იღებთ ლითიუმს, რადგანაც დაპაონს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა თქვენს სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. თუ დაორსულდებით, უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან უკვე კვებავთ ძუძუთი ამ პრეპარატის მიღებამდე. არ გამოიყენოთ დაპავანი, თუ კვებავთ ძუძუთი. უცნობია, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაპაონს არა აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის მიღებამ სხვა, სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ერთად ან ინსულინთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუიაობის უნარზე.
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები და მექანიზმები, თუ <გამოგონილი სახელი> მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას.
დაპავანი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მ მოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ მიიღება დაპავანი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
რამდენის მიღებაა საჭირო
რეკომენდებული დოზაა 10 მგ ტაბლეტი დღეში.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 5 მგ საწყისი დოზა, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
ამ პრეპარატის მიღება
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით.
შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, შეეცადეთ მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
ეს დაგეხმარებათ მისი მიღების შესახებ დამახსოვრებაში.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დაპავანი სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. დაიმახსოვრეთ, მიიღეთ ეს სხვა პრეპარატ(ებ)ი ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. ის დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღებაში.
დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთ გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია დარჩეთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დიეტისა და ვარჯიშის პროგრამაზე <გამოგონილი სახელი> მიღების დროს.
თუ თქვენ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაპაონს
თუ თქვენ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაპავანის ტაბლეტს, მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ დაპავანის მიღება
ის, თუ რა უნდა გააკეთოთ ტაბლეტის მიღების დავიწყებისას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო რჩება თქვენს შემდეგ დოზამდე.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა 12 საათი ან მეტი, მიიღეთ დაპავანის დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
შემდეგ მიიღეთ თქვენი მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ თქვენს მომდევნო დოზამდე 12 საათზე ნაკლებია დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება დაპავანი
ჭარბი დოზა
დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკურობა ჯანმრთელ სუბიექტებში 500 მგ-მდე ერთჯერად პერორალურ დოზებზე (50-ჯერ მეტია ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე). ამ სუბიექტებს აღენიშნებოდათ აღმოჩენადი გლუკოზა შარდში დოზასთან დაკავშირებული დროის განმავლობაში (მინიმუმ 5 დღე 500 მგ დოზაზე), დეჰიდრატაციის, ჰიპოტენზიის ან ელექტროლიტური დისბალანსის დაფიქსირების გარეშე და QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტის გარეშე.
ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა იყო პლაცებოს ანალოგიური. კლინიკურ კვლევებში, სადაც 100 მგ-მდე დღეში ერთჯერადი დოზები (10-ჯერ მეტია ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე) გამოყენებული იქნა 2 კვირის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე სუბიექტებში, ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა იყო პლაცებოზე ოდნავ უფრო მაღალი და არ იყო დოზასთან დაკავშირებული. გვერდითი მოვლენების სიხშირე, დეჰიდრატაციის ან ჰიპოტენზიის ჩათვლით, იყო პლაცებოს ანალოგიური და არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზასთან დაკავშირებული ცვლილებები ლაბორატორიული პარამეტრეის მხრივ, შრატში ელექტროლიტებისა და თირკმელების ფუნქციის ბიომარკერების ჩათვლით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. დაპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის საშუალებით გამოყოფა შესწავლილი არ არის.
შემადგენლობა
- რა არის და რისთვის გამოიყენება დაპავანი
რა არის დაპავანი
დაპავანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის თანა-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელებში SGLT2 პროტეინის ბლოკირების გზით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის თანა-ტრანსპორტერი 2 (SGLT2)-ის ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BK01.
მოქმედების მექანიზმი
დაპაგლიფლოზინი არის SGLT2-ის ძალიან ძლიერი (Ki: 0.55 ნმ), სელექტიური და შექცევადი ინჰიბიტორი. დაპაგლიფლოზინის მიერ SGLT2-ის ინჰიბირება ამცირებს გლუკოზის რეაბსორბციას გლომერულური ფილტრატიდან თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში თანმხლები ნატრიუმის რეაბსორბციის შემცირებით, რაც იწვევს შარდში გლუკოზის ექსკრეციას და ოსმოსურ დიურეზს. აქედან გამომდინარე, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკებში, რაც ზრდის ტუბულოგლომერულურ უკუკავშირს და ამცირებს ინტრაგლომერულურ წნევას. ეს ოსმოსურ დიურეზთან კომბინაციაში იწვევს მოცულობითი გადატვირთვის შემცირებას, არტერიული წნევის დაქვეითებას,პრე- დატვირთვის და პოსტ-დატვირთვის შემცირებას, რამაც შეიძლება სასარგებლო გავლენა მოახდინოს გულის რემოდელირებაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე და შეინარჩუნოს თირკმლის ფუნქცია. დაპაგლიფლოზინის გულისა და თირკმლებითვის სარგებელი არ არის დამოკიდებული მხოლოდ სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელ ეფექტზე და არ შემოიფარგლება მხოლოდ დიაბეტის მქონე პაციენტებით, როგორც ეს ნაჩვენებია DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის მომატებას და სხეულის წონის შემცირებას.
დაპაგლიფლოზინი აუმჯობესებს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ პლაზმაში გლუკოზის დონეს, თირკმლებით გლუკოზის რეაბსორბციის შემცირების საშუალებით, რაც იწვევს შარდში გლუკოზის ექსკრეციას. გლუკოზის ეს ექსკრეცია (გლუკურეზული ეფექტი) შეინიშნება პირველი დოზის შემდეგ, უწყვეტად გრძელდება დოზირების 24-საათიანი ინტერვალის განმავლობაში და ნარჩუნდება მკურნალობის პერიოდის განმავლობაში. ამ მექანიზმის საშუალებით თირკმელებით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციასა და გფს-ზე. ამგვარად, სისხლში ნორმალური გლუკოზის მქონე სუბიექტებში დაპაგლიფლოზინს აქვს დაბალი მიდრეკილება ჰიპოგლიკემიის გამოწვევისკენ. დაპაგლიფლოზინი არ არღვევს გლუკოზის ნორმალურ ენდოგენურ წარმოქმნას ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ. დაპაგლიფლოზინი მოქმედებს ინსულინის სეკრეციისა და ინსულინის მოქმედებისგან დამოუკიდებლად. დაპაგლიფლოზინის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ბეტა უჯრედების (HOMA ბეტა უჯრედების) ფუნქციის ჰომეოსტაზის მოდელის შეფასების გაუმჯობესება.
SGLT2 სელექტიურად გამოიყოფა თირკმელებში. დაპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს გლუკოზის სხვა ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის პერიფერიულ ქსოვილებში და > 1400-ჯერ უფრო სელექტიურია SGLT2-ის, ვიდრე ნაწლავებში მთავარი ტრანსპორტერის - SGLT1-ის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია გლუკოზის აბსორბციაზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ დაფიქსირდა შარდში გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობის მომატება ჯანმრთელ სუბიექტებში და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. დაახლოებით 70 გ გლუკოზა დღეში გამოიყო შარდით (შეესაბამება 280 კკალ/დღეში) დაპაგლიფლოზინის 10 მგ/დღეში დოზაზე მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში 12 კვირის განმავლობაში. გლუკოზის მდგრადი ექსკრეციის მტკიცებულება დაფიქსირდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ/დღეში 2 წლამდე განმავლობაში.
დაპაგლიფლოზინის მიღებისას ეს შარდში გლუკოზის ექსკრეცია ასევე იწვევს ოსმოსურ დიურეზს და შარდის მოცულობის გაზრდას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. შარდის მოცულობის გაზრდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინით, შენარჩუნდა მე-12 კვირას და შეადგენდა დაახლოებით 375 მლ/დღეში. შარდის მოცულობის გაზრდა დაკავშირებული იყო შარდში ნატრიუმის ექსკრეციის მცირე და გარდამავალ მომატებასთან, რაც არ იყო დაკავშირებული შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის ცვლილებებთან.
ასევე აღინიშნა შარდში შარდმჟავას ექსკრეციის გარდამავალი მომატება (3-7 დღის განმავლობაში) და მას თან ახლდა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მდგრადი შემცირება. 24-ე კვირას, შრატის შარდმჟავას კონცენტრაციების შემცირება ცვალებადობდა -48,3-დან -18,3 მიკრომოლ/ლ-მდე (-0,87-დან -0,33 მგ/დლ-მდე) დიაპაზონში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება და გულ-სისხლძარღვოვანი და თირკმელების მხრივი ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია.
თოთხმეტი ორმაგად ბრმა, რანდომიზირებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევა ჩატარდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 7056 მოზრდილ სუბიექტზე დაპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად; 4,737 სუბიექტს ამ კვლევებში უმკურნალეს დაპაგლიფლოზინით. თორმეტ კვლევას ჰქონდა მკურნალობის 24- კვირიანი პერიოდი, 8-ს გრძელვადიანი გახანგრძლივებით 24-დან 80 კვირამდე დიაპაზონში (104 კვირამდე კვლევის საერთო ხანგრძლივობით), ერთ კვლევას ჰქონდა 28-კვირიანი მკურნალობის პერიოდი და ერთ კვლევა იყო 52 კვირიანი ხანგრძლივობის, 52- და 104 -კვირიანი გრძელვადიანი გახანგრძლივებით (208-კვირიანი კვლევის საერთო ხანგრძლივობით). დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა ცვალებადობდა 1.4-დან 16.9 წლამდე. ორმოცდაათ პროცენტს (50%) აღენიშნებოდა თირკმელების მსუბუქი უკმარისობა და 11%-ს ჰქონდა თირკმლის ზომიერი უკმარისობა. სუბიექტების ორმოცდათერთმეტი პროცენტი (51%) იყო მამაკაცი, 84% იყო თეთრკანიანი, 8% იყო აზიელი, 4% იყო შავკანიანი და 4% იყო სხვა რასობრივი ჯგუფებიდან. სუბიექტების ოთხმოცდაერთ (81%) პროცენტს ჰქონდა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 27. გარდა ამისა, ჩატარდა ორი 12-კვირიანი, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა არაადექვატურად კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტისა და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
გულ-სისხლძარღვოვანი შედეგების კვლევა (DECLARE) ჩატარდა 10 მგ დაპაგლიფლოზინით პლაცებოსთან შედარებით მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე 17,160 პაციენტში დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან მის გარეშე, გულ-სისხლძარღვოვან და თირკმელების მხრივ მოვლენებზე ეფექტის შეფასების მიზნით.
გლიკემიის კონტროლი
მონოთერაპია
24-კვირიანი ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა (დამატებითი გახანგრძლივების პერიოდით) ჩატარდა დაპავანზე მონოთერაპიის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად არაადექვატურად კონტროლირებადი მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. დაპაგლიფლოზინით დღეში ერთჯერ მკურნალობამ გამოიწვია HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.0001) შემცირება პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).
გახანგრძლივების პერიოდში, HbA1c შემცირება შენარჩუნდა 102 კვირის განმავლობაში (-0.61% და -0.17% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან 10 მგ დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).
ცხრილი 2. დაპაგლიფლოზინის, როგორც მონოთერაპიის პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24-ე კვირას (LOCFa)
მონოთერაპია
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
პლაცებო
Nb
70
75
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)
საწყისი დონიდან ცვლილება c
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 01
- 0,89
- 0.66*
(-0.96, -0.36)
- 79
- 0.23
სუბიექტებმა (%) მიაღწიეს:
HbA1c < 7%
კორექტირებულია საწყის დონეზე
- 8 §
- 6
სხეულის წონა (კგ)
საწყისი დონე (საშუალო)
საწყისი დონიდან ცვლილება c
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 13
- 3.16
- 0,97
(-2.20, 0.25)
- 77
- 2.19
a -LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე) განხორციელდა
b -ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღო ორმაგად ბრმა საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში
c -უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საწყის მაჩვენებელზე
- -p-მნიშვნელობა <0.0001 პლაცებოსთან შედარებით
§ -არ არის შეფასებული სტატისტიკურ მნიშვნელოვნებაზე, მეორადი საბოლოო წერტილების თანმიმდევრული ტესტირების პროცედურის შედეგად.
დამატებითი კომბინირებული თერაპია
52-კვირიან, აქტიურად კონტროლირებად არანაკლები ეფექტურობის კვლევაში (52- და 104-კვირიანი გახანგრძლივების პერიოდებით), დაპავანი შეფასებული იყო, როგორც მეტფორმინზე დამატებითი თერაპია, სულფონილშარდოვანასთან (გლიპიზიდი), როგორც მეტფორმინზე დამატებით თერაპიასთან შედარებით სუბიექტებში არაადექვატური გლიკემიური კონტროლით (HbA1c >6.5% და > 10%). შედეგებმა აჩვენა HbA1c-ის საწყისი დონიდან ანალოგიური საშუალო შემცირება 52 კვირამდე პერიოდში გლიპიზიდთან შედარებით, რაც მიუთითებს მის არანაკლებ ეფექტურობაზე (ცხრილი 3). 104-ე კვირაზე, HbA1c-ის კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან იყო -0.32% დაპაგლიფლოზინისთვის და -0.14% გლიპიზიდისთვის. 208-ე კვირაზე, HbA1c-ის კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან იყო -0.10% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.20% გლიპიზიდისთვის. 52, 104 და 208-ე კვირებზე, სუბიექტების მნიშვნელოვნად ნაკლებ რაოდენობას დაპაგლიფლოზინით ნამკურნალევ ჯგუფში (3.5%, 4.3% და 5.0%, შესაბამისად) აღენიშნა ჰიპოგლიკემიის მინიმუმ ერთი მოვლენა გლიპიზიდით ნამკურნალებ ჯგუფთან შედარებით (40.8%, 47.0% და 50.0%, შესაბამისად). სუბიექტების კვლევაში დარჩენილი რაოდენობა 104 კვირასა და 208 კვირაზე იყო 56.2% და 39.7% დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები ჯგუფისთვის, და 50.0% და 34.6% გლიპიზიდით ნამკურნალები ჯგუფისთვის.
ცხრილი 3. შედეგები 52-ე კვირაზე (LOCFa) აქტიურად კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც დაპაგლიფლოზინი მეტფორმინზე დამატების სახით, შედარებული იქნა გლიპიზიდთან
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი + მეტფორმინი
გლიპიზიდი + მეტფორმინი
Nb
400
401
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)
საწყისი დონიდან ცვლილება c
განსხვავება გლიპიზიდი + მეტფორმინისგან c
(95% CI)
- 69
- 0,52
- 00 d
(-0.11, 0.11)
- 74
- 0,52
სხეულის წონა (კგ)
საწყისი დონე (საშუალო)
საწყისი დონიდან ცვლილება c
განსხვავება გლიპიზიდი + მეტფორმინისგან c
(95% CI)
- 44
- 3.22
- 4.65*
(-5.14, -4.17)
- 60
- 44
a-LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება
b- რანდომიზირებული და ნამკურნალები სუბიექტების საწყისი დონე და მინიმუმ 1 პოსტ-ბაზისური ეფექტურობის გაზომვით
c -უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საწყის დონესთან
d- არანაკლებ ეფექტურია გლიპიზიდი + მეტფორმინზე
- - p-მნიშვნელობა <0.0001
დაპაგლიფლოზინი, როგორც დანამატი მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინსა და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ან ინსულინზე, იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 24-ე კვირაზე იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p <0.0001; ცხრილები 4, 5, და 6).
HbA1c-ის შემცირებები, რომელიც დაფიქსირდა 24-ე კვირას, შენარჩუნდა დანამატთან კომბინაციის კვლევებში (გლიმეპირიდი და ინსულინი) 48-კვირიანი მონაცემების (გლიმეპირიდი) და 104-კვირიანი მონაცემების (ინსულინი) მიხედვით.
48-ე კვირას, როდესაც დაემატა სიტაგლიპტინს (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), 10 მგ დაპაგლიფლოზინისათვის და პლაცებოსთვის კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან იყო -0.30% და 0.38%, შესაბამისად. მეტფორმინზე დამატების კვლევისთვის, HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა 102 კვირამდე (-0.78% და 0.02% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან 10 მგ-ისთვის და პლაცებოსთვის, შესაბამისად). 104-ე კვირაზე ინსულინისთვის (გლუკოზის დამაქვეითებელი დამატებით პერორალურ სამკურნალო პროდუქტთან ან მის გარეშე), HbA1c შემცირება იყო -0.71% და -0.06% კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან დაპაგლიფლოზინის 10 მგ და პლაცებოსთვის, შესაბამისად. 48 და 104-ე კვირას ინსულინის დოზა რჩებოდა სტაბილური საწყის დონესთან შედარებით სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინით საშუალო დოზით 76 სე/დღეში. პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა საშუალო ზრდა 10.5 სე/დღეში და 18.3 სე/დღეში საწყისი დონიდან (საშუალო დოზა 84 და 92 სე/დღეში) 48-ე და 104-ე კვირას, შესაბამისად. სუბიექტების პროპორცია, რომლებიც დარჩნენ კვლევაში 104 კვირას, იყო 72.4% 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალევი ჯგუფისთვის, და 54.8% პლაცებოს ჯგუფისთვის.
ცხრილი 4. დაპაგლიფლოზინის პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევების 24-კვირიანი (LOCFa) შედეგები მეტფორმინზე ან სიტაგლიპტინზე დამატების კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე)
დამატების კომბინაცია
მეტფორმინი 1
DPP-4 ინჰიბიტორი
(სიტაგლიპტინი 2) ± მეტფორმინი 1
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
პლაცებო
Na
135
137
223
224
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)
- 92
- 11
- 90
- 97
ცვლილება საწყის დონიდან c
- 0,84
- 0.30
- 0,45
- 04
განსხვავება პლაცებოსგან
- 0,54
−0.48*
(95% CI)
(-0.74, -0.34)
(-0.62, -0.34)
სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს:
HbA1c < 7% (LOCF)d
კორექტირებულია საწყისი დონისთვის
- 6 **
- 9
სხეულის წონა (კგ)
საწყისი დონე (საშუალო)
- 28
- 74
- 02
- 23
ცვლილება საწყის დონიდან c
- 2.86
- 0,89
- 2.14
- 0,26
განსხვავება პლაცებოსგან c
- 1.97*
−1.89*
(95% CI)
(-2.63, -1.31)
(-2.37, -1.40)
1 -მეტფორმინი ≥ 1500 მგ/დღეში;
2 -სიტაგლიპტინი 100 მგ/დღეში
aLOCF: ბოლო განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)
b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგად ბრმა საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში
c -უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საწყისი დონისათვის.
- p-მნიშვნელობა < 0,0001 შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტთან
- * p-მნიშვნელობა < 0,05 შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტთან.
ცხრილი 5. დაპაგლიფლოზინის 24-კვირიანი პლაცებოთი კონტროლირებული კვლევების შედეგები სულფონილშარდოვანას (გლიმეპირიდი) ან მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას დანამატის კომბინაციაში
დანამატის კომბინაცია
სულფონილშარდოვანა
(გლიმეპირიდი 1)
სულფონილშარდოვანა
+ მეტფორმინი 2
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Na
151
145
108
108
HbA1c (%)b
საწყისი დონე (საშუალო)
- 07
- 15
- 08
- 24
ცვლილება საწყისი დონიდან c
- 0,82
- 0.13
- 0,86
- 0.17
განსხვავება პლაცებოსგან c
- 0.68*
−0.69*
(95% CI)
(-0.86, -0.51)
(−0.89, −0.49)
სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს:
HbA1c < 7% (LOCF)d
კორექტირებულია საწყისი დონისთვის
- 7*
- 0
- 8*
- 1
სხეულის წონა (კგ)
(LOCF)d
საწყისი დონე (საშუალო)
- 56
- 94
- 57
- 07
ცვლილება საწყისი დონიდან c
- 2.26
- 72
- 65
- 58
განსხვავება პლაცებოსგან c
- 1.54*
−2.07*
(95% CI)
(-2.17, -0.92)
(−2.79, −1.35)
1 - გლიმეპირიდი 4 მგ/დღეში;
2- მეტფორმინი (დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ფორმულაციები) ≥1500 მგ/დღეში პლიუს მაქსიმალური ასატანი დოზა, რომელიც უნდა იყოს სულფონილშარდოვანას მაქსიმალური დოზის მინიმუმ ნახევარი, ჩარიცხვამდე მინიმუმ 8 კვირით ადრე.
a - რანდომიზირებული და ნამკურნალები პაციენტები საწყისი და მინიმუმ 1 პოსტ-საწყისი დონის ეფექტურობის გაზომვით.
b -1-ლი და მე-2 სვეტები, HbA1c გაანალიზებულია LOCF-ის გამოყენებით (იხ. სქოლიო d); მე-3 და მე-4 სვეტები, HbA1c გაანალიზებულია LRM-ის გამოყენებით (იხ. სქოლიო e)
c- უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საწყისი დონისათვის.
d- LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)
e -LRM: გრძივი განმეორებითი გაზომების ანალიზი
- p-მნიშვნელობა < 0,0001 შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტთან
ცხრილი 6. 24-ე კვირაზე (LOCFa) დაპაგლიფლოზინის ინსულინთან კომბინაციაში (მარტო ან პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტებთან ერთად) პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევის შედეგები
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტები 2
პლაცებო + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტები 2
Nb
194
193
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)
- 58
- 46
ცვლილება საწყისი დონიდან c
- 0.90
- 30
განსხვავება პლაცებოსგან c
- 0.60*
(95% CI)
(-0.74, -0.45)
სხეულის წონა (კგ)
საწყისი დონე (საშუალო)
- 63
- 21
ცვლილება საწყისი დონიდან c
- 1,67
- 02
განსხვავება პლაცებოსგან c
- 1.68*
(95% CI)
(95% CI) (-2.19, -1.18)
ინსულინის საშუალო დღიური დოზა (სე) 1
საწყისი დონე (საშუალო)
- 96
- 96
ცვლილება საწყისი დონიდან c
- 1.16
- 08
განსხვავება პლაცებოსგან c
- 6.23*
(95% CI)
(-8.84, -3.63)
სუბიექტები საშუალოდ ყოველდღიურად ინსულინის დოზის მინიმუმ 10%-ით შემცირებით (%)
- 7 **
- 0
a - LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (ინსულინის პირველად დოზის მომატების დაწყებამდე ან დაწყების დღეს, საჭიროების შემთხვევაში)
b - ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგად ბრმა საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში.
c - უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული მორგებული საწყისი მნიშვნელობისათის და პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტის არსებობა
- p-მნიშვნელობა < 0,0001 პლაცებო + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტთან შედარებით
- * p-მნიშვნელობა < 0,05 პლაცებო + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტთან შედარებით.
1 - ინსულინის რეჟიმების დოზის მომატება (ხანმოკლე მოქმედების, საშუალო და ბაზალური ინსულინის ჩათვლით) მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დაშვებული, თუ სუბიექტები აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ FPG კრიტერიუმებს.
2 - სუბიექტების 50 პროცენტი საწყის ეტაპზე იღებდა ინსულინით მონოთერაპიას; 50% იღებდა 1 ან 2 პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ პროდუქტ(ებ)ს ინსულინზე დამატებით: ამ უკანასკნელი ჯგუფიდან 80% იღებდა მხოლოდ მეტფორმინს, 12% იღებდა მეტფორმინი პლიუს სულფონილშარდოვანათი თერაპიას, ხოლო დანარჩენი ღებულობდა გლუკოზის დამაქვეითებელ სხვა სამკურნალო პროდუქტებს.
მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს პრეპარატი
სულ 1,236 პრეპარატის ადრე არმიმღებმა პაციენტმა არაადექვატურად კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტით (HbA1c ≥ 7.5% და ≤ 12%) მონაწილეობა მიიღო ორ აქტიურად- კონტროლირებად კვლევაში 24 კვირის ხანგრძლივობით, რათა შეეფასებინათ დაპაგლიფლოზინის (5 მგ ან 10 მგ) ეფექტურობა და უსაფრთხოება მეტფორმინთან კომბინაციაში მონოკომპონენტებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს პრეპარატი.
10 მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ მეტფორმინთან კომბინაციაში (2000 მგ-მდე დღეში) უზრუნველყო HbA1c-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით (ცხრილი 7) და გამოიწვია უზმოზე პლაზმაში გლუკოზის (FPG) (ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით) და სხეულის წონის (მეტფორმასთან შედარებით) უფრო დიდი შემცირება.
ცხრილი 7. დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინირებული თერაპიის 24- კვირიანი (LOCFa) აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს პრეპარატი.
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ + მეტფორმინი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
მეტფორმინი
Nb
211 b
219 b
208 b
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)c
- 10
- 03
- 03
ცვლილება საწყისი
დონიდან c
- 1,98
- 1,45
- 1.44
განსხვავება დაპაგლიფლოზინისაგან c
−0.53*
(95% CI)
(−0.74, −0.32)
განსხვავება მეტფორმინისაგან c
−0.54*
−0.01
(95% CI)
(−0.75, −0.33)
(−0.22, 0.20)
a -LOCF: ბოლოს განხორციელებული დაკვირვება (გადარჩენილი პაციენტების გადარჩენამდე).
b -ყველა რანდომიზირებული პაციენტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგად ბრმა საკვლევი სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში.
c- უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საწყისი დონისათვის.
- p-მნიშვნელობა <0.0001.
კომბინირებული თერაპია გახანგრძლივებული გამონთავსუფლების ეგზენატიდთან
28 კვირიან, ორმაგად ბრმა, აქტიური კომპარატორით კონტროლირებულ კვლევაში, დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) კომბინაცია შედარებული იქნა მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ექსნატიდთან სუბიექტებში არაადექვატური გლიკემიური კონტროლის მქონე სუბიექტებში, რომლ;ებიც ღებულობდნენ მხოლოდ მეტფორმინს (HbA1c ≥ 8% და ≤12%). მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა HbA1c-ის შემცირება საწყის დონესთან შედარებით. კომბინირებულმა მკურნალობამ 10 მგ დაპაგლიფლოზინით და გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდის ჯგუფში აჩვენა HbA1c-ის ყველაზე მაღალი შემცირება საწყის დონესთან შედარებით მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდთან შედარებით (ცხრილი 8).
ცხრილი 8. 28-კვირიანი კვლევის შედეგები დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდის შესადარებლად მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ექსნატიდთან, მეტფორმინთან კომბინაციაში (რანდომიზებული პაციენტები, რომლებსაც უნდა დაენიშნოთ მკურნალობა)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ QD + გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდი 2 მგ QW
დაპაგლიფლოზინი 10 მგ QD + პლაცებო
QW
გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდი 2 მგ QW
N
228
230
227
HbA1c (%)
საწყისი დონე (საშუალო)
- 29
- 25
- 26
ცვლილება საწყისი დონიდან a
- 1,98
- 1,39
- 1,60
საშუალო განსხვავება საწყისი დონიდან ცვლილებაში კომბინაციასა და ერთ სამკურნალო პროდუქტს შორის (95% CI)
- 0.59*
(-0.84, -0.34)
- 0.38**
(-0.63, -0.13)
სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს
HbA1c < 7%
- 7
- 1
- 9
სხეულის წონა (კგ)
საწყისი დონე (საშუალო)
- 13
- 87
- 12
ცვლილება საწყისი დონიდან a
- 3,55
- 2.22
- 1,56
საშუალო განსხვავება საწყისი დონიდან ცვლილებაში კომბინაციასა და ერთ სამკურნალო პროდუქტს შორის
- 1.33*
(-2.12, -0.55)
- 2.00*
(-2.79, -1.20)
(95% CI)
QD=დღეში ერთჯერ, QW=კვირაში ერთჯერ, N=პაციენტების რაოდენობა, CI=სანდოობის ინტერვალი.
a -კორექტირებული უმცირესი კვადრატების საშუალო (LS საშუალო) და მკურნალობის ჯგუფ((ებ)ს შორის განსხვავება (განსხვავებები) საწყისი დონის მაჩვენებლების მხრივ ცვლილებაში 28-ე კვირას მოდელირებული შერეული მოდელის გამოყენებით განმეორებითი გაზომვებით (MMRM), მკურნალობის, რეგიონის, საწყისი HbA1c -ს ფენის (< 9.0% ან ≥ 9.0%), კვირის და კვირის მიხედვით მკურნალობის ურთიერთქმედების, როგორც ფიქსირებული ფაქტორების, და საწყისი მნიშვნელობის ჩათვლით.
- p <0.001, **p …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დაპავან 5/10 (დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები 5 მგ / 10 მგ)
ამ პრეპარატის მიღებამდე ურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე- 4 პუნქტი.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
- რა არის და რისთვის გამოიყენება დაპავანი
- რა უნდა იცოდეთ დაპავანის მიღებამდე
- როგორ მიიღება დაპავანი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება დაპავანი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება დაპავანი
რა არის დაპავანი
დაპავანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის თანა-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელებში SGLT2 პროტეინის ბლოკირების გზით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.
რისთვის გამოიყენება დაპავანი
დაპავანი გამოიყენება შემდეგის სამკურნალოდ:
მე-2 ტიპის დიაბეტი
- მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
- დაპავანი შეიძლება გამოყენებული იქნას დამოუკიდებლად ან სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
- მნიშვნელოვანია გააგრძელოთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ თქვენთვის მოცემული რჩევების დაცვა დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
გულის უკმარისობა
- მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც გული არ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც საჭიროა.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპავანი?
მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან არ შეუძლია მისი სწორად გამოყენება. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ცუდი სისხლის მიმოქცევა ხელებსა და ფეხებში.
დაპავანი მოქმედებს თქვენი ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის გამოყოფის საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადების პრევენციას.
რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპავანი?
ამ ტიპის გულის უკმარისობა ხდება მაშინ, როდესაც გული ისე ვერ ტუმბავს სისხლს ფილტვებში და სხეულის დანარჩენ ნაწილებში, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საჭირო გახდეს საავადმყოფოში დახმარება.
გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, მუდმივად დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და ტერფების შეშუპება.
დაპავანი დაგეხმარებათ დაიცვას თქვენი გულის მდგომარეობა გაუარესებისგან და გააუმჯობესოს თქვენი სიმპტომები. მას შეუძლია შეამციროს საავაჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
რა არის თირკმელების ქრონიკული დაავადება როგორ შველის მას დაპავანი?
როდესაც თქვენ გაქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ თავისი ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ თქვენი სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმელების ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში დახმარების საჭიროება.
დაპავანი იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
- რა უნდა იცოდეთ დაპავანის მიღებამდე
არ მიიღოთ დაპავანი
თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს
დიაბეტური კეტოაციდოზი:
თუ გაქვთ დიაბეტი და თავს გრძნობთ ცუდად გაქვთ ან გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, გადაჭარბებული წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ცნობიერების აბნევა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამონასუთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში, ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი ან წონის სწრაფი კლება.
ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს "დიაბეტური კეტოაციდოზის" ნიშანი, ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება შეგექმნათ შაქრიანი დიაბეტისას შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ვლინდება ტესტებით.
დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილების გამო სერიოზული ოპერაციის ან სერიოზული ავადმყოფობის გამო.
თქვენი დაპავანით მკურნალობისას დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენს სისხლში შაქარი ნორმალურია.
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და აღარ მიიღოთ ეს პრეპარატი.
შორისის მანეკროზირებელი ფასციიტი:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგივითარდებათ სასქესო ორგანოებზე ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია ცხელებით ან ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებით. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის ნიშნები, რომელსაც ეწოდება შორისის მანეკროზირებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, რომელიც არღვევს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.
დაპავანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს
თუ გაქვთ „1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ახალგაზრდა ასაკში და თქვენი ორგანიზმი სრულიად არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპავანი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ დიაბეტი და გაქვთ თირკმელების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა მედიკამენტების მიღება სისხლში შაქრის გასაკონტროლებლად.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა
თუ ღებულობთ არტერიული წნევის დასაქვეითებელ პრეპარატებს (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) და გაქვთ ანამნმეზში დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია). დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ "სხვა პრეპარატები და დაპავანი".
თუ გაქვთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან სითხის ჭარბი დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. აცნობეთ თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ დაპავანის მიღებას, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
თუ გაქვთ ან განგივითარდებათ გულისრევა, ღებინება ან ცხელება ან თუ არ შეგიძლიათ საკვების ან სითხეების მიღება. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შეწყვიტოთ დაპავანის მიღება გამოჯანმრთელებამდე, დეჰიდრატაციაის პრევენციის მიზნით.
თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპავანის მიღებამდე.
დიაბეტი და ტერფების მოვლა
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფებია მოვლის შესახებ.
შარდში გლუკოზა
იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს დაპავანი, თქვენი შარდის ტესტი იქნება დადებითი შაქარზე, სანამ ღებულობთ ამ პრეპარატს.
ბავშვები და მოზარდები
დაპავანი შეიძლება გამოყენებულ იქნას 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მონაცემები არ არსებობს.
დაპავანი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გულის უკმარისობის სამკურნალოდ ან თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ამ პაციენტებში ის შესწავლილი არ ყოფილა.
სხვა პრეპარატები და დაპავანი
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლოდროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს:
თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსაყოფ პრეპარატს (შარდმდენს).
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებენ შაქრის რაოდენობას სისხლში, როგორიცაა ინსულინი ან სულფონილშარდოვანას პრეპარატი. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).
თუ იღებთ ლითიუმს, რადგანაც დაპაონს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა თქვენს სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე. თუ დაორსულდებით, უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან უკვე კვებავთ ძუძუთი ამ პრეპარატის მიღებამდე. არ გამოიყენოთ დაპავანი, თუ კვებავთ ძუძუთი. უცნობია, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დაპაონს არა აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის მიღებამ სხვა, სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ერთად ან ინსულინთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუიაობის უნარზე.
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები და მექანიზმები, თუ <გამოგონილი სახელი> მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას.
დაპავანი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მ მოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ მიიღება დაპავანი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
რამდენის მიღებაა საჭირო
რეკომენდებული დოზაა 10 მგ ტაბლეტი დღეში.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 5 მგ საწყისი დოზა, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
ამ პრეპარატის მიღება
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით.
შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, შეეცადეთ მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
ეს დაგეხმარებათ მისი მიღების შესახებ დამახსოვრებაში.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დაპავანი სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. დაიმახსოვრეთ, მიიღეთ ეს სხვა პრეპარატ(ებ)ი ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. ის დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღებაში.
დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთ გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია დარჩეთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დიეტისა და ვარჯიშის პროგრამაზე <გამოგონილი სახელი> მიღების დროს.
თუ თქვენ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაპაონს
თუ თქვენ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაპავანის ტაბლეტს, მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ დაპავანის მიღება
ის, თუ რა უნდა გააკეთოთ ტაბლეტის მიღების დავიწყებისას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო რჩება თქვენს შემდეგ დოზამდე.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა 12 საათი ან მეტი, მიიღეთ დაპავანის დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
შემდეგ მიიღეთ თქვენი მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ თქვენს მომდევნო დოზამდე 12 საათზე ნაკლებია დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ დაპავანის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შეავსებად.
თუ შეწყვეტთ დაპავანის მიღებას
არ შეწყვიტოთ დაპავანის მიღება ექიმთან წინასწარ გასაუბრების გარეშე. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, თქვენი სისხლში შაქარი შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი
ანგიონევროზული შეშუპება, ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს).
ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:
- სახის, ენის ან ყელის შეშუპება
- ყლაპვის გაძნელება
- ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები
დიაბეტური კეტოაციდოზი - ეს იშვიათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (შეიძლება განუვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანს).
დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):
- "კეტონური სხეულების" დონის მომატება თქვენს შარდში ან სისხლში
- ცუდად ყოფნის შეგრძნება ან გულისრევა
- მუცლის ტკივილი
- გადაჭარბებული წყურვილი
- სწრაფი და ღრმა სუნთქვა
- ცნობიერების აბნევა
- უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
- ტკბილი სუნი ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის და ოფლის განსხვავებული სუნი
- წონის სწრაფი დაკარგვა.
ეს შეიძლება მოხდეს სისხლში შაქრის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დროებით ან მუდმივად შეწყვიტოს თქვენი დაპავანით მკურნალობა
შორისის მანეკროზირებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული მიდამოს რბილი ქსოვილის სერიოზული ინფექცია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.
შეწყვიტეთ დაპავანის მიღება და მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს
საშარდე გზების ინფექცია, ვლინდება ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს).
საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:
- ცხელება და/ან შემცივნება
- წვის შეგრძნება მოშარდვისას
- ტკივილი ზურგში ან გვერდში
თუმცა ხშირი არ არის, მაგრამ თუ შარდში შეამჩნევთ სისხლს , დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), ვლინდება ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში) დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანათან ან ინსულინთან ერთად.
სისხლში დაბალი შაქრის ნიშნებია:
- კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის ძლიერი შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა
- შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება
- განწყობის ცვლილება ან ცნობიერების აბნევის შეგრძნება.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ განგივითარდებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი.
სხვა გვერდითი ეფექტები დაპავანის მიღებისას
ხშირი
პენისის ან საშოს გენიტალური ინფექცია (კანდიდოზი) (ნიშნები შეიძლება იყოს გაღიზიანება, ქავილი, უჩვეულო გამონადენი ან სუნი)
ზურგის ტკივილი
ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა ან მოშარდვის უფრო ხშირი საჭიროება
ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები თქვენს სისხლში (ვლინდება ტესტებით)
სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ვლინდება ტესტებით)
კრეატინინის თირკმლის კლირენსის შემცირება (ვლინდება ტესტებით) მკურნალობის დასაწყისში
თავბრუსხვევა
გამონაყარი
არახშირი (შეიძლება განივუთარდეს 100-დან 1 ადამიანს)
ორგანიზმიდან სითხის ჭარბად კარგვა (დეჰიდრატაცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ მშრალ ან წებოვან პირს, შარდის მცირე გამოყოფას ან საერთოდ არგამოყოფას ან აჩქარებულ გულისცემას)
წყურვილი
ყაბზობა
ღამით მოსაშარდად გაღვიძება
პირის სიმშრალე
წონნის დაქვეითება
კრეატინინის მომატება (ვლინდება სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
შარდოვანას მომატება (ვლინდება სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში)
ძალიან იშვიათი
თირკმელების ტუბულოინტერსტიციული ანთება, ნეფრიტი)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
- როგორ ინახება დაპავანი
ინახება 25℃-ზე დაბალ ტემპერატურაზე
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ არავიტარი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ა) რას შეიცავს დაპავანი
აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დაპაგლიფლოზინს.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დაპაგლიფლოზინს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის მასალა
Opadry II ყვითელი 85F42129:
პოლივინილის სპირტი - ნაწილობრივ ჰიდროლიზებული (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000 (E1521), ტალკი (E553b), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ბ) როგორ გამოიყურება დაპავანი და შეფუთვის შემცველობა
5 მგ-ისთვის:
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრულია "D1" ერთ მხარეს და "M" მეორე მხარეს.
შეფუთვის შემცველობა
10-იანი ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი PIL-თან ერთად შეფუთულია მუყაოს პაკეტში.
10 მგ-ისთვის:
ყვითელი ფერის, ბრილიანტის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრულია "D2" ერთ მხარეს და "M" მეორე მხარეს.
შეფუთვის შემცველობა
10-იანი ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი PIL-თან ერთად შეფუთულია მუყაოს პაკეტში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გ) მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
მწარმოებელი
„მსნ ლაბორატორიზ ფრაივით ლიმიტედ" /MSN Laboratories Private Limited"/
მსნ ჰაუსი, ნაკვეთი # C-24,
სანათნაგარის ინდუსტრიული ზონა,
სანათნაგარი, ჰაიდეაბადი - 500 018, ტელანგანა, ინდოეთი.
„მსნ ლაბორატორიზ ფრაივით ლიმიტედ" /MSN Laboratories Private Limited"/
ფორმულაციების სამმართველო, II განყოფილება,
სარვეი # #1277, 1319-დან 1324 -მდე,
ნანდიგამა (სოფელი), ნანდიგამა (მანდალი), რანგა რედი (რაიონი), ტელანგანა, ინდოეთი
დ) ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს გადახედვის თარიღი:
2024 წლის დეკემბერი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


