პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

დაპაგლიფლოზინი აცინო

Dapagliflozin Acino

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინი აცინო? დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის კო-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2-პროტეინის ბლოკირების საშუალებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Elpen Pharmaceutical Co. Inc., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BK01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045175
რეგისტრირებულია
7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LLC Acino Ukraine (უკრაინა)
განმცხადებელი
„Acino Pharma AG” (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადაპაგლიფლოზინი აცინო და სხვა წამალი ერთად

დაპაგლიფლოზინი აცინო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინი აცინო?

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის კო-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2-პროტეინის ბლოკირების საშუალებით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში არსებული შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი აცინო?

დაპაგლიფლოზინი აცინო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მე-2 ტიპის დიაბეტი
  • მოზრდილებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში.
  • თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
  • მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დაიცვათ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
  • გულის უკმარისობა
  • მოზრდილებში (18 წლისა და უფროსი ასაკის), როდესაც გული სისხლს ისე კარგად ვერ ტუმბავს, როგორც საჭიროა.
  • თირკმელების ქრონიკული დაავადება
  • თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.

რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან სათანადოდ ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო მოქმედებს ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის მოცილების საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც გული სისხლს ფილტვებსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებში ვერ ტუმბავს ისე კარგად, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
  • გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს გულს მდგომარეობის გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმლის ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

რა დოზით უნდა მიიღოთ

  • რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.
  • თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

ამ პრეპარატის მიღება

  • გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. ალტერნატიულად, 10 მგ-იანი ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
  • ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
  • ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი მიღების შესახებ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაპაგლიფლოზინი აცინო სხვა მედიკამენტ(ებ)თან ერთად. გახსოვდეთ, რომ ეს სხვა მედიკამენტ(ებ)ი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეს დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაში.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლიათ დაეხმარონ თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია, დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დროს დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება

  • თუ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც დაგავიწყდებათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
  • თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტია დარჩენილი, მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს დოზა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
  • თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
  • არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებას

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ დიაბეტი, ამ პრეპარატის გარეშე შეიძლება სისხლში შაქრის დონემ მოიმატოს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.

სიფრთხილის ზომები

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

დიაბეტური კეტოაციდოზი:

  • თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ გულისრევას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ცნობიერების არევას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ამონასუნთქში მოტკბო სუნს, პირში მოტკბო ან ლითონის გემოს, შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს ან წონის სწრაფ კლებას.
  • ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს, შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში.
  • დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინზე მომატებული მოთხოვნილების გამო, რაც გამოწვეულია მასშტაბური ქირურგიული ჩარევით ან სერიოზული დაავადებით.
  • დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქარი ნორმალურია.

თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

შორისის მანეკროზებელი ფასციიტი:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოებში ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის მიდამოში ცხელებასთან ან საერთო სისუსტის შეგრძნებასთან ერთად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება, და რომელიც ანადგურებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა დაუყოვნებლივ უნდა იქნას ნამკურნალევი.

დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

  • თუ გაქვთ „ 1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპაგლიფლოზინი აცინო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა.
  • თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ანამნეზში. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო“.
  • თუ სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის მიერ სითხის ძალიან დიდი რაოდენობით დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
  • თუ გაქვთ ან განგივითარდათ გულისრევა, ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
  • თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არა ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დიაბეტი და ტერფების მოვლა

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეიმოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფების მოვლასთან დაკავშირებით.

შარდში გლუკოზა

დაპაგლიფლოზინი აცინოს მოქმედების მექანიზმის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს შარდში შაქრის დონე დადებითი იქნება.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინი აცინოს გამოყენება შესაძლებელია 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

დაპაგლიფლოზინი აცინო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის ან თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ის ამ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსადევნად განკუთვნილ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება - დოირეტიკი).
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა მოისურვოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
  • თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინი აცინოს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. დაორსულების შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის გაკონტროლების საუკეთესო გზის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ან უკვე კვებავთ ბავშვს ძუძუთი. არ გამოიყენოთ (პროდუქტი), თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაპაგლიფლოზინი აცინოს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სახელწოდებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერ დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ არავითარი ხელსაწყოები ან მექანიზმები.

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:

  • ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები
  • დიაბეტური კეტოაციდოზი - ეს იშვიათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს).

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):

  • შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • კუჭის ტკივილი
  • ძლიერი წყურვილი
  • სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • ცნობიერების არევა
  • უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
  • ტკბილი სუნი ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი
  • წონაში სწრაფი დაკლება.

ეს შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტა.

  • შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული მიდამოს რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს:

  • საშარდე გზების ინფექცია, რომელიც გვხვდება ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

  • ცხელება და/ან შემცივნება
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს
  • ტკივილი ზურგში ან გვერდში.

თუმცა ეს ხშირი არაა, მაგრამ თუ შარდში შეამჩნევთ სისხლს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:

  • სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რომელიც გვხვდება ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.

სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნებია:

  • კანკალი, ოფლიანობა, ძლიერი შფოთვა, გულისცემის აჩქარება
  • შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება
  • განწყობის ცვლილება ან ცნობიერების აბნევის შეგრძნება.

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს.

დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი

  • პენისის ან საშოს გენიტალური ინფექცია (კანდიდოზი) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს)
  • ზურგის ტკივილი
  • ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა (შარდის გამოყოფა) ან მოშარდვის უფრო ხშირი საჭიროება
  • სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ჩანს ანალიზებში)
  • სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ჩანს ანალიზებში)
  • კრეატინინის თირკმლის კლირენსით შემცირება (ჩანს ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
  • თავბრუსხვევა
  • გამონაყარი

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • ორგანიზმიდან ძალიან ბევრი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს პირის სიმშრალეს ან წებოვანებას, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფას ან გამოყოფის საერთოდ შეწყვეტას ან გულისცემის აჩქარებას)
  • წყურვილი
  • ყაბზობა
  • ღამით მოსაშარდად გაღვიძება
  • პირის სიმშრალე
  • წონის დაკლება
  • კრეატინინის მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
  • შარდოვანას მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში)

ძალიან იშვიათი

  • თირკმლების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

შეტყობინება გვერდითი ეფექტები შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტები შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკურობა ჯანმრთელ სუბიექტებში 500 მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზების მიღებისას (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 50-ჯერ მეტი). ამ სუბიექტებს შარდში აღმოჩენადი გლუკოზა აღენიშნებოდათ დოზადამოკიდებული პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 5 დღე 500 მგ დოზისთვის), დეჰიდრატაციის, ჰიპოტენზიის ან ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევების და QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობის გარეშე. ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა იყო პლაცებოს მსგავსი. კლინიკურ კვლევებში, სადაც ჯანმრთელ სუბიექტებსა და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე სუბიექტებში 100 მგ-მდე დღეში ერთხელ მიღებული დოზები (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 10-ჯერ მეტი) გამოიყენებოდა 2 კვირის განმავლობაში, ჰიპოგლიკემიის ინციდენტობა ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით და არ იყო დოზასთან დაკავშირებული. არასასურველი მოვლენების, მათ შორის დეჰიდრატაციის ან ჰიპოტენზიის მაჩვენებლები იყო პლაცებოს მსგავსი, და ლაბორატორიულ პარამეტრებში, მათ შორის შრატის ელექტროლიტებსა და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერებში, კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზადამოკიდებული ცვლილებები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. დაპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის საშუალებით გამოყოფა შესწავლილი არ არის.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.

დაპაგლიფლოზინი აცინოს თითოეული 10 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს დაპაგლიფლოზინ პროპანდიოლის მონოჰიდრატს, რომელიც 10 მგ დაპაგლიფლოზინის ექვივალენტურია.

  • სხვა ინგრედიენტებია:
  • ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხილეთ მე-2 პუნქტი „დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას“), პრეჟელატინიზებული სახამებელი, დისტილირებული წყალი, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
  • აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), კალციუმის კარბონატი (E170), მაკროგოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

დაპაგლიფლოზინი აცინოს გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა

დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი, რომბის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია „10“, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზი, დაახლოებით 11.1 x 8.1 მმ ზომის.

დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ გამოდის 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველ მუყაოს კოლოფებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან კოლოფზე წარწერა „EXP“ -ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BK01

მოქმედების მექანიზმი:

დაპაგლიფლოზინი არის SGLT2-ის მაღალეფექტური (Ki: 0.55 nM), სელექციური და შექცევადი ინჰიბიტორი. დაპაგლიფლოზინით SGLT2-ის ინჰიბირება ამცირებს გლომერულური ფილტრატიდან გლუკოზის რეაბსორბციას თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში, ერთდროულად ნატრიუმის რეაბსორბციის შემცირებით, რაც იწვევს გლუკოზის შარდით გამოყოფას და ოსმოსურ დიურეზს. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკებში, რაც ზრდის ტუბულოგლომერულ უკუკავშირს და ამცირებს შიდა-გლომერულურ წნევას. ეს ოსმოსურ დიურეზთან ერთად იწვევს მოცულობითი გადატვირთვის შემცირებას, არტერიული წნევის შემცირებას და პრე- და პოსტ- დატვირთვის შემცირებას, რამაც შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს გულის რემოდელირებაზე, დიასტოლურ ფუნქციაზე და შეინარჩუნოს თირკმლის ფუნქცია. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის ზრდას და სხეულის წონის შემცირებას. დაპაგლიფლოზინის გულისა და თირკმლისთვის სარგებელი არ არის დამოკიდებული მხოლოდ სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელ ეფექტზე და არ შემოიფარგლება დიაბეტით დაავადებული პაციენტებით, როგორც ეს ნაჩვენებია DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში.

დაპაგლიფლოზინი აუმჯობესებს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ გლუკოზის პლაზმურ დონეს თირკმლით გლუკოზის რეაბსორბციის შემცირების გზით, რაც იწვევს შარდში გლუკოზის გამოყოფას. გლუკოზის ეს გამოყოფა (გლუკურეზული ეფექტი) შეინიშნება პირველი დოზის მიღების შემდეგ, გრძელდება 24-საათიანი დოზირების ინტერვალის განმავლობაში და ნარჩუნდება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამ მექანიზმით თირკმლის მიერ გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციასა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (GFR). ამგვარად, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მქონე პირებში დაპაგლიფლოზინს აქვს ჰიპოგლიკემიის გამოწვევის დაბალი მიდრეკილება. დაპაგლიფლოზინი არ აფერხებს ენდოგენური გლუკოზის ნორმალურ წარმოებას ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ და მოქმედებს ინსულინის სეკრეციისა და ინსულინის მოქმედებისგან დამოუკიდებლად. დაპაგლიფლოზინის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ბეტა-უჯრედების (HOMA ბეტა უჯრედი) ფუნქციის ჰომეოსტაზის მოდელის შეფასების გაუმჯობესება.

SGLT2 სელექციურად გამოიყოფა თირკმელებში. დაპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის პერიფერიულ ქსოვილებში ტრანსპორტირებისთვის და >1400-ჯერ უფრო სელექციურია SGLT2-ის მიმართ SGLT1-თან შედარებით, რომელიც ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი მთავარი ტრანსპორტერია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ, ჯანმრთელ სუბიექტებში და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ სუბიექტებში დაფიქსირდაშარდით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობის გაზრდა. 10 მგ/დღეში დაპაგლიფლოზინის დოზის მიღებისას შარდით გამოიყოფა დაახლოებით დღეში 70 გ გლუკოზა (რაც შეესაბამება 280 კკალ/დღეში) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში 12 კვირის განმავლობაში. გლუკოზის მდგრადი გამოყოფის ნიშნები დაფიქსირდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ/დღეში დაპაგლიფლოზინს 2 წლამდე პერიოდში.

დაპაგლიფლოზინის მიღებისას შარდში გლუკოზის ეს გამოყოფა ასევე იწვევს ოსმოსურ დიურეზს და შარდის მოცულობის გაზრდას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში. მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ დოზას, შარდის მოცულობის მომატება შენარჩუნდა 12 კვირის განმავლობაში და შეადგენდა დაახლოებით 375 მლ/დღეში. შარდის მოცულობის მომატება დაკავშირებული იყო შარდში ნატრიუმის გამოყოფის მცირე და გარდამავალ ზრდასთან, რაც არ იყო დაკავშირებული შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის ცვლილებებთან. შარდში შარდმჟავას გამოყოფა ასევე გარდამავალად გაიზარდა (3-7 დღის განმავლობაში) და თან ახლდა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მდგრადი შემცირება. 24 კვირის შემდეგ, შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირება ცვალებადობდა -48.3-დან -18.3 მიკრომოლ/ლ-მდე (-0.87-დან -0.33 მგ/დლ-მდე).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება და გულ-სისხლძარღვოვანი და თირკმლების ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილებია.

დაპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდა თოთხმეტი ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 7,056 მოზრდილ სუბიექტზე; ამ კვლევებში მონაწილე 4737 სუბიექტს უმკურნალეს დაპაგლიფლოზინით. თორმეტ კვლევაში მკურნალობის პერიოდი 24 კვირას შეადგენდა, 8-ში კი მკურნალობის ხანგრძლივობა 24-დან 80 კვირამდე ცვალებადობდა (კვლევის საერთო ხანგრძლივობაა 104 კვირამდე), ერთ კვლევაში მკურნალობის პერიოდი 28 კვირას შეადგენდა, ხოლო ერთ კვლევაში მკურნალობის ხანგრძლივობა 52 კვირას შეადგენდა, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 52 და 104 კვირას შეადგენდა (კვლევის საერთო ხანგრძლივობაა 208 კვირა). დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა 1.4-დან 16.9 წლამდე ცვალებადობდა. 50%-ს (50%) ჰქონდა თირკმლის მსუბუქი უკმარისობა, ხოლო 11%-ს თირკმლის ზომიერი უკმარისობა. სუბიექტების 51% იყო მამაკაცი, 84% თეთრკანიანი, 8% აზიელი, 4% შავკანიანი და 4% სხვა რასობრივი ჯგუფების წარმომადგენელი. სუბიექტების 81%-ს ჰქონდა სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 27. გარდა ამისა, ჩატარდა ორი 12-კვირიანი, პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევა არასაკმარისად კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტით და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.

გულ-სისხლძარღვთა შედეგების კვლევა (DECLARE) ჩატარდა 10 მგ დაპაგლიფლოზინის პლაცებოსთან შედარებით 17,160 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან მის გარეშე, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის მოვლენებზე ეფექტები შეფასების მიზნით.

გლიკემიური კონტროლი

მონოთერაპია

არასაკმარისად კონტროლირებადი მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე სუბიექტებში მონოთერაპიის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა 24-კვირიანი ორმაგად ბრმა, პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევა (დამატებითი გაგრძელების პერიოდით). დაპაგლიფლოზინით დღეში ერთხელ მკურნალობამ გამოიწვია HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p < 0.0001) შემცირება პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).

გაგრძელების პერიოდში, HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა 102-ე კვირის ჩათვლით (შესაბამისად, -0.61% და -0.17% კორექტირებული საშუალო ცვლილება საბაზისო დონიდან 10 მგ დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოსთვის).

ცხრილი 2. დაპაგლიფლოზინის მონოთერაპიის სახით პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის 24-ე კვირის შედეგები (LOCFa)

მონოთერაპია

10 მგ დაპაგლიფლოზინი

პლაცებო

Nb

70

75

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო)

ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 01
  • 0.89
  • 0.66*

(-0.96, -0.36)

  • 79
  • 0.23

სუბიეტები (%), რომლებმაც მიაღწიეს:

HbA1c < 7%

საბაზისო დონესთან კორექციით

  • 8§
  • 6

სხეულის წონა (კგ)

საბაზისო დონე (საშუალო)

ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 13
  • 3.16
  • 0.97

(-2.20, 0.25)

  • 77
  • 2.19

a LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის) წინ გადატანილი

b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად ბრმა კვლევის სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში

c უმცირესი კვადრატების საშუალო კორექცია საბაზისო მნიშვნელობისთვის

  • p-მნიშვნელობა < 0.0001 პლაცებოსთან შედარებით

§ არ არის შეფასებული სტატისტიკურად მნიშვნელოვნების თვალსაზრისით მეორადი საბოლოო წერტილების თანმიმდევრული ტესტირების პროცედურის შედეგად.

დამატებითი კომბინირებული თერაპია

52-კვირიან, აქტიურად კონტროლირებად არანაკლები ეფექტურობის კვლევაში (52 და 104-კვირიანი გაგრძელების პერიოდებით), დაპაგლიფლოზინი შეფასდა, როგორც მეტფორმინზე დამატებითი თერაპია სულფონილშარდოვანას (გლიპიზიდი) მეტფორმინზე დამატებით თერაპიასთან შედარებით არასაკმარისი გლიკემიური კონტროლის მქონე სუბიექტებში (HbA1c > 6.5% და ≤ 10%). შედეგებმა აჩვენა HbA1c-ის მსგავსი საშუალო შემცირება საბაზისო დონიდან 52-ე კვირამდე, გლიპიზიდთან შედარებით, რამაც დაადასტურა მის არანაკლები ეფექტურობა (ცხრილი 3). 104-ე კვირაზე, HbA1c-ის საბაზისო დონიდან კორექტირებული საშუალო ცვლილება იყო -0.32% დაპაგლიფლოზინისთვის და -0.14% გლიპიზიდისთვის. 208-ე კვირაზე, HbA1c-ის საბაზისო დონიდან კორექტირებული საშუალო ცვლილება იყო -0.10% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.20% გლიპიზიდისთვის. 52-ე, 104-ე და 208-ე კვირებზე, დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ ჯგუფში სუბიექტების მნიშვნელოვნად უფრო მცირე ნაწილს (შესაბამისად, 3.5%, 4.3% და 5.0%) განუვითარდა ჰიპოგლიკემიის მინიმუმ ერთი შემთხვევა გლიპიზიდით ნამკურნალებ ჯგუფთან შედარებით (შესაბამისად, 40.8%, 47.0% და 50.0%). კვლევაში დარჩენილი სუბიექტების წილი 104-ე და 208-ე კვირებზე დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები ჯგუფისთვის იყო 56.2% და 39.7%, ხოლო გლიპიზიდით ნამკურნალები ჯგუფისთვის - 50.0% და 34.6%.

ცხრილი 3. შედეგები 52-ე კვირაზე (LOCFa) აქტიურად კონტროლირებად კვლევაში, რომელიც ადარებდა დაპაგლიფლოზინს გლიპიზიდთან, როგორც მეტფორმინზე დამატებას

პარამეტრი

დაპაგლიფლოზინი + მეტფორმინი

გლიპიზიდი + მეტფორმინი

Nb

400

401

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო).

ცვლილება საბაზისო დონიდანc

გლიპიზიდი + მეტფორმინსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 69
  • 0.52
  • 00d

(-0.11, 0.11)

  • 74
  • 0.52

სხეულის წონა (კგ)

საბაზისო დონე (საშუალო).

ცვლილება საბაზისო დონიდანc

გლიპიზიდი + მეტფორმინისგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 44
  • 3.22
  • 4.65*

(-5.14, -4.17)

  • 60
  • 44

aLOCF: ბოლო დაკვირვება, წინ გადატანილი

ბ რანდომიზებული და ნამკურნალები სუბიექტები საბაზისო და მინიმუმ 1 საბაზისო დონის შემდგომი ეფექტურობის გაზომვით

c მინიმალური კვადრატების საშუალო კორექტირებული საბაზისო დონეზე

d არანაკლები ეფექტურობა გლიპიზიდი + მეტფორმინთან შედარებით

  • p-მნიშვნელობა < 0.0001

დაპაგლიფლოზინი, როგორც დამატება მეტფორმინთან, გლიმეპირიდთან, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან, სიტაგლიპტინთან (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ან ინსულინთან ერთად, იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 24-ე კვირაზე პლაცებოს მიმღებ სუბიექტებთან შედარებით (p < 0.0001), როგორც ეს ნაჩვენებია 4, 5 და 6-ე ცხრილებში:

24-ე კვირაზე დაფიქსირებული HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა დამატებითი კომბინაციის კვლევებით (გლიმეპირიდი და ინსულინი) 48-კვირიანი მონაცემებით (გლიმეპირიდი) და 104-კვირიანი მონაცემებით (ინსულინი). 48-ე კვირაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) დამატებისას, 10 მგ დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს საბაზისო დონეზე კორექტირებული საშუალო ცვლილება შესაბამისად იყო -0.30% და 0.38%. მეტფორმინზე დამატების კვლევისას, HbA1c-ის შემცირება შენარჩუნდა 102-ე კვირის ჩათვლით (შესაბამისად, 10 მგ და პლაცებოს საწყისი დონის კორექტირებული საშუალო ცვლილება -0.78% და 0.02%). ინსულინისათვის 104-ე კვირაზე (დამატებითი პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტებით ან მის გარეშე) HbA1c-ის შემცირება შესაბამისად 10 მგ დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს საბაზისო დონეზე კორექტირებული საშუალო ცვლილება იყო -0.71% და -0.06%. 48-ე და 104-ე კვირებზე, ინსულინის დოზა დარჩა სტაბილური საბაზისო დონესთან შედარებით იმ სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინით საშუალო დოზით 76 სე/დღეში. პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა საშუალოდ 10.5 სე/დღეში და 18.3 სე/დღეში ზრდა საბაზისო დონესთან შედარებით (საშუალო დოზა 84 და 92 სე/დღეში) 48-ე და 104-ე კვირებზე, შესაბამისად. კვლევაში დარჩენილი სუბიექტების წილი 104-ე კვირაზე იყო 72.4% 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ ჯგუფში და 54.8% პლაცებოს ჯგუფში.

ცხრილი 4. დაპაგლიფლოზინის 24-კვირიანი (LOCFa) პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევების შედეგები მეტფორმინზე ან სიტაგლიპტინზე (მეტფორმინთან ან მის გარეშე) დამატების კომბინაციაში

დამატებითი კომბინაცია

მეტფორმინი1

DPP-4 ინჰიბიტორი (სიტაგლიპტინი2) ± მეტფორმინი1

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

Nb

135

137

223

224

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო). ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 92
  • 0.84
  • 0.54*

(-0.74, -0.34)

  • 11
  • 0.30
  • 90
  • 0.45
  • 0.48*

(-0.62, -0.34)

  • 97
  • 04

სუბიეტები (%), რომლებმაც მიაღწიეს:

HbA1c < 7%

საბაზისო დონესთან კორექციით

  • 6**
  • 9

სხეულის წონა (კგ)

საბაზისო დონე (საშუალო). ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 28
  • 2.86
  • 1.97*

(-2.63, -1.31)

  • 74
  • 0.89
  • 02
  • 2.14
  • 1.89*

(-2.37, -1.40)

  • 23
  • 0.26

1 მეტფორმინი ≥ 1500 მგ/დღეში;

2 სიტაგლიპტინი 100 მგ/დღეში

a LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის), წინ გადატანილი

b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად ბრმა კვლევის სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში

c უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საბაზისო მნიშვნელობისთვის

  • p-მნიშვნელობა < 0.0001, შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებასთან
  • *p-მნიშვნელობა < 0.05, შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებასთან

ცხრილი 5. დაპაგლიფლოზინის 24-კვირიანი პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევების შედეგები დამატებით კომბინაციაში სულფონილშარდოვანასთან (გლიმეპირიდი) ან მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან

დამატებითი კომბინაცია

სულფონილშარდოვანა (გლიმეპირიდი1)

სულფონილშარდოვანა + მეტფორმინი2

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

პლაცებო

Nb

151

145

108

108

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო). ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 07
  • 0.82
  • 0.68*

(-0.86, -0.51)

  • 15
  • 0.13
  • 08
  • 0.86

−0.69*

(−0.89, −0.49)

  • 24
  • 0.17

სუბიეტები (%), რომლებმაც მიაღწიეს:

HbA1c < 7% (LOCF)d

საბაზისო დონესთან კორექციით

  • 7*
  • 0
  • 8*
  • 1

სხეულის წონა (კგ)(LOCF)d

საბაზისო დონე (საშუალო). ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 56
  • 2.26
  • 1.54*

(-2.17, -0.92)

  • 94
  • 0.72
  • 57
  • 2.65

−2.07*

(−2.79, −1.35)

  • 07
  • 0.58

1 გლიმეპირიდი 4 მგ/დღეში;

2 მეტფორმინი (დაუყოვნებლივი მოქმედების ან გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ფორმულაციები) ≥1500 მგ/დღეში პლიუს მაქსიმალური ასატანი დოზა, რომელიც უნდა იყოს სულფონილშარდოვანას მაქსიმალური დოზის მინიმუმ ნახევარი, ჩარიცხვამდე მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში.

a რანდომიზებული და ნამკურნალები პაციენტები საბაზისო დონეზე და მინიმუმ 1 საბაზისო დონის შემდგომი ეფექტურობის გაზომვით.

b 1 და 2-ე სვეტები , HbA1c გაანალიზებული LOCF-ის გამოყენებით (იხ. შენიშვნა d); 3 და 4-ე სვეტები, HbA1c გაანალიზებული LRM-ის გამოყენებით (იხ. შენიშვნა e)

c უმცირესი კვადრატების საშუალო კორექტირებული საბაზისო დონის მნიშვნელობაზე

d LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილ სუბიექტებში გადარჩენამდე), წინ გადატანილი

e LRM: გრძივი განმეორებითი გაზომვების ანალიზი

  • p-მნიშვნელობა < 0.0001, შედარებით პლაცებო + პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტ(ებ)თან.

ცხრილი 6. შედეგები 24-ე კვირაზე (LOCFa) დაპაგლიფლოზინის ინსულინთან კომბინაციის პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევაში (ცალკე ან პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად)

პარამეტრი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტები2

პლაცებო + ინსულინი ± პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტები2

Nb

194

193

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო).

ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 58
  • 0.90
  • 0.60*

(-0.74, -0.45)

  • 46
  • 0.30

სხეულის წონა (კგ)

საბაზისო დონე (საშუალო).

ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

  • 63
  • 1.67
  • 1.68*

(-2.19, -1.18)

  • 21
  • 02

ინსულინის საშუალო დღიური დოზა (სე)1

საბაზისო დონე (საშუალო).

ცვლილება საბაზისო დონიდანc

პლაცებოსგან განსხვავებაc

(95% CI)

სუბიექტები, რომლებსაც ინსულინის საშუალო დღიური დოზა მინიმუმ 10%-ით (%) შეუმცირდათ

  • 96
  • 1.16
  • 6.23*

(-8.84, -3.63)

  • 7**
  • 96
  • 08
  • 0

aLOCF: ბოლო დაკვირვება (ინსულინის პირველი დოზის ტიტრაციის დაწყებამდე ან მის თარიღზე, საჭიროების შემთხვევაში), წინ გადატანილი

b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად ბრმა კვლევის სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა კვლევის პერიოდში

c უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საბაზისო დონის მაჩვენებლისა და პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი სამკურნალო პროდუქტის არსებობის გათვალისწინებით.

  • p-მნიშვნელობა < 0.0001, შედარებით პლაცებო + ინსულინი ± პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტთან
  • *p-მნიშვნელობა < 0.05, შედარებით პლაცებო + ინსულინი ± პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტთან.

1 ინსულინის რეჟიმების (მათ შორის ხანმოკლე, საშუალო მოქმედების და ბაზალური ინსულინის) ტიტრაციის გაზრდა დაშვებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ FPG კრიტერიუმებს.

2 სუბიექტების 50% საბაზისო დონეზე იმყოფებოდა ინსულინის მონოთერაპიაზე; 50% ინსულინთან ერთად იღებდა 1 ან 2 პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტ(ებ)ს: ამ უკანასკნელი ჯგუფიდან 80% იღებდა მხოლოდ მეტფორმინს, 12% მეტფორმინი პლიუს სულფონილშარდოვანათი თერაპიას, ხოლო დანარჩენები იღებდნენ სხვა პერორალურ გლუკოზის დამაქვეითებელ სამკურნალო პროდუქტებს.

მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ პრეპარატი

სულ 1,236 არასათანადოდ კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა, (HbA1c ≥ 7.5% და ≤ 12%) რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ პრეპარატი, მიიღო მონაწილეობა ორ აცტიურად-კონტროლიორებულ კვლევაში 24-კვიანი ხანგრძლივობით, დაპაგლიფლოზინის (5 მგ ან 10 მგ) მეტფორმინთან კომბინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, პაციენტებში, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ პრეპარატი, მონოკომპონენტებით მკურნალობასთან შედარებით.

10 მგ დაპაგლიფლოზინით მეტფორმინთან კომბინაციაში მკურნალობამ (დღეში 2000 მგ-მდე) განაპირობა HbA1c-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით (ცხრილი 7) და გამოიწვია უზმოზე პლაზმაში გლუკოზის (FPG) (ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით) და სხეულის წონის უფრო მეტი შემცირება (მეტფორმინთან შედარებით).

ცხრილი 7. დაპაგლიფლოზინით და მეტფორმინით კომბინირებული თერაპიის აქტიური-კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24-ე კვირაზე (LOCFa) პაციენტებში, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ პრეპარატი

პარამეტრი

10 მგ დაპაგლიფლოზინი

+

მეტფორმინი

10 მგ დაპაგლიფლოზინი

მეტფორმინი

Nb

211b

219b

208b

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო)

ცვლილება საბაზისო დონიდან c

განსხვავება დაპაგლიფლოზინისგან c

(95% CI)

განსხვავება მეტფორმინისგანc

(95% CI)

  • 10
  • 1.98

−0.53*

(−0.74, −0.32)

−0.54*

(−0.75, −0.33)

  • 03
  • 1.45

−0.01

(−0.22, 0.20)

  • 03
  • 1.44

a LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილ პაციენტთა გადარჩენამდე), წინ გადატანილი.

b ყველა რანდომიზებული პაციენტი, რომლებმაც მიიღეს ორმაგად ბრმა კვლევის სამკურნალო პროდუქტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიანი ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში.

c უმცირესი კვადრატების საშუალო, კორექტირებული საბაზისო მნიშვნელობაზე.

  • p-მნიშვნელობა <0.0001.

კომბინირებული თერაპია გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდით

28-კვირიან, ორმაგად ბრმა, აქტიური კომპარატორით კონტროლირებად კვლევაში, დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) კომბინაცია შედარებული იყო მხოლოდ დაპაგლიფლოზინთან და მხოლოდ გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდთან იმ სუბიექტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატური გლიკემიური კონტროლი მხოლოდ მეტფორმინის მიღებისას (HbA1c ≥ 8% და ≤ 12%). ყველა სამკურნალო ჯგუფს აღენიშნებოდა HbA1c-ის შემცირება საბაზისო დონესთან შედარებით. 10 მგ-დაპაგლიფლოზინითა და ხანგრძლივი გამონთავისუფლების ეგზენატიდით კომბინირებულმა მკურნალობის ჯგუფმა აჩვენა HbA1c-ის უფრო მეტად შემცირება საბაზისო დონესთან შედარებით, მხოლოდ დაპაგლიფლოზინით და მხოლოდ ხანგრძლივი გამონთავისუფლების ეგზენატიდთან შედარებით (ცხრილი 8).

ცხრილი 8. დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდის 28-კვირიანი კვლევის შედეგები მხოლოდ დაპაგლიფლოზინისა და მხოლოდ გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ეგზენატიდთან შედარებით მეტფორმინთან კომბინაციაში (ყველა რანდომიზებული პაციენტი დანიშნული მკურნალობით)

პარამეტრი

10 მგ დაპაგლიფლოზინი QD

+ გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ექსენატიდი 2 მგ QW

10 მგ დაპაგლიფლოზინი QD

+ პლაცებო QW

გახანგრძლივებული გამონთავისუფლების ექსენატიდი 2 მგ

QW

+

პლაცებო QD

N

228

230

227

HbA1c (%)

საბაზისო დონე (საშუალო)

ცვლილება საბაზისო დონიდან a

საბაზისო დონიდან ცვლილების საშუალო სხვაობა კომბინაციასა და ერთ სამკურნალო პროდუქტს შორის

(95% CI)

  • 29
  • 1.98
  • 25
  • 1.39
  • 0.59*

(-0.84, -0.34)

  • 26
  • 1.60
  • 0.38**

(-0.63, -0.13)

სუბიექტები (%), რომლებმაც მიაღწიეს

HbA1c < 7%

  • 7
  • 1
  • 9

სხეულის წონა (კგ)

საბაზისო დონე (საშუალო)

ცვლილება საბაზისო დონიდან a

საბაზისო დონიდან ცვლილების საშუალო სხვაობა კომბინაციასა და ერთ სამკურნალო პროდუქტს შორის

(95% CI)

  • 13
  • 3.55
  • 87
  • 2.22
  • 1.33*

(-2.12, -0.55)

  • 12
  • 1.56
  • 2.00*

(-2.79, -1.20)

QD=დღეში ერთხელ, QW=კვირაში ერთხელ, N=პაციენტების რაოდენობა, CI=ნდობის ინტერვალი.

a კორექტირებული უმცირესი კვადრატების საშუალოები (LS საშუალოები) და მკურნალობის ჯგუფების სხვაობა(სხვაობები) 28-ე კვირაზე საბაზისო მნიშვნელობებიდან ცვლილებაში მოდელირებულია შერეული მოდელის გამოყენებით, განმეორებითი გაზომვებით (MMRM), მათ შორის მკურნალობის, რეგიონის, საბაზისო დონეზე HbA1c ფენის (< 9.0% ან ≥ 9.0%), კვირის და კვირის მიხედვით მკურნალობის ურთიერთქმედების, როგორც ფიქსირებული ფაქტორების, და საბაზისო მნიშვნელობის, როგორც კოვარიატის შესაბამისად.

  • p < 0.001, **p < 0.01.

P-მნიშვნელობები ყველა კორექტირებული …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუკი მათი დაავადების ნიშნები თქვენის ანალოგიურია.
  • თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში

  • რა არის და რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი აცინო?
  • რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე?
  • როგორ მიიღება დაპაგლიფლოზინი აცინო?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დაპაგლიფლოზინი აცინო?
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის და რისთვის გამოიყენებ ადაპაგლიფლოზინი აცინო?

რა არის დაპაგლიფლოზინი აცინო?

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „ნატრიუმის გლუკოზის კო-ტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2-პროტეინის ბლოკირების საშუალებით. ამ პროტეინის ბლოკირებით, სისხლში არსებული შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი აცინო?

დაპაგლიფლოზინი აცინო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მე-2 ტიპის დიაბეტი
  • მოზრდილებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში.
  • თუ თქვენი მე-2 ტიპის დიაბეტი ვერ კონტროლდება დიეტითა და ვარჯიშით.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.
  • მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად დაიცვათ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.
  • გულის უკმარისობა
  • მოზრდილებში (18 წლისა და უფროსი ასაკის), როდესაც გული სისხლს ისე კარგად ვერ ტუმბავს, როგორც საჭიროა.
  • თირკმელების ქრონიკული დაავადება
  • თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე მოზრდილებში.

რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • მე-2 ტიპის დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან სათანადოდ ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმელების დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხელებსა და ფეხებში.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო მოქმედებს ორგანიზმიდან ზედმეტი შაქრის მოცილების საშუალებით. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც გული სისხლს ფილტვებსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებში ვერ ტუმბავს ისე კარგად, როგორც საჭიროა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
  • გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს გულს მდგომარეობის გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება და როგორ შველის მას დაპაგლიფლოზინი აცინო?

  • თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სისხლის გაწმენდას და გაფილტვრას ისე, როგორც საჭიროა. თირკმლის ფუნქციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
  • დაპაგლიფლოზინი აცინო იცავს თქვენს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან. ეს შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
  • რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე?

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინო

  • თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

დიაბეტური კეტოაციდოზი:

  • თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ გულისრევას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ცნობიერების არევას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ამონასუნთქში მოტკბო სუნს, პირში მოტკბო ან ლითონის გემოს, შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს ან წონის სწრაფ კლებას.
  • ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს, შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში.
  • დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინზე მომატებული მოთხოვნილების გამო, რაც გამოწვეულია მასშტაბური ქირურგიული ჩარევით ან სერიოზული დაავადებით.
  • დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქარი ნორმალურია.

თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

შორისის მანეკროზებელი ფასციიტი:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ ტკივილის, მგრძნობიარობის, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოებში ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის მიდამოში ცხელებასთან ან საერთო სისუსტის შეგრძნებასთან ერთად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება, და რომელიც ანადგურებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა დაუყოვნებლივ უნდა იქნას ნამკურნალევი.

დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

  • თუ გაქვთ „ 1-ლი ტიპის დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. დაპაგლიფლოზინი აცინო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლების პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი საწყისი დოზა.
  • თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ანამნეზში. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო“.
  • თუ სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის მიერ სითხის ძალიან დიდი რაოდენობით დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პუნქტში. დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი.
  • თუ გაქვთ ან განგივითარდათ გულისრევა, ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
  • თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არა ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დიაბეტი და ტერფების მოვლა

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეიმოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფების მოვლასთან დაკავშირებით.

შარდში გლუკოზა

დაპაგლიფლოზინი აცინოს მოქმედების მექანიზმის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს შარდში შაქრის დონე დადებითი იქნება.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინი აცინოს გამოყენება შესაძლებელია 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

დაპაგლიფლოზინი აცინო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის ან თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, რადგანაც ის ამ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.

სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინი აცინო

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • თუ იღებთ ორგანიზმიდან წყლის გამოსადევნად განკუთვნილ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება - დოირეტიკი).
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა მოისურვოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
  • თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინი აცინოს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. დაორსულების შემთხვევაში თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, რადგანაც ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის გაკონტროლების საუკეთესო გზის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ან უკვე კვებავთ ბავშვს ძუძუთი. არ გამოიყენოთ (პროდუქტი), თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დაპაგლიფლოზინი აცინოს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სახელწოდებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერ დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ არავითარი ხელსაწყოები ან მექანიზმები.

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას

დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორ მიიღება დაპაგლიფლოზინი აცინო?

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

რა დოზით უნდა მიიღოთ

  • რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.
  • თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

ამ პრეპარატის მიღება

  • გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. ალტერნატიულად, 10 მგ-იანი ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
  • ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
  • ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი მიღების შესახებ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაპაგლიფლოზინი აცინო სხვა მედიკამენტ(ებ)თან ერთად. გახსოვდეთ, რომ ეს სხვა მედიკამენტ(ებ)ი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეს დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაში.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლიათ დაეხმარონ თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთესად გამოყენებაში. თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია, დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღების დროს დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება

  • თუ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც დაგავიწყდებათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
  • თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტია დარჩენილი, მიიღეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს დოზა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
  • თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
  • არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებას

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ დიაბეტი, ამ პრეპარატის გარეშე შეიძლება სისხლში შაქრის დონემ მოიმატოს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:

  • ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:

  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები
  • დიაბეტური კეტოაციდოზი - ეს იშვიათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს).

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):

  • შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • კუჭის ტკივილი
  • ძლიერი წყურვილი
  • სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • ცნობიერების არევა
  • უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
  • ტკბილი სუნი ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი
  • წონაში სწრაფი დაკლება.

ეს შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაპაგლიფლოზინი აცინოთი მკურნალობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტა.

  • შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული მიდამოს რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს:

  • საშარდე გზების ინფექცია, რომელიც გვხვდება ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

  • ცხელება და/ან შემცივნება
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს
  • ტკივილი ზურგში ან გვერდში.

თუმცა ეს ხშირი არაა, მაგრამ თუ შარდში შეამჩნევთ სისხლს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტებს:

  • სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რომელიც გვხვდება ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.

სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნებია:

  • კანკალი, ოფლიანობა, ძლიერი შფოთვა, გულისცემის აჩქარება
  • შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება
  • განწყობის ცვლილება ან ცნობიერების აბნევის შეგრძნება.

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს.

დაპაგლიფლოზინი აცინოს მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი

  • პენისის ან საშოს გენიტალური ინფექცია (კანდიდოზი) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს)
  • ზურგის ტკივილი
  • ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა (შარდის გამოყოფა) ან მოშარდვის უფრო ხშირი საჭიროება
  • სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ჩანს ანალიზებში)
  • სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ჩანს ანალიზებში)
  • კრეატინინის თირკმლის კლირენსით შემცირება (ჩანს ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
  • თავბრუსხვევა
  • გამონაყარი

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • ორგანიზმიდან ძალიან ბევრი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს პირის სიმშრალეს ან წებოვანებას, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფას ან გამოყოფის საერთოდ შეწყვეტას ან გულისცემის აჩქარებას)
  • წყურვილი
  • ყაბზობა
  • ღამით მოსაშარდად გაღვიძება
  • პირის სიმშრალე
  • წონის დაკლება
  • კრეატინინის მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში
  • შარდოვანას მომატება (ჩანს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში)

ძალიან იშვიათი

  • თირკმლების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

შეტყობინება გვერდითი ეფექტები შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტები შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება დაპაგლიფლოზინი აცინო?

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან კოლოფზე წარწერა „EXP“ -ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დაპაგლიფლოზინი აცინო

  • აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.

დაპაგლიფლოზინი აცინოს თითოეული 10 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს დაპაგლიფლოზინ პროპანდიოლის მონოჰიდრატს, რომელიც 10 მგ დაპაგლიფლოზინის ექვივალენტურია.

  • სხვა ინგრედიენტებია:
  • ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხილეთ მე-2 პუნქტი „დაპაგლიფლოზინი აცინო შეიცავს ლაქტოზას“), პრეჟელატინიზებული სახამებელი, დისტილირებული წყალი, მიკროკრისტალური ცელულოზა 102, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
  • აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი (E1203), კალციუმის კარბონატი (E170), მაკროგოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

დაპაგლიფლოზინი აცინოს გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა

დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი, რომბის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია „10“, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზი, დაახლოებით 11.1 x 8.1 მმ ზომის.

დაპაგლიფლოზინი აცინო 10 მგ გამოდის 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველ მუყაოს კოლოფებში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„აცინო AG“ (Acino AG),

ლეოპოლდშტრასე 115

80804 მიუნხენი,

გერმანია

მწარმოებელი

კორპორაცია კომპანია „ელპენ ფარმასიუტიკალ“ (Elpen Pharmaceutical Co. Inc.)

მარათონოსის გამზირი 95

პიკერმი, 190 09,

საბერძნეთი

ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს გადახედვის თარიღია 2025 წლის ნოემბერი.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც იღებს მომხმარებლებისგან პრეპარატების ხარისხთან დაკავშირებულ საჩივრებს და პასუხისმგებელია პრეპარატის უსაფრთხოების რეგისტრაციის შემდგომ მონიტორინგზე:

საქართველოში:

„აცინო ფარმა AG“-ის (Acino Pharma AG) (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში

კ. მარჯანიშვილის ქუჩა 5/დ. უზნაძის ქუჩა 16-18, 0102, თბილისი, საქართველო

ტელ.: + 995 32 220 69; 42

ელ-ფოსტა: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა