დაიმონდი იყიდება ყუთებით, რომელიც შეიცავს 56 ტაბლეტს, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ ბოსენტანს. დაიმონდი 62,5 მგ ტაბლეტები არის ღია ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბოზენტანი (bosentan)
- ფორმა და შეფუთვა
- 125მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებლად
- ATC კოდი
- C02KX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043783
- რეგისტრირებულია
- 7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დაიმონდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დაიმონდი იყიდება ყუთებით, რომელიც შეიცავს 56 ტაბლეტს, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ ბოსენტანს. დაიმონდი 62,5 მგ ტაბლეტები არის ღია ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
დაიმონდის ტაბლეტები შეიცავს ბოსენტანს, რომელიც ბლოკავს ბუნებრივ ჰორმონს, სახელწოდებით ენდოთელინი-1 (ET-1), რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. დაიმონდი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება "ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგონისტები".
დაიმონდი გამოიყენება მკურნალობისთვის:
ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (PAH): PAH არის დაავადება ფილტვებში სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვებით, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიები), რომლებიც ატარებენ სისხლს გულიდან ფილტვებში. ეს წნევა ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლში ფილტვებში, რაც ართულებს ფიზიკურ აქტივობას.
დაიმონდი აფართოებს ფილტვის არტერიებს, რაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას. ეს ამცირებს არტერიულ წნევას და ხსნის სიმპტომებს.
დაიმონდი გამოიყენება II, III და IV კლასის ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ფიზიკური შრომისუნარიანობის (ფიზიკური აქტივობის შესრულების უნარი) და სიმპტომების გასაუმჯობესებლად.
PAH–ის ტიპები, რომლის დროსაც ნაჩვენებია დაიმონდი, შეიძლება იყოს:
პირველადი (გამოვლენილი მიზეზის ან ოჯახური ანამნეზის გარეშე);
გამოწვეული სკლეროდერმიით (ასევე უწოდებენ სისტემურ სკლეროზს, დაავადებას, როდესაც აღინიშნება შემაერთებელი ქსოვილის, რომელიც წარმოადგენს კანისა და სხვა ორგანოების საყრდენს, არანორმალური ზრდა);
გამოწვეული კონგენიტალური (თანდაყოლილი) გულის დეფექტებით შუნტებისას (ანომალური გასასვლელებით), რაც იწვევს სისხლის ანომალურ ნაკადს გულსა და ფილტვებში.
დიგიტალური წყლულები: (წყლულები ხელის და ფეხის თითებზე) მოზრდილ პაციენტებში მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება სკლეროდერმია.
დაიმონდი ამცირებს ხელის და ფეხის თითების ახალი დიგიტალური წყლულების რაოდენობას.
- სანამ მიირებდეთ დაიმონდს
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზა/გამოყენების სიხშირე:
დაიმონდით მკურნალობა უნდა დაიწყოს და გაკონტროლდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს PAH–ის ან სისტემური სკლეროზის მკურნალობის გამოცდილება. ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება პირველი 4 კვირის განმავლობაში 62.5 მგ ორჯერ დღეში (დილით და საღამოს), ამის შემდეგ თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ მიიღოთ 125 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ დაიმონდზე.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დაიმონდი ტაბლეტები მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
ბავშვები:
დოზის რეკომენდაცია ბავშვებში არის მხოლოდ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დაიმონდით მკურნალობის რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ იწყება 2 მგ/კგ სხეულის წონაზე, დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას თქვენი ბავშვისთვის საჭირო ზუსტი რაოდენობის შესახებ.
ხანდაზმულები:
>65 წელზე ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთებული პირობები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დაიმონდის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაიმონდს:
თუ მიიღებთ იმაზე მეტ ტაბლეტს, ვიდრე გითხრეს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დაიმონდის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დაიმონდის მიღება, მიიღეთ ერთჯერადი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვეტთ დაიმონდის მიღებას
დაიმონდით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიმპტომების გაუარესება. არ შეწყვიტოთ დაიმონდის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ შეამციროთ დოზა რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ მთლიანად შეწყვეტთ.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბოსენტანის ან ტაბლეტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ჰკითხეთ თქვენს ექიმს)
თუ ხართ ორსულად, ან შეიძლება დაორსულდეთ, რადგან არ იყენებთ სანდო კონტრაცეფციის მეთოდებს (მხოლოდ ჰორმონალური კონტრაცეფტივები არ არის ეფექტიანი დაიმონდით მკურნალობის დროს)
თუ იღებთ ციკლოსპორინ A-ს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ფსორიაზის სამკურნალოდ).
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ ექიმს.
გამოიყენეთ დაიმონდი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
ანალიზები, რომლებსაც გააკეთებს თქვენი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე
სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად
სისხლის ანალიზი ანემიის (დაბალი ჰემოგლობინი) შესამოწმებლად
ორსულობის ტესტი, თუ თქვენ ხართ შვილოსნობის უნარის მქონე ქალი.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებდა დაიმონდს, აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა და ანემია (დაბალი ჰემოგლობინი). დაიმონდით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი ჩაატარებს რეგულარულ სისხლის ანალიზებს ღვიძლის ფუნქციის და ჰემოგლობინის დონის ცვლილებების შესამოწმებლად.
სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციისთვის
გაკეთდება ყოველთვიურად დაიმონდით მკურნალობის განმავლობაში. დოზის გაზრდის შემდეგ დამატებითი ტესტი ჩატარდება 2 კვირის შემდეგ.
სისხლის ტესტები ანემიისთვის
ჩატარდება ყოველთვიურად მკურნალობის პირველი 4 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ, რადგან პაციენტები, რომლებიც იღებენ დაიმონდს, შესაძლოა დაავადდნენ ანემიით.
თუ ეს შედეგები არანორმალურია, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა და ჩაატაროს შემდგომი ტესტები მიზეზის გამოსაკვლევად.
ბავშვები და მოზარდები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზრუდულია. დაიმონდი არ არის რეკომენდებული სისტემური სკლეროზის და მიმდინარე დიგიტალური წყლულოვანი დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში. ასევე იხილეთ ნაწილი 3.
ორსულობის ტესტი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის:
დაიმონდმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვებს. თუ თქვენ ხართ ქალი, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, თქვენი ექიმი მოგთხოვთ ორსულობის ტესტის ჩატარებას დაიმონდის მიღების დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად, სანამ იღებთ დაიმონდს.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე წარსულში ნებისმიერი პერიოდის დროსაც კი.
დაიმონდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაიმიონდი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიფრთხილის ზომები
დაიმონდის ეფექტურობა არ არის დადგენილი მძიმე ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. კლინიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს სხვა თერაპიაზე გადასვლა, რომელიც რეკომენდებულია დაავადების მძიმე სტადიის დროს (მაგ., ეპოპროსტენოლი) (იხ. პუნქტი 4.2).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) I კლასის ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის ფუნქციური სტატუსის მქონე პაციენტებში ბოსენტანის სარგებელი/რისკის ბალანსი დადგენილი არ არის.
დაიმონდით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემური სისტოლური წნევა 85 მმ ვრცხ. წყ. სვ-ზე მაღალია.
დაიმონდის შემთხვევაში არ არის დადასტურებული სასარგებლო ეფექტი არსებული დიგიტალური წყლულების შეხორცებისთვის.
ღვიძლის ფუნქცია:
ბოსენტანთან ასოცირებული ღვიძლის ამინოტრანსფერაზების, ანუ ასპარტატის და ალანინის ამინოტრანსფერაზების (AST და/ან ALT) დონის მატება დოზადამოკიდებულია. ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობის პირველი 26 კვირის განმავლობაში, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის გვიან პერიოდში (იხ. პუნქტი 4.8). ეს მატება შეიძლება ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ჰეპატოციტებიდან ნაღვლის მარილების ელიმინაციის კონკურენტული ინჰიბიციით, მაგრამ სხვა მექანიზმები, რომლებიც მკაფიოდ არ არის დადგენილი, შესაძლოა ასევე მონაწილეობენ ღვიძლის დისფუნქციის წარმოქმნაში. არ არის გამორიცხული, რომ ბოსენტანი დაგროვდეს ჰეპატოციტებში და გამოიწვიოს ღვიძლის შესაძლო სერიოზული დაზიანება ან ციტოლიზი თვით იმუნოლოგიური მექანიზმების დონემდე. ღვიძლის დისფუნქციის რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ნაღვლის მარილის ექსპორტის ტუმბოს ინჰიბიტორები (BSEP), მაგალითად ისეთი პრეპარატები როგორიცაა - რიფამპიცინი, გლიბენკლამიდი და ციკლოსპორინი A (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5), გამოიყენება ბოსენტანთან ერთად, თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემები შეზღუდულია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).
ღვიძლის ამინოტრანსფერაზების დონე უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ ყოველთვიური ინტერვალით მკურნალობის განმავლობაში. გარდა ამისა, ღვიძლის ამინოტრანსფერაზების დონე უნდა გაიზომოს დოზის გაზრდიდან 2 კვირის შემდეგ.
რეკომენდაციები ALT/AST მატების შემთხვევაში
ALT/AST დონე მკურნალობისა და მონიტორინგის რეკომენდაციები
> 3 და ≤ 5 × ULN შედეგი უნდა დადასტურდეს ღვიძლის მეორე ტესტით; დადასტურების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება დაიმონდის გაგრძელების შესახებ, შესაძლოა შემცირებული დოზით, ან ბოსენტანის მიღების შეწყვეტის შესახებ (იხ. პუნქტი 4.2). ამინოტრანსფერაზას დონის მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თუ ამინოტრანსფერაზას დონე უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ მნიშვნელობას, გასათვალისწინებელია ბოსენტანის გაგრძელება ან ხელახალი დანიშვნა ქვემოთ აღწერილი პირობების შესაბამისად.
> 5 და ≤ 8 × ULN შედეგი უნდა დადასტურდეს ღვიძლის მეორე ტესტით; დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ამინოტრანსფერაზას დონის მონიტორინგი უნდა მოხდეს მინიმუმ ყოველ 2 კვირაში ერთხელ. თუ ამინოტრანსფერაზას დონე უბრუნდება მკურნალობდე არსებულ მნიშვნელობას, განიხილება დაიმონდის ხელახალი დანიშვნა ქვემოთ აღწერილი პირობების შესაბამისად.
> 8 × ULN მკურნალობა უნდა შეწყდეს და DIAMOND-ის ხელახალი დანიშვნა არ განიხილება.
ღვიძლის დაზიანებასთან ასოცირებული კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, გულისრევა, ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი, სიყვითლე, უჩვეულო ლეთარგია ან დაღლილობა, გრიპის მსგავსი სინდრომი (ართრალგია, მიალგია, ცხელება), მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიმონდის ხელახალი დანიშვნა არ განიხილება.
მკურნალობის ხელახალი დაწყება
დაიმონდით მკურნალობის ხელახალი დაწყება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიმონდით მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს და როდესაც ღვიძლის ამინოტრანსფერაზას დონეები მკურნალობამდე არსებული მნიშვნელობითაა. რეკომენდებულია ჰეპატოლოგის კონსულტაცია. ხელახალი მკურნალობა უნდა შეესაბამებოდეს 4.2 პუნქტში აღწერილ დეტალურ მითითებებს. ამის შემდეგ ამინოტრანსფერაზას დონე უნდა შემოწმდეს ხელახალი შეყვანიდან 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ისევ 2 კვირის შემდეგ და შემდეგ ზემოთ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ULN = ნორმის ზედა ზღვარი
ჰემოგლობინის კონცენტრაცია:
ბოსენტანით მკურნალობა ასოცირებულია ჰემოგლობინის კონცენტრაციის დოზადამოკიდებულ შემცირებასთან (იხ. პუნქტი 4.8). პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, ბოსენტანთან დაკავშირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითება არ იყო პროგრესირებადი და დასტაბილურდა მკურნალობის პირველი 4-12 კვირის შემდეგ. რეკომენდირებულია ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემოწმება მკურნალობის დაწყებამდე, ყოველთვიურად პირველი 4 თვის განმავლობაში და შემდგომ კვარტალურად. თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება მოხდა, შემდგომი შეფასება და გამოკვლევა უნდა ჩატარდეს კონკრეტული მკურნალობის მიზეზისა და საჭიროების დასადგენად. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ანემიის შემთხვევები, რომელიც საჭიროებდა სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზიას (იხ. პუნქტი 4.8).
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები:
ვინაიდან დაიმონდის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობა და ორსულობის დროს ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის გაუარესების რისკისა და ცხოველებში დაფიქსირებული ტერატოგენული ეფექტების გათვალისწინებით:
დაიმონდით მკურნალობა არ იწყება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, თუ ისინი არ იყენებენ საიმედო კონტრაცეფტულ საშუალებებს და თუ ორსულობის ტესტის შედეგი არ არის უარყოფითი.
ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ შეიძლება იყოს კონტრაცეფციის ერთადერთი მეთოდი დაიმონდით მკურნალობის დროს.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ყოველთვიური ორსულობის ტესტების ჩატარება, რათა მოხდეს შესაძლოა ორსულობის ადრეული გამოვლენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტები 4.5 და 4.6.
ფილტვისმიერი ვენო-ოკლუზიური დაავადება:
ფილტვისმიერი შეშუპების შემთხვევები დაფიქსირდა ვაზოდილატორებთან (ძირითადად პროსტაციკლინებთან) გამოყენებისას ფილტვისმიერი ვენო-ოკლუზიური დაავადების მქონე პაციენტებში. შესაბამისად, ფილტვისმიერი შეშუპების ნიშნების გამოვლენისას დაიმონდის შეყვანისას ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტებში, გასათვალისწინებელია ასოცირებული ვენო-ოკლუზიური დაავადების შესაძლებლობა. პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო იშვიათი ცნობები ფილტვისმიერი შეშუპების შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაიმონდით, რომლებსაც ჰქონდათ ფილტვისმიერი ვენო-ოკლუზიური დაავადების საეჭვო დიაგნოზი.
ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები მარცხენა პარკუჭის თანმხლები უკმარისობით:
არ ჩატარებულა სპეციფიური კვლევა ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის და თანმხლები მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. თუმცა, 1611 პაციენტი (804 ბოსენტანით და 807 პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტი) გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობით (CHF) მონაწილეობდა დაახლოებით 1,5 წლის ხანგრძლივობის პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (კვლევა AC-052-301/302 [ჩართვა 1 და 2]). ამ კვლევაში დაფიქსირდა ჰოსპიტალიზაციის სიხშირე CHF-ის გამო ბოსენტანით მკურნალობის ჯგუფში პირველი 4-8 კვირის განმავლობაში, რაც შეიძლება ყოფილიყო სითხის შეკავების შედეგი. აღნიშნულ კვლევაში სითხის შეკავება გამოვლინდა ადრეული წონის მატებით, ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებით და ფეხის შეშუპების სიხშირით. კვლევის დასასრულს, არ იყო განსხვავება გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციაში და სიკვდილიანობაში დაიმონდით და პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებს შორის. შესაბამისად, რეკომენდირებულია პაციენტების მონიტორინგი სითხის შეკავების ნიშნებზე (მაგალითად, წონის მომატება), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთდროულად აღენიშნებათ მძიმე სისტოლური დისფუნქცია. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია დიურეტიკებით მკურნალობის დაწყება, ან არსებული დიურეზული საშუალებების დოზის გაზრდა. პაციენტებში, რომლებსაც დაიმონდით მკურნალობის დაწყებამდე აღენიშნებათ სითხის შეკავების ნიშნები, განიხილება დიურეზული საშუალებებით მკურნალობის დანიშვნა.
HIV (ადამიანის იმონოდეფიციტის ვირუსი) ინფექციასთან დაკავშირებული ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზია:
შეზღუდულია კლინიკური კვლევების გამოცდილება ბოსენტანის გამოყენების შესახებ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტებში ასოცირებული აივ (HIV) ინფექციით, რომლებიც მკურნალობენ ანტირეტროვირუსული სამკურნალო საშუალებებით (იხ. პუნქტი 5.1). ბოსენტანსა და ლოპინავირს + რიტონავირს შორის ურთიერთქმედების კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაციის მომატება, მაჩვენებლის მაქსიმალური დონით მკურნალობის პირველი 4 დღის განმავლობაში (იხ. პუნქტი 4.5). ბოსენტანით მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ რიტონავირით გაძლიერებული პროტეაზას ინჰიბიტორების მიღება, პაციენტის მიერ ბოსენტანის ამტანობა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს გაკონტროლებული მკურნალობის საწყის ფაზაში ჰიპოტენზიის რისკისა და ღვიძლის ფუნქციური ტესტების გათვალისწინებით.
ღვიძლის ტოქსიკურობისა და ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების გაზრდილი გრძელვადიანი რისკი არ არის გამორიცხული ბოსენტანის გამოყენებისას ანტირეტროვირუსულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. CYP450-ზე ბოსენტანის ინდუქციურ ეფექტთან დაკავშირებული ურთიერთქმედების პოტენციალის არსებობის გამო (იხ. პუნქტი 4.5), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტირეტროვირუსული თერაპიის ეფექტურობაზე, ეს პაციენტები ასევე უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ აივ (HIV) ინფექციასთან დაკავშირებით.
ფილტვისმიერი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (COPD) გამოწვეული მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია:
ბოსენტანის უსაფრთხოება და ამტანობა გამოკვლეული იყო საძიებო, არაკონტროლირებად 12-კვირიან კვლევაში ფილტვის ჰიპერტენზიის მქონე 11 პაციენტში მძიმე მეორადი COPD-ით (ოქროს კლასიფიკაციის III ეტაპი). დაფიქსირდა წუთში ვენტილაციის მატება და ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, ხოლო ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო ქოშინი, რომელიც გაქრა ბოსენტანის მიღების შეწყვეტასთან ერთად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება:
ბოსენტანის და ციკლოსპორინ A-ს ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).
არ არის რეკომენდებული ბოსენტანის გლიბენკლამიდთან, ფლუკონაზოლთან და რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.5.
თავიდან უნდა იქნას აცილებული CYP3A4 ინჰიბიტორის და ასევე CYP2C9 ინჰიბიტორის დაიმონდთან ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.5).
- 5 ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
ბოსენტანი არის ციტოქრომ P450 (CYP) იზოფერმენტების CYP2C9 და CYP3A4 ინდუქტორი. ინ ვიტრო მონაცემები ასევე მიუთითებს CYP2C19-ის ინდუქციაზე. შესაბამისად, ამ იზოფერმენტებით მეტაბოლიზებული ნივთიერებების პლაზმური კონცენტრაციები შემცირდება დაიმონდის ერთობლივი გამოყენებისას. გასათვალისწინებელია ამ იზოფერმენტებით მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობის ცვლილების შესაძლებლობა. ამ პროდუქტების დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს დაიმონდით მკურნალობის დაწყების, დოზის ცვლილების ან შეწყვეტის შემდეგ.
ბოსენტანი მეტაბოლიზდება CYP2C9-ის და CYP3A4-ის მეშვეობით. ამ იზოფერმენტების ინჰიბირებამ შეიძლება გაზარდოს ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაცია (იხ. კეტოკონაზოლი). CYP2C9 ინჰიბიტორების გავლენა ბოსენტანის კონცენტრაციაზე არ არის შესწავლილი. ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
ფლუკონაზოლი და CYP2C9 და CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორები:
ფლუკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ, რომელიც აინჰიბირებს ძირითადად CYP2C9-ს, მაგრამ გარკვეულწილად ასევე CYP3A4-ს, შეიძლება გამოიწვიოს ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება. ეს კომბინაცია არ არის რეკომენდებული. ამავე მიზეზით, არ არის რეკომენდებული როგორც CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან რიტონავირი) და CYP2C9 ინჰიბიტორის (როგორიცაა ვორიკონაზოლი) ერთდროული გამოყენება დაიმონდთან.
ციკლოსპორინი-A:
დაიმონდისა და ციკლოსპორინ-A-ს (კალცინევრინის ინჰიბიტორი) ერთობლივი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3). ერთდროული მიღებისას, ბოსენტანის საწყისი კონცენტრაცია დაახლოებით 30-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ბოსენტანის მიღების შემდეგ გაზომილი კონცენტრაცია. წონასწორულ მდგომარეობაში ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაცია იყო 3-4-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ცალკე ბოსენტანის. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი, სავარაუდოდ, არის სატრანსპორტო ცილის შუამავლობით ჰეპატოციტებში ციკლოსპორინის მიერ ბოსენტანის შეწოვის დათრგუნვა. ციკლოსპორინ A-ს (CYP3A4-ს სუბსტრატი) სისხლში კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 50%-ით. ეს, სავარაუდოდ, ბოსენტანის მიერ CYP3A4-ის ინდუქციით არის გამოწვეული.
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი:
ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის და დაიმონდის ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი ადამიანებში, მაგრამ ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის და დაიმონდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაციის მომატება ციკლოსპორინ A-სთან ერთდროული მიღების ანალოგიურად. დაიმონდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია. ამიტომ, დაიმონდისა და ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ კომბინირებული მკურნალობა, ექვემდებარებიან მჭორდო მონიტორინგს დაიმონდთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენის და ტაკროლიმუსის და სიროლიმუსის სისხლში კონცენტრაციის კონტროლის მიზნით.
გლიბენკლამიდი:
ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაიმონდი 125 მგ-ის ერთდროულმა გამოყენებამ შეამცირა გლიბენკლამიდის (CYP3A4-ის სუბსტრატი) პლაზმური კონცენტრაცია 40%-ით, ჰიპოგლიკემიური ეფექტის პოტენციურად მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაცია ასევე შემცირდა 29%-ით. გარდა ამისა, ამინოტრანსფერაზების მომატებული სიხშირე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერთდროულ თერაპიას. როგორც გლიბენკლამიდი, ასევე ბოსენტანი თრგუნავს ნაღვლის მარილის ექსპორტის ტუმბოს, რითაც შეიძლება აიხსნას ამინოტრანსფერაზას მომატებული დონე. ამ კონტექსტში, ეს კომბინაცია არ უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პუნქტი 4.4). სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
რიფამპიცინი:
9 ჯანმრთელ სუბიექტში 7 დღის განმავლობაში დაიმონდი 125 მგ-ის ორჯერ დღეში ერთდროული მიღება რიფამპიცინთან, CYP2C9-ის და CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორთან, ამცირებს ბოსენტანის პლაზმურ კონცენტრაციას 58%-ით და შემცირებამ შეიძლება მიაღწიოს თითქმის 90%-ს ინდივიდუალურ შემთხვევაში. შედეგად, მოსალოდნელია ბოსენტანის ეფექტის მნიშვნელოვნად შემცირება რიფამპიცინთან ერთად მიღებისას. სხვა CYP3A4 ინდუქტორების შესახებ მონაცემები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კრაზანა, არ მოიპოვება, მაგრამ მათი ერთდროული მიღება სავარაუდოდ გამოიწვევს ბოსენტანის სისტემურ ექსპოზიციას. არ არის გამორიცხული ეფექტურობის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.
ლოპინავირი + რიტონავირი (და რიტონავირით გაძლიერებული პროტეაზას ინჰიბიტორები):
ჯანმრთელ მოხალისეებში 9.5 დღის განმავლობაში ბოსენტანის 125 მგ ორჯერ დღეში და ლოპინავირის + რიტონავირის 400 + 100 მგ ორჯერ დღეში ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ბოსენტანის საწყისი პლაზმური კონცენტრაციის მიღწევა, რომელიც დაახლოებით 48-ჯერ აღემატებოდა ბოსენტანის ცალკე შეყვანის შემდეგ მიღწეულ კონცენტრაციას. მე-9 დღეს ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაცია იყო დაახლოებით 5-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ბოსენტანის ცალკე შეყვანისას. რიტონავირის მიერ სატრანსპორტო ცილის შუამავლობით ჰეპატოციტებში და CYP3A4-ის შეწოვის ინჰიბირება, რითაც მცირდება ბოსენტანის კლირენსი, დიდი ალბათობით იწვევს ამ ურთიერთქმედებას. ლოპინავირ+რიტონავირთან ან სხვა რიტონავირით გაძლიერებულ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა პაციენტის მიერ ბოსენტანის ამტანობის მონიტორინგი.
9,5 დღის განმავლობაში ბოსენტანის ერთდროული მიღების შემდეგ, ლოპინავირის და რიტონავირის პლაზმური ექსპოზიცია შემცირდა კლინიკურად არამნიშვნელოვან დონემდე (დაახლოებით 14% და 17% შესაბამისად). თუმცა, ბოსენტანის მიერ სრული ინდუქცია შესაძლოა არ ყოფილიყო მიღწეული და პროტეაზას ინჰიბიტორების შემდგომი შემცირება არ შეიძლება იყოს გამორიცხული. რეკომენდებულია აივ (HIV) თერაპიის სათანადო მონიტორინგი. მსგავსი ეფექტები მოსალოდნელია ასევე რიტონავირის გაძლიერებული პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან (იხ. პუნქტი 4.4).
სხვა ანტირეტროვირუსული საშუალებები:
სხვა ხელმისაწვდომი ანტირეტროვირუსული საშუალებების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა არ არის შესაძლებელია მონაცემთა ნაკლებობის გამო. აღსანიშნავია, რომ ნევირაპინის გამოხატული ჰეპატოტოქსიურობის გამო, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ბოსენტანისმიერი ღვიძლის ტოქსიკურობასთან ერთად, ამ კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ჰორმონალური კონტრაცეპტივები:
ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში DIAMOND-ის 125 მგ ერთჯერადი დოზით და ორალური კონტრაცეპტივის ერთდროულმა მიღებამ, რომელიც შეიცავს ნორეთისტერონს 1 მგ + ეთინილ ესტრადიოლს 35 მკგ, ამცირებს ნორეთისტერონის და ეთინილ ესტრადიოლის AUC-ს 14% და 31%-ით, შესაბამისად. თუმცა, ცალკეულ სუბიექტებში ექსპოზიციის შემცირება იყო 56% და 66%, შესაბამისად. შესაბამისად, მხოლოდ ჰორმონებზე დაფუძნებული კონტრაცეპტივები, განურჩევლად მათი შეყვანის გზისა (მაგ., პერორალური, ინექციური, ტრანსდერმული ან იმპლანტირებადი ფორმები), არ განიხილება კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებად, როდესაც ისინი დაიმონდთან ერთდროულად გამოიყენება (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6).
ვარფარინი:
ორჯერ დღეში 6 დღის განმავლობაში ბოსენტანის 500 მგ ერთდროულმა გამოყენებამ შეამცირა როგორც S-ვარფარინის (CYP2C9-ს სუბსტრატი) და R-ვარფარინის (CYP3A4-ს სუბსტრატი) პლაზმური კონცენტრაციები 29% და 38%-ით, შესაბამისად. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ბოსენტანის ვარფარინთან ერთდროული გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოიწვია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ან ვარფარინის დოზის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები (საწყისად და კლინიკური კვლევების დასასრულს). გარდა ამისა, კვლევების დროს ვარფარინის დოზის ცვლილებების სიხშირე INR-ის ცვლილებების ან გვერდითი მოვლენების გამო მსგავსი იყო ბოსენტანის და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. ბოსენტანის მიღების დაწყებისას ვარფარინისთვის და მსგავსი პერორალური ანტიკოაგულანტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო, მაგრამ რეკომენდირებულია INR-ის ინტენსიური მონიტორინგი, განსაკუთრებით ბოსენტანის მიღების დასაწყისში და ტიტრირების პერიოდის განმავლობაში.
სიმვასტატინი:
ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაიმონდი 125 მგ-ის ერთდროულმა გამოყენებამ შეამცირა სიმვასტატინის (CYP3A4 სუბსტრატი) და მისი აქტიური β-ჰიდროქსი მჟავას მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები 34%-ით და 46%-ით შესაბამისად. სიმვასტატინის თანმხლები გამოყენება არ ახდენს გავლენას ბოსენტანის პლაზმურ კონცენტრაციებზე. გასათვალისწინებელია ქოლესტერინის დონის მონიტორინგის და შემდგომი დოზის კორექციის საჭიროება.
კეტოკონაზოლი:
6 დღის განმავლობაში ორჯერ დღეში დაიმონდი 62,5 მგ-ის ერთდროული გამოყენება კეტოკონაზოლთან, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, ზრდის ბოსენტანის პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 2-ჯერ. დაიმონდის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ინ ვივო კვლევებით არ არის დადგენილი, მაგრამ ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაციების მსგავსი მატება მოსალოდნელია სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა იტრაკონაზოლი ან რიტონავირი) ერთად გამოყენებისას. CYP3A4-ის ინჰიბიტორთან კომბინირებისას, პაციენტებს, რომლებიც რთულად ახდენენ CYP2C9-ის მეტაბოლიზებას, აქვთ ბოსენტანის პლაზმური კონცენტრაციის მომატების რისკი, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი და, რაც შესაბამისად შეიძლება იწვევდეს პოტენციურ გვერდით მოვლენების განვითარებას.
ეპოპროსტენოლი:
შეზღუდული მონაცემებია მიღებული კვლევიდან (AC-052-356 [BREATHE-3]), რომელშიც 10 პედიატრიული პაციენტი ღებულობდა დაიმონდისა და ეპოპროსტენოლის კომბინაციას, რომელიც მიუთითებს, რომ როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ბოსენტანის Cmax და AUC მნიშვნელობები მსგავსი იყო პაციენტებში ეპოპროსტენოლის უწყვეტი ინფუზიით ან მის გარეშე (იხ. პუნქტი 5.1).
ტადალაფილი:
ბოსენტანი (125 მგ ორჯერ დღეში) ამცირებს ტადალაფილის (40 მგ ერთხელ დღეში) სისტემურ ექსპოზიციას 42%-მდე და Cmax 27%-მდე მრავალჯერადი დოზის ერთდროულად მიღების შემდეგ. ტადალაფილი არ მოქმედებს ბოსენტანის ან მისი მეტაბოლიტების ექსპოზიციაზე (EEA და Cmax).
დიგოქსინი:
7 დღის განმავლობაში ორჯერ დღეში ბოსენტანი 500 მგ-ის დიგოქსინთან ერთად მიღება ამცირებს დიგოქსინის AUC, Cmax და Cmin შესაბამისად 12%, 9% და 23%-ით. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი შეიძლება იყოს P-გლიკოპროტეინის ინდუქცია. ეს ურთიერთქმედება, სავარაუდოდ, არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პედიატრიული პოპულაცია:
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დაიმონდი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
თუ შესაძლებელია დაორსულდეთ, გამოიყენეთ ჩასახვის კონტროლის საიმედო ფორმა (კონტრაცეფცია) დაიმონდის მიღების დროს. თქვენი ექიმი ან გინეკოლოგი მოგცემთ რჩევას დაიმონდის მიღებისას კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებზე. იმის გამო, რომ დაიმონდს შეუძლია ჰორმონალური კონტრაცეფცია (მაგ., პერორალური, ინექცია, იმპლანტი ან კანის პლასტირები) არაეფექტიანი გახადოს, ეს მეთოდი თავისთავად არ არის სანდო. ამიტომ, თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ასევე უნდა გამოიყენოთ ბარიერული მეთოდი (მაგ. ქალის პრეზერვატივი, დიაფრაგმა, ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელი, ან თქვენმა პარტნიორმა ასევე უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი). რეკომენდებულია ჩაიტაროთ ყოველთვიური ორსულობის ტესტები სანამ იღებთ დაიმონდს და რეპროდუქციული ასაკის ხართ.
ფერტილობა
თუ თქვენ ხართ DIAMOND-ის მომხმარებელი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ წამალმა შეამციროს თქვენი სპერმის რაოდენობა.
არ უნდა უგულებელვყოთ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე შვილების გაჩენაზე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში
ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ. თქვენ გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თუ დაგენიშნებათ დაიმონდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაიმონდს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, დაიმონდს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ თავბრუსხვევა დაიმონდის მიღებისას, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიმონდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც მოითხოვენ სიფტრხილეს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
თუ თქვენ იღებთ მხოლოდ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასახცემ პროდუქტს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ.
დაიმონდით მკურნალობის დაწყებამდე, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
ციკლოსპორინი A (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ და ფსორიაზის სამკურნალოდ), რომელიც არ უნდა იქნას გამოყენებული დაიმონდთან ერთად.
სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ, რადგან არ არის რეკომენდებული მათი დაიმონდთან ერთად გამოყენება.
გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება), ფლუკონაზოლი (მედიკამენტი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ), კეტოკონაზოლი (მედიკამენტი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ) ან ნევირაპინი (აივ-ის წამალი), რადგან ამ მედიკამენტების გამოყენება არ არის რეკომენდებული DIAMOND-თან ერთად.
სხვა მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდეს სპეციალურ მონიტორინგს დაიმონდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
დაიმონდის მიღებისას,მხოლოდ ჰორმონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ არის საკმარისი, როგორც კონტრაცეფციის მეთოდი. თქვენი ექიმი და/ან თქვენი მეან-გინეკოლოგი მოგცემთ რჩევას კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდზე.
სიფრთხილეა რეკომენდებული დაიმონდის გამოყენებისას სილდენაფილთან და ტადალაფილთან (სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება PAH-ის სამკურნალოდ).
ვარფარინი (ანტიკოაგულანტი),
სიმვასტატინი (გამოიყენება ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ).
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დაიმონდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ანაფილაქსია (ზოგადი ალერგიული რეაქციები), ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად შეშუპება თვალების, ტუჩების, ყელისა და ენის) (იშვიათად)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა დერმატიტი, ქავილი და გამონაყარი) (ხშირად)
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ დაიმონდის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
დაიმონდის ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტებია:
ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია (ძალიან ხშირი).
ანემია (სისხლის დაბალი მაჩვენებელი) (ხშირი) ანემიისას ზოგჯერ შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა. (უცნობი).
თქვენი ღვიძლისა და სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი განხორციელდება დაიმონდით მკურნალობის დროს (იხილეთ ნაწილი 2). მნიშვნელოვანია, რომ ჩაიტაროთ ეს ანალიზები თქვენი ექიმის დანიშნულებით.
იმის ნიშნები, რომ თქვენი ღვიძლი შესაძლოა სწორად არ მუშაობდეს, მოიცავს:
გულისრევა (ღებინების სურვილი)
ღებინება
ცხელება (მაღალი ტემპერატურა)
ტკივილი მუცლის არეში (აბდომინური)
სიყვითლე (კანის ან თვალების სკლერის გაყვითლება)
მუქი ფერის შარდი
კანის ქავილი
ლეთარგია ან დაღლილობა (უჩვეულო გადაღლილობა ან გამოფიტვა)
გრიპის მსგავსი სიმპტომები (სახსრების და კუნთების ტკივილი ცხელებით).
თუ თქვენ გაქვთ აქედან ერთ-ერთი, შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ შეამჩნევთ რომელიმეს ამ ნიშნებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: გავლენას ახდენს 10-დან 1 მომხმარებელში მაინც
ხშირი: გავლენას ახდენს ≤1-დან 10-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 100-მდე
არახშირი: გავლენას ახდენს ≤1-დან 100-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 1000-მდე
იშვიათი: გავლენას ახდენს ≤1-დან 1000-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 10000-მდე
ძალიან იშვიათი: გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში 10000-დან
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
თავის ტკივილი
შეშუპება (ფეხების და კოჭების შეშუპება ან სითხის შეკავების სხვა ნიშნები)
ხშირი გვერდითი ეფექტები
წამოხურება ან კანის სიწითლე
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის შიგთავსის რეფლუქსი - უკან შემოდინება საყლაპავში)
დიარეა
სინკოპე (გულის წასვლა)
პალპიტაცია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა)
დაბალი არტერიული წნევა
ცხვირის გაჭედილობა
არახშირი გვერდითი ეფექტები
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა)
ნეიტროპენია/ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა)
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატებული მაჩვენებლები ჰეპატიტისას (ღვიძლის ანთება), ძირითადი ჰეპატიტის შესაძლო გამწვავების და/ან სიყვითლის ჩათვლით (კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება).
იშვიათი
ანაფილაქსია (ზოგადი ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, ყველაზე ხშირად თვალების, ტუჩების, ენის ან ყელის)
ღვიძლის ციროზი (ნაწიბური), ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა)
უცნობი
მხედველობის დაბინდვა
გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში
დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაიმონდით, იგივეა, რაც მოზრდილებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ბოსენტანი ერთჯერადი დოზით 2400 მგ-მდე გამოიყენებოდა ჯანმრთელ სუბიექტებში და 2000 მგ-მდე დღეში 2 თვის განმავლობაში გამოიყენებოდა ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის გარდა სხვა დაავადების მქონე პაციენტებში. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის თავის ტკივილი.
დოზის მასიურმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია, რომელიც საჭიროებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის აქტიურ უზრუნველყოფას. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების შემთხვევა 10,000 მგ დაიმონდით, რომელიც მამრობითი სქესის მოზარდის მიერ იქნა მიღებული. მას აღენიშნებოდა გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ოფლიანობა და მხედველობის დაბინდვა. ის მთლიანად გამოჯანმრთელდა 24 საათის განმავლობაში არტერიული წნევის მხარდაჭერით. ბოსენტანი არ გამოიყოფა დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ ბოსენტანს, 129.082 მგ ბოსენტანის მონოჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილე პუნქტი 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ დაიმონდი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25oC-ზე ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დაიმონდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ / გამოიყენეთ იგი ვარგისობის ვადის გასვლამდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოტერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
ათქ კოდი: C02KX01.
მოქმედების მექანიზმი:
ბოსენტანი არის ორმაგი ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგონისტი (ERA), რომელსაც აქვს აფინურობა A და B ენდოთელინის (ETA და ETB) რეცეპტორების მიმართ. ბოსენტანი ამცირებს როგორც ფილტვისმიერ, ასევე სისტემურ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, რაც იწვევს გულის ფრაქციის გამომუშავების მატებას გულისცემის სიხშირის გაზრდის გარეშე.
ნეიროჰორმონი ენდოთელინი-1 (ET-1) არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცნობილი ვაზოკონსტრიქტორი, რომელსაც ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ფიბროზს, უჯრედების პროლიფერაციას, გულის ჰიპერტროფიას და რემოდელირებას და არის არის პროანთებითი აგენტი. ეს ეფექტები განპირობებულია ენდოთელინის მიერთებით ETA და ETB რეცეპტორებთან, რომლებიც მდებარეობს ენდოთელიუმსა და სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში. ET-1 კონცენტრაცია ქსოვილებსა და პლაზმაში იზრდება გულ-სისხლძარღვთა და შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე დაავადების დროს, მათ შორის ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის, სკლეროდერმიის, მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის იშემიის, სისტემური ჰიპერტენზიის და ათეროსკლეროზის დროს, რაც მიუთითებს ET-1-ის პათოგენურ როლზე ამ დაავადებების არსებობისას. ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის დროს, ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგონიზმის არარსებობის შემთხვევაში, ET-1 კონცენტრაციის მატება მჭირდოთ არის დაკავშირებული ამ დაავადებების სიმძიმესთან და პროგნოზთან.
ბოსენტანი კონკურენციას უწევს ET-1 და სხვა ET პეპტიდების შეკავშირებას ETA და ETB რეცეპტორებთან, ოდნავ უფრო მაღალი აფინურობით ETA რეცეპტორებთან (Ki=4.1-43 ნანომოლარი), ვიდრე ETB რეცეპტორებთან (Ki=38-730 ნანომოლარი). ბოსენტანი ET რეცეპტორების სპეციფიური ანტაგონისტია და არ უკავშირდება სხვა რეცეპტორებს.
ეფექტურობა:
ცხოველური მოდელები
ფილტვისმირი ჰიპერტენზიის ცხოველურ მოდელებში, ბოსენტანის ქრონიკული პერორალური მიღება ამცირებს ფილტვის სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და უკუაქცევს ფილტვის სისხლძარღვთა და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ფილტვის ფიბროზის ცხოველურ მოდელში, ბოსენტანი ამცირებს კოლაგენის დეპონირებას ფილტვებში.
ეფექტურობა მოზრდილ პაციენტებში ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით
ორი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 32 (კვლევა AC-052-351) და 213 (კვლევა AC-052-352 [BREATHE-1]) მოზრდილ პაციენტში ჯანმოს (WHO) მე-III მე-IV ფუნქციური კლასის ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით (პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით ან სკლეროდერმიის მიმართ მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით). 4 კვირის განმავლობაში ბოსენტანი 62,5 მგ-ის ორჯერ დღეში მიღების შემდეგ, ამ კვლევებში შესწავლილი შემანარჩუნებელი დოზები იყო 125 მგ ორჯერ დღეში AC-052-351-ში და 125 მგ ორჯერ დღეში და 250 მგ ორჯერ დღეში AC-052-352-ში.
ბოსენტანი დაემატა პაციენტების მიმდინარე თერაპიას, რომელიც მოიცავდა ანტიკოაგულანტების, ვაზოდილატორების (მაგ., კალციუმის არხის ბლოკატორების), დიურეტიკების, ჟანგბადის და დიგოქსინის კომბინაციას, მაგრამ არა ეპოპროსტენოლს. საკონტროლო ჯგუფი იყო პლაცებოს დამატებული მიმდინარე თერაპია.
პირველადი საბოლოო წერტილი თითოეული კვლევისთვის იყო 12 კვირაში 6 წუთიანი ფეხით სიარულის მანძილის ცვლილება პირველი კვლევისთვის და 16 კვირაში მეორე კვლევისთვის. ორივე კვლევაში ბოსენტანით მკურნალობამ გამოიწვია ფიზიკური დატვირთვის ამტანობის მნიშვნელოვანი ზრდა. პლაცებოს მიერ კორექტირებული სიარულის მანძილის ზრდა საწყისთან შედარებით იყო 76 მეტრი (p = 0.02; t-ტესტი) და 44 მეტრი (p = 0.0002; Mann-Whitney U ტესტი) თითოეული კვლევის პირველად საბოლოო წერტილში, შესაბამისად. განსხვავებები ორ ჯგუფს შორის (125 მგ ორჯერ დღეში და 250 მგ ორჯერ დღეში) არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯგუფში, რომელშიც მიიღებოდა 250 მგ დღეში ორჯერ, აღინიშნებოდა ფიზიკური დატვირთვის მიმართ გაუმჯობესების ტენდენცია.
სიარულის მანძილის გაუმჯობესება შესამჩნევი იყო მკურნალობის 4 კვირის შემდეგ, აშკარად იყო მკურნალობის 8 კვირის შემდეგ და ნარჩუნდებოდა 28 კვირამდე პაციენტებში ორმაგად ბრმა მკურნალობის ქვეჯგუფში.
რეტროსპექტული პასუხის ანალიზით, რომელიც დაფუძნებული იყო ფეხით სიარულის მანძილის ცვლილებაზე, ჯანმოს (WHO) ფუნქციურ კლასზე და დისპნოეზე 95 პაციენტში, რომლებიც რანდომიზებული იყო ბოსენტანზე 125 მგ დოზით ორჯერ დღეში პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, დადგინდა, რომ მე-8 კვირას 66 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 22-ის დასტაბილურდა, ხოლო 7-ის გაუარესდა. 22 პაციენტიდან, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა მე-8 კვირას, 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა მე-12/16 კვირას, ხოლო 4-ის მდგომარეობა გაუარესდა საწყისთან შედარებით. 7 პაციენტიდან, რომელთა მდგომარეობა გაუარესდა მე-8 კვირას, 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა მე-12/16 კვირას, ხოლო 4-ის მდგომარეობა გაუარესდა საწყისთან შედარებით.
ინვაზიური ჰემოდინამიკური პარამეტრები შეფასებული იყო მხოლოდ პირველ კვლევაში. ბოსენტანით მკურნალობამ გამოიწვია გულის ინდექსის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც დაკავშირებული იყო ფილტვის არტერიის წნევის, ფილტვისმიერი სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და მარჯვენა წინაგულის საშუალო წნევის მნიშვნელოვან შემცირებასთან.
ბოსენტანის მკურნალობის დროს დაფიქსირდა ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომების შემცირება. სიარულის დროს ქოშინის გაზომვამ აჩვენა გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბოსენტანით. AC-052-352 კვლევაში, 213 პაციენტიდან 92% საწყის ეტაპზე მიეკუთვნებოდა ჯანმოს (WHO) მე-III ფუნქციურ კლასს და 8% - მე-IV კლასს. ბოსენტანით მკურნალობამ გაუმჯობესება გამოიწვია ჯანმოს (WHO) მიხედვით პაციენტების ფუნქციური კლასი 42.4%-ში (პლაცებოს შემთხვევაში - 30.4%). ჯანმოს (WHO) ფუნქციური კლასის საერთო ცვლილება ორივე კვლევის დროს მნიშვნელოვნად უკეთესი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბოსენტანის მონოჰიდრატის აპკიანი ტაბლეტით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. ბოსენტანით მკურნალობისას აღინიშნებოდა კლინიკური გაუარესების სიჩქარის მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით 28 კვირის შემდეგ (10.7% წინააღმდეგ 37.1%-ის, შესაბამისად; p = 0.0015).
რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (AC-052-364 [EARLY]), 185 ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე ჯანმოს (WHO) მე-II ფუნქციური კლასის პაციენტი (6 წუთიანი ფეხით სიარულის საწყისი მანძილი - 435 მეტრი) ღებულობდა ბოსენტანის 62.5 მგ-ს ორჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 125 მგ-ს ორჯერ დღეში (25 მგ = 9) 6 თვის განმავლობაში. კვლევაში ჩართული ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტები ადრე არ მკურნალობდნენ (n = 156) ან ღებულობდნენ მკურნალობას სილდენაფილის სტაბილური დოზით (n = 29). თანაპირველადი საბოლოო წერტილები იყო პროცენტული ცვლილება საწყისთან შედარებით ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობაში (PVR) და ცვლილება საწყისთან შედარებით 6 წუთიანი ფეხით სიარულის მანძილზე მე-6 თვეში, პლაცებოსთან შედარებით. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს პროტოკოლისში წინასწარ განსაზღვრულ ანალიზს;
ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობაში PVR (dyn.წმ/სმ5)
6-წუთიანი ფეხით სიარული მანძილი (მ)
პლაცებო (n=88)
ბოსენტანი (n=80)
პლაცებო (n=91)
ბოსენტანი (n=86)
საწყისი; საშუალო
802 (365)
851 (535)
431 (92)
443 (83)
ვცლილება საწყისიდან; საშუალო
128 (465)
−69 (475)
−8 (79)
11 (74)
მკურნალობის ეფექტი
−22.6%
19
95% CI სანდოობის ინტერვალი
−34, −10
−4, 42
P-მნიშვნელობა
< 0.0001
- 0758
ბოსენტანით მკურნალობა ასოცირებული იყო კლინიკური გაუარესების სიხშირის შემცირებასთან, რომელიც განსაზღვრებოდა როგორც სიმპტომური პროგრესირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევები, პლაცებოსთან შედარებით (პროპორციული რისკის შემცირება 77%, 95% სანდოობის ინტერვალი (CI) 20%-94%, p = 0,0114). მკურნალობის ეფექტი განპირობებული იყო კომპონენტის სიმპტომური პროგრესირების გაუმჯობესებით. იყო ერთი ჰოსპიტალიზაცია დაკავშირებული ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) გაუარესებასთან ბოსენტანის ჯგუფში და სამი ჰოსპიტალიზაცია პლაცებოს ჯგუფში. მხოლოდ ერთი სიკვდილი დაფიქსირდა მკურნალობის თითოეულ ჯგუფში 6-თვიანი ორმაგად ბრმა კვლევის პერიოდში, ამიტომ გადარჩენის შესახებ დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
გრძელვადიანი მონაცემები მოპოვებული იყო 173-ვე პაციენტისგან, რომლებიც ღებულობდნენ ბოსენტანს კონტროლირებად ფაზაში და/ან გადავიდნენ პლაცებოდან ბოსენტანზე EARLY კვლევის ღია ეტიკეტიანი გაფართოების ფაზაში. ბოსენტანის მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 3.6 ± 1.8 წელი (6.1 წლამდე), პაციენტების 73% მკურნალობდა არანაკლებ 3 წელი და პაციენტების 62% არანაკლებ 4 წელი. პაციენტებს შესაძლოა მიეღოთ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) დამატებითი მკურნალობა, როგორც ამას მოითხოვდა ღია ეტიკეტიანი გაფართოების კვლევა. პაციენტთა უმრავლესობას დაუდგინდა იდიოპათიური ან მემკვიდრეობითი ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (61%). საერთო ჯამში, პაციენტების 78% დარჩა ჯანმოს (WHO) მე-II ფუნქციურ კლასში. კაპლან-მეიერის მიხედვით გადარჩენის შეფასებები მკურნალობის დაწყებიდან 3 და 4 წლის შემდეგ იყო - 90% და 85%, შესაბამისად. ამავე დროს, პაციენტების 88% და 79%-ს არ აღენიშნათ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) გაუარესება (რომელიც განსაზღვრული იყო, როგორც ყველა მიზეზით სიკვდილი, ფილტვის ტრანსპლანტაცია, წინაგულების სეპტოსტომია ან ინტრავენური ან კანქვეშა პროსტანოიდებით მკურნალობის დაწყება). პლაცებოთი წინა მკურნალობის შედარებითი წვლილი ორმაგად ბრმა ფაზაში და, ასევე, სხვა მედიკამენტების, რომელთა მიღება დაწყებული იყო ღია ეტიკეტიანი კვლევის გაგრძელების პერიოდში, უცნობია.
პროსპექტიულ, მრავალცენტრიან, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (AC-052-405 [BREATHE-5]), პაციენტები ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით ჯანმოს (WHO) მე-III ფუნქციური კლასით და ეიზენმენგერის ფიზიოლოგიით, რომელიც დაკავშირებული იყო გულის თანდაყოლილ დაავადებებთან, ღებულობდნენ ბოსენტანის 62.5 მგ-ს, ორჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, 125 მგ-ს ორჯერ დღეში შემდეგი 12 კვირის განმავლობაში (n = 37, რომელთაგან 31-ს ჰქონდა უპირატესად მარჯვნიდან მარცხნივ, ორმიმართულებიანი შუნტი). პირველადი მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ბოსენტანი არ აუარესებდა ჰიპოქსემიას. 16 კვირის შემდეგ, ჟანგბადით საშუალო სატურაცია ბოსენტანის ჯგუფში გაიზარდა 1.0%-ით (95% CI -0.7%-2.8%) შედარებით პლაცებოს ჯგუფთან (n = 17 პაციენტი), რაც ადასტურებს იმას, რომ ბოსენტანი არ აუარესებდა ჰიპოქსემიას. 16 კვირის შემდეგ, საშუალო პლაცებო-კორექტირებადი ზრდა 6 წუთიანი ფეხით სიარულის დისტანცია იყო 53 მეტრი (p = 0.0079), რაც ასახავდა ფიზიკური ამტანობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ოცდაექვსმა პაციენტმა განაგრძო ბოსენტანის მიღება BREATHE-5 კვლევის 24-კვირიან ღია ეტიკეტიანი კვლევის გაფართოების ფაზაში (AC-052-409) (მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა = 24.4 ± 2.0 კვირა) და, ზოგადად, ეფექტურობა იყო შენარჩუნებული.
ღია ეტიკეტიანი, არა-შედარებითი კვლევა (AC-052-362[BREATHE-4]) ჩატარდა ჯანმოს (WHO) მე-III ფუნქციური კლასის ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიასთან (PAH) ასოცირებული აივ (HIV) ინფექციის მქონე 16 პაციენტში. პაციენტები ღებულობდნენ ბოსენტანის 62,5 მგ-ს ორჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, 125 მგ-ს ორჯერ დღეში შემდგომი 12 კვირის განმავლობაში. 16 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ფიზიკური ამტანობის საწყის დონესთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნებოდა, კერძოდ: 6 წუთიანი ფეხით სიარულის დისტანციის ზრდა საწყისიდან საშუალოდ იყო 91.4 მეტრი შედარებით 332.6 მეტრთან (p <0.001). შეუძლებელია ფორმალური დასკვნის გაკეთება ბოსენტანის ზეგავლენასთან დაკავშირებით ანტირეტროვირუსული პრეპარატების ეფექტურობაზე (იხ. ასევე პუნქტი 4.4).
არ არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს დაიმონდის დადებით გავლენას გადარჩენაზე. თუმცა, გრძელვადიანი სასიცოცხლო სტატუსი დაფიქსირდა 235-ვე პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ბოსენტანით ორ ძირითად პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (AC-052-351 და AC-052-352) და/ან მათ ორ არა-კონტროლირებად, ღია ეტიკეტიან კვლევის გაფართოებაში. ბოსენტანის მიღების საშუალო ხანგრძლივობა იყო 1,9 წელი ± 0,7 წელი (მინ: 0,1 წელი; მაქსიმუმი: 3,3 წელი) და პაციენტებზე დაკვირვება გრძელდებოდა საშუალოდ 2,0 ± 0,6 წლის განმავლობაში. პაციენტთა უმრავლესობას დაუდგინდა პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPH) (72%) და მიეკუთვნებოდა ჯანმოს (WHO) მე-III ფუნქციურ კლასს (84%). ამ მთლიან პოპულაციაში, კაპლან-მეიერის მიხედვით გადარჩენის შეფასებები იყო 93% და 84% ბოსენტანით მკურნალობის დაწყებიდან 1 და 2 წლის შემდეგ, შესაბამისად. გადარჩენის შეფასებები უფრო დაბალი იყო სისტემური სკლეროზის გამო ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტების ქვეჯგუფში. შეფასებებზე შესაძლოა გავლენა იქონია ეპოპროსტენოლით მკურნალობის დაწყებამ 43/235 პაციენტში.
კვლევა ჩატარდა ბავშვებში ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით
BREATHE-3 (AC-052-356)
ბოსენტანის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფასებული იყო ღია ეტიკეტიან არა-კონტროლირებად კვლევაში 3-დან 15 წლამდე ასაკის 19 პედიატრიულ პაციენტში ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიით. ეს კვლევა ძირითადად შემუშავებული იყო როგორც ფარმაკოკინეტიკური კვლევა (იხ. პუნქტი 5.2). პაციენტებს ჰქონდათ პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (10 პაციენტი) ან ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზია დაკავშირებული გულის თანდაყოლილ დაავადებებთან (9 პაციენტი) და საწყის ეტაპზე მიეკუთვნებოდნენ ჯანმოს (WHO) მე-II ფუნქციური კლასს (n=15 პაციენტი, 79%) ან მე-III კლასს (n=4 პაციენტი, 21%). სხეულის წონის მიხედვით პაციენტები განაწილდნენ სამ ჯგუფში და მიიღეს ბოსენტანი დაახლოებით 2 მგ/კგ დოზით ორჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში. თითოეული ჯგუფის პაციენტების ნახევარი უკვე მკურნალობდა ინტრავენური ეპოპროსტენოლით და ეპოპროსტენოლის დოზა უცვლელი რჩებოდა კვლევის განმავლობაში.
ჰემოდინამიკა გაზომეს 17 პაციენტში. გულის ინდექსის საშუალო ზრდა საწყისთან შედარებით იყო 0.5 ლ/წთ/მ2, ფილტვის არტერიული წნევის საშუალო შემცირება იყო 8 მმ Hg და PVR-ის საშუალო შემცირება იყო 389 dyn.წმ.სმ-5. ეს ჰემოდინამიკური გაუმჯობესება საწყისიდან იყო მსგავსი ეპოპროსტენოლის ერთდროული მიღებისას ან მის გარეშე. დატვირთვის ტესტის პარამეტრების ცვლილებები მე-12 კვირაში საწყისთან შედარებით იყო ძალიან ცვალებადი და არც ერთი არ იყო მნიშვნელოვანი.
FUTURE 1/2 (AC-052-365/AC-052-367)
FUTURE 1 იყო ღია ეტიკეტიანი, არა-კონტროლირებადი კვლევა, რომელიც ჩატარდა ბოსენტანის დისპერსიული ფორმის ტაბლეტის შემანარჩუნებელი დოზით - 4 მგ/კგ ორჯერ დღეში 2-დან 11 წლამდე 36 პაციენტში. იგი ძირითადად შემუშავებული იყო როგორც ფარმაკოკინეტიკური კვლევა (იხ. პუნქტი 5.2). საწყის ეტაპზე, პაციენტებს ჰქონდათ იდიოპათიური (31 პაციენტი [86%)) ან ოჯახური (5 პაციენტი [14%)) ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (PAH) და იყვნენ ჯანმოს (WHO) მე-II ფუნქციურ კლასში (n = 23 პაციენტი, 64%) ან მე-III კლასში (n = 13 პაციენტი, 36%). საწყის ეტაპზე FUTURE 1-ში, 9 პაციენტი ღებულობდა ეპოპროსტენოლს. კვლევის განმავლობაში 9 პაციენტი პირველად იწყებდა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტების მიღებას. კაპლან-მეიერის მიხედვით ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) (სიკვდილი, ფილტვის ტრანსპლანტაცია ან ჰოსპიტალიზაცია PAH-ის გაუარესების გამო) გაუარესების შეფასება, მოვლენების გარეშე 2 წლის განმავლობაში, იყო - 78.9%. კაპლან-მეიერის მიხედვით, საერთო გადარჩენის შეფასება 2 წლის შემდეგ იყო - 91.2%.
FUTURE 3 (AC-052-373)
ამ ღია ეტიკეტიან რანდომიზებულ კვლევაში ბოსენტანის 32 მგ დისპერსიული ფორმის ტაბლეტი, 3 თვიდან 11 წლამდე ასაკის 64 ბავშვი სტაბილური ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიით (PAH) რანდომიზირებული იყო ბოსენტანით 2 მგ/კგ ორჯერ დღეში (n = 33) ან 2 მგ/კგ სამჯერ დღეში (n = 31) 24 კვირიან მკურნალობაზე. 43 პაციენტი (67.2%) იყო ≥ 2 წლიდან 11 წლამდე, 15 (23.4%) იყო 1-დან 2 წლამდე და 6 (9.4%) იყო 3 თვიდან 1 წლამდე ასაკის. კვლევა ძირითადად შემუშავებული იყო როგორც ფარმაკოკინეტიკური კვლევა (იხ. პუნქტი 5.2) და ეფექტურობის საბოლოო წერტილები იყო მხოლოდ საკვლევი ხასიათის. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) ეტიოლოგია, Dana Point-ის კლასიფიკაციის მიხედვით, მოიცავდა იდიოპათიურ PAH-ს (46%), მემკვიდრეობით PAH-ს (3%), საკორექციო კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ ასოცირებულ PAH-ს (38%) და PAH-CHD, რომელიც დაკავშირებული იყო სისტემურ-ფილტვის შუნტებთან, მათ შორის ეიზენმენგერის სინდრომთან (13%). მკურნალობის დაწყებისას პაციენტები იყვნენ ჯანმოს (WHO) I-ელ ფუნქციურ კლასში (n = 19 პაციენტი, 29%), მე-II კლასში (n = 27 პაციენტი, 42%) ან მე-III კლასში (n = 18 პაციენტი, 28%). კვლევაში შესვლისას პაციენტები მკურნალობდნენ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მედიკამენტებით (ყველაზე ხშირად მხოლოდ PDE-5 ინჰიბიტორით [სილდენაფილი][35.9%], მხოლოდ ბოსენტანით [10.9%] და ბოსენტანი, ილოპროსტი და სილდენაფილის კომბინაციით პაციენტთა 10.9%-ში) და განაგრძობდნენ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მკურნალობას კვლევის განმავლობაში.
კვლევის დაწყებისას, ჩართული პაციენტების ნახევარზე ნაკლები (45.3% = 29/64) რებულობდა მხოლოდ ბოსენტანით მკურნალობას, რომელიც არ იყო კომბინირებული ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) სხვა მედიკამენტებთან. 40.6% (26/64) დარჩა ბოსენტანის მონოთერაპიაზე საკვლევი მკურნალობის 24 კვირის განმავლობაში ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) გაუარესების გარეშე. გლობალური პოპულაციის ანალიზმა, რომელიც მოიცავდა (64 პაციენტს) აჩვენა, რომ პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობის განმავლობაში მინიმუმ სტაბილური (ანუ გაუარესების გარეშე) მდგომარეობა შეუნარჩუნდა ჯანმოს (WHO) არაპედიატრიული ფუნქციური კლასის შეფასების (97% დღეში ორჯერ, 100% სამჯერ დღეში) და ექიმების საერთო კლინიკური შთაბეჭდილების (94% დღეში ორჯერ, 93% მკურნალობის პერიოდში სამჯერ) მიხედვით.
კაპლან-მეიერის მიხედვით ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) (სიკვდილი, ფილტვის ტრანსპლანტაცია ან ჰოსპიტალიზაცია PAH-ის გაუარესების გამო) გაუარესების შეფასება, მოვლენების გარეშე 24 კვირაში, იყო - 78.9%, დღეში ორჯერედი და სამჯერადი მიღების ჯგუფებში, შესაბამისად.
არ არსებობს კლინიკური სარგებელის რაიმე მტკიცებულება 2 მგ/კგ სამჯერ დღეში დოზით მიღებისას, 2 მგ/კგ ორჯერ დღეში დოზის მიღებასთან შედარებით.
ახალშობილებში ჩატარებული კვლევა ახალშობილთა პერსისტიული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით (PPHN)
FUTURE 4 (AC-052-391)
ეს იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, რანდომიზებული კვლევა დღენაკლულ ან დროულად დაბადებულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი 36-42 კვირა) PPHN-ით. ინჰალირებული აზოტის ოქსიდის (iNO) სუბოპტიმალური პასუხის მქონე პაციენტები, სულ მცირე 4 საათის უწყვეტი მკურნალობის მიუხედავად, მკურნალობდნენ ბოსენტანის დისპერსიული ფორმის ტაბლეტის მიღებით დოზით 2 მგ/კგ დღეში ორჯერ (N = 13) ან პლაცებოთი (N = 8) ნაზოგასტრალური მილით, როგორც დამატებითი თერაპია iNO-ზე მანამ, სანამ არ დასჭირდებოდათ iNO-ს სრულად შეწყვეტა ან მკურნალობა არ იქნებოდა არაეფექტური (განისაზღვრება ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის [ECMO] აუცილებლობით ან ალტერნატიული ფილტვის ოქსიგენაციის დაწყების საჭიროებით) მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.
საკვლევ პრეპარატის მედიანური ექსპოზიცია იყო 4.5 (დიაპაზონი: 0.5-10.0) დღე ბოსენტანის ჯგუფში და 4 (დიაპაზონი: 2.5-6.5) დღე პლაცებოს ჯგუფში.
შედეგებმა არ მიუთითებს ბოსენტანის დამატებით სარგებელზე ამ პოპულაციაში:
iNO-ის დასრულებამდე საშუალო დრო ბოსენტანზე იყო 3.7 დღე (95% CLs 1.17, 6.95) და პლაცებოზე 2.9 დღე (95% CLs 1.26, 4.23) (p = 0.34).
ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის სრულ შეწყვეტამდე საშუალო დრო ბოსენტანზე იყო 10.8 დღე (95% CLs 3.21, 12.21 დღე) და პლაცებოზე 8.6 დღე (95% CLs 3.71, 9.66 დღე) (p = 0.24).
ბოსენტანის ჯგუფში ერთი პაციენტის მკურნალობა იყო არაეფექტური (მას ესაჭიროებოდა ECMO-ს ჩატარება პროტოკოლის მიხედვით), რომელიც დადგინდა ოქსიგენაციის ინდექსის მნიშვნელობების გაზრდის საფუძველზე საკვლევი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან 8 საათის განმავლობაში. ეს პაციენტი გამოჯანმრთელდა მეთვალყურეობის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში.
ეპოპროსტენოლთან კომბინაცია
ბოსენტანისა და ეპოპროსტენოლის კომბინაცია გამოკვლეული იყო ორ კვლევაში: AC-052-355 (BREATHE-2) და AC-052-356 (BREATHE-3). AC-052-355 იყო მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფის კვლევა ბოსენტანის მონოჰიდრატის ტაბლეტის პლაცებოსთან შედარებით 33 პაციენტში მძიმე ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც ღებულობდნენ ეპოპროსტენოლთან ერთად თანმხლებ თერაპიას. AC-052-356 იყო ღია, არაკონტროლირებადი კვლევა; 19 პედიატრიული პაციენტიდან 10 ღებულობდა ბოსენტანის მონოჰიდრატის ტაბლეტებს და ეპოპროსტენოლს ერთად 12-კვირიანი კვლევის განმავლობაში. კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა თითოეული კომპონენტის მოსალოდნელი უსაფრთხოების პროფილისგან და კომბინირებული თერაპია კარგად გადაიტანებოდა ბავშვებსა და მოზრდილებში. კომბინაციის კლინიკური სარგებელი გამოვლენილი არ იყო.
სისტემური სკლეროდერმია დიგიტალური წყლულოვანი დაავადებით
ორი რანდომიზირებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებო- კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 122 (კვლევა AC-052-401 [RAPIDS-1]) და 190 (კვლევა AC-052-331 [RAPIDS-2]) მოზრდილ პაციენტში სისტემური სკლეროდერმიით ან დიგიტალური წყლულოვანი დაავადებით (ან თითების მიმდინარე წყლულები ან თითების წყლულების ისტორია წინა წლის განმავლობაში). კვლევაში AC-052-331, პაციენტებს უნდა ჰქონოდათ სულ მცირე ერთი თითზე წყლული ახლახანს განვითარებული, და ორივე კვლევისას პაციენტების 85%-ს ჰქონოდა მიმდინარე დიგიტალური წყლულოვანი დაავადება საწყის ეტაპზე. 4 კვირის შემდეგ ბოსენტანის 62.5 მგ ორჯერ დღეში, შემანარჩუნებელი დოზით მიღება შესწავლილი ამ ორივე კვლევაში იყო 125 მგ ორჯერ დღეში. ორმაგი ბრმა თერაპიის ხანგრძლივობა იყო 16 კვირა კვლევაში AC-052-401 და 24 კვირა კვლევაში AC-052331.
სისტემური სკლეროდერმიის და დიგიტალური წყლულების ფონური …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი
დაიმონდი
125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: 129,028 მგ ბოსენტანის მონოჰიდრატს, 125 მგ ბოსენტანის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი (K-30), პოლოქსამერი 188, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, გლიცეროლის დიბეჰენატი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry Orange 21K230007*.
Opadry Orange 21K230007* საღებავის შემცველობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა 10cP, ტრიაცეტინი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.
▼ეს სამედიცინო პროდუქტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოახდინოთ უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. თქვენ შეძლებთ დახმარებას ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით, რომელიც გამოგივლინდათ. იხილეთ ნაწილი 4–ის დასასრული, თუ როგორ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტები.
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართსი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია პერსონალურად თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის, არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ პროდუქტის გამოყენებისას, როდესაც მიაკითხავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ სამკურნალო პრეპარატს,
ზუსტად დაიცავით ის, რაც წერია ამ ინსტრუქციაში. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენთვის რეკომენდებული დოზა; არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ ფურცელ–ჩანართში:
- რა არის დაიმონდი და რისთვის გამოიყენება იგი?
- სანამ მიიღებდეთ დაიმონდს
- როგორ მიიღება დაიმონდი?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- როგორ ინახება დაიმონდი?
რა არის დაიმონდი და რისთვის გამოიყენება იგი?
დაიმონდი იყიდება ყუთებით, რომელიც შეიცავს 56 ტაბლეტს, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ ბოსენტანს. დაიმონდი 62,5 მგ ტაბლეტები არის ღია ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
დაიმონდის ტაბლეტები შეიცავს ბოსენტანს, რომელიც ბლოკავს ბუნებრივ ჰორმონს, სახელწოდებით ენდოთელინი-1 (ET-1), რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. დაიმონდი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება "ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგონისტები".
დაიმონდი გამოიყენება მკურნალობისთვის:
ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (PAH): PAH არის დაავადება ფილტვებში სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვებით, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიები), რომლებიც ატარებენ სისხლს გულიდან ფილტვებში. ეს წნევა ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლში ფილტვებში, რაც ართულებს ფიზიკურ აქტივობას.
დაიმონდი აფართოებს ფილტვის არტერიებს, რაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას. ეს ამცირებს არტერიულ წნევას და ხსნის სიმპტომებს.
დაიმონდი გამოიყენება II, III და IV კლასის ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ფიზიკური შრომისუნარიანობის (ფიზიკური აქტივობის შესრულების უნარი) და სიმპტომების გასაუმჯობესებლად.
PAH–ის ტიპები, რომლის დროსაც ნაჩვენებია დაიმონდი, შეიძლება იყოს:
პირველადი (გამოვლენილი მიზეზის ან ოჯახური ანამნეზის გარეშე);
გამოწვეული სკლეროდერმიით (ასევე უწოდებენ სისტემურ სკლეროზს, დაავადებას, როდესაც აღინიშნება შემაერთებელი ქსოვილის, რომელიც წარმოადგენს კანისა და სხვა ორგანოების საყრდენს, არანორმალური ზრდა);
გამოწვეული კონგენიტალური (თანდაყოლილი) გულის დეფექტებით შუნტებისას (ანომალური გასასვლელებით), რაც იწვევს სისხლის ანომალურ ნაკადს გულსა და ფილტვებში.
დიგიტალური წყლულები: (წყლულები ხელის და ფეხის თითებზე) მოზრდილ პაციენტებში მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება სკლეროდერმია.
დაიმონდი ამცირებს ხელის და ფეხის თითების ახალი დიგიტალური წყლულების რაოდენობას.
- სანამ მიირებდეთ დაიმონდს
არ მიიღოთ დაიმონდი:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბოსენტანის ან ტაბლეტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ჰკითხეთ თქვენს ექიმს)
თუ ხართ ორსულად, ან შეიძლება დაორსულდეთ, რადგან არ იყენებთ სანდო კონტრაცეფციის მეთოდებს (მხოლოდ ჰორმონალური კონტრაცეფტივები არ არის ეფექტიანი დაიმონდით მკურნალობის დროს)
თუ იღებთ ციკლოსპორინ A-ს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ფსორიაზის სამკურნალოდ).
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ ექიმს.
გამოიყენეთ დაიმონდი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
ანალიზები, რომლებსაც გააკეთებს თქვენი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე
სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად
სისხლის ანალიზი ანემიის (დაბალი ჰემოგლობინი) შესამოწმებლად
ორსულობის ტესტი, თუ თქვენ ხართ შვილოსნობის უნარის მქონე ქალი.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებდა დაიმონდს, აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა და ანემია (დაბალი ჰემოგლობინი). დაიმონდით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი ჩაატარებს რეგულარულ სისხლის ანალიზებს ღვიძლის ფუნქციის და ჰემოგლობინის დონის ცვლილებების შესამოწმებლად.
სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციისთვის
გაკეთდება ყოველთვიურად დაიმონდით მკურნალობის განმავლობაში. დოზის გაზრდის შემდეგ დამატებითი ტესტი ჩატარდება 2 კვირის შემდეგ.
სისხლის ტესტები ანემიისთვის
ჩატარდება ყოველთვიურად მკურნალობის პირველი 4 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ, რადგან პაციენტები, რომლებიც იღებენ დაიმონდს, შესაძლოა დაავადდნენ ანემიით.
თუ ეს შედეგები არანორმალურია, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა და ჩაატაროს შემდგომი ტესტები მიზეზის გამოსაკვლევად.
ბავშვები და მოზარდები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზრუდულია. დაიმონდი არ არის რეკომენდებული სისტემური სკლეროზის და მიმდინარე დიგიტალური წყლულოვანი დაავადების მქონე პედიატრიულ პაციენტებში. ასევე იხილეთ ნაწილი 3.
ორსულობის ტესტი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის:
დაიმონდმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვებს. თუ თქვენ ხართ ქალი, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, თქვენი ექიმი მოგთხოვთ ორსულობის ტესტის ჩატარებას დაიმონდის მიღების დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად, სანამ იღებთ დაიმონდს.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე წარსულში ნებისმიერი პერიოდის დროსაც კი.
დაიმონდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაიმიონდი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დაიმონდი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
თუ შესაძლებელია დაორსულდეთ, გამოიყენეთ ჩასახვის კონტროლის საიმედო ფორმა (კონტრაცეფცია) დაიმონდის მიღების დროს. თქვენი ექიმი ან გინეკოლოგი მოგცემთ რჩევას დაიმონდის მიღებისას კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებზე. იმის გამო, რომ დაიმონდს შეუძლია ჰორმონალური კონტრაცეფცია (მაგ., პერორალური, ინექცია, იმპლანტი ან კანის პლასტირები) არაეფექტიანი გახადოს, ეს მეთოდი თავისთავად არ არის სანდო. ამიტომ, თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ასევე უნდა გამოიყენოთ ბარიერული მეთოდი (მაგ. ქალის პრეზერვატივი, დიაფრაგმა, ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელი, ან თქვენმა პარტნიორმა ასევე უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი). რეკომენდებულია ჩაიტაროთ ყოველთვიური ორსულობის ტესტები სანამ იღებთ დაიმონდს და რეპროდუქციული ასაკის ხართ.
ფერტილობა
თუ თქვენ ხართ DIAMOND-ის მომხმარებელი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ წამალმა შეამციროს თქვენი სპერმის რაოდენობა.
არ უნდა უგულებელვყოთ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე შვილების გაჩენაზე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში
ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ. თქვენ გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თუ დაგენიშნებათ დაიმონდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დაიმონდს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, დაიმონდს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ თავბრუსხვევა დაიმონდის მიღებისას, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიმონდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც მოითხოვენ სიფტრხილეს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
თუ თქვენ იღებთ მხოლოდ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასახცემ პროდუქტს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ.
დაიმონდით მკურნალობის დაწყებამდე, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ:
ციკლოსპორინი A (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ და ფსორიაზის სამკურნალოდ), რომელიც არ უნდა იქნას გამოყენებული დაიმონდთან ერთად.
სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ, რადგან არ არის რეკომენდებული მათი დაიმონდთან ერთად გამოყენება.
გლიბენკლამიდი (დიაბეტის სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება), ფლუკონაზოლი (მედიკამენტი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ), კეტოკონაზოლი (მედიკამენტი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ) ან ნევირაპინი (აივ-ის წამალი), რადგან ამ მედიკამენტების გამოყენება არ არის რეკომენდებული DIAMOND-თან ერთად.
სხვა მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდეს სპეციალურ მონიტორინგს დაიმონდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
დაიმონდის მიღებისას,მხოლოდ ჰორმონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ არის საკმარისი, როგორც კონტრაცეფციის მეთოდი. თქვენი ექიმი და/ან თქვენი მეან-გინეკოლოგი მოგცემთ რჩევას კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდზე.
სიფრთხილეა რეკომენდებული დაიმონდის გამოყენებისას სილდენაფილთან და ტადალაფილთან (სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება PAH-ის სამკურნალოდ).
ვარფარინი (ანტიკოაგულანტი),
სიმვასტატინი (გამოიყენება ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ).
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება დაიმონდი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზა/გამოყენების სიხშირე:
დაიმონდით მკურნალობა უნდა დაიწყოს და გაკონტროლდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს PAH–ის ან სისტემური სკლეროზის მკურნალობის გამოცდილება. ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება პირველი 4 კვირის განმავლობაში 62.5 მგ ორჯერ დღეში (დილით და საღამოს), ამის შემდეგ თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ მიიღოთ 125 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ დაიმონდზე.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დაიმონდი ტაბლეტები მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
ბავშვები:
დოზის რეკომენდაცია ბავშვებში არის მხოლოდ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დაიმონდით მკურნალობის რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ იწყება 2 მგ/კგ სხეულის წონაზე, დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას თქვენი ბავშვისთვის საჭირო ზუსტი რაოდენობის შესახებ.
ხანდაზმულები:
>65 წელზე ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთებული პირობები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დაიმონდის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ დაიმონდს:
თუ მიიღებთ იმაზე მეტ ტაბლეტს, ვიდრე გითხრეს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დაიმონდის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დაიმონდის მიღება, მიიღეთ ერთჯერადი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვეტთ დაიმონდის მიღებას
დაიმონდით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიმპტომების გაუარესება. არ შეწყვიტოთ დაიმონდის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ შეამციროთ დოზა რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ მთლიანად შეწყვეტთ.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დაიმონდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ანაფილაქსია (ზოგადი ალერგიული რეაქციები), ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად შეშუპება თვალების, ტუჩების, ყელისა და ენის) (იშვიათად)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა დერმატიტი, ქავილი და გამონაყარი) (ხშირად)
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ დაიმონდის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
დაიმონდის ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტებია:
ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია (ძალიან ხშირი).
ანემია (სისხლის დაბალი მაჩვენებელი) (ხშირი) ანემიისას ზოგჯერ შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა. (უცნობი).
თქვენი ღვიძლისა და სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი განხორციელდება დაიმონდით მკურნალობის დროს (იხილეთ ნაწილი 2). მნიშვნელოვანია, რომ ჩაიტაროთ ეს ანალიზები თქვენი ექიმის დანიშნულებით.
იმის ნიშნები, რომ თქვენი ღვიძლი შესაძლოა სწორად არ მუშაობდეს, მოიცავს:
გულისრევა (ღებინების სურვილი)
ღებინება
ცხელება (მაღალი ტემპერატურა)
ტკივილი მუცლის არეში (აბდომინური)
სიყვითლე (კანის ან თვალების სკლერის გაყვითლება)
მუქი ფერის შარდი
კანის ქავილი
ლეთარგია ან დაღლილობა (უჩვეულო გადაღლილობა ან გამოფიტვა)
გრიპის მსგავსი სიმპტომები (სახსრების და კუნთების ტკივილი ცხელებით).
თუ თქვენ გაქვთ აქედან ერთ-ერთი, შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ შეამჩნევთ რომელიმეს ამ ნიშნებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: გავლენას ახდენს 10-დან 1 მომხმარებელში მაინც
ხშირი: გავლენას ახდენს ≤1-დან 10-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 100-მდე
არახშირი: გავლენას ახდენს ≤1-დან 100-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 1000-მდე
იშვიათი: გავლენას ახდენს ≤1-დან 1000-მდე მომხმარებელში და ≥1-დან 10000-მდე
ძალიან იშვიათი: გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში 10000-დან
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
თავის ტკივილი
შეშუპება (ფეხების და კოჭების შეშუპება ან სითხის შეკავების სხვა ნიშნები)
ხშირი გვერდითი ეფექტები
წამოხურება ან კანის სიწითლე
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის შიგთავსის რეფლუქსი - უკან შემოდინება საყლაპავში)
დიარეა
სინკოპე (გულის წასვლა)
პალპიტაცია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა)
დაბალი არტერიული წნევა
ცხვირის გაჭედილობა
არახშირი გვერდითი ეფექტები
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა)
ნეიტროპენია/ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა)
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატებული მაჩვენებლები ჰეპატიტისას (ღვიძლის ანთება), ძირითადი ჰეპატიტის შესაძლო გამწვავების და/ან სიყვითლის ჩათვლით (კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება).
იშვიათი
ანაფილაქსია (ზოგადი ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, ყველაზე ხშირად თვალების, ტუჩების, ენის ან ყელის)
ღვიძლის ციროზი (ნაწიბური), ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა)
უცნობი
მხედველობის დაბინდვა
გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში
დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაიმონდით, იგივეა, რაც მოზრდილებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება დაიმონდი?
შეინახეთ დაიმონდი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25oC-ზე ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დაიმონდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ / გამოიყენეთ იგი ვარგისობის ვადის გასვლამდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.S.
Resitpasa Mah. Eski Buyukdere Cad. No: 4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul/Türkiye
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No.3
Esenyurt / İstanbul/Türkiye
ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 15/06/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


