პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

გრიპოსტადი C

Grippostad® C

ურეცეპტოდ200მგ + 150მგ + 25მგ + 2,5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება გრიპისა და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
200მგ + 150მგ + 25მგ + 2,5მგ მყარი კაფსულა №24
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზიური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-021528
რეგისტრირებულია
9 თებერვალი 2017, მოქმედებს 9 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგრიპოსტადი C და სხვა წამალი ერთად

გრიპოსტადი C — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება გრიპისა და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

რა რაოდენობით და როდის უნდა იქნას მიღებული გრიპოსტადი C

მოზრდილებში, მკურნალობის დასაწყისში, მიიღება 2 კაფსულა დილით, შუადღესა და საღამოს. სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, საკმარისია 1 კაფსულის დილით, შუადღესა და საღამოს მიღება.

თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

როგორ მიიღება გრიპოსტადი C

კაფსულები უნდა იქნეს გადაყლაპული მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გრიპოსტადი C-თი მკურნალობის ხანგრძლივობა

გრიპოსტადი C გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გრიპოსტადი C-ს დოზის გადაჭარბებისას

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, ლეთარგია და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლს დაავადების განვითარების რისკმა, მესამე დღეს კი შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი კომა.

თუ პაციენტს ეჭვობს, რომ დიდი რაოდენობით მიიღო გრიპოსტადი C, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გრიპოსტადი C-ს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზით.

გრიპოსტადი C-თი მკურნალობის შეწყვეტისას

თუ გრიპოსტადი C გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება არ არის საჭირო.

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია აქტიური ნივთიერებების ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ეს დეფიციტი უპირატესად აზიანებს ერითროციტებს და განაპირობებს უჯრედების დაშლას, რასაც ჰემოლიზი ეწოდება. ჰემოლიზი იწვევს ანემიას (ჰემოლიზური ანემია));

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, როდესაც გაძნელებულია შარდის გამოყოფა, რაც იწვევს შარდის ბუშტის არასრულად დაცლას;

მონოამინის ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება.

გრიპოსტადი C არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

სიფრთხილის ზომები

გრიპოსტადი C-ს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობის არსებობისას, გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენების დროს, შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ბრონქოსპაზმი (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გრიპის, გაცივების ან რინორეის სამკურნალოდ, ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ან სხვა არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არ უნდა იქნას ამ მედიკამენტთან ერთდროულად გამოყენებული.

ამ პრეპარატის ან მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გრიპოსტადი C მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

ზოგიერთ შემთხვევებში გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასეთი სიფრთხილის ზომების მიღება, ასევე, შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა მედიკამენტების.

გრიპოსტადი C განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს;

ჟილბერის სინდრომის დროს.

მნიშვნელოვანია, პაციენტს ახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4), ამიტომ ყველა შემთხვევაში გრიპოსტადი C მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილითა და გამოიყენებულ უნდა იქნას ყველაზე მცირე ეფექტური დოზა ხანმოკლე ვადით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. სიფრთხილის ზომების მიღება, ასევე, შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა პრეპარატებს.

გრიპის, გაცივების ან რინორეის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებები არ გამოიყენება ამ მედიკამენტთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ცნს-ის (ცენტრალური ნერვული სისტემის) დამთრგუნველ საშუალებებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში, ვინაიდან ეს ნივთიერებები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.

ამ მედიკამენტთან ერთად პრეპარატების, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფერმენტებზე, მაგალითად: გარკვეული საძილე საშუალებები, ანტიკონვულსანტები (მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინის, მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ხდება ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების დროსაც.

ერთდროული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინი, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვის დაყოვნებას. იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდი, აძლიერებს პარაცეტამოლის შეწოვას.

პარაცეტამოლისა და ქლორამფენიკოლის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ქლორამფენიკოლის ტოქსიური ეფექტი.

ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალერგიის საწინააღმდეგო, ნეიროლეპტიკები, პარკინსონისა ან სპაზმის სამკურნალო საშუალებები) აძლიერებს არასასურველ ანტიქოლინერგულ ეფექტებს, როგორებიცაა: შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ქოლესტირამინთან ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციას.

პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ნეიტროპენიის ტენდენციას. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები ერთდროულად მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.

გრიპოსტადი C-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგაგემვის შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები გრიპოსტადი C მყარი კაფსულების ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების გამოცდილების შესახებ, ამ შემთხვევებში არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

მაშინაც კი, თუ ეს მედიკამენტი მიიღება დანიშნულების შესაბამისად, მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პარაცეტამოლის გამოყენების გამო ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია. ქლორფენამინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი C შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა და შოკი).

თვალის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება.

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C-ს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული სპაზმის, ცხვირის გაჭედილობის, სასუნთქი გზების სიმშრალის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები.

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ჭარბი დოზა

ზოგადი დარღვევები და მიღების მხრივ ცვლილებები:

ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, კანი სიწითლე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.

ნერვული სისტემის დაავადებები:

არახშირი: თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, ნევროზულობა, საერთო სისუსტე, უძილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

ჰიპოტენზია, გულის ფრიალი.

პარაცეტამოლის გამოყენების გამო, ძალიან იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.

გრიპოსტადი C-ს მყარმა კაფსულებმა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან შარდვის პრობლემები.

ზოგჯერ პარაცეტამოლი იწვევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებას (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება და შოკი).

პაციენტებში ბრონქული ასთმის წინასწარგანწყობით (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა) პარაცეტამოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ეს გვერდითი ეფექტი.

ცალკეულ შემთხვევებში, პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

შენახვის პირობები

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთსა და ბლისტერზე, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

გრიპოსტადი C შეიცავს:

აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ პარაცეტამოლს, 150 მგ ასკორბინის მჟავას, 25 მგ კოფეინს, 2,5 მგ ქლორფენამინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ტრისტეარინი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ქინოლონის ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გრიპოსტადი C-ს ფორმა და შეფუთვა:

კაფსულის სხეული არის ყვითელი, სახურავი - თეთრი ფერის. კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის ფხვნილს.

შეფუთვაშია 10, 20 ან 24 კაფსულა.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები

პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გრიპოსტადი C ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე, თუმცა მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციისა და რჩევის მისაღებად საჭიროა მიმართვა ფარმაცევტთან.

თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან. იხ. პარაგრაფი 4.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს გრიპოსტადი C და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადი C-ს მიღებამდე

გრიპოსტადი C-ს მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

გრიპოსტადი C-ს შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს გრიპოსტადი C და მისი გამოყენება

გამოიყენება გრიპისა და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადი C-ს მიღებამდე

გრიპოსტადი C არ გამოიყენება:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია აქტიური ნივთიერებების ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ეს დეფიციტი უპირატესად აზიანებს ერითროციტებს და განაპირობებს უჯრედების დაშლას, რასაც ჰემოლიზი ეწოდება. ჰემოლიზი იწვევს ანემიას (ჰემოლიზური ანემია));

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ პაციენტს აღენიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, როდესაც გაძნელებულია შარდის გამოყოფა, რაც იწვევს შარდის ბუშტის არასრულად დაცლას;

მონოამინის ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება.

გრიპოსტადი C არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

გრიპოსტადი C-ს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობის არსებობისას, გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენების დროს, შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ბრონქოსპაზმი (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა).

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გრიპის, გაცივების ან რინორეის სამკურნალოდ, ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ან სხვა არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არ უნდა იქნას ამ მედიკამენტთან ერთდროულად გამოყენებული.

ამ პრეპარატის ან მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გრიპოსტადი C მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

ზოგიერთ შემთხვევებში გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასეთი სიფრთხილის ზომების მიღება, ასევე, შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა მედიკამენტების.

გრიპოსტადი C განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს;

ჟილბერის სინდრომის დროს.

მნიშვნელოვანია, პაციენტს ახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4), ამიტომ ყველა შემთხვევაში გრიპოსტადი C მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილითა და გამოიყენებულ უნდა იქნას ყველაზე მცირე ეფექტური დოზა ხანმოკლე ვადით.

სხვა მედიკამენტები და გრიპოსტადი C

თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. სიფრთხილის ზომების მიღება, ასევე, შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა პრეპარატებს.

გრიპის, გაცივების ან რინორეის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებები არ გამოიყენება ამ მედიკამენტთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ცნს-ის (ცენტრალური ნერვული სისტემის) დამთრგუნველ საშუალებებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში, ვინაიდან ეს ნივთიერებები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.

ამ მედიკამენტთან ერთად პრეპარატების, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფერმენტებზე, მაგალითად: გარკვეული საძილე საშუალებები, ანტიკონვულსანტები (მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინის, მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ხდება ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების დროსაც.

ერთდროული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინი, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვის დაყოვნებას. იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდი, აძლიერებს პარაცეტამოლის შეწოვას.

პარაცეტამოლისა და ქლორამფენიკოლის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ქლორამფენიკოლის ტოქსიური ეფექტი.

ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალერგიის საწინააღმდეგო, ნეიროლეპტიკები, პარკინსონისა ან სპაზმის სამკურნალო საშუალებები) აძლიერებს არასასურველ ანტიქოლინერგულ ეფექტებს, როგორებიცაა: შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ქოლესტირამინთან ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციას.

პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ნეიტროპენიის ტენდენციას. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები ერთდროულად მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.

გრიპოსტადი C-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგაგემვის შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები გრიპოსტადი C მყარი კაფსულების ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების გამოცდილების შესახებ, ამ შემთხვევებში არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

მაშინაც კი, თუ ეს მედიკამენტი მიიღება დანიშნულების შესაბამისად, მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გრიპოსტადი C-ს მიღების წესი

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

რა რაოდენობით და როდის უნდა იქნას მიღებული გრიპოსტადი C

მოზრდილებში, მკურნალობის დასაწყისში, მიიღება 2 კაფსულა დილით, შუადღესა და საღამოს. სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, საკმარისია 1 კაფსულის დილით, შუადღესა და საღამოს მიღება.

თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

როგორ მიიღება გრიპოსტადი C

კაფსულები უნდა იქნეს გადაყლაპული მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გრიპოსტადი C-თი მკურნალობის ხანგრძლივობა

გრიპოსტადი C გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გრიპოსტადი C-ს დოზის გადაჭარბებისას

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, ლეთარგია და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლს დაავადების განვითარების რისკმა, მესამე დღეს კი შეიძლება განვითარდეს ღვიძლისმიერი კომა.

თუ პაციენტს ეჭვობს, რომ დიდი რაოდენობით მიიღო გრიპოსტადი C, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გრიპოსტადი C-ს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზით.

გრიპოსტადი C-თი მკურნალობის შეწყვეტისას

თუ გრიპოსტადი C გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება არ არის საჭირო.

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პარაცეტამოლის გამოყენების გამო ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია. ქლორფენამინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი C შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა და შოკი).

თვალის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება.

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C-ს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული სპაზმის, ცხვირის გაჭედილობის, სასუნთქი გზების სიმშრალის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები.

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადითა და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება.

ზოგადი დარღვევები და მიღების მხრივ ცვლილებები:

ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, კანი სიწითლე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.

ნერვული სისტემის დაავადებები:

არახშირი: თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, ნევროზულობა, საერთო სისუსტე, უძილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

ჰიპოტენზია, გულის ფრიალი.

პარაცეტამოლის გამოყენების გამო, ძალიან იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.

გრიპოსტადი C-ს მყარმა კაფსულებმა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, მწვავე გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა), კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან შარდვის პრობლემები.

ზოგჯერ პარაცეტამოლი იწვევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებას (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება და შოკი).

პაციენტებში ბრონქული ასთმის წინასწარგანწყობით (ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა) პარაცეტამოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ეს გვერდითი ეფექტი.

ცალკეულ შემთხვევებში, პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, აგრეთვე, შესაძლებელია ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს ტელეფონის ნომერზე 8 800 73568 ან ვებ-გვერდზე www.vvkt.lt არსებული ფორმის შევსებითა და მისი გაგზავნით: ფოსტით (მისამართზე: ზირმუნუს ქ. 139 ა, LT-09120 ვილნიუსი), ფაქსით ნომერზე: 8 800 20131 ან ელ-ფოსტის საშუალებით: [email protected], ასევე ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს საჯარო ვებ-გვერდზე (http:// www.vvkt.lt). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გრიპოსტადი C შენახვის წესი

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთსა და ბლისტერზე, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

გრიპოსტადი C შეიცავს:

აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ პარაცეტამოლს, 150 მგ ასკორბინის მჟავას, 25 მგ კოფეინს, 2,5 მგ ქლორფენამინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ტრისტეარინი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ქინოლონის ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გრიპოსტადი C-ს ფორმა და შეფუთვა:

კაფსულის სხეული არის ყვითელი, სახურავი - თეთრი ფერის. კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის ფხვნილს.

შეფუთვაშია 10, 20 ან 24 კაფსულა.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

STADA Arzneimittel AG

Stadastrasse 2-18

D-61118 Bad Vilbel

Germany

შტადა არცნაიმითელ აგ

შტადაშტრასსე 2-18

D-61118 ბად ფილბელი

გერმანია

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელთან მიმართვა.

UAB “STADA-Nizhpharm-Baltija"

A. Goštauto g. 40A

LT 03163 Vilnius

Tel. 8-5 2603926

Fax. 8-52603948

E-mail: [email protected]

უაბ “შტადა-ნიჟფარმ-ბალტია”

ა. გოსტაუტო გ 40ა,

LT-03163 ვილნიუსი

ტელ: 8-5 2603926

ფაქსი: 8-5 2603948

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის დამტკიცების უკანასკნელი თარიღია 2016-01-27

ამ ინსტრუქციის ბოლო ვერსია ხელმისაწვდომია ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.vvkt.lt/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა