პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

გრიპოსტადი C

Grippostad C

ურეცეპტოდ200მგ + 150მგ + 25მგ + 2,5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

გრიპისა და გაციების სიმპტომების შემსუბუქება.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
200მგ + 150მგ + 25მგ + 2,5მგ მყარი კაფსულა №10
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზიური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-021527
რეგისტრირებულია
9 თებერვალი 2017, მოქმედებს 9 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგრიპოსტადი C და სხვა წამალი ერთად

გრიპოსტადი C — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გრიპისა და გაციების სიმპტომების შემსუბუქება.

მიღების წესი და დოზირება

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები მიიღება ქვემოთ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად, თუ ექიმის მიერ არ მოხდა სხვაგვარად დანიშვნა. უნდა მოხდეს ინსტრუქციების შესრულება გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის.

რამდენი გრიპოსტადი C მყარი კაფსულა უნდა იქნეს მიღებული და როდის

მოზრდილებში, დასაწყისში მიიღება 2 კაფსულა დილით, შუადღეს და საღამოს. სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, საკმარისია დოზით 1 კაფსულა დილით, შუადღეს და საღამოს მიღება.

მოხუცებში თირკმლის უკმარისობით, საჭიროა დოზის კორექცია.

როგორ მიიღება გრიპოსტადი C მყარი კაფსულები

კაფსულები უნდა იქნეს გადაყლაპული მთლიანად, საკმარისი ოდენობით წყლის მიყოლებით.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის ხანგრძლივობა

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაღალი ტემპერატურისა და მდგომარეობის გაუმჯობესების არ არსებობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

თუ პაციენტი იღებს საჭიროზე მეტი რაოდენობით გრიპოსტადი C მყარ კაფსულებს

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, ლეთარგია და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლს დაავადების განვითარების რისკმა და მესამე დღე დაიწყოს ღვიძლისმიერი კომით.

თუ პაციენტს აქვს ეჭვი, რომ მან მიიღო დიდი რაოდენობით გრიპოსტადი C მყარი კაფსულები, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ექიმთან დაკავშირება.

თუ პაციენტს დაავიწყდა გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღება

არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზით მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ, არამედ გაგრძელდეს მკურნალობა რეკომენდებული დოზით.

თუ პაციენტმა შეწყვიტა გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღება

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად და არ არის საჭირო სხვა სპეციალური წინასწარ გამაფრთხილებელი ზომები.

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა

თუ პაციენტს აქვს თანდაყოლილი ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (ეს დეფიციტი უპირატესად აზიანებს ერითროციტებს და განაპირობებს უჯრედების დაშლას, რასაც ჰქვია ჰემოლიზი. ჰემოლიზი იწვევს ანემიას (ჰემოლიზური ანემია)).

თუ პაციენტს აქვს ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია

საშარდე გზების ობსტრუქცია

პაციენტს აღენიშნება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია, როდესაც გაძნელებულია შარდის გამოყოფა და იწვევს შარდის ბუშტის არასრულად დაცლას.

მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით მკურნალობა და მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადა.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა

გრიპოსტადი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

მნიშვნელოვანია პაციენტს ახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4). გრიპოსტადი C სიფრთხილით ინიშნება ყველა შემთხვევაში და მკურნალობისათვის გამოიყენება ყველაზე მცირე ეფექტური დოზა ხანმოკლე ვადით.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ზოგიერთ ინდივიდთან წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი (ტკივილგამაყუჩებლებით განპირობებული ასთმა).

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გრიპის, გაციებისა და რინორეის სამკურნალოდ, ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს ან სხვა არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნეს ამ მედიკამენტთან ერთად გამოყენებული.

ამ პრეპარატის ან მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

ზოგჯერ გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. უსაფრთხოების ზომების მიღება ასევე შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საშუალებებს.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით

ჯილბერის სინდრომით

სხვა მედიკამენტების მიღება

უსაფრთხოების ზომების მიღება ასევე შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საშუალებებს. თუ პაციენტი იღებს ან წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს გრიპოსტადის გამოყენებამდე.

გრიპის, გაციებისა და რინორეის, ტკივილის სამკურნალო, ან პარაცეტამოლის შემცველი საშუალებები არ გამოიყენება ამ მედიკამენტთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები არ გამოიყენება ცნს-ის (ცენტრალური ნერვული სისტემა) დეპრესანტებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში, ვინაიდან ეს ნივთიერებები ზრდიან ერთმანეთის ეფექტებს.

ღვიძლის ფერმენტულ აქტივობაზე მოქმედმა სხვადასხვა პრეპარატმა, მაგ. გარკვეულმა ჰოპნოზურმა საშუალებებმა, ანტიკონვულსანტებმა (მაგ. ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინმა ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიკური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ეხება ალკოჰოლის მოხმარებასაც.

კონკურენტული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინი, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვის დაყოვნებას. იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდი, ზრდის პარაცეტამოლის შეწოვას.

პარაცეტამოლისა და ქლორამპენიკოლის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ქლორამფენიკოლის ტოქსიკური ეფექტი.

ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალერგიის საწინააღმდეგო, ნეიროლეპტიკები, პარკინსონისა ან სპაზმის სამკურნალო საშუალებები) ზრდის არასასურველ ანტიქოლინერგულ ეფექტებს: შარდვის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ქოლესტირამინთან ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციას.

პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ნეიტროპენიის ტენდენციას. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები ერთდროულად მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.

გრიპოსტადი C საკვებთან და სასმელთან ერთად

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები გრიპოსტადი C მყარი კაფსულების ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების გამოცდილების შესახებ, არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ამ დროს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

მაშინაც კი, თუ ეს მედიკამენტი მიიღება დანიშნულების შესაბამისად, მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. ეს ეფექტები განსაკუთრებით იზრდება, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომბინაციაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გრიპოსტადი C შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომელთაც აქვთ იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზური დიაბეტის პრობლემები, თანდაყოლილი ლაქტოზას ან გლუკოზა-გალაქტოზას აუტანლობა, არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას აღწერილია ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); მათ შორის იზოლირებული შემთხვევები.

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პარაცეტამოლის გამოყენების გამო ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია. ქლორფენამინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი C შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა შოკამდე).

თვალის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება.

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული სპაზმის, ცხვირის გაჭედილობის, სასუნთქი გზების სიმშრალის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გამონაყარი, ურტიკარია, კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მძიმე მიმდინარეობის.

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ჭარბმა დოზირება შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის ცვლილებები:

ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, კანი სიწითლე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.

ნერვული სისტემის დაავადებები:

არახშირი: თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, ნევროტულობა, საერთო სისუსტე, უძილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

ჰიპოტენზია, გულის ფრიალი.

პარაცეტამოლის გამოყენების გამო, ძალიან იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.

გრიპოსტადი C მყარმა კაფსულებმა იზოლირებულ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, მწვავე გლაუკომა (ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა), კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან შარდვის პრობლემები.

ზოგჯერ, პარაცეტამოლი იწვევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებას (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება შოკამდე).

პაციენტებში ბრონქული ასთმის წინასწარგანწყობით (ტკივილგამაყუჩებლებით ინდუცირებული ასთმა), პარაცეტამოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ეს გვერდითი ეფექტი.

იზოლირებულ შემთხვევებში, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად დიდ დოზებში, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან განვითარდა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლინებისას უნდა მოხდეს გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

შენახვის პირობები

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს ყუთსა და ბლისტერზე “EXP” შემდეგ. ვადად ითვლება თვის ბოლო დღემდე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ პარაცეტამოლს, 150 მგ ასკორბინის მჟავას, 25 მგ კოფეინს, 2,5 მგ ქლორფენამინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებებია ჟელატინი, ტრიტეარინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ქინოლონის ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გრიპოსტადი C გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

კაფსულის სხეული არის ყვითელი, სახურავი-თეთრი ფერის. კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის ფხვნილს.

შეფუთვაშია 10, 20 ან 24 კაფსულა.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

შტადა არცნაიმითელ აგ

შტადაშტრასსე 2-18

დ-61118 ბად ფილბელი,

გერმანია

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის უნდა მიემართოს წარმოების ლიცენზიის მფლობელს.

უაბ “შტადა-ნიჟფარმ-ბალტია”

ა. გოსტაუტო გ 10ა,

ლთ-01112 ვილნიუსი

ტელ: 8-5 2603926

ფაქსი: 8-5 2603948

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღია 2009-02-18.

ამ ინსტრუქციის ბოლო ვერსია ხელმისაწვდომია ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს ვებ-გვერდზე (IWT) http://www.vvkt.lt/

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები

პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გრიპოსტადი C ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციისა და რჩევისათვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.

თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი, ან შენიშნა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რა არის გრიპოსტადი C და რისთვის გამოიყენება იგი?

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადი C გამოყენებამდე?

გრიპოსტადი C მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

გრიპოსტადი C შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია.

  • რა არის გრიპოსტადი C და რისთვის გამოიყენება იგი?

გრიპისა და გაციების სიმპტომების შემსუბუქება.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა გრიპოსტადი C გამოყენებამდე

გრიპოსტადი C არ გამოიყენება:

თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერებების ან პროდუქტის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა

თუ პაციენტს აქვს თანდაყოლილი ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (ეს დეფიციტი უპირატესად აზიანებს ერითროციტებს და განაპირობებს უჯრედების დაშლას, რასაც ჰქვია ჰემოლიზი. ჰემოლიზი იწვევს ანემიას (ჰემოლიზური ანემია)).

თუ პაციენტს აქვს ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია

საშარდე გზების ობსტრუქცია

პაციენტს აღენიშნება კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია, როდესაც გაძნელებულია შარდის გამოყოფა და იწვევს შარდის ბუშტის არასრულად დაცლას.

მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით მკურნალობა და მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადა.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა

გრიპოსტადი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

მნიშვნელოვანია პაციენტს ახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4). გრიპოსტადი C სიფრთხილით ინიშნება ყველა შემთხვევაში და მკურნალობისათვის გამოიყენება ყველაზე მცირე ეფექტური დოზა ხანმოკლე ვადით.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ზოგიერთ ინდივიდთან წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი (ტკივილგამაყუჩებლებით განპირობებული ასთმა).

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გრიპის, გაციებისა და რინორეის სამკურნალოდ, ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს ან სხვა არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა იქნეს ამ მედიკამენტთან ერთად გამოყენებული.

ამ პრეპარატის ან მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

ზოგჯერ გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება გარკვეულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. უსაფრთხოების ზომების მიღება ასევე შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საშუალებებს.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით

ჯილბერის სინდრომით

სხვა მედიკამენტების მიღება

უსაფრთხოების ზომების მიღება ასევე შესაძლოა შეეხებოდეს ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საშუალებებს. თუ პაციენტი იღებს ან წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს გრიპოსტადის გამოყენებამდე.

გრიპის, გაციებისა და რინორეის, ტკივილის სამკურნალო, ან პარაცეტამოლის შემცველი საშუალებები არ გამოიყენება ამ მედიკამენტთან კომბინაციაში.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები არ გამოიყენება ცნს-ის (ცენტრალური ნერვული სისტემა) დეპრესანტებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში, ვინაიდან ეს ნივთიერებები ზრდიან ერთმანეთის ეფექტებს.

ღვიძლის ფერმენტულ აქტივობაზე მოქმედმა სხვადასხვა პრეპარატმა, მაგ. გარკვეულმა ჰოპნოზურმა საშუალებებმა, ანტიკონვულსანტებმა (მაგ. ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინმა ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიკური ეფექტი ღვიძლზე. მსგავსი ურთიერთქმედება ეხება ალკოჰოლის მოხმარებასაც.

კონკურენტული მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კუჭის შიგთავსის დაცლის სიჩქარეს, მაგ. პროპანთელინი, იწვევს პარაცეტამოლის შეწოვის დაყოვნებას. იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭის დაცლის სიჩქარეს, მაგ. მეტოკლოპრამიდი, ზრდის პარაცეტამოლის შეწოვას.

პარაცეტამოლისა და ქლორამპენიკოლის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ქლორამფენიკოლის ტოქსიკური ეფექტი.

ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალერგიის საწინააღმდეგო, ნეიროლეპტიკები, პარკინსონისა ან სპაზმის სამკურნალო საშუალებები) ზრდის არასასურველ ანტიქოლინერგულ ეფექტებს: შარდვის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ქოლესტირამინთან ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციას.

პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ნეიტროპენიის ტენდენციას. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები ერთდროულად მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.

გრიპოსტადი C საკვებთან და სასმელთან ერთად

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები გრიპოსტადი C მყარი კაფსულების ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების გამოცდილების შესახებ, არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ამ დროს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

მაშინაც კი, თუ ეს მედიკამენტი მიიღება დანიშნულების შესაბამისად, მან შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. ეს ეფექტები განსაკუთრებით იზრდება, როდესაც პროდუქტი გამოიყენება ალკოჰოლთან კომბინაციაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გრიპოსტადი C შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომელთაც აქვთ იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზური დიაბეტის პრობლემები, თანდაყოლილი ლაქტოზას ან გლუკოზა-გალაქტოზას აუტანლობა, არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატის გამოყენება.

  • გრიპოსტადი C მიღების წესი

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები მიიღება ქვემოთ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად, თუ ექიმის მიერ არ მოხდა სხვაგვარად დანიშვნა. უნდა მოხდეს ინსტრუქციების შესრულება გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის.

რამდენი გრიპოსტადი C მყარი კაფსულა უნდა იქნეს მიღებული და როდის

მოზრდილებში, დასაწყისში მიიღება 2 კაფსულა დილით, შუადღეს და საღამოს. სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, საკმარისია დოზით 1 კაფსულა დილით, შუადღეს და საღამოს მიღება.

მოხუცებში თირკმლის უკმარისობით, საჭიროა დოზის კორექცია.

როგორ მიიღება გრიპოსტადი C მყარი კაფსულები

კაფსულები უნდა იქნეს გადაყლაპული მთლიანად, საკმარისი ოდენობით წყლის მიყოლებით.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულებით მკურნალობის ხანგრძლივობა

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაღალი ტემპერატურისა და მდგომარეობის გაუმჯობესების არ არსებობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

თუ პაციენტი იღებს საჭიროზე მეტი რაოდენობით გრიპოსტადი C მყარ კაფსულებს

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პირველ დღეს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, ლეთარგია და საერთო სისუსტე. მეორე დღეს შესაძლოა გაუმჯობესდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თუმცა მოიმატოს ღვიძლს დაავადების განვითარების რისკმა და მესამე დღე დაიწყოს ღვიძლისმიერი კომით.

თუ პაციენტს აქვს ეჭვი, რომ მან მიიღო დიდი რაოდენობით გრიპოსტადი C მყარი კაფსულები, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ექიმთან დაკავშირება.

თუ პაციენტს დაავიწყდა გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღება

არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზით მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ, არამედ გაგრძელდეს მკურნალობა რეკომენდებული დოზით.

თუ პაციენტმა შეწყვიტა გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღება

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები გამოიყენება აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად და არ არის საჭირო სხვა სპეციალური წინასწარ გამაფრთხილებელი ზომები.

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

გრიპოსტადი C მყარი კაფსულების გამოყენებისას აღწერილია ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); მათ შორის იზოლირებული შემთხვევები.

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პარაცეტამოლის გამოყენების გამო ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია. ქლორფენამინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გრიპოსტადი C შესაძლოა დაკავშირებული იყოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებასთან (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა შოკამდე).

თვალის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: მწვავე გლაუკომა (ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა), მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება.

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: ზოგიერთ პაციენტში წინასწარგანწყობით, გრიპოსტადი C გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული სპაზმის, ცხვირის გაჭედილობის, სასუნთქი გზების სიმშრალის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: გამონაყარი, ურტიკარია, კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მძიმე მიმდინარეობის.

თირკმლის და საშარდე სისტემის დაავადებები:

ძალიან იშვიათი: შარდვის პრობლემები; ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციური დარღვევები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები:

ძალიან იშვიათი: პრეპარატის ხანგრძლივი ვადით და დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ჭარბმა დოზირება შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის ცვლილებები:

ძალიან იშვიათი: საერთო სისუსტე, კანი სიწითლე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ჰიპოთერმია.

ნერვული სისტემის დაავადებები:

არახშირი: თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, ნევროტულობა, საერთო სისუსტე, უძილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

ჰიპოტენზია, გულის ფრიალი.

პარაცეტამოლის გამოყენების გამო, ძალიან იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.

გრიპოსტადი C მყარმა კაფსულებმა იზოლირებულ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, მწვავე გლაუკომა (ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა), კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან შარდვის პრობლემები.

ზოგჯერ, პარაცეტამოლი იწვევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებას (ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება შოკამდე).

პაციენტებში ბრონქული ასთმის წინასწარგანწყობით (ტკივილგამაყუჩებლებით ინდუცირებული ასთმა), პარაცეტამოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ეს გვერდითი ეფექტი.

იზოლირებულ შემთხვევებში, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად დიდ დოზებში, შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან განვითარდა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლინებისას უნდა მოხდეს გრიპოსტადი C მყარი კაფსულების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

  • გრიპოსტადი C შენახვის წესი

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

გრიპოსტადი C არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს ყუთსა და ბლისტერზე “EXP” შემდეგ. ვადად ითვლება თვის ბოლო დღემდე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

გრიპოსტადი C მყარი კაფსულები შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და ქლორფენამინის მალეატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ პარაცეტამოლს, 150 მგ ასკორბინის მჟავას, 25 მგ კოფეინს, 2,5 მგ ქლორფენამინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებებია ჟელატინი, ტრიტეარინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ქინოლონის ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გრიპოსტადი C გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

კაფსულის სხეული არის ყვითელი, სახურავი-თეთრი ფერის. კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოყვითალო ფერის ფხვნილს.

შეფუთვაშია 10, 20 ან 24 კაფსულა.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

შტადა არცნაიმითელ აგ

შტადაშტრასსე 2-18

დ-61118 ბად ფილბელი,

გერმანია

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის უნდა მიემართოს წარმოების ლიცენზიის მფლობელს.

უაბ “შტადა-ნიჟფარმ-ბალტია”

ა. გოსტაუტო გ 10ა,

ლთ-01112 ვილნიუსი

ტელ: 8-5 2603926

ფაქსი: 8-5 2603948

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღია 2009-02-18.

ამ ინსტრუქციის ბოლო ვერსია ხელმისაწვდომია ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს ვებ-გვერდზე (IWT) http://www.vvkt.lt/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა