გრანი-დენკ 1მგ/მლ
Grani-Denk 1mg/ml
გრანი-დენკ 1მგ/მლ შეიცავს ნივთიერება გრანისეტრონს. იგი მიეკუთვნება ე.წ “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების”, იგივე ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გრანიზეტრონი (granisetron)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 1მლ კონცენტრატი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №5
- მწარმოებელი
- Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A04AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042329
- რეგისტრირებულია
- 7 ნოემბერი 2024, მოქმედებს 7 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გრანი-დენკ 1მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გრანი-დენკ 1მგ/მლ შეიცავს ნივთიერება გრანისეტრონს. იგი მიეკუთვნება ე.წ “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების”, იგივე ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
გრანი-დენკ 1მგ/მლ გამოიყენება სხვა პრეპარატებით, მათ შორის სიმსივნის სამკურნალოდ ჩატარებული ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული გულისრევის და ღებინების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.
საინექციო ან საინფუზიო ხსნარი შეიძლება დაინიშნოს მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
რა არის გასათვალისწინებელი გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღებამდე;
მიღების წესი და დოზირება
ინექცია კეთდება მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ. გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის დოზა ცვალებადობს პაციენტის მიხედვით. იგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და იმაზე, იღებს თუ არა პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულისრევის და ღებინების პრევენციის/მკურნალობის მიზნით. ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის შესაბამის დოზას.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ ინიშნება ვენაში ინექციის სახით (ინტრავენურად).
სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენცია:
ინექცია კეთდება სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. ვენაში ინექცია გრძელდება დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთის განმავლობაში და ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მგ-დან 3 მგ-მდე. პრეპარატი უნდა განზავდეს ინექციამდე.
სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის მკურნალობა:
ინექცია ან ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთის განმავლობაში და ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მგ-დან 3 მგ-მდე. პრეპარატი უნდა განზავდეს ვენაში ინექციამდე. პირველი დოზის მიღების შემდეგ, დისკომფორტის შესამცირებლად შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ინექციის შეყვანა. ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 10 წუთი მაინც. გრანისეტრონის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 9 მგ-ს.
კომბინაცია სტეროიდებთან
ინექციის ან ინფუზიის ეფექტიანობა შესაძლებელია გაიზარდოს გარკვეული პრეპარატებით, ე.წ. ადრენოკორტიკოსტეროიდებით. სტეროიდის შემთხვევაში 8-20მგ დექსამეტაზონი ინიშნება სხივურ თერაპიამდე ან ქიმიოთერაპიამდე ან 250 მგ მეთილპრედნიზოლონი ინიშნება, როგორც სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგაც.
ბავშვებში სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარებული გულისრევის და ღებინების პრევენცია ან მკურნალობა:
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბავშვებში გრანი-დენკ 1მგ/მლ ინიშნება ინტრავენური ინექციის სახით, ხოლო დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე. საინექციო ხსნარი უნდა განზავდეს და გაკეთდეს ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე 5 წუთის განმავლობაში. ბავშვებში დღეში ინიშნება მაქსიმუმ 2 დოზა, სულ მცირე 10 წუთიანი ინტერვალის გამოტოვებით.
ოპერაციის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის მკურნალობა:
ინტრავენური ინექცია მიმდინარეობს დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთამდე და ჩვეულებირივი დოზა შეადგენს 1 მგ-ს. გრანისეტრონის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს.
ბავშვებში ოპერაციის შემდეგ განვითარებული ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენცია და მკურნალობა:
ბავშვებში არ შეიძლება აღნიშნული ინექციის შეყვანა ოპერაციის შემდეგ განვითარებული ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენციის და მკურნალობის მიზნით.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის დოზის გადაჭარბება
იმის გამო რომ ინექცია ან ინფუზია კეთდება მკურნალი ექიმის ან ექთნის მიერ, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა დოზის გადაჭარბება. თუმცა, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ექთანს. დოზის გადაჭარბების სიმპტომია ზომიერი თავის ტკივილი. მკურნალობა სიმპტომურია.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია გრანისეტრონის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, ინექციამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ:
ნაწლავის ობსტრუქციის გამო აღინიშნება პრობლემები ნაწლავის პერისტალტიკის მხრივ;
პაციენტს აქვს გულის მხრივ პრობლემები, უტარდება სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა იმ მედიკამენტით, რომელმაც ცნობილია, რომ შესაძლებელია დააზიანოს გული ან თუ ორგანიზმში აღინიშნება კალიუმის, ნატრიუმის ან კალციუმის დონის დისბალანსი (ელექტროლიტური დისბალანსი);
პაციენტი იღებს ბუპრენორფინს (ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტი), აქვს დეპრესია ან სხვა გარემოებები, რომლებსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით (შერჩევითი სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები), როგორიცაა: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი და ესციტალოპრამი ან სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, როგორიცაა: ვენლაფაქსინი ან დულოქსეტინი) ან იღებენ სხვა, 5-HT3 რეცეპტორ ანტაგონისტის მედიკამენტებს. 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფიდან სხვა რომელიმე პრეპარატის გამოყენება. მათ შორის დოლასეტრონი და ონდანსეტრონი, რომლებიც გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მსგავსად გამოიყენება გულისრევის და ღებინების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ამ მედიკამენტების გამოყენებამ გრანი-დენკ 1 მგ/მლ-თან, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და გრანი-დენკ 1 მგ/მლ”).
მნიშვნელოვანია ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ და სხვა პრეპარატები
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოეს პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. რადგან, გრანი-დენკ 1მგ/მლ-მ შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა იმოქმედონ აღნიშნული გრანი-დენკ 1მგ/მლ მოქმედებაზე.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
გულის უჩვეულო რითმის სამკურნალო საშუალებები ან “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფის სხვა პრეპარატები, როგორიცაა დოლასეტრონი ან ონდანსეტრონი (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
ფენობარბიტალი, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი.
კეტოკონაზოლი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
ერითრომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
ბუპრენორფინი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ან SSRIs (სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი), დეპრესიის ან/და შფოთვის სამკურნალო საშუალება. მაგალითად: ფლუოკსეტინი, პაროკსეტინი, სერტრალინი, ფლუვოკსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი ან SNRIs (სეროტონინი ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი), დეპრესიის ან/და შფოთვის სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ვენლაფაკსინი, დულოკსეტინი ან სხვა ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს გრანი დენკ 1 მგ/მლ-თან და გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: უნებლიე, კუნთების რითმული შეკუმშვა, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბოფლიანობა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთის დაჭიმულობის გაზრდა, სხეულის ტემპერატურა 38OC-ზე მაღალი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რაც შეეხება 5-HT3 სხვა ანტაგონისტებს, გრანისეტრონთან დაკავშირებით გამოვლინდა ეკგ-ის ცვლილება, მათ შორის QT ინტერვალის გახანგრძლივება. პაციენტები, რომლებიც კომბინირებული თერაპიის სახით, ღებულობენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ ან/და არითმოგენურ საშუალებებს, შესაძლებელია გავლება მოახდინოს კლინიკურ შედეგებზე (იხ. პუნქტი 4.4).
ჯანმრთელ ორგანიზმებზე ჩატარებული კვლევებიდან, რომლებიც იყენებდნენ გრანისეტრონს და ბენზოდიაზეპინებს (ლორაზეპამი), ნეიროლეპტიკს (ჰალოპერიდოლი) ან წყლულის სამკურნალო საშუალებებს (ციმეტიდინი), არ გამოვლენილა რაიმე სახის ურთიერთქმედების მტკიცებულება. გარდა ამისა, გრანისეტრონმა არ გამოავლინა რაიმე სახის პირდაპირი სამედიცინო პროდუქტის ურთიერთქმედება, როდესაც ის გამოიყენება ემოტოგენური კიბოს ქიმიოთერაპიასთან
იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ანესთეზია, არ ჩატარებულა რაიმე სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები.
სეროტონერგული სამედიცინო პროდუქტები (მაგალითად: SSRIs და SNRIs) და ბუპრენორფინი
გრანისეტრონი სიფრთხილით გამოიყენება, როდესაც კომბინირებული თერაპიის სახით მიიღება ბუპრენორფინთან ან სეროტონერგულ სამედიცინო პრეპარატებთან ერთად, მაგ: MAO ინჰიბიტორები, შერჩევითი სეროტონინის უკუ-მიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), სეროტონინი ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs), ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვინაიდან იზრდება სეროტონინის სინდრომის რისკი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხ. პუნქტი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება ამ ინექციის მიღება, თუ პაციენტი არის ორსულად, ცდილობს დაორსულებას ან ლაქტაციის პარიოდში.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
გრანისეტრონი არ ახდენს მანქანისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე რაიმე სახის გავლენას.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ამპულაში, ძირითადად ეს არის ე.წ „ნატრიუმისაგან თავისუფალი“.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ქვემოთ მითითებული პრობლემები, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). მისი ნიშნებია ხორხის, სახის, ტუჩების და პირის ღრუს შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
სხვა გვერდითი ეფექტები, რაც შესაძლებელია განვითარდეს აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
თავის ტკივილი;
ყაბზობა. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას.
ხშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 100 პაციენტიდან):
პრობლემები ძილის მხრივ (უძილობა);
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზებით;
ფაღარათი.
არახშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 1,000 პაციენტიდან):
გამონაყარი ან კანის მხრივ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია). მისი ნიშნები შეიძლება იყოს სიწითლე, ქავილის გამომწვევი ამობურცული ადგილები;
ცვლილებები გულისცემის (რითმის) და ეკგ-ს მხრივ (გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი);
უჩვეულო, უნებლიე მოძრაობები, მათ შორის კანკალი, კუნთების რიგიდობა და კონტრაქტურები;
სეროტონინის სინდრომი. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბოფლიანობა და უჩვეულო გულის რითმი, აღგზნება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კანკალი, კუნთის კანკალი, შეკუმშვა ან დაჭიმულობა, კოორდინაციის დაკარგვა და მოუსვენრობა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში
ჭარბი დოზა
გრანისეტრონისათვის არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანტიდოტი. საინექციო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა. გრანისეტრონის 38.5 მგ-მდე ერთჯერადი საინექციო დოზის მიღების შემდეგ, გამოვლინდა საშუალო სიმძიმის თავის ტკივილი, თუმცა ცნობილი სხვა არაფერია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გრანისეტრონი
ერთი მლ კონცენტრატი შეიცავს 1 მგ გრანისეტრონს (1.12 მგ გრანისეტრონის ჰიდროქლირიდის ექვივალენტური)
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმი
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1
შენახვის პირობები
აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამპულასა ან კოლოფზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა:
გაუხსნელი ამპულა: 3 წელი
გასხნის შემდეგ: გამოიყენება დაუყოვნებლივ
განზავების შემდეგ: იხ. “აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ”.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.
სინათლისგან დაცვის მიზნით, ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაწილები უნდა განადგურდეს.
არ შეიძლება გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ს გამოყენება, თუ ხსნარი არ არის სუფთა და თავისუფალი ნაწილაკებისაგან.
არ შეიძლება არც ერთი მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები, სეროტონინ (5-HT3) ანტაგონისტები.
ათქ კოდი: A04AA02
გრანისეტრონი წარმოადგენს ანტიემეტურ და ძლიერ 5-ჰიდროქსიტრიპტამინის (5-HT3) სელექტიურ ანტაგონისტს. რადიოაქტიურად მონიშნული ლიგანდის საშუალებით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ გრანისეტრონს აქვს ძალიან უმნიშვნელო აფინურობა სხვა ტიპის რეცეპტორების, მათ შორის 5-HT-ის და დოპამინის D2 შემაკავშირებელი ადგილების მიმართ.
გამოვლენილია ურთიერთქმედება ნეიროტროპულ და სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, რადგან იგი მოქმედებს P 450 ციტოქრომაზე.
In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ ციტოქრომ P450-ის ქვეჯგუფი - 3A4 (რომელიც მონაწილეობს ზოგიერთი ძირითადი ნარკოტიკული საშუალების მეტაბოლიზმში) არ მოდიფიცირდება გრანისეტრონის მიერ. მართალია, In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ კეტოკონაზოლი აინჰიბირებს გრანისეტრონის რგოლის დაჟანგვას, მაგრამ ითვლება, რომ ეს არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
მართალია, 5-HT3-ის რეცეპტორის ანტაგონისტების შემთხვევაში გამოვლინდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, მაგრამ აღნიშნული მოვლენა იმდენად იშვიათი და უმნიშვნელოა, რომ ჯანმრთელ პირებში ამას არ ექცევა ყურადღება. მიუხედავად ამისა სასურველია, რომ მოხდეს ორივე, როგორც ეკგ მონიტორინგი, ასევე კლინიკურ გამოვლინებებზე დაკვირვება, იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს კომბინირებულად მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
ფარმაკოკინეტიკა
მოზრდილისთვის, რეკომენდებულ დოზაზე 2.5-ჯერ მეტი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი პერორალურად მიღებული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არის სწორხაზოვანი. დოზის შემსწავლელი პროგრამიდან ჩანს, რომ ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიანობა ერთმნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული არც გრანისეტრონის მიღებულ დოზასა და არც მის პლაზმის კონცენტრაციაზე.
პროფილაქტიკის მიზნით მიღებული გრანისეტრონის საწყისი დოზის ოთხმაგად გაზრდა არ იწვევდა განსხვავებას არც მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა პროპორციულობის და არც სიმპტომების კონტროლის ხანგრძლივობის მხრივ.
განაწილება: გრანისეტრონი ჭარბად გადანაწილდება და მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 3ლ/კგ. ცილებს უერთდება დაახლოებით 65%.
ბიოტრანსფორმაცია: გრანისეტრონი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, დაჟანგვის და შემდგომში კონიუგაციის გზით. ძირითადი ნაერთებია 7-OH გრანისეტრონი, მისი სულფატი და გლიკურონიდის კონიუგატები. მართალია, 7-OH-გრანისეტრონს და ინდაზოლინ N-დესმეთილ გრანისეტრონს გამოუვლინდა ღებინების საწინააღმდეგო თვისებები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანებში ისინი მნიშვნელოვნად უწყობდნენ ხელს ფარმაკოლოგიურ აქტივობას.
In vitro ღვიძლის მიკროსომული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ გრანისეტრონის ძირითადი მეტაბოლიზმის გზა ინჰიბირდება კეტოკონაზოლის მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ P450-ის 3A ქვეჯგუფის მიერ.
ელიმინაცია: კლირენსი ძირითადად ხორციელდება ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით. უცვლელი გრანისეტრონის შარდისმიერი ექსკრეცია შეადგენს საშუალოდ დოზის 12%-ს, ხოლო მეტაბოლიტების რაოდენობა შეადგენს დოზის დაახლოებით 47%-ს. დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს, რაც საკმაოდ ცვალებადობს ინდივიდებს შორის.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის გრანისეტრონი (ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 1 მლ სტერილურ ხსნარში.
თითოეული 3 მლ ამპულა შეიცავს 3 მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 3 მლ სტერილურ ხსნარში.
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ს აღწერილობა და შეფუთვა
გრანი-დენკ 1მგ/მლ არის სუფთა, უფერო კონცენტრატი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
გრანი-დენკ 1მგ/მლ ხელმისაწვდომია უფერო სახით მინის ამპულებში.
შეფუთვა: 5 ამპულა, რომელიც შეიცავს 1 მლ ან 3 მლ კონცენტრატს ხსნარისთვის.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ
პრინცრეგენშტრასე 79
81675 მიუნხენი,
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები:
სოლუფარმ
Pharmazeutische Erzeugnisse გმბჰ
ინდუსტრიესტრ. 3
34212 მელსუნგენ
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 02/2021.
ინფორმაცია ბოცვანასთვის
გაცემის წესი: S2
რეგისტრაციის ნომერი:
BOT1703146 (5x1ml)
BOT1703147 (5x3ml)
გამოქვეყნების თარიღი: 08/2017
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო პერსონალისთვის.
მომზადების ინსტრუქცია:
გრანი-დენკ 1მგ/მლ
კონცენტრატი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
გრანი-დენკ 1 მგ/მლ
საინექციო ან საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი – გამოიყენება ინტავენურად
5-HT3 რეცეპტორის ანტაგონისტი
აქტიური ნივთიერება: გრანისეტრონი
წამლის ანოტაცია: ინფორმაცია მომხარებლისათვის
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციიის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ამ ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის გრანი-დენკ 1მგ/მლ და რისთვის გამოიყენება;
რა არის გასათვალისწინებელი გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღებამდე;
გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი ეფექტები;
გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის შენახვის წესი;
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
რა არის გრანი-დენკ 1 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება იგი
გრანი-დენკ 1მგ/მლ შეიცავს ნივთიერება გრანისეტრონს. იგი მიეკუთვნება ე.წ “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების”, იგივე ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
გრანი-დენკ 1მგ/მლ გამოიყენება სხვა პრეპარატებით, მათ შორის სიმსივნის სამკურნალოდ ჩატარებული ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული გულისრევის და ღებინების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.
საინექციო ან საინფუზიო ხსნარი შეიძლება დაინიშნოს მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
რა არის გასათვალისწინებელი გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღებამდე;
გრანი-დენკ 1მგ/მლ არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია გრანისეტრონის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, ინექციამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ:
ნაწლავის ობსტრუქციის გამო აღინიშნება პრობლემები ნაწლავის პერისტალტიკის მხრივ;
პაციენტს აქვს გულის მხრივ პრობლემები, უტარდება სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა იმ მედიკამენტით, რომელმაც ცნობილია, რომ შესაძლებელია დააზიანოს გული ან თუ ორგანიზმში აღინიშნება კალიუმის, ნატრიუმის ან კალციუმის დონის დისბალანსი (ელექტროლიტური დისბალანსი);
პაციენტი იღებს ბუპრენორფინს (ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტი), აქვს დეპრესია ან სხვა გარემოებები, რომლებსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით (შერჩევითი სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები), როგორიცაა: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი, ციტალოპრამი და ესციტალოპრამი ან სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, როგორიცაა: ვენლაფაქსინი ან დულოქსეტინი) ან იღებენ სხვა, 5-HT3 რეცეპტორ ანტაგონისტის მედიკამენტებს. 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფიდან სხვა რომელიმე პრეპარატის გამოყენება. მათ შორის დოლასეტრონი და ონდანსეტრონი, რომლებიც გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის მსგავსად გამოიყენება გულისრევის და ღებინების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ამ მედიკამენტების გამოყენებამ გრანი-დენკ 1 მგ/მლ-თან, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და გრანი-დენკ 1 მგ/მლ”).
მნიშვნელოვანია ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ და სხვა პრეპარატები
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოეს პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. რადგან, გრანი-დენკ 1მგ/მლ-მ შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე. ასევე, სხვა პრეპარატებმა იმოქმედონ აღნიშნული გრანი-დენკ 1მგ/მლ მოქმედებაზე.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
გულის უჩვეულო რითმის სამკურნალო საშუალებები ან “5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფის სხვა პრეპარატები, როგორიცაა დოლასეტრონი ან ონდანსეტრონი (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
ფენობარბიტალი, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი.
კეტოკონაზოლი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
ერითრომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
ბუპრენორფინი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ან SSRIs (სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი), დეპრესიის ან/და შფოთვის სამკურნალო საშუალება. მაგალითად: ფლუოკსეტინი, პაროკსეტინი, სერტრალინი, ფლუვოკსამინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი ან SNRIs (სეროტონინი ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი), დეპრესიის ან/და შფოთვის სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ვენლაფაკსინი, დულოკსეტინი ან სხვა ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს გრანი დენკ 1 მგ/მლ-თან და გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: უნებლიე, კუნთების რითმული შეკუმშვა, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბოფლიანობა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთის დაჭიმულობის გაზრდა, სხეულის ტემპერატურა 38OC-ზე მაღალი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება ამ ინექციის მიღება, თუ პაციენტი არის ორსულად, ცდილობს დაორსულებას ან ლაქტაციის პარიოდში.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
გრანისეტრონი არ ახდენს მანქანისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე რაიმე სახის გავლენას.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ამპულაში, ძირითადად ეს არის ე.წ „ნატრიუმისაგან თავისუფალი“.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის მიღების წესი
ინექცია კეთდება მხოლოდ ექიმის ან ექთნის მიერ. გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის დოზა ცვალებადობს პაციენტის მიხედვით. იგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და იმაზე, იღებს თუ არა პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულისრევის და ღებინების პრევენციის/მკურნალობის მიზნით. ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის შესაბამის დოზას.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ ინიშნება ვენაში ინექციის სახით (ინტრავენურად).
სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენცია:
ინექცია კეთდება სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. ვენაში ინექცია გრძელდება დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთის განმავლობაში და ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მგ-დან 3 მგ-მდე. პრეპარატი უნდა განზავდეს ინექციამდე.
სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის მკურნალობა:
ინექცია ან ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთის განმავლობაში და ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მგ-დან 3 მგ-მდე. პრეპარატი უნდა განზავდეს ვენაში ინექციამდე. პირველი დოზის მიღების შემდეგ, დისკომფორტის შესამცირებლად შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ინექციის შეყვანა. ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 10 წუთი მაინც. გრანისეტრონის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 9 მგ-ს.
კომბინაცია სტეროიდებთან
ინექციის ან ინფუზიის ეფექტიანობა შესაძლებელია გაიზარდოს გარკვეული პრეპარატებით, ე.წ. ადრენოკორტიკოსტეროიდებით. სტეროიდის შემთხვევაში 8-20მგ დექსამეტაზონი ინიშნება სხივურ თერაპიამდე ან ქიმიოთერაპიამდე ან 250 მგ მეთილპრედნიზოლონი ინიშნება, როგორც სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგაც.
ბავშვებში სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარებული გულისრევის და ღებინების პრევენცია ან მკურნალობა:
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბავშვებში გრანი-დენკ 1მგ/მლ ინიშნება ინტრავენური ინექციის სახით, ხოლო დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე. საინექციო ხსნარი უნდა განზავდეს და გაკეთდეს ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე 5 წუთის განმავლობაში. ბავშვებში დღეში ინიშნება მაქსიმუმ 2 დოზა, სულ მცირე 10 წუთიანი ინტერვალის გამოტოვებით.
ოპერაციის შემდეგ ცუდად ყოფნის ან ავადობის მკურნალობა:
ინტრავენური ინექცია მიმდინარეობს დაახლოებით 30 წამიდან 5 წუთამდე და ჩვეულებირივი დოზა შეადგენს 1 მგ-ს. გრანისეტრონის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს.
ბავშვებში ოპერაციის შემდეგ განვითარებული ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენცია და მკურნალობა:
ბავშვებში არ შეიძლება აღნიშნული ინექციის შეყვანა ოპერაციის შემდეგ განვითარებული ცუდად ყოფნის ან ავადობის პრევენციის და მკურნალობის მიზნით.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის დოზის გადაჭარბება
იმის გამო რომ ინექცია ან ინფუზია კეთდება მკურნალი ექიმის ან ექთნის მიერ, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა დოზის გადაჭარბება. თუმცა, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ექთანს. დოზის გადაჭარბების სიმპტომია ზომიერი თავის ტკივილი. მკურნალობა სიმპტომურია.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ქვემოთ მითითებული პრობლემები, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). მისი ნიშნებია ხორხის, სახის, ტუჩების და პირის ღრუს შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
სხვა გვერდითი ეფექტები, რაც შესაძლებელია განვითარდეს აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
თავის ტკივილი;
ყაბზობა. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას.
ხშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 100 პაციენტიდან):
პრობლემები ძილის მხრივ (უძილობა);
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზებით;
ფაღარათი.
არახშირი (ვლინდება 1-დან 10-მდე მომხმარებელთან 1,000 პაციენტიდან):
გამონაყარი ან კანის მხრივ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია). მისი ნიშნები შეიძლება იყოს სიწითლე, ქავილის გამომწვევი ამობურცული ადგილები;
ცვლილებები გულისცემის (რითმის) და ეკგ-ს მხრივ (გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი);
უჩვეულო, უნებლიე მოძრაობები, მათ შორის კანკალი, კუნთების რიგიდობა და კონტრაქტურები;
სეროტონინის სინდრომი. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, ჭარბოფლიანობა და უჩვეულო გულის რითმი, აღგზნება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კანკალი, კუნთის კანკალი, შეკუმშვა ან დაჭიმულობა, კოორდინაციის დაკარგვა და მოუსვენრობა.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის შენახვის წესი
აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამპულასა ან კოლოფზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა:
გაუხსნელი ამპულა: 3 წელი
გასხნის შემდეგ: გამოიყენება დაუყოვნებლივ
განზავების შემდეგ: იხ. “აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ”.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.
სინათლისგან დაცვის მიზნით, ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაწილები უნდა განადგურდეს.
არ შეიძლება გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ს გამოყენება, თუ ხსნარი არ არის სუფთა და თავისუფალი ნაწილაკებისაგან.
არ შეიძლება არც ერთი მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები, სეროტონინ (5-HT3) ანტაგონისტები.
ათქ კოდი: A04AA02
გრანისეტრონი წარმოადგენს ანტიემეტურ და ძლიერ 5-ჰიდროქსიტრიპტამინის (5-HT3) სელექტიურ ანტაგონისტს. რადიოაქტიურად მონიშნული ლიგანდის საშუალებით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ გრანისეტრონს აქვს ძალიან უმნიშვნელო აფინურობა სხვა ტიპის რეცეპტორების, მათ შორის 5-HT-ის და დოპამინის D2 შემაკავშირებელი ადგილების მიმართ.
გამოვლენილია ურთიერთქმედება ნეიროტროპულ და სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, რადგან იგი მოქმედებს P 450 ციტოქრომაზე.
In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ ციტოქრომ P450-ის ქვეჯგუფი - 3A4 (რომელიც მონაწილეობს ზოგიერთი ძირითადი ნარკოტიკული საშუალების მეტაბოლიზმში) არ მოდიფიცირდება გრანისეტრონის მიერ. მართალია, In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ კეტოკონაზოლი აინჰიბირებს გრანისეტრონის რგოლის დაჟანგვას, მაგრამ ითვლება, რომ ეს არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
მართალია, 5-HT3-ის რეცეპტორის ანტაგონისტების შემთხვევაში გამოვლინდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, მაგრამ აღნიშნული მოვლენა იმდენად იშვიათი და უმნიშვნელოა, რომ ჯანმრთელ პირებში ამას არ ექცევა ყურადღება. მიუხედავად ამისა სასურველია, რომ მოხდეს ორივე, როგორც ეკგ მონიტორინგი, ასევე კლინიკურ გამოვლინებებზე დაკვირვება, იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს კომბინირებულად მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
ფარმაკოკინეტიკა
მოზრდილისთვის, რეკომენდებულ დოზაზე 2.5-ჯერ მეტი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი პერორალურად მიღებული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არის სწორხაზოვანი. დოზის შემსწავლელი პროგრამიდან ჩანს, რომ ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიანობა ერთმნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული არც გრანისეტრონის მიღებულ დოზასა და არც მის პლაზმის კონცენტრაციაზე.
პროფილაქტიკის მიზნით მიღებული გრანისეტრონის საწყისი დოზის ოთხმაგად გაზრდა არ იწვევდა განსხვავებას არც მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა პროპორციულობის და არც სიმპტომების კონტროლის ხანგრძლივობის მხრივ.
განაწილება: გრანისეტრონი ჭარბად გადანაწილდება და მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 3ლ/კგ. ცილებს უერთდება დაახლოებით 65%.
ბიოტრანსფორმაცია: გრანისეტრონი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, დაჟანგვის და შემდგომში კონიუგაციის გზით. ძირითადი ნაერთებია 7-OH გრანისეტრონი, მისი სულფატი და გლიკურონიდის კონიუგატები. მართალია, 7-OH-გრანისეტრონს და ინდაზოლინ N-დესმეთილ გრანისეტრონს გამოუვლინდა ღებინების საწინააღმდეგო თვისებები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანებში ისინი მნიშვნელოვნად უწყობდნენ ხელს ფარმაკოლოგიურ აქტივობას.
In vitro ღვიძლის მიკროსომული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ გრანისეტრონის ძირითადი მეტაბოლიზმის გზა ინჰიბირდება კეტოკონაზოლის მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ P450-ის 3A ქვეჯგუფის მიერ.
ელიმინაცია: კლირენსი ძირითადად ხორციელდება ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით. უცვლელი გრანისეტრონის შარდისმიერი ექსკრეცია შეადგენს საშუალოდ დოზის 12%-ს, ხოლო მეტაბოლიტების რაოდენობა შეადგენს დოზის დაახლოებით 47%-ს. დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს, რაც საკმაოდ ცვალებადობს ინდივიდებს შორის.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის გრანისეტრონი (ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 1 მლ სტერილურ ხსნარში.
თითოეული 3 მლ ამპულა შეიცავს 3 მგ გრანისეტრონს, გრანისეტრონის ჰიდროქლორიდის სახით 3 მლ სტერილურ ხსნარში.
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გრანი-დენკ 1 მგ/მლ-ს აღწერილობა და შეფუთვა
გრანი-დენკ 1მგ/მლ არის სუფთა, უფერო კონცენტრატი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
გრანი-დენკ 1მგ/მლ ხელმისაწვდომია უფერო სახით მინის ამპულებში.
შეფუთვა: 5 ამპულა, რომელიც შეიცავს 1 მლ ან 3 მლ კონცენტრატს ხსნარისთვის.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ
პრინცრეგენშტრასე 79
81675 მიუნხენი,
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები:
სოლუფარმ
Pharmazeutische Erzeugnisse გმბჰ
ინდუსტრიესტრ. 3
34212 მელსუნგენ
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 02/2021.
ინფორმაცია ბოცვანასთვის
გაცემის წესი: S2
რეგისტრაციის ნომერი:
BOT1703146 (5x1ml)
BOT1703147 (5x3ml)
გამოქვეყნების თარიღი: 08/2017
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო პერსონალისთვის.
მომზადების ინსტრუქცია:
გრანი-დენკ 1მგ/მლ
კონცენტრატი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
ფარმაცევტული ფორმა
გრანი-დენკ 1მგ/მლ წარმოადგენს კონცენტრატს ინტრავენური საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უფერო, 1მლ ან 3მლ მინის ფლაკონში. ხსნარი არის სტერილური და სუფთა.
მომზადება ინტრავენური გამოყენებისთვის
მოზრდილებში, გრანი-დენკ 1მგ/მლ შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად, განზავებული საინფუზიო ხსნარის სახით სულ მცირე 30 წამის განმავლობაში. 1მლ ფლაკონის შემცველობა შესაძლებელია გაიხსნას 5მლ-ში, ხოლო 3მლ ფლაკონის შემცველობა - 15მლ-ში.
გრანი-დენკ 1 მგ/მლ შესაძლებელია ასევე გაიხსნას 20-50მლ საინფუზიო ხსნარში და შეყვანილ იქნას 5 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით.
ბავშვებში, გრანი-დენკ 1 მგ/მლ ინიშნება ინტრავენური ინფუზიის სახით, განზავებული 10-30მლ ხსნარში, 5 წუთის განმავლობაში.
გრანი-დენკ 1მგ/მლ შესაძლებელია გაიხსნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებში:
ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი 0.9% (წონა/მოცულობა);
ნატრიუმის ქლორიდი 0.18% (წონა/მოცულობა) და საინექციო გლუკოზა 4%
საინექციო გლუკოზა, 5% (წონა/მოცულობა);
ჰარტმანის ხსნარი
საინექციო ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი 1.87% (წონა/მოცულობა);
მანიტოლის საინექციო ხსნარი 10%
საინექციო ნატრიუმის ბიკარბონატი 1.4% (წონა/მოცულობა);
საინექციო ნატრიუმის ბიკარბონატი 2.74% (წონა/მოცულობა);
საინექციო ნატრიუმის ბიკარბონატი 4.2% (წონა/მოცულობა).
გრანი-დენკ 1მგ/მლ შესაძლებელია განზავდეს მხოლოდ ზემოთ ხსენებულ საინფუზიო ხსნარებში.
არ შეიძლება გრანი-დენკ 1მგ/მლ-ის განზავება სხვა სამედიცინო პრეპარატებთან.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. პრეპარატი გამოიყენება დაუყოვნებლივ გახსნისთანავე. პრეპარატის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შეადგენს 24 საათს, თუ იგი ინახება 25°C ტემპერატურაზე, ოთახის ნორმალური განათების პირობებში და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ არ გამოიყენება გახსნისთანავე, შენახვის ვადებსა და პირობებზე გამოყენებამდე პასუხისმგებელია მომხმარებელი და ჩვეულებრივ აღარ იქნება ვარგისი 24 საათზე მეტხანს 2-8OC ტემპერატურაზე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებად და დამოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ შეიძლება გაყინვა.
ამპულები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლის სხივებისგან დაცვის მიზნით.
გამოუყენებელი პროდუქტიც და დარჩენილი მასალაც უნდა განადგურდეს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



