გონალ-f
GONAL-f®
ზრდასრულ ქალებში ანოვულაცია (საკვერცხის პოლიკისტოზის ჩათვლით) ქალებში კლომიფენით მკურნალობის არაეფექტურობისას. მრავლობითი ფოლიკულის ზრდის სტიმულაცია პაციენტებში სუპეროვულაციის სტიმულაციისას, ისეთი რეპროდუქციული დამხმარე მეთოდების ტექნოლოგიის გამოყენების დროს, როგიცაა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF), გამეტების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- follitropin alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 22მკგ (300ს.ე.)/0.48მლ 0,48მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მრავალჯერადი დოზირების მზა კალამი №1 + ერთჯერადი ნემსი №8
- მწარმოებელი
- Merck Serono S.p.A, იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
- ATC კოდი
- G03GA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044037
- რეგისტრირებულია
- 23 სექტემბერი 2025, მოქმედებს 13 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- “Sona-Pharm” LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სონა-ფარმის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გონალ-f — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზრდასრულ ქალებში
ანოვულაცია (საკვერცხის პოლიკისტოზის ჩათვლით) ქალებში კლომიფენით მკურნალობის არაეფექტურობისას.
მრავლობითი ფოლიკულის ზრდის სტიმულაცია პაციენტებში სუპეროვულაციის სტიმულაციისას, ისეთი რეპროდუქციული დამხმარე მეთოდების ტექნოლოგიის გამოყენების დროს, როგიცაა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF), გამეტების გადანერგვა საშვილოსნოს მილში (GIFT), ზიგოტების გადანერგვა საშვილოსნოს მილში (ZIFT).
ფოლიკულების განვითარების სტიმულირება მალუთეინიზებელი (მლჰ)და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების მძიმე დეფიციტის მქონე ქალებში მალუთეინიზებელ ჰორმონთან ერთად
მამაკაცებში
ქორიონულ გონადოტროპინთან (hCG) კომბინაციაში გონალი-F ნაჩვენებია თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციისათვის.
მიღების წესი და დოზირება
გონალი-F -ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გონალი-F-ს დღიური დოზები, მიღების რეჟიმი და მონიტორინგის პროცედურები უნდა იყოს ინდივიდუალური თითოეული პაციენტისთვის, რათა მოხდეს ფოლიკულის განვითარების ოპტიმიზაცია და მინიმუმამდე დაყვანილი საკვერცხის არასასურველი ჰიპერსტიმულაციის რისკი. რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის შემოთავაზებული საწყისი დოზების დაცვა.
გონალ-f-ის როგორც მონოდოზებიანი, ასევე მრავალდოზებიანი სამკურნალო ფორმების ექვივალენტური დოზების გამოყენებისას, ნაჩვენების მათი ბიოექვივალენტობა.
ანოვულაციის მქონე ქალები (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით)
გონალი-F ®-ის გამოიყენება ყოველდღიური ინექციების კურსის სახით. ქალის მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის პირველი 7 დღის განმავლობაში. რეესტრის კვლევებში ჩვეულებრივ გამოიყენებოდა შემდეგი სქემა: ფოლიკულომასტიმულირებელ (ფმჰ) ჰორმონის დოზა იწყება 75-150 სე-ით ყოველდღიურად. ადექვატური, მაგრამ არა გადაჭარბებული რეაქციის მისღებად საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 37,5 (უმჯობესია) ან 75 სე-თი 7 ან 14 (უმჯობესია) დღიანი ინტერვალებით.
კლინიკურ პრაქტიკაში საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა საკვერცხეების რეზერვის მარკერები, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და, საჭიროების შემთხვევაში, საკვერცხის წინა რეაქცია სტიმულაციაზე.
საწყისი დოზა
საწყისი დოზა შეიძლება შეირჩეს შემდეგნაირად: (ა) 75 სე-ზე ნაკლები დღეში, თუ მოსალოდნელია საკვერცხის გადაჭარბებული პასუხი პაციენტის კლინიკური პროფილის საფუძველზე (ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, საკვერცხის რეზერვი) ან (ბ) 75 სე-ზე მეტი მაქსიმუმ 150 სე დღეში, თუ მოსალოდნელია საკვერცხის სუსტი პასუხი.
პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ფოლიკულების ზომის და რაოდენობის ულტრაბგერითი კონტროლით და გაზომვით და/ან ესტროგენის სეკრეციის კონტროლით.
დოზის კორექცია
თუ პაციენტი არ პასუხობს მკურნალობაზე ადეკვატურად 4 კვირის განმავლობაში (სუსტი ან გადაჭარბებული საკვერცხის პასუხი), უნდა შეფასდეს ამ მკურნალობის ციკლის გაგრძელების მიზანშეწონილობა და დაცული იქნას სტანდარტული მკურნალობის პროტოკოლები. სუსტი პასუხის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225 სე FSH-ს.
თუ, ექიმის აზრით, შეინიშნება საკვერცხის გადაჭარბებული რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს და არ უნდა იყოს გამოყენებული hCG-ს (იხ. ნაწილი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"). მკურნალობის მომდევნო ციკლი აუცილებელია დაიწყოს ნაკლები დოზით, ვიდრე გამოყენებული იყო წინა ციკლში.
ფოლიკულების საბოლოო მომწიფება
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ალფა - 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში. ინექციის და ინექციის მეორე დღეს, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი. ალტერნატივის სახით შეიძლება შესრულდეს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება.
ქალები, რომლებსაც უტარდაბათ საკვერცხეების სტიმულაცია მრავალი ფოლიკულების განვითარების მიზნით ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF) და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) ჩასატარებლად
სარეგისტრაციო კვლევებში, სუპეროვულაციისთვის ჩვეულებრივ იყენებდნენ გონალი-F ®-ის 150-225 სე დღიურად, ციკლის მე-2 ან მე-3 დღიდან დაწყებული.

თუ მოსალოდნელია საკვერცხის სუსტი პასუხი, საწყისი დოზა შეიძლება დარეგულირდეს ეტაპობრივად, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 450 სე. პირიქით, თუ მოსალოდნელია საკვერცხის გადაჭარბებული პასუხი, საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს 150 სე-ზე დაბალ დონეზე.
პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე უნდა გაკონტროლდეს ფოლიკულის ზომისა და რაოდენობის ულტრაბგერითი გაზომვით და/ან ესტროგენის დონის მონიტორინგით ფოლიკულის ადეკვატური განვითარების მიღწევამდე.
გონალი-F ® შეიძლება დაინიშნოს როგორც ცალკე, ისე გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) აგონისტთან ან ანტაგონისტთან ერთად ნაადრევი ლუტეინიზაციის თავიდან ასაცილებლად.
დოზის კორექცია
თუ პაციენტი არ პასუხობს მკურნალობაზე ადეკვატურად (სუსტი ან გადაჭარბებული საკვერცხის პასუხი), უნდა შეფასდეს ამ მკურნალობის ციკლის გაგრძელების მიზანშეწონილობა და დაცული იქნას სტანდარტული მკურნალობის პროტოკოლები. სუსტი პასუხის შემთხვევაში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს FSH-ის 450 სე-ს.
ფოლიკულების საბოლოო მომწიფება
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, ფოლიკულების საბოლოო მომწიფებისთვის შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ალფა - 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში.
მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების მძიმე დეფიციტით მქონე ქალები
მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ანოვულაციის მქონე ქალებში გონალი-F -ისა და ლუტეინირების ჰორმონის (LH) პრეპარატის კომბინირებული თერაპიის მიზანია ფოლიკულის განვითარების ხელშეწყობა, რასაც მოჰყვება საბოლოო მომწიფება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) მიღების შემდეგ. გონალი-F ინიშნება ყოველდღიური ინექციების სახით ლუტროპინ ალფასთან კომბინაციაში. თუ პაციენტს აქვს ამენორეა და აქვს დაბალი ენდოგენური ესტროგენის სეკრეცია, მკურნალობა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს.
რეკომენდირებული მკურნალობის რეჟიმი იწყება ყოველდღიურად ლუტროპინ ალფას 75 სე და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის 75-150 სე შეყვანით. მკურნალობა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალური პასუხზე, რომელიც ფასდება ფოლიკულის ზომისა ულტრაბგერითი კონტროლით და ესტროგენის დონის განსაზღვრით.
თუ საჭიროა FSH -ის დოზის გაზრდა, უმჯობესია მისი გაზრდა 7-14 დღის ინტერვალით 37,5-75 სე-ით. ერთ ციკლში დასაშვებია სტიმულაციის გახანგრძლივება 5 კვირამდეა.
როდესაც მიღწეულია ოპტიმალური პასუხი, შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის და ლუტროპინ ალფას ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში.
ინექციის და ინექციის მეორე დღეს, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი. ალტერნატივის სახით შეიძლება შესრულდეს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება
ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვარომელიმე სამედიცინო პროცედურა ექიმის გადაწყვეტილებით, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაში.
მკურნალობის დროს განიხილება ლუთეინური ფაზის შენარჩუნების აუცილებლობა, რადგან ლუთეოტროპული აქტივობის მქონე ნივთიერებების უკმარისობა (LH/hCG) ოვულაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ყვითელი სხეულის ნაადრევი უკმარისობა.
თუ აღინიშნება გადაჭარბებული რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეჩერდეს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანა. მკურნალობა უნდა აღდგეს შემდეგ ციკლში FSH-ის უფრო დაბალი დოზით, ვიდრე წინა ციკლში (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები“).
ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცები
გონალი-F ® გამოიყენება დოზით 150 სე კვირაში 3-ჯერ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინთან კომბინაციაში მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნება პასუხი, კომბინირებული მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. არსებული კლინიკური მონაცემები გვაჩვენებენ, რომ სპერმატოგენეზის გააქტიურებისათვის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში არ არსებობს გონალ-f -ის გამოყენების ჩვენებები. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის და რვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარტ გონალ-f -ის გამოყენების უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტური პარამეტრები არ არის დადგენილი.
თუ თქვენ დამოუკიდებლად იყენებთ გონალი-F ® , ყურადღებით გაეცანით და დაიცავით ინსტრუქცია
საერთო რეკომენდაციები
გონალი-F ® განკუთვნილია კანქვეშა შეყვანისათვის. გონალი-F ®-ის პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატ გონალი-F ®-ის დამოუკიდებელი შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მომზადება და ექიმების კონსულტაციის მიღების საშუალება.
ყოველდღიური ინექციები უნდა გაკეთდეს ერთსა და იმავე დროს და ინექციის ადგილი ყოველდღე უნდა შეიცვალოს. უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ წინასწარ კალმების საჭირო რაოდენობა, რაც გაწერილია მკურნალობის სქემით.
უნდა მოამზადოთ გონალი-F ® -ის წინასწარ შევსებული მზა კალამი და შეიყვანოთ დანუშნული დოზა ქვემოთ მოცემული ინსტერუქციის მიხედვით. დოზის კონტროლის ფანჯარაში გამოსახული ციფრები შეესაბამება საერთაშორისო ერთეულებს (სე).
ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხსნათ ნემსი მზა კალამისგან.
ნემსის განმეორებითი გამოყენება დაუშვებელია. მზა კალამის და ნემსების გადაცემა სხვა პირისთვცის დაუშვებელია. მზა კალმის გამოყენება დაუშვებელია, თუ იგი დავარდა, გაბზარულია ან დაზისნებულია, ვინაიდან შესაძლებელია ასეთი კალმით პაციენტის დაზიანება.
დოზის დღიურის წარმოება
პრეპარატის ყოველდღიური დოზების ჩასაწერად საჭიროა დოზირების დღიურის წარმოება. არასწორი დოზის გამოყენებას შეუძლია ზიანის მიყენება.
ჩაწერეთ ყოველი ინექციის მკურნალობის დღე (1), რიცხვი (2) და საათი (3). ასევე ჩანიშნეთ თქვენი კალმის დოზირება (4).
დანიშნული დოზა ჩაწერეთ სვეტში (5).
ინექციის წინ დარწმუნდით, რომ შეყავთ სწორი დოზა (6).
ინექციის შემდეგ დარწმუნდით, რომ შეიყვანეთ სრული დოზა (7) ან ჩაწერეთ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები რიცხვი, თუ იგი განსხვავდება «0»-საგან (8).
საჭიროებისას, სხვა კალმის გამოყენებით გააკეთეთ დამატებითი ინექცია და შეიყვანეთ დაკლებული დოზა, რომელიც არის მითითებული სვეტში «დოზა, რომელიც უნდა დაყენდეს სხვა ინექცცისათვის» (8).
დაკლებული დოზა ჩაწერეთ სვეტში «შესაყვანი დოზა» შემდეგ რიგში (6).
დოზირები დღიურის წარმოების მაგალითი:
მკურნალობის დღე
თარიღი
საათი
კალმის დოზირება
დანიშნული დოზა
დოზის კონტროლის ფანჯარა
შასაყვანი დოზა
რიცხვი, გამოსახული ინექციის შემდეგ
1
2
3
4
5
6
7
8
დღე 1
10 ივნისი
7:00
300 ს.ე.
125
125
√ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია _____ ახალი კალმის გამოყენებით
დღე 2
11 ივნისი

დღე 3
12 ივნისი
7:00
300 ს.ე.
125
125
□ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია 75 ახალი კალმის გამოყენებით
დღე 3
12 ივნისი
7:00
300 ს.ე.
-
75

დღიურის წარმოება ხელს უწყობს აკონტროლოთ ყოვედღიური დოზების სწორი შეყვანა
გონალ-ფ®-ის წინასწარ შევსებული მზა კალამი
ნემსი: ნემსის გარე ხუფი, ნემსის შიდა დამცავი, ცვლადი ნემსი, გამხსნელი ხუფი
წინასწარ შევსებული მზა კალამი: ხუფი, ნემსის მიერთების ადგილი, რეზერვუარის დამჭერი, დგუში, დოზის კონტროლის ფანჯარა, დოზის დაყენების ღილაკი
- მოსამზადებელი ეტაპი
- 1 გამოყენებამდე გააჩერეთ წინასწარ შევსებული კალამი ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, რათა მედიკამენტმა ოთახის ტემპერატურას მიაღწიოს.
არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი ან სხვა გამათბობელი ელემენტი კალმის გასათბობად.
- 2 მოამზადეთ სუფთა ადგილი და ბრტყელი ზედაპირი, როგორიცაა მაგიდა კარგად განათებულ ადგილას.
- 3 ასევე დაგჭირდებათ (არ შედის შეფუთვაში): სპირტის ტამპონები და ბასრი საგნების კონტეინერი.
- 4 დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით და კარგად გაიმშრალეთ (სურათი 5).
- 5 ხელით ამოიღეთ GONAL-f წინასწარ შევსებული კალამი შეფუთვიდან. შეამოწმეთ წინასწარ შევსებულ კალამზე მითითებული სახელწოდება GONAL-f. შეამოწმეთ კალმის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.
უკუჩვენებები
- ინექციისთვის მომზადება
- 1 მოხსენით კალმის თავსახური.
- 2 შეამოწმეთ, რომ მედიკამენტი გამჭვირვალე, უფეროა და არ შეიცავს ნაწილაკებს.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული კალამი, თუ მედიკამენტი გაუფერულებული ან მღვრიე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
- 3 შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარა დაყენებულია „0“-ზე.
აირჩიეთ ინექციის ადგილი: თქვენმა ექიმმა უნდა გაჩვენოთ მუცლის არეში გამოსაყენებელი ინექციის ადგილები. კანის გაღიზიანების მინიმიზაციისთვის, ყოველდღიურად აირჩიეთ სხვადასხვა ინექციის ადგილი.
- 5 გაწმინდეთ კანი ინექციის ადგილას სპირტიანი ტამპონით.
არ შეეხოთ გაწმენდილ კანს.
ნაბიჯი 3 ნემსის მიმაგრება
მნიშვნელოვანია: ყოველი ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი. ნემსების ხელახლა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
- 1 აიღეთ ახალი ნემსი. გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული „ერთჯერადი“ ნემსები.
- 2 შეამოწმეთ, რომ ნემსის გარეთა თავსახური არ არის დაზიანებული.
- 3 შეამოწმეთ, რომ ნემსის გარეთა თავსახურზე მოსახსნელი ბეჭედი არ არის დაზიანებული ან დაკარგული და რომ ვარგისიანობის ვადა არ გასულა
- 4 მოხსენით პირველადი გახსნის კონტროლის ეტიკეტი
არ გამოიყენოთ ნემსი, თუ ის დაზიანებულია, ვადაგასულია ან თუ ნემსის გარეთა თავსახური ან მოსახსნელი ბეჭედი დაზიანებულია ან დაკარგულია. ვადაგასული ნემსების ან დაზიანებული მოსახსნელი ბეჭედით ან გარე თავსახურით ნემსების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია. გადააგდეთ ის ბასრი ნივთების კონტეინერში და აიღეთ ახალი ნემსი.
- 5 დაამაგრეთ ნემსის გარეთა თავსახური წინასწარ შევსებული კალმის ხრახნიან წვერზე, სანამ არ იგრძნობთ მსუბუქ წინააღმდეგობას
ნემსი ძალიან მჭიდროდ არ მიამაგროთ, ვინაიდან ინექციის შემდეგ ნემსის ამოღება შეიძლება გაძნელდეს.
- 6 ფრთხილად მოხსენით ნემსის გარეთა თავსახური და გადადეთ იგი გვერდზე შემდგომი გამოყენებისთვის
არ გადააგდოთ ნემსის გარეთა თავსახური, რადგან ეს თავიდან აიცილებს ნემსის ჩხვლეტის შედეგად მიყენებულ დაზიანებას და ინფექციას წინასწარ შევსებული კალამიდან მოხსნისას.
დაიჭირეთ წინასწარ შევსებული კალამი ნემსით ზემოთ მიმართული.
ფრთხილად მოხსენით და გადააგდეთ ნემსის მწვანე შიდა დამცავი.
არ დაახუროთ ნემსს მწვანე შიდა დამცავით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნემსის ჩხვლეტის შედეგად მიყენებული დაზიანება და ინფექცია.
- 8 კარგად დააკვირდით ნემსის წვერს სითხის პაწაწინა წვეთების აღმოსაჩენად (სურათი 17).
თუ იყენებთ ახალ კალამს: შეამოწმეთ ნემსის წვერზე სითხის წვეთი.
თუ სითხის პაწაწინა წვეთს ხედავთ, გადადით მე-4 ნაბიჯზე - დოზის აკრეფა.
თუ ნემსის წვერზე ან მის მახლობლად პაწაწინა წვეთს ვერ ხედავთ, სისტემაში ჰაერის მოსაშორებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაწილის ნაბიჯები.
თუ იყენებთ კალამს განმეორებით -სითხის წვეთის შემოწმება საჭირო არ არის. გადადით მე-4 ნაბიჯზე - დოზის აკრეფა.
თუ ახალი კალმის პირველი გამოყენებისას წვერთან ან მის მახლობლად სითხის პაწაწინა წვეთს ვერ შეამჩნევთ:
დოზის დაყენების ღილაკი ფრთხილად მოატრიალეთ წინ, სანამ დოზის კონტროლის ფანჯარაში არ გამოჩნდება „25“.
- დოზის დაყენების ღილაკის უკან გადაბრუნება შეგიძლიათ, თუ მას „25“-ზე მეტად მოატრიალებთ.
კალამი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ და ნაზად დააკაკუნეთ რეზერვუარის დამჭერზე
დოზის დაყენების ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ. ნემსის წვერზე სითხის პაწაწინა წვეთი გამოჩნდება
შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენებია „0“
გადადით მე-4 ნაბიჯზე - აკრიფეთ დოზა.
თუ სითხის პაწაწინა წვეთი არ გამოჩნდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს
4 დოზის დაყენება
შენიშვნა: კალამი შეიცავს 300 სე, 450 სე ან 900 სე ფოლიტროპინ ალფას. 300 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 300 სე, 450 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 450 სე, 900 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 900 სე. ყველაზე მცირე ერთჯერადი დოზაა 12.5 სე.
- 1 მოატრიალეთ დოზის დაყენების ღილაკი მანამ, სანამ დოზის კონტროლის ფანჯარაში არ გამოჩნდება თქვენთვის სასურველი დოზა.
დოზის დასაყენებლად წინ გადაატრიალეთ
დოზის დაყენების ღილაკის უკან გადაბრუნება შეგიძლიათ, თუ მას დანიშნულებისამებრ დოზაზე მეტს გადააბრუნებთ.
- 2. შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები იყოს თქვენთვის დანიშნული სრული დოზა.
5 დოზის შეყვანა
- 1 ნელა შეიყვანეთ ნემსი მთლიანად კანში.
- 2 მოათავსეთ ცერა თითი დოზის დაყენების ღილაკის შუაში. ნელა დააჭირეთ დოზის ღილაკს ბოლომდე და გააჩერეთ ინექციის დასრულებამდე.
შენიშვნა: რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება ინექციას.
- 3 გააჩერეთ დოზის ღილაკი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში.
- დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები დოზის ნომერი დაუბრუნდება „0“-ს.
- მინიმუმ 5 წამის შემდეგ, ამოიღეთ ნემსი კანიდან ისე, რომ დოზის დაყენების ღილაკზე უნდა იყოს თითი დაჭერილი.
- როდესაც ნემსს კანიდან ამოიღებთ, გაუშვით დოზის დაყენების ღილაკი.
არ გაუშვათ დოზის ღილაკი, სანამ ნემსს კანიდან არ ამოიღებთ.
- ყოველი ინექციის შემდეგ ნემსის ამოღება
- 1 ნემსის გარეთა თავსახური მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე.
- 2 ერთი ხელით მჭიდროდ დაიჭირეთ კალამი და ნემსი ჩააცურეთ გარეთა თავსახურში.
- 3 განაგრძეთ თავსახურიანი ნემსის მყარ ზედაპირზე დაჭერა მანამ, სანამ იგი ბოლომდე არ ჩაჯდება ადგილზე.
- 4 მოკიდეთ ხელი გარეთა თავსახურს და მოხსენით ნემსი საპირისპირო მიმართულებით მობრუნებით
- 5 გამოყენებული ნემსი უსაფრთხოდ გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში
არ გამოიყენოთ ხელახლა და არ გაუზიაროთ სხვებს გამოყენებული ნემსი.
7 ინექციის შემდეგ
- 1 დარწმუნდით, რომ ინექცია სრულად გაქვთ გაკეთებული:
- შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ს (სურათი 32).
თუ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ს, თქვენ დოზა დაასრულეთ.
თუ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ზე მაღალ რიცხვს, კალამი ცარიელია. თქვენ არ მიგიღიათ დანიშნული დოზა სრულად და უნდა შეასრულოთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯი 7.2.
- 2 ნაწილობრივი ინექციის შესრულება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში):
- დოზის კონტროლის ფანჯარა მიუთითებს იმ რაოდენობას, რომელიც ახალი კალმის გამოყენებით უნდა შეიყვანოთ. ნაჩვენებ მაგალითში, დაკარგული რაოდენობაა „50“ სე
- მეორე კალმით დოზის დასასრულებლად, გაიმეორეთ ნაბიჯები 1-დან 8-მდე.
- GONAL-f წინასწარ შევსებული კალმის შენახვა
- 1 ინფექციის თავიდან ასაცილებლად დაახურეთ კალამს თავსახური.
- 2 შეინახეთ კალამი ორიგინალურ შეფუთვაში დაცულ ადგილას. ცარიელი კალამი უნდა განადგურდეს.
არ შეინახოთ კალამი მიმაგრებული ნემსით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
ბავშვები.
პედიატრიული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი გონალი-f -ის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
სიფრთხილის ზომები
დაკვირვება
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე კონტროლის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გამოყენებადი სამკურნალო საშუალების დასახელებისა და სერიის ნომერის დაფიქსირება.
ზოგადი რეკომენდაციები
ვინაიდან გონალი-F ® იწვევს მნიშვნელოვან გონადოტროპულ აქტივობას და შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი ან მძიმე ხარისხის გვერდითი რეაქციები, იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უშვილობის მკურნალობის კარგი გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გონადოტროპინის გამოყენება მოითხოვს გარკვეულ დროს, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხრივ და ასეთვე კონტროლის შესაბამისი საშუალებების არსებობას.
ქალებში გონალი-F ®-ის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისათვის, რეგულარულად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა საკვერცხეების რეაქციის მონიტორინგის მიზნით, უმჯობესია შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრასთან კომბინაციაში. პაციენებში ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის შეყვანაზე შეიძლება აღინიშნებოდეს პასუხის სხვადასხვა ხარისხი- არასაკმარისი პასუხი ერთ შემთხვევაში, ხოლო გადაჭარბებული პასუხი მეორე შემთხვევაში. მკურნალობის მიზანთან მიმართებაში უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე მცირე ეფექტური დოზა როგორც მამაკაცებში, აგრეთვე ქალებში.
პორფირიის მქონე პაციენტები
პორფირიის ან პორფირიის ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტები გონალი-F®-ის მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ. მოცემული დაავადების გაუარესება ან პირველადი გამოვლენა მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
გამოყენება ქალებში
მკურნალობის კურსის დანიშვნამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს ოჯახური უშვილობის ფაქტი და ორსულობის შესაძლო უკუჩვენებები. უნდა გამოირიცხოს ჰიპოთირეოზი,თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰიპერპროლაქტინემია, და საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს სპეციფიური მკურნალობა.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ფოლიკულების მომწიფების სტიმულაციის პროცედურა ანოვულატორული უშვილობის მკურნალობისას ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროცედურის ჩატარების დროს, შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების გაზრდა ან ჰიპერსტიმულაციის განვითარება. გონალი-F ®-ის რეკომენდებული დოზის და შეყვანის სქემის დაცვა იძლევა საშუალებას მინიმუმამდე დაყვანილ იქნას ესეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა. ფოლიკულის განვითარების და მომწიფების მაჩვენებლების ზუსტი ინტერპრეტაციისათვის, ექიმი უნდა იყოს საკმაოდ გამოცდილი რათა სწორედ შეაფასოს შედეგები.
კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა საკვერცხეების მგრძნობელობის მომატება გონალი-F ®-ის მიმართ ლუტროპინ ალფასთან ერთროული გამოყენებისას. თუ ფოლიკულომასტიმულირებელი (FHG) ჰორმონის დოზის გაზრდა მიზანშეწონილია, დოზის გაზრდა უნდა ხდებოდეს 7-14 დღიანი ინტერვალით და ნაბიჯით 37,5-75 სე.
არ ჩატარებულა გონალი-F ®-ის/მალუთეინიზებელი (მლჰ) ჰორმონის გამოყენების პირდაპირი შედარება ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინთან (ამგ). არსებული მონაცემების შედარება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ოვულაციის სიხშირე გონალი-F ®-ის/მალუთეინიზებელი (მლჰ) ჰორმონის გამოყენებისას ანალოგიურია ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინის (ამგ) გამოყენების დროს.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
საკვერცხეების გადიდება წარმოადგენს საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაციის მოსალოდნელ ეფექტს. უფრო ხშირად იგი აღინიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში და, როგორც წესი, რეგრესს განიცდის მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების არაგართულებული გადიდებისაგან განსხვავებით, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ვლინდება სიმძიმის ხარისხის ზრდასთან ერთად. იგი მოიცავს საკვერცხეების გადიდებას, შრატში სასქესო სტეროიდების მაღალ დონეს, სისხლძარღვების განვლადობის მომატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება მუცლისა და პლევრის ღრუში, უფრო იშვიათად პერიკარდიუმის ღრუში.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება, წონის მომატება, ქოშინი, ოლიგურია და სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით.
კლინიკური შეფასებით ვლინდება ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიტონეუმი, პლევრალური გამონაჟონი, ჰიდროთორაქსი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მძიმე ფორმის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) შეიძლება გართულდეს საკვერცხეების გადაგრეხვით ან თრომბოემბოლური გართულებებით, როგორიც არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშემიური ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) განვითარების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორებია: ახალგაზრდა ასაკი, პაციენტის სიგამხდრე, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დოზები, შრატში ესტრადიოლის მაღალი აბსოლუტური ან სწრაფად მზარდი დონე და OHSS-ის წინა ეპიზოდები, მზარდი საკვერცხის ფოლიკულების დიდი რაოდენობა ან დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედის მიღება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დროს.
გონალი-F®-ის რეკომენდებული დოზის და შეყვანის სქემის დაცვა იძლევა საშუალებას მინიმუმამდე დაყვანილ იქნას საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის რისკი. სტიმულაციის ციკლების მონიტორინგი ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით და აგრეთვე ესტრადიოლის დონის გაზომვა იძლევა საშუალებას ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს რისკ-ფაქტორები.
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG) მთავარ როლს თამაშობს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებაში და ეს სინდრომი შეიძლება უფრო დამძიმდეს ორსულობის დადგომის შემთხვევაში. ამიტომ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია hCG-ს მიღების გაუქმება და პაციენტს ურჩიოს თავი შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან ან გამოიყენოს ბარიერული კონტრაცეფცია მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) შეიძლება სწრაფად განვითარდეს (24 საათის განმავლობაში) და რამოდენიმე დღეში გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები. ყველაზე ხშირად ეს ხდება ჰორმონალური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ამიტომ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) შეყვანის შემდეგ უნდა განხორციელდეს პაციენტზე დაკვირვება არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) დროს ყველა ფოლიკულის ასპირაცია ოვულაციის დაწყებამდე შეიძლება შეამციროს ჰიპერსტიმულაციის განვითარება. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) ჩვეულებრივ უკუგანვითარდება სპონტანურად. მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) განვითარების დროს რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა, ხოლო პაციენტი უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში, სადაც დაენიშნება სათანადო მკურნალობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ოვულაციის ინდუქცია, მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი ჩასახვის დროს. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს არის ტყუპების გაჩენა. მრავალნაყოფიანი ორსულობა, განსაკუთრებით ემბრიონთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ზრდის უარყოფითი შედეგის რისკს დედისა და ნაყოფისათვის.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად აუცილებელია ოვარიალური პასუხის გულმოდგინე მონიტორინგი. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) დროს მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი დაკავშირებულია გადატანილი ემბრიონების რაოდენობასთან, მათ სიცოცხლისუნარიანობასთან და პაციენტის ასაკთან.
პაციენტი უნდა ინფორმირებულ იქნას მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ მკურნალობის დაწყებამდე.
ნაადრევი მშობიარობა
ნაადრევი მშობიარობის ან სპონტანური აბორტის სიხშირე ოვულაციის ინდუქციის და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროგრამების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
საშვილოსნოს მილების დაავადების მქონე პაციენტებში საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მომატებულია, მიუხედავად იმისა, დადგა ორსულობა ბუნებრივი გზით ან დამხმარე ტექნოლოგიების დახმარებით. საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.
რეპროდუქციული სისტემის ორგანოების სიმსივნეები
არსებობს მონაცემები საკვერცხეებისა და სხვა რეპროდუქციული ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესახებ იმ ქალებში, ვისაც ჩაუტარდათ უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებით. ამჟამად კავშირი გონადოტროპინებით თერაპიისა და სიმსივნეების მომატებული რისკს შორის უშვილობის დროს არ არის დადასტურებული.
განვითარების თანდაყოლილი დეფექტები
განვითარების თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ)გამოყენების შემდეგ შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი, ვიდრე ბუნებრივი ორსულობისა დროს. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია სხვაობებთან მშობლების ფაქტორებში (მაგალითად, დედის ასაკი, სპერმის ხარისხი) და მრავალნაყოფიან ორსულობასთან.
თრომბოემბოლური გართულებები
პაციენტებში, რომლებმაც უახლოეს წარსულში გადაიტანეს თრომბოემბოლური დაავადება ან ეს დაავადება ამჟამად მიმდინარეობს, და აგრეთვე მისი განვითარების რისკის არსებობისას (ინდივიდუალური ან ოჯახური შემთხვევები), გონადოტროპინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი ან გაართულოს მოცემული დაავადებების მიმდინარეობა. ამ ჯგუფის პაციენტებში უნდა მოხდეს თერაპიის სარგებელისა და შესაძლო რისკის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ თვით ორსულობა, ასევე როგორც საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) არის თრომბოემბოლური დარღვევების მომატებული რისკის მატარებელი.
გამოყენება მამაკაცებში
სისხლის შრატში ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ) ჰორმონის მომატებული კონცენტრაცია შეიძლება მეტყველებდეს პირველად ტესტიკულარულ უკმარისობაზე. ამ შემთხვევაში ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ) ჰორმონით/ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (აქგ) მკურნალობა არ არის ეფექტური. გონალი-F ® არ ინიშნება, როდესაც შეუძლებელია ეფექტური პასუხის მიღება.
მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად, თერაპიის კურსის დაწყებიდან 4-6 თვის შემდეგ რეკომენდებულია სპერმოგრამის კონტროლი.
ნატრიუმის შემცველობა
გონალი-f შეიცავს ნატრიუმს < 1 მმოლს (23 მგ) ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ოვულაციის მასტიმულირებელ სხვა პრეპარატებთან (hCG, კლომიფენის ციტრატი) ერთად გონალი- f -ის გამოყენება ზრდის ფოლიკულების წარმოქმნის რეაქციას; ხოლო გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტთან, რომლებიც იწვევენ ჰიპოფიზის დესენსიბილიზაციას, ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა ადექვატური ოვარიალური რეაქციის მისაღწევად. გონალი-F®-ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის ჩვენებები გონალი-F-ის გამოყენებისათვის ორსულობის დროს. ორსულობის დროს გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები (ორსულობის 300-ზე ნაკლები შედეგი) მიუთითებენ რომ ფოლიტროპინი ალფას თანდაყოლილი ან ფეტო-/ნეონატალური ტოქსიკურობა არ არსებობს.
თუმცა არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები, რათა გამოირიცხოს გონალი-F-ის ტერატოგენული მოქმედება.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში გონალი-F-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფერტილობა
გონალი-F გამოიყენება უნაყოფობის მკურნალობისათვის (იხ. „ჩვენებები“).
პრეპარატის ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე და ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი გონალი-F ® არ მოქმედებს, ან თითქმის არ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის საერთო დახასიათება
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია: თავის ტკივილი, საკვერცხეების კისტა და რეაქციები ინექციის ადგილას (მაგალითად ტკივილი, ერითემა, ჰემატომა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სუსტი ან საშუალო სიმძიმის სინდრომი (სჰს) აღინიშნება საკმაოდ ხშირად და განიხილება როგორც სტიმულაციის პროცედურის განუყოფელი რისკი. მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) იშვიათია.
აგრეთვე ძალიან იშვიათია თრომბოემბოლია (იხ. პუნქტი «გამოყენების თავისებურებანი»).
გვერდითი რეაქციების ჩამინათვალი
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (˃1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 и < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 и < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).
გამოყენება ქალებში
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: მსუბუქი ან მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ჩათვლით.
ნერვული სისტემის დაავადებები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი.
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან იშვიათი: თრომბოემბოლია (როგორც დაკავშირებული, ასევე არადაკავშირებული საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან (სჰს).
სასუნთქი ორგანოების, გულმკერდისა და შუასაყრის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ასთმის მიმდინარეობის გაუარესება ან გამწვავება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ხშირი: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა და დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ძალიან ხშირი: საკვერცხის კისტა
ხშირი: მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) (მასთან დაკავშირებული სიმპტომების ჩათვლით)
არახშირი: მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) (მასთან დაკავშირებული სიმპტომების ჩათვლით)- იხ „განსაკუთრებული მითითებანი“.
იშვიათი: მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) გართულებები.
საერთო დაავადებები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: რეაქციები ინექციის ადგილას ( მაგალითად ტკივილი, ერითემა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
მამაკაცებში გამოყენება

ძალიან იშვიათი: ასთმის მიმდინარეობის გაუარესება ან გამწვავება.
კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
ხშირი: აკნე
რეპროდუქციული სისტემის დაავადებები
ხშირად: გინეკომასტია, ვარიკოცელე.

სხვა:
ხშირად: წონის მომატება.
ჭარბი დოზა
პრეპარატი გონალი-f -ის ჭარბი დოზირების ეფექტები უცნობია, არსებობს პუნქტში «გამოყენების თავისებურებანი» აღწერილი საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ფოლიტროპინი ალფა (ადამიანის რეკომბინანტური ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი r-hFSH);
ერთი მზა კალამი შეიცავს:
0,48 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 300 სე-ს , რაც 22 მკგ ექვივალენტურია; ან
0,72 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 450 სე-ს , რაც 33 მკგ ექვივალენტურია; ან
1,44 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 900 სე-ს , რაც 66 მკგ ექვივალენტურია;
დამხმარე ნივთიერებები: პოლოქსამერი 188, საქაროზა, მეტიონინი, ნატრიუმის ჰიდროფისფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, მ-კრეზოლი, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარი.
შენახვის პირობები
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პაციენტმა უნდა დააფიქსიროს გონალ-f-ის წინასწარ შევსებული მზა კალმის პირველი გამოყენების თარიღი.
ვარგისიანობის ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში 3 თვემდე ვადით, მაგრამ თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული, ის უნდა გადააგდოთ.
გამოყენების ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში 28 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები.
ინახება 2-8 ºС ტემპერატურის პირობებში (მაცივარში).
შეინახეთ ოროგონალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
საინექციო ხსნარის 0,48 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 300 ს.ე. (22 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 8 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
საინექციო ხსნარის 0,72 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 450 ს.ე. (33 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 12 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
საინექციო ხსნარის 1,44 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 900 ს.ე. (66 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 20 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. გონადოტროპინი.
ათქ კოდი G03G А05.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
გონალი-f – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) პრეპარატია, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის გამოყენებით ჩინური ზაზუნას საკვერცხეების უჯრედებიდან.
ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) და ლუტეინირების ჰორმონი (LH) გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა ნაწილში გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) საპასუხოდ და ასრულებს დამატებით როლს ფოლიკულის განვითარებისა და ოვულაციის პროცესებში. FSH ასტიმულირებს საკვერცხის ფოლიკულების განვითარებას, ხოლო LH მონაწილეობს ფოლიკულების განვითარების, სტეროიდოგენეზის და მომწიფების პროცესებში.
r-FSH-ის შეყვანის შემდეგ ხდება ინჰიბინის და ესტრადიოლის (E2) დონის მატება ფოლიკულის განვითარების შემდგომი ინდუქციით. შრატში ინჰიბინის დონე სწრაფად იზრდება და შეიძლება გამოვლინდეს r-FSH-ის მიღებიდან მესამე დღეს, მაშინ როცა E2-ის დონის გაზრდას უფრო მეტი დრო სჭირდება და შეინიშნება მხოლოდ მკურნალობის მეოთხე დღიდან. ფოლიკულის მთლიანი მოცულობა იწყებს ზრდას r-FSH დოზების ყოველდღიური მიღებიდან 4-5 დღის შემდეგ და პაციენტის პასუხიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა r-FSH შეყვანის დაწყებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ.
კლინიკური კვლევების მსვლელობისას, ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონების მძიმე ფორმის დეფიციტის მქონე ქალებში განსაზღვრულ იქნა შრატში ენდოგენური მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონის დონე <1,2 სე/ლ. ამის მიუხედავად, საყურადღებოა ის, რომ არსებობს სხვაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში შესრულებული მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონის დონის მაჩვენებლებს შორის.
შედარებით კლინიკურ კვლევებში, GONAL-f® უფრო ეფექტური იყო, ვიდრე შარდის FSH დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) და ოვულაციის ინდუქციის დროს, რაც აისახა ფოლიკულის მომწიფების ინდუცირებისთვის საჭირო უფრო დაბალ საერთო დოზასა და მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდში. ART-ში, GONAL-f®-ის უფრო დაბალი საერთო დოზის გამოყენებამ მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდში გამოიწვია კვერცხუჯრედების და ემბრიონების უფრო მეტი რაოდენობა, რომლებიც განაყოფიერებიდან მე-2 დღეს გაიყო, შარდის FSH-თან შედარებით. ოვულაციის ინდუქციის დროს, GONAL-f®-მა გამოიწვია ციკლის გაუქმების უფრო დაბალი სიხშირე მკურნალობის უშედეგობის გამო, შარდის FSH-თან შედარებით.
ცხრილი: GF 8407 კვლევის შედეგები (რანდომიზირებული, პარალელურ ჯგუფებში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას გონალი-F-ის და შარდის ფოლიკულომასტიმულირებელი (ფსჰ) ჰორმონის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესადარებელი კვლევა).
გონალი- f
(п=130)
შარდის FSH
(п=116)
მიღებული ოოციტების რაოდენობა
- 0 ± 5.9
- 8 ± 4.8
სტიმულაციის დღეების რაოდენობა FSH გამოყენებით
- 7 ± 1.9
- 5 ± 3.3
ფსჰ საერთო დოზა (75 სე FSH ამპულების რაოდენობა)
- 6 ± 10.2
- 7 ±13.6
საჭირო გახდა დოზის გაზრდა (%)
- 2
- 3
განსხვავებები ორ ჯგუფს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p<0,05) ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის მიხედვით.
ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის დეფიციტის მქონე მამაკაცებში გონალი- f -ის ადამიანის ქორიოგონული გონადოტრიპინთან (hCG) კომბინაციაში გამოყენება არანაკლებ 4 თვის განმავლობაში იწვევს სპერმატოგენეზის ინდუქციას.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლიტროპინ ალფას და ლუტროპინ ალფას ერთდროულ შეყვანისას, ფარმაკოკინეტური ურთიერთქმედება არ ხდება.
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ფოლიტროპინი ალფა ნაწილდება უჯრედგარე სითხეში საწყისი ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 საათი და გამოიყოფა ორგანიზმიდან საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით 14-დან 17 საათამდე. განაწილების სტაბილური მოცულობა 9-დან 11 ლიტრამდეა.
კანქვეშა შეყვანის შემდეგ, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 66%, ხოლო აშკარა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 24-დან 59 საათამდე. კანქვეშა შეყვანის შემდეგ, დოზის პროპორციულობა გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დოზის დიაპაზონში 900 სე-მდე. ფოლიტროპინ ალფას განმეორებითი მიღება იწვევს მისი დაგროვების სამჯერ გაზრდას, სტაბილურ მდგომარეობას აღწევს 3-4 დღის განმავლობაში.
გამოყოფა
საერთო კლირენსი არის 0,6 ლ/სთ, ფოლიტროპინ ალფას დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
გონალი- f
(GONAL-f)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ფოლიტროპინი ალფა (ადამიანის რეკომბინანტური ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი r-hFSH);
ერთი მზა კალამი შეიცავს:
0,48 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 300 სე-ს , რაც 22 მკგ ექვივალენტურია; ან
0,72 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 450 სე-ს , რაც 33 მკგ ექვივალენტურია; ან
1,44 მლ ხსნარში ფოლიტროპინ ალფას 900 სე-ს , რაც 66 მკგ ექვივალენტურია;
დამხმარე ნივთიერებები: პოლოქსამერი 188, საქაროზა, მეტიონინი, ნატრიუმის ჰიდროფისფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, მ-კრეზოლი, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. გონადოტროპინი.
ათქ კოდი G03G А05.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
გონალი-f – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) პრეპარატია, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის გამოყენებით ჩინური ზაზუნას საკვერცხეების უჯრედებიდან.
ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) და ლუტეინირების ჰორმონი (LH) გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა ნაწილში გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) საპასუხოდ და ასრულებს დამატებით როლს ფოლიკულის განვითარებისა და ოვულაციის პროცესებში. FSH ასტიმულირებს საკვერცხის ფოლიკულების განვითარებას, ხოლო LH მონაწილეობს ფოლიკულების განვითარების, სტეროიდოგენეზის და მომწიფების პროცესებში.
r-FSH-ის შეყვანის შემდეგ ხდება ინჰიბინის და ესტრადიოლის (E2) დონის მატება ფოლიკულის განვითარების შემდგომი ინდუქციით. შრატში ინჰიბინის დონე სწრაფად იზრდება და შეიძლება გამოვლინდეს r-FSH-ის მიღებიდან მესამე დღეს, მაშინ როცა E2-ის დონის გაზრდას უფრო მეტი დრო სჭირდება და შეინიშნება მხოლოდ მკურნალობის მეოთხე დღიდან. ფოლიკულის მთლიანი მოცულობა იწყებს ზრდას r-FSH დოზების ყოველდღიური მიღებიდან 4-5 დღის შემდეგ და პაციენტის პასუხიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა r-FSH შეყვანის დაწყებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ.
კლინიკური კვლევების მსვლელობისას, ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონების მძიმე ფორმის დეფიციტის მქონე ქალებში განსაზღვრულ იქნა შრატში ენდოგენური მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონის დონე <1,2 სე/ლ. ამის მიუხედავად, საყურადღებოა ის, რომ არსებობს სხვაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში შესრულებული მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონის დონის მაჩვენებლებს შორის.
შედარებით კლინიკურ კვლევებში, GONAL-f® უფრო ეფექტური იყო, ვიდრე შარდის FSH დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) და ოვულაციის ინდუქციის დროს, რაც აისახა ფოლიკულის მომწიფების ინდუცირებისთვის საჭირო უფრო დაბალ საერთო დოზასა და მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდში. ART-ში, GONAL-f®-ის უფრო დაბალი საერთო დოზის გამოყენებამ მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდში გამოიწვია კვერცხუჯრედების და ემბრიონების უფრო მეტი რაოდენობა, რომლებიც განაყოფიერებიდან მე-2 დღეს გაიყო, შარდის FSH-თან შედარებით. ოვულაციის ინდუქციის დროს, GONAL-f®-მა გამოიწვია ციკლის გაუქმების უფრო დაბალი სიხშირე მკურნალობის უშედეგობის გამო, შარდის FSH-თან შედარებით.
ცხრილი: GF 8407 კვლევის შედეგები (რანდომიზირებული, პარალელურ ჯგუფებში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას გონალი-F-ის და შარდის ფოლიკულომასტიმულირებელი (ფსჰ) ჰორმონის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესადარებელი კვლევა).
გონალი- f
(п=130)
შარდის FSH
(п=116)
მიღებული ოოციტების რაოდენობა
- 0 ± 5.9
- 8 ± 4.8
სტიმულაციის დღეების რაოდენობა FSH გამოყენებით
- 7 ± 1.9
- 5 ± 3.3
ფსჰ საერთო დოზა (75 სე FSH ამპულების რაოდენობა)
- 6 ± 10.2
- 7 ±13.6
საჭირო გახდა დოზის გაზრდა (%)
- 2
- 3
განსხვავებები ორ ჯგუფს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p<0,05) ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის მიხედვით.
ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის დეფიციტის მქონე მამაკაცებში გონალი- f -ის ადამიანის ქორიოგონული გონადოტრიპინთან (hCG) კომბინაციაში გამოყენება არანაკლებ 4 თვის განმავლობაში იწვევს სპერმატოგენეზის ინდუქციას.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლიტროპინ ალფას და ლუტროპინ ალფას ერთდროულ შეყვანისას, ფარმაკოკინეტური ურთიერთქმედება არ ხდება.
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ფოლიტროპინი ალფა ნაწილდება უჯრედგარე სითხეში საწყისი ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 საათი და გამოიყოფა ორგანიზმიდან საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით 14-დან 17 საათამდე. განაწილების სტაბილური მოცულობა 9-დან 11 ლიტრამდეა.
კანქვეშა შეყვანის შემდეგ, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 66%, ხოლო აშკარა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 24-დან 59 საათამდე. კანქვეშა შეყვანის შემდეგ, დოზის პროპორციულობა გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დოზის დიაპაზონში 900 სე-მდე. ფოლიტროპინ ალფას განმეორებითი მიღება იწვევს მისი დაგროვების სამჯერ გაზრდას, სტაბილურ მდგომარეობას აღწევს 3-4 დღის განმავლობაში.
გამოყოფა
საერთო კლირენსი არის 0,6 ლ/სთ, ფოლიტროპინ ალფას დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა შარდით.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ზრდასრულ ქალებში
ანოვულაცია (საკვერცხის პოლიკისტოზის ჩათვლით) ქალებში კლომიფენით მკურნალობის არაეფექტურობისას.
მრავლობითი ფოლიკულის ზრდის სტიმულაცია პაციენტებში სუპეროვულაციის სტიმულაციისას, ისეთი რეპროდუქციული დამხმარე მეთოდების ტექნოლოგიის გამოყენების დროს, როგიცაა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF), გამეტების გადანერგვა საშვილოსნოს მილში (GIFT), ზიგოტების გადანერგვა საშვილოსნოს მილში (ZIFT).
ფოლიკულების განვითარების სტიმულირება მალუთეინიზებელი (მლჰ)და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების მძიმე დეფიციტის მქონე ქალებში მალუთეინიზებელ ჰორმონთან ერთად
მამაკაცებში
ქორიონულ გონადოტროპინთან (hCG) კომბინაციაში გონალი-F ნაჩვენებია თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციისათვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
ჰიპოტალამო - ჰიპოფიზური სიმსივნეები.
საკვერცხის გადიდება ან ცისტები, რომლებიც არ არის დაკავშირებული პოლიკისტოზურ საკვერცხის სინდრომთან ან აქვს უცნობი წარმოშობა.
გაურკვეველი ეთიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები.
საკვერცხის, საშვილოსნოს ან სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
გონალი- f არ გამოიყენება, როდესაც შეუძლებელია ეფექტური პასუხის მიღება, კერძოდ:
საკვერცხეების ფუნქციის პირველადი უკმარისობა.
ორსულობასთან შეუთავსებელი სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია.
ორსულობასთან შეუთავსებელი საშვილოსნოს ფიბროზული სიმსივნეები.
პირველადი ტესტიკულარული უკმარისობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები
ოვულაციის მასტიმულირებელ სხვა პრეპარატებთან (hCG, კლომიფენის ციტრატი) ერთად გონალი- f -ის გამოყენება ზრდის ფოლიკულების წარმოქმნის რეაქციას; ხოლო გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტთან, რომლებიც იწვევენ ჰიპოფიზის დესენსიბილიზაციას, ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა ადექვატური ოვარიალური რეაქციის მისაღწევად. გონალი-F®-ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
გამოყენების თავისებურებანი
დაკვირვება
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე კონტროლის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გამოყენებადი სამკურნალო საშუალების დასახელებისა და სერიის ნომერის დაფიქსირება.
ზოგადი რეკომენდაციები
ვინაიდან გონალი-F ® იწვევს მნიშვნელოვან გონადოტროპულ აქტივობას და შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი ან მძიმე ხარისხის გვერდითი რეაქციები, იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უშვილობის მკურნალობის კარგი გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გონადოტროპინის გამოყენება მოითხოვს გარკვეულ დროს, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხრივ და ასეთვე კონტროლის შესაბამისი საშუალებების არსებობას.
ქალებში გონალი-F ®-ის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისათვის, რეგულარულად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა საკვერცხეების რეაქციის მონიტორინგის მიზნით, უმჯობესია შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრასთან კომბინაციაში. პაციენებში ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის შეყვანაზე შეიძლება აღინიშნებოდეს პასუხის სხვადასხვა ხარისხი- არასაკმარისი პასუხი ერთ შემთხვევაში, ხოლო გადაჭარბებული პასუხი მეორე შემთხვევაში. მკურნალობის მიზანთან მიმართებაში უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე მცირე ეფექტური დოზა როგორც მამაკაცებში, აგრეთვე ქალებში.
პორფირიის მქონე პაციენტები
პორფირიის ან პორფირიის ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტები გონალი-F®-ის მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ. მოცემული დაავადების გაუარესება ან პირველადი გამოვლენა მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
გამოყენება ქალებში
მკურნალობის კურსის დანიშვნამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს ოჯახური უშვილობის ფაქტი და ორსულობის შესაძლო უკუჩვენებები. უნდა გამოირიცხოს ჰიპოთირეოზი,თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰიპერპროლაქტინემია, და საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს სპეციფიური მკურნალობა.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ფოლიკულების მომწიფების სტიმულაციის პროცედურა ანოვულატორული უშვილობის მკურნალობისას ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროცედურის ჩატარების დროს, შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების გაზრდა ან ჰიპერსტიმულაციის განვითარება. გონალი-F ®-ის რეკომენდებული დოზის და შეყვანის სქემის დაცვა იძლევა საშუალებას მინიმუმამდე დაყვანილ იქნას ესეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა. ფოლიკულის განვითარების და მომწიფების მაჩვენებლების ზუსტი ინტერპრეტაციისათვის, ექიმი უნდა იყოს საკმაოდ გამოცდილი რათა სწორედ შეაფასოს შედეგები.
კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა საკვერცხეების მგრძნობელობის მომატება გონალი-F ®-ის მიმართ ლუტროპინ ალფასთან ერთროული გამოყენებისას. თუ ფოლიკულომასტიმულირებელი (FHG) ჰორმონის დოზის გაზრდა მიზანშეწონილია, დოზის გაზრდა უნდა ხდებოდეს 7-14 დღიანი ინტერვალით და ნაბიჯით 37,5-75 სე.
არ ჩატარებულა გონალი-F ®-ის/მალუთეინიზებელი (მლჰ) ჰორმონის გამოყენების პირდაპირი შედარება ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინთან (ამგ). არსებული მონაცემების შედარება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ოვულაციის სიხშირე გონალი-F ®-ის/მალუთეინიზებელი (მლჰ) ჰორმონის გამოყენებისას ანალოგიურია ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინის (ამგ) გამოყენების დროს.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
საკვერცხეების გადიდება წარმოადგენს საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაციის მოსალოდნელ ეფექტს. უფრო ხშირად იგი აღინიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში და, როგორც წესი, რეგრესს განიცდის მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების არაგართულებული გადიდებისაგან განსხვავებით, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ვლინდება სიმძიმის ხარისხის ზრდასთან ერთად. იგი მოიცავს საკვერცხეების გადიდებას, შრატში სასქესო სტეროიდების მაღალ დონეს, სისხლძარღვების განვლადობის მომატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება მუცლისა და პლევრის ღრუში, უფრო იშვიათად პერიკარდიუმის ღრუში.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება, წონის მომატება, ქოშინი, ოლიგურია და სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით.
კლინიკური შეფასებით ვლინდება ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიტონეუმი, პლევრალური გამონაჟონი, ჰიდროთორაქსი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მძიმე ფორმის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) შეიძლება გართულდეს საკვერცხეების გადაგრეხვით ან თრომბოემბოლური გართულებებით, როგორიც არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშემიური ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) განვითარების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორებია: ახალგაზრდა ასაკი, პაციენტის სიგამხდრე, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დოზები, შრატში ესტრადიოლის მაღალი აბსოლუტური ან სწრაფად მზარდი დონე და OHSS-ის წინა ეპიზოდები, მზარდი საკვერცხის ფოლიკულების დიდი რაოდენობა ან დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედის მიღება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დროს.
გონალი-F®-ის რეკომენდებული დოზის და შეყვანის სქემის დაცვა იძლევა საშუალებას მინიმუმამდე დაყვანილ იქნას საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის რისკი. სტიმულაციის ციკლების მონიტორინგი ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით და აგრეთვე ესტრადიოლის დონის გაზომვა იძლევა საშუალებას ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს რისკ-ფაქტორები.
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG) მთავარ როლს თამაშობს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებაში და ეს სინდრომი შეიძლება უფრო დამძიმდეს ორსულობის დადგომის შემთხვევაში. ამიტომ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია hCG-ს მიღების გაუქმება და პაციენტს ურჩიოს თავი შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან ან გამოიყენოს ბარიერული კონტრაცეფცია მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) შეიძლება სწრაფად განვითარდეს (24 საათის განმავლობაში) და რამოდენიმე დღეში გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები. ყველაზე ხშირად ეს ხდება ჰორმონალური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ამიტომ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) შეყვანის შემდეგ უნდა განხორციელდეს პაციენტზე დაკვირვება არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) დროს ყველა ფოლიკულის ასპირაცია ოვულაციის დაწყებამდე შეიძლება შეამციროს ჰიპერსტიმულაციის განვითარება. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) ჩვეულებრივ უკუგანვითარდება სპონტანურად. მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) განვითარების დროს რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა, ხოლო პაციენტი უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში, სადაც დაენიშნება სათანადო მკურნალობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ოვულაციის ინდუქცია, მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი ჩასახვის დროს. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს არის ტყუპების გაჩენა. მრავალნაყოფიანი ორსულობა, განსაკუთრებით ემბრიონთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ზრდის უარყოფითი შედეგის რისკს დედისა და ნაყოფისათვის.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად აუცილებელია ოვარიალური პასუხის გულმოდგინე მონიტორინგი. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) დროს მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი დაკავშირებულია გადატანილი ემბრიონების რაოდენობასთან, მათ სიცოცხლისუნარიანობასთან და პაციენტის ასაკთან.
პაციენტი უნდა ინფორმირებულ იქნას მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ მკურნალობის დაწყებამდე.
ნაადრევი მშობიარობა
ნაადრევი მშობიარობის ან სპონტანური აბორტის სიხშირე ოვულაციის ინდუქციის და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროგრამების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
საშვილოსნოს მილების დაავადების მქონე პაციენტებში საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მომატებულია, მიუხედავად იმისა, დადგა ორსულობა ბუნებრივი გზით ან დამხმარე ტექნოლოგიების დახმარებით. საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.
რეპროდუქციული სისტემის ორგანოების სიმსივნეები
არსებობს მონაცემები საკვერცხეებისა და სხვა რეპროდუქციული ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესახებ იმ ქალებში, ვისაც ჩაუტარდათ უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებით. ამჟამად კავშირი გონადოტროპინებით თერაპიისა და სიმსივნეების მომატებული რისკს შორის უშვილობის დროს არ არის დადასტურებული.
განვითარების თანდაყოლილი დეფექტები
განვითარების თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ)გამოყენების შემდეგ შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი, ვიდრე ბუნებრივი ორსულობისა დროს. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია სხვაობებთან მშობლების ფაქტორებში (მაგალითად, დედის ასაკი, სპერმის ხარისხი) და მრავალნაყოფიან ორსულობასთან.
თრომბოემბოლური გართულებები
პაციენტებში, რომლებმაც უახლოეს წარსულში გადაიტანეს თრომბოემბოლური დაავადება ან ეს დაავადება ამჟამად მიმდინარეობს, და აგრეთვე მისი განვითარების რისკის არსებობისას (ინდივიდუალური ან ოჯახური შემთხვევები), გონადოტროპინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი ან გაართულოს მოცემული დაავადებების მიმდინარეობა. ამ ჯგუფის პაციენტებში უნდა მოხდეს თერაპიის სარგებელისა და შესაძლო რისკის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ თვით ორსულობა, ასევე როგორც საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) არის თრომბოემბოლური დარღვევების მომატებული რისკის მატარებელი.
გამოყენება მამაკაცებში
სისხლის შრატში ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ) ჰორმონის მომატებული კონცენტრაცია შეიძლება მეტყველებდეს პირველად ტესტიკულარულ უკმარისობაზე. ამ შემთხვევაში ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ) ჰორმონით/ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით (აქგ) მკურნალობა არ არის ეფექტური. გონალი-F ® არ ინიშნება, როდესაც შეუძლებელია ეფექტური პასუხის მიღება.
მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად, თერაპიის კურსის დაწყებიდან 4-6 თვის შემდეგ რეკომენდებულია სპერმოგრამის კონტროლი.
ნატრიუმის შემცველობა
გონალი-f შეიცავს ნატრიუმს < 1 მმოლს (23 მგ) ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
არ არის ჩვენებები გონალი-F-ის გამოყენებისათვის ორსულობის დროს. ორსულობის დროს გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები (ორსულობის 300-ზე ნაკლები შედეგი) მიუთითებენ რომ ფოლიტროპინი ალფას თანდაყოლილი ან ფეტო-/ნეონატალური ტოქსიკურობა არ არსებობს.
თუმცა არ არის საკმარისი კლინიკური მონაცემები, რათა გამოირიცხოს გონალი-F-ის ტერატოგენული მოქმედება.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში გონალი-F-ის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფერტილობა
გონალი-F გამოიყენება უნაყოფობის მკურნალობისათვის (იხ. „ჩვენებები“).
პრეპარატის ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე და ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი გონალი-F ® არ მოქმედებს, ან თითქმის არ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება
გონალი-F -ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გონალი-F-ს დღიური დოზები, მიღების რეჟიმი და მონიტორინგის პროცედურები უნდა იყოს ინდივიდუალური თითოეული პაციენტისთვის, რათა მოხდეს ფოლიკულის განვითარების ოპტიმიზაცია და მინიმუმამდე დაყვანილი საკვერცხის არასასურველი ჰიპერსტიმულაციის რისკი. რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის შემოთავაზებული საწყისი დოზების დაცვა.
გონალ-f-ის როგორც მონოდოზებიანი, ასევე მრავალდოზებიანი სამკურნალო ფორმების ექვივალენტური დოზების გამოყენებისას, ნაჩვენების მათი ბიოექვივალენტობა.
ანოვულაციის მქონე ქალები (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით)
გონალი-F ®-ის გამოიყენება ყოველდღიური ინექციების კურსის სახით. ქალის მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის პირველი 7 დღის განმავლობაში. რეესტრის კვლევებში ჩვეულებრივ გამოიყენებოდა შემდეგი სქემა: ფოლიკულომასტიმულირებელ (ფმჰ) ჰორმონის დოზა იწყება 75-150 სე-ით ყოველდღიურად. ადექვატური, მაგრამ არა გადაჭარბებული რეაქციის მისღებად საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 37,5 (უმჯობესია) ან 75 სე-თი 7 ან 14 (უმჯობესია) დღიანი ინტერვალებით.
კლინიკურ პრაქტიკაში საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა საკვერცხეების რეზერვის მარკერები, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და, საჭიროების შემთხვევაში, საკვერცხის წინა რეაქცია სტიმულაციაზე.
საწყისი დოზა
საწყისი დოზა შეიძლება შეირჩეს შემდეგნაირად: (ა) 75 სე-ზე ნაკლები დღეში, თუ მოსალოდნელია საკვერცხის გადაჭარბებული პასუხი პაციენტის კლინიკური პროფილის საფუძველზე (ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, საკვერცხის რეზერვი) ან (ბ) 75 სე-ზე მეტი მაქსიმუმ 150 სე დღეში, თუ მოსალოდნელია საკვერცხის სუსტი პასუხი.
პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ფოლიკულების ზომის და რაოდენობის ულტრაბგერითი კონტროლით და გაზომვით და/ან ესტროგენის სეკრეციის კონტროლით.
დოზის კორექცია
თუ პაციენტი არ პასუხობს მკურნალობაზე ადეკვატურად 4 კვირის განმავლობაში (სუსტი ან გადაჭარბებული საკვერცხის პასუხი), უნდა შეფასდეს ამ მკურნალობის ციკლის გაგრძელების მიზანშეწონილობა და დაცული იქნას სტანდარტული მკურნალობის პროტოკოლები. სუსტი პასუხის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225 სე FSH-ს.
თუ, ექიმის აზრით, შეინიშნება საკვერცხის გადაჭარბებული რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს და არ უნდა იყოს გამოყენებული hCG-ს (იხ. ნაწილი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას"). მკურნალობის მომდევნო ციკლი აუცილებელია დაიწყოს ნაკლები დოზით, ვიდრე გამოყენებული იყო წინა ციკლში.
ფოლიკულების საბოლოო მომწიფება
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ალფა - 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში. ინექციის და ინექციის მეორე დღეს, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი. ალტერნატივის სახით შეიძლება შესრულდეს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება.
ქალები, რომლებსაც უტარდაბათ საკვერცხეების სტიმულაცია მრავალი ფოლიკულების განვითარების მიზნით ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF) და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) ჩასატარებლად
სარეგისტრაციო კვლევებში, სუპეროვულაციისთვის ჩვეულებრივ იყენებდნენ გონალი-F ®-ის 150-225 სე დღიურად, ციკლის მე-2 ან მე-3 დღიდან დაწყებული.
კლინიკურ პრაქტიკაში საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა საკვერცხეების რეზერვის მარკერები, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და, საჭიროების შემთხვევაში, საკვერცხის წინა რეაქცია სტიმულაციაზე.
საწყისი დოზა
თუ მოსალოდნელია საკვერცხის სუსტი პასუხი, საწყისი დოზა შეიძლება დარეგულირდეს ეტაპობრივად, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 450 სე. პირიქით, თუ მოსალოდნელია საკვერცხის გადაჭარბებული პასუხი, საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს 150 სე-ზე დაბალ დონეზე.
პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე უნდა გაკონტროლდეს ფოლიკულის ზომისა და რაოდენობის ულტრაბგერითი გაზომვით და/ან ესტროგენის დონის მონიტორინგით ფოლიკულის ადეკვატური განვითარების მიღწევამდე.
გონალი-F ® შეიძლება დაინიშნოს როგორც ცალკე, ისე გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) აგონისტთან ან ანტაგონისტთან ერთად ნაადრევი ლუტეინიზაციის თავიდან ასაცილებლად.
დოზის კორექცია
თუ პაციენტი არ პასუხობს მკურნალობაზე ადეკვატურად (სუსტი ან გადაჭარბებული საკვერცხის პასუხი), უნდა შეფასდეს ამ მკურნალობის ციკლის გაგრძელების მიზანშეწონილობა და დაცული იქნას სტანდარტული მკურნალობის პროტოკოლები. სუსტი პასუხის შემთხვევაში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს FSH-ის 450 სე-ს.
ფოლიკულების საბოლოო მომწიფება
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, ფოლიკულების საბოლოო მომწიფებისთვის შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ალფა - 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში.
მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების მძიმე დეფიციტით მქონე ქალები
მალუთეინიზებელი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ანოვულაციის მქონე ქალებში გონალი-F -ისა და ლუტეინირების ჰორმონის (LH) პრეპარატის კომბინირებული თერაპიის მიზანია ფოლიკულის განვითარების ხელშეწყობა, რასაც მოჰყვება საბოლოო მომწიფება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) მიღების შემდეგ. გონალი-F ინიშნება ყოველდღიური ინექციების სახით ლუტროპინ ალფასთან კომბინაციაში. თუ პაციენტს აქვს ამენორეა და აქვს დაბალი ენდოგენური ესტროგენის სეკრეცია, მკურნალობა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს.
რეკომენდირებული მკურნალობის რეჟიმი იწყება ყოველდღიურად ლუტროპინ ალფას 75 სე და ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) ჰორმონის 75-150 სე შეყვანით. მკურნალობა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალური პასუხზე, რომელიც ფასდება ფოლიკულის ზომისა ულტრაბგერითი კონტროლით და ესტროგენის დონის განსაზღვრით.
თუ საჭიროა FSH -ის დოზის გაზრდა, უმჯობესია მისი გაზრდა 7-14 დღის ინტერვალით 37,5-75 სე-ით. ერთ ციკლში დასაშვებია სტიმულაციის გახანგრძლივება 5 კვირამდეა.
როდესაც მიღწეულია ოპტიმალური პასუხი, შეჰყავთ რეკომბინანტური ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 250 მკგ ან ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის 5000 სე-10000 სე ერთი ინექცია გონალი-F ®-ის და ლუტროპინ ალფას ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში.
ინექციის და ინექციის მეორე დღეს, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი. ალტერნატივის სახით შეიძლება შესრულდეს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება
ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვარომელიმე სამედიცინო პროცედურა ექიმის გადაწყვეტილებით, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაში.
მკურნალობის დროს განიხილება ლუთეინური ფაზის შენარჩუნების აუცილებლობა, რადგან ლუთეოტროპული აქტივობის მქონე ნივთიერებების უკმარისობა (LH/hCG) ოვულაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ყვითელი სხეულის ნაადრევი უკმარისობა.
თუ აღინიშნება გადაჭარბებული რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეჩერდეს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანა. მკურნალობა უნდა აღდგეს შემდეგ ციკლში FSH-ის უფრო დაბალი დოზით, ვიდრე წინა ციკლში (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები“).
ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე მამაკაცები
გონალი-F ® გამოიყენება დოზით 150 სე კვირაში 3-ჯერ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინთან კომბინაციაში მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნება პასუხი, კომბინირებული მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. არსებული კლინიკური მონაცემები გვაჩვენებენ, რომ სპერმატოგენეზის გააქტიურებისათვის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში არ არსებობს გონალ-f -ის გამოყენების ჩვენებები. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის და რვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარტ გონალ-f -ის გამოყენების უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტური პარამეტრები არ არის დადგენილი.
თუ თქვენ დამოუკიდებლად იყენებთ გონალი-F ® , ყურადღებით გაეცანით და დაიცავით ინსტრუქცია
საერთო რეკომენდაციები
გონალი-F ® განკუთვნილია კანქვეშა შეყვანისათვის. გონალი-F ®-ის პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატ გონალი-F ®-ის დამოუკიდებელი შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მომზადება და ექიმების კონსულტაციის მიღების საშუალება.
ყოველდღიური ინექციები უნდა გაკეთდეს ერთსა და იმავე დროს და ინექციის ადგილი ყოველდღე უნდა შეიცვალოს. უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ წინასწარ კალმების საჭირო რაოდენობა, რაც გაწერილია მკურნალობის სქემით.
უნდა მოამზადოთ გონალი-F ® -ის წინასწარ შევსებული მზა კალამი და შეიყვანოთ დანუშნული დოზა ქვემოთ მოცემული ინსტერუქციის მიხედვით. დოზის კონტროლის ფანჯარაში გამოსახული ციფრები შეესაბამება საერთაშორისო ერთეულებს (სე).
ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხსნათ ნემსი მზა კალამისგან.
ნემსის განმეორებითი გამოყენება დაუშვებელია. მზა კალამის და ნემსების გადაცემა სხვა პირისთვცის დაუშვებელია. მზა კალმის გამოყენება დაუშვებელია, თუ იგი დავარდა, გაბზარულია ან დაზისნებულია, ვინაიდან შესაძლებელია ასეთი კალმით პაციენტის დაზიანება.
დოზის დღიურის წარმოება
პრეპარატის ყოველდღიური დოზების ჩასაწერად საჭიროა დოზირების დღიურის წარმოება. არასწორი დოზის გამოყენებას შეუძლია ზიანის მიყენება.
ჩაწერეთ ყოველი ინექციის მკურნალობის დღე (1), რიცხვი (2) და საათი (3). ასევე ჩანიშნეთ თქვენი კალმის დოზირება (4).
დანიშნული დოზა ჩაწერეთ სვეტში (5).
ინექციის წინ დარწმუნდით, რომ შეყავთ სწორი დოზა (6).
ინექციის შემდეგ დარწმუნდით, რომ შეიყვანეთ სრული დოზა (7) ან ჩაწერეთ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები რიცხვი, თუ იგი განსხვავდება «0»-საგან (8).
საჭიროებისას, სხვა კალმის გამოყენებით გააკეთეთ დამატებითი ინექცია და შეიყვანეთ დაკლებული დოზა, რომელიც არის მითითებული სვეტში «დოზა, რომელიც უნდა დაყენდეს სხვა ინექცცისათვის» (8).
დაკლებული დოზა ჩაწერეთ სვეტში «შესაყვანი დოზა» შემდეგ რიგში (6).
დოზირები დღიურის წარმოების მაგალითი:
მკურნალობის დღე
თარიღი
საათი
კალმის დოზირება
დანიშნული დოზა
დოზის კონტროლის ფანჯარა
შასაყვანი დოზა
რიცხვი, გამოსახული ინექციის შემდეგ
1
2
3
4
5
6
7
8
დღე 1
10 ივნისი
7:00
300 ს.ე.
125
125
√ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია _____ ახალი კალმის გამოყენებით
დღე 2
11 ივნისი
7:00
300 ს.ე.
125
125
√ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია _____ ახალი კალმის გამოყენებით
დღე 3
12 ივნისი
7:00
300 ს.ე.
125
125
□ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია 75 ახალი კალმის გამოყენებით
დღე 3
12 ივნისი
7:00
300 ს.ე.
-
75
√ თუ „0“ ინექცია დასრულებულია
თუ არ არის „0“, საჭიროა მეორე ინექცია
შესაყვანია _____ ახალი კალმის გამოყენებით
დღიურის წარმოება ხელს უწყობს აკონტროლოთ ყოვედღიური დოზების სწორი შეყვანა
გონალ-ფ®-ის წინასწარ შევსებული მზა კალამი
ნემსი: ნემსის გარე ხუფი, ნემსის შიდა დამცავი, ცვლადი ნემსი, გამხსნელი ხუფი
წინასწარ შევსებული მზა კალამი: ხუფი, ნემსის მიერთების ადგილი, რეზერვუარის დამჭერი, დგუში, დოზის კონტროლის ფანჯარა, დოზის დაყენების ღილაკი
- მოსამზადებელი ეტაპი
- 1 გამოყენებამდე გააჩერეთ წინასწარ შევსებული კალამი ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, რათა მედიკამენტმა ოთახის ტემპერატურას მიაღწიოს.
არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი ან სხვა გამათბობელი ელემენტი კალმის გასათბობად.
- 2 მოამზადეთ სუფთა ადგილი და ბრტყელი ზედაპირი, როგორიცაა მაგიდა კარგად განათებულ ადგილას.
- 3 ასევე დაგჭირდებათ (არ შედის შეფუთვაში): სპირტის ტამპონები და ბასრი საგნების კონტეინერი.
- 4 დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით და კარგად გაიმშრალეთ (სურათი 5).
- 5 ხელით ამოიღეთ GONAL-f წინასწარ შევსებული კალამი შეფუთვიდან. შეამოწმეთ წინასწარ შევსებულ კალამზე მითითებული სახელწოდება GONAL-f. შეამოწმეთ კალმის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.
არ გამოიყენოთ GONAL-f-ის წინასწარ შევსებული კალამი, თუ ვარგისიანობის ვადა გასულია
- ინექციისთვის მომზადება
- 1 მოხსენით კალმის თავსახური.
- 2 შეამოწმეთ, რომ მედიკამენტი გამჭვირვალე, უფეროა და არ შეიცავს ნაწილაკებს.
არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული კალამი, თუ მედიკამენტი გაუფერულებული ან მღვრიე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
- 3 შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარა დაყენებულია „0“-ზე.
აირჩიეთ ინექციის ადგილი: თქვენმა ექიმმა უნდა გაჩვენოთ მუცლის არეში გამოსაყენებელი ინექციის ადგილები. კანის გაღიზიანების მინიმიზაციისთვის, ყოველდღიურად აირჩიეთ სხვადასხვა ინექციის ადგილი.
- 5 გაწმინდეთ კანი ინექციის ადგილას სპირტიანი ტამპონით.
არ შეეხოთ გაწმენდილ კანს.
ნაბიჯი 3 ნემსის მიმაგრება
მნიშვნელოვანია: ყოველი ინექციისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი. ნემსების ხელახლა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
- 1 აიღეთ ახალი ნემსი. გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული „ერთჯერადი“ ნემსები.
- 2 შეამოწმეთ, რომ ნემსის გარეთა თავსახური არ არის დაზიანებული.
- 3 შეამოწმეთ, რომ ნემსის გარეთა თავსახურზე მოსახსნელი ბეჭედი არ არის დაზიანებული ან დაკარგული და რომ ვარგისიანობის ვადა არ გასულა
- 4 მოხსენით პირველადი გახსნის კონტროლის ეტიკეტი
არ გამოიყენოთ ნემსი, თუ ის დაზიანებულია, ვადაგასულია ან თუ ნემსის გარეთა თავსახური ან მოსახსნელი ბეჭედი დაზიანებულია ან დაკარგულია. ვადაგასული ნემსების ან დაზიანებული მოსახსნელი ბეჭედით ან გარე თავსახურით ნემსების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია. გადააგდეთ ის ბასრი ნივთების კონტეინერში და აიღეთ ახალი ნემსი.
- 5 დაამაგრეთ ნემსის გარეთა თავსახური წინასწარ შევსებული კალმის ხრახნიან წვერზე, სანამ არ იგრძნობთ მსუბუქ წინააღმდეგობას
ნემსი ძალიან მჭიდროდ არ მიამაგროთ, ვინაიდან ინექციის შემდეგ ნემსის ამოღება შეიძლება გაძნელდეს.
- 6 ფრთხილად მოხსენით ნემსის გარეთა თავსახური და გადადეთ იგი გვერდზე შემდგომი გამოყენებისთვის
არ გადააგდოთ ნემსის გარეთა თავსახური, რადგან ეს თავიდან აიცილებს ნემსის ჩხვლეტის შედეგად მიყენებულ დაზიანებას და ინფექციას წინასწარ შევსებული კალამიდან მოხსნისას.
დაიჭირეთ წინასწარ შევსებული კალამი ნემსით ზემოთ მიმართული.
ფრთხილად მოხსენით და გადააგდეთ ნემსის მწვანე შიდა დამცავი.
არ დაახუროთ ნემსს მწვანე შიდა დამცავით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნემსის ჩხვლეტის შედეგად მიყენებული დაზიანება და ინფექცია.
- 8 კარგად დააკვირდით ნემსის წვერს სითხის პაწაწინა წვეთების აღმოსაჩენად (სურათი 17).
თუ იყენებთ ახალ კალამს: შეამოწმეთ ნემსის წვერზე სითხის წვეთი.
თუ სითხის პაწაწინა წვეთს ხედავთ, გადადით მე-4 ნაბიჯზე - დოზის აკრეფა.
თუ ნემსის წვერზე ან მის მახლობლად პაწაწინა წვეთს ვერ ხედავთ, სისტემაში ჰაერის მოსაშორებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაწილის ნაბიჯები.
თუ იყენებთ კალამს განმეორებით -სითხის წვეთის შემოწმება საჭირო არ არის. გადადით მე-4 ნაბიჯზე - დოზის აკრეფა.
თუ ახალი კალმის პირველი გამოყენებისას წვერთან ან მის მახლობლად სითხის პაწაწინა წვეთს ვერ შეამჩნევთ:
დოზის დაყენების ღილაკი ფრთხილად მოატრიალეთ წინ, სანამ დოზის კონტროლის ფანჯარაში არ გამოჩნდება „25“.
- დოზის დაყენების ღილაკის უკან გადაბრუნება შეგიძლიათ, თუ მას „25“-ზე მეტად მოატრიალებთ.
კალამი დაიჭირეთ ნემსით ზემოთ და ნაზად დააკაკუნეთ რეზერვუარის დამჭერზე
დოზის დაყენების ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ. ნემსის წვერზე სითხის პაწაწინა წვეთი გამოჩნდება
შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენებია „0“
გადადით მე-4 ნაბიჯზე - აკრიფეთ დოზა.
თუ სითხის პაწაწინა წვეთი არ გამოჩნდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს
4 დოზის დაყენება
შენიშვნა: კალამი შეიცავს 300 სე, 450 სე ან 900 სე ფოლიტროპინ ალფას. 300 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 300 სე, 450 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 450 სე, 900 სე-იანი კალმის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 900 სე. ყველაზე მცირე ერთჯერადი დოზაა 12.5 სე.
- 1 მოატრიალეთ დოზის დაყენების ღილაკი მანამ, სანამ დოზის კონტროლის ფანჯარაში არ გამოჩნდება თქვენთვის სასურველი დოზა.
დოზის დასაყენებლად წინ გადაატრიალეთ
დოზის დაყენების ღილაკის უკან გადაბრუნება შეგიძლიათ, თუ მას დანიშნულებისამებრ დოზაზე მეტს გადააბრუნებთ.
- 2. შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები იყოს თქვენთვის დანიშნული სრული დოზა.
5 დოზის შეყვანა
- 1 ნელა შეიყვანეთ ნემსი მთლიანად კანში.
- 2 მოათავსეთ ცერა თითი დოზის დაყენების ღილაკის შუაში. ნელა დააჭირეთ დოზის ღილაკს ბოლომდე და გააჩერეთ ინექციის დასრულებამდე.
შენიშვნა: რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება ინექციას.
- 3 გააჩერეთ დოზის ღილაკი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში.
- დოზის კონტროლის ფანჯარაში ნაჩვენები დოზის ნომერი დაუბრუნდება „0“-ს.
- მინიმუმ 5 წამის შემდეგ, ამოიღეთ ნემსი კანიდან ისე, რომ დოზის დაყენების ღილაკზე უნდა იყოს თითი დაჭერილი.
- როდესაც ნემსს კანიდან ამოიღებთ, გაუშვით დოზის დაყენების ღილაკი.
არ გაუშვათ დოზის ღილაკი, სანამ ნემსს კანიდან არ ამოიღებთ.
- ყოველი ინექციის შემდეგ ნემსის ამოღება
- 1 ნემსის გარეთა თავსახური მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე.
- 2 ერთი ხელით მჭიდროდ დაიჭირეთ კალამი და ნემსი ჩააცურეთ გარეთა თავსახურში.
- 3 განაგრძეთ თავსახურიანი ნემსის მყარ ზედაპირზე დაჭერა მანამ, სანამ იგი ბოლომდე არ ჩაჯდება ადგილზე.
- 4 მოკიდეთ ხელი გარეთა თავსახურს და მოხსენით ნემსი საპირისპირო მიმართულებით მობრუნებით
- 5 გამოყენებული ნემსი უსაფრთხოდ გადააგდეთ ბასრი ნივთების კონტეინერში
არ გამოიყენოთ ხელახლა და არ გაუზიაროთ სხვებს გამოყენებული ნემსი.
7 ინექციის შემდეგ
- 1 დარწმუნდით, რომ ინექცია სრულად გაქვთ გაკეთებული:
- შეამოწმეთ, რომ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ს (სურათი 32).
თუ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ს, თქვენ დოზა დაასრულეთ.
თუ დოზის კონტროლის ფანჯარა აჩვენებს „0“-ზე მაღალ რიცხვს, კალამი ცარიელია. თქვენ არ მიგიღიათ დანიშნული დოზა სრულად და უნდა შეასრულოთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯი 7.2.
- 2 ნაწილობრივი ინექციის შესრულება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში):
- დოზის კონტროლის ფანჯარა მიუთითებს იმ რაოდენობას, რომელიც ახალი კალმის გამოყენებით უნდა შეიყვანოთ. ნაჩვენებ მაგალითში, დაკარგული რაოდენობაა „50“ სე
- მეორე კალმით დოზის დასასრულებლად, გაიმეორეთ ნაბიჯები 1-დან 8-მდე.
- GONAL-f წინასწარ შევსებული კალმის შენახვა
- 1 ინფექციის თავიდან ასაცილებლად დაახურეთ კალამს თავსახური.
- 2 შეინახეთ კალამი ორიგინალურ შეფუთვაში დაცულ ადგილას. ცარიელი კალამი უნდა განადგურდეს.
არ შეინახოთ კალამი მიმაგრებული ნემსით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
ბავშვები.
პედიატრიული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი გონალი-f -ის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება.
პრეპარატი გონალი-f -ის ჭარბი დოზირების ეფექტები უცნობია, არსებობს პუნქტში «გამოყენების თავისებურებანი» აღწერილი საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკი.
გვერდითი მოვლენები.
უსაფრთხოების პროფილის საერთო დახასიათება
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია: თავის ტკივილი, საკვერცხეების კისტა და რეაქციები ინექციის ადგილას (მაგალითად ტკივილი, ერითემა, ჰემატომა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სუსტი ან საშუალო სიმძიმის სინდრომი (სჰს) აღინიშნება საკმაოდ ხშირად და განიხილება როგორც სტიმულაციის პროცედურის განუყოფელი რისკი. მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) იშვიათია.
აგრეთვე ძალიან იშვიათია თრომბოემბოლია (იხ. პუნქტი «გამოყენების თავისებურებანი»).
გვერდითი რეაქციების ჩამინათვალი
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (˃1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 и < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 и < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).
გამოყენება ქალებში
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: მსუბუქი ან მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ჩათვლით.
ნერვული სისტემის დაავადებები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი.
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან იშვიათი: თრომბოემბოლია (როგორც დაკავშირებული, ასევე არადაკავშირებული საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან (სჰს).
სასუნთქი ორგანოების, გულმკერდისა და შუასაყრის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ასთმის მიმდინარეობის გაუარესება ან გამწვავება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ხშირი: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა და დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ძალიან ხშირი: საკვერცხის კისტა
ხშირი: მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) (მასთან დაკავშირებული სიმპტომების ჩათვლით)
არახშირი: მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) (მასთან დაკავშირებული სიმპტომების ჩათვლით)- იხ „განსაკუთრებული მითითებანი“.
იშვიათი: მძიმე ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (სჰს) გართულებები.
საერთო დაავადებები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: რეაქციები ინექციის ადგილას ( მაგალითად ტკივილი, ერითემა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
მამაკაცებში გამოყენება
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: მსუბუქი ან მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ჩათვლით.
სასუნთქი ორგანოების, გულმკერდისა და შუასაყრის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ასთმის მიმდინარეობის გაუარესება ან გამწვავება.
კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
ხშირი: აკნე
რეპროდუქციული სისტემის დაავადებები
ხშირად: გინეკომასტია, ვარიკოცელე.
საერთო დაავადებები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: რეაქციები ინექციის ადგილას ( მაგალითად ტკივილი, ერითემა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
სხვა:
ხშირად: წონის მომატება.
ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პაციენტმა უნდა დააფიქსიროს გონალ-f-ის წინასწარ შევსებული მზა კალმის პირველი გამოყენების თარიღი.
ვარგისიანობის ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში 3 თვემდე ვადით, მაგრამ თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული, ის უნდა გადააგდოთ.
გამოყენების ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში 28 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები.
ინახება 2-8 ºС ტემპერატურის პირობებში (მაცივარში).
შეინახეთ ოროგონალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
საინექციო ხსნარის 0,48 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 300 ს.ე. (22 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 8 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
საინექციო ხსნარის 0,72 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 450 ს.ე. (33 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 12 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
საინექციო ხსნარის 1,44 მლ, რომელიც შეიცავს ფოლიტროპინ ალფას 900 ს.ე. (66 მკგ), 3 მლ მოცულობის კატრიჯში ხუფით-დგუშით და გოფრირებულ თავსახურით, რომელიც მოთავსებულია შესაყვან კალამში. წინასწარ შევსებული მზა კალამი და 20 ნემსი მოთავსებულია მუყაოს ყუთში;
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი. მერკ სერონო ს.პ.ა/Merck Serono S.p.A.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და წარმოების მისამართი.
მაგნოლიების ქუჩა 15 (სამრეწველო ზონა), 70026 მოდუნიო (ბარი), იტალია/
Via delle Magnolie 15 (loc. frazione Zona Industriale), 70026 Modugno (Bari), Italy.
ბოლო გადახედვის თარიღია: 2024 წლის 18 დეკემბერი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.