პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

გლუკანტიმი

Glucantime®

რეცეპტით1,5გინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

მოცემული პრეპარატი არის ანტიპარაზიტული საშუალება. პრეპარატი რეკომენდებულია ვისცერული ან კანის ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეგლუმინი (meglumine)
ფორმა და შეფუთვა
1,5გ/5მლ 5მლ ი.მ. საინექციო ან ლოკალურად შესაყვანი ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
Haupt Pharma Livron, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, სტიბიუმის ნაერთები
ATC კოდი
P01CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042036
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2024, მოქმედებს 18 სექტემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგლუკანტიმი და სხვა წამალი ერთად

გლუკანტიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოცემული პრეპარატი არის ანტიპარაზიტული საშუალება.

პრეპარატი რეკომენდებულია ვისცერული ან კანის ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

გლუკანტიმი არის გამჭვირვალე ხსნარი. იშვიათად, ხსნარში შეიძლება აღინიშნოს წვრილი ნაწილაკები. ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, გამოყენებამდე ამპულები კარგად შეანჯღრიეთ. ნაწილაკების შენარჩუნების შემთხვევაში ამპულა არ გამოიყენოთ.

დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს. დაიცავით თქვენი ექიმის რჩევა.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ კონკრეტულ მდგომარეობაში.

ის შეიძლება არ იყოს შესაფერისი სხვა მდგომარეობაში.

არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

შეყვანის მეთოდი და წესი

ინტრამუსკულური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ლეიშმანიციდური საშუალებების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან გულის მძიმე დაავადება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

გლუკანტიმის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული პროდუქტი შეიცავს სულფიტებს და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები და სუნთქვის გაძნელება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნას კორექტირებული რკინის ნებისმიერი ტიპის უკმარისობა ან ნებისმიერი სხვა ნივთიერების უკმარისობა.

ასევე, მკურნალობის პერიოდში საჭიროა ცილებით გამდიდრებული დიეტის დაცვა.

დოზა უნდა შემცირდეს გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილებების შემთხვევაში.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოქმედება“). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის მუშაკს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

მკურნალობის პერიოდში დაგენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზები, რადგან არსებობს ანტიმონის აუტანლობის რისკი, რომელიც წარმოადგენს გლუკანტიმის შემადგენელ კომპონენტს. შეწყვიტეთ გლუკანტიმის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ აღენიშნებათ ნებისმიერი შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, კანზე გამონაყარი ან ტკივილი კუჭის ზედა არეში.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება ნაჩვენები არ არის.

თუმცა, ორსულობის პერიოდში მკურნალობის დაწყება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს ამის აუცილებლობას.

უსაფრთხოების ზომის სახით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გლუკანტიმი 1.5 გ/5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს კალიუმის მეტაბისულფიტს, უწყლო ნატრიუმის სულფიტს ნატრიუმს.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს “სულფიტს“ და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი. მოცემული სამკურნალო საშუალების 5 მლ ამპულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის შესაბამისი.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს):

თავის ტკივილი

სახსრების ტკივილი (ართრალგია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს):

მადის დაკარგვა (ანორექსია)

გულისრევა და ღებინება, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში და გამოწვეულია ანტიმონით

მუცლის ტკივილი

დროებითი ცხელება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს):

კუნთების სისუსტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), რაც დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. უმრავლეს შემთხვევაში, ცვლილებები ეკგ-ზე წარმოადგენს გულის რიტმის მძიმე დარღვევის (არითმია) წინმსწრებ ნიშნებს.

დამძიმებული, გართულებული სუნთქვა (დისპნოე)

კანზე გამონაყარი

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

ღვიძლის ფერმენტის პათოლოგიური კონცენტრაციები

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს):

კანკალი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ხველა, გამოწვეული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ანტიმონით, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)

ოფლიანობა, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

თირკმელების მწვავე უკმარისობა

ცვლილებები თირკმელების ფუნქციურ ანალიზებში

სახის შეშუპება

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ლაბორატორიული ანალიზებით ნაჩვენებია ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ზოგჯერ გამოწვეული თირკმელების ფუნქციის პარამეტრების, მათ შორის სისხლის შარდოვანისა და შრატის კრეატინინის, გაზრდით

ალერგიული რეაქციები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დაუყოვნებლივ ან პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ) შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს კანზე გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას, ცივ, ოფლიან კანს, გულისცემას, თავბრუსხვევას, სისუსტეს ან გულის წასვლას. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის მუშაკს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

ჭარბი დოზა

თუ შეყვანილი ერთიანი დოზა ძალიან მაღალია, შეიძლება აღინიშნოს მოვლენები ღვიძლის (მძიმე სიყვითლე), თირკმელების (თირკმელების მწვავე უკმარისობა), გულის (ბრადიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ბრტყელი ან ინვერსირებული T-კბილი) მხრივ, ჰემატოპოეტური (ანემია, აგრანულოციტოზი) და ნევროლოგიური (პოლინევრიტი) მოვლენები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის:

მეგლუმინ ანტიმონიატი................................................................ 1.5000 გ

შეესაბამება ....................................................................................... 0.4050 გ ანტიმონს

5 მლ-იან ამპულაზე.

დამხმარე ნივთიერებები:

კალიუმის მეტაბისულფიტი, უწყლო ნატრიუმის სულფიტი, საინექციო წყალი.

გლუკანტიმი 1.5 გ/5 მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოდის საინექციო ხსნარის სახით 5 მლ-იან ამპულებში.

კოლოფში 5 ამპულა.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გახსნამდე: შეინახეთ 15˚C-დან 30˚C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ.

მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1. ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიშმანიოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები.

ათქ კოდი: P01CB01.

მეგლუმინ ანტიმონიატს აქვს ლეიშმანიციდური მოქმედება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატის 80%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

გლუკანტიმი® 1.5 გ/5 მლ,

საინექციო ხსნარი

მეგლუმინ ანტიმონიატი

sanofi

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.

წინამდებარე ჩანართის შენაარსი

რა არის გლუკანტიმი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ გლუკანტიმის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება გლუკანტიმი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორ ინახება გლუკანტიმი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

  • რა არის გლუკანტიმი და რისთვის გამოიყენება იგი

მოცემული პრეპარატი არის ანტიპარაზიტული საშუალება.

პრეპარატი რეკომენდებულია ვისცერული ან კანის ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ გლუკანტიმი ს გამოყენებამდე

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ გლუკანტიმი

თუ ხართ ალერგიული ლეიშმანიციდური საშუალებების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან გულის მძიმე დაავადება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გლუკანტიმის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული პროდუქტი შეიცავს სულფიტებს და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები და სუნთქვის გაძნელება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნას კორექტირებული რკინის ნებისმიერი ტიპის უკმარისობა ან ნებისმიერი სხვა ნივთიერების უკმარისობა.

ასევე, მკურნალობის პერიოდში საჭიროა ცილებით გამდიდრებული დიეტის დაცვა.

დოზა უნდა შემცირდეს გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილებების შემთხვევაში.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოქმედება“). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის მუშაკს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

მკურნალობის პერიოდში დაგენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზები, რადგან არსებობს ანტიმონის აუტანლობის რისკი, რომელიც წარმოადგენს გლუკანტიმის შემადგენელ კომპონენტს. შეწყვიტეთ გლუკანტიმის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ აღენიშნებათ ნებისმიერი შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, კანზე გამონაყარი ან ტკივილი კუჭის ზედა არეში.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და გლუკანტიმი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება ნაჩვენები არ არის.

თუმცა, ორსულობის პერიოდში მკურნალობის დაწყება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს ამის აუცილებლობას.

უსაფრთხოების ზომის სახით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გლუკანტიმი 1.5 გ/5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს კალიუმის მეტაბისულფიტს, უწყლო ნატრიუმის სულფიტს ნატრიუმს.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს “სულფიტს“ და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი. მოცემული სამკურნალო საშუალების 5 მლ ამპულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ გამოიყენება გლუკანტიმი

გლუკანტიმი არის გამჭვირვალე ხსნარი. იშვიათად, ხსნარში შეიძლება აღინიშნოს წვრილი ნაწილაკები. ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, გამოყენებამდე ამპულები კარგად შეანჯღრიეთ. ნაწილაკების შენარჩუნების შემთხვევაში ამპულა არ გამოიყენოთ.

დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს. დაიცავით თქვენი ექიმის რჩევა.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ კონკრეტულ მდგომარეობაში.

ის შეიძლება არ იყოს შესაფერისი სხვა მდგომარეობაში.

არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

შეყვანის მეთოდი და წესი

ინტრამუსკულური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა მედიკამენტს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს):

თავის ტკივილი

სახსრების ტკივილი (ართრალგია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს):

მადის დაკარგვა (ანორექსია)

გულისრევა და ღებინება, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში და გამოწვეულია ანტიმონით

მუცლის ტკივილი

დროებითი ცხელება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს):

კუნთების სისუსტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), რაც დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. უმრავლეს შემთხვევაში, ცვლილებები ეკგ-ზე წარმოადგენს გულის რიტმის მძიმე დარღვევის (არითმია) წინმსწრებ ნიშნებს.

დამძიმებული, გართულებული სუნთქვა (დისპნოე)

კანზე გამონაყარი

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

ღვიძლის ფერმენტის პათოლოგიური კონცენტრაციები

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს):

კანკალი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

ხველა, გამოწვეული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ანტიმონით, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)

ოფლიანობა, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში

თირკმელების მწვავე უკმარისობა

ცვლილებები თირკმელების ფუნქციურ ანალიზებში

სახის შეშუპება

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ლაბორატორიული ანალიზებით ნაჩვენებია ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ზოგჯერ გამოწვეული თირკმელების ფუნქციის პარამეტრების, მათ შორის სისხლის შარდოვანისა და შრატის კრეატინინის, გაზრდით

ალერგიული რეაქციები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დაუყოვნებლივ ან პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ) შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს კანზე გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას, ცივ, ოფლიან კანს, გულისცემას, თავბრუსხვევას, სისუსტეს ან გულის წასვლას. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის მუშაკს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

  • როგორ ინახება გლუკანტიმი

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გახსნამდე: შეინახეთ 15˚C-დან 30˚C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ.

მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს გლუკანტიმი 1.5 გ/5 მლ საინექციო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება არის:

მეგლუმინ ანტიმონიატი................................................................ 1.5000 გ

შეესაბამება ....................................................................................... 0.4050 გ ანტიმონს

5 მლ-იან ამპულაზე.

დამხმარე ნივთიერებები:

კალიუმის მეტაბისულფიტი, უწყლო ნატრიუმის სულფიტი, საინექციო წყალი.

გლუკანტიმი 1.5 გ/5 მლ საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოდის საინექციო ხსნარის სახით 5 მლ-იან ამპულებში.

კოლოფში 5 ამპულა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სანოფი-უინტროპ ინდუსტრია

რასპაის გამზირი 82,

94250 ჟანტიი, საფრანგეთი

მწარმოებელი

ჰაუპტ ფარმა ლივრონი

1, კომტე დე სინარდის გამზირი

26250 ლივრონი, საფრანგეთი

ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2023 წლის ივლისი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა