პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გასტრიტოლი

GASTRITOL®

ურეცეპტოდ100მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში საჭმლის მონელების დარღვევების მსუბუქი სიმპტომების დროს, როგორიცაა შებერილობა, მეტეორიზმი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი სპაზმის დროს.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
100მლ შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო მცენარეული სხვა პრეპარატები
რეგისტრაციის ნომერი
რ-040282
რეგისტრირებულია
20 თებერვალი 2024, მოქმედებს 20 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Alpen Pharma GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგასტრიტოლი და სხვა წამალი ერთად

გასტრიტოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში საჭმლის მონელების დარღვევების მსუბუქი სიმპტომების დროს, როგორიცაა შებერილობა, მეტეორიზმი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი სპაზმის დროს.

მიღების წესი და დოზირება

პერორალური წვეთები. გასტრიტოლი უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის სითხეში და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პრეპარატი გასტრიტოლი არ უნდა გამოიყენოთ 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნების დროს უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში არასასურველი რეაქციების განვითარების გამო უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან 14 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ, ალერგია Asteraceae ოჯახის მცენარეების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

  • სანაღვლე გზების დახშობის, სანაღვლე გზების ანთების და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
  • ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სიფრთხილის ზომები

გასტრიტოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გასტრიტოლი უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის სითხეში და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას ან სანაღვლე გზების სხვა დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემადგენლობაში ანგელოზას ფესვის არსებობის გამო, მზის აბაზანების მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

პრეპარატი გასტრიტოლი შეიცავს 40 მოც. % სპირტს.

დაავადების სიმპტომების შენარჩუნებისას ან ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და მოზარდები

არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში გასტრიტოლის გამოყენების შესახებ, ამ პერიოდებში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი სანდო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

ამიტომ, საფუძვლიანად უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების საკითხი რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციულ საშულებებს, რადგან შეიძლება არსებობდეს დაუდგენელი ორსულობა.

უცნობია გადადიან თუ არა აქტიური ნივთიერების ნაერთები ან მათი მეტაბოლიტები დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ძუძუთ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის. გასტრიტოლი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა.

არ არსებობს კვლევები ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გასტრიტოლის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. აბზინდას პრეპარატების პერორალურმა მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებს GABA-ს რეცეპტორების მეშვეობით, რის გამოც ასეთი პრეპარატების (მაგ., ბენზოდიაზეპინები და მათი წარმოებულები) ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში გასტრიტოლის გამოყენების შესახებ, ამ პერიოდებში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი სანდო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

ამიტომ, საფუძვლიანად უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების საკითხი რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციულ საშულებებს, რადგან შეიძლება არსებობდეს დაუდგენელი ორსულობა.

ცხოველებში ჩატარებული კვლევები რეპროდუქციულ ფუნქციაზე ტოქსიკური ზემოქმედების შესახებ არასაკმარისია, განსაკუთრებით ანგელოზას ფესვებთან მიმართებაში.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადიან თუ არა აქტიური ნივთიერების ნაერთები ან მათი მეტაბოლიტები დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ძუძუთ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის. გასტრიტოლი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა.

ფერტილობა

არ არსებობს კვლევები ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინსტრუქციის შესაბამისად და მითითებულ დოზირებით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და არ არის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები.

პრეპარატი გასტრიტოლი შეიცავს 40 მოც. % ალკოჰოლს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, გასტრიტოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით, განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;

კანის ძალიან მაღალი ფოტომგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მზის დამწვრობის მსგავსი კანის რეაქციები სიწითლით და ბუშტუკებით, რომლებიც ვითარდება მზის ინტენსიური გამოსხივების მოქმედების გამო.

ჩამონათვალში შედის ყველა ცნობილი არასასურველი რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ბატის მარწყვა ბალახის, გვირილის ყვავილის, ძირტკბილას ფესვის, ანგელოზას ფესვის, ძიძას ბალახისა და მწარე აბზინდას ბალახის შემცველი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისას, ასევე გვერდითი რეაქციები პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელი-ჩანართი.

ჭარბი დოზა

ამ დროისათვის ჭარბი დოზირების ან ინტოქსიკაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სიმპტომები: არასასურველი რეაქციების შესაძლო ზრდა.

მკურნალობა: სიმპტომური.

შემადგენლობა

პრეპარატის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ბატის მარწყვა ბალახის თხევადი ექსტრაქტი (Anserinae herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40 % (მოც./მოც.)) 35 მლ, სამკურნალო გვირილას ყვავილების თხევადი ექსტრაქტი (Matricariae flos) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 45% (მოც./მოც.) 15 მლ, ძირტკბილას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Liquiritiae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 15 მლ, ანგელოზას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Angelicae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ, ძიძას ბალახის თხევადი ექტრაქტი (Cnici ben. Herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ, მწარე აბზინდას თხევადი ექსტრაქტი (Absinthii herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ.

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ეთანოლი 96% (მოც./მოც.), გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

პერორალური წვეთები.

აღწერილობა

ყავისფერი გამჭვირვალე სითხე.

შენახვის პირობები

3 წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა და შიგთავსი

20 მლ, 50 მლ და 100 მლ პრეპარატი მუქი შუშის ფლაკონში, რომელიც აღჭურვილია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები. მედიკამენტები ნაწლავების ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები. სხვა პრეპარატები ნაწლავის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გასტრიტოლი (GASTRITOL)

პერორალური წვეთები

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელი-ჩანართი. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

არ არსებობს.

შემადგენლობა

პრეპარატის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ბატის მარწყვა ბალახის თხევადი ექსტრაქტი (Anserinae herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40 % (მოც./მოც.)) 35 მლ, სამკურნალო გვირილას ყვავილების თხევადი ექსტრაქტი (Matricariae flos) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 45% (მოც./მოც.) 15 მლ, ძირტკბილას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Liquiritiae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 15 მლ, ანგელოზას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Angelicae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ, ძიძას ბალახის თხევადი ექტრაქტი (Cnici ben. Herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ, მწარე აბზინდას თხევადი ექსტრაქტი (Absinthii herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ.

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ეთანოლი 96% (მოც./მოც.), გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

პერორალური წვეთები.

აღწერილობა

ყავისფერი გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები. მედიკამენტები ნაწლავების ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები. სხვა პრეპარატები ნაწლავის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში საჭმლის მონელების დარღვევების მსუბუქი სიმპტომების დროს, როგორიცაა შებერილობა, მეტეორიზმი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი სპაზმის დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ, ალერგია Asteraceae ოჯახის მცენარეების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

  • სანაღვლე გზების დახშობის, სანაღვლე გზების ანთების და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
  • ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

გასტრიტოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გასტრიტოლი უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის სითხეში და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას ან სანაღვლე გზების სხვა დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემადგენლობაში ანგელოზას ფესვის არსებობის გამო, მზის აბაზანების მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

პრეპარატი გასტრიტოლი შეიცავს 40 მოც. % სპირტს.

დაავადების სიმპტომების შენარჩუნებისას ან ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და მოზარდები

არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში გასტრიტოლის გამოყენების შესახებ, ამ პერიოდებში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი სანდო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

ამიტომ, საფუძვლიანად უნდა იქნას განხილული პრეპარატის გამოყენების საკითხი რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციულ საშულებებს, რადგან შეიძლება არსებობდეს დაუდგენელი ორსულობა.

უცნობია გადადიან თუ არა აქტიური ნივთიერების ნაერთები ან მათი მეტაბოლიტები დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ძუძუთ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის. გასტრიტოლი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა.

არ არსებობს კვლევები ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გასტრიტოლის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. აბზინდას პრეპარატების პერორალურმა მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებს GABA-ს რეცეპტორების მეშვეობით, რის გამოც ასეთი პრეპარატების (მაგ., ბენზოდიაზეპინები და მათი წარმოებულები) ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

ინსტრუქციის შესაბამისად და მითითებულ დოზირებით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და არ არის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები.

პრეპარატი გასტრიტოლი შეიცავს 40 მოც. % ალკოჰოლს.

მიღების წესი და დოზები

რეკომენდებული დოზა

თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებმა და მოზარდებმა უნდა მიიღონ პრეპარატის 30 წვეთი პერორალურად 3-ჯერ დღეში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

  • 3 მლ უდრის 30 წვეთს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

გამოყენების წესი

პერორალური წვეთები. გასტრიტოლი უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის სითხეში და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

პრეპარატი გასტრიტოლი არ უნდა გამოიყენოთ 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნების დროს უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში არასასურველი რეაქციების განვითარების გამო უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან 14 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, გასტრიტოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით, განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;

კანის ძალიან მაღალი ფოტომგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მზის დამწვრობის მსგავსი კანის რეაქციები სიწითლით და ბუშტუკებით, რომლებიც ვითარდება მზის ინტენსიური გამოსხივების მოქმედების გამო.

ჩამონათვალში შედის ყველა ცნობილი არასასურველი რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ბატის მარწყვა ბალახის, გვირილის ყვავილის, ძირტკბილას ფესვის, ანგელოზას ფესვის, ძიძას ბალახისა და მწარე აბზინდას ბალახის შემცველი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისას, ასევე გვერდითი რეაქციები პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელი-ჩანართი.

ჭარბი დოზირება

ამ დროისათვის ჭარბი დოზირების ან ინტოქსიკაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სიმპტომები: არასასურველი რეაქციების შესაძლო ზრდა.

მკურნალობა: სიმპტომური.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა და შიგთავსი

20 მლ, 50 მლ და 100 მლ პრეპარატი მუქი შუშის ფლაკონში, რომელიც აღჭურვილია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

დრ. გუსტავ კლიაინ გმბხ & კო. კგ.

შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახ, გერმანია

Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG

Steinenfeld 3, 77736 Zell am Harmersbach, Germany

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ალპენ ფარმა გმბხ

შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახ, გერმანია

ტელ.: +49 (0) 7243 200 49 0

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა