პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

გარდასილი

GARDASIL

რეცეპტით0,5მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

გარდასილი შენჯღრევამდე არის გამჭვირვალე სითხე თეთრი ნალექით. ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ის არის თეთრი, მღვრიე სითხე. გარდასილი არის ვაქცინა. ვაქცინაცია გარდასილით განკუთვნილია დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 6, 11, 16 და 18 ტიპებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (quadrivalent human papillomavirus (types 6, 11, 16, 18))
ფორმა და შეფუთვა
0,5მლ კვადრივალენტური ვაქცინა (ტიპი 6,11,16,18) ი.მ. საინექციო სუსპენზიის სახით, ფლაკონი
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები
ATC კოდი
J07BM01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0245
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგარდასილი და სხვა წამალი ერთად

გარდასილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გარდასილი შენჯღრევამდე არის გამჭვირვალე სითხე თეთრი ნალექით. ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ის არის თეთრი, მღვრიე სითხე.

გარდასილი არის ვაქცინა. ვაქცინაცია გარდასილით განკუთვნილია დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 6, 11, 16 და 18 ტიპებით.

ეს დაავადებები მოიცავს გენიტალიების (ქალის რეპროდუქციული ორგანოების) პრეკანცეროგენულ (კიბოს წინარე) დაზიანებებს (საშვილოსნოს ყელი, ვულვა (ქალის გარეთა სასქესო ორგანო) და საშო (ქალის სასქესო ორგანო საშვილოსნოს ყელამდე); ანუსის პრეკანცეროგენულ დაზიანებებს და სასქესო ორგანოების წვეტიან კონდილომებს. საშვილოსნოს ყელისა და ანუსის ავთვისებიან სიმსივნეებს. HPV-ს მე-16 და მე-18 ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 70%-ს, ანუსის კიბოს 75-80%-ს, HPV-სთან დაკავშირებული ვულვისა და საშოს პრეკანცეროგენული დაზიანებების 75%-ს. HPV-ს მე-6 და მე-11 ტიპები იწვევენ გენიტალური კონდილომების 90%-ს.

გარდასილი გამოიყენება ამ დაავადებების პრევენციისათვის. ვაქცინა არ არის განკუთვნილი HPV-ით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. გარდასილს არ აქვს ეფექტი იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ ვაქცინის HPV-ს ტიპებთან დაკავშირებული პერსისტენტული ინფექცია ან დაზიანებები. თუმცა იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან ვაქცინის HPV-ს ერთი ან რამდენიმე ტიპით, გარდასილი იცავს დაავადებებისაგან, რომლებსაც იწვევს ვაქცინის სხვა HPV-ს ტიპები.

გარდასილი არ იწვევს დაავადებას, ის იცავს დაავადებისაგან.

გარდასილი წარმოქმნის ტიპ-სპეციფიკურ ანტისხეულებს და კლინიკურ კვლევებში აჩვენა, რომ ახდენს HPV-ს მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპებთან დაკავშირებულ დაავადებებს 16-45 წლის ასაკის ქალებში და 16-26 წლის ასაკის მამაკაცებში. ვაქცინა ასევე წარმოქმნის ტიპ-სპეციფიკურ ანტისხეულებს 9-15 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გარდასილი გამოყენებულ უნდა იქნას ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება

გარდასილი კეთდება ინექციის სახით ექიმის მიერ. გარდასილი განკუთვნილია მოზარდებისა და მოზრდილებისათვის 9 წლის ასაკიდან და ზემოთ.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ

9-13 წლის ასაკის პირები

გარდასილი შეიძლება გაკეთდეს 2-დოზიანი სქემის მიხედვით:

პირველი ინექცია: არჩეულ თარიღში

მეორე ინექცია: პირველი ინექციიდან 6 თვის შემდეგ

თუ ვაქცინის მეორე დოზა გაკეთდა პირველი დოზიდან 6 თვეზე ადრე, ყოველთვის უნდა გაკეთდეს მესამე დოზა.

ალტერნატიულად, გარდასილი შეიძლება გაკეთდეს 3-დოზიანი სქემით:

პირველი ანექცია: არჩეულ თარიღში

მეორე ინექცია: პირველი ინექციიდან 2 თვის შემდეგ

მესამე ინექცია: პირველი ინექციიდან 6 თვის შემდეგ

მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არაუმცირეს ერთი თვის შემდეგ და მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან არაუმცირეს 3 თვის შემდეგ. ყველა სამი დოზა უნდა გაკეთდეს 1-წლიან პერიოდში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

თუ პირი 14 წელზე მეტი ასაკისა

გარდასილი უნდა გაკეთდეს 3-დოზიანი სქემით:

მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არაუმცირეს ერთი თვის შემდეგ და მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან არაუმცირეს 3 თვის შემდეგ. ყველა სამივე დოზა უნდა გაკეთდეს 1-წლიან პერიოდში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

რეკომენდებულია, რომ პირებმა რომლებმაც მიიღეს გარდასილის პირველი დოზა, ვაქცინაციის კურსი დაასრულონ გარდასილით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

გარდასილი კეთდება კუნთშიდა ინექციის სახით მხრის ზედა ნაწილის დელტოიდურ რეგიონში ან ბარძაყის ზედა ნაწილში;

ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს გამოყენებამდე;

ვაქცინა არ უნდა შეერიოს იმავე შპრიცში სხვა ვაქცინებსა და ხსნარებს;

ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

გარდასილი არ უნდა იქნას გამოყენებული 9 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

გარდასილის ეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში დადგენილი არ არის.

განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება:

არ არის სპეციალური რეკომენდაციები. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს.

თუ პაციენტს რჩება შთაბეჭდილება, რომ გარდასილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გარდასილის დოზის გადაჭარბებისას

გარდასილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გარდასილის დოზის გამოტოვებისას

თუ პაციენტმა გამოტოვა დაგეგმილი ინექცია, ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა გაკეთდეს გამოტოვებული დოზა.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული ინსტრუქციების დაცვა შემდგომი ვიზიტებისათვის. თუ პაციენტს დაავიწყდა ან არ შეუძლია ვიზიტზე მისვლა დაგეგმილ დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. თუ პირველი დოზა კეთდება გარდასილით, ვაქცინაციის კურსი უნდა დამთავრდეს გარდასილით და არა სხვა HPV-ის ვაქცინით.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია გარდასილის აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი);

თუ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქცია გარდასილის დოზის მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება დაავადება მაღალი ცხელებით (თუმცა, სუსტი ცხელება ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მაგ.: გაციება, არ წარმოადგენს ვაქცინაციის გადადების მიზეზს).

გარდასილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

ექიმი განსაზღვრავს ეხება თუ არა პაციენტს ქვემოთ ჩამოთვლილი:

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია (თუ პაციენტს აღენიშნება ჰემოფილია, რომელიც იწვევს ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს სისხლდენას);

თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია (მაგ.: გენეტიკური პათოლოგიის ან ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის გამო);

სინკოპე (გულისწასვლა), ზოგჯერ დაცემასთან ერთად, რომელიც აღინიშნა გარდასილით აცრის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა გულისწასვლა წინა ინექციის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

როგორც ყველა სხვა ვაქცინის შემთხვევაში, გარდასილით აცრა არ განაპირობებს ყველა აცრილი პირის სრულ დაცვას;

გარდასილი იცავს მხოლოდ იმ დაავადებებისაგან, რომლებსაც იწვევს HPV-ს მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპები. ამიტომ, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული სქესობრივად გადამდები დაავადებების წინააღმდეგ;

გარდასილი არ იცავს დაავადებებისაგან, რომელსაც არ იწვევს HPV ვირუსი;

საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაქცინაცია არ ანაცვლებს სკრინინგს. პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები საშვილოსნოს ყელის ნაცხთან/პაპ ტესტთან დაკავშირებით და მიიღოს პრევენციული ზომები;

რადგან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუნთშიდა ინექციის შემდეგ თრომბოციტოპენიის (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედების დაბალი დონე) და სისხლის შედედების პათოლოგიების მქონე პირებში, ამიტომ ვაქცინაცია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ასეთ პაციენტებში.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს ან აღენიშნებოდა ნებისმიერ დროს წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დაცვის ხანგრძლივობა უცნობია. ხანგრძლივი დაკვირვებითი კვლევები მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ბუსტერ დოზის საჭიროება.

გარდასილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები გარდასილის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარდასილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

გარდასილი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

გარდასილი შეიძლება გაკეთდეს B ჰეპატიტის (გენური ტექნოლოგიით დამზადებული) ვაქცინასთან ერთად ან კომბინირებულ ბუსტერ ვაქცინასთან, რომელიც შეიცავს დიფტერიის (d) და ტეტანუსის (T) ვაქცინას, ყივანახველის (არაუჯრედული, კომპონენტი) (ap) და/ან პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) (IPV) (dTap, dT-IPV, dTap-IPV ვაქცინები) ვაქცინასთან ერთად განსხვავებულ საინექციო ადგილას (სხეულის მეორე მხარეს, მაგ.: მეორე მკლავზე ან ფეხზე) იმავე ვიზიტის დროს.

გარდასილს შეიძლება არ ჰქონდეს ოპტიმალური ეფექტი, თუ გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ იმუნურ სისტემას.

კლინიკურ კვლევებში პერორალურმა ან სხვა კონტრაცეპტივებმა არ დააქვეითეს გარდასილით გამოწვეული დაცვის ეფექტი.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა ვაქცინისა და მედიკამენტის მსგავსად, პირებს, რომლებიც მგრძნობიარეები არიან გარდასილის ინგრედიენტების მიმართ, შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

გარდასილი ზოგადად კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენების სიხშირის კატეგორიები ქვემოთ ჩამოთვლილია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში;

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში;

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში;

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, ინექციის ადგილის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ტკივილი, შეშუპება და სიწითლე.

ხშირი: ინექციის ადგილის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სისხლჩაქცევა, ქავილი, ტკივილი კიდურის არეში. ასევე აღინიშნა ცხელება და გულისრევა.

იშვიათი: ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).

როცა გარდასილი გაკეთდა დიფტერია, ტეტანუს, ყივანახველა (არაუჯრედული, კომპონენტი) და პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) ბუსტერ კომბინირებულ ვაქცინასთან იმავე ვიზიტის დროს, უფრო მეტად აღინიშნა თავის ტკივილი და ინექციის ადგილის შეშუპება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში:

აღინიშნა გულისწასვლა, ზოგჯერ კანკალით ან გაშეშებით. თუმცა, გულისწასვლის ეპიზოდები არახშირია, საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება HPV-ის ვაქცინით აცრიდან 15 წუთის განმავლობაში.

აღინიშნა ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ხმაურიან სუნთქვას (ბრონქოსპაზმს), ჭინჭრის ციებასა და გამონაყარს, ზოგიერთი ეს რეაქცია მძიმე იყო.

სიხშირე უცნობია:

ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (კისრის, იღლიის ან საზარდულის);

კუნთების სისუსტე, პათოლოგიური შეგრძნებები, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში, ფეხებში და სხეულის ზედა ნაწილში) ან ცნობიერების დაბინდვა (გილიან-ბარის სინდრომი, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი);

თავბრუსხვევა;

ღებინება;

სახსრების ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;

შემცივნება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ჩვეულებრივზე უფრო ხშირად სისხლდენა ან სისხლჩაქცევა;

ინექციის ადგილზე კანის ინფექციები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის პირობები

გარდასილი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება 2 ºC-8 ºC ტემპერატურაზე (მაცივარში). წინასწარშევსებული მზა შპრიცი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა. თუ ვაქცინა გაყინულია, არ უნდა იქნას გამოყენებული.

ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული ფერის ცვლილების ან უცხო ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია გარდასილის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

დაუშვებელია გარდასილის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

Merck Sharp Dohme Ilaclari Ltd. Sti.

Levent – İstanbul

მერკ შარფ დომე ილაჩლარი ლტდ. შტი

ლევენტი - სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Merck Sharp & Dohme Corp.

West Point Penmsylvania, ABD

მერკ შარდ & დომე კორპ.

ვესტ ფოინთ პენსილვანია აბდ

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 26/05/2021

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გარდასილი ხელმისაწვდომია წინასწარშევსებული შპრიცით, რომელიც მზადაა ინტრამუსკულარული ინექციისათვის (ი.მ.), უმჯობესია მხრის ზედა ნაწილის დელტოიდურ არეში;

თუ შეფუთვაში 2 სხვადასხვა ზომის ნემსია, არჩეულ უნდა იქნას შესაბამისი ნემსი, რომელიც უზრუნველყოფს კუნთში გაკეთებას პაციენტის ზომისა და წონის მიხედვით;

პარენტერალური სამკურნალო პროდუქტები დათვალიერებულ უნდა იქნას ვიზუალურად გამოყენებამდე, მათში ნაწილაკების არსებობაზე ან ფერის ცვლილებაზე. თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება, პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული გამოუყენებლი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოყენებამდე კარგად უნდა შეინჯღრეს. ნემსი უნდა დამაგრდეს საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით, სანამ ნემსი საიმედოდ არ დამაგრდება შპრიცზე. უნდა გაკეთდეს მთლიანი დოზა სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

გარდასილი ი.მ. საინექციო სუსპენზია

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა [ტიპები 6, 11, 16, 18] (რეკომბინანტული, ადსორბირებული)

განკუთვნილია კუნთშიდა ინექციისათვის

სტერილური

აქტიური ნივთიერებები:

1 დოზა (0.5 მლ) შეიცავს:

HPV1 ტიპის 6 L1 პროტეინი2,3 20 მიკროგრამი

HPV1 ტიპის 11 L1 პროტეინი2,3 40 მიკროგრამი

HPV1 ტიპის 16 L1 პროტეინი2,3 40 მიკროგრამი

HPV1 ტიპის 18 L1 პროტეინი2,3 20 მიკროგრამი

1ადამიანის პაპილომავირუსი= HPV

2L1 პროტეინი, ვირუსის მსგავსი ნაწილაკების ფორმით, წარმოქმნილია Saccharomyces cerevissiae-ს უჯრედებში (CANADE 3C-5 (შტამი 1895)) რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით.

3ადსორბირებულია ამორფულ ადიუვანტურ ალუმინის ჰიდროქსიფოსფატის სულფატზე (0.225 მილიგრამი Al+3).

დამხმარე ნივთიერებები: ადიუვანტური ამორფული ჰიდროქსიფოსფატის ალუმინის სულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰისტიდინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბორატი, საინექციო წყალი.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.

მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს გარდასილი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გარდასილის გამოყენებამდე

გარდასილის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

გარდასილის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს გარდასილი და მისი გამოყენება

გარდასილი შენჯღრევამდე არის გამჭვირვალე სითხე თეთრი ნალექით. ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ის არის თეთრი, მღვრიე სითხე.

გარდასილი არის ვაქცინა. ვაქცინაცია გარდასილით განკუთვნილია დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 6, 11, 16 და 18 ტიპებით.

ეს დაავადებები მოიცავს გენიტალიების (ქალის რეპროდუქციული ორგანოების) პრეკანცეროგენულ (კიბოს წინარე) დაზიანებებს (საშვილოსნოს ყელი, ვულვა (ქალის გარეთა სასქესო ორგანო) და საშო (ქალის სასქესო ორგანო საშვილოსნოს ყელამდე); ანუსის პრეკანცეროგენულ დაზიანებებს და სასქესო ორგანოების წვეტიან კონდილომებს. საშვილოსნოს ყელისა და ანუსის ავთვისებიან სიმსივნეებს. HPV-ს მე-16 და მე-18 ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 70%-ს, ანუსის კიბოს 75-80%-ს, HPV-სთან დაკავშირებული ვულვისა და საშოს პრეკანცეროგენული დაზიანებების 75%-ს. HPV-ს მე-6 და მე-11 ტიპები იწვევენ გენიტალური კონდილომების 90%-ს.

გარდასილი გამოიყენება ამ დაავადებების პრევენციისათვის. ვაქცინა არ არის განკუთვნილი HPV-ით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. გარდასილს არ აქვს ეფექტი იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ ვაქცინის HPV-ს ტიპებთან დაკავშირებული პერსისტენტული ინფექცია ან დაზიანებები. თუმცა იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან ვაქცინის HPV-ს ერთი ან რამდენიმე ტიპით, გარდასილი იცავს დაავადებებისაგან, რომლებსაც იწვევს ვაქცინის სხვა HPV-ს ტიპები.

გარდასილი არ იწვევს დაავადებას, ის იცავს დაავადებისაგან.

გარდასილი წარმოქმნის ტიპ-სპეციფიკურ ანტისხეულებს და კლინიკურ კვლევებში აჩვენა, რომ ახდენს HPV-ს მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპებთან დაკავშირებულ დაავადებებს 16-45 წლის ასაკის ქალებში და 16-26 წლის ასაკის მამაკაცებში. ვაქცინა ასევე წარმოქმნის ტიპ-სპეციფიკურ ანტისხეულებს 9-15 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გარდასილი გამოყენებულ უნდა იქნას ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გარდასილის გამოყენებამდე

დაუშვებელია გარდასილის გამოყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია გარდასილის აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი);

თუ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქცია გარდასილის დოზის მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება დაავადება მაღალი ცხელებით (თუმცა, სუსტი ცხელება ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მაგ.: გაციება, არ წარმოადგენს ვაქცინაციის გადადების მიზეზს).

გარდასილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

ექიმი განსაზღვრავს ეხება თუ არა პაციენტს ქვემოთ ჩამოთვლილი:

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია (თუ პაციენტს აღენიშნება ჰემოფილია, რომელიც იწვევს ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს სისხლდენას);

თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია (მაგ.: გენეტიკური პათოლოგიის ან ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის გამო);

სინკოპე (გულისწასვლა), ზოგჯერ დაცემასთან ერთად, რომელიც აღინიშნა გარდასილით აცრის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა გულისწასვლა წინა ინექციის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

როგორც ყველა სხვა ვაქცინის შემთხვევაში, გარდასილით აცრა არ განაპირობებს ყველა აცრილი პირის სრულ დაცვას;

გარდასილი იცავს მხოლოდ იმ დაავადებებისაგან, რომლებსაც იწვევს HPV-ს მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 ტიპები. ამიტომ, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული სქესობრივად გადამდები დაავადებების წინააღმდეგ;

გარდასილი არ იცავს დაავადებებისაგან, რომელსაც არ იწვევს HPV ვირუსი;

საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაქცინაცია არ ანაცვლებს სკრინინგს. პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები საშვილოსნოს ყელის ნაცხთან/პაპ ტესტთან დაკავშირებით და მიიღოს პრევენციული ზომები;

რადგან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუნთშიდა ინექციის შემდეგ თრომბოციტოპენიის (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედების დაბალი დონე) და სისხლის შედედების პათოლოგიების მქონე პირებში, ამიტომ ვაქცინაცია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ასეთ პაციენტებში.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს ან აღენიშნებოდა ნებისმიერ დროს წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დაცვის ხანგრძლივობა უცნობია. ხანგრძლივი დაკვირვებითი კვლევები მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ბუსტერ დოზის საჭიროება.

გარდასილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდის გამო საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ფეხმძიმობა

ქალებში, რომლებსაც მშობიარობამდე არ გაუკეთდათ 3 დოზა, ვაქცინაცია უნდა დასრულდეს მშობიარობის შემდეგ.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ვაქცინაციამდე.

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას ვაქცინაციის პერიოდში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ვაქცინაციამდე..

გარდასილი შეიძლება გაკეთდეს ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს ან გეგმავენ ძუძუთი კვებას.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ ჩატარებულა კვლევები გარდასილის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარდასილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

გარდასილი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

გარდასილი შეიძლება გაკეთდეს B ჰეპატიტის (გენური ტექნოლოგიით დამზადებული) ვაქცინასთან ერთად ან კომბინირებულ ბუსტერ ვაქცინასთან, რომელიც შეიცავს დიფტერიის (d) და ტეტანუსის (T) ვაქცინას, ყივანახველის (არაუჯრედული, კომპონენტი) (ap) და/ან პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) (IPV) (dTap, dT-IPV, dTap-IPV ვაქცინები) ვაქცინასთან ერთად განსხვავებულ საინექციო ადგილას (სხეულის მეორე მხარეს, მაგ.: მეორე მკლავზე ან ფეხზე) იმავე ვიზიტის დროს.

გარდასილს შეიძლება არ ჰქონდეს ოპტიმალური ეფექტი, თუ გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ იმუნურ სისტემას.

კლინიკურ კვლევებში პერორალურმა ან სხვა კონტრაცეპტივებმა არ დააქვეითეს გარდასილით გამოწვეული დაცვის ეფექტი.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.

გარდასილის გამოყენების წესი

გარდასილი კეთდება ინექციის სახით ექიმის მიერ. გარდასილი განკუთვნილია მოზარდებისა და მოზრდილებისათვის 9 წლის ასაკიდან და ზემოთ.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ

9-13 წლის ასაკის პირები

გარდასილი შეიძლება გაკეთდეს 2-დოზიანი სქემის მიხედვით:

პირველი ინექცია: არჩეულ თარიღში

მეორე ინექცია: პირველი ინექციიდან 6 თვის შემდეგ

თუ ვაქცინის მეორე დოზა გაკეთდა პირველი დოზიდან 6 თვეზე ადრე, ყოველთვის უნდა გაკეთდეს მესამე დოზა.

ალტერნატიულად, გარდასილი შეიძლება გაკეთდეს 3-დოზიანი სქემით:

პირველი ანექცია: არჩეულ თარიღში

მეორე ინექცია: პირველი ინექციიდან 2 თვის შემდეგ

მესამე ინექცია: პირველი ინექციიდან 6 თვის შემდეგ

მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არაუმცირეს ერთი თვის შემდეგ და მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან არაუმცირეს 3 თვის შემდეგ. ყველა სამი დოზა უნდა გაკეთდეს 1-წლიან პერიოდში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

თუ პირი 14 წელზე მეტი ასაკისა

გარდასილი უნდა გაკეთდეს 3-დოზიანი სქემით:

პირველი ანექცია: არჩეულ თარიღში

მეორე ინექცია: პირველი ინექციიდან 2 თვის შემდეგ

მესამე ინექცია: პირველი ინექციიდან 6 თვის შემდეგ

მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არაუმცირეს ერთი თვის შემდეგ და მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან არაუმცირეს 3 თვის შემდეგ. ყველა სამივე დოზა უნდა გაკეთდეს 1-წლიან პერიოდში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

რეკომენდებულია, რომ პირებმა რომლებმაც მიიღეს გარდასილის პირველი დოზა, ვაქცინაციის კურსი დაასრულონ გარდასილით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

გარდასილი კეთდება კუნთშიდა ინექციის სახით მხრის ზედა ნაწილის დელტოიდურ რეგიონში ან ბარძაყის ზედა ნაწილში;

ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს გამოყენებამდე;

ვაქცინა არ უნდა შეერიოს იმავე შპრიცში სხვა ვაქცინებსა და ხსნარებს;

ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

გარდასილი არ უნდა იქნას გამოყენებული 9 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

გარდასილის ეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში დადგენილი არ არის.

განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება:

არ არის სპეციალური რეკომენდაციები. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს.

თუ პაციენტს რჩება შთაბეჭდილება, რომ გარდასილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გარდასილის დოზის გადაჭარბებისას

გარდასილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გარდასილის დოზის გამოტოვებისას

თუ პაციენტმა გამოტოვა დაგეგმილი ინექცია, ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა გაკეთდეს გამოტოვებული დოზა.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული ინსტრუქციების დაცვა შემდგომი ვიზიტებისათვის. თუ პაციენტს დაავიწყდა ან არ შეუძლია ვიზიტზე მისვლა დაგეგმილ დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. თუ პირველი დოზა კეთდება გარდასილით, ვაქცინაციის კურსი უნდა დამთავრდეს გარდასილით და არა სხვა HPV-ის ვაქცინით.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა ვაქცინისა და მედიკამენტის მსგავსად, პირებს, რომლებიც მგრძნობიარეები არიან გარდასილის ინგრედიენტების მიმართ, შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

გარდასილი ზოგადად კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენების სიხშირის კატეგორიები ქვემოთ ჩამოთვლილია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში;

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში;

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში;

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, ინექციის ადგილის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ტკივილი, შეშუპება და სიწითლე.

ხშირი: ინექციის ადგილის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სისხლჩაქცევა, ქავილი, ტკივილი კიდურის არეში. ასევე აღინიშნა ცხელება და გულისრევა.

იშვიათი: ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).

როცა გარდასილი გაკეთდა დიფტერია, ტეტანუს, ყივანახველა (არაუჯრედული, კომპონენტი) და პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) ბუსტერ კომბინირებულ ვაქცინასთან იმავე ვიზიტის დროს, უფრო მეტად აღინიშნა თავის ტკივილი და ინექციის ადგილის შეშუპება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში:

აღინიშნა გულისწასვლა, ზოგჯერ კანკალით ან გაშეშებით. თუმცა, გულისწასვლის ეპიზოდები არახშირია, საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება HPV-ის ვაქცინით აცრიდან 15 წუთის განმავლობაში.

აღინიშნა ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ხმაურიან სუნთქვას (ბრონქოსპაზმს), ჭინჭრის ციებასა და გამონაყარს, ზოგიერთი ეს რეაქცია მძიმე იყო.

სიხშირე უცნობია:

ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (კისრის, იღლიის ან საზარდულის);

კუნთების სისუსტე, პათოლოგიური შეგრძნებები, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში, ფეხებში და სხეულის ზედა ნაწილში) ან ცნობიერების დაბინდვა (გილიან-ბარის სინდრომი, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი);

თავბრუსხვევა;

ღებინება;

სახსრების ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;

შემცივნება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ჩვეულებრივზე უფრო ხშირად სისხლდენა ან სისხლჩაქცევა;

ინექციის ადგილზე კანის ინფექციები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გარდასილის შენახვის წესი

გარდასილი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება 2 ºC-8 ºC ტემპერატურაზე (მაცივარში). წინასწარშევსებული მზა შპრიცი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა. თუ ვაქცინა გაყინულია, არ უნდა იქნას გამოყენებული.

ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული ფერის ცვლილების ან უცხო ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია გარდასილის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

დაუშვებელია გარდასილის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

Merck Sharp Dohme Ilaclari Ltd. Sti.

Levent – İstanbul

მერკ შარფ დომე ილაჩლარი ლტდ. შტი

ლევენტი - სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Merck Sharp & Dohme Corp.

West Point Penmsylvania, ABD

მერკ შარდ & დომე კორპ.

ვესტ ფოინთ პენსილვანია აბდ

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 26/05/2021

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გარდასილი ხელმისაწვდომია წინასწარშევსებული შპრიცით, რომელიც მზადაა ინტრამუსკულარული ინექციისათვის (ი.მ.), უმჯობესია მხრის ზედა ნაწილის დელტოიდურ არეში;

თუ შეფუთვაში 2 სხვადასხვა ზომის ნემსია, არჩეულ უნდა იქნას შესაბამისი ნემსი, რომელიც უზრუნველყოფს კუნთში გაკეთებას პაციენტის ზომისა და წონის მიხედვით;

პარენტერალური სამკურნალო პროდუქტები დათვალიერებულ უნდა იქნას ვიზუალურად გამოყენებამდე, მათში ნაწილაკების არსებობაზე ან ფერის ცვლილებაზე. თუ აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება, პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული გამოუყენებლი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოყენებამდე კარგად უნდა შეინჯღრეს. ნემსი უნდა დამაგრდეს საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით, სანამ ნემსი საიმედოდ არ დამაგრდება შპრიცზე. უნდა გაკეთდეს მთლიანი დოზა სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა