გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის და პრევენციის მიზნით. პრეპარტი შეიცავს რკინას, რკინის ფუმარატის სახით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Ferrous Fumarate)
- ფორმა და შეფუთვა
- 305მგ მყარი კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Custom Pharmaceuticals Ltd., დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, ორვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები
- ATC კოდი
- B03AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042115
- რეგისტრირებულია
- 30 სექტემბერი 2024, მოქმედებს 30 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
გალფერი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის და პრევენციის მიზნით. პრეპარტი შეიცავს რკინას, რკინის ფუმარატის სახით.
მიღების წესი და დოზირება
მნიშვნელოვანი საკითხები პრეპარატის მიღებამდე
გალფერის კაფსულების მიღება უმჯობესია ჭამამდე, ცარიელ კუჭზე. თუ პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას, მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ზოგიერთი ტიპის პროდუქტმა, მაგ. ჩაიმ, კვერცხმა და რძემ შეიძლება შეამციროს როგანიზმში რკინის შეწოვის ხარისხი. არასასურველი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გალფერის კაფსულებმა შესაძლოა განაპირობონ განავლის უჩვეულოდ მუქი შეფერილობა. აღნიშნული წარმოადგენს რკინის შემცველი პრეპარატებისთვის დამახასიათებელ მოვლენას.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რკინის დეფიციტის კორექციის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შესახებ პაციენტს კონსულტაციას გაუწევს ექიმი.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა მკაცრი სამედიცინო მონიტორინგი. ბავშვებში პრეპარატის გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური დაგროვება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი მკურნალიე ექიმის მიერ.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან
რკინის დეფიციტის პრევენცია
მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.
რკინის დეფიციტის მკურნალობა
მიიღება ერთი კაფსულა ორჯერ დღეში
12 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის განსაკუთრებული მითითების გარეშე.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში რკინის შემცველობის ნებისმიერი სხვა ტიპის პრობლემა (მათ შორის დარღვევები, რომლის დროსაც ხდება რკინის დაგროვება რბილ ქსოვილებში ან სისხლის წითელ უჯრედებთან ასოცირებული პრობლემები).
თუ პაციენტს აქვს პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავთა ასოცირებული სხვა პრობლემები.
თუ პაციენტს წარსულში ჩატარებული აქვს სისხლის მრავალჯერადი ტრანსფუზია.
თუ პაციენტს აქვს ანემია, რომელიც არ არის ასოცირებული რკინის დეფიციტთან.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება რკინის ინექციები.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება დიმერკაპროლის ინექციები მეტალით ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან სრული რეზექცია.
თუ პაციენტს აღენიშნება ვიტამინების, განსაკუთრებით B-12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი.
თუ პაციენტი არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი ნაკლებად ხშირია მამაკაცებში და მიზეზი შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით კვლევას მკურნალი ექიმის მიერ.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ პრეპარატებს:
ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის ნეომიცინი, ტეტრაციკლინები (მაგ. ოქსიტეტრაციკლინი), ქლორამფენიკოლი ან ფტორქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი)
პენიცილამინი ართრიტის სამკურნალოდ
დისპეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის ანტაციდები, კალციუმის დანამატები ან ცინკი
ქოლესტირამინი, რომელიც უმთავრესად გამოიყენება ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ
ლევოდოპა, კარბიდოპა ან ენტაკაპონი პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
ლევოთიროქსინი ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ
ბისფოსფონატები ოსტეოპოროზის სამკურნალოდ
ტრიენტინი ვილსონის დაავადების სამკურნალოდ
მეთილდოპა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ
განავლის ანალიზის ჩატარებამდე, ექიმს უნდა ეცნობოს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ვინაიდან გალფერის კაფსულებმა შეიძლება განაპირობოს განვლის შავად შეფერვა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმის მითითების გარეშე გალფერის კაფსულები არ გამოიყენება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
ორსულობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის გამოყენება. აღნიშნულ საკითხზე პაციენტს კონსულტაციას გაუწევს მკურნალი ექიმი.
გალფერის კაფსულების მიღება დასაშვებია ორსულობის პერიოდში, ექიმის დანიშნულებისამებრ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გალფერის კაფსულები არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები:
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეზე ეჭვის არსეობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს:
ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ცხელება, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპება, ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან კუჭის ტკივილი.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მადის დაკარგვა
გულისრევა ან ღებინება
დისკომფორტის შეგრძნება კუჭში
ყაბზობა
ფაღარათი
განავლის მუქი შეფერილობა
რკინის დაგროვება უჯრედებში
ყაბზობა შესაძლოა მეტად იყოს გამოხატული ხანდაზმულ პაციენტებში
ფაღარათი შესაძლოა მეტად იყოს გამოხატული ნაწლავის ანთებითი დაავადების (მაგ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კოლიტი ან დივერტიკულიტი) მქონე პაციენტებში.
ნებისმიერი აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ხასიათისაა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ჭარბი დოზირება შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის კოლოფი და აჩვენოს ის სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული გეგმის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
შენახვის პირობები
ეს პროდუქტი შეიცავს რკინას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ვინაიდან ჭარბი დოზირება შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
ინახება გრილ ადგილას.
შენახვისას კონტეინერის სახურავი უნდა იყოს კარგად მოჭერილი.
არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.
- დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერების შემცველობა თითოეულ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (100 მგ რკინის ექვივალენტური ოდენობა).
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ქინოლინი ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).
გალფერის კაფსულები წითელი და მწვანე ფერისაა, რომლებზეც ამოტვიფრულია - ‘galfer’. გამოდის ტუბებში 100 და 250 კაფსულით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
გალფერი
305 მგ კაფსულები
რკინის ფუმარატი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის ან რჩევისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში.
- რისთვის გამოიყენება ეს პრეპარატი?
გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის და პრევენციის მიზნით. პრეპარტი შეიცავს რკინას, რკინის ფუმარატის სახით.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე?
გალფერის კაფსულები არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში რკინის შემცველობის ნებისმიერი სხვა ტიპის პრობლემა (მათ შორის დარღვევები, რომლის დროსაც ხდება რკინის დაგროვება რბილ ქსოვილებში ან სისხლის წითელ უჯრედებთან ასოცირებული პრობლემები).
თუ პაციენტს აქვს პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავთა ასოცირებული სხვა პრობლემები.
თუ პაციენტს წარსულში ჩატარებული აქვს სისხლის მრავალჯერადი ტრანსფუზია.
თუ პაციენტს აქვს ანემია, რომელიც არ არის ასოცირებული რკინის დეფიციტთან.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება რკინის ინექციები.
თუ პაციენტს ამჟამად უტარდება დიმერკაპროლის ინექციები მეტალით ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან სრული რეზექცია.
თუ პაციენტს აღენიშნება ვიტამინების, განსაკუთრებით B-12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი.
თუ პაციენტი არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი ნაკლებად ხშირია მამაკაცებში და მიზეზი შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით კვლევას მკურნალი ექიმის მიერ.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ პრეპარატებს:
ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის ნეომიცინი, ტეტრაციკლინები (მაგ. ოქსიტეტრაციკლინი), ქლორამფენიკოლი ან ფტორქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი)
პენიცილამინი ართრიტის სამკურნალოდ
დისპეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის ანტაციდები, კალციუმის დანამატები ან ცინკი
ქოლესტირამინი, რომელიც უმთავრესად გამოიყენება ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ
ლევოდოპა, კარბიდოპა ან ენტაკაპონი პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
ლევოთიროქსინი ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ
ბისფოსფონატები ოსტეოპოროზის სამკურნალოდ
ტრიენტინი ვილსონის დაავადების სამკურნალოდ
მეთილდოპა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ
განავლის ანალიზის ჩატარებამდე, ექიმს უნდა ეცნობოს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ვინაიდან გალფერის კაფსულებმა შეიძლება განაპირობოს განვლის შავად შეფერვა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმის მითითების გარეშე გალფერის კაფსულები არ გამოიყენება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
ორსულობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის გამოყენება. აღნიშნულ საკითხზე პაციენტს კონსულტაციას გაუწევს მკურნალი ექიმი.
გალფერის კაფსულების მიღება დასაშვებია ორსულობის პერიოდში, ექიმის დანიშნულებისამებრ.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
გალფერის კაფსულები არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- პრეპარატის გამოყენების წესი
მნიშვნელოვანი საკითხები პრეპარატის მიღებამდე
გალფერის კაფსულების მიღება უმჯობესია ჭამამდე, ცარიელ კუჭზე. თუ პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას, მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ზოგიერთი ტიპის პროდუქტმა, მაგ. ჩაიმ, კვერცხმა და რძემ შეიძლება შეამციროს როგანიზმში რკინის შეწოვის ხარისხი. არასასურველი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გალფერის კაფსულებმა შესაძლოა განაპირობონ განავლის უჩვეულოდ მუქი შეფერილობა. აღნიშნული წარმოადგენს რკინის შემცველი პრეპარატებისთვის დამახასიათებელ მოვლენას.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რკინის დეფიციტის კორექციის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შესახებ პაციენტს კონსულტაციას გაუწევს ექიმი.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა მკაცრი სამედიცინო მონიტორინგი. ბავშვებში პრეპარატის გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური დაგროვება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი მკურნალიე ექიმის მიერ.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან
რკინის დეფიციტის პრევენცია
მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.
რკინის დეფიციტის მკურნალობა
მიიღება ერთი კაფსულა ორჯერ დღეში
12 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის განსაკუთრებული მითითების გარეშე.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში
უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ჭარბი დოზირება შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის კოლოფი და აჩვენოს ის სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული გეგმის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები:
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეზე ეჭვის არსეობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს:
ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ცხელება, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპება, ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან კუჭის ტკივილი.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მადის დაკარგვა
გულისრევა ან ღებინება
დისკომფორტის შეგრძნება კუჭში
ყაბზობა
ფაღარათი
განავლის მუქი შეფერილობა
რკინის დაგროვება უჯრედებში
ყაბზობა შესაძლოა მეტად იყოს გამოხატული ხანდაზმულ პაციენტებში
ფაღარათი შესაძლოა მეტად იყოს გამოხატული ნაწლავის ანთებითი დაავადების (მაგ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კოლიტი ან დივერტიკულიტი) მქონე პაციენტებში.
ნებისმიერი აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ხასიათისაა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატის შენახვის წესი
ეს პროდუქტი შეიცავს რკინას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ვინაიდან ჭარბი დოზირება შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
ინახება გრილ ადგილას.
შენახვისას კონტეინერის სახურავი უნდა იყოს კარგად მოჭერილი.
არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.
- დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერების შემცველობა თითოეულ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (100 მგ რკინის ექვივალენტური ოდენობა).
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ქინოლინი ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).
გალფერის კაფსულები წითელი და მწვანე ფერისაა, რომლებზეც ამოტვიფრულია - ‘galfer’. გამოდის ტუბებში 100 და 250 კაფსულით.
მწარმოებელი:
Custom Pharmaceuticals Ltd., Conway Street, Hove, East Sussex, BN3 3LW.
ქასთმ ფარმაცეტიქალს შპს., ქონუეის ქ. ჰოუვი, ისთ სასექსი, BN3 3LW.
ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: ივნისი 2016.
გალფერი წარმოადგენს შპს თორნტონ & როსს-ის სავაჭრო მარკას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
