გალოტამი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
galotam® 100mg comprimidos recubiertos con película EFG
გალოტამი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. გალოტამი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სილდენაფილი (sildenafil)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური პრეპარატები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები
- ATC კოდი
- G04BE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024308
- რეგისტრირებულია
- 26 იანვარი 2018, მოქმედებს 26 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
გალოტამი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გალოტამი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. გალოტამი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. დაუშვებელია გალოტამის მიღება, თუ პაციენტს არ აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. გალოტამის გამოყენება არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.
გალოტამი გამოიყენება მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ამ დროს ვერ ხერხდება ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისთვის.
მიღების წესი და დოზირება
გალოტამის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
გალოტამის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ.
გალოტამის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ გალოტამის ეფექტი უფრო ძლიერი ან სუსტია, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გალოტამი მოქმედებს ერექციაზე მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. გალოტამის მოქმედების დაწყების დრო სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია, მაგრამ ჩვეულებრივ, ის მერყეობს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. თუმცა ნოყიერი საკვების შემდეგ გალოტამის მოქმედების დაწყების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თუ გალოტამი არ მოქმედებს ერექციაზე ან ერექცია არ გრძელდება სექსუალური აქტისთვის საკმარისი დროის განმავლობაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
გალოტამის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უფრო დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენების განვითარება და მათი დამძიმება. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის წამლის ეფექტურობას.
დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება.
საჭიროა ექიმთან მიმართვა დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის შეტყობინებით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) სილდენაფილის ან გალოტამის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი იღებს ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებს. მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ნიტრატის ჯგუფის ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია სტენოკარდიული ტკივილის მოსახსნელად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც აზოტის ოქსიდის დონორები, როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხასიათის დარღვევები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, ცერებრული ინფარქტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ან აქვს დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრული დაავადებები (როგორიცაა მაგ.: პიგმენტური რეტინიტი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გალოტამის მიღებისას
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია
თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
თუ პაციენტს აღენიშნება სასქესო ასოს დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის დაავადებები. ამ შემთხვევაში საჭიროა დეტალური გამოკვლევა, შეუძლია თუ არა გულს დამატებითი დატვირთვის ატანა, რომელიც აღინიშნება სექსუალური აქტის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა, მაგ.: ჰემოფილია);
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, უნდა შეწყდეს გალოტამის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა;
არ შეიძლება სილდენაფილის მიღება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
გალოტამი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
უნდა ეთქვას ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები. ექიმმა შეიძლება შეამციროს წამლის დოზა.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
გალოტამმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, განსაკუთრებით, იმ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის დროს. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, რომ ის იღებდა გალოტამს. არ შეიძლება გალოტამის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად ექიმის დანიშნულების გარეშე.
არ შეიძლება გალოტამის მიღება ნიტრატებთან ერთად, რადგან ამ პროდუქტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში დაქვეითება. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის კუპირებისათვის.
არ შეიძლება გალოტამის მიღება, თუ პაციენტი იღებს ე.წ. აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება სახიფათოდ დაქვეითდეს არტერიული წნევა.
თუ პაციენტი იღებს ე.წ. პროტეაზის ინჰიბიტორებს, მაგ.: აივ-ინფექციის სამკურნალოდ, რეკომენდებულია გალოტამის უმცირესი დოზით (25 მგ) მიღება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით სწრაფად დაჯდომის ან ადგომის დროს. გალოტამის მიღებამ ალფა-ბლოკატორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ სიმპტომების განვითარება, ძირითადად, სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების რისკის შესამცირებლად, გალოტამის მიღების დაწყებამდე პაციენტი რეგულარულად უნდა იღებდეს ალფა-ბლოკატორის დღიურ დოზას. ამ დროს ექიმმა გალოტამი შეიძლება დანიშნოს უმცირესი დოზით (25 მგ).
გალოტამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გალოტამის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გალოტამის მოქმედების დაწყების დაგვიანება.
ალკოჰოლმა შეიძლება დროებით დააქვეითოს ერექცია. ამიტომ, წამლის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება გალოტამის მიღებამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
გალოტამი არ ინიშნება ქალებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გალოტამმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე გალოტამი.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გალოტამი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა სილდენაფილის მიღების დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის და ხანმოკლე ხანგრძლივობის.
თუ სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში:
პაციენტი უნდა წამოჯდეს და მოდუნდეს;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ნიტრატები მკერდის არეში ტკივილის მოსახსნელად;
საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ყველა მედიკამენტმა, მათ შორის, გალოტამმა, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სილდენაფილის მიღების შემდეგ, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ: უეცრად განვითარებული სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა), სუნთქვის უკმარისობა ან თავბრუსხვევა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება.
სილდენაფილის მიღების შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევებში, აღინიშნა გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია. თუ ერექცია გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება, უნდა შეწყდეს სილდენაფილის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა არის თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში): სახის წამოწითლება, დისპეფსია, მხედველობაზე გავლენა (მოიცავს ფერების აღქმის დარღვევას, სინათლისადმი მგრძნობელობას, ბუნდოვან მხედველობას ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას), ცხვირის გაჭედვა და თავბრუსხვევა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში): ღებინება, გამონაყარი კანზე, სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში, თვალების გაღიზიანება, თვალების სიწითლე/წითელი თვალები, თვალის ტკივილი, მხედველობის გაორება, თვალებში უჩვეულო შეგრძნება, ცრემლიანი თვალები, სისხლდენა სასქესო ასოდან, სათესლე სითხეში და/ან შარდში სისხლის არსებობა, გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების მგრძნობელობის დაქვეითება, ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება), ყურებში ხმაური, გულისრევა, პირის სიმშრალე, ტკივილი გულმკერდის არეში და დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-10 პაციენტში): მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცხვირიდან სისხლდენა და სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო: გულის თრთოლვა, ტკივილი გულმკერდის არეში, უეცარი სიკვდილი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი შემცირება. ამ პაციენტების უმტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მდგომარეობების პირდაპირი კავშირის დადგენა გალოტამთან შეუძლებელია. ასევე, აღინიშნა კრუნჩხვების განვითარება და კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც მოიცავს გამონაყარს, ბუშტუკებს, კანის აქერცვლასა და ტკივილს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ადამინიასათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.notificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
შენახვის ვადა:
დაუშვებელია გალოტამის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი კოლოფი ან მედიკამენტები უნდა მოთავსდეს აფთიაქში სიგრე სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
გალოტამის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია: შიგთავსი: კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინის პიგმენტი (E132).
მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა
გალოტამი 100 მგ არის მოგრძო ფორმის, ლურჯი აპკით შემოგარსული ტაბლეტები ამოტვიფრულია “100”. შეფუთვაში მოთავსებულია 4 ან 8 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos -Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
სხვა ფარმაცევტული ფორმები
გალოტამი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
გალოტამი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 2013 წლის ივნისი
დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომის ესპანეთის წამლისა და სამედიცინო მოწყობლობების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
გალოტამი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
სილდენაფილის ციტრატი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას ან ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გალოტამი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გალოტამის მიღებამდე
გალოტამის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გალოტამის შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს გალოტამი და მისი გამოყენება
გალოტამი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. გალოტამი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. დაუშვებელია გალოტამის მიღება, თუ პაციენტს არ აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. გალოტამის გამოყენება არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.
გალოტამი გამოიყენება მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ამ დროს ვერ ხერხდება ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისთვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გალოტამის მიღებამდე
დაუშვებელია გალოტამის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) სილდენაფილის ან გალოტამის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი იღებს ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებს. მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ნიტრატის ჯგუფის ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია სტენოკარდიული ტკივილის მოსახსნელად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც აზოტის ოქსიდის დონორები, როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხასიათის დარღვევები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, ცერებრული ინფარქტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ან აქვს დაბალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრული დაავადებები (როგორიცაა მაგ.: პიგმენტური რეტინიტი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გალოტამის მიღებისას
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია
თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
თუ პაციენტს აღენიშნება სასქესო ასოს დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის დაავადებები. ამ შემთხვევაში საჭიროა დეტალური გამოკვლევა, შეუძლია თუ არა გულს დამატებითი დატვირთვის ატანა, რომელიც აღინიშნება სექსუალური აქტის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა, მაგ.: ჰემოფილია);
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, უნდა შეწყდეს გალოტამის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა;
არ შეიძლება სილდენაფილის მიღება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
გალოტამი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
უნდა ეთქვას ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები. ექიმმა შეიძლება შეამციროს წამლის დოზა.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
გალოტამმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, განსაკუთრებით, იმ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის დროს. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, რომ ის იღებდა გალოტამს. არ შეიძლება გალოტამის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად ექიმის დანიშნულების გარეშე.
არ შეიძლება გალოტამის მიღება ნიტრატებთან ერთად, რადგან ამ პროდუქტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში დაქვეითება. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის კუპირებისათვის.
არ შეიძლება გალოტამის მიღება, თუ პაციენტი იღებს ე.წ. აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება სახიფათოდ დაქვეითდეს არტერიული წნევა.
თუ პაციენტი იღებს ე.წ. პროტეაზის ინჰიბიტორებს, მაგ.: აივ-ინფექციის სამკურნალოდ, რეკომენდებულია გალოტამის უმცირესი დოზით (25 მგ) მიღება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით სწრაფად დაჯდომის ან ადგომის დროს. გალოტამის მიღებამ ალფა-ბლოკატორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ სიმპტომების განვითარება, ძირითადად, სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების რისკის შესამცირებლად, გალოტამის მიღების დაწყებამდე პაციენტი რეგულარულად უნდა იღებდეს ალფა-ბლოკატორის დღიურ დოზას. ამ დროს ექიმმა გალოტამი შეიძლება დანიშნოს უმცირესი დოზით (25 მგ).
გალოტამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გალოტამის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გალოტამის მოქმედების დაწყების დაგვიანება.
ალკოჰოლმა შეიძლება დროებით დააქვეითოს ერექცია. ამიტომ, წამლის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება გალოტამის მიღებამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
გალოტამი არ ინიშნება ქალებში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გალოტამმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე გალოტამი.
გალოტამის მიღების წესი
გალოტამის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
გალოტამის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ.
გალოტამის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ გალოტამის ეფექტი უფრო ძლიერი ან სუსტია, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გალოტამი მოქმედებს ერექციაზე მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. გალოტამის მოქმედების დაწყების დრო სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია, მაგრამ ჩვეულებრივ, ის მერყეობს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. თუმცა ნოყიერი საკვების შემდეგ გალოტამის მოქმედების დაწყების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თუ გალოტამი არ მოქმედებს ერექციაზე ან ერექცია არ გრძელდება სექსუალური აქტისთვის საკმარისი დროის განმავლობაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
გალოტამის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უფრო დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენების განვითარება და მათი დამძიმება. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის წამლის ეფექტურობას.
დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება.
საჭიროა ექიმთან მიმართვა დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის შეტყობინებით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გალოტამი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა სილდენაფილის მიღების დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის და ხანმოკლე ხანგრძლივობის.
თუ სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში:
პაციენტი უნდა წამოჯდეს და მოდუნდეს;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ნიტრატები მკერდის არეში ტკივილის მოსახსნელად;
საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ყველა მედიკამენტმა, მათ შორის, გალოტამმა, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სილდენაფილის მიღების შემდეგ, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ: უეცრად განვითარებული სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა), სუნთქვის უკმარისობა ან თავბრუსხვევა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება.
სილდენაფილის მიღების შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევებში, აღინიშნა გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია. თუ ერექცია გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება, უნდა შეწყდეს სილდენაფილის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა არის თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში): სახის წამოწითლება, დისპეფსია, მხედველობაზე გავლენა (მოიცავს ფერების აღქმის დარღვევას, სინათლისადმი მგრძნობელობას, ბუნდოვან მხედველობას ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას), ცხვირის გაჭედვა და თავბრუსხვევა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში): ღებინება, გამონაყარი კანზე, სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში, თვალების გაღიზიანება, თვალების სიწითლე/წითელი თვალები, თვალის ტკივილი, მხედველობის გაორება, თვალებში უჩვეულო შეგრძნება, ცრემლიანი თვალები, სისხლდენა სასქესო ასოდან, სათესლე სითხეში და/ან შარდში სისხლის არსებობა, გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების მგრძნობელობის დაქვეითება, ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება), ყურებში ხმაური, გულისრევა, პირის სიმშრალე, ტკივილი გულმკერდის არეში და დაღლილობის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-10 პაციენტში): მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცხვირიდან სისხლდენა და სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო: გულის თრთოლვა, ტკივილი გულმკერდის არეში, უეცარი სიკვდილი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი შემცირება. ამ პაციენტების უმტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მდგომარეობების პირდაპირი კავშირის დადგენა გალოტამთან შეუძლებელია. ასევე, აღინიშნა კრუნჩხვების განვითარება და კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც მოიცავს გამონაყარს, ბუშტუკებს, კანის აქერცვლასა და ტკივილს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ადამინიასათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.notificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გალოტამის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
შენახვის ვადა:
დაუშვებელია გალოტამის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი კოლოფი ან მედიკამენტები უნდა მოთავსდეს აფთიაქში სიგრე სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
გალოტამის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია: შიგთავსი: კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინის პიგმენტი (E132).
მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა
გალოტამი 100 მგ არის მოგრძო ფორმის, ლურჯი აპკით შემოგარსული ტაბლეტები ამოტვიფრულია “100”. შეფუთვაში მოთავსებულია 4 ან 8 ტაბლეტი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos -Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
სხვა ფარმაცევტული ფორმები
გალოტამი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
გალოტამი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 2013 წლის ივნისი
დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომის ესპანეთის წამლისა და სამედიცინო მოწყობლობების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


